განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2018
საქმის ნომერი
330100117002181576
ინსტანცია
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117002181576

საქმე № 1ბ/786-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: თ------------------–--.

სტაჟიორ-პროკურორი: ა-------------ე.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: გ-----------------ე, დაბადების თარიღი: 1--- წლის 1--------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, თ--------------------–--------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ---------------------------------------------------.

 

ადვოკატი - ა-----–---------–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი.

 

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----–---------–---–მა. აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა გამოიტანონ დასაბუთებული განაჩენი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული ვერ იქნება თუ პასუხი არ გაეცემა დაცვის მხარის მნიშვნელოვან არგუმენტებს, მაგალითად, რატომ ვერ იქნა მკვლელობის განზრახვა სისრულეში მოყვანილი. განაჩენში მითითებული გარემოება, რომ თითქოსდა ზ----- ლ---------–---–ისთვის დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი მკვლელობის განზრახვა, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან დაზარალებულს მიყენებული აქვს სიცოცხლისათვის სახიფათო ერთი დაზიანება, ამასთან გ-----------------ის მიერ შემთხვევის ადგილის დატოვების დროს დაზარალებულს გონება არ დაუკარგავს. ამდენად, ობიექტური გარემოება, რის გამოც დაზარალებულის გარდაუვალ გარდაცვალებაზე ივარაუდებდა გ-----------------ე არ არსებობს. გ-----------------ისთვის ასევე კარგად იყო ცნობილი, რომ დაპირისპირება მოხდა ხალხმრავალ ადგილზე და უნდა ევარაუდა, რომ ამ ფაქტის შემსწრენი გამოიძახებდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და დაზარალებული მიიღებდა დროულ და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. მკვლელობის განზრახვის შემთხვევაში, გ-----------------ეს უნდა განეხორციელებინა ისეთი ქმედება, რომელიც აუცილებლად განაპირობებდა დაჭრილის გარდაცვალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკვლელობის განზრახვას ადგილი ვერ ექნება, ხოლო თუ თეორიულად არსებობდა ასეთი განზრახვა ადგილი აქვს დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღებას დაუსრულებელი მცდელობის ეტაპზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. გ-----------------ეს რომც ჰქონოდა მკვლელობის განზრახვა და ამ განზრახვით მიეყენებინა დაზარალებულისთვის დაზიანება, შემდგომ მან ნებაყოფილობით აიღო ხელი დანაშულის ჩადენაზე, აღარ მიაყენა სხვა დაზიანებები და დაზარალებული დატოვა ხალხმრავალ ადგილზე, რითაც საშუალება მისცა გამვლელებს დახმარების აღმოსაჩენად გადაეყვანათ იგი სამედიცინო დაწესებულებაში. სასამართლომ გაიზიარა მოწმე მ------–---–ის ჩვენების ნაწილი, თუმცა არ გაითვალისწინა ამ უკანასკნელის განმარტება იმის შესახებ, რომ გ-----------------ეს კიდევ შეეძლო ზ----- ლ---------–---–ისთვის დაზიანების მიყენება. თუმცა პირი, რომელზეც მოწმე საუბრობს, გამოძიებას დადგენილი არ ჰყავს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გ-----------------ე არავის განუიარაღებია და დაუკავებია, შესაბამისად, მას კიდევ ჰქონდა დრო და შესაძლებლობა სასიკვდილო დაზიანება მიეყენებინა დაზარალებულისთვის, რაც არ გაუკეთებია. მ------–---–ის ჩვენების ის ნაწილი, რომ თითქოსდა გ-----------------ე ვიღაც მამაკაცმა მოაშორა ზ----- ლ---------–---–ს, წინააღმდეგობაშია მოწმე კ-----------------ას ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ ხალხი სეირის საყურებლად იყო შეკრებილი და მის მისვლამდე 1-2 წუთი დაზარალებულს არავინ ეხმარებოდა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა და თავად გ-----------------ემაც დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე დაზარალებული პარალიზებული არ ყოფილა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანება სამედიცინო ჩარევის გარეშეც არ წარმოადგენდა სიცოცხლისთვის გარდაუვალ საფრთხეს. სისხლის სამართლის კერძო ნაწილის კომენტარების თანახმად, ,,წესები სხეულის დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის“ გვაძლევს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების ჩამონათვალს. ასეთი დაზიანებებია, მაგალითად შემავალი (და არა ნაკვეთი) ჭრილობა... ხერხემლის არხში“. ,,წესები სხეულის დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის“ კი, დამტკიცებულია საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მიერ 09.06.1971წ. ამ წესების თანახმად, იდენტიფიცირებულია სხეულის მძიმე დაზიანება, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, არასასიკვდილო დაზიანება და სასიკვდილო დაზიანება. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებებიდან ერთ-ერთი წარმოადგენს მძიმე ხარისხის დაზიანებას, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ეს დაზიანება, სამედიცინო დახმარების ან დახმარების გარეშე ქმნის სასიკვდილო შედეგის ალბათობას, რომ ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს ან არ დაიღუპოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, კი ,,ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. გარდა ამისა ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ყველა გარემოების შეფასება და გათვალისწინება. დაკავების ოქმით და წარმოდგენილი ნივთმტკიცებით დასტურდება, რომ შემთხვევიდან დაახლოებით 25 დღის შემდეგ, გ-----------------ეს თან ჰქონდა დანა რომლითაც 2017 წლის 19 სექტემბერს დაზიანება მიაყენა დაზარალებულს. არ არსებობს მოწმე, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ გ-----------------ის განიარაღების, შეჩერების და თავდასხმის აღკვეთის ფაქტს. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, განაჩენში აღნიშნულზე ნამსჯელი არ არის. მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, რომ მკვლელობის მიზეზი და მოტივი არ არსებობდა. სხეულის დაზიანებების ლოკაცია, ხარისხი, რაოდენობა და ხასიათი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად, სიცოცხლისთვის პოტენციურ საფრთხეს მხოლოდ ერთი დაზიანება წარმოადგენდა. ის, რომ გ-----------------ემ დაზარალებულს დანით მიაყენა მარცხენა დუნდულოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა და ხუთი სხვა მსუბუქი ხარისხის დაზიანება არ ადასტურებს მკვლელობის განზრახვას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შემთხვევის დროს ზ----- ლ---------–---–ს თან ჰქონდა დანა და ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ამ უკანასკნელმა განახორციელა სამი გასროლა. გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის აფთიაქ პსპ-ს ვიდეოკამერების ჩანაწერებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილისკენ პირველი წავიდა ზ----- ლ---------–---–ი, რომელიც წინ გაუძღვა გ-----------------ეს, რაც მიუთითებს გ------ი ლ---------–--–ის ინიციატივაზე. თავად გ-----------------ემ აჩვენა, რომ ,,სადარბაზოსთან ჩემ წინ მიმავალი ზ----- ლ---------–---–ი შეჩერდა, უცბად შემოტრიალდა ჩემი მიმართულებით, მარჯვენა ხელით საქამრიდან ამოიღო პისტოლეტი, გადატენა მარცხენა ხელით, რა დროსაც ტყვია დავარდა ძირს და მითხრა - გაგიხვრიტავ შუბლსო და ჩავთვალე რომ მიპირებდა მოკვლას“. იარაღის ამოღების ფაქტს არც ერთი მოწმე არ აღწერს, ხოლო თავად დაზარალებული და მისი თანმხლები ქალბატონი საერთოდ უარყოფენ იარაღის ქონის ფაქტს. გ-----------------ის ჩვენების გარდა, ზ----- ლ---------–--–ის მიერ იარაღის მომარჯვების ფაქტს ადასტურებს შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი გაუსროლელი მასრა, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი იარაღი ზ----- ლ---------–---–მა კიდევ ერთხელ გადატენა, რის გამოც იარაღის ლულიდან ძირს გადმოვარდა ვაზნა. გ-----------------ემ ასევე განმარტა, რომ იგი არ აძლევდა საშუალებას ზ----- ლ---------–---–ს მისკენ მიემართა პისტოლეტი, ეს უკანასკნელი კი ცდილობდა მისი წინააღმდეგობის დაძლევას, ამ დროს ამოუცვივდა ქაღალდები, პირადი ნივთები და კლინიკიდან აღებული თაბახის ფურცელი, რის შემდეგაც ზ----- ლ---------–---–მა გაისროლა იარაღიდან, რა დროსაც ტყვია გავარდა გ-----------------ის ფეხის მიმართულებით და მოხვდა ძირს დაგდებულ დაკეცილ თაბახის ფურცელს. გასროლის ხმის გაგება დაადასტურა თითქმის ყველა მოწმემ, ზ----- ლ---------–---–ის შარვალს აღენიშნებოდა დენთის კვალი, ხოლო შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ ლ---------–---–ის სამედიცინო ცნობას აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ნატყვიარი და დენთის კვალი. ექსპერტ მ---–----ის ჩვენებით კი დადასტურდა, რომ ფურცელზე არსებული ნატყვიარი მიყენებულია მცირე, დაახლოებით 20 სანტიმეტრის მანძილიდან, რაც ამყარებს გ-----------------ის ჩვენებას. გ-----------------ემ ასევე განმარტა, რომ გასროლის საპასუხოდ, მან მარჯვენა ხელით მოახერხა ჯიბიდან დანის ამოღება, რომელიც დაარტყა ზ----- ლ---------–---–ს დუნდულოს მიდამოში იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელს შეეწყვიტა მასზე თავდასხმა და დაეგდო იარაღი, თუმცა დაზარალებული კვლავ განაგრძობდა მასზე თავდასხმას, ამიტომ იგი დანით ცდილობდა საფრთხის მოგერიებას. ზ----- ლ---------–---–ი კი ცდილობდა იარაღის მისკენ მიმართვას. საბოლოოდ მან მოახერხა წაექცია ზ----- ლ---------–---–ი და ცდილობდა მისი იარაღიანი ხელის მიწაზე გაკავებას, თუმცა ამ დროს დაზარალებულმა კვლავ განახორციელა 1-2 გასროლა, შემდეგ გაითავისუფლა ხელი და გ-----------------ისკენ მიმართა იარაღი, თითი გამოკრა სასხლეტს, თუმცა იარაღი აღარ გავარდა. განაჩენში განვითარებული მოსაზრება თითქოსდა ზ----- ლ---------–---–ი მიწაზე წაქცეული იყო მუცლით არ დასტურდება მტკიცებულებებით. გასროლის წარუმატებელი მცდელობის და იმის გამო რომ გ-----------------ე დანით მოქცეული იყო ზემოდან, ზ----- ლ---------–---–მა შეწყვიტა თავდასხმა და გაუშვა იარაღს ხელი, რომელიც დააგდო დაახლოებით 1-2 მეტრში, რაც დასტურდება შემთხვევის ადგილის ფოტოსურათებით. როგორც დაცვის მხარსითვის ცნობილია, აღნიშნულ იარაღთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მსჯავრდებულის ჩვენებით და საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა, რომ გ-----------------ემ ზ----- ლ---------–---–ს დაზიანებები მიაყენა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. შესაბამისად, გ-----------------ეს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება - დანაშაული და არ არსებობს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გ-----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა გ-----------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----–---------–---–მა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

გ-----------------ემ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისში, თ---ა, მ---- კვარტალი, 2--- კორპუსის მიმდებარედ, გ-----------------ეს შელაპარაკება მოუვიდა ზ----- ლ---------–---–თან. განაწყენებულმა გ-----------------ემ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ზ----- ლ---------–---–ს კისრის, გულმკერდისა და სხეულის სხვა მიდამოში მიაყენა შვიდი ჭრილობა, რა დროსაც დაუზიანა ზურგის ტვინი. ზ----- ლ---------–---–ი დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც ექიმების მიერ შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

გ-----------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს იმყოფებოდა თ---ის დასახლებაში, რა დროსაც შეხვდა თ------- მ-----------–-–---–ს და ზ----- ლ---------–---–ს. მას და ზ----- ლ---------–---–ს მოუვიდათ შელაპარაკება, რადგან მის მიმართ ზ----- ლ---------–---–ი იყო აგრესიული. მან დაზარალებულს მოსთხოვა ტელეფონის ნომერი, რათა სხვა დროს გაერკვიათ ურთიერთობა. აღნიშნულზე ზ----- ლ---------–---–მა უთხრა ,,წამოეთრიე აბა რა გინდაო“. იგი გაყვა დაზარალებულს და მივიდნენ კორპუსის სადარბაზოსთან. მას მიუტრიალდა ზ----- ლ---------–---–ი, რომელმაც მარჯვენა ხელით საქამრედან ამოიღო პისტოლეტი, გადატენა მარცხენა ხელით, რა დროსაც ტყვია დავარდა ძირს და უთხრა, რომ შუბლს გაუხვრეტდა. იგი მაჯაში წვდა ზ----- ლ---------–---–ს და არ აძლევდა პისტოლეტის მისკენ მიმართვის საშუალებას. ამ დროს მას ჩანთიდან ამოუცვივდა ქაღალდები და პირადი ნივთები. მან მარჯვენა ხელი მიატანინა თითქმის მიწამდე, რა დროსაც ზ----- ლ---------–---–მა მარჯვენა ხელი გააშვებინა, თუმცა მარცხენა ხელით მას ისევ ეკავა ზ----- ლ---------–---–ის იარაღიანი მარჯვენა ხელი. ამ დროს პისტოლეტი იქნებოდა მიწიდან დაახლოებით 20-30 სანტიმეტრში, რა დროსაც ზ----- ლ---------–---–მა გაისროლა მისი ფეხების მიმართულებით და ტყვია მოხვდა ძირს დაგდებულ თაბახის ფურცლებს. ამის შემდეგ მან ჯიბიდან მარჯვენა ხელით ამოიღო დანა, რომელიც დაარტყა ზ----- ლ---------–---–ს დუნდულოს მიდამოში, რათა ამ უკანასკნელს შეეწყვიტა მასზე თავდასხმა. იგი უყვიროდა დაზარალებულს დაეგდო იარაღი, თუმცა ზ----- ლ---------–---–ი ცდილობდა იარაღი მიემართა მისკენ. იგი კვლავ ცდილობდა მოეგერიებინა ზ----- ლ---------–---–ი. მან მოიკრიბა ძალები, მიაწვა დაზარალებულს და ორივე დაეცნენ ძირს, რის შემდეგაც მან ზ----- ლ---------–---–ს მხართან მიაყენა დანით დარტყმა და კვლავ უყვიროდა დაეგდო იარაღი. დაცემის შემდეგ ზ----- ლ---------–---–ი აღმოჩნდა ზურგით მიწაზე, ხოლო თავად ზემოდან და იარაღიანი ხელი დაზარალებულს გაუკავა მიწაზე. ეს უკანასკნელი კი კვლავ ცდილობდა ხელის გათავისუფლებას, რა დროსაც მოახდინა კიდევ 1-2 გასროლა, შემდეგ ხელი გაითავისუფლა, იარაღი მიმართა მისკენ და სასხლეტს გამოკრა, თუმცა იარაღი აღარ გავარდა. ზ----- ლ---------–---–მა თავდასხმა შეწყვიტა და იარაღი გადააგდო. მან ჩათვალა, რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა, წამოდგა, ნივთების ნაწილი მოაგროვა და იქაურობას გაეცალა. მას დანა არ გაუწმენდია და არ გადაუგდია. დანა პოლიციელებმა ამოიღეს მისი მითითებით. გ-----------------ის განმარტებით, მას რომ ზ----- ლ---------–---–ის მოკვლა სდომებოდა, დუნდულოს ნაცვლად დანით გულში, თავში ან სხვა სასიკვდილო ადგილას მიაყენებდა ჭრილობას. იგი მხოლოდ მისგან თავდასხმას იგერიებდა. ზ----- ლ---------–---–თან დაპირისპირებისას, მათთან ახლოს არავინ მისულა, რადგან მისი შეჩერების შემთხვევაში, ზ----- ლ---------–---–ი მას მოკლავდა და ამის გამო ნებისმიერს მიაყენებდა დაზიანებას. როდესაც მან დატოვა შემთხვევის ადგილი, დარწმუნებული იყო, რომ ზ----- ლ---------–---–ს სერიოზული დაზიანება არ ჰქონდა. მათი დაპირისპირება დასრულდა დაახლოებით 30 წამში და ეგონა, რომ სულ სამჯერ დაარტყა დანა, თუმცა როგორც აღმოჩნდა დაზარალებულს შვიდი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ზ----- ლ---------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს, შეყვარებულთან - თ------- მ-----------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა თ---ის მ---- კვარტალში, N--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლეობით 13:00 საათზე, ,,პსპ“-ს აფთიაქთან გრძელთმიანმა მამაკაცმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოსთხოვა გასულიყვნენ გვერდით, რაზეც უპასუხა, რომ იყო გოგონასთან ერთად. უცნობი მამაკაცი კვლავ იგივეს ითხოვდა, რაზეც იგი დათანხმდა და გაყვა აფთიაქის უკან, რა დროსაც ხსენებულმა მამაკაცმა ზურგში ჩაარტყა დანა. დანის დარტყმის შედეგად იგი დაეცა ძირს და არ ახსოვს რა მოხდა შემდეგ. უცნობმა მამაკაცმა მას მიაყენა შვიდი ჭრილობა, რომელთაგან სამი ჭრილობა მიყენებული აქვს კისრის არეში, სამი გულმკერდის უკანა ზედაპირზე და ერთი მარცხენა დუნდულოს არეში. შემთხვევის ადგილზე იყვნენ მხოლოდ ის და გრძელთმიანი მამაკაცი, შესაბამისად სხვა ვერავინ მიაყენებდა დაზიანებებს. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ შემთხვევის დროს მას თან პისტოლეტი არ ჰქონია.

 

მოწმე ვ----– ლ---------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შეატყობინეს, რომ მისი ვაჟი - ზ----- ლ---------–---–ი იყო დაჭრილი. იგი მივიდა საავადმყოფოში, სადაც პოლიციელისგან შეიტყო, რომ მისი ვაჟი დაჭრა გ-----------------ემ. მას ამ საკითხთან დაკავშირებით არ უსაუბრია ვაჟთან, ამიტომ მისთვის კონფლიქტის მიზეზი უცნობია. ზ----- ლ---------–---–ს მიყენებული ჰქონდა სერიოზული ჭრილობა. კერძოდ, დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი. მოწმემ განმარტა, რომ მისი შვილი არის ამერიკის მოქალაქე და ვინაიდან არსებობდა საფრთხე ქართულ კლინიკაში მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების, იგი სამკურნალოდ სასწრაფოდ გადაიყვანეს ამერიკაში, სადაც ჩაუტარდა სრული მკურნალობა. მართალია მის შვილს დღეის მდგომარეობით შეუძლია სიარული, თუმცა მას მარცხენა ფეხზე აქვს პრობლემა.

 

მოწმე ზ--------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის ქირურგი. შემთხვევის დღეს, მან დაჭრილ ზ----- ლ---------–---–ს, რომელსაც მიყენებული ჰქონდა შვიდი ჭრილობა ჩაუტარა გულ-მკერდის ოპერაცია. ზ----- ლ---------–---–ს სამი ჭრილობა მიყენებული ჰქონდა კისრის არეში, სამი გულმკერდის და ერთი დუნდულოს არეში. ზ----- ლ---------–---–ს მარცხენა ბეჭის არეში მიყენებული ჭრილობის გამო დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი და სავარაუდოდ ზურგის ტვინი, რის გამოც მას ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ დაუდგინდა ფეხების დამბლა. ამის შემდეგ, კი ზ----- ლ---------–---–ი სამკურნალოდ გადაიყვანეს სხვა კლინიკაში.

 

მოწმე ზ---- ლ---------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის ექიმი. ზ----- ლ---------–---–ი, რომელსაც ჰქონდა ქვედა კიდურების დამბლა, ამ უკანასკნელის ახლობლების თხოვნით გადაიყვანეს მის კლინიკაში, სადაც ზ----- ლ---------–---–ს ჩაუტარდა კვლევა და დაუდგინდა ზურგის ტვინის დაზიანება. დაზიანება იყო მძიმე ხარისხის და პაციენტი მუდმივად საჭიროებდა ძლიერ ტკივილგამყუჩებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტირება იყო სახიფათო, ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით პაციენტი გადაიყვანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ზ----- ლ---------–---–ს ჩაუტარდა მკურნალობა.

 

მოწმე თ----------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს დასუფთავების სამსახურში. 2017 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ასრულებდა სამსახურებრივ საქმიანობას, რა დროსაც მოესმა ხმაური და დაინახა რომ ჩხუბობდა ორი ბიჭი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო გ-----------------ე. მანვე დაინახა, რომ გ-----------------ემ, სავარაუდოდ შავი ფერის ჩანთიდან ამოიღო შავტარიანი დასაკეცი დანა და მეორე ბიჭს გაუყარა მარცხენა მხარეს ხერხემალთან. ამის შემდეგ დაჭრილმა გადადგა ერთი-ორი ნაბიჯი და დაეცა. მას თავდამსხმელი დააჯდა ზემოდან და 3-4-ჯერ კვლავ დაარტყა დანა. მას შემდეგ, რაც დაზარალებული მოვიდა გონს, ამოიღო პისტოლეტი და გაისროლა ჰაერში. მოწმემ განმარტა, რომ მან გაიგო სამი გასროლის ხმა. ამ დროს გ-----------------ემ დააგდო დანა და გაიქცა, ხოლო დაჭრილი იწვა სისხლში და მის გვერდით ეგდო სისხლიანი დანა და პისტოლეტი. დაჭრილი მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში და ამოიცნო პირი, რომელმაც დაჭრა დაზარალებული. ასევე განმარტა, რომ გ-----------------ე და დაზარალებული თავიდან 10-20 წუთის განმავლობაში ლაპარაკობდნენ, რის შემდეგაც დაიწყეს ჩხუბი. მას გინება არ გაუგია, თუმცა იყო აგრესია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ამ პირებთან ერთად იყო გოგონაც.

 

მოწმე ი------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი შემთხვევის დღეს იგი იმყოფებოდა თბილისში, თ---ის დასახლებაში, რა დროსაც გაჩერებასთან დაინახა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ზურგზე მოახტა მეორე პირს. აღნიშნული მან ჩათვალა ბავშვურ თამაშად, თუმცა მას შემდეგ რაც ერთ-ერთი ახალგაზრდა წაიქცა, ერთი წუთიც არ იყო გასული, ატყდა სროლა. მან გაიგო დაახლოებით 5-6 გასროლის ხმა. მას ზუსტად არ დაუნახავს რომელ მათგანს ეკავა თოფი. მისი ვარაუდით იარაღი ჰქონდა ერთს, მეორე კი ართმევდა. ამ დროს ხალხი მიმოიფანტა და იგი გაიქცა მოჩხუბრებისკენ, რათა ზემოდან მოქცეული პირი გაენეიტრალებინა, მაგრამ მას დაასწრო ვიღაც მამაკაცმა, თავდამსხმელს მოხვია ხელი და გაიყვანა. ამ დროს, მან თავდამსხმელის ხელში დაინახა დანა, რომელიც თავდამსხმელმა დუნდულოს არეში დაარტყა დაზარალებულს. მან ასევე დაინახა, რომ დანა იყო სისხლიანი. ამის შემდეგ თავდამსხმელი გაიქცა სადარბაზოს მეორე მხარეს და თან წაიღო დანაც, ადგილზე არ დაუგდია. მან დაინახა დაზარალებული, რომელსაც ღვარად მოსდიოდა სისხლი. დაზარალებული ამბობდა, რომ იყო გონზე. ამის შემდეგ მან დარეკა 112-ში, თუმცა დაჭრილი სამოქალაქო პირის ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგროც მას გაჩერებაზე მყოფმა ქალებმა უთხრეს, მოჩხუბრებმა მანამდე იკამათეს, თუმცა იგი ამ კამათს არ შესწრებია. მოწმემ განმარტა, რომ მამაკაცს რომ არ გაეშველებინა ისინი, თავდამსხმელი დაზარალებულს კიდევ დაარტყავდა დანას.

 

მოწმე თ------- მ-----------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს, შეყვარებულთან - ზ----- ლ---------–---–თან ერთად მიდიოდა ქუჩაში. მათ გზაში შეხვდათ საშუალოზე ცოტა მაღალი, სათვალიანი ბიჭი, მოგრძო თმით, რომელსაც ეცვა კუბოკრული პერანგი და გადაკიდებული ჰქონდა ჩანთა. ზ----- ლ---------–---–მა და უცნობმა პირმა შეხედეს ერთმანეთს, რა დროსაც უცნობმა პირმა ზ----- ლ---------–---–ს გასძახა კითხვით - რამე ხომ არ გინდაო, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ არაფერი უნდოდა. ამის შემდეგ უცნობმა პირმა დაზარალებულს უთხრა გაჰყოლოდა გვერდით. აღნიშნულზე ზ----- ლ---------–---–მა უპასუხა, რომ იყო გოგოსთან ერთად და შეეძლო სხვა დროს ენახა იგი. თუმცა ზ-----ი ბოლოს მაინც გავიდა უცნობ პირთან ერთად სადარბაზოსთან. მას ხმაური არ გაუგია. ცოტა ხანში დაინახა ზ-----ი, რომელმაც რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ, ხოლო უკნიდან სწრაფად გამოვარდა ზემოხსენებული უცნობი პირი, რომელმაც შავტარიანი დანა ვერცხლისფერი პირით, დაარტყა ზ----- ლ---------–---–ს, რასაც მოყვა გაურკვეველი მიმართულებით ხელების ქნევა. ამ დროს იგი იმყოფებოდა მათგან დაახლოებით ცხრა მეტრში. იმ დროს როდესაც იგი მივიდა ახლოს ზ----- ლ---------–---–ი იყო მარტო, იწვა სისხლში და ვერ მოძრაობდა, ხოლო უცნობი პირი იქ აღარ იყო. იგი დახმარების სათხოვნელად წავიდა დაზარალებულის მეგობართან, თუმცა უკან დაბრუნებულს ზ----- ლ---------–---–ი ადგილზე აღარ დახვდა. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის დროს მას იარაღის გასროლის ხმა არ გაუგია. ამასთან, იგი არ დაკვირვებია თავდამსხმელს, რადგან არ ეგონა, რომ მომავალში მისი გახსენება დასჭირდებოდა, ამიტომ მისი ამოცნობა არ შეუძლია.

 

მოწმე ქ------------------–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს იმყოფებოდა თბილისში, თ---ის დასახლების მ---- კვარტალში მდებარე გაჩერებაზე, რა დროსაც დაინახა ორი ახალგაზრდა, რომლებიც ხმამაღლა კამათობდნენ. ამის შემდეგ ხსენებული პირები დავარდნენ ძირს და ისე განაგრძეს ჩხუბი. მათთან იყო ქალბატონი, რომელიც ყვიროდა ,,მოკლესო“ და ითხოვდა შველას. ამ დროს მან გაიგო 2-3 გასროლის ხმა, რის გამოც შეეშინდა და ამოეფარა ტრაფარეტს, საიდანაც ვეღარაფერს ხედავდა. ამის შემდეგ მან დარეკა სასწრაფო დახმარების სამსახურში, თუმცა დაჭრილი ჩვეულებრივი ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმემ განმარტა, რომ იმ დროს როდესაც მან გაიგო გასროლის ხმა მოჩხუბრები უკვე მიწაზე იყვნენ წაქცეულები.

 

მოწმე ლ--–-----------–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს, იმყოფებოდა თ---ის დასახლებაში, სახლთან მდებარე გაჩერებაზე, რა დროსაც დაინახა არკიდან გამომავალი ორი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი ზურგიდან დაეჯახა მეორეს და ეს უკანასკნელი დაეცა ძირს. მას ზემოდან მოექცა ის პირი, რომელიც დაეჯახა და დაუწყო მას დარტყმა. ხსენებულ პირებს ახლდათ ქერათმიანი გოგო. მან ასევე გაიგო სამი გასროლის ხმა და დაინახა, რომ დაჭრილი პირი ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში.

 

მოწმე კ-----------------ას ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თ---ის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მოესმა ხმაური. იგი გავიდა და ნახა, რომ პირი იყო დაჭრილი და მას გარს ეხვია 5-10 ადამიანი. რადგან სასწრაფო დახმარების ბრიგადა აგვიანებდა შემთხვევის ადგილზე მისვლას, დაჭრილი მამაკაცი ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმემ განმარტა, რომ დაჭრილს სისხლი სდიოდა და დახმარებას ითხოვდა.

 

მოწმე ლ-------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს მოძრაობდა კუთვნილი ავტომანქანით და იმყოფებოდა თ---ის დასახლებაში. შუქნიშანთან გაჩერებულს შემოესმა ხმაური. იგი გადავიდა ავტომანქანიდან და დაინახა დაზარალებული, რომელსაც ყელის და ზურგის არეში მიყენებული ჰქონდა ჭრილობები და ითხოვდა შველას. იქვე შეკრებილი იყო ხალხიც. მათ დაჭრილი ახალგაზრდა გადაიყვანეს საავადმყოფოში, რა დროსაც მისი ავტომანქანა დაისვარა დაზარალებულის სისხლით. მან მოგვიანებით ტელევიზიით შეიტყო, რომ დაზარალებულს დანით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული.

 

მოწმე ზ---------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2017 წლის 19 სექტემბერს მგზავრობდა N3 ავტობუსით. თ---ის დასახლებაში მდებარე შუქნიშანთან ყოფნისას, დაინახა, რომ ახალგაზრდები იყვნენ მიწაზე წაქცეულები. მათ შორის ერთ-ერთი იყო მეორეს ზემოდან მოქცეული. იმ დროს, როდესაც მოჩხუბრები ძირს იყვნენ წაქცეულები, მან გაიგო ორზე მეტი გასროლის ხმა. იგი ავტობუსში იდგა ფეხზე, ამიტომ ფანჯრიდან კარგად ხედავდა ყველაფერს. მან ასევე დაინახა მოჩხუბრებისკენ მიმავალი ხალხი.

 

მოწმე მ------------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს თ---ის დასახლებაში მდებარე ,,პსპ“-ს აფთიაქში. შემთხვევის დღეს, დაახლოებით 13:30-14:00 საათზე, შენიშნა, რომ გარეთ ერთმანეთში საუბრობდა ორი ახალგაზრდა და იყო ხმაური, კერძოდ, ერთი პირი ეუბნებოდა მეორეს, რომ გასულიყვნენ გვერდით. ამ ორი პირიდან ერთი იყო ჟღალთმიანი, ხოლო მეორე დაბალი და შავგვრემანი. მათ გადაინაცვლეს აფთიაქის გვერდით და აღარ იყვნენ მისი მხედველობის არეში. მოწმემ განმარტა, რომ ხსენებული პირებიდან ერთ-ერთს თან ახლდა გოგონა. იგი შებრუნდა აფთიაქში და სხვა არაფერი დაუნახავს. მოგვიანებით გაიგო დაახლოებით 2-3 გასროლის ხმა. იგი გავიდა ქუჩაში, სადაც იყო ჩოჩქოლი და იქ შეკრებილები ამბობდნენ ვიღაც დაჭრესო.

 

მოწმე ზ------------------–---–ის ჩენებით ირკვევა, რომ იგი უშუალოდ არ შესწრებია 2017 წლის 19 სექტემბერს მომხდარ ფაქტს. მან სატელევიზიო რეპორტაჟით შეიტყო, რომ ზ----- ლ---------–---–ი იყო დაჭრილი. ამავე სიუჟეტში ზოგი რესპოდენტი ამბობდა, რომ ხსენებული პირი დაჭრილი იყო იარაღით, ზოგი კი ამბობდა რომ მამაკაცი დაჭრილი იყო დანით. ადამიანი, რომელსაც ეცვა მეეზოვეს ფორმა, ამბობდა, რომ მამაკაცის დაჭრა მოხდა იარაღით.

 

მოწმე ი-----–------------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს იგი უშუალოდ არ შესწრებია დანაშაულის ფაქტს. მან ტელევიზიით შეიტყო, რომ ვიღაც დაჭრეს. მოგვიანებით კი, ინტერნეტის მეშვეობით უყურა სიუჟეტს, სადაც მეეზოვეს ფორმაში ჩაცმული ადამიანი ამბობდა, რომ არ იცოდა რის გამო მოხდა დაჭრა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მოწმე ს--------–----–--ის გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს 13:10 საათზე, იმყოფებოდა თ---ის დასახლებაში, მ---- კვარტალი, N--------------ის მიმდებარედ, რა დროსაც შენიშნა, რომ კორპუსის კუთხეში მდებარე ,,პსპ“-ს აფთიაქთან კამათობდა ორი ბიჭი, რის შემდეგაც ორივემ გადაინაცვლეს სადარბაზოსთან და დაიწყეს ჩხუბი. მანვე დაინახა, რომ ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელსაც ეცვა ღია ფერის ტანსაცმელი, დაახლოებით 10-15 სმ-იანი, შავტარიანი დანა, რომელიც ეკავა ხელში, უკანა მხრიდან ფერდში დაარტყა მეორეს. ამავდროულად დაინახა, რომ დანით დაჭრილმა მამაკაცმა, რომელსაც ეცვა შავი ფერის მაისური, საქამრედან ამოიღო პისტოლეტი და გაისროლა 2-3-ჯერ, რის შემდეგაც დაეცა დაბლა და გაუვარდა პისტოლეტი. დანიანი მამაკაცი მას მოექცა ზემოდან და კვლავ ურტყამდა დანას. მან ასევე გაიგო გოგონას კივილი, რომელიც ითხოვდა შველას. იგი, სხვა ადამიანებთან ერთად გაიქცა მოჩხუბრების მიმართულებით, რა დროსაც დანიანი მამაკაცი წამოხტა და გაიქცა გამჭოლ სადარბაზოში. დაჭრილი კი, ეგდო მიწაზე და ზურგიდან სდიოდა სისხლი. მან გამოიძახა სასწრაფო დახმარება, თუმცა დაჭრილი მამაკაცი ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. პირი, რომელსაც ეკავა დანა, იყო დაახლოებით 30 წლის, სიმაღლით 180 სანტიმეტრი, საშუალო აღნაგობის, მუქი ფერის მოგრძო სწორი თმით, მუქი ფერის წვერით, მრგვალი პირისახის, სწორი საშუალო ზომის ცხვირით, რკალისებრი ხშირი წარბებით, საშუალო ზომის მუქი ფერის თვალებით, ტანთ ეცვა ჭრელი მოკლემკლავიანი პერანგი, ღია ლურჯი ჯინსის შარვალი და თან ჰქონდა მუქი ფერის ჩანთა.

 

ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 21 სექტემბერს 20:45-21:20 საათზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც ს--------–----–--ემ, მისთვის წარდგენილ ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო გ-----------------ის ფოტოსურათი და განმარტა, რომ ამ პირმა, 2017 წლის 19 სექტემბერს თბილისში, თ---ა, მ---- კვარტალი, N--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრა შავ მაისურიანი მამაკაცი.

 

ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს 21:15-21:50 საათზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც თ---------------მა მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო გ-----------------ის ფოტოსურათი და განმარტა, რომ ფოტოსურათზე გამოსახულმა პირმა, 2017 წლის 19 სექტემბერს თბილისში, თ---ის მ---- კვარტალი, 2--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერმე დაარტყა დანა შავმაისურიან მამაკაცს.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს 16:10-16:40 საათზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობა, რა დროსაც თ---------------მა მისთვის წარდგენილ სამ პირს შორის ამოიცნო გ------ი გ-------ძე და განმარტა, რომ ხსენებულმა პირმა, 2017 წლის 19 სექტემბერს, თბილისში, თ---ის მ---- კვარტალი, 2--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრა დაახლოებით 25 წლის, შავ მაისურიანი მამაკაცი.

 

პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს 17:20-17:50 საათზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობა, რა დროსაც ს--------–----–--ემ მისთვის წარდგენილ სამ პირს შორის ამოიცნო გ-----------------ე და განმარტა, ეს სწორედ ის პირია, რომელმაც 2017 წლის 19 სექტემბერს თბილისი, თ---ა, მ---- კვარტალი, 2--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დანით დაჭრა შავმაისურიანი მამაკაცი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს 14:00-18:00 საათზე, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, თ---ის მ---- კვარტალი, N---- კორპუსის მიმდებარედ. კორპუსს აქვს ორი შესასვლელი. კორპუსის კუთხეში, მიწაზე დევს შავი ფერის პისტოლეტი მჭიდთან ერთად, რომლის მახლობლად, დაახლოებით 3 მეტრის მანძილზე, ასფალტის ზედაპირზე დევს ერთი ცალი მასრა. ასფალტის ზედაპირზე ასევე დევს ერთი ცალი მასრა და ერთი ცალი ვაზნა, ხოლო კორპუსის კუთხეში არსებულ კიბეებთან, ხის ქვეშ დევს ერთი ცალი მასრა. კორპუსის კუთხეში არსებულ გამწვანების ზოლში გამავალ კიბეებთან, ასფალტის ზედაპირზე აღინიშნება დიდი ზომის მოწითალო ფერის ლაქა, რომელზეც დევს მუქი ფერი პერანგი. პერანგთან დევს დაზიანებული ყურსასმენი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. კიბის გვერდით არსებულ სკამთან, ასფალტის ზედაპირზე არის თეთრი ქაღალდი, სკამის გვერდით დევს დაზიანებული მზის სათვალე, პლასტმასის ბოთლი, მასში არსებული სითხით. კორპუსის მიმდებარედ შეიმჩნევა მოწითალო ფერის ლაქები. კორპუსში მდებარე სილამაზის სალონის კედელთან არის სიგარეტის კოლოფი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, შავი ფერის მზის სათვალე, ჯვრის გამოსახულებანი სამაჯური, საეკლესიო სამაჯური ჯვრით, რომელსაც ასევე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ,,მეტრომანის“ ბარათი, ერთი ცალი სეროლოგიური კვლევის ბარათი, გაცემული გ-----------------ის სახელზე, რომელზეც მითითებულია გ-----------------ის პ/ნ 0---------- და კვლევის თარიღი, გადახდის ქვითარი, რომელზეც ასახულია, რომ გადახდის ოპერაცია შესრულებულია გ-----------------ის მიერ.

 

დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 20 სექტემბერს 11:25-12:15 საათზე, დათვალიერდა თბილისში, თ---ის მ---- კვარტალი, N---- და 2--- კორპუსების უკან მდებარე გამწვანების ზოლი, სადაც არსებული პატარა ზომის ბუჩქების ძირში არის ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის ეკრანი არის დაზიანებული და ეკრანზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები.

 

მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 29 სექტემბერს 13:20-15:45 საათზე, ლ-------------–---–ის მონაწილეობით ჩატარდა სააფთიაქო ქსელ ,,პსპ“-ს N---- აფთიაქის გარე სამეთვალყურეო კამერების მიერ 2017 წლის 19 სექტემბრის 12:35 საათიდან 13:35 საათამდე დროის შუალედში განხორციელებული ჩანაწერების დათვალიერება. 13:11:05 საათზე კადრში ჩანს, რომ თბილისში, თ---ის მ---- კვარტლის მხრიდან მოდის ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც აცვია მოწითალო კაბა, მას მოჰყვება მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ფერის მაისური, ლურჯი ფერის შარვალი და აქვს ღია წითური თმა. მამაკაცს უკანა მხრიდან უახლოვდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია ჭრელი პერანგი, ღია ფერის შარვალი, მუქი ფერის ფეხსაცმელი, აქვს მოზრდილი შავი ფერის თმა, აქვს წვერი და უკეთია მზის სათვალე. ლ---- ყ-------–---–ის განმარტებით, ქალბატონს და მის თანმხლებ მამაკაცს არ იცნობს, ხოლო ჭრელპერანგიანი მამაკაცი, რომელიც ელაპარაკება შავ მაისურიან მამაკაცს, არის მისი შვილი - გ-----------------ე. კადრში ჩანს, რომ გ-----------------ე და შავ მაისურიანი მამაკაცი ერთად მიემართებიან აფთიაქის გვერდით.

 

ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 14 ოქტომბერს 05:05-06:00 საათზე, ო--------------------ის, შ--------------------------–-----–ი, ჩატარდა ი-------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებულია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, გ-----------------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა N1--------, პ/ნ 0----------, შავი ფერის ლითონისტარიანი დანა, ტარზე განთავსებულია დანის პირის გამხსნელი ღილაკი, რომლითაც დანის პირი გამოდის დანის ტარიდან ვერტიკალურად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა: დ----------–---მა, გ-----------------ემ, გ----------–--–---–მა, ლ------------ემ, ს---–--------–------ემ, თ---------------მა, გ------–-–---–მა და ხ-----------------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების რეალობა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 ოქტომბრის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ თაბახის დაკეცილ ფურცელზე კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მონაკვეთზე არსებული დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვის მოქმედებით.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 ოქტომბრის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ:

▪ პაკეტებში: წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები 2 (ორი) ც ბიოლოგიურ ჩხირზე, ამოღებული კორპ. N----- მიმდ. ტერიტ...“, „...საათი. ჯვარი. ცეპი კულონით...” და „...ყურსასმენები, დაზიანებულ მდგომარეობაში, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N1,2), საათზე (ობ. N3), ჯვარზე (ობ. N4), ჯაჭვზე (ობ. N5) და ყურსასმენებზე (ობ. N6) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა------–---ს (ობ. N35; პაკეტი, წარწერით: „...ა------–---ისგან (ზ----- ვ----–ის ძე ლ---------–---–ისგან) დაბ: 21.02.1991 წ. მედ პერსონალის მიერ აღებული იქნა სისხლის ნიმუში...”);

▪ პაკეტში, წარწერით: „..ა------–---ის (ზ.ლ---------–---–ის) საფულე, დოკუმენტები. დანა. სიგარეტი...” მოთავსებულ მობილურ ტელეფონზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N7) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა------–---ს (ობ. N35). ამავე პაკეტში მოთავსებულ დანაზე (ობ. 8), სიგარეტის კოლოფზე (ობ. 9), საფულეზე (ობ. 10), საფულეში არსებულ ქაღალდზე (ობ. N11), მართვის მოწმობასა და ორ ცალ პლასტიკურ ბარათზე (ობ. N12) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია.

▪ ობ. N8.10-ის გენეტიკური პროფილების ერთ-ერთი წილი ა------–---ის (ობ. N35) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N8-ის გენეტიკური პროფილის მეორე წილი თ------- მ-----------–-–---–ის (ობ. N36; პაკეტი, წარწერით: „..ნერწყვის ნიმუში აღებული მოწმე თ------- ივანეს ას მ-----------–-–---–ის პირის ღრუდან...”) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N10-ის გენეტიკურ პროფილში თ------- მ-----------–-–---–ის (ობ. N36) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

▪ ობ. N19,12-ის გენეტიკური პროფილების ძირითადი წილი ა------–---ის (ობ. N35) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N9,12-ის გენეტიკურ პროფილებში თ------- მ-----------–-–---–ის (ობ. N36) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

▪ ობ. N11 -ის გენეტიკურ პროფილში ა------–---ის (ობ. N35) და თ------- მ-----------–-–---–ის (ობ. N36) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

 

▪ პაკეტში, წარწერით: „..1 (ერთი) ც მუქი ფერის პერანგი, მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით...” მოთავსებულ მთლიანობადარღვეულ პერანგზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N13) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა------–---ს (ობ. N35);

▪ პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ც ქაღალდის ფურცელი, მასზე არსებული ხელნაწერი წარწერებით...” მოთავსებულ ქაღალდის ფრაგმენტზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი (ობ. N14) შერეულია, რომელშიც ა------–---ის (ობ. N35) და თ------- მ-----------–-–---–ის (ობ. N36) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;

▪ პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ც იარაღისმაგვარი საგანი, 1 (ერთი), მჭიდი, 7 (შვიდი) ც ვაზნა, ამოღებული კორპ N----- მიმდებარედ ასფალტის ზედაპირიდან...” მოთავსებულ პისტოლეტისმაგვარ საგანზე არსებული მოწითალო ფერის დანაშრევი (ობ. N21) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე საგანზე და ამავე პაკეტში მოთავსებულ მჭიდზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N19,20,22) გენეტიკური პროფილები შერეულია.

▪ ობ.N19,22-ის გენეტიკური პროფილების ძირითადი წილი ა------–---ის (ობ. N35) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ.N19-ის გენეტიკური პროფილის მცირე წილში ვლინდება თ------- მ-----------–-–---–ის (ობ. N36) გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. N22-ის გენეტიკურ პროფილში თ------- მ-----------–-–---–ის (ობ. N36) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

▪ ობ. N20-ის გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ა------–---ის (ობ. N35) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N20-ის გენეტიკურ პროფილში თ------- მ-----------–-–---–ის (ობ. N36) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

▪ პაკეტში, წარწერით: „...სხვადასხვა სახის ნივთები, ზოგიერთ მათგანზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ამოღებული სილამაზის სალონთან, შესასვლელიდან ხელმარჯვნივ ფანჯარასთან...” მოთავსებულ რეზინოვან სამაჯურზე (ობ. N24), ქაღალდის ფურცელზე (ობ. N25), სიგარეტის კოლოფზე (ობ. N26), მძივებიან სამაჯურზე (ობ. N27) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N24,26-ის გენეტიკური პროფილი ა------–---ის (ობ. N35) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N25-ში გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კოენცენტრაცია, არ აღმოჩნდა. ობ. N27-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ავიფიშერის (ობ. N35) გენეტიკური პროფილისაგან. ამავე პაკეტში მოთავსებულ სათვალეზე და სამგზავრო პლასტიკურ ბარათზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა.

▪ პაკეტში წარწერით: „..1 (ერთი)ც მობილური ტელეფონი წარწერით „SAMSUNG“ მისივე ჩასადებით დაზიანებულ მდგომარეობაში და მათზე არსებული მოწითალო ლაქებით ამოღებული ნიადაგის ზედაპირიდან...” მოთავსებულ „SAMSUNG“-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N28) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა------–---ს (ობ. N35);

▪ პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ც სათვალე, ამოღებული კორპ N----- მიმდ ტერიტ..” მოთავსებულ სათვალზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N29) გენეტიკური პროფილი ობ. N27-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია;

▪ პაკეტში წარწერით: „...ა------–---ის (ზ.ლ---------–---–ის) ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. N30,31) და მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. N34) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა------–---ს (ობ. N35). მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევი (ობ. N33) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ობ. N27, 29-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებულ წინდაზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N32) სისხლს არ წარმოადგენს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 ნოემბრის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგნილ პაკეტში წარწერით: „ა-------–---ის (ზ.ლ---------–---–ის) ტანსაცმელი.“ მოთავსებული: ჯინსის შარვლის წელის მიდამოში წინა მარცხენა მხარეს შიდა ზედაპირზე დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახულების ინტენსიური კონცენტრირებული რკინის (რკინა - II) კვლები; წინდებზე (რკინა -II და რკინა - III), სპილენძის, თუთიის და ტყვიის მეტალიზაციის კვალი არ დაფიქსირდა.

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „1 (ერთი) ც. იარაღისმაგვარი საგანი...“ (----------, მოთავსებული პისტოლეტის ზედაპირი ძირითადი ელემენტის სახით შეიცავს რკინას (Fe=98%). ვინაიდან რკინა არის ფართოდ გავრცელებული ელემენტი და შედის მრავალი საყოფაცხოვრებო საგნების შემადგენლობაში, დაფიქსირებული რკინის იონების კვლების მიკუთვნება წარმოდგენილ პისტოლეტთან (---------- შეუძლებელია.

▪ 2-6 ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „ა------–---ის (ზ.ლ---------–---–ის) ტანსაცმელი.“ მოთავსებული: ჯინსის შარვლის და ფეხსაცმელების ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები; წინდების ზედაპირზე დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „...ანაწმენდი... ა-------–---ის (ზ----- ლ---------–---–ის) მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნიდან“ (----------, მოთავსებულ მარჯვენა ხელის ანაწმენდზე და მარცხენა ხელის ანაწმენდზე დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ თ------- მ-----------–-–---–ის (----------: მარჯვენა ხელის ანაწმენდზე, მარცხენა ხელის ანაწმენდზე და სახის მიდამოდან აღებულ ანაწმენდზე დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „1 (ერთი) ც. ქაღალდის ფურცელი“ (F---------, მოთავსებული ქაღალდის ფურცლის ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები.

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „1 (ერთი) ც. იარაღისმაგვარი საგანი...“ (----------, მოთავსებული პისტოლეტის ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები.

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: „1 (ერთი) ც. იარაღისმაგვარი საგანი...“ (----------, მოთავსებული პისტოლეტის პაკეტში წარწერით „ა------–---ის (ზ.ლ---------–---–ის) ტანსაცმელი“, მოთავსებული ჯინსის შარვლისა და ფეხსაცმელების და პაკეტში წარწერით: ,,1 (ერთი) ც. ქაღალდის ფურცელი (F---------, მოთავსებული ქაღალდის ფურცლის ზედაპირზე არსებული დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკების იდენტურობის საკითხის დადგენა შეუძლებელია შესაბამისი სტანდარტული მეთოდის არ არსებობის გამო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-----------–---–მა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მის შინაარსს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 ოქტომბრის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ:

▪ გამოსაკვლევი იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, უცხოური (ჩეხური) წარმოების ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, 9 მმ კალიბრის ,,CZ 75“ მოდელის N----- თვითდამტენ პისტოლეტს. იგი გამართულია და ვარგისია სროლისათვის.

▪ გამოსაკვლევი მჭიდი წარმოადგენს ზემოხსენებული ნიმუშის იარაღებისათვის განკუთვნილ, 15 ვაზნის ტევადობის კონსტრუქციულ დეტალს.

▪ გამოსაკვლევი 3 (სამი) ც. მასრა ნასროლია წარმოდგენილი ,,CZ 75“ მოდელის N----- პისტოლეტიდან.

▪ პაკეტში კოდით FCD872405 და FCD851239 არსებული ვაზნები საერთო რაოდენობით 8 (7+1) ცალი, წარმოადგენს მრავალი ერთეული, შესაბამისი კალიბრისა და კონსტრუქციის იარაღისათვის, მათ შორის ,,CZ 75“ მოდელის პისტოლეტებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას - 1908 წლის ნიმუშის „P 08“ ე.წ. „ლუგერის“ ვაზნებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–------–----მა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და დაეთანხმა მათ შინაარსს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 07 ნოემბრის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ „საქ. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის VII განყოფილება N-------“ ლუქით დალუქულ პაკეტში მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა------–---ს (ობ. N35; ექსპერტიზის N--------- დასკვნა).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ-------------ამ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და დაეთანხმა მათ შინაარსს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 ნოემბრის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---------------ემ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მის შინაარსს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 09 იანვრის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ:

 

▪ შპს ,,N5 კლინიკური საავადმყოფოს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქ. ზ----- ლ---------–---–ი (ფ-–--------) სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 19.09.17წ-20.09.17წ. დიაგნოზით: გულმკერდის მარცხენა ნახევრის მრავლობითი (3) ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები არაშემავალი პლევრის ღრუში (სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით გულმკერდის მიდამოში აღინიშნებოდა 3 (სამი) ჭრილობა: 1) მარცხნივ ბეჭის ხაზზე მე-2 ნეკნის დონეზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ჭრილობის ირგვლივ კანქვეშა ჰემატომა. 2) ბეჭის ხაზზე მარცხნივ მე-4 ნეკნის დონეზე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ირგვლივ კანქვეშა ჰემატომა. 3) უკანა აქსილარულ ხაზზე მე-6 ნ/შ არეში ნაკვეთი ჭრილობა), კისრის მიდამოს მრავლობითი (3) ნაკვეთი ჭრილობები მარცხნივ. მარცხენა დუნდულოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ქვედა დუნე პარაპლეგია, დაუზუსტებელი.

 

▪ შპს ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახ. მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------- და ცნობა ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქ. ზ----- ლ---------–---–ი (ფ-–--------) სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 20.09.17წ-03.10.17წ. დიაგნოზით: ხერხემლის გულმკერდის ნაწილის ღია ტრავმა, ზურგის ტვინის გამჭოლი დაზიანება Th 2 მალის დონეზე, ამავე დონეზე ეპიდურული ჰემატომა. ზურგის ტვინის გულმკერდის ნაწილის დაჟეჟილობა, ეპიდურალური ჰემატომა, გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, მარცხენა კისრის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. მარცხენა დუნდულოს ნაკვეთი ჭრილობა, თორმეტგოჯა მწვავე წყლული პერფორაციით, გავრცობილი ფიბრინულ- ჩირქოვანი პერიტონიტი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, ანემია დაუზუსტებელი, ოპერაციის: ულცეროგრაფია, მუცლის ღრუს სანაცია დრენირების შემდგომი პერიოდი.

 

▪ 2017 წლის 14 ნოემბრის N---------- წერილის საფუძველზე გამოძიების მიერ წარმოდგენილი CD დისკი შესწავლილ იქნა სამედიცინო კორპორაცია ,,ე-----“-ს რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის ნ-----–----------–---–ის მიერ, რომლის პასუხის თანახმად: არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება ზურგის ტვინის გამჭოლი ტრავმული დაზიანება, ეპიდურული ჰემატომა Th1-Th2 სეგმენტში. გულმკერდის მიდამოში არსებული ჭრილობებიდან ზურგის ტვინის დაზიანებას იწვევს მარცხნივ ბეჭის ხაზზე 2-ნეკნის დონეზე არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (19.09.2017) წინააღმდეგობაში არ არის. (05.12.17წ. ბიუროს რეგ N1009139617).

 

▪ ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი (მჭრელი) თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

▪ გულმკერდის მიდამოში-მარცხნივ ბეჭის ხაზზე 2-ნეკნის დონეზე არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ირგვლივ კანქვეშა ჰემატომით-ზურგის ტვინის გამჭოლი ტრავმული დაზიანებით, ეპიდურული ჰემატომით Th1-Th2 სეგმენტში განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

▪ გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ ბეჭის ხაზზე 4-ნეკნის დონეზე არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა-ირგვლივ კანქვეშა ჰემატომით, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

▪ მარცხნივ უკანა აქსილარულ ხაზზე მე-6 ნეკნთაშუა არეში არსებული ნაკვეთი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

▪ კისრის მიდამოს ზედაპირული ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

▪ მარცხენა დუნდულოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

▪ დაზიანებანი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2017 წლის 19 სექტემბერს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მის შინაარსს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 იანვრის ექსპერტის N--------- დასკვნით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ირკვევა, რომ:

 

▪ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მაისურზე (----------), დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მიდამოებში, არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია: ხევით, ღილების წყვეტით და ჭრით, მჩხვლეტავ- მჭრელი პირის მქონე საგნის მოქმედებით.

▪ დანა წარმოადგენს ფიქსატორიან დასაკეც დანას და მიეკუთვნება მჩხვლეტავ- მჭრელ, ცალმხრივლესილი პირის მქონე ცივ იარაღთა კატეგორიას.

▪ ზ----- ლ---------–---–ის ტანსაცმელს (ჯინსის შარვალი, ერთი წყვილი წინდა, ქამარი) და ერთ წყვილ სპორტულ ფეხსაცმელს - ე.წ. ,,ბოტასს“, საერთო ექსპლუატაციური ცვეთის ფონზე, გარდა საექსპერტოდ საჭირო მარკირებული უბნების, მათზე დაზიანება არ აღენიშნება.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ-----------------ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება გ-----------------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.

 

დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ გ-----------------ეს არ სურდა ზ----- ლ---------–---–ისთვის განზრახ სიცოცხლის მოსპობა და მის მიზანს წარმოადგენდა თავი დაეცვა მისი თავდასხმისგან, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისთვის. ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა და დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ მისი მიზანმიმართული ქმედება, ან დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ასევე აუცილებელია არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი შეიძლება იყოს სხვადასხვა და წარმოიშვას შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების და ა.შ. ნიადაგზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მკვლელობის შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო (მაგ: გააშველეს, ხელი შეუშალეს, დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება დაზარალებულს და ა.შ), ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას.

 

მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა განმარტა, რომ გ-----------------ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეებისთვის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს, გ-----------------ემ დანის დარტყმით მიაყენა ზ----- ლ---------–---–ს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განამრტებას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიებისას ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს, უნდა იყოს იმწუთიერი და თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას). ამ გარემოებათა დადგენის გარეშე მდგომარეობა ვერ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხოდმაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ შემთხვევის დღეს გ-----------------ეს და ზ----- ლ---------–---–ს შორის ადგილი ჰქონდა ურთიერთშელაპარაკებას. რა დროსაც გ-----------------ემ დანით სხვა დაზიანებებთან ერთად დაზარალებულს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ გ-----------------ეს პირველი თავს დაესხა დაზარალებული, რომელმაც გადატენა ცეცხლსასროლი იარაღი და ცდილობდა მისი მიმართულებით გასროლას. იგი შეეცადა ზ----- ლ---------–---–ის გაკავებას და მოუწოდებდა დაეგდო იარაღი, თუმცა ეს უკანასკნელი აგრძელებდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რის გამოც იგი თითქოსდა იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და იცავდა თავს. მოწმეების: თ---------------ის, ს--------–----–--ის, ქ------------------–ის, თ------- მ-----------–-–---–ის, ლ--–------------–ის და ზ----------------–---–ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა შემთხვევის დღეს დაზარალებულსა და გ-----------------ეს შორის ჩხუბის ფაქტი. მოწმე თ---------------მა დაადასტურა, რომ დაინახა, როგორ ამოიღო გ-----------------ემ, სავარაუდოდ შავი ფერის ჩანთიდან შავტარიანი დასაკეცი დანა და მეორე ბიჭს გაუყარა მარცხენა მხარეს ხერხემალთან. ამის შემდეგ დაჭრილმა გადადგა ერთი-ორი ნაბიჯი და დაეცა. მას თავდამსხმელი დააჯდა ზემოდან და 3-4-ჯერ კვლავ დაარტყა დანა. მას შემდეგ, რაც დაზარალებული მოვიდა გონს, ამოიღო პისტოლეტი და გაისროლა ჰაერში. მოწმე ს--------–----–--ის ჩვენებით კი დასტურდება, რომ გ-----------------ეს ხელში ეკავა დანა, რომელიც უკანა მხრიდან ფერდში დაარტყა დაზარალებულს. მოწმე ი------------–---–მა კი განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც გ-----------------ე უკნიდან შეახტა დაზარალებულს და წააქცია, ზემოდან მოექცა მას დანით ხელში და ურტყამდა დაზარალებულს. აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე თ------- მ-----------–-–---–მა და განმარტა, რომ ზ----- ლ---------–---–ს პირველი სწორედ გ-----------------ე დაესხა თავს ზურგიდან და მიაყენა ჭრილობები. მოწმეებმა თ---------------მა, ს--------–----–--ემ და ი------------–---–მა ცალსახად დაადასტურეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლები გაიგეს დაზარალებულისთვის დანით ჭრილობების მიყენების შემდგომ. მოწმე ქ------------------–მა კი დაადასტურა, რომ ჯერ გაიგო მამაკაცების თანმხლები ქალბატონის კივილი ,,მოკლესო“ და შემდეგ გაიგო 2-3 გასროლის ხმა, ხოლო მოწმეებმა ლ--–------------–მა და ზ----------------–---–მა განმარტეს, რომ მართალია მათ უშუალოდ ვერ დაინახეს გ-----------------ის მიერ დაზარალებულისთვის ჭრილობების მიყენების ფაქტი, თუმცა გასროლის ხმა გაიგეს მას შემდეგ, რაც ხსენებული პირები დაეცნენ ძირს და ზემოთ მყოფი პირი ურტყავდა მეორეს. ამასთან მოწმე თ------- მ-----------–-–---–ის და დაზარალებულ ზ----- ლ---------–---–ის ჩვენებით, დადგენილია, რომ აფთიაქის გვერდზე გასვლის ინიციატორი იყო გ-----------------ე. აღნიშნული კი წინააღმდეგობაშია გ-----------------ის ჩვენებასთან, რომ ჩხუბის ინიციატორი იყო ზ----- ლ---------–---–ი და მისი განეიტრალების მიზნით განახორციელა მან დანით ჭრილობების მიყენება. ამასთან, მოწმე თ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ თავდამსხმელმა დანა ამოიღო ჩანთიდან, აღნიშნულის საფუძველზე პალატა თვლის რომ გ------ი გ-------ძეს ჩანთიდან ფურცლები ამოუცვივდა სწორედ იმ დროს, როდესაც დანას იღებდა, რაც ხსნის ფურცელზე ცეცხლნასროლ დაზიანების არსებობას.

 

პალატა განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის დროს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაცია და ხარისხი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავ გარემოებად. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ზ----- ლ---------–---–ისთვის მიყენებული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ამასთან, გულმკერდის მიდამოში-მარცხნივ ბეჭის ხაზზე 2-ნეკნის დონეზე არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ირგვლივ კანქვეშა ჰემატომით-ზურგის ტვინის გამჭოლი ტრავმული დაზიანებით, ეპიდურული ჰემატომით Th1-Th2 სეგმენტში განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. მოცემულ შემთხვევაში ჭრილობების ლოკალიზაცია, ხარისხი დადგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნებით, რაც წინააღმდეგობაში მოდის გ-----------------ის ჩვენებასთან. დანის გამოყენება მოსაგერიებლად და შემავალი ჭრილობების მიყენება, ვერ შეფასდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნად, იმ პირობებში, როცა მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ დაზარალებულმა იარაღიდან გასროლა განახორციელა მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა მას დანით მიაყენა დარტყმები, მით უფრო რომ გ-----------------ეს რაიმე სახის დაზიანება მიყენებული არ აქვს.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ-----------------ეს სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, თუმცა მას ამის სურვილი არ ჰქონდა და დაჭრილი დაზარალებული დატოვა ხალხმრავალ ადგილას, სადაც მას აღმოუჩენდნენ დახმარებას. ვინაიდან, როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, მას შემდეგ, რაც მათ გაიგეს ყვირილის და გასროლის ხმა გაიქცნენ მათი მიმართულებით. შესაბამისად დადასტურებულია ის გარემოება, რომ გამვლელების ჩართულობამ და მათმა მზადყოფნამ დახმარებოდნენ ადამიანს, დააბრკოლა გ-----------------ე სისრულეში მოეყვანა განზრახვა და აიძულა იგი დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი. მოცემულ შემთხვევაში სიკვდილი აცილებული იქნა თავიდან მსჯავრდებულისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. თუმცა ქმედება მიზეზობრივად უკავშირდება გ-----------------ის მხრიდან დანით მიყენებულ დაზიანებებს. სწორედ მისი ქმედებებით განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა. პალატა თვლის, რომ მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებები, გ-----------------ის ჩვენებასთან ერთად, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები, ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მის ქმედებას წინ უძღოდა კონფლიქტური ფონი და აგრესია. განვითარებულმა მოვლენებმა კი განსაზღვრა გ-----------------ის მიზანმიმართული ქმედებები, რაც მეტყველებს განზრახვაზე და არა თავდაცვაზე.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი - საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს ფიქსატორიან დასაკეც დანას და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ, ცალმხრივლესილი პირის მქონე ცივ იარაღთა კატეგორიას. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დაზარალებული ცოცხალია და დღეის მდგომარეობით თავს გრძნობს ჯანმრთელად, არ გამორიცხავს გ-----------------ის მხრიდან მისი მოკვლის განზრახვის არსებობას.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს, ვინაიდან თავად მათ განმარტეს, რომ უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტს არ შესწრებიან და არც შემთხვევის ადგილზე ყოფილან. მათი ჩვენებები დაფუძნებულია მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გ-----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ-----------------ემ ჩაიდინა, განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი ხასიათდება დადებითად.

 

გ-----------------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ გ-----------------ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----–---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

თ------- მ-----------–-–---–ის ანაწმენდი მარჯვენა და მარცხენა ხელის მიდამოდან, თ------- მ-----------–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, ზ----- ლ---------–---–ის ანაწმენდი მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნებიდან, ზ----- ლ---------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ზ----- ლ---------–---–ის სისხლის ნიმუში, ექსპერტის მიერ იარაღის განმუხტვისას გამოყენებული ხელთათმანები, მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, ხელის კვლების ერთი ცალი სურათი, ერთი ცალი პლასტმასის ბოთლი მასში არსებული სითხით, ი-------------–---–ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა - განადგურდეს.

 

ერთი ცალი ქაღალდის ფურცელი, ერთი ცალი ხელნაწერი ქაღალდის ფურცელი, ყურსასმენი, ზ----- ლ---------–---–ის საათი, ლითონის ჯაჭვი კულონით და ხის ჯვარი, ერთი ცალი ,,სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, სხვადასხვა სახის ნივთები, ერთი ცალი სათვალე, ერთი ცალი რენტგენოფირი, გ-----------------ის პირადობის მოწმობა, გ-----------------ის ზურგჩანთა და ჯინსის შარვალი, შპს მე-5 კლინიკური საავადმყოფოდან ამოღებული ზ----- ლ---------–---–ის მაისური, ჯინსის შარვალი, წინდები, სპორტული ფეხსაცმელი, ,,აიფონის“ ფირმის ტელეფონი, საფულე მასში მოთავსებული პლასტიკური ბარათებით - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

ერთი ცალი CD დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოკადრების ორი ცალი DVD დისკი, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ამსახველი ფოტოკადრები ერთ ცალ CD დისკზე, თ------- მ-----------–-–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოკადრები ერთ ცალ CD დისკზე, სააფთიაქო ქსელ „პსპ“-ს N-- აფთიაქიდან გამოთხოვილი გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ერთ ცალ DVD დისკზე, სს „ლიბერთი ბანკის“ N--- სერვისცენტრიდან გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ერთ ცალ DVD დისკზე - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა-----–---------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 ოქტომბრიდან.

 

გ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

თ------- მ-----------–-–---–ის ანაწმენდი მარჯვენა და მარცხენა ხელის მიდამოდან, თ------- მ-----------–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, ზ----- ლ---------–---–ის ანაწმენდი მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნებიდან, ზ----- ლ---------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ზ----- ლ---------–---–ის სისხლის ნიმუში, ექსპერტის მიერ იარაღის განმუხტვისას გამოყენებული ხელთათმანები, მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, ხელის კვლების ერთი ცალი სურათი, ერთი ცალი პლასტმასის ბოთლი მასში არსებული სითხით, ი-------------–---–ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა - განადგურდეს.

 

ერთი ცალი ქაღალდის ფურცელი, ერთი ცალი ხელნაწერი ქაღალდის ფურცელი, ყურსასმენი, ზ----- ლ---------–---–ის საათი, ლითონის ჯაჭვი კულონით და ხის ჯვარი, ერთი ცალი ,,სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, სხვადასხვა სახის ნივთები, ერთი ცალი სათვალე, ერთი ცალი რენტგენოფირი, გ-----------------ის პირადობის მოწმობა, გ-----------------ის ზურგჩანთა და ჯინსის შარვალი, შპს მე-5 კლინიკური საავადმყოფოდან ამოღებული ზ----- ლ---------–---–ის მაისური, ჯინსის შარვალი, წინდები, სპორტული ფეხსაცმელი, ,,აიფონის“ ფირმის ტელეფონი, საფულე მასში მოთავსებული პლასტიკური ბარათებით - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

ერთი ცალი CD დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოკადრების ორი ცალი DVD დისკი, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ამსახველი ფოტოკადრები ერთ ცალ CD დისკზე, თ------- მ-----------–-–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოკადრები ერთ ცალ CD დისკზე, სააფთიაქო ქსელ „პსპ“-ს N-- აფთიაქიდან გამოთხოვილი გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ერთ ცალ DVD დისკზე, სს „ლიბერთი ბანკის“ N--- სერვისცენტრიდან გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ერთ ცალ DVD დისკზე - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ.სანდოძე

 

მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე

 

ვ.ლომიძე