განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/913-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორ - მ-----–------ის,ადვოკატ - პ------------–---–ის,მსჯავრდებულ - გ---------------------ს მონაწილეობით,ქ.თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მ-----–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ---------------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, მისამართის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
გ--------------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განაჩენით, გ--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. მას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ივლისის განაჩენით გ--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 აგვისტოს განაჩენით გ--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (სამი ეპიზოდი). დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა იმავე სასამართლოს 2017 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი და გ--------------------ს საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
2017 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 12:34 საათზე, ქალაქ თბილისში, ქ--------–-------–----------------ში განთავსებული მაღაზიის გარე ფასადიდან, გ--------------------მა, ხსენებული მაღაზიის მფლობელის - ქ---------------------გან ფარულად ჩამოხსნა 0,5 ლარად ღირებული საკიდი, რომელზეც ჩამოკიდებული იყო სარეალიზაციოდ გამზადებული, 45 ლარად ღირებული შინდისფერი ქურთუკი და მოხვეული იყო ასევე სარეალიზაციოდ გამზადებული, 5 ლარად ღირებული თეთრი ფერის კაშნე. აღნიშნული სამივე ობიექტი წარმოადგენდა ქე-----------------ის კუთვნილებას. გ--------------------მა ხსენებული ნივთები მოათავსა ზურგჩანთაში და შეეცადა ტერიტორიის დატოვებას, რა დროსაც გამოვლენილ იქნა. გ---------------------ს ქმედების შედეგად ქ-------------------ს მიადგა ზიანი 50,5 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენით:
გ---------------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
გ--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 1 ივლისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საბოლოდ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 1 ივლისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
გ--------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 5 ოქტომბრიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა რომ:
გ--------------------მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მ-----–------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის კუთხით და გ---------------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. სასამართლო ერთის მხრივ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ--------------------- სამჯერაა ნასამართლევი ქურდობისათვის, თუმცა მაინც თვლის, რომ მეოთხე ნასამართლობის შემთხვევაში, სახეზეა არა 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქურდობა იმის მიერ, ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის), არამედ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (არაერთგზისობა) გათვალისწინებული დანაშაული. სასამართლო აღნიშნული დასკვნის გამოტანისას ეყრდნობა პრინციპს - „რომ ყოფილიყო“, ანუ სასამართლოს შეფასებით, შესაძლებელი იყო აღნიშნული საქმეები გაერთიანებულიყო და სამის ნაცვლად დამდგარიყო ერთი განაჩენი. ამ კუთხით ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება როგორც პროკურორისთვის, ისე სასამართლოსთვის წარმოადგენს უფლებას და არა ვალდებულებას. ამასთან, აპელანტი მიუთითებს, რომ განსხვავებით არაერთგზისობისა, სისხლის სამართლის კოდექსი არ იძლევა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი ქმედების განმარტებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ჩანაწერი გაგებულ უნდა იქნეს ზუსტად იმგვარად, როგორც ის მითითებულია შესაბამის მუხლში, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ნასამართლობათა რაოდენობას და არა სხვა რაიმე დამატებით ფაქტორს. მოცემულ შემთხვევაში კანონის ბუნდოვანებას ადგილი არ აქვს, რის გამოც იგი არ საჭიროებდა სასამართლოს მიერ განმარტებას. პროკურორი განმარტავს, რომ ის კვალიფიკაცია, რომლითაც გ--------------------- ცნობილი იქნა ბრალდებულად, არის სწორი, ხოლო სასამართლოს მსჯელობა კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში, არ გამომდინარეობს როგორც სისხლის სამართლის კოდექსიდან, ასევე სცდება ლოგიკური მსჯელობის ფარგლებს.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მ-----–------ემ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას გ---------------------ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ქ-------------------მ განმარტა, რომ ქ.თბილისში, ქ--------–-------–-ს ქუჩა N--ში აქვს მეორადი ტანსაცმელების მაღაზია, სადაც ტანსაცმელი განთავსებულია როგორც შიგნით, ასევე გარეთ არსებულ „ვიტრინაზე“. ამასთან, მიუთითა, რომ შიგნიდან შეუძლებელია დაინახო, თუ რა ხდება მაღაზიის გარეთ, ვინაიდან ტანსაცმელი ეფარება აღნიშნულ „ვიტრინას“. 2017 წლის 5 ოქტომბერს 12:30 საათზე მაღაზიაში შევიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც განუმარტა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და სთხოვა გასულიყო გარეთ, რათა გადაემოწმებინა - ხომ არაფერი აკლდა. ტანსაცმილის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოპარული იყო საკიდი, შინდისფერი ქურთუკი ელვაშესაკრავით და მასზე მიმაგრებული თეთრის ფერის კაშნე. ამასთანავე, მოწმემ შენიშნა, რომ მაღაზიასთან ახლოს ორ პირს დაკავებული ჰყავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა სპორტულები და პირზე ეკეთა სამედიცინო პირბადე. აღნიშნულმა პირმა დაუძახა - „თუ შეიძლება მაპატიე ქალბატონო, მეტს აღარ ვიზამო“. პოლიციის თანამშრომლებმა მიუთითეს, რომ დაკავებულმა მამაკაცმა მოიპარა მისი კუთვნილი ნივთები. მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე მივიდა გამომძიებელი, რომელიც გაესაუბრა სიტყვიერად, ასევე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში დაიკითხა მოწმის სახით. ქ-------------------მ დამატებით განმარტა, რომ მას ქურდობის ფაქტი არ დაუნახავს; ბრალდებულის ქმედების შედეგად მიადგა 50 ლარისა და 50 თეთრის ზიანი, თუმცა მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–-----–-----მა განმარტა, რომ მუშაობს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-4 განყოფილებაში უბნის-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 5 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათისთვის, ქ.თბილისში, ქ--------–-------–-ს გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თანამშრომლებთან - მ--------–--–----–--------------------------------------ან ერთად შენიშნეს ერთი პიროვნება, რომელიც იქცეოდა საეჭვოდ. იგი მიუახლოვდა ქ--------–-------–-ს გამზირზე მდებარე „მეორადი ტანსაცმელების“ მაღაზიას, გარე ფასადიდან ჩამოხსნა ქურთუკი თავისივე საკიდით და ჩაიდო მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში. აღნიშნული მამაკაცი შეეცადა მიმალვას, თუმცა მაღაზიიდან 3-4 მეტრში დაკავებული იქნა მისი (ლ-–-----–-----ის) და მ--------–--–----–---რის მიერ. ასევე, ბრალდებულის ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც მისგან ამოღებული იქნა ქურთუკი, საკიდი და კაშნე. პარალელურად დ-----------------ძე მივიდა დაზარალებულთან და გადამოწმების შედეგად გაარკვია, რომ დაზარალებულს დაკარგული ჰქონდა სწორედ ის ნივთები, რაც ამოღებული იქნა გ---------------------ს პირადი ჩხრეკისას. მის (ლ-–-----–-----ის) მიერ შედგენილი იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელსაც გაეცნო ყველა მონაწილე პირი და მოაწერეს ხელი. შემდეგ კი ბრალდებული გადაყვანილი იქნა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, სადაც მოხდა მისი გამოკითხვა.
ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმეებმა მ--------–--–----–---რმა და დ-----------------ძემ. ასევე, მოწმეებმა ზ-----------------------------------------------ამ სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
2017 წლის 5 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ---------------------ს პირადი ჩხრეკისას მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო შინდისფერი ქურთუკი საკიდით, თეთრი ფერის კაშნე. ასევე, ამოღებული იქნა მისი პირადი ნივთები, კეროდ: ორი ცალი შავი ფერის სპორტული ქურთუკი. ასევე, გ---------------------ს სპორტული შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ყავისფერი საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა 121 ლარისა და 45 თეთრის ოდენობით, 5 ცალი 20 ლარიანი კუპიურა N----------------------------------------------------------------–--–-----–------------------------------------------------------------------- 1 ცალი ერთ ლარიანი რკინის მონეტა, 2 ცალი 20 თეთრიანი რკინის მონეტა, 1 ცალი 5 თეთღიანი რკინის მონეტა, სოციალურად დაუცველის პლასტიკური ბარათი N1---------, გაცემული გ---------------- სახელზე; შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცნობა, გაცემული გ---------------- სახელზე; სს „ლ--------------ს“ პლასტიკური ბარათი N6---------------, გაცემული გ.აზნაუროვის სახელზე.
2017 წლის 5 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, ქ--------–-------–-ს ქუჩა N--ში მდებარე მეორადი ტანსაცმელების მაღაზიაში, რომელიც განთავსებულია ცენტრალური საავტომობილო ტრასის ტროტუართან. მაღაზია არის ორ სართულიანი. სახლის პირველ სართულზე მაღაზიას აქვს ერთი დიდი შემინული ვიტრინა, ვიტრინის გვერდით არის თეთრი ფერის აბრა წითელი წარწერით - „ტანსაცმელი ინგლისიდან“. მაღაზიის ვიტრინის ჩარჩო და მაღაზიაში შესასვლელი ერთფრთიანი რკინის კარი შეღებილია მოყავისფრო ფერად. მაღაზიის გარეთა ფასადზე ვიტრინაზე და კარზე რკინის ე.წ. „ჯაჭვით“ ჩამოკიდებულია ტანსაცმლის საკიდები, რომელზეც ჩამოკიდებულია ზამთრის სხვადასხვაგვარი, ქალისა და მამაკაცის ქურთუკები და ქალის მოთეთრო ფერის ე.წ. „შარფი“. მაღაზია შედგება ერთი ოთახისგან, რომელშიც ოთხივე კედელზე განთავსებულია ტანსაცმლის საკიდები, ხოლო საკიდებზე ჩამოკიდებულია ქალისა და მამაკაცის სხვადასხვაგვარი ტანსაცმელი. მაღაზიაში კარიდან ხელმარცხნივ, კედელთან დგას მცირე ზომის ხის მაგიდა, რომელზეც დევს სალარო აპარატი, ე.წ „ბლოკნოტი“, ე.წ „კალკულიატორი“, მაგიდასთან დევს ორი ხის სკამი, ხოლო მაღაზიის იატაკზე დევს ტანსაცმლით სავსე რამდენიმე ფუთა და რამდენიმე მუყაოს კოლოფი.
ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ მხოლოდ კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ აპელანტი ითხოვს გ---------------------ს დამნაშავედ ცნობას ქურდობის ჩადენაში, იმის მიერ, ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ---------------------ს მიერ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულ დაუფლებასთან დაკავშირებით, არის კანონიერი და დასაბუთებული. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.
რაც შეეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს - ქურდობა ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტაციას აღნიშნული კვალიფიკაციით პირის დამნაშავედ ცნობის ნაწილში.
საქმეზე წარმოდეგნილი მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 7 ივნისის განაჩენით გ--------------------- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. აღნიშნულის შემდეგ მას კვლავ მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 1 ივლისის განაჩენით. ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 აგვისტოს განაჩენით გ--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის (სამი ეპიზოდი).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად (დანაშაულთა ერთობლიობით), მსჯავრდებულ გ---------------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ--------------------ს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გ---------------------ს მიმართ ფორმალურად ნამდვილად არსებობს სამი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლებიც წინ უსწრებს ახალი დანაშაულის ჩადენის ფაქტს. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენის არსებობის პირობებში, გ--------------------ს სასჯელი დაენიშნა არა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთან ერთობლიობით, არამედ ამავე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად - დანაშაულთა ერთობლიობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული საფუძვლის არსებობისას, კერძოდ იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენის გამოტანის შემდეგ დგინდება, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, სასამართლო ვალდებულია სასჯელი უპირობოდ დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვროს. აღნიშნული ნორმის მიღებით, კანონმდებელმა დააწესა გარკვეული შეღავათი იმ პირების მიმართ, ვინც რამდენიმე დანაშაული პირველი ქმედებისათვის განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, და რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნისას.
პალატა ერთის მხრივ ეთანხმება აპელანტის მითითებას, რომ სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება პროკურორისა და სასამართლოსთვის წარმოდეგენს უფლებას და არა ვადლებულებას. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიების ან სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას არ ხდება საქმეთა გაერთიანება, მსჯავრდებული არ შეიძლება აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში სხვა, იმ პირებთან შედარებით, რომელთა მიმართაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებისათვის დაწყებული გამოძიების მასალები გაერთიანდა, საქმე განხილული იქნა ერთ წარმოებად და დადგა მხოლოდ ერთი გამატყუნებელი განაჩენი. აღნიშნული წარმოდადგენს სწორედ რომ კანონმდებლის ნებას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის ჩანაწერიდან გამომდინარე და არა ცალკეული მოსამართლის მიერ ნორმის არასწორად ინტერპრეტაციის საკითხს.
ამდენად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გ--------------------მა თბილისი საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ივნისის, 2017 წლის 01 ივლისის და 2017 წლის 09 აგვისტოს განაჩენით გათვალისწინებული ქმედებები ჩაიდინა მის მიმართ პირველი განაჩენის გამოტანამდე - 2017 წლის 7 ივნისამდე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მისთვის სასჯელის დანიშვნა მოხდა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად - დანაშაულთა ერთობლიობით, მსჯავრდებული გ--------------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“, არამედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში კი მითითებულია, რომ ?? ???????? 177-?–186-? ???????? გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-?, 231-?, 237-? და 264-ე ???????? გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ, იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ---------------------ს მიმართ გამოყენებული სასჯელის სახესა და ზომაზეც და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და გ---------------------ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ჯანმრთელობის მდგომარეობა) და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ახალი დანაშაულის პირობით გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენის და დაზარალებულის პოზიციის მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი გ---------------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განაჩენი;
გ---------------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
გ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 1 ივლისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საბოლოდ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 1 ივლისის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
გ---------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მას დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 5 ოქტომბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
გ---------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული შინდისფერი ქურთუკი საკიდით და თეთრი ფერის კაშნე, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს დაზარალებულს ქ-------------------ს.
გ---------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ზურგჩანთა, ორი ერთეული შავი ფერის სპორტული ქურთუკი, ყავისფერი საფულე, თანხა 121 ლარისა და 45 თეთრის ოდენობით, გ---------------------ს სახელზე გაცემული სოციალურად დაუცველის პლასტიკური ბარათი, გ---------------------ს სახელზე გაცემული შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ცნობა, გ---------------------ს სახელზე გაცემული სს „ლ--------------ს“ პლასტიკური ბარათი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები (32 ფოტო), ჩაწერილი ერთ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე