განაჩენი

სისხლის სამართლის 12.10.2018
საქმის ნომერი
010141318700066221
ინსტანცია
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700066221, №1/აგ-523-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ილ----------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ილ----------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ილ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 06 ექვსი წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ილ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2011 წლის 28 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ილ----------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ილ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2012 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი, 2013 წლის 19 იანვრის ეპიზოდი, 2013 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი, 2013 წლის 7 მარტის ეპიზოდი და 2013 წლის 23 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2012 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-21 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 19 იანვრის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-21 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-21 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 7 მარტის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-21 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 23 მარტის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-21 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ილ----------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 03 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენით დანიშნული და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის, 8 (რვა) თვის და 27 (ოცდაშვიდი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ილ----------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 27 (ოცდაშვიდი) დღის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე, 67-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 27 (ოცდაშვიდი) დღე, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ილ----------–---–ს როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 03 წლის ვადით ჩამოერთვა; ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო საქმიანობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით, დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ილ----------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ილ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 31 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და ილ----------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 03 (სამი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 27 (ოცდაშვიდი) დღე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, საიდანაც 01 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 03 (სამი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 27 (ოცდაშვიდი) დღე ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ილ----------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 27 (ოცდაშვიდი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი 02 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 03 (სამი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 27 (ოცდაშვიდი) დღე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 27 (ოცდაშვიდი) დღე.

 

ილ----------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 28 ივნისიდან.

 

მასვე, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 03 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ილ----------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ილ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 30 სექტემბრის პირველი ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით;

 

ილ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 30 სექტემბრის მეორე ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

 

ილ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 30 სექტემბრის პირველი ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

 

ილ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2017 წლის 30 სექტემბრის მეორე ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (2017 წლის 30 სექტემბრის პირველი ეპიზოდი) ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ილ----------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი, 1 (ერთი) თვე და 21 (ოცდაერთი) დღე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის, 1 (ერთი) თვის და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით და საბოლოოდ ილ----------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) წელი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე ილ----------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ილ----------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ილ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 (ექვსი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ილ----------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც 6 (ექვსი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ილ----------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი ძირითადი და დამატებითი სასჯელები - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით, და ილ----------–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

ილ----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 16 თებერვლიდან.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის შესაბამისად, 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.

 

2018 წლის 07 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ილ----------–---–მა, რომელმაც ითხოვა განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობაში მსჯავრდებული უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლიდან გამომდინარე აქვს შეზღუდვები და ითხოვს მის აღდგენას, ასევე ითხოვს ჯარიმებისგან გათავისუფლებას, მათ შორის 500 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმისგან გათავისუფლებასაც.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ილ----------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების ,,ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაში იმსჯელა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე, ხოლო 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობაზე. სახდელის არსებობის შემთხვევაშიც კი პალატა ვერ იმსჯელებს სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან განაჩენის გადასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე და 3321 მუხლში მითითებული ერთი ან რამდენიმე საფუძვლის არსებობისას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის, 2013 წლის 28 ივნისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენებით ილ----------–---–ს მსჯავრი დაედო ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების და არა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი მკვეთრად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში განაჩენის გადასინჯვის წესს და ადგენს, რომ განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი. ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს წარმოდგენილი შუამდგომლობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ილ----------–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე