განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
160100117001997832
ინსტანცია
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160100117001997832-1ბ/156-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

4 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თავმჯდო----ე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი: ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: გიო-------------–---–----------–------------------------–----–---

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ს------------------------- დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №----------6 ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მა-------–------------------–-------–----–--–--

 

ადვოკატი: ნე-–---------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის; თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით; წამება, ჯგუფურად, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წელი და 8 (რვა) თვე. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ჩამორთმევა ორი წელი.

 

მსჯავრდებული: ხ------------------- დაბადებული 19---–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-- რ-------------–------–----–--–--

 

ადვოკატი: ნე-–---------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის; თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით; წამება, ჯგუფურად, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წელი და 8 (რვა) თვე. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ჩამორთმევა ორი წელი;

 

მსჯავრდებული: - ა---------------–--ვი, დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №----------- ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-- რ-------------–------–----–--–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით. წამება, ჯგუფურად, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.

 

ადვოკატი: ნე-–---------–---–-

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წელი და 8 (რვა) თვე. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ჩამორთმევა ორი წელი;

 

მსჯავრდებული: რა---–----–---------ვი, დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, პირადი №---------88 ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–-------–----–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით. წამება, ჯგუფურად, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.

 

ადვოკატი - დი--------------

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წელი და 3 (სამი) თვე. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლეისა ჩამორთმევა ორი წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

ბ---–----------------–-------------–--- 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რა---–----–---------ვის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დი--------------მ და ასევე, მსჯავრდებულების: ს-----------------------ის, ხ-----------------სა და ა---------------–--ვის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნელი ი------–---–-- და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს---------------------------------------------- ა---------------–--ვს და რა---–----–---------ვს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს:

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით. წამება, ჯგუფურად, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის. დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’ ქვეპუნქტი;

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 4 ივნისს, დღის საათებში, მ--------–-- რაიონის სოფელ ჯ-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა---–-------ოვს შურისძიების მიზნით, ვინაიდან ის იყო ს----------------ას საყვარელი, ს----------------ას ნათესავებმა, ს-----------------------მა, ხ------------------- რა---–----–---------ვმა და ა---------------–--ვმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად აღუკვეთეს თავისუფლება სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად განზრახ მიაყენეს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება და აწამეს ჯგუფურად. კერძოდ, ჩადენილი ქმედებისათვის დასჯის მიზნით, ს-----------------------მა რა---–-------ოვს რამოდენიმეჯერ თავში ჩაარტყა ქვა და ხა---------------თან, რა---–----–---------ვთან და ა---------------–--ვთან ერთად, სხეულის სხვადასხვა ადგილებში, ჯგუფურად ფეხებისა და ხელის დარტყმით სცემა სასტიკად. აღნიშნულის შემდეგ ს------------------------მა ხ------------------- რა---–----–---------ვმა და ა---------------–--ვმა ჯგუფურად, თოკის გამოყენებით რა---–-------ოვს შეუკრეს ხელ-ფეხი და რა---–-------ოვს მოუსპეს ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა და გააგრძელეს მისი სასტიკი ცემა. ასევე ფიზიკური ტკივილის მიყენების მიზნით, ხ---------------------ანის გამოყენებით რა---–-------ოვს სხეულზე სხვადასხვა ადგილზე მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, რა დროსაც ოთხივე მათგანი რა---–-------ოვს ეუბნებოდა, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო უნდა დატანჯულიყო და კიდევ მეტის ღირსი იყო. ხელ-ფეხ შეკრული რა---–-------ოვი ს-----------------------მა, ხ------------------- რა---–----–---------ვმა და ა---------------–--ვმა გაათრიეს რა---–----–---------ვის მართვის ქვეშ მყოფ ,,OPEL ASTRA-ს’’ მოდელის ავტომანქანამდე და იძულების გამოყენებით ჩასვეს საბარგულში, სადაც ასევე დაჯდა ხ-----------------, რომელიც მას ემუქრებოდა დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით და იძულებით გადაიყვანეს მ--------–-- რაიონის სოფელ ლ-–----ინის მიმდებარე ტერიტორიაზე. მ--------–-- რაიონის სოფელ ლ-–----ინის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ს-----------------------მა, ხ------------------- რა---–----–---------ვმა და ა---------------–--ვმა ჯგუფურად სასტიკად სცემეს რა---–-------ოვს, რა დროსაც ს-----------------------მა კვლავ რამოდენიმეჯერ ჩაარტყა თავში ქვა, ხოლო ხ---------------------ანის გამოყენებით ტკივილის მიყენების მიზნით კვლავ მიაყენა მას ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე. შემდეგ ნაცემი და ნაწამები რა---–-------ოვი ოთხივე მათგანმა ხელებზე და ფეხებზე მობმული თოკის მეშვეობით თრევა-თრევით შეიყვანეს ტყის სიღრმეში, ჩააგდეს ორმოში და დატოვეს შეკრულ მდგო----ეობაში. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად რა---–-------ოვმა მიიღო გულმკერდის დახურული ტრავმა, მეშვიდე ნეკნის მოტეხილობა მარჯვნივ, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი, დაჟეჟილი ჭრილობები კეფის მიდამოში, ნაფლეთი ჭრილობა მუცლის წინა ზედაპირზე, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლჩაქცევები სხეულზე, რომლებიც ერთად აღებული მიეკუთნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ასევე მრავლობითი, დაახლოებით 36 ნაკვეთი ჭრილობა ორივე ზედა კიდურზე და შუბლზე. მოგვიანებით, სასტიკად ნაცემი და ნაწამები რა---–-------ოვი გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც 10 დღის განმავლობაში გადიოდა ინტენსიურ მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. რა---–-------ოვმა ს-----------------------ის, ხ-----------------ს, რა---–----–---------ვის და ა---------------–--ვის მიერ ჯგუფურად ჩადენილი წამების შედეგად, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულმა რა---–-------ოვმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ყავს მეუღლე ს----------–---- და სამი შვილი. 2016 წლის 2 ივნისს სე--------------------- ერთად გადაწყვიტა, რომ გაპარულიყვნენ და ერთად ეცხოვრათ. ს------ი მის მეზობლად იყო გათხოვილი, რომელსაც ფარულად ხვდებოდა დაახლოებით 5 წლის მანძილზე. გაპარვიდან დაახლოებით ერთ საათში დაურეკეს პოლიციის განყოფილებიდან და დაიბარეს, ვინაიდან მომხდარის შესახებ განუცხადა ს------ის მეუღლემ. მ--------–-- პოლიციაში მათ განაცხადეს, რომ აპირებდნენ ერთად ცხოვრებას. წამოვიდნენ პოლიციის განყოფილებიდან და საღამოს დაუკავშირდა მეგობარს - ფ-----–---–----- რომელსაც უამბო მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც მათ ის ღამე გაათენეს ფ-----–---–----ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე მ--------–-- რაიონის ს------–------–----–--ში. 2016 წლის 4 ივნისს, დილის საათებში ს----------------ა მობილური ტელეფონით ესაუბრა ბებიას. მოწმე თავადაც ესაუბრა მას და ს------ის ბებიამ უთხრა, რომ მისი შვილიშვილი დაებრუნებინა, ვინაიდან ს------ის დედა მოდიოდა თურქეთის რესპუბლიკიდან. ს------ი ბებიას შეპირდა, რომ მივიდოდა სახლში იმ პირობით, თუ რა---–-------ოვს არაფერს დაუშავებდნენ. ამის შემდეგ მან ა---–---–---ს სთხოვა, რომ მისთვის სოფელ ყ-----–----–--–ი ტაქსი გამოეგზავნა, რათა ჯ-------აში წასულიყვნენ. მათ მოაკითხა ტაქსმა, რომელსაც მართავდა ა-----------ი, რომლის ა/მანქანით ავიდნენ სოფელ ჯ-------ში იმ მიზნით, რომ ს------ი დაურეკავდა ბებიამისს და იქიდან წავიდოდნენ სახლში. ს------ი ცდილობდა ხ---- და ს-----------------------ებთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. მოწმე ა/მანქანასთან ს------თან ერთად იდგა, რა დროსაც დაინახა ს-----------------------ი მირბოდა მათი მიმართულებით. ს------მა უთხრა, რომ გაქცეულიყო. გაიქცა კიდეც რესტორნის გვერდით, სადაც არხი იყო და წყალი არ გადიოდა, მაგრამ მავთულხლართი იყო გაბმული და გაიჭედა. არხთან დაეწია და დაიჭირა მოწმე ს-----------------------მა. იჩხუბეს, მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე უკბინა. ს-----------ს თან ჰქონდა ქვა რომელიც მას ჩაარტყა, დარტყმისას ძლიერი ტკივილი იგრძნო, სისხლი წამოუვიდა. ამ დროს მათთან მივიდა ხ----ი, რომელსაც ხელში ყავისფერ ტარიანი, დიდი დანა ეჭირა. ხ----მა უთხრა მას, „ხომ გაგაფრთხილე, რომ შეგხვდებოდიო“. აღნიშნულის შემდეგ მას ს-----------------------ი და ხ-----------------, ურტყამდნენ ხელებით და ფეხებით მთელ სხეულზე, რა დროსაც განიცდიდა ძლიერ ტკივილს. მათთან ასევე, მივიდნენ ა---------------–--ვი და რა---–----–---------ვი და ამის შემდგომ ოთხივე მათაგანმა დაუწყო მას სხეულის მთელ ნაწილზე წიხლებით ცემა, რა დროსაც ის განიცდიდა ძლიერ, საშინელ, ტკივილს. ისინი ეუბნებოდნენ, რომ წამებით მოკლავდნენ. დახმარებას სთხოვდა იქვე მყოფი ს----------------ას, რომელიც ტიროდა და ბიძებს ეხვეწებოდა გაჩერებულიყვნენ. ა---------------–--ვმა რა---–----–---------ვს უთხრა, ა/მანქანა მოიყვანე და თოკი მოიტანეო. რა---–----–---------ვმა მოიყვანა ა/მანქანა და მოიტანა მწვანე ფერის ნეკა თითის სისქე ,,ლესკას" მაგვარი თოკი. თოკის მოტანის შემდეგ ხა---------------მა გაუკავა ხელები, ს-----------------------მა ფეხები, რის შემდეგაც ოთხივე მათგანმა თოკით შეუკრეს მკლავებზე და კოჭებთან, ამის შემდეგ მათ გააგრძელეს მისი ცემა, თან ეუბნებოდნენ, რომ ჯერ არ მოკვდარიყო, ვინაიდან წამებით უნდა მოეკლათ. ხ---------------------ანით სხეულზე დაუწყო დასერვა, რა დროსაც რა---–-------ოვი განიცდიდა ძლიერ ტკივილს. ხ----ი ეუბნებოდა, რომ წამებით უნდა მოკვდეო, ამას იმიტომ გიკეთებთ, რომ შენ ჩვენი გოგო წაიყვანეო. ისე იყო გაკოჭილი, რომ ვეღარ მოძრაობდა. გათოკილი მოწმე ჩასვეს რა---–----–---------ვის „ოპელის“ მარკის ა/მანქანის საბარგულში, რათა სხვაგან წაეყვანათ და წამებით მოეკლათ, ვინაიდან იმ ადგილზე შესაძლოა ვინმეს დაენახა. ა/მანქანის საბარგულში იყო ორი ცალი გაზის ბალონი. რა---–----–---------ვი მართავდა ა/მანქანას, ს------ი იჯდა რ----–ის უკან, ა---------------–--ვი - მძღოლის გვერდით, უკან სავარძელზე - ს------------------------- ხოლო ხ----------------- მასთან ერთად იჯდა საბარგულში და ხელში დანა ეჭირა. ა/მანქანაში მოწმე რა---–----–---------ვს სთხოვდა გაეჩერებინა ა/მანქანა, ვინაიდან კვდებოდა, მან კი უპასუხა, რომ მან ისეთი საქმე ჩაიდინა, მისთვის სიკვდილი არაფერი არ იყო. საბარგულში ყოფნისას ხ------------------- სახეში დაარტყა ფეხი და ცხვირიდან და პირიდან წამოუვიდა სისხლი. საბარგულში თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ამის შემდეგ მივიდნენ ტყეში. ოთხივე მათგანმა გადმოაგდო საბარგულიდან და ხელებით და ფეხებით დაუწყეს ცემა, რა დროსაც განიცდიდა გაუსაძლის ტკივილს. თან ეუბნებოდნენ, რომ ის წამებით უნდა მომკვდარიყო. ამის შემდეგ ა---------------–--ვის მითითებით რა---–----–---------ვმა ბორჯომის ბოთლით მოიტანა წყალი და ჩაასხეს პირში. სო----------- მოწმეს ასევე, ორ-სამ ადგილას თავში ჩაარტყა ქვა, რა დროსაც გახდა ძალიან ცუდად და თავიდან სდიოდა სისხლი. ამის შემდეგ გრძელი თოკი ა---------------–--ვმა და ს-----------------------მა შემოახვიეს ყელზე და მიწაზე ათრიეს დაახლოებით 100-150 მეტრი. მას თოკი ეჭირა ხელით, რათა ყელზე არ მოსჭეროდა. თრევის შედეგად მთელ სხეულზე ჰქონდა დაზიანებები და გახსნილი ჰქონდა კანი. ამის შემდეგ მიიყვანეს ორმოსთან და ჩააგდეს დაახლოებით 6 მეტრი სიღრმის ორმოში. სადაც ასევე, ოთხივე მათგანმა გააგრძელეს მოწმის ცემა, ხოლო ხ----მა მას კვლავ დანით დაუწყო დასერვა. ეუბნებოდნენ, რომ წამებით უნდა მომკვდარიყო. მოწმე ამ დროს განიცდიდა აუტანელ ტკივილს. ხ----მა ასევე, სახის არეში დაარტყა წიხლი. სო----------- უთხრა ა----ს, რომ უკვე ხროტინებს, კვდებაო, ა----მა კი უპასუხა ჯერ არ მოკვდებოდა. ამის შემდეგ ოთხივე მათგანმა ორმოში ხელები უკან შეუკრეს და სახით მიწისკენ დააგდეს და ორმოდან ავიდნენ. მოგვიანებით, როდესაც გონზე მოვიდა, წვიმდა. პირველ რიგში ხელების გახსნას შეუდგა, ხოლო შემდეგ - ფეხების. წვალებით ამოვიდა ორმოდან. საშინელ ტკივილს განიცდიდა და სიარული უჭირდა, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ჯდებოდა. დაახლოებით ერთი საათის სიარულის შემდეგ მოწმე მივიდა ქვის საამქროში, სადაც ნახა დარაჯი ჯ-----ი. დარაჯის ოთახში დაჯდა გაიხადა მაისური, უთხრა, რომ ცემეს, ამ დროს სისხლი სდიოდა სახიდან. ჯ-----ს უთხრა მამის- ა--------------ვის ტელეფონის ნომერი, რომელმაც დაურეკა და უთხრა, რომ თქვენი შვილი ძალიან ცუდად არის, მოდით და მიხედეთო. ამის შემდეგ მოწმე წაიყვანეს მა-------–ში საავადმყოფოში. სადაც 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებში. მას სხეულის ყველა ადგილი სტკიოდა და უკეთებდნენ ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს. სახლში გაწერის შემდეგაც განიცდიდა ტკივილებს, მომხდარის შესახებაც ნერვიულობდა, სცხვენოდა და ვერსად გადიოდა. მთელ სხეულზე ჰქონდა დაახლოებით 47 დაზიანება. დაზიანებები ჰქონდა თავზე, სხეულზე ჰქონდა ნასერები, მუცელზე და ხელებზე ჰქონდა კანი ამძვრალი, ასევე ნეკნი მოტეხილი, როცა ოთხივე ურტყამდა ზურგზე იწვა და არ იცის ზუსტად რომელმა მოტეხა ნეკნი. დაზიანებების მიღებისას განიცდიდა საშინელ, აუტანელ ტკივილს. მოწმე ამჟამადაც მკურნალობს. რა---–----–---------ვმა დაურეკა მობილური ტელეფონის საშუალებით "WhatsApp-ზე" და ბოდიში მოუხადა, უთხრა, რომ დამნაშავე იყო და პატიებას სთხოვდა. ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მისი თანხმობით. ს------ისა და სხვა მსჯავრდებულებთან საუბარი ჩაწერა, კამერა მკერდზე ჰქონდა დამაგრებული. მათთან საუბრისას მსჯავრდებულებმა დაადასტურეს მომხდარი ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ-------------ა განმარტა, რომ მუშაობს მ--------–-- რაიონის ს------–--–-–------–- მდებარე ქვის საამქროში დარაჯად. 2016 წლის 04 ივნისს, საღამოს, გარე განათების ჩასართავად გავიდა, რა დროსაც ნახა, ეზოში, ტყის მხრიდან შემოსული ახალგაზრდა, ,,რ-–-“ მამაკაცი. ნასვამი ეგონა, მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცმა უთხრა, რომ ნაცემი იყო. მას დარტყმული ჰქონდა შუბლის არეში, ასვე დაზიანებები ჰქონდა მკლავზე, სახეზე, ნაკაწრები ჰონდა მთლიან სხეულზე, ტანზე არაფერი ეცვა. ახალგაზრდა მამაკაცმა უთხრა, რომ სცემეს ტყეში. შემდეგ მოწმემ იგი აიყვანა მეორე სართულზე, ჩაი დაალევინა. ,,რ-–-’’ მამაკაცმა უკარნახა მამამისის, არიზის ნომერი, რომელსაც იცნობდა მანამდეც, დაურეკა და შეატყობინა, რომ მისი შვილი იყო ნაცემი და მისულიყო მის წასაყვანად. დაახლოებით საათ ნახევარში ა/მანქანით მივიდა არიზი რამდენიმე პირთან ერთად, ჩაისვეს ნაცემი ახალგაზრდა მამაკაცი და წაიყვანეს.

 

მოწმე ა--------------ვმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის რა---–-------ოვის მამა და ოჯახთან ერთად ცხოვრობს მ--------–-- რაიონის ს------–------–----–--ში. 2016 წლის 04 ივნისს დაახლოებით 19:00 საათისათვის მისი შვილიშვილის მობილურ ტელეფონზე, დარეკა მ--------–-- რაიონის ს------–--–-–------–- არსებული ქვის საამქროდან დ--------------დმა, რომელმაც უთხრა, რომ მ--------–-- რაიონის ს------–--–-–------–- არსებულ ქვის საამქროში იყო რა---–-------ოვი, ასევე უთხრა, რომ მისი შვილი იყო მძიმე მდგო----ეობაში და კვდებოდა. მოწმემ დაურეკა ნათესავს - მა--------–--–--ვს და მისი ა/მანქანით მივიდა ლ-–----ინში, ქვის საამქროში, რ----–-ს წამოსაყვანად. რ----–- ჯ------- ოთახში იყო მეორე სართულზე, სადაც ჩართული იყო ელექტრო გამათბობელი. მან ოთახში ნახა ნაცემი, მძიმე მდგო----ეობაში მყოფი მისი შვილი-რა---–-------ოვი, რომელსაც სხვადასხვა სახის დაზიანებები ჰქონდა სხეულზე, თავი სამ ადგილზე ჰქონდა გატეხილი, სისხლიანი იყო. სხეულზე ჰქონდა ნაკაწრები, მუხლები გაშავებული ჰქონდა, სხეულში ეკლები ჰქონდა შერჭობილი. როდესაც მას ჰკითხა თუ რა შეემთხვა, რ----–მა უპასუხა, რომ ს------ის ბიძებმა სცემეს. თქვა რომ გ----------------მა, მეორე ა----------მა და ა----- (მოწმემ მიანიშნა ა---------------–--ვზე და განმარტა, რომ სოფელში ა----- ეძახიან) მიაყენეს დაზიანებები. მოწმემ და მა--------–--–--ვმა რ----–- ხელში აიყვანეს, ჩასვეს ა/მანქანაში და წაიყვანეს მ--------–-- საავადმყოფოში. რ----–- უკვე სახლში იყო გაწერილი, როდესაც დაურეკა რა---–----–---------ვმა და პატიება სთხოვა.

 

მოწმე მა--------–--–--ვმა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათისათვის იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც დაურეკა ბიძამ - ა--------------ვმა და უთხრა, რომ მისი შვილი რა---–-------ოვი იყო ლ-–----ინში ნაცემი და სთხოვა დახმარებოდა მის წამოყვანაში. აღნიშნულის შემდეგ ის და ა--------------ვი მისი კუთვნილი „მერსედესის“ ფირმის ავტომანქანით წავიდნენ ლ-–----ინში არსებულ ქვის საამქროში, სადაც ნახა ნაცემი, შიშველ მდგო----ეობაში მყოფი რა---–-------ოვი, რომელიც იყო დასისხლიანებული, მკლავზე ჭრილობა ჰქონდა, ტანზე ნაკაწრები და თავი ჰქონდა გატეხილი. მოწმემ და ა--------------ვმა ხელით ჩამოიყვანეს რ----–-, ჩასვეს ა/მანქანაში და რადგანაც ცუდად იმყოფებოდა წაიყვანეს საავადმყოფოში. მართალია, რ----–ს უჭირდა საუბარი, მაგრამ უთხრა, რომ გოგოს ნათესავებმა ცემეს.

 

მოწმე აბ-----------ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის მძღოლი და ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას ქ. მა-------–ში „მერსედესის“ მარკის ა/მანქანით. 2016 წლის 04 ივნისს, დილის საათებში, ახალგაზრდა მამაკაცმა გადაუხადა 10 ლარი და უთხრა, რომ ს------–------–----–--დან ორი ადამიანი მოედნამდე მიეყვანა. მივიდა მ--------–-- რაიონის ს------–------–----–--ში, ქალი და წითური მამაკაცი, რომელთაც ჰქონდათ ბარგი, წაიყვანა ქ. მა-------–ში. მგზავრებმა უთხრეს, რომ სოფელ ჯ-------ში მიეყვანა ისინი. ჯ-------ის გასასვლელში, ახალ მშენებარე რესტორანთან მივიდნენ. მგზავრები გადავიდნენ ა/მანქანიდან და საუბრობდნენ ტელეფონზე. რამდენიმე წუთში გაიგონა გოგოს ყვირილის ხმა „ბიძაჩემი მოდისო“, ბიჭი გაიქცა და მას გაეკიდა ერთი მამაკაცი, რა დროსაც მოწმემ მიუთითა ს-----------------------ზე. გოგომ უთხრა, რომ არ ინერვიულო ბიძაჩემი არისო. მათთან ასევე, მივიდა კიდევ ორი მამაკაცი, მოწმემ კვლავ მიუთითა რა---–----–---------ვზე და ხა-------------იევზე, რომლებმაც უთხრეს, რომ ესენი ორ ოჯახს ანგრევენო და ბავშვები რჩებიან უპატრონოდო. მათ გოგო გადმოიყვანეს ა/მანქანიდან, რის შემდეგაც წავიდა.

 

მოწმე ს----------–----მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის რა---–-------ოვის მეუღლე. დაახლოებით 5 წლის მანძილზე რ----–- და ს----------------ა იყვნენ საყვარლები, აღნიშნული ფაქტი მისთვის ცნობილი გახდა ს------ის ბებიისგან. რა---–-------ოვამ 2016 წლის 02 ივნისს წაიყვანა ს----------------ა. მათთან სახლში მივიდა პოლიციის თანამშრომელი ბახრუზი, რომელმაც მის მამამთილს უთხრა მომხდარის შესახებ. მანვე, დაურეკა რა---–-------ოვს და უთხრა, რომ მისულიყვნენ პოლიციაში, თავადაც მივიდა მ--------–-- რაიონულ სამმართველოს შენობასთან, სადაც დახვდა ხა---------------------------------------------------------–--------------- და რა---–----–---------ვი. ს----------ი ხელში დანას ათამაშებდა, მათ უთხრეს, რომ შენს ქმარს მოვკლავთო, მის დედამთილს კი შეუთვალეს, რომ რ----–ს ისეთ მდგო----ეობაში ჩავაგდებთ, ცხედარს ვერ ამოიცნობთ და სატირლად მხოლოდ სურათი დაგრჩებათო, რა დროსაც ს-----------------------ს რა---–----–---------ვმა უთხრა, რომ დაანებე თავი ქალს რას ელაპარაკებიო. პოლიციის შენობაში ასევე, ნახა ს------ი და მისი მეუღლე. როდესაც პოლიციიდან დაბრუნდა სახლში, მან სახლის ფანჯარასთან დაინახა ს------------------------- რა დროსაც მასთან გავიდა სალაპარაკოდ მისი მამამთილი, ა--------------ვი, რომელსაც ჰკითხა, თუ სად იყვნენ მისი შვილი რა---–-------ოვი და ს----------------ა. 2016 წლის 04 ივნისს იგი ურეკავდა თავის მეუღლეს რა---–-------ოვს, რომელსაც გამორთული ჰქონდა მობილური ტელეფონი და იფიქრა, რომ ს------ი და რ----–- უკვე წავიდნენ. საღამოს მისი შვილის რ----–--ის ტელეფონზე დარეკეს და მამათილს ა--------------ვს უთხრეს, რომ რ----–- იყო ნაცემი და მალე მოდით თქვენი შვილი კვდებაო. მისი მამამთილი ა--------------ვი და ნათესავი მა--------–--–--ვი წავიდნენ ა/მანქანით რ----–თან. მათ რა---–-------ოვი მიიყვანეს მ--------–-- საავადმყოფოში. საავადმყოოში ისიც მივიდა, რ----–ს ტუჩი გახეთქილი ჰქონდა, მკლავი დანით გადაჭრილი ჰქოდა, მუცელში დანა ჰქონდა დარტყმული, ძალიან ცუდად იყო და ერთი კვირა არ ლაპარაკობდა. მისი მეუღლე რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა საავადმყოფოში, როდესაც სახლში გამოწერეს რა---–-------ოვი ძლიერ ფიზიკურ ტკივილს გრძნობდა, რის გამოც მას ტკივილგამაყუჩებლებს ასმევდნენ. სახლში ყოფნის დროს რა---–-------ოვს, მათი შვილის მობილურ ტელეფონზე "WhatsApp-ის" საშუალებით დაუკავშირდა რა---–----–---------ვი და პატიება სთხოვა.

 

მოწმე ნ---–-------------იევამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის ბრალდებულ რა---–----–---------ვის მეუღლე. რომელიც არის ტაქსის მძღოლი, მას დაურეკა ს-----------------------მა და უთხრა, რომ ტაქსი სჭირდებოდა. რ----–ი წაყვა ს-----------------------ს, ხა-------------იევს და ა---------------–--ვს. რ----–ისგან გაიგო, რომ ს---------------------------------------------- ა---------------–--ვს მისი თანდასწრებით უცემიათ რა---–-------ოვი, რომელიც იყო ძალიან ნაცემი, დასისხლიანებული და ჰქონდა იარები. აღნიშნული ფაქტის დროს რ----–ი იყო თავის ა/მანქანით, მას შეეშინდა და წავიდა საქართველოდან, როგორც რ----–მა უთხრა ა/მანქანა მისი ძმის სახლში დატოვა.

 

მოწმე ალ------------------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რა---–----–---------ვი არის მისი დის ნ---–-------------იევას მეუღლე. რა---–----–---------ვმა უთხრა, რომ აზერბაიჯანში უნდა წასულიყო და ა/მანქანა დააყენა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში. მოწმის განმარტებით რა---–----–---------ვი იყო შეშინებული.

 

მოწმე ი----------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ს-----------------------თან ერთად მუშაობდა ქვის საამქროში. ს----------- ა----------ი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა კარგად და ასევე, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა თანამშრომლებთან. ს-----------------------ს რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემას არ უჩიოდა და მისთვის რაიმე საეჭვო არაფერი არ შეუმჩნევია.

 

მოწმე მაზ---------–--------------ასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის ს-------- ა----------თან ერთად სწავლობდა სკოლაში, ასევე ერთად მუშაობდნენ ქვის საამქროში. ს-------- ა----------ს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ხელმძღვანელობასთან, და მას რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემას არ ჰქონია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე უ---------–---–-ა განმარტა, რომ მუშაობს ქ.რუ------- ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ფსიქიატრად. 2015 წლის 29 მაისს მიმართა მ--------–-- რაიონის სოფელ ყ-----–----–--–ი მცხოვრებმა რა---–-------ოვმა ნევროზული ხასიათის ჩივილებით: შეტევითი ხასიათის თავის ტკივილები, გულის ფრიალი, მოუსვენრობა, უძილობა, ჰაერის უკმარისობა და მოხრჩობის შეგრძნება, სიკვდილის შიში. აღნიშნული სიმპტომები დამახასიათებელია გენერალიზებული შფოთვითი აშლილობისათვის, რასაც წარმოდგენს ნევროზი. მოწმის განმარტებით ასეთ მდგო----ეობას იწვევს სტრესი, მაგრამ მას მიზეზი არ დაუსახელებია, იგი იყო ნევროზულ მდგო----ეობაში. პაციენტი იყო ადექვატური, გამოუწერა დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტი, რ----– მ---------ი მეორედ კლინიკაში აღარ მისულა.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ს-----------------------მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ცხოვრობს მ--------–-- რაიონის ს------–------–----–--ში ოჯახთან ერთად. 2016 წლის 2 ივნისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ რა---–-------ოვმა ოჯახი დაუნგრია მის დისშვილს -ს----------------ას და გაიტაცა ის. 2016 წლის 4 ივნისს 09:00-09:30 საათისთვის ემზადებოდა სამსახურში წასასვლელად და მას დაურეკა ს----------------ამ, რომელიც ტიროდა და უთხრა, რომ რა---–-------ოვი მას ტოვებდა ტყეში და სთხოვა წაეყვანა სოფელ ჯ-------აში მდებარე ტყის მასივიდან. მანვე განმარტა, რომ სოფელ ჯ-------ში ე.წ. ტრამპლინამდე ის ხა-------------იევი და ა---------------–--ვი მიიყვანა რა---–----–---------ვმა, რომელიც მათი ა/მანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ წავიდა. ტყეში მან ნახა რ----–----------------- და ს----------------ა, რომელიც ტიროდა, იყო შეშინებული და ტუჩიდან სისხლი სდიოდა. ს------მა უთხრა, რომ რ----–მა დაარტყა. მოწმემ უარყო რა---–-------ოვის ჯგუფური ცემის, წამების და თავისფლების აღკვეთის ფაქტი და მიუთითა, რომ მას და რა---–-------ოვს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ადგილზე, სადაც მათი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ეყარა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენი, რასაც შეეძლო რა---–-------ოვისათვის მიეყენებია დაზიანებები. შესაბამისად რა---–-------ოვისთვის სხვა სახის დაზიანებები არც მას და არც ხა-------------იევს, ა---------------–--ვს და არც რა---–----–---------ვს არ მიუყენებიათ. რა---–-------ოვთან ჩხუბის დროს მან მიიღო დაზიანება შუბლზე და მოიტეხა ნეკნი. მიყენებული დაზიანების სამკურნალოდ მას საავადმყოფოსათვის არ მიუმართავს და სახლში, დედამ დაადო სახვევი. სოფელ ჯ-------იდან ისინი რა---–-------ოვის დაჟინებული მოთხოვნით წავიდნენ ლ-–----ინში სასაუბროდ, სადაც მისვლისთანავე რა---–----–---------ვი და ხა-------------იევი წამოვიდნენ იქიდან, დაახლოებით 12:00 დან 13:00 საათამდე პერიოდში, ვინაიდან ორივეს ეჩქარებოდა, რადგან ხა-------------იევი უნდა შეხვედროდა თავის სიმამრს საზღვარზე, რა---–----–---------ვი კი მიდიოდა აზერბაიჯანში მეგობრის ქორწილში. ადგილზე დარჩნენ რა---–-------ოვი, ს----------------ა, ა---------------–--ვი და თვითონ, რომლებიც შემდგომ იქიდან დაახლოებით 13:00 საათზე წამოიყვანა ს----------------ას ძმამ, ს----–-----------–----- მეგობართან ერთად. მოწმემ განმარტა, რომ ის არ ემალებოდა გამოძიებას, დაბარებისთანავე ცხადდებოდა პოლიციაში. მან უარყო გამოძიების დროს მის მიერ ადვოკატის თანდასწრებით მიცემული ჩვენება. ასევე, უარყო ჩვენებების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექპერიმენტების სისწორე, რა დროსაც მან მიუთითა მ--------–-- რაიონის სოფელ ჯ-------აში რა---–-------ოვის ცემის ადგილი და მ--------–-- რაიონის სოფელ ლ-–----ინის ის ადგილი სადაც რა---–-------ოვი დატოვეს.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ხა-------------იევმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ცხოვრობს მ--------–-- რაიონის ს------–------–----–--ში ოჯახთან ერთად. ს----------------ა არის მისი დისშვილი. 2016 წლის 4 ივნისს დილით, ს-----------ს დაურეკა ს------მა და უთხრა, რომ ,,რ----–მა ტყეში მომიყვანა და მტოვებსო". მისთვის ცნობილი იყო, რომ რა---–-------ოვმა იგი მოიტაცა და პოლიციაში დადო პირობა, რომ შეინახავდა. სო----------- ტაქსის მძღოლს რა---–----–---------ვს დაურეკა. რ----–ი მოვიდა „ოპელის“ მარკის ა/მანქანით და ის, ს------------, ა----ი ჯანდრის ტყის მიმართულებით წავიდნენ ე.წ. ტრამპლინთან. რ----–მა ისინი ა/მანქანიდან ჩამოსვა. გ---- წინ წავიდა, მივიდნენ ადგილზე და დაინახეს გ---- და რ----–- კამათობდნენ, ს------ი ტიროდა და ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა. სანამ იგი ს------ს ამშვიდებდა ს------------ და რ----–- ჩხუბობდნენ არხში, რომელშიც წყალი არ მოდიოდა და სავსე იყო მინის ნამსხვრევებით ნაფოტებითა და ნაგვით. გასაშველებლად ჯერ ა----ი მივიდა, მერე თვითონაც და დააშორეს ერთმანეთს. გ----მ დაურეკა რ----–ს, რომელიც მივიდა 5-10 წუთში. ს------ი ა/მანქანაში ჩასვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა, მის გვერდითვე დაჯდა ა---------------–--ვი, ს------------ წინ დაჯდა, რ----–- მივიდა მანქანასთან და არ ანებებდა თავს ს------------- შეთანხმდნენ რომ სალაპარაკოდ სხვა ადგილას გადასულიყვნენ. რ----–- ს------------ს უკან სავარძელზე დაჯდა. მას და რ----–ს ეჩქარებოდათ მაგრამ მაინც წაყვნენ, რომ ისევ არ ეჩხუბათ. რა---–-------ოვის მითითებით მივიდნენ ს------–--–-–------–-, გადმოსვეს ა----ი, ს------------, რ----–- და ს------ი. თვითონ და რ----–ი დაახლოებით თორმეტი საათის შემდეგ წავიდნენ. სახლში მივიდნენ მოწესრიგდნენ და საბაჟოზე მივიდნენ, რ----–ი ბაქოში წავიდა ქორწილში, ხოლო მისთვის სიმამრს - ი-----------------ს, რომელიც აზერბაიჯანში ცხოვრობს ფული უნდა გადაეცა. ჩხუბის შედეგად ს-----------ს დაუზიანდა შუბლი და ნეკნი, მას დედამ დაადო სახვევი. რ----–ს ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, ნაკაწრები ჰქონდა, ხელებზე და კისერზე. პოლიციაში იბარებდნენ, მიდიოდნენ, ხელს აწერინებდნენ დოკუმენტებზე და ისევ უკან ბრუნდებოდნენ. დაკავების დღეს დაურეკეს პოლიციიდან, მივიდა პოლიციაში ხ------ამ უთხრა, რომ წასულიყო და დაურეკავდა როცა საჭირო იქნებოდა, სახლში წავიდა. რამდენიმე ხანში დაურეკა პოლიციელმა ბახრუზმა და უთხრა,რომ ა----ი ს------------სთან, რ----–ისთან და მისულიყვნენ. მივიდნენ პოლიციაში რა დროსაც დააკავეს. მანვე, განმარტა, რომ ის არ ემალებოდა გამოძიებას, დაბარებისთანავე ცხადდაბოდა პოლიციაში. მან უარყო გამოძიების დროს მის მიერ ადვოკატის თანდასწრებით მიცემული ჩვენება, ასევე აღნიშნა, რომ რა---–-------ოვის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება სიცრუეა.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ა---------------–--ვმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ცხოვრობს მ--------–-- რაიონის ს------–------–----–--ში ოჯახთან ერთად. ს----------------ა არის მისი ძმის შვილი. კახეთში იყო წასული, დაბრუნების შემნდეგ გაიგო, რომ ს------ი წაყვანილი ყავდა რა---–-------ოვს. 2016 წლის 4 ივნისს დილით, მივიდა ს-----------------------თან ამბის გასაგებად. მისვლისას ს-----------ს დაურეკა ს------მა და უთხრა, რომ რ----–მა ტყეში მომიყვანა და მტოვებსო. სო----------- ტაქსის მძღოლს რა---–----–---------ვს დაურეკა, რ----–ი მივიდა მოგვიანებით, ჩასხდნენ ა/მანქანაში და წავიდნენ, სოფლის ბოლოს ისინი ა/მანქანიდან ჩამოსვა რ----–მა და წავიდა. გზა ფეხით განაგრძეს, მივიდნენ და დაინახეს ს------ი რომელიც ტიროდა, ტუჩიდან სისხლი სდიოდა და შეშინებული იყო. კითხეს რა მოუვიდა მან კი უპასუხა, რომ რა---–-------ოვმა დამარტყა და ტყეში ტოვებდა. იმ ადგილას, რ----–-სა და ს------ის გარდა არავინ დაუნახავს. სო----------- და რ----–მა იჩხუბეს და იქვეე არხში ჩავარდნენ, სადაც ხის ტოტები, კონსერვის ქილები და მინის ნამსხვრევები ეყარა. ის შეეცადა მათ გაშველებას, მაგრამ ვერ შეძლო, ხ----ი მივიდა და დაეხმარა. ს------------ და რ----–- 10-15 წუთი ჩხუბობდნენ, რ----–ს და ს-----------ს ჯინსის შარვალი და მოკლე სახელოებიანი მაისური ეცვათ. ს-----------ს შუბლზე იარა ჰქონდა, რ----–ს- ხეებისგან ნაკაწრები და ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი. სო----------- დაურეკა რ----–ს და მათი წაყვანა თხოვა, რ----–ი 10-15 წუთში მოვიდა. ა/მანქანაში საჭესთან რ----–ი იჯდა, რ----–ის უკან ს------ი, რ----–- მის გვერდით, გ---- წინა სავარელზე დაჯდა. რ----–- ეუბენბოდა ს-----------ს, რომ სხვაგან წასულიყვნენ სალაპარაკოდ. მარტო არ გაუშვეს და ისინიც გაყვნენ. რ----–-ს მითითებით დაახლოებით 40-45 წუთში მივიდნენ ს------–--–-–------–-. რ----–მა თქვა, რომ ეჩქარებოდა და ის და ხ----ი წავიდნენ. რა---–-------ოვმა საუბრისას მათ უთხრა რომ არ აპირებდა ს----------------ას ცოლად მოყვანას. სახილს დაურეკეს, რომელიც მეგობრის იასარ დ-–----------ის წითელი ფერის „ოპელის“ მარკის ა/მანქანით მივიდა, რ----–ს შესთავაზეს წაყოლოდა მათ მაგრამ არ წაყვა უთხრა, რომ სხვა მივიდოდა და წაიყვანდა. პოლიციაში ორი დღის შემდეგ დაიბარეს და სამივე ერთად მივიდნენ, ადვოკატი აიყვანეს. მათთან საგამოძოებო მოქმედებები ბევრჯერ ჩატარდა. მის დაკავებას ადვოკატი არ ესწრებოდა. მანვე განმარტა, რომ ის არ ემალებოდა გამოძიებას, დაბარებისთანავე ცხადდებოდა პოლიციაში. მან უარყო გამოძიების დროს მის მიერ ადვოკატის თანდასწრებით მიცემული ჩვენების სიწორე.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს რა---–----–---------ვმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2016 წლის 4 ივნისს დილით, დაურეკა ს-----------------------მა, რომელმაც უთხრა, რომ ტაქსი სჭირდებოდა, სანამ ადგებოდა და მოწესრიგდებოდა სახლში მიაკითხეს და ს------------------------- ა---------------–--ვი და ხ---------------ი მიიყვანა სოფელ ჯ-------აში, ე.წ. ტრამპლინთან ჩამოსვა ისინი და გამობრუნდა. რამდენიმე ხნის შემდეგ დაურეკა სო----------- და ისევ სთხოვა წაყვანა, მივიდა ადგილზე რის შემდეგაც ს------------------------- ხა-------------იევი ა---------------–--ვი, ს----------------ა და რა---–-------ოვი ამ უკანასკნელის მითითებით მიიყვანა ს------–--–-–------–-, რის შემდეგაც ის და ხა-------------იევი უკან დაბრუნდნენ რადგან იგი ქ------–ი მიდიოდა მეგობრის ქორწილში, ხოლო ხა-------------იევისთვის სიმამრს უნდა გამოეგზავნა ფული. რა---–----–---------ვმა განმარტა, რომ რა---–-------ოვისათვის გამოგზავნილი ხმოვანი ჩანაწერები ნამდვილად მის მიერ არის გამოგზავნილი, მხოლოდ ეს საკუთარი სურვილით არ გაუკეთებია მას დაურეკა დაზარაებულმა, ჩააწერინა ტექსტი და ოჯახის წევრების მიმართ დაემუქრა, თუ ამ ჩანაწერებს არ გაუგზავნიდა. ასევე როდესაც ის შეხვდა რა---–-------ოვს და განხორციელდა ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა, რ----–- მაშინაც კი ემუქრა მოკვლით თუ არ აღიარებდა მოხმდარს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ს------ ას--------მ განმარტა, რომ, 2016 წლის 02 ივნისის შემდეგ აღარ ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. რა---–-------ოვი მის მეზობლად ცხოვრობდა, 2016 წლის 2 ივნისს იმყოფებოდა სახლში, გავიდა გარეთ ნაგვის გადასაყრელად, რა დროსაც რა---–-------ოვმა „ფორდის“ მარკის სატვირთო ა/მანქანით გაიტაცა მის შვილთან ერთად და მიიყვანა ტყეში, ბავშვი ტიროდა, რ----–მა ა/მანქანის კარი გააღო თვითონ კი ტელეფონზე საუბრობდა. მოწმე გაიქცა, რ----–- დაედევნა მკლავზე ხელი წაავლო და კითხა სად მიდიხარო. მივიდნენ ა/მანქანასთან, რა დროსაც პოლიციაში დაიბარეს რა---–-------ოვი. მას ესაუბრა რა---–-------ოვის მამა ა--------------ვი და დაემუქრა, რომ თუ არ იტყოდა პოლიციაში, რომ ის თავისი ნებით გაჰყვა რა---–-------ოვს და რომ ისინი იყვნენ საყვარლები, მაშინ ის ს------ის ქმარს ღამით ჩაუდებდა ნარკოტიკს და დააჭერინებდა. სწორედ ამიტომ პოლიციაში მისვლის დროს არ თქვა, რომ ის იყო მოტაცემული. პოლიციიდან რა---–-------ოვს იმიტომ გაჰყვა, რომ ეშინოდა მისი, რომ რამე არ დაეშავებინა. რ----–მა პოლიციაში განაცხადა, რომ ცოლად მოიყვანდა მას და შეინახავდა. 2 ივნისიდან 4 ივნისამდე რ----–თან ერთად იყო. სასამართლო სხდომაზე მოწმემ უარყო 2016 წლის 2 ივნისამდე რა---–-------ოვთან რაიმე სახის ურთიერთობა. 2016 წლის 04 ივნისს 10:00 საათისთვის რა---–-------ოვმა ტაქსი გამიძახა. ტაქსის მძღოლმა რ----–-ს მითითებით მიიყვანა ჯ-------ში, რა დროსაც რ----–მა უთხრა, რომ მას დატოვებდა ტყეში, ხოლო თვითონ წავიდა, აღნიშნულზე ატირდა და თხოვა, რომ ტყეში არ მიეტოვებინა და მიეცილებინა სახლამდე. რ----–მა მკლავში ხელი ჩასჭიდა და სახეში სილა გაარტყა, რა დროსაც იგრძნო ტკივილი დაეცა მიწაზე და ტუჩიდან სისხლი გამოუვიდა. მოწმემ აიღო ტელეფონი და დაურეკა ბიძას ს-----------------------ს, მან უპასუხა, რომ ნუ გეშინია მოვდივარო. დაახლოებით 20 წუთში მივიდა ს------------------------- ხა-------------იევი და ა---------------–--ვი. ბიძები, რომ მივიდნენ რ----–-ც იქ იყო, მისმა ბიძამ ს-----------------------მა უთხრა, ნუ გეშინია არ იტიროო და მივიდა რ----–თან. ა----ი და ხ----იც მივიდნენ, მათაც დაამშვიდეს ფეხზე წამოაყენეს. დაინახა, რომ ს------------ და რ----–- ჩხუბობდნენ. ხ----ი მივიდა და გააშველა. სო----------- დაურეკა რ----–ს. რ----–ი მოვიდა და ა/მანქანაში ჩასხდნენ. იგი მძღოლის უკანა მხარეს ჩაჯდა, რ----–- მივიდა და ბიძებს უთხრა, რომ მას თავისი სიტყვის თქმა არ დაუმთავრებია, სო----------- უთხრა, რომ მასთან სასაუბრო აღარაფერი ჰქონდა. რ----–- ჩაჯდა მანქანაში მარჯვენა მხარეს უკანა სავაძელზე და მისი მითითებით მივიდნენე ს------–--–-–------–-. რ----–მა და ხ----იმ ისინი გადმოსვეს და წავიდნენ, ხ----ი მიდიოდა სიმამრს ფული უნდა გამოეგზავნა მისთვის, რ----–ი კი ბაქოში მიდიოდა. რ----–-, ს------------ და ა----ი მისგან მოშორებით საუბრობდნენ, შემდეგ სო----------- დაურეკა სახილს, იგი მოვიდა და ის ს------------ და ა----ი წამოვიდნენ მა-------–ში. მომხდარის შესახებ მოუყვა მამას, მივიდნენ პოლიციაში სადაც განაცხადა, რომ რ----მა დაარტყა, უთხრეს რომ დალოდებოდა, ა--------------ვი იყო მისული პოლიციაში და მას კითხავდნენ. პოლიციის თანამშრომელმა მას ხელბორკილებით შეუკრა ხელები, ხელს ურტყამდა მაგიდას და ეუბნებოდა მოხვედი და სიმართლეს არ ამბობო. მისი განმარტებით დაკითხვისას მან თქვა, რომ რ----–-ს დარტყმული ეტკინა. მის დაკითხვას თარჯიმანი არ ესწრებოდა, მან იცის რუსული ენა და რუსულ ენაზე აძლევდა ჩვენებას. 6 ივნისს დაურეკა გამომძიებელმა ხ------ამ, მივიდა, ჩვენება არ მიუცია ისე ხელი მოაწერინა რაღაც ქაღალდზე და უკან წამოვიდა. იგი პოლიციაში შეხვდა რა---–-------ოვს, მასთან საუბრისას მან არ თქვა იმის შესახებ, რომ სახილმა წამოიყვანა ლ-–----ინიდან, იმის გამო, რომ სახილისთვის რამე არ დაეშავებინათ. მისივე განმარტებით მას ს------–--–-–------–- ნაცემი, ნაწამები და მძიმე მდგო----ეობაში მყოფი რა---–-------ოვი არ უნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სა---–-----------–-ევმა განმარტა, რომ არის ს----------------ას ძმა. 2016 წლის 4 ივნისს თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საქართველოში, მა-------–ში ოთხი საათის შემდეგ ჩამოვიდა, დაურეკა ს-----------------------მა და უთხრა ლ-–----ინში ვარ და წამიყვანეო. მან მეგობარს დაურეკა ი-–--- დ-–----------ის, მივიდნენ ლ-–----ინში და წამოიყვანეს ს------ი ს------------ და ა----ი. ს------–--–-–------–- რა---–-------ოვი, ხა-------------იევი და რა---–----–---------ვი არ უნახავს. იცის რომ რა---–-------ოვი მექალთანეა და ფსიქიკური პრობლემები აქვს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 13 ივნისის N0-------- დასკვნით: წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის და პირადი გასინჯვის (07.06.2016 წ.) მონაცემებით, რა---–-------ოვი 04.06.2016 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურად მკურნალობს 04.06.2016 წლიდან და აღენიშნება: გულმკერდის დახურული ტრავმა, მეშვიდე ნეკნის მოტეხილობა მარჯვნივ, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი, დაჟეჟილი ჭრილობები კეფის მიდამოში, ნაფლეთი ჭრილობა მუცლის წინა ზედაპირზე, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლჩაქცევები სხეულზე (დაწვრილებით იხილეთ აღწერილობით ნაწილში), ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მხრის არეში, მრავლობითი ზედაპირული ნაკვეთი ჭრილობები ორივე ზედა კიდურზე და შუბლზე (დაწვრილებით იხილეთ აღწერილობით ნაწილში). ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულია რაიმე ბასრი კიდის მქონე საგნის მოქმედებით, ერთად აღებული მიეკუთნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. სხვა ყველა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთად აღებული მიეკუთნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის საკხით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–---–--, დაადასტურა ექსპერტიზის N0-------- დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ რა---–-------ოვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესრულების დროს გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა, მან მოახდინა პირადად მისი დათვალიერება და სწორედ აღნიშნულის საფუძველზე შედგა შესაბამისი დასკვნა. კერძოდ, რა---–-------ოვი მოთავსებული იყო ქ.მ--------–-- ჯეო-ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მოახდინა მისი ვიზუალური დათვალიერება. დათალიერების დროს რა---–-------ოვი საწოლზე იწვა, სახეზე ეკეთა ჟანგბადის ნიღაბი, გადახვეული იყო, ედგა აქტიური დრენაჟი. მას უჭირდა საუბარი, მაგრამ ადეკვატური იყო, ასევე უჭირდა მოძრაობა, ექთნების დახმარებით ხორცილედებოდა მისი დათვალიერება, რა დროსაც ხშირად ხდებოდა ცუდად, ვინაიდან ძალიან ბევრი დაზიანებები აღენიშნებოდა და განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. ექსპერტის განმარტებით, რა დაზიანებებიც მას მითითებული აქვს ექსპერტიზის დასკვნაში მან ნახა პირადად და მოახდინა მათი დაფიქსირება. ნაფლეთი ჭრილობები, რომლებიც აღენიშნებოდა რა---–-------ოვს მუცლის ზედაპირზე ეს არის ის მდგო----ეობა, როდესაც კანს კიდეები აქვს დაფლეთილი, ექსპერტის ჩვენებით სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული არის, რომ რა---–-------ოვს უტარდებოდა ინტენსიური მკურნალობა, რა დროსაც ასევე, ხდებოდა მორფინის გამოყენება, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილები. ექპსერტის განმარტებით რა---–-------ოვმა შემოწმების დროს განუმარტა, რომ მას ოთხმა პირმა მ--------–-- რაიონის სოფელ ჯ-------ის ტერიტორიაზე, თავში ჩაარტყეს ქვა, დაუკარგავს გონება, იქედან წაიყვანეს სხვა ტერიტორიაზე და იქ მიაყენეს დაზიანებები დანით, ფეხით, ქვით, ათრიეს მიწაზე. მოწმის განმარტებით შესაძლებელია აღნიშნული ხერხით და საგნებით დასკვნაში მითითებული დაზიანებების მიყენება.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 21 ივლისის N0-------- დასკვნით: 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით „რ. მა-------ის ტანსაცმელი“ მოთავსებული შარვალი და მაისური ზედაპირზე არსებული ბოჭკოების მიკრონაწილაკების გამოსაკვლევად უვარგისია, დასკვნის კვლევის ნაწილში მითითებული მიზეზის გამო.

 

- ექსპეტიზაზე წარმოდგენილ სპეც. წებოვან ფირფიტაზე (წარწერით „ა/მანქანა „ოპელ ასტრა სა------------ დათვალიერების ფაქტზე ამოღებული“) არ აღენიშნება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით „რ. მა-------ის ტანსაცმელი“ მოთავსებული შარვლის და მაისურის ნართის შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ--–--------–-–---–--ა, დაადასტურა N0-------- დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ ნარკოლოგიულ დეპარტამენტში ექსპერტის თანამდებობაზე. მანვე, განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იქნა მანქანიდან აღებული ბოჭკოები. მის მიერ ასევე მოხდა ავტომანქანიდან უკანა სავარძლიდან და საბარგულიდან ბოჭკოების მიკრონაწილაკების და შესადარებელი ქსოვილის ნიმუშის აღება, რა დროსაც აღნიშნული ბოჭკოების შედარება მოხდა რა---–-------ოვის ტანსაცმელთან, რითიც დგინდება, რომ ავტომანქანის საბარგულში და სალონში რა---–-------ოვის ტანსაცმელის მსგავსი ბოჭკოები არ იქნა ნანახი. ტანსაცმელის ზედაპირი დაფარული იყო ობით იყო სველი, დაბინძურებული და ვერ გამოიკვლია. ასევე განმარტა, რომ ბოჭკოების გადასვლა ერთი მატერიიდან მეორეზე ხდება შეხებით, ბოჭკოების გაცემა დამაგრება შენარჩუნება დამოკიდებულია მიმღებზე და რა ტიპის ნართითაა დამზადებული. ბოჭკოების განდევანა ანუ დაშორება შესაძლებელია მოხდეს გარეცხვით. დაზარალებულის ტანსაცმელი ისეთი მატერიის იყო, რომელიც ადვილად გასცემს ბოჭკოებს.

 

2017 წლის 06 ივლისის რ----– დ-–-----------ი ა/მანქანის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ რა---–----–---------ვის მიერ მისი გამოკითხვისას ნებაყოფლობით წარმოდგენილი ლურჯი ფერის ,,ოპელ ასტრას’’ ა/მანქანა სახ. NP------, გაჩერებულია ქ.მა-------–ი, გოგებაშვილის ქუჩაზე მ--------–-- შს რაიონული სამმართველოს ტერიტორიაზე. ა/მანქანა არის ოთხ კარიანი, დიდიზომის საბარგულით, მარცხენა მხარეს საჭით. ა/მანქანა გაღებული იქნა გასაღებით, რის შემდეგაც მოხდა საბარგულისა და სალონის დათვალიერება. მანქანა არის დაუსუფთავებელი, სალონი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია, ა/მანქანის სალონში უკანა სავარძელზე დევს ე.წ. ტაქსის ნიშანი, საბარგულლში მოთავსებულია ორი ცალი ე.წ. გაზის ბალონი, რომელზეც გადაფარებულია ორი ცალი შალითა, შალიოთის ქვემოთ ე.წ დამხმარე საბურავის შესანახი ადგილის ზედაპირი შეღებილია ცისფრად.

 

სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტმა გი--–------------ განმარტა, რომ ღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა აქვს მიღებული ბრალდებულ რა---–----–---------ვის ლურჯი ფერის ,,ოპელ ასტრას’’ მოდელის ა/მანქანის დათვალიერებაში, რომელიც წარმოადგენდა ფურგუნს, უნივერსალს, მანქანა დათვალიერდა მ--------–-- შს რაიონული სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა რა დროსაც მანქანაიდან აღებული იქნა სპეციალური ფირების საშუალებით მიკრონაწილაკები. საბარგულის დათვალიერების დროს საბარგულში მოთავსებული იყო ორი ცალი გაზის ბალონი, ასევე იყო ორი ცალი ნოხი, რომელიც არ წარმოადგენდა ორიგინალს და ემჩნეოდა, რომ იყო ჩვეულებირივი სავარაუდოდ ხელით გამოჭრილი ნოხი. საბარგულის შიდა ნაწილი იყო სხვა ფერის ემჩნეოდა, რომ იყო შეღებილი ღია ცისფრად.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 22 ივნისის N0-------- დასკვნით: ანამნეზური მონაცემები და ამჟამინდელი საექსპერტო კვლევის შედეგები უნდა შეფასდეს, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა და დადგენილებაში დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული კვლევის ფორმატში შეუძლებელია, რის გამოც საჭიროა გამოსაკვლევი პირის ს-----------------------ის სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევა, ს.ს.ი.პ. "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში.)

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 31 ივლისის სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით: ს-----------------------ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით (კოდი - F70.1; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩდენის დროს ს-----------------------ს აღენიშნებოდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლსაწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგო----ეობით ს-----------------------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმდებებში. ს-----------------------ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ს-----------------------ი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგო----ეობით ს-----------------------ი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ხათ------------- დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ როდესაც ექსპერტთა ჯგუფის მიერ ხდებოდა ს-----------------------ის გამოკვლევა არსებობდა წინააღმდეგობები, კერძოდ ბიუროში შესული მასალებით დგინდებოდა, რომ ს-----------------------ი უვადოდ იღებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსიას 100 ლარს, ვინაიდან მის მიმართ დადგენილი იქნა დიაგნოზი გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდიოდა საქმის მასალებთან და სწორედ აღნიშნულის გამო გახდა მისი სტაციონალური გამოკვლევა საჭირო. საქმის მასალებით დადგინდა, რომ ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ მკურნალობდა, რომ ის ეწეოდა სხვდასხვა სახის სამუშაოებს კეთილსინდისიერად და ხასიათდებოდა, როგორც ჩვეულებრივი გაწონასწორებული ადეკვატური ადამიანი, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მიმართ დასმულ დიაგნოზთან და სრულიად შეუსაბამო იყო მასთან. წარმოდგენილი იყო საზღვრის კვეთები, რა დროსაც ის დადიოდა საზღვარგარეთ სამუშაოდ და სწორედ იმ დროს 2005-2006 წლებში, როდესაც ს-----------------------ს მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და დაენიშნა პენსია, მას სარფის და წითელი ხიდის გავლით დაუდგინდა საზღვრის კვეთის 36 ფაქტი. 2009 20011 წლებში კი 46. სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მოდიოდა წინააღმდეგობაში დიაგნოზთან. ექსპერტის ჩვენებით გამოკვლევის დროს თვალში საცემი იყო ის გარემოება, რომ გამოსაკვლევი პირი თარჯიმანთან საუბრობდა მდიდარი ლექსიკით და წინადადებები ჰქონდა გამართული და გასაგები, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის მის დიაგნოზთან, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ არის დამახასიათებელი გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობის შემთხვევაში. ის დაწვრილებით ყვებოდა მისი ბავშვობის და ოჯახური ცხოვრების შესახებ, თუმცა როდესაც ხდებოდა მისი შესწავლა ის უცხადებდა ექსპერტებს, რომ მან არ იცოდა წერა კითხვა და ვერ ცნობდა ციფრებს, მიუხედავად აღნიშნულისა ახლობლების ტელეფონის ნომრებს სრულად ეუბნებოდა. ასევე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ის გამომძიებელთან სრულად ყვებოდა მომხდარის სესახებ, ხოლო ექსპერტიზის დროს ის ეუბნებოდათ, რომ მას აქვს ცუდი მეხსიერება, არ შეუძლია გახსენება, არ ახსოვს რა მოხდა და ადვოკატისაგან იცის, რომ ვიღაც სცემა.

 

საქმეში მოთავსებული 7 ცალი ფაილი რიალ დ-–----------ის მიერ რა---–-------ოვისათვის გამოგზავნილი „WhatsApp-ს“ ხმოვანი ჩანაწერებში რა---–----–---------ვი ბოდიშს უხდის რა---–-------ოვს და თხოვს პატიებას. უთითებს, რომ ,,დანაშაულის მეტი ნაწილი შენია", ,,იმ დღიდან მე დავიკარგე, სახლში არ ვყოფილვარ.'" ,, გოგოსაც მე დავარტყი ერთი-ორი სილა და ვსიო. სხვა მე შენთვის ხელი არ მიხლია. მე რამოდენიმეჯერ წინ დავუდექი გ----ს(ს-----------------------ს) და არ მივეცი საშუალება ფეხით დაერტყა და ვუთხარი „გ---- რას აკეთებ? გეყო“ რატომ ჩამაგდე გ---- მე შარში? შემდეგ გ----მ მეც დამარტყა და მითხრა, „მოშორდი აქედანო“. გაბრაზებული იყო მე შემეშინდა მას ხელში დანა ეჭირა და ჩემსკენ გამოიწია დანით და მითხრა „დავაი აქედანო“. ხომ იცი სიცოცხლე ტკბილია. მე შემეშინდა მართლა არ დაერტყა დანა. დამარტყავდა და მეც შენს გვერდით უნდა დავწოლილიყავი მაშინ". ,,რ-–- მე მათთვის არაფერი არ მიმიცია თოკი თვითონ ჩადეს, ღმერთს გეფიცები, ჯიბეში ქონდა მანქანაში ჩააგდეს. მე აზრზე არ ვიყავი, რომ თოკი მანქანაში იყო თუ არა. წყალი? წყალი მანქანაში სულ მაქვს, შენ შეგასხეს წყალი, რომ გული არ წაგივიდეს. მეც წყალს გასხავდი, რომ ცუდად არ გახდე".

 

2017 წლის 24 იანვარს ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების თანახმად: ქ.მა-------–ში 26 მაისის მოედანზე მდებარე მ--------–-- შს რაიონული სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთის მხრივ რ----– მა-------სა და მეორეს მხრივ რა---–----–---------ვის, ხ-----------------ს და ს-----------------------ის შეხვედრის დროს მოხდა ფარული აუდუიო ვიდეო ჩაწერა. შეხვედრისას რა---–-------ოვის კითხვაზე მითითებული პირები პასუხობენ, რომ: ,,მ2: განერვიულებულნი ვიყავით ყველა და შენ რომ ჩვენს ადგილზე ყოფილიყავი, რას იზამდი?" ,,მ2: შენ მადლობა უთხარი ალახს, რომ ეგრე გავაკეთეთ",, მ1: შენ რას იზამდი, ბიჭო ჩვენს ადგილას, რას?" ,,შენ მაგას ნუღარ ატრიალებ და იმეორებ, რა. რაც საჭიროა, ისე მოხდა " ,,მ2: ბიჭო, რაც მოხდა, მოხდა, რა! ახლა უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს და დავამთავროთ ეს საქმე. მ1: კარგი, მაშინ შენ ჩვენს ადგილას წარმოიდგინე თავი. შენი საკუთარი შვილი, რომ წაეყვანათ ასე, მაშინ რას იზამდი?" ,,მ2: ბიჭო, კიდევ ერთხელ გეუბნები, ჩვენს ადგილას შენ რას იზამდი?! გაბრაზებულებული ვიყავით და მოხდა, რა.

 

2017 წლის 24 იანვარს ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების თანახმად: ქ.მა-------–ში 26 მაისის მოედანზე მდებარე მ--------–-- შს რაიონული სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთის მხრივ რ----– მა-------სა და მეორეს მხრივ ა---------------–--ვის შეხვედრის დროს მოხდა ფარული აუდუიო ვიდეო ჩაწერა. შეხვედრისას რა---–-------ოვის კითხვაზე ა---------------–--ვი პასუხობს ,,შენ შემოგევლე, განერვიულებული ვიყავი მაშინ და შენც, რომ ყოფილიყავი, იგივეს იზამდი." ,,შენ შემოგევლე, შეეშვი ამ საქმეს, რა. ისედაც იმდენი სადარდებელი მაქვს.",, დაანებე თავი და მორჩეს, რა. ის ვერ ხვდებოდა? მაშინ შენ უნდა მიმხვდარიყავი", ,,შენ ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი, იგივეს გააკეთებდი.“

 

2017 წლის 4 თებერვალს ჩატარებული რა---–-------ოვსა და ს------ი ას--------ს შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალების თანახმად, ს----------------ა ფაქტიერად ადასტურებს რა---–-------ოვის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს და მის კითხვებზე პასუხობს, რომ ,, რა დღეში იყავი ერთი? ჩემი თანდასწრებით მოხდა ყველაფერი და რა დღეში იყავი?" ,, ჰქონდათ მაგის უფლება და მაგიტომაც გააკეთეს!" ,,დამნაშავე იყავი და მაგიტომ!",, მე შენ რაში უნდა დაგხმარებოდი?!,, რაც დააშავე, მიიღე კიდევაც!" შენი მოკვლა რომ სდომებოდა ვინმეს იქვე მოგკლავდა. ისინი შენ იქ ცოცხალს არ დაგტოვებდნენ, გესმის? ,,დამტოვე და პასუხიც მიიღე, სხვა რა უნდა სდომებოდა? აბა შუბლზე ხომ არ გაკოცებდნენ?",, აბა ტაშს დაგიკრავდნენ?!" ,,შენი მოკვლა რომ სდომებოდათ,იქვე მოგკლავდნენ" ,,მერე ხომ არ მოკვდი, არა? უნდა მომკვდარიყავი! ერთბაშად გადაიჭრებოდა ყველაფერი". ხოლო რა---–-------ოვის კითხვებზე წაიყვანა თუ არა შემთხვევის ადგილიდან თავისმა ძმამ სა---–-----------–-ევმა ს----------------ა პასუხობს ,,რ----–თან ერთად წამოვედით და საიდან მომიყვანდა ეგ?"

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ვოდეოფაილები, WhatsApp-ის აუდიოჩანაწერები რომლითაც დადასტურდა ვიდეოფაილების დათვალიერებების ოქმებში მითითებული პიროვნებები, საუბრის შინაარსი და გარემოებები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 13 ივნისის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N5---- დასკვნით: 1. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ WhatsApp-ის აუდიოჩანაწერებსა და ვიდეოგრამებს მონტაჟის კვალი არ აღინიშნებათ.

 

2.ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში საუბრობენ ხ------------------- ს------------------------- რა---–----–---------ვი და ა---------------–--ვი.

 

3. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ WhatsApp-ის აუდიოჩანაწერებში საუბრობს რა---–----–---------ვი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------------–-–---–---, დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ აქვს მუშაობის 11 წლის სტაჟი და არის ინჟინერული ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, აღნიშნულ ჩანაწერები შესწავლილი იქნა შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით და დადგინდა, რომ ჩანაწერში ნამდვილად საუბრობენ ბრალდებულები ხ------------------- ს------------------------- რა---–----–---------ვი და ა---------------–--ვი, რომელთაგანაც ექსპერტიზის ჩატარებამდე აღებული იქნა სპეციალური მოწყობილობით ხმის ნიმუშები. ეთ-----------–-–---–-ს ჩვენებით WhatsApp-ის აუდიოჩანაწერში საუბრობდა მხოლოდ ერთი ადამიანი რა---–----–---------ვი, ხოლო ვიდეო ჩანაწერებში საუბრობდნენ რამოდენიმე ადამიანი, კერძოდ ხ------------------- ს------------------------- რა---–----–---------ვი და ა---------------–--ვი.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 ივლისის N0-------- აქტით დგინდება, რომ გამოსაკვლევი მობილური ტელეფონის მეხსიერებიდან პროგრამა: "WhatsApp"-ს საშუალებით ნომრიდან "5--------" 2016 წლის ივლისით დათარიღებული მიმოწერის აღდგენა ვერ მოხერხდა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გი-------–---------, დაადასტურა N0-------- აქტის ავთენტურობა და განმარტა, რომ შესაძლებელია განახლების პროცესში წაიშალოს ჩანაწერები და ვეღარ მოხდეს მისი აღდგენა.

 

2016 წლის 7 ივნისის საგამძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ქ. მ--------–-- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელთან ერთადს ს----------------ა წავიდა სოფელ ჯ-------ის მიმართულებით. ს------ის მითითებით განაგრძეს სვლა დაუსახლებელი ადგილისკენ. მივიდნენ მშენებარე რესტორანთან, და ს------მა განუმარტა, რომ 2016 წლის 4 ივნისს მერსედესის მარკის ტაქსით, აღნიშნულ რესტორანთან მივიდა ის რა---–-------ოვთან ერთად. ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ მა-------ი საუბრობდა ტელეფონზე, როდესაც დაინახა რომ მისკენ მორბოდნენ ბიძები: ხ----------------- და ს-----------------------ი. ს------იმ ასევე 50 მეტრში მიუთითა არხზე, სადაც წყალი არ გადიოდა. სწორედ იქ მიაყენეს ხ----მა და სო----------- მა-------ს ფიზიკური შეურაცხყოფა. ნახა, რომ მა-------ი ჰყავდათ გაკოჭილი და მიათრიეს დ-–----------ის მანქანამდე და ჩასვეს საბარგულში. საჭესთან იჯდა დ-–----------ი, გვერდით მიუჯდა გ----. უკანა სავარძელზე იჯდა ს------ი, გვერდით ორივე მხარეს მოუჯდა ა----ი და ხ----ი და წავიდნენ მისთვის უცნობ ადგილას, ტყეში. ტყეში მა-------ი გადმოიყვანეს საბარგულიდან ხ---- და გ----------------ებმა.

 

2016 წლის 14 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ სოფელ ჯ-------აში მდებარე მეჩეთიდან ხელ მარცხნივ გრუნტიან გზაზე, დუსახლებელ ადგილზე 50 მერტის მოშორებით მდებარე რესტორანთან რ. მა-------მა მიუთითა, რომ სწორედ იქ მივიდნენ ის და ს----------------ა 2016 წლის 04 ივნისს ა-----------ის ტაქსით. რ.მა-------მა მიუთითა ადგილისკენ სადაც მორბოდა ს------------------------- ასევე ადგილიკენ საითაც გაიქცა გ---- ახ----------ს დანახვის შემდეგ და არხზე სადაც დაეწია გ---- ახ---------- და სცემა ხ----თან ერთად. მოგვიანებით მათთან მივიდნენ ა---------------–--ვი და რა---–----–---------ვი. რ.მა-------მა განმარტა, რომ მას ოთხივე სცემდა ხელებით და ფეხებით. გ----მ თავში ჩაარტყა ქვა, ხოლო ხ----მა დანა დაუსვა სხეულის სხვადასხვა ადგილზე. გ----მ და ხ----მა გააკავეს, რ----–მა და ა----მა თოკით შეუკრეს ხელ-ფეხი და ოთხივე მათგანმა ჩააგდო რ. დ-–----------ის ა/მანქანის საბარგულში. მანვე მიუთითა რ.დ-–----------ის ა/მანქანის მდებარეობის ადგილი მისი საბარგულში ჩაგდებისას. ა/მანქანის საბარგულში ჩაგდების შემდეგ ის წაიყვანეს იმ დროისთვის მისთვის უცნობი მიმართულებით, მოგვიანებით გაიგო, რომ იყო ლ-–----ინი. საგამოძიებო ექსპერიმენტი გადაიდო რ.მა-------ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

 

2016 წლის 16 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ სოფელ ლ-–----ინის ბოლოს ხელმარჯვნივ, დაუსახლებელ ადგილზე რესტორან ,,ხეილაბი"დან 15 მეტრის შემდეგ მდებარეობს ქვის საამქრო სადაც დახმარების სათხოვნელად მივიდა რა---–-------ოვი. მას დაეხმარა ჯ-----ი. საამქროდან იწყება ლ-–----ინის ტყე, როგორც რ.მა-------მა განმარტა, დაახლოებით ერთი საათის გზაზე ხელფეხ შეკრული დატოვეს ორმოში გ---- და ხ------------------- ა---------------–--ვმა და რა---–----–---------ვმა. რა---–-------ოვმა ძებნის მიუხედავად ორმოს ვერ მიაგნო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ირ---–--–-------მ, პოლიციის თანამშრომელმა ა-----------–---–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძებო მოქმედების სისწორე.

 

სასამართლო სხომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--------–-- შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ამ----------–---–---–--------------------------------–---------–--------------–-----------------------------------------------------------–-----------------–---------------------–---–----------–------–------------–--------------------------------- ადასტურებენ მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მართებულობას და საგამოძიებო მოქმედებებისას მოპოვებულ ინფორმაციას.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების ს-----------------------ის, ხა-------------იევის, ა---------------–--ვის და რა---–----–---------ვის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედების ობიექტია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო აქტებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დაცული ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი, ღირსება. აღნიშნული ღირებულებები იმდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე საზოგადოებაში, რომ ისინი განმტკიცებულია უმაღლესი იერარქიის ნორმებში და მათი უგულებელყოფა ითვლება ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევად.

 

კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი, რომლის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომლის მე-5 მუხლის თანახმად, არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის თანახმად, არავის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას. მოცემული საკითხის უდიდეს მნიშვნელობას ცხადყოფს ასევე ის გარემოებაც, რომ უშუალოდ ამ საკითხის თაობაზე მიღებულ იქნა 2 საერთაშორისო აქტი: წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაეროს კონვენცია და იმავე სახელწოდების ევროპული კონვენცია. ბრალდებულისათვის ბრალად წარდგენილი ქმედებისადმი სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებაზე მიუთითებს ასევე ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ ქმედებებზე არ ვრცელდება პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადები და მისი ჩამდენი პირის დასჯა დასაშვებია მიუხედავად იმისა, თუ რა დროა გასული ქმედების ჩადენიდან. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს ასევე, რომ წამების აკრძალვა აბსოლუტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია მსგავსი ქმედებების გამართლება რაიმე მიზეზით, რაც არ უნდა დიდი და მნიშვნელოვანი მიზანი ამოძრავებდეს ქმედების ჩამდენს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1992 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე Tomasi v. France).

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია ს-----------------------ის, ხა-------------იევის, ა---------------–--ვის და რა---–----–---------ვის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’ ქვეპუნქტით ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით. წამება, ჯგუფურად, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გ----ნტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გ----ნტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა მსჯავრდებულების მიერ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით. წამება, ჯგუფურად, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პალატა განიხილავს თითოეულ მტკიცებულებას ცალ-ცალკე:

 

მნიშვნელოვანია დაზარალებულ რა---–-------ოვის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითაც მას უყვარდა მეზობლად მცხოვრები ს------ი ას-------- და გადაწყვიტეს ერთად გაპარვა. რა---–-------ოვმა სასამართლოში განაცხადა, რომ ა/მანქანასთან იდგა სე--------------------- ერთად, როდესაც დაინახა, ს-----------------------ი მისკენ მირბოდა და ს------მა უთხრა, რომ გაქცეულიყო. აღნიშნული ფაქტი სასამართლო სხდომაზე ასევე, დაადასტურა ტაქსის მძღოლმა აბ-----------ა, როდესაც განმარტა, რომ გაიგონა გოგონას ყვირილის ხმა „ბიძაჩემი მოდისო“ და გაიქცა დაზარალებული.

 

ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულებმა და დაზარალებულმა არხთან იჩხუბეს, დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია.

 

დაზარალებულმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ თოკი მიიტანა რა---–----–---------ვმა, რის შემდეგ რაიან მა-------ს გაუკავეს ხელები, ფეხები და თოკით შეუკრეს მკლავებთან და კოჭებთან, რის შემდეგაც გააგრძელეს მისი ცემა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თან ეუბნებოდნენ, რომ ჯერ არ უნდა მომკვდარიყო, ვინაიდან ის წამებით უნდა მომკვდარიყო, იმის გამო, რაც მან ჩაიდინა მათი გოგოს წაყვანით.

 

დაზარალებული ჩასვეს ა/მანქანის საბარგულში, სთხოვდა რა---–----–---------ვს ა/მანქანის გაჩერებას, რადგანაც კვდებოდა, ხოლო მან უპასუხა, რომ ისეთი საქმე ჩაიდინა, რომ მისთვის სიკვდილი არაფერი იყო. ამასთანავე, ხ----------------- სახეში ფეხს ურტყამდა და ცხვირ-პირიდან სისხლი სდიოდა.

 

დაზარლებულის თქმით, მას შემდეგ რაც მივიდნენ ტყეში ოთხივე მათგანმა გადმოაგდეს საბარგულიდან და ხელებითა და ფეხებით დაუწყეს ცემა, რა დროსაც განიცდიდა გაუსაძლის ტკივილს. თან ეუბნებოდნენ, რომ ის წამებით უნდა მომკვდარიყო.

 

დაზარალებულმა დაადასტურა, რომ სო----------- ორ-სამ ადგილას თავში ქვა ჩაარტყა, რა დროსაც ცუდად გახდა, თოკი ყელზე შემოახვიეს და ათრიეს, რის შედეგადაც მიიღო დაზიანებები და გახსნილი ჰქონდა კანი.

 

ბოლოს, 6 მეტრის სიღრმის ორმოში ჩააგდეს, სადაც ასევე განაგრძეს ცემა და დანით დასერვა. კვლავ ეუბნებოდნენ, რომ წამებით უნდა მომკვდარიყო. რა დროსაც აუტანელ ტკივილს განიცდიდა. ბოლოს კი ხელები უკან შეუკრეს და სახით მიწისკენ დააგდეს და ავიდნენ ორმოდან.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის ჩვენება, რომ ის გონზე მოსვლის შემდეგ ძლივს მიბობღდა, ქვის საამქროში, დაადასტურა ამავე საამქროს დარაჯმა ჯ-------------ა, რომელმაც განმარტა, რომ „რ-–-“ მამაკაცი ნაცემი იყო. დარტყმული ჰქონდა შუბლი, ასევე დაზიანებები მკლავზე, სახეზე და მთლიან სხეულზე ნაკაწრები.

 

მოწმე ა--------------ვმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2016 წლის 4 ივნისს დაუკავშირდა ჯ----- ნაბ---ი, რომელმაც უთხრა, რომ მისი შვილი იყო მძიმე მდგო----ეობაში, კვდებოდა და წაეყვანა.

 

ის ფაქტი, რომ მოწმე ა--------------ვმა დაზარალებული პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანა დასტურდება მოწმე მა--------–--–--ვის ჩვენებით.

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაზარალებულმა როგორც მა--------–--–--ვს, ასევე ა--------------ვსაც უთხრა, ცუდად ყოფნის დროს, რომ გოგოს ნათესავებმა ცემეს.

 

მსჯავრდებულების ჩვენება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ რა---–-------ოვს ს------ი ჰყავდა ტყეში, იქ აპირებდა მის დატოვებას და გოგონას ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა, რომელიც გამოწვეული იყო დაზარალებულის დარტყმიდან არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მით უმეტეს, რომ ნეიტრალურმა მოწმემ, აბ-----------ა სასამართლოს დაუდასტურა, რომ გოგო და ბიჭი ა/მანქანიდან გადმოვიდნენ მ--------–-- რაიონის სოფელ ყ----–-----ში, რომლებიც საუბრობდნენ ტელეფონით და ამ დროს გამოჩნდა გოგონას ბიძა. დაინახა, როგორ გაიქცა ბიჭი მის დანახვაზე.

 

მოწმე აბ-----------ა სასამართლო სხდომაზე მიუთითა რა---–----–---------ვზე და ხა---------------ზე, რომლებმაც უთხრეს, რომ ეს ორი ადამიანი ანგრევდა ოჯახებს და ბავშვები რჩებოდნენ უპატრონოდ.

 

სასამართლო, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა ეყრდნობა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნებს, კერძოდ ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით რა---–-------ოვს აღენიშნებოდა გულმკერდის დახურული ტრავმა, მეშვიდე ნეკნის მოტეხილობა მარჯვნივ, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი, დაჟეჟილი ჭრილობები კეფის მიდამოში, ნაფლეთი ჭრილობა მუცლის წინა ზედაპირზე, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლჩაქცევები სხეულზე, ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მხრის არეში, მრავლობითი ზედაპირული ნაკვეთი ჭრილობები ორივე ზედა კიდურზე და შუბლზე. ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულია რაიმე ბასრი კიდის მქონე საგნის მოქმედებით, ერთად აღებული მიეკუთნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. სხვა ყველა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთად აღებული მიეკუთნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. რაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ----------------–---–-- და ასევე განმარტა, რომ ვიზუალურად დაათვალიერა რა---–-------ოვი, რომელსაც უჭირდა საუბარი, განიცდიდა ძლიერ ტკივილს, რის გამოც უკეთებდნენ მორფინს.

 

ასევე, დაზარალებულ რა---–-------ოვის ჩვენების სისწორეს ადასტურებს „WatsApp-ის“ ხმოვანი ჩანაწერები, სადაც რა---–----–---------ვი სთხოვს პატიებას რა---–-------ოვს, აღნიშნული ასევე, დაადასტურეს დაზარალებულის ოჯახის წევრებმაც.

 

„WatsApp-ის“ ჩანაწერებიდან ჩანს, როგორ ახსენებს რა---–----–---------ვი დანასა და თოკს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულებს თან ჰქონდათ დანა და თოკი.

 

აღნიშნული „WatsApp-ის“ ჩანაწერები ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მონტაჟის კვალი არ აღენიშნებოდა და საუბრობდნენ ხ------------------- ს------------------------- რა---–----–---------ვი და ა---------------–--ვი, რომლებმაც ფაქტიურად აღიარეს 2016 წლის 4 ივნისის ქმედება.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ობიექტია ადამიანის ხელშეუვალობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება, ხოლო ფაკულტატურ ობიექტს წარმოადგენს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიერ დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ მათ ფიზიკური ძალის გამოყენებით დათრგუნეს რა---–-------ოვის ფიზიკური ძალა და თოკით შეუკრეს ჯერ ხელები და შემდგომ ფეხები. ამავდროულად, მის მიმართ ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას ხელ-ფეხისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით. მსჯავრდებულებმა მსხვერპლს არ მისცეს წასვლის უფლება, რითიც აღუკვეთეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, ხელ-ფეხ გაკოჭილი, ჩასვეს ა/მანქანის საბარგულში და მიიყვანეს ტყეში, შესაბამისად მას აღუკვეთეს თავისუფალი გადაადგილების უფლება, რაც გაგრძელდა რამდენიმე საათი. აღნიშნული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და მისი დამთავრებულად ცნობისათვის არ არის საჭირო ქმედებას მოჰყვეს რაიმე მძიმე შედეგი, იგი დამთავრებულია სხვა პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტიდან. სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული განზრახია და იგი შესაძლოა ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების განზრახვაზე მეტყველებს ის გარემოებები, რომ მათ, ფიზიკური ძალის გამოყენებით სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით აღუკვეთეს დაზარალებულს თავისუფალი გადაადგილების უფლება ხელ-ფეხის თოკით შეკვრის გზით და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით დაზარალებულს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია მისი სხეულის დაზიანება. მსჯავრდებულების დანაშაულებრივი ქმედება, რომ სწორედ სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით იყო მოტივირებული და დასტურდება იმ გარემოებით, რომ მათ აწამეს დაზარალებული იმ ქმედების გამო, რომ ის გაიქცა სე--------------------- ერთად.

 

დაცვის მხარის განმარტებით, მსჯავრდებულებს დაზარალებულისათვის არ აღუკვეთიათ გადაადგილების უფლება, და არც უწამებიათ, ხოლო ის დაზიანებები რაც რ----– მა-------ის სხეულზე აღენიშნებოდა გამოწვეული იყო მხოლოდ იმითი, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და იმ ადგილზე ეყარა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენები, რასაც შესაძლოა გამოეწვია ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები. პალატა არ ეთანხმება მოცემულ მოსაზრებას და აცხადებს, რომ როგორც ზემოთ იმსჯელა სასამათლომ, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები და მოტეხილობები შეუძლებელი და ყოველგვარ გონივრულ აზრს მოკლებულია, რომ მისდგომოდა მხოლოდ ერთ ადამიანთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, თუნდაც შემთხვევის ადგილას ყოფილიყო სამშენებლო მასალების ნარჩერნები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მეორე მხარეც, ს-----------------------იც იქნებოდა დაზარალებული და შესაბამისად იმასაც ექნებოდა იმდენი რაოდენობის დაზიანებები, რაც რა---–-------ოვს, ან მასთან მიახლოებული მაინც. აღნიშნულის დასადასტურებლად კი დაცვის მხარეს რაიმე მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. განმარტეს, რომ მართალია, ს-----------------------საც ჰქონდა დაზიანებები სხეულზე, მაგრამ საავადმყოფოში არ მიუყვანიათ და სახლში უმკურნალეს, მაშინ, როდესაც რა---–-------ოვი იმყოფებოდა რეამინაციულ განყოფილებაში, უმძიმეს მდგო----ეობაში. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, რასაკვირველია სასამართლო ვერ გაითვალისწინებს დაცვის მხარის პოზიციას, ვინაიდან ის არის რეალობას მოკლებული.

 

დაცვის მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მართალია ს----------------ას და რა---–-------ოვს ცალ-ცალკე ჰყავდა ოჯახები, მაგრამ ისინი ერთმანეთის საყვარლები იყვნენ და გადაწყვიტეს გაპარვა. მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რის მერეც ხელი გაარტყა რა---–-------ოვმა და ტუჩი გაუსკდა ს----------------ას. თავის მხრივ კი ს------მა დაურეკა ბიძას-ს-----------------------ს და სთხოვა დახმარება, ვინაიდან რა---–-------ოვი აპირებდა მის დატოვებას ტყეში. აღნიშნული მოსაზრება არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგანაც გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მას შემდეგ რაც ბიძა დაინახა ს------მა, შეკივლა მან და რა---–-------ოვს უთხრა, რომ გაქცეულიყო, დაზარალებულმა სცადა გაქცევა, მაგრამ არხთან მაინც დაიჭირა ს-----------------------მა.

 

სასამართლო ასევე, ყურადღებას ამახვილებს მოწმე ს------ ასკარევას ჩვენებაზე, რომელიც არ არის გულწრფელი და აცხადებს, რომ რა---–-------ოვმა ის ბავშვთან ერთად მოიტაცა სატვირთო ა/მანქანით და ტყეში წაიყვანა, მაშინ როდესაც არც ტაქსის მძღოლს და არც მსჯავრდებულებს არ უხსენებიათ, რომ ს------ი იმყოფებოდა ბავშვთან ერთად. ასევე, ს------ი აცხადებს, რომ მას 2016 წლის 2 ივნისამდე არ ჰქონია შეხება რა---–-------ოვთან, მაშინ როდესაც დაზარალებულის მეუღლემ სასამართლოს განუცხადა, რომ მისთვის ს------ის ბებიისგან იყო ცნობილი მეუღლისა და ს------ის სიყვარულის შესახებ. პალატა თვლის, რომ ს------ ასკაროვას ჩვენება არ არის სანდო, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა რადიკალურად სხვა ვითარება და შესაბამისად მის მიერ მიცემულ ჩვენებას ვერ დაეყრდნობა.

 

დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ მას შემდეგ რაც ბიძები მივიდნენ ს------თან და ნახეს, რომ ტუჩიდან სდიოდა სისხლი სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდა შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება რა---–-------ოვსა და ს-----------------------ს შორის, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან სასამართლოში დაკითხულმა ტაქსის მძღოლმა აბ-----------ა სასამართლოს განუცხადა, რომ ს------ი და რ----–- ა/მანქანიდან იყვნენ გადმოსულები, როდესაც ს------მა დაინახა ბიძამისი მათკენ მიდიოდა და ქალმა დაუძახა რ----–ს, რომ გაქცეულიყო. გაიქცა კიდევაც, მაგრამ ს------ის ბიძა მას დაეწია არხთან, საიდანაც ვერ გაიქცა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმემ დაადასტურა ის ფაქტიც, რომ მათ შორის საუბარი არ გამართულა.

 

დაცვის მხარის პოზიციის მიხედვით, ა/მანქანაში მჯდომი რა---–-------ოვი თავს არ ანებებდა ს-----------------------ს და ითხოვდა სხვა ადგილას წასვლას, დასალაპარაკებლად. ეს მონაკვეთი მოდის სრულიად წინააღმდეგობაში თავად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, ვინაიდან ერთ შემთხვევაში აცხადებენ, რომ ის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებები, რაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ჰქონდა რა---–-------ოვს მიიღო სწორედ არხთან ჩხუბის მომენტში, ანუ როდესაც დაეწიეს და დააკავეს მა-------ი, ვინაიდან ფიზიკური დაპირისპირების დროს ძირს ეყარა სამშენებლო და ასევე საყოფაცხოვრებო მასალის ნარჩენები და შესაბამისად მათ არ უწამებიათ ისინი, მაშინ როდესაც სააპელაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ მა-------ი არხიდან წამოსვლის შემდეგ ითხოვდა სხვაგან წასვლას და დალაპარაკებას. თუკი, დაზარალებულმა არხთან მიიღო ასეთი მძიმე დაზიანებები და მოტეხილობები მაშინ, ყოველგვარ გონივრულ აზრს არის მოკლებული იმაზე ფიქრი, რომ მას ასეთ მდგო----ეობაში კვლავ მოეთხოვა სხვაგან წასვლა და მათთან საუბარი .

 

დაცვის მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს „წამების“ შემადგენელ ელემენტებზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არსებობს 1441 მუხლის შემადგენელი ნაწილები, ვინაიდან წამების შემსრულებელი აუცილებლად უნდა იყოს „ინფორმაციის, მტკიცებულების, ან აღიარების მიღება და ა.შ“ სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთებს განმარტებას, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია წამება. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური თვალსაზრისით, ასევე ადამიანის ნორმალური ფსიქიკური მდგო----ეობა, ხოლო დამატებითი ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის პირად, ოჯახურ თუ სხვაგვარი საიდუმლოების დაცვასთან. თუმცა მსჯავრდებულებს ბრალი აქვთ წარდგენილი არა ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, არამედ მოცემულ შემთხვევაში მიზანს წარმოადგენს პირის დასჯა მის მიერ სავარუდო ჩადენილი ქმედების გამო, რაც მოცემულ შემთხვევაში არის სახეზე. როგორც სასამართლომ იმსჯელა მტკიცებულებათა გაანალიზების დროს, თუნდაც ნეიტრალური მოწმე, ტაქსის მძღოლმა აბ-----------აც დაადასტურა ის ფაქტი, რომ მისულმა პირებმა უთხრეს, რომ დაზარალებულმა თავისი ქმედებით დაანგრია ოჯახები. ასევე, გასათვალისიწნებელია ის გარემოება, რომ დაზარალებული განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილებს და მსჯავრდებულები კი ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ ის ჯერ არ უნდა მომკვდარიყო, არამედ უნდა წამებულიყო იმ ქმედების გამო რაც მან ჩაიდინა, სიკვდილი მისთვის არაფერი იყო და ამიტომაც მსჯავრდებულებმა შეუკრეს მას ხელ-ფეხი, და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სცემეს იგი თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელების, ფეხებისა და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით, ამასთან კარგავდა რა გონებას მსხვერპლი, უმალ აფხიზლებდნენ მას და კვლავ განაგრძობდნენ მის ცემას რამდენიმე საათის განმავლობაში გარკვეული ინტერვალებით. მსჯავრდებულების ქცევის მიზანი იყო მსხვერპლის დასჯა იმ ქმედებისათვის რაც მან ჩაიდინა. გარდა ფიზიკური ტკივილისა მსხვერპლისათვის განაპირობებდა განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ სტრესს (მოსალოდნელი გაუსაძლისი ტკივილის შიში). დაზარალებულმა აღწერა მისი ფსიქო-ემოციური მდგო----ეობა წამების პროცესში და ხშირად იმეორებდა, რომ განიცდიდა საშინელ, გაუსაძლის ტკივილს. მსჯავრდებულების მოპყრობამ, დარტყმების ინტენსივობამ, ხასიათმა და ხანგრძლივობამ რა---–-------ოვს ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მორალური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული განზრახია და იგი შესაძლოა ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების განზრახვაზე მეტყველებს ის გარემოებები, რომ ისინი მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით, რომ დაზარალებული ხელ-ფეხ შეკრული მიიყვანეს ტყეში, სადაც მიაყენეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა, რაც თავისი ინტენსივობით და ხანგრძლივობით აღწევდა წამების ხარისხს. ამასთან, დაზარალებულმა ძალადობრივი ქმედებების შედეგად მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს დაზიანება. მიყენებული დაზიანებების ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულები დაზარალებულს განზრახ აყენებდნენ ტკივილსა და ტანჯვას მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მიღებული დაზიანებების შედეგად რა---–-------ოვმა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. შესაბამისად, მსჯავრდებულების მოქმედება - რა---–-------ოვისათვის სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებების მიყენება, იყო მსჯავრდებულებისათვის სხეულის დაზიანების აუცილებელი პირობა, რამაც გამოიწვია ის შედეგი, რასაც უშუალოდ განზრახვა მოიაზრებდა. ანუ, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი, მისი განმარტებით წამების საფუძველზე მას ჩამოუყალიბდა ნევროზული ფონი, რის გამოც არ უნდოდა სახლიდან გასვლა და მიმართა ექიმს, თავად ექიმმა უ---------–---–-ა დაადასტურა სასამართლო პროცესზე, რომ დაზარალებული იმყოფებოდა სტრესულ მდგო----ეობაში და დაუნიშნა დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტი საშუალებები.

 

დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ „წამება“ არის ზედმეტად წარდგენილი და ის შეიცავს იმ ნიშნებს, რასაც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება უმწეო მდგო----ეობაშ მყოფი პირის მიმართ) და მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება განსაკუთრებული სისასტიკით).

 

პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მსჯავრდებულებს წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის). მოცემული მუხლით გათვალისიწნებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. სასამართლო გამორიცხავს მსჯავრდებულების მიმართ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით უმწეო მდგო----ეობაში მყოფი პირის მიმართ, ვინაიდან უმწეო მდგო----ეობაში იგულისხმება ისეთი მდგო----ეობა, როდესაც პირს არ შესწევს უნარი გააცნობიეროს, თუ რა ქმედებას სჩადიან მის მიმართ, ასევე შესაძლებელია გამოწვეული იყოს ავადმყოფობით, უგონო მდგო----ეობით, სულით ავადმყოფობით, ჭკუასუსტობით, ღრმა მოხუცებულობით და ა.შ. მთავარია, რომ პირი დამნაშავის ქმედებით არ იყოს მოყვანილი უმწეო მდგო----ეობაში. ხოლო გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაზარალებული იმ მომენტამდე სანამ არ დაიჭირეს მსჯავრდებულებმა იყო სრულიად ჯანმრთელი და ის თავის შეყვარებულთან ერთად აპირებდა კიდევაც გაპარვას. ხოლო მას შემდეგ რაც მსჯავრდებულებმა მაიყენეს მას დაზიანებები, სწორედ მათი ქმედებით ჩავარდა დაზარალებული უმწეო მდგო----ეობაში და თავიდანვე გამორიცხავს ზემოთხსენებული მუხლის ობიექტურ შემადგენლობას.

 

რაც შეეხება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას განსაკუთრებული სისასტიკით, ამ შემთხვევაში არსებობს ორი შეფასებითი ნიშანი „განსაკუთრებული“ და „სისასტიკე“. ყოველგვარი ძალადობითი დანაშაული კი სისასტიკის გამოვლინებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია განსაკუთრებულ, წრეგადასულ სისასტიკეზე, როცა დამნაშავეს სიამოვნებას გვრის ადამიანის ტანჯვა. ამასთანავე, აუცილებელია ჯანმრთელობის დაზიანებისათვის ისეთი ხერხისა და საშუალების შერჩევა, რომელიც დაზარალებულის ხანგრძლივ და ძლიერ ტანჯვას იწვევს.

 

„განსაკუთრებული სისასტიკე“ ამ დანაშაულის შეფასებითი ნიშანია. მისი დადგენა სასამართლოს პრეროგატივაა და ამ საკითხის დადგენაში სასამართლოს ეხმარება ექსპერტიზის დასკვნები.

 

დაზარალებულ რა---–-------ოვის ჩვენებით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ექსპერტ გ------ი ო------–---–-ს მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, ჯგუფურად ფეხებისა და ხელის დარტყმით ცემეს, ფიზიკური ტკივილის მიყენების მიზნით, ხ---------------------ანის გამოყენებით რა---–-------ოვს სხეულზე სხვადასხვა ადგილზე მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, რა დროსაც რა---–-------ოვს ეუბნებოდნენ, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო უნდა დატანჯულიყო და კიდევ მეტის ღირსი იყო. მ--------–-- რაიონის სოფელ ლ-–----ინის მიმდებარე ტერიტორიაზე ს-----------------------მა, ხ------------------- რა---–----–---------ვმა და ა---------------–--ვმა ჯგუფურად სასტიკად ცემეს რა---–-------ოვი, რა დროსაც ს-----------------------მა კვლავ რამოდენიმეჯერ ჩაარტყა თავში ქვა, ხოლო ხ---------------------ანის გამოყენებით ტკივილის მიყენების მიზნით კვლავ მიაყენა მას ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე. ფეხებზე მობმული თოკის მეშვეობით თრევა-თრევით შეიყვანეს ტყის სიღრმეში, ჩააგდეს ორმოში და დატოვეს შეკრულ მდგო----ეობაში. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად რა---–-------ოვმა მიიღო გულმკერდის დახურული ტრავმა, მეშვიდე ნეკნის მოტეხილობა მარჯვნივ, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი, დაჟეჟილი ჭრილობები კეფის მიდამოში, ნაფლეთი ჭრილობა მუცლის წინა ზედაპირზე, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლჩაქცევები სხეულზე, რომლებიც ერთად აღებული მიეკუთნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ასევე მრავლობითი, დაახლოებით 36 ნაკვეთი ჭრილოა ორივე ზედა კიდურზე და შუბლზე.

 

მოცემულ საქმეზე ბრალდებულების ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, ქმედების ”სისასტიკემ” მიაღწიოს იმ ზღვარს, რომელიც იძლევა მისი წამებად კვალიფიკაციის შესაძლებლობას. სისასტიკე შეფასებითი ცნებაა და მისი დადგენისთვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს საგნების შეფარდებითი ხასიათი. შეფასდება თუ არა ქმედება წამებად, დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და სულიერი შედეგები, დაზარალებულის სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგო----ეობა და სხვა შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ს-----------------------ის, ხა-------------იევის, ა---------------–--ვის და რა---–----–---------ვის ქმედების წამებად შეფასებას.

 

რაც შეეხება სასამართლოში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვენს, ნათელია, რომ დაზარალებულს მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. რომელიც ჩადენილი იქნა ჯგუფურად, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სწორად არის დაკვალიფიცირებული მსჯავრდებულების ქმედება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ვინაიდან ამ შემთხვევაში აუცილებელია სულ მცირე 2 პირი იყოს ამსრულებელი, თანაც არ არის აუცილებელი რომ ისინი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, როდესაც მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

 

შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს-----------------------მა, ხ------------------- რა---–----–---------ვმა და ა---------------–--ვმა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულები.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რომ მათ ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის; თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით; წამება, ჯგუფურად, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ს-----------------------ს, ხა---------------ს, რა---–----–---------ვს და ა---------------–--ვს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ, ხოლო შემამსუბუქებელ გარემოებად პალატა მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ დაზარალებულ რა---–-------ოვის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც იგი შეურიგდა მსჯავრდებულებს და მათთან არ გააჩნია პრეტენზია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და განმარტავს, რომ სასჯელი პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე, სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგო----ეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით უზრუნველყოფილ ისეთ ძირეულ უფლებებს, რომელიც ილახება პირის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ უპირატესი ღირებულება არის ადამიანი და მისი ფიზიკური ხელშეუვალობა, რომ ყოველ მათგანს აქვს ფიზიკური ხელშეუხებლობისა და თავისუფალი გადაადგილების უფლება, ამასთან არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას და მას დაცვა სჭირდება. ლმობიერი სასჯელის გამოყენება სრულიად გაუმართლებელია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებულების მიერ მსხვერპლისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებების ხარისხი აკმაყოფილებს წამებისათვის განკუთვნილ სტანდარტს, რაც წარმოადგენს მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას. ამ შემთხვევაში მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს სოციალური სამართლიანობის აღდგენას, როგორც მსხვერპლის, ასევე ზოგადად საზოგადოების ცნობიერებაში. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა, სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სერიოზულობას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს - მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

და ბოლოს, ს-----------------------ის, ხ-----------------ს, რა---–----–---------ვის და ა---------------–--ვის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა შევიდეს ცვლილება ბოლნისის რაიონული სასამართლო განაჩენის სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულებს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ჩამორთმევა ორი წლის ვადით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული საექსპერტო კვლევისთვის აღებული ნიმუშები: რა---–-------ოვის სისხლის და თმის ნიმუშები, რა---–----–---------ვის ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ავტომანქანის ოპელ ასტრას მარკის ს/ნ P-------ის სავარძლების საზედაპირე ქსოვილი და საბარგულის საფენების ქსოვილი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რა---–-------ოვის და ხა-------------იევის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს;

 

რა---–----–---------ვის კუთვნილი ოპელ ასტრას მარკის ავტომანქანა P------ და ავტომანქანის გასაღები დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული რ----–-- მა-------ის კუთვნილი ,,Iphone-ის” ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს;

 

რა---–-------ოვის კუთვნილი ფულადი თანხა 35 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს;

 

რა---–-------ოვის მიერ წარმოდგენილი DVD დისკი (რა---–----–---------ვის ხმოვანი შეტყობინებები გამოაგზავნილი ,,whatsApp-ის’’ პროგრამით). სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან გამოგზავნილი DVD დისკი (რა---–-------ოვის და რა---–----–---------ვის შეხვედრისა და საუბრის ფარული ჩანაწერით). რა---–-------ოვის მიერ წარმოდგენილი DVD დისკი (რა---–----–---------ვის ხმოვანი შეტყობინებები გამოაგზავნილი ,,whatsApp’’ -ის პროგრამით) სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან DVD დისკი (რა---–-------ოვის და ს----------------ას შეხვედრისა და საუბრის ფარული ჩანაწერით). სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან DVD დისკი (რა---–-------ოვის, რა---–----–---------ვის, ხ-----------------ს, და ს-----------------------ის შეხვედრისა და საუბრის ჩანაწერით). სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან DVD დისკი (რა---–-------ოვის და ა---------------–--ვის შეხვედრისა და საუბრის ფარული ჩანაწერით). CD დისკი ჯეოსელიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დეტალური ამონაწერით. სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან CD დისკი ფარული სატელოეფონო მიყურადების ჩანაწერები. CD დისკი ჯეოსელიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დეტალური ამონაწრით. რა---–-------ოვის სახლიდან ამოღებული DVD დისკი(რა---–----–---------ვის ხმოვანი შეტყობინებები გამოაგზავნილი ,,whatsApp’’ -ის პროგრამით). ამოღებული მასალები (ს-----------------------ის ისტორია) რა---–----–---------ვის, ხა-------------იევის, ა---------------–--ვის ხმის ნიმუშები CD დისკებზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულების ს-----------------------ის, ხ-----------------ს, ა---------------–--ვის, რა---–----–---------ვის ინტერესების დამცველი ადვოკატ ო---- მ-----------–------ და მსჯავრდებულ რა---–----–---------ვის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ---------------ის. ასევე, მსჯავრდებულების ს-----------------------ის, ხ-----------------ს და ა---------------–--ვის ინტერესების დამცველი ადვოკატის, ნე-–---------–---–-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

ბ---–----------------–-------------–--- 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ს-----------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მასვე, ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ორი წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ს-----------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ჩამოერთვას ორი წლის ვადით.

 

ს-----------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 6 აპრილიდან

 

ს-----------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ხა-------------იევი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მასვე, ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ორი წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ხა-------------იევს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ჩამოერთვას ორი წლის ვადით.

 

ხა-------------იევს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 6 აპრილიდან

 

ხა-------------იევის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ა---------------–--ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მასვე ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ორი წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა---------------–--ვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ჩამოერთვას ორი წლის ვადით.

 

ა---- კ---------–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 6 აპრილიდან

 

ა---------------–--ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

რა---–----–---------ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მასვე, ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ორი წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რა---–----–---------ვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება ჩამოერთვას ორი წლის ვადით.

 

რა---–----–---------ვს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 6 აპრილიდან

 

რა---–----–---------ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - საქმეზე საექსპერტო კვლევისთვის აღებული ნიმუშები: რა---–-------ოვის სისხლის და თმის ნიმუშები, რა---–----–---------ვის ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ავტომანქანის ოპელ ასტრას მარკის ს/ნ P-------ის სავარძლების საზედაპირე ქსოვილი და საბარგულის საფენების ქსოვილი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რა---–-------ოვის და ხა-------------იევის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს;

 

რა---–----–---------ვის კუთვნილი ოპელ ასტრას მარკის ავტომანქანა P------ (დალუქული სახით დგას მ--------–-- რაიონული სამმართველოს ეზოში), ხოლო ავტომანქანის გასაღები (დალუქული სახით ინახება მ--------–-- რაიონულ სამმართველოში) დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული რ----–-- მა-------ის კუთვნილი ,,Iphone”-ის ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.

 

რა---–-------ოვის კუთვნილი ფულადი თანხა 35 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.

 

რა---–-------ოვის მიერ წარმოდგენილი DVD დისკი (რა---–----–---------ვის ხმოვანი შეტყობინებები გამოაგზავნილი ,,whatsApp’’ -ის პროგრამით). სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან გამოგზავნილი DVD დისკი (რა---–-------ოვის და რა---–----–---------ვის შეხვედრისა და საუბრის ფარული ჩანაწერით). რა---–-------ოვის მიერ წარმოდგენილი DVD დისკი (რა---–----–---------ვის ხმოვანი შეტყობინებები გამოაგზავნილი ,,whatsApp’’ -ის პროგრამით) სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან DVD დისკი (რა---–-------ოვის და ს----------------ას შეხვედრისა და საუბრის ფარული ჩანაწერით). სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან DVD დისკი (რა---–-------ოვის, რა---–----–---------ვის, ხ-----------------ს, და ს-----------------------ის შეხვედრისა და საუბრის ჩანაწერით).სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან DVD დისკი (რა---–-------ოვის და ა---------------–--ვის შეხვედრისა და საუბრის ფარული ჩანაწერით). CD დისკი ჯეოსელიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დეტალური ამონაწერით. სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან CD დისკი ფარული სატელოეფონო მიყურადების ჩანაწერები. CD დისკი ჯეოსელიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დეტალური ამონაწრით. რა---–-------ოვის სახლიდან ამოღებული DVD დისკი(რა---–----–---------ვის ხმოვანი შეტყობინებები გამოაგზავნილი ,,whatsApp’’ -ის პროგრამით). ამოღებული მასალები (ს-----------------------ის ისტორია) რა---–----–---------ვის, ხა-------------იევის, ა---------------–--ვის ხმის ნიმუშები CD დისკებზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბ---–----------------–-------------–--- მეშვეობით.

 

თავმჯდო----ე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: ვ. ლომიძე

 

ნ. სანდოძე