განაჩენი

სისხლის სამართლის 21.10.2018
საქმის ნომერი
190100117001853463
ინსტანცია
თარიღი
21.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190100117001853463-1ბ/1128-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნუ----------------

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: გი------------–--------------------–-------–-–----------------, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გა---------------------–--–-–-----------–---------

 

ადვოკატი: ი------------–--

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და ,,დ” ქ/პუნქტი;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წელი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-------------–--იანის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ია----------–--მ, ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

გ-------------–--იანს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით, ჩადენილი არაერთგზის; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და ,,დ” ქვეპუნქტით;

 

სასამართლომ დაადგინა :

 

გ-------------–--იანი გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით გ-------------–--იანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით და სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენით ცვლილება შევიდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში და გ-------------–--იანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით და სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით გ-------------–--იანს ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი 12 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. გ-------------–--იანი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 29 მაისს.

 

2007 წლის 26 იანვრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნასამართლევმა გ-------------–--იანმა 2017 წლის 23 თებერვალს, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეტამფეტამინი" (მარილი) საერთო რაოდენობით 0,00174 გრ და ამფეტამინი საერთო რაოდენობით 0,0025 გრ, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად ქ.რუსთავში, მეგობრობის გ--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით;

 

2017 წლის 23 თებერვალს ჩატარებული გ-------------–--იანის პირადი ჩხრეკის საფუძველი გახდა, ოპერატიული ინფორმაცია და მოწმე გ-------------–---ის ჩვენება, რომ გ-------------–--იანი ქ. რუსთავი, მეგობრობის გ--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა ავტომანქანით და მას უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება.

 

2017 წლის 23 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ.რუსთავი, მეგობრობის გ--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც გ-------------–--იანის მიერ წარდგენილ იქნა ორი ცალი შპრიცი მასში მოთავსებული სითხით. ასევე ჩატარდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი შპრიცი შიგ არსებული სითხით მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების №2 ლუქით, რაზედაც გაკეთდა ხელმოწერები და დაისვა თარიღი. 2017 წლის 24 თებერვალს საქმეზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა და ექსპერტს იმ საკითხის დასადგენად იყო თუ არა გ-------------–--იანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შპრიცში ნარკოტიკული საშუალება, გამოსაკვლევად წარედგინა ორი ცალი შპრიცი.

 

პირადი ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, გ-------------–--იანი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. 2017 წლის 24 თებერვლის №20186 დასკვნის თანახმად, გ------------–-----ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება "ტეტრაჰიდროკანაბინოლის" ჯგუფის მოხმარების ფაქტი. დაკავების ოქმს გაეცნო და ხელი მოაწერა მსჯავრდებულმა. რაიმე სახის შენიშვნა ჩატარებულ საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, მსჯავრდებულს არ გამოუთქვამს.

 

გ-------------–--იანმა თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ წარსულში მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას, თუმცა ბოლო პერიოდში უარი თქვა მასზე და დაძლია აღნიშნული პრობლემა. 2017 წლის 23 თებერვალს მოძრაობდა მეგობრობის გამზირზე, რა დროსაც შემთხვევით იპოვა 2 ცალი გამჭირვალე შპრიცი, მასში ესხა სითხე, რომელიც ჩათვალა, რომ შესაძლებელია უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება, შპრიცები იდო გამჭირვალე ცელოფანში, აიღო და შეინახა, დაახლოებით 20-30 მეტრის გავლის შემდეგ დააკავეს. მისთვის უცნობია თუ რა ვითარებაში მოხვდა შპრიცები იქ, საიდანაც აიღო, მაგრამ რომ დაინახა, გაუჩნდა მისი მოხმარების სურვილი. მიიჩნევს, რომ ეს იყო ცდუნება, შეინახა, მაგრამ არ მოუხმარია, რადგან არ სურდა კვლავ იგივეს გამეორება. ასევე გარკვეულწილად მიიჩნევს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა ვინმეს მხრიდან განზრახ ამ შპრიცების დადებას იმ ადგილას, სადაც მას შეიძლებოდა, რომ ენახა.

 

საქმეზე ჩატარებული 2017 წლის 24 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმეების ა-–------------------------------------------- ჩვენების თანახმად, დადგინდა, რომ გ-------------–--იანის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ორ ცალ ერთჯერადი გამოყენების 1,0 მლ-იან ინსულინის სამედიცინო შპრიცში მოთავსებული მოყვითალო გამჭირვალე სითხე, საერთო რაოდენობით 1,84 მილილიტრი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს "მეტამფეტამინსა" და "ამფეტამინს", რომელშიც ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინის საერთო რაოდენობამ შეადგინა 0,00174 გრამი, ხოლო ნარკოტიკული საშულება "ამფეტამინის" საერთო რაოდენობა შეადგენს 0.0025 გრამს. ალექსანდრე დადიანიძემ დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი შპრიცი მოთავსებული იყო პაკეტში და პაკეტი იყო დალუქულ მდგომარეობაში. ამ ტიპის ნარკოტიკული საშუალებები ძირითადად მიიღება სინთეზით, თუმცა რომელი პრეპარატები შეიცავს სრულად "ამფეტამინს" და "მეტამფეტამინს", ზუსტად ვერ დაასახელებს. ინ------------ დამატებით განმარტა, რომ კვლევის ჩატარებისას, უშუალოდ მან გახსნა გამოსაკვლევად წარდგენილი პაკეტი, რომელიც იყო დალუქული და მასში მოთავსებული იყო ორი ცალი ინსულინის ნემსი, შპრიცებში მოთავსებული იყო ერთნაირი რაოდენობის, ერთნაირი ფერის მოყვითალო სითხე თითოეულში რაოდენობით 0,92 მილილიტრი. ქიმიური კვლევების საფუძველზე დადგინდა რომ ეს ნივთიერებები შეიცავდა "მეტამფეტამინს" (0,00174 გრ) და "ამფეტამინს" (0.0025გრ).

 

მოწმეებმა ტ-----------–---–მა, ზ----------------------–-----------–---–--------------------–---–---------------------–----- დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

მოწმე ტ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 23 თებერვალს, მისი თანამშრომლის გ-------------–---ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაცის საფუძველზე, ცნობილი გახდა,რომ გ-------------–--იანი გადაადგილდებოდა მეგობრობის გამზირზე მისი კუთვნილი ავტომანქანით და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. თანამშრომლებთან ზა--------------------------------------–---–---- ერთად მივიდნენ მეგობრობის ქუჩაზე, სადაც №----- მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს ტვ--–---ანის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, განუმარტა შეჩერების მიზეზი, პირადად განუმარტა უფლებები, გააცნო დადგენილება მანქანის ჩხრეკის შესახებ, რაც მან დაადასტურა ხელმოწერით, გადაეცა ასევე ასლი. რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ან ნივთიერება მანქანის ჩხრეკის შედეგად არ ამოღებულა. შემდეგ გააცნო დადგენილება პირადი ჩხრეკის შესახებ, გ-------------–--იანმა თავად წარმოადგინა ორი ცალი შპრიცი, რომელიც ადგილზე დაილუქა და ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო აღმოჩენილი არ ყოფილა.

 

მოწმე ზა------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ-------------–--იანმა ორი ცალი შპრიცი ნებაყოფლობით წარმოუდგინა და უთხრა, რომ მასში იყო ნარკოტიკული საშულება ე.წ. ვინტი. დაკავების დღეს ის იმყოფებოდა მარტო და მათი მოთხოვნის საფუძველზე გააჩერა მანქანა. მოწმე მამუ-----------–--ლის განმარტებით, გ-------------–--იანის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის შესახებ ინფორმაციის მიღება გახდა მის მიმართ ჩხრეკის ჩატარების საფუძველი. მან შპრიცები მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო. ამოღებული ნივთი დაილუქა;

 

მოწმე გ-------------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 23 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მიიღო ინფორმაცია გ-------------–--იანის მიერ ნარკოტიკული საშუალების შენახვის შესახებ, რაზედაც პატაკის სახით შეატყობინა ხელმძღვანელს. საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.

 

გამოკვლეულ იქნა საქმეზე დართული ორი ცალი შპრიცი, რომელიც მოთავსებული იყო ყოლბებში, ხოლო თავდაპირველი ლუქის ძაფი მოძრაობდა ხელით შეხების შემთხვევაში. დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ვინაიდან ქაღალდის ორფრთიან ლუქში ზონარი თავისუფლად მოძრაობდა, ლუქის მთლიანობა დარღვეული იყო, ვერ ასრულებდა თავის დანიშნულებას და არ იყო უარყოფილი გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ; შესაბამისად დაუშვებელი იყო ამ მტკიცებულების საფუძველზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულება და გ-------------–--იანი უნდა გამართლებულიყო წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების ჩადენა არაერთგზის:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენით ცვლილება შევიდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში და გ-------------–--იანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით და სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 201 3წლის 23 იანვრის განჩინებით გ-------------–--იანს ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი 12 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. გ-------------–--იანი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 29 მაისს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის გ-------------–--იანის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და ,,დ” ქ/პუნქტის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით, ჩადენილი არაერთგზის;

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი. ასევე შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ობიექტურ მხრივ ამ დანაშაულთა უმრავლესობა ფორმალური შემადგენლობისაა. ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე.

 

ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში.

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

 

უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია - მეტამფეტამინი (ფუძე და მარილები, მიუხედავად თანმხლები ნივთიერებების არსებობისა) და ამფეტამინი.

 

ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნულ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება.

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ სხვადასხვა გზით. რაც შეეხება უკანონო შენახვას ეს არის განზრახ ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის მიჩენაში.

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით, „ამფეტამინი“ და „მეტამფეტამი“ 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად. ამავე ნუსხის შენიშვნის მეორე ნაწილის თანახმად: თუ მე-3 ვერტიკალურ გრაფაში არ არის განსაზღვრული ოდენობა, მაშინ: ა) მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; ბ) მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

 

მოცემულ საქმეზე ამოღებული ნარკოტიკულ საშუალება „მეტამფეტამინის“ საერთო რაოდენობამ, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით შეადგინა 0,00174 გრამი, ხოლო ნარკოტიკული საშულება „ამფეტამინის“ საერთო რაოდენობა შეადგენს 0.0025 გრამს, რაც იძლევა ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში;

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენით ცვლილება შევიდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში და გ-------------–--იანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით და სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 201 3წლის 23 იანვრის განჩინებით გ-------------–--იანს ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი 12 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. გ-------------–--იანი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2015 წლის 29 მაისს.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, გ-------------–--იანი ითვლება ნასამართლევ პირად, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ რეციდივი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი პირის ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი არ გაქარწყლებული არ არის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ-------------–--იანის მიერ ჩადენილი ქმედების ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით, ჩადენილი არაერთგზის; კერძოდ, მოწმეთა ალ------------------------------------------------------–---–----------------------------–-----------–---–--- მამუ-----------–--ლის და გ-------------–---ის ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. გ-------------–--იანის პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით და დასტურდება, რომ გ-------------–--იანის მიერ წარდგენილ იქნა ორი ცალი შპრიცი მასში მოთავსებული სითხით. ხოლო 2017 წლის 24 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ გ-------------–--იანის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ორ ცალ ერთჯერადი გამოყენების 1,0 მლ-იან ინსულინის სამედიცინო შპრიცში მოთავსებული მოყვითალო გამჭირვალე სითხე, საერთო რაოდენობით 1,84 მილილიტრი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს "მეტამფეტამინსა" და "ამფეტამინს", რომელშიც ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინის საერთო რაოდენობამ შეადგინა 0,00174 გრამი, ხოლო ნარკოტიკული საშულება "ამფეტამინის" საერთო რაოდენობა შეადგენს 0.0025 გრამს. ალექსანდრე დადიანიძემ დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი შპრიცი მოთავსებული იყო პაკეტში და პაკეტი იყო დალუქულ მდგომარეობაში. ამ ტიპის ნარკოტიკული საშუალებები ძირითადად მიიღება სინთეზით, თუმცა რომელი პრეპარატები შეიცავს სრულად "ამფეტამინს" და "მეტამფეტამინს", ზუსტად ვერ დაასახელებს. ინ------------ დამატებით განმარტა, რომ კვლევის ჩატარებისას, უშუალოდ მან გახსნა გამოსაკვლევად წარდგენილი პაკეტი, რომელიც იყო დალუქული და მასში მოთავსებული იყო ორი ცალი ინსულინის ნემსი, შპრიცებში მოთავსებული იყო ერთნაირი რაოდენობის, ერთნაირი ფერის მოყვითალო სითხე თითოეულში რაოდენობით 0,92 მილილიტრი. ქიმიური კვლევების საფუძველზე დადგინდა რომ ეს ნივთიერებები შეიცავდა "მეტამფეტამინს" (0,00174 გრ) და "ამფეტამინს" (0.0025გრ). ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს დიდ ოდენობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, გ-------------–--იანისაგან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების წესების საწინააღმდეგოდ დალუქვასთან დაკავშირებით, რაც ნივთიერი მტკიცებულების შეცვლის შესაძლებლობას იძლეოდა საფუძველს მოკლებულია.

 

პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და აღნიშნავს, რომ 2017 წლის 23 თებერვლის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, გ-------------–--იანის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება დაილუქა და ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები. ამოღებული ნივთი გაიგზავნა ქიმიური ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამისს დაწესებულებაში 24 თებერვალს. პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმეების ა-–------------------------------------------- ჩვენებებზე, რომლებსაც გარდა იმისა, რომ საქმის მიმართ აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიცია აქვთ, არ არსებობს მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი და სასამართლოს სწორედ მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. კვლევის ხასიათიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო იყო შპრიცების ამოღება გამჭირვალე პაკეტიდან, რამაც თავდაპირველი ლუქის მთლიანობის დარღვევა გამოიწვია. ნივთიერი მტკიცებულების ნიშან-თვისებების შესაძლო გამოცვლაზე მითითება საფუძვლიანი იქნებოდა, თუკი დადგინდებოდა, რომ იგი დალუქვის შემდეგ დაზიანდა და ქაღალდის ორფრთიან ლუქში ზონარი თავისუფლად მოძრაობდა ექსპერტიზის ჩატარებამდე. ამ შემთხვევაში ცხადი გახდა, რომ ძაფის თავისუფალი მოძრაობა ერთის მხრივ არ განაპირობებს ლუქის მთლიანობის დარღვევას და მეორეს მხრივ ძაფი თავისუფლად არ მოძრაობდა ლუქის პაკეტიდან მოხსნამდე (ექსპერტიზის ჩატარებამდე), შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ გ-------------–--იანის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაძლო გამოცვლის და მისი ნიშან-თვისებების შესახებ არ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ-------------–--იანის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ-------------–--იანის ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით, ჩადენილი არაერთგზის; ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და ,,დ” ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-------------–--იანის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია;

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და ,,დ” ქ/პუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება) და დამამძიმებელი გარემოებები (დამამძიმებელი გარემოება არ გაააჩნია) გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ-------------–--იანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ-------------–--იანისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენი, გ-------------–--იანის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

გ-------------–--იანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს და გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის ”ა” ქ/პ-ის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. შესაბამისად, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და სისხლის ნიმუში, უნდა განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ-------------–--იანის ინტერესების დამცველი ადვოკატის ია----------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. გ-------------–--იანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

4. გ-------------–--იანს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, როგორც ნარკოტიკული დანაშაულის განმეორებით ჩამდენს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

5. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან;

 

6.თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა გ-------------–--იანს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 ივლისიდან.

 

7. გ-------------–--იანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

 

8. გ-------------–--იანს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 24 თებერვლიდან 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკულ საშუალება (ორი ცალი შპრიცი) და გ------------–-----ის სისხლის ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. ჯეირანაშვილი