განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2018
საქმის ნომერი
330100118002545181
ინსტანცია
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002545181, №1ბ/1241-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;

 

მსჯავრდებული - ივ--- გ----------- ო---ე - დაბადებული 197--–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბ--–-----–----–----------------------------------------------------–-----------------------------------------------–-----------------–--------------------–----–-.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა ერთობლიობით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

 

მსჯავრდებულ ივ--- ო---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ჯარიმის სახით 1000 ლარის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა სასამართლომ (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი არ წარმოდგენილა;

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ივ--- ო---ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ.თბ--–--–----------------------------------------–-----------–----------------------------ში, ივ--- ო---ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის მამიდას - მა----ე ო---ეს და მის მამიდაშვილს - გი------ მე-–-----ს, რომლებმაც აღნიშნული მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში. კერძოდ, ივ--- ო---ემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა (გინება დედის მისამართით და ლანძღვა) მიაყენა მა----ე ო---ეს, ხოლო შემდეგ მა----ე ო---ეს და გი------ მე-–-----ს დაემუქრა შემდეგი სიტყვებით „დროზე მომეცით დედაჩემის გამოგზავნილი ფული 200 ევრო, თორემ დაგხოცავთ ორივეს და დაგიწვავთ საცხოვრებელ ბინას“. აღნიშნულის შედეგად, მა----ე ო---ეს და გი------ მე-–-----ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.თბ--–--–----------------------------------------–-----------–----------------------------ში, ივ--- ო---ე კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მა----ე ო---ეს და გი------ მე-–-----ს, რომლებმაც აღიშნული მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში. კერძოდ, ივ--- ო---ე მივიდა მა----ე ო---ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ამ დროს იმყოფებოდნენ მა----ე ო---ე და მისი შვილი გი------ მე-–-----. მსჯავრდებული სიტყვიერი შეურაცხყოფით მიმართავდა დაზარალებულებს და ითხოვდა კარების გაღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა მათი სიცოცხლის მოსპობით და სახლის გადაწვით. ივ--- ო---ე ასევე იმუქრებოდა, რომ ვენებს გადაიჭრიდა, მათ შეასხავდა სისხლს და გადადებდა „ც“ ჰეპატიტს. აღნიშნულის შედეგად, მა----ე ო---ეს და გი------ მე-–-----ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მათ არ გააღეს კარი.

 

ივ--- ო---ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა (მეორე ეპიზოდი) შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ივ--- ო---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.

 

ივ--- ო---ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 ივნისიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ივ--- ო---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო განაჩენით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს; ბ) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს; გ) ცვლილება შეაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში; დ) უცვლელად ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ივ--- ო---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ივ--- ო---ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის შეცვლაზე. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ ივ--- ო---ეს სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა სწორედ შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში ივ--- ო---ეს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა მისი ქმედებების ხასიათის და საშიშროების მხედველობაში მიღებით. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის შეცვლას ჯარიმით, პალატას არ მიაჩნია მიზანშეწონილად ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის გათვალისწინებით. საგულისხმოა, რომ მოწმის ჩვენებებით, ივ--- ო---ე წარსულში მკურნალობდა ფსიქიატრიული პრობლემის გამო, არის გაუწონასწორებელი და კონფლიქტური პიროვნება. ასევე აღსანიშნავია, რომ მისი მხრიდან ორჯერ ჰქონდა ადგილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარის ფაქტს და ამ პირობებში სანქციით გათვალისწინებული სხვა სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს ივ--- ო---ის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რასაც, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის ისეთი სახე, როგორიცაა ჯარიმა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ივ--- ო---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენი ივ--- ო---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვ---ლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ივ--- ო---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნი----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ივ--- ო---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა (მეორე ეპიზოდი) შთანთქას მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ივ--- ო---ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ივ--- ო---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა. ივ--- ო---ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 19 ივნისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი მინის ნატეხი და ჩარჩო, მსჯავრდებულ ივ--- ო---ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში ერთ ცალ სტერილურ ჩხირზე და მოწითალო ლაქის ანაწმენდები ორ ცალ სტერილურ ჩხირზე, რომლებიც ინახება თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე