განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2018
საქმის ნომერი
010141318700066314
ინსტანცია
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700066314-1აგ/526-18წაგ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 ოქტომბერი, 2018წ ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილ

მაია თეთრაული

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ---------------–---–-- შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:

 

გ---------------–---–--------------------–ნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ბუპრენორფინი) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 წელი, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:

 

გ---------------–---–--------------------–ნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ოპიუმი, ბუპრენორფინი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 2007 წლის 17 ოქტომბრის გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ---------------–---–- განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 წლის ვადით ჩამოერთვა; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:

 

გ---------------–---–--------------------–ნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ბუპრენორფინის, ოპიუმის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 ლარი, რაც 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონით ,,ამნისტიის შესახებ’’ გაუნახევრდა და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარი;

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 წლის ვადით ჩამოერთვა; ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ)საექიმო საქმიანობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 აგვისტოს განაჩენით;

 

გ---------------–---–--------------------–ნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ოპიუმი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით;

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 წლის ვადით ჩამოერთვა; სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით;

 

მსჯავრდებულ გ---------------–---–- გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 03 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ---------------–---–- მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 01 თვისა და 25 დღის ვადით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენით:

 

გ---------------–---–--------------------–ნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ოპიუმი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით;

 

გ---------------–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 6 თვის მოხდა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სასჯელის დარჩენილი ნაწილი 6 თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 წლის ვადით ჩამოერთვა; ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ)საექიმო საქმიანობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის განაჩენით:

 

გი--------------–---–-------------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (მორფინი და კოდეინი) და განესაზღვრა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 წელი და 6 თვე მოიხადა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2011 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და გ---------------–---–- განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 წელი და 6 თვე მოიხადა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო ორი წელი და ექვსი თვე ჩაეთვალა პირობით და ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც ერთი წელი და ექვსი თვე მოიხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სამი წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი;

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 5 წლის ვადით ჩამოერთვა; ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ)საექიმო საქმიანობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს N70751 შეტყობინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის განაჩენის საფუძველზე სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით 2012 წლის 20 თებერვალს გადარიცხული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 07 მარტის განჩინებით;

 

მსჯავრდებული გ---------------–---–------------------- ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’, ,,ე’’ ქ/პ დანიშნული სასჯელისაგან და აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

იმავე განაჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული ჯარიმის ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

გ----------------–---–ი ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-8 მუხლის მეორე ნაწილის და მე-19 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან და აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენით;

 

გ---------------–---–--------------------–ნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ტეტრაჰიდროკანაბინოლი, მეტადონი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 წლის ვადით ჩამოერთვა; ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განაჩენით;

 

გ---------------–---–--------------------–ნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (მარიხუანა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით. მასვე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით ხსენებული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.

 

გ---------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ გ---------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით ;

 

გ----------------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად 3 წლის ვადით ჩამოერთვა; ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება (რაც დღეის მდგომარეობით არ არის მოხდილი);

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს N66055 შეტყობინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განაჩენის საფუძველზე სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით 2017 წლის 02 ოქტომბერს გადარიცხული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

2018 წლის 10 სექტემბერს მსჯავრდებულმა გ---------------–---–-- შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ---------------–---–-- შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული გ---------------–---–ი გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ტეტრაჰიდროკანაბინოლის, ბუპრენორფინი) რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 წელი (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია), დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით;

 

გ---------------–---–- ასევე მსჯავრი დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ნარკოტიკული საშუალება (ოპიუმი, ბუპრენორფინი) მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 2007 წლის 17 ოქტომბრის გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია). მასვე 03 წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია).

 

გ---------------–---–- ასევე მსჯავრი დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ნარკოტიკული საშუალება (ბუპრენორფინის, ოპიუმის) მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4 000 ლარი, რაც 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონით ,,ამნისტიის შესახებ’’ გაუნახევრდა და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარი; მასვე 03 წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია).

 

გ---------------–---–- გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 აგვისტოს განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ოპიუმი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია); მასვე 03 წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია).

 

გ---------------–---–- გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 03 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 01 თვისა და 25 დღის ვადით;

 

გ---------------–---–- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ოპიუმი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, სასჯელის დარჩენილი ნაწილი 6 თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია); მასვე 03 წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია).

 

გ---------------–---–- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (მორფინი და კოდეინი) და განესაზღვრა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 წელი და 6 თვე მოიხადა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2011 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და გ.კუსრაშვილს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 წელი და 6 თვე მოიხადა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო ორი წელი და ექვსი თვე ჩაეთვალა პირობით და ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც ერთი წელი და ექვსი თვე მოიხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სამი წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია);

 

მასვე, 05 წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია).

 

გ---------------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 07 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’, ,,ე’’ ქ/პ დანიშნული სასჯელისაგან და აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. იმავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული ჯარიმის ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

გ----------------–---–ი ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-8 მუხლის მეორე ნაწილის და მე-19 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან და აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;

 

გ---------------–---–- ასევე მსჯავრი დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ტეტრაჰიდროკანაბინოლი, მეტადონი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი წელი (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია); მასვე 03 წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია).

 

გ---------------–---–- ასევე მსჯავრი დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განაჩენით ნარკოტიკული საშუალება (მარიხუანას) მოხმარებისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით. მასვე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით ხსენებული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.

 

ამავე განაჩენით ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ გ---------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით;

 

მასვე 03 წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები (რაც დღეის მდგომარეობით არ აქვს მოხდილი) .

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ---------------–---–-- მიმართ არსებულ 2017 წლის 17 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებული განთავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და შესაბამისად აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის ბრძოლის’’ შესახებ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებები;

 

ამავე დროს, პალატა ვერ იმსჯელებს ვერც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების საკითხზე, ვინაიდან აღნიშნული მუხლით მსჯავრდებულ გ---------------–---–-- მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია გამოიწვია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩენით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ტეტრაჰიდროკანაბინოლი, მეტადონი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონით განსაზღვრული - სატრანპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევამ;

 

ამდენად, პალატას მიიჩნია,რომ მსჯავრდებულ გ---------------–---–-- შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განაჩენში და იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (მარიხუანა) დადგენილი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ გ---------------–---–-- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

3. გ---------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

4. გი---------------–---–- აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მაია თეთრაული

 

მურმან ისაევი