განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210118001786053
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-682-18 26 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): მოსამართლეები: ლაურა მიქავა თამარ სვანიძე ირმა პერანიძე სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი დავის საგანი - ი-–------–------- - ე----- ა----ე - ზუ---- ბე-----, მა---- თე--------- - ტ----- ჭ--–--ე - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვა, თანხის დაკისრება
-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- ილ-- მ--–------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- ზუ---- ბე-----ს დაეკისრა ილ-- მ--–------ის სასარგებლოდ 14000 ლარის გადახდა;
- დაეკისრა ზუ---- ბე-----ს ილ-- მ--–------ის სასარგებლოდ 420 ლარი, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სანაცვლოდ;
- დაეკისრა ზუ---- ბე-----ს ილ-- მ--–------ის სასარგებლოდ, მის მიერ საადვოკატო მომსახურების გადახდილი თანხა 560 ლარის ოდენობით;
- დაუბრუნდა ი-–------–-------ს მის მიერ 2017 წლის 20 იანვარს სს „თ----- ბანკში“ N1 საგადასახადო დავალებით, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 930 ლარი (გადამხდელის ბანკი-სს „თ----- ბანკი“; ანგარიში/სახაზინო კოდი-3----------, მიმღების ბანკი-ხაზინა, ბანკის კოდი TR------).“
- დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. ი-–------–-------სა და ზუ---- ბე-----ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელე აწოდებდა მოპასუხეს ხორცს. 2014 წლის ივლისიდან მოპასუხემ შეწყვიტა ნასყიდობის საფასურის გადახდა. 2015 წლის 10 ივნისის ვალის აღიარების ხელწერილის თანახმად, ამავე მდგომარეობით, ზ--------------ს ვალდებულება კრედიტორის წინაშე შეადგენდა 14000 ლარს. ამავე ხელწერილით, მოპასუხე იღებდა ვალდებულებას, რომ დავალ--ნებას გადაიხდიდა 90 დღის ვადაში. დადგენილ--, რომ ვალდებულება შესრულებული არ არის;
2.2. 2014 წლის 25 აგვისტოს, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზუ---- ბე-----მ ხ------- თ---------ისაგან იყიდა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ--------------------- ქ. N3-ში. 87.81 კვ.მ. ს/კ 0-.0-.0--.0-.0--.
2.3. 2014 წლის 8 დეკემბერს, სს „ბ-------------“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ზუ---- ბე-----მ იპოთეკით დატვირთა სადავო უძრავი ქონება. 2017 წლის 25 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი უფლებრივი დატვირთვისგან თავისუფალ--;
2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2015 წლის 9 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზუ---- ბე-----მ გაყიდა, ხოლო მა---- თე---------მ იყიდა ქ. ბ------–-, მ----------- ქ. N3 ბინა 30. ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 15 იანვარს.
2.5. მოსარჩელის მიერ შეცილებულ-- აღნიშნული გარიგების ნამდვილობა. მისი აზრით, მითითებული ნასყიდობა მოჩვენებითია, არ დადებულა ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე და გაფორმდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზუ---- ბე-----ს თავი აერიდებინა აღიარებული ვალდებულების შესრულებისაგან. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა ზ--------------ს ერთადერთ ქონებას, ამიტომ მისი მიზანი არ შეიძლება ყოფილიყო ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, არამედ აღიარებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდება. ამას, მოსარჩელის აზრით ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების მხარეები იყვნენ ცოლ-ქმარი, თუმცა, 2015 წლის 10 იანვარს ისინი განქორწინდნენ. მოსარჩელე თვლის, რომ განქორწინება იყო ფიქტიური და აღნიშნულიც, ასევე, ადასტურებს გარიგების მოჩვენებით ბუნებას.
2.6. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო გარიგების ბათილად ცნობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. შესაბამისად, მანვე უნდა მიუთითოს იმ გარემოებების შესახებ და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მხარეების მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ნების გამოვლენის მოჩვენებითობას. მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები უტყუარად უნდა ადასტურებდნენ მოჩვენებითი გარიგების დადების მიზანს და მოტივს (გარიგების შედეგის არარსებობა, მესამე პირის მოტყუება, ვალდებულებისაგან თავის არიდება) (სუსგ Nას-1011-954-2015 18/03/2016).
2.7. სასამართლო არ დაეთანხმა მოსაზრებას 2015 წლის 9 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევასთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის ზემოაღნიშნულ წინაპირობებს. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ სადავო გარიგების დადებისას მხარეთა ნება იყო ნაკლის მქონე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. დადგენილ--, რომ მხარეთა შორის გაფორმდა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად 2013 წლის იანვრიდან მოპასუხე ახორციელებდა მოსარჩელესაგან ხორცის შესყიდვას. ასევე, დადგენილ-- და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2014 წლის 1 ივლისიდან მოპასუხემ შეწყვიტა შესყიდული პროდუქციის ღირებულების გადახდა. მოპასუხის დავალ--ნებამ ამ დროისათვის შეადგინა 14000 ლარი, რაც მოპასუხემ დაადასტურა 2015 წლის 10 ივნისის ვალის აღირების ხელწერილით. დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი ამ ნაწილში დასაბუთებული იყო;
2.9. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ-- მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება სწორ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის შეცილება მხარეს არ მოუხდენია და სწორ სამართლებრივ დასაბუთებას;
2.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლ--თ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლ-- უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ ვალდებულების დაკისრების ნაწილში. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არ არსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივი ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ამ ნაწილში;
2.11. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხე შეეცადა თავი აერიდებინა ვალდებულების შესრულებას, საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე მოჩვენებითი გარიგების დადების გზით. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის მოსაზრებას სადავო გარიგების მოჩვენებითად მიჩნევის და ბათილად ცნობის შესახებ;
2.12. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგენა არის ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულ-- სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამდენად, გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულ-- პირველ რიგში გარიგების მხარეთა ნების ნამდვილობაზე - მიაღწიონ ამ გარიგებით გათვალისწინებულ სწორ იურიდიულ შედეგს. გარიგების ნაკლი ჩნდება მაშინ, როცა 1. მხარებს სურთ არა ამ გარიგებით, არამედ სხვა გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი, 2. მხარეებს საერთოდ არ აქვთ გარიგების დადების მიზანი და მათი მიზანი მესამე პირთა მოტყუებაა. ამ ტიპის ურთიერთობას, მხოლოდ ფორმალურად შეიძლება ეწოდოს გარიგება. იგი წინააღმდეგობაში მოდის გარიგების იურიდიულ ბუნებასთან და დადებისთანავე არარსებულ--, მათ საფუძველზე მიღებული შედეგი კი ბათილი;
2.13. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით ბათილ-- გარიგება, რომელიც დადებულ-- მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). „მოჩვენებითი გარიგება (სიმულირებული გარიგება), როდესაც გარიგების მონაწილეები ერთმანეთთან შეთანხმებით გარიგებას დებენ მხოლოდ გარეგნული ჩვენებისათვის ისე, რომ მათ არ სურთ მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგის დადგომა (ბოჭვის ნების არარსებობა) (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის ანალოგიური 117-ე მუხლის კომენტარი ი. კროპჰოლერი გვ.39);
2.14. მოცემული სამართლებრივი ნორმა გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის ითვალისწინებს რამოდენიმე ფაქტობრივი წინამძღვრის არსებობას. ბათილი გარიგება უნდა არსებობდეს მხოლოდ გარეგნული გამოვლინებით. გარიგების სამართლებრივი ფორმა მხარეთა ნამდვილ ნებას უნდა ნიღბავდეს, გარიგება უნდა მალავდეს მხარეთა რეალურ განზრახვას - ამ გარიგებას არ მოყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი. მოჩვენებითი გარიგების მთავარი მიზანია არა იმ სამართლებრივი სიკეთის მიღება, რასაც კონკრეტული გარიგება უკავშირდება, არამედ მესამე მხარის მოტყუება და ნების ნაკლის გამოყენებით, გარკვეული სარგებლის მიღება. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების განმაპიროებელი გარემოება (მესამე პირი მოტყუების სურვილი) დროში უნდა უსწრებდეს დადებულ ნაკლ--ნ გარიგებას. სასამართლო თვლის, რომ ვალდებულებისაგან თავის არიდება, როგორც განზრახვა შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ ამ ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის შემდეგ. განზრახვა, ბუნებრივია, ვერ იარსებებს მანამდე. სუბიექტი, რომლის მიზანია მოჩვენებითი გარიგების დადებით თავიდან აიცილოს მისთვის არასასურველი სამართლებრივი ტვირთი, ინფორმირებული უნდა იყოს აღნიშნული ტვირთის არსებობის შესახებ არა ქვეცნობიერად, არამედ რეალურად;
2.15. სასამართლო უთითებს საქმეში დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, დადგენილ--, რომ სადავო ქონება, 2014 წლის 25 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზუ---- ბე-----მ იყიდა ხ------- თ---------ისაგან, რომელიც წარმოადგენდა მისი მეუღლის დას. ასევე, დადგენილ--, რომ ზუ---- ბე-----მ ხორცის ნასყიდობის საფასურის გადახდა შეწყვიტა 2014 წლის ივლისიდან (მოსარჩელის ახსნა-განმარტება), მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო ასკვნის, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში მოპასუხემ არათუ გაასხვისა, არამედ შეიძინა უძრავი ქონება, რაც სრულ--დ გამორიცხავს მის განზრახვას, მოჩვენებითი გარიგების დადების გზით, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების შესახებ;
2.16. დადგენილ--, რომ 2015 წლის 10 ივლისს ზუ---- ბე-----მ აღიარა ილ-- მ--–------ის წინაშე არსებული დავალ--ნება 14000 ლარი;
2.17. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებული იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელ-- წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვალის არსებობის აღიარება ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულებაა, რომლის თანახმად ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ, დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ იგი დამოუკიდებელ-- ძირითადი ვალდებულკებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (იხ. სუსგ №ას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ №ას-413-391-2012, 25.09.2012წ.);
2.18. სასამართლომ ჩათვალა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი, ვალის აღიარების დოკუმენტია, რომლის შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით, მოსარჩელის პოზიციის მიხედვით, ზუ---- ბე-----მ მოჩვენებით გაასხვისა მეორე მოპასუხეზე სადავო უძრავი ქონება;
2.19. მოჩვენებითი გარიგების დადების განზრახვა უნდა უკავშირდებოდეს ამ გარიგების მხარეთა ერთობლივ მიზანს, თავი აარიდონ მათთვის არასასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას, მოცემულ შემთხვევაში, გადაარჩინონ ქონება ვალდებულებებისგან. დადგენილ--, რომ 2015 წლის 9 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზუ---- ბე-----მ გაყიდა, ხოლო მა---- თე---------მ იყიდა ქ. ბ------–-, მ----------- ქ. N3 ბინა 30. ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 15 იანვარს. ვალის აღიარების ხელშეკრულება ზუ---- ბე-----მ შეადგინა 2015 წლის 10 ივნისს, სადავო უძრავ ქონებაზე გარიგების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, რაც გამორიცხავს მოპასუხეთა შორის განზრახვის არსებობას მოჩვენებითი გარიგების დადებაზე;
2.20. მხარეთა შორის ნამდვილი გარიგების არარსებობას მოსარჩელე ხსნის იმ გარემოებით, რომ 2015 წლის 10 ივნისს მოპასუხეები განქორწინდნენ. მისი აზრით, განქორწინების მიზანი იყო ოჯახის ქონების დაცვა ყოფილი მეუღლის ვალებისაგან. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანაცხოვრების დროს შეძენილ უძრავ ქონებას და მოჩვენებითი გარიგების მიზნებისთვის განქორწინების სიმულირება, სურვილის შემთხვევაშიც, ვერ გამოიღებდა შესაბამის შედეგს. ამასთან, ცხადია ამ დავის საგანი არ არის მოპასუხეთა განქორწინების მიზეზების კვლევა, თუმცა სადავო გარიგების რეალური მიზნების დადგენა, ანუ მხარეთა ნების ნამდვილობისა და გარიგების სამართლებრივი შედეგების კვლევა, მნიშვნელოვანია ნასყიდობის მოჩვენებითი ბუნების გამოსარიცხად;
2.21. დადგენილ--, რომ 2014 წლის 8 დეკემბერს სს „ბ-------------“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მოპასუხე ზუ---- ბე-----მ იპოთეკით დატვირთა სადავო უძრავი ქონება. მოპასუხეთა განმარტებით, მოპასუხე ზუ---- ბე-----მ ქონება გადმოიფორმა მისი მეუღლის დისგან, ბიზნეს სესხის აღების მიზნით, ხოლო იმის გამო, რომ ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვა, გადაუფორმა მეუღლეს, რომელსაც თავის მხრივ სესხი დაფარა, რაც დადასტურებულ-- 2017 წლის 25 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის თანახმად, სადავო უძრავი ნივთი უფლებრივი დატვირთვისგან თავისუფალ--;
2.22. სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული არგუმენტები მოსარჩელე მხარის მიერ შეცილებული არ ყოფილა, მან ვერ წარმოადგინა რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება იმის გასაბათილებლად, რომ სადავო უძრავ ქონებაზე გარიგების დადების მიზანი იყო სასესხო ვალდებულებების უზრუნველყოფა და არა მოსარჩელის მოტყუება. სასამართლო თვლის, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო გარიგება დაიდო ცოლ-ქმარს შორის, ამ გარიგებას ვერ აქცევს მოჩვენებით გარიგებას. სასამართლო ადგენს, რომ მხარეთა მიერ დასახული მიზანი-სესხის უზრუნველყოფა, ამ შემთხვევაში, განაპირობებს გარიგების ნამდვილობას.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაასაჩივრა ილ-- მ--–------ის წარმომადგენელმა ე----- ა----ემ.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა, როგორც სამართლებრივად ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სასამართლომ გადაწყვეტილებაში 3.2.1 პუნქტი არასწორად ცნო დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2015 წლის 9 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზუ---- ბე-----მ გაყიდა, ხოლო მა---- თე---------მ იყიდა ქ. ბ------–-, მ----------- ქ.№3, ბინა №30 და აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის მოჩვენებითი, დაიდო ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე ცოლ-ქმარს შორის და არ გაფორმებულა იმ მიზნით, რომ ზუ---- ბე-----ს თავი აერიდებინა აღიარებული ვალდებულების შესრულებისაგან;
3.2. არასწორია სასამართლოს მიერ იმაზე მითითება, რომ თითქოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების საფუძველზე, სადაო გარიგების ბათილად ცნობის ტვირთი ეკისრება მხოლოდ მოსარჩელე მხარეს;
3.3. სადაო არ გამხდარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2014 წლის 01 ივლისიდან დღემდე მოპასუხე ზუ---- ბე-----ს აღარ გადაუხდია ილ-- მ--–------ისათვის შესყიდული ხორცის ღირებულება, ამ დროიდან მას ჰქონდა დაგროვილი ვალი - 14000 ლარის ოდენობით. ამასთან სადაო არ გამხდარა ის გარემოებაც, რომ ი-–------–------- მოითხოვდა მისგან თითქმის ყოველდღიურად ვალის დაბრუნებას, მაგრამ ვინაიდან ვერ მიიღო აღნიშნული თანხა, ამის გამო არაერთხელ გააფრთხილა იგი, რომ მიმართავდა სასამართლოს, რაც დადასტურებული იქნა მოპასუხე მხარის მიერ;
3.4. დადგენილ--, რომ 2014 წლის 14 აგვისტოს ერთი თვის შემდეგ ვალის დაგროვებიდან უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზუ---- ბე-----მ ცოლის დის ხ------- თ---------ისაგან იყიდა მის საკუთრებაში არსებული, ქ. ბ--------------------- ქ. №3, ბინა №30, 87,81 კვმ საცხოვრებელი ბინა ს/კ.: 0-.0-.0-.0--.0-.0-- და მის მიერ შეძენილი საცხოვრებელი ბინის საფასურის გადახდის მიზნით 2014 წლის 08 დეკემბერს სს ,,ბ--------------“ გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ბანკისაგან მიიღო სესხი და იპოთეკით დატვირთა ხ------- თ---------ისაგან შესყიდული უძრავი ქონება. ხელშეკრულების თანახმად ქონება წარმოადგენდა ზ--------------ს საკუთრებას;
3.5. იმის გამო, რომ მოპასუხეს უნდა გადაეხადა ბანკის ვალი, ამასთან თითქმის ყოველდღიურად მას ვალის გადახდას სთხოვდა ი-–------–-------, გადაწყვიტა აღარ გადაეხადა იგი, მაგრამ ვინაიდან მას გააჩნდა საკუთრებაში ერთად-ერთი უძრავი ქონება ხ------- თ---------ისაგან შესყიდული ბინა და იცოდა, რომ ილ-- მ--–------ის მიერ სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში შეიძლებოდა აღნიშნული ბინის დაყადაღება და ვალის დასაფარად შემდგომში მისი აუქციონის გზით რეალიზაცია, შემდგომში ბინის დაკარგვის შიშით განზრახ 2015 წლის 09 იანვარს ბინის იპოთეკით დატვირთვისა და სესხის აღებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის მოჩვენებითი ხელშეკრულება ოჯახის წევრთან, კერძოდ, თავის მეუღლესთან მა---- თე---------სთან და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე იმ განზრახვით, რომ არ გადაეხადა არსებული ვალი თითქოს გაასხვისა საკუთრებაში არსებული ერთადერთი უძრავი ქონება;
3.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სადაო ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით. ის, რომ გაყიდული ქონების გარდა ზუ---- ბე-----ს გააჩნია სხვა ქონება ამ გარემოების მტკიცების ტვირთი უნდა დაკისრებოდა თვითონ მოპასუხე ზუ---- ბე-----ს, რის დამტკიცებაც მას შეეძლო მხოლოდ ქონების საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულებებით შესაბამისად მას უნდა წარმოედგინა სასამართლოსათვის მტკიცებულება ვალის დაფარვის რესურსების არსებობის შესახებ, რითაც უნდა გაებათილებინა ილ-- მ--–------ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რაც მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი;
3.7. მართალ-- სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი ნაწილობრივ და დააკისრა მოპასუხე ზუ---- ბე-----ს ილ-- მ--–------ის სასარგებლოდ 14 000 ლარის გადახდა, მაგრამ სრულ--დ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მეორე სასარჩელო მოთხოვნა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისა და ბათილად ცნობის თაობაზე და მის თავდაპირველი მესაკუთრის ზ--------------ს საკუთრებად აღრიცხვის ნაწილში;
3.8. სასამართლომ გამოიყენა და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილზე, სწორად ასეთი გარიგება დადეს ოჯახის წევრებმა, რომლებისათვისაც ცნობილი იყო მხარის ილ-- მ--–------ის პოზიცია, რომ მას უნდა მიემართა სასამართლოსათვის. აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ თავი აერიდებინათ მოსარჩელესთან არსებული ვალდებულების შესრულებისათვის გააფორმეს გარიგება, რომელიც დადებულ-- მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. მოპასუხეებმა ერთმანეთში გარიგება დადეს მხოლოდ მოსაჩვენებლად ისე, რომ არ სურდათ მასთან დაკავშირებული შედეგის დადგომა;
3.9. გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულ-- მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლინებაზე. ამ შემთხვევაში მყიდველი და გამყიდველი იყვნენ ერთი ოჯახის წევრები ცოლ-ქმარი და მათ შორის დაიდო მოჩვენებითი ხელშეკრულება არ გადაცემულა ქონება გამყიდველის მიერ და არც მყიდველს გადაუხდია ქონების ღირებულება, რასაც არ უარყოფს მყიდველი მა---- თე---------;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. დადგენილ--, რომ 2014 წლის 25 აგვისტოს, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზუ---- ბე-----მ ხ------- თ---------ისაგან იყიდა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ--------------------- ქ. №3-ში. 87.81 კვ.მ. ს/კ.: 0-.0-.0--.0-.0-- (იხ. ხელშეკრულება ს/ფ.: 19-20);
4.2. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ--------------------- ქ. №3-ში. 87.81 კვ.მ. ს/კ.: 0-.0-.0--.0-.0-- შეძენლ-- მეუღლეთა - ზ--------------ს და მა---- თ---------ის თანაცხოვრების პერიოდში;
4.3. დადგენილ--, რომ 2015 წლის 9 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზუ---- ბე-----მ გაყიდა, ხოლო მა---- თე---------მ იყიდა ქ. ბ------–-, მ----------- ქ. №3-ში მდებარე ბინა №30. ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 15 იანვარს (იხ. ხელშეკრულება და ამონაწერი ს/ფ.: 21-24).
4.4. დადგენილ--, რომ 2015 წლის 10 ივნისს ზუ---- ბე-----მ აღიარა ი-–-- მ--–------ის მიმართ არსებული ვალი - 14 000 ლარის ოდენობით, რაც მას უნდა გადაეხადა 90 დღის განმავლობაში (იხ. ხელწერილი, ს/ფ 18);
4.5. დადგენილ--, რომ მა---- თე--------- და ზუ---- ბე----- განქორწინდნენ 2015 წლის 10 ივნისს (იხ. განქორწინების მოწმობა ს/ფ 76);
4.6. 2017 წლის 25 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილ--, რომ უძრავი ქონების მდებარე ქ. ბ--------------------- ქ. №3-ში მდებარე ბინა №30-ის (ს/კ.: 0-.0-.0--.0-.0-) მესაკუთრეა მა---- თე---------, ხოლო უძრავი ნივთი უფლებრივი დატვირთვისგან თავისუფალ-- (იხ. ამონაწერი 24-25);
4.7. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდაა გამხდარი უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო უძრავი ქონების მოპასუხე მა---- თ---------ის საკუთრებაში აღრიცხვა. აპელანტი მიუთითებს, რომ 2015 წლის 9 იანვარს ზუ---- ბე-----ს და მა---- თე---------ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება არის მოჩვენებითი, რადგან მხარეებმა იგი გააფორმეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ ვერ მოხდეს ზ--------------ს მიმართ არსებული მოსარჩელის ვალის გასტუმრების გამო ამ ქონების აღსასრულებლად მიქცევა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში შეფასების საგანს წარმოადგენს დადებულ-- თუ არა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ მოსაჩვენებლად, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველ--. ასევე შესაფასებელ-- სადავო უძრავი ქონება ხომ არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, რაც სადავო ქონებაზე თანაზიარი საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველ--;
4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილ-- უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სასარჩელო წარმოების განმსაზღვრელ-- მხარეთა ინტერესების დაპირისპირებულობა. ამასთან, მხარეებად გვევლინებიან, მოსარჩელე, რომელმაც აღძრა სარჩელი სასამართლოში თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დასაცავად და მოპასუხე, რომელმაც მოსარჩელის განცხადებით დაარღვია ან სადაოდ გახადა მისი უფლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ განმარტებიდან ცხადი ხდება, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა, იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. სარჩელის დაკმაყოფილება მოსარჩელისათვის დადებითი იურიდიული შედეგის მომტანი უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია რომ მოპასუხე ზუ---- ბე-----ს გააჩნდა ფულადი ვალდებულება მოსარჩელეს მიმართ, რომელიც წარმოიშვა ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს ეკისრებათ თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელება, განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა ერთმანეთის ქონებისა და უფლებების მიმართ, კერძოდ, მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;
4.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ინტერპრეტირებული იქნა, როგორც “სასამართლო პროცესის” განუყოფელი ნაწილი, კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. იგი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული სარჩელი. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, იგი ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას. სასამართლო ხაზგასმით განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ანიჭებს მოსარჩელეს უფლებას მოითხოვოს წინამდებარე სარჩელით მეუღლეთა თანასაკუთრებად ქონების აღრიცხვა, რათა შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნას კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და მოსარჩელის დარღვეული უფლებებში რეალური და ეფექტური აღდგენა;
4.10. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ვალდებულებითი-სამართლებრივი უფლებიდან. კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოსარჩელე ითხოვს მეუღლეთა შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და ამ უძრავი ქონების ზ--------------ს სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვას, რათა შემდეგ მან მოახდინოს კ/ძალაში შესული გადაწყეტილების აღსრულება, კერძოდ მიაქციოს ზ--------------ს ქონებაზე;
4.11. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მოცემული სარჩელი აღიარებითი სარჩელ--. მოსარჩელის მიზანია საბოლოდ აღსრულდეს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტლება ზ--------------ს მიმართ, რის გამოც იგი ითხოვს ზუ---- ბე----- ცნობილი იქნეს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, რადგან ის ქონება რომელზედაც მესაკუთრეობა უნდა დადგინდეს, მეუღლეებმა ქორწინების განმავლობაში შეიძინეს 2014 წლის 25 აგვისტოს. ამ დროს მეუღლეები ერთად ცხოვრობდნენ და იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;
4.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს;
4.13. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას აუცილებელ--, რომ არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა - ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას;
4.14. აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი ანუ მიღწევადი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელ--, თუ შესაძლებელ-- აღიძრას სარჩელი თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე. ამდენად, მატერიალურ სამართლებრივი უფლების დაცვა შესაძლებელ-- აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, მაგრამ ასეთი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას;
4.15. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. ამასთან, სარგებელი რეალური, ხელშესახები, მიღწევადი უნდა იყოს და არ უნდა იყოს დამოკიდებული სამომავლო, უცნობ მოვლენებზე, მითუმეტეს, აღნიშნული არ უნდა წარმოადგენდეს ნებაზე დამოკიდებულ პირობას;
4.16. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის აღიარებითი სარჩელი დასაშვებია თუ მასში გამოკვეთილ-- იურიდიული ინტერესი, რაც უფლებასა თუ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებულ დავასთანაა დაკავშირებული. მოსარჩელე მოპასუხეს უნდა ეცილებოდეს უფლებაში და ასეთი დავა მომავალში უნდა ქმნიდეს დარღვეული უფლების აღდგენის ან უფლების დარღვევის თავიდან აცილების წინაპირობას. ამასთან აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის გარკვეული სარგებელის მოტანა უნდა შეეძლოს;
4.17. პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ის, რომ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის უნდა დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რაც დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღსდგება მისი კანონით დაცული ინტერესი;
4.18. უდავოა, რომ განსახილველი დავიდან გამომდინარე მოსარჩელეს სარჩელში აღძრული მოთხოვნის ინტერესი გააჩნია (და ეს ბუნებრივიცაა), ეს ინტერესი არის კანონისმიერი და გამომდინარეობს კანონიდან. იურიდიულ ინტერესში დარღვეული უფლების აღდგენის კანონისმიერი გზა იგულისხმება, ამასთან აღიარებითი სარჩელი უფლების დაცვის გამონაკლისი და ერთადერთი გზა უნდა იყოს;
4.19. მოსარჩელის კანონიერი ნამდვილი იურიდიული ინეტრსია, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება აღსრულდეს და მან მიიღოს თანხა ზ--------------საგან იმ ქონების რეალიზაციის გზით, რომელიც მის საკუთრებად აღირიცხება;
4.20. უდავოა, რომ სასამართლოს ვალ-- მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულებადი იყოს და იგი არ დარჩეს გამოტანილი ფარატინა ფურცელზე, ამის შესაბამისად პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლსი მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ინტერპრეტირებული იქნა, როგორც ,,სასამართლო პროცესის” განუყოფელი ნაწილი, კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. იგი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული სარჩელი. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, იგი ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას;
4.21. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ანიჭებს მოსარჩელეს უფლებას მოითხოვოს წინამდებარე სარჩელით ზ--------------ს საკუთრებად ქონების აღრიცხვა, რათა შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნას კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და მოსარჩელის დარღვეული უფლებებში რეალური და ეფექტური აღდგენა;
4.22. დადგენილ--, რომ 2015 წლის 10 ივნისს ზუ---- ბე-----მ აღიარა ილ-- მ--–------ის მიმართ არსებული ვალი - 14 000 ლარის ოდენობით, რაც უნდა გადაეხადა 90 დღის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოსარჩელე ითხოვს ზუ---- ბე----- ცნობილი იქნეს ქორწინების პერიოდში შეძენილი და ამჟამად, მისი მეუღლის მა---- თ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრედ, რაც ნაწილობრივ საფუძვლ--ნად და სამართლ--ნად მიაჩნია პალატას;
4.23. დადგენილ--, რომ 2014 წლის 25 აგვისტოს, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზუ---- ბე-----მ ხ------- თ---------ისაგან იყიდა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ--------------------- ქ. №3-ში, 87.81 კვ.მ. ს/კ.: 0-.0-.0--.0-.0--, ხოლო 2015 წლის 09 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ბინა გაყიდა ზუ---- ბე-----მ და ის იყიდა მა---- თე---------მ, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2015 წლის 15 იანვარს.
4.24. დადგენილ--, რომ ზ--------------ს მიერ ვალის აღიარება მოხდა 2015 წლის 10 ივნისს. ამასთან, დადგენილ--, რომ იმავე დღეს მა---- თე--------- და ზუ---- ბე----- განქორწინდნენ;
4.25. პალატა უთითებს საქმეში წარმოდგენილ განქორწინების მოწმობაზე, რომლის მიხედვით მა---- თე---------ს და ზუ---- ბე-----ს შორის არსებული რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2015 წლის 10 ივნისს, ანუ აღნიშნული დოკუმენტით ცალსახად დასტურდება, რომ მა---- თე--------- და ზუ---- ბე----- 10.06.2015 წლამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ამას მხარეებიც არ თვლ--ნ სადაოდ (ს/ფ 76); საქმის მასალით ასევე დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ბ------–-, მ----------- ქ. №3-ში (საკადასტრო კოდი № 0-.0-.0-.0--.0-.0--) მა---- თ---------ის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სწორედ მეუღლეთა განქორწინებამდე - 15.01.2015 წელს (ს/ფ.: 23-25);
4.26. სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი;
4.27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი;
4.28. აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველ-- მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. არ არის აუცილებელი შეძენაში მეორე მეუღლის დამოუკიდებელი შემოსავლით მონაწილეობა და ორივე მეუღლის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ--, რომ სადავო ქონება შეძენილ-- მოპასუხეების რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში და შესაბამისად წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას;
4.29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ;
4.30. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა: „..საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილ-- (ან შექმნილ--) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილ-- ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილ-- ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველ-- მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილ-- მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა“ (იხ., სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი);
4.31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
4.32. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილ-- და მხარეთა შორის უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადაო უძრავი ქონება შეძენილ-- მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში. ამდენად, ეს უძრავი ქონება წარმოადგენს, თანაზიარ ქონებას, რის გამოც თითოეულის წილი ამ უძრავ ქონებაზე შეადგენს ½ ნაწილს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მეუღლეებს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული იქნა ჯერ კიდევ განქორწინებამდე. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სადავო უძრავ ქონებაზე მეუღლეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულ-- მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს, რაც, სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისი ბათილად ცნობის საფუძველ--. საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე აშკარად იკვეთება ნასყიდობის ხელშეკრულების დადება ზ--------------ს მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით. შესაბამისად, ზ--------------ს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე უნდა გავრცელდეს მის ½ ნაწილზე, რაც გამორიცხავს გასაჩივრებულ ნაწილში ილ-- მ--–------ის სარჩელის სრული მოცულობით დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
4.33. ამასთან, მართალ-- საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ქონება აღრიცხული იყო მხოლოდ ერთი მეუღლის საკუთრებაში, თუმცა პალატა მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრი წარმოადგენს საჯარო-სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, სახელდობრ, როგორიცაა უძრავ ნივთებზე საკუთრება და სხვა სანივთო უფლებები. საჯარო რეესტრის ძირითადი დანიშნულება მდგომარეობდა იმაში, რომ იგი ასრულებს მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის გარანტიის ფუნქციას. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ქონების ერთ-ერთი მეუღლის სახელზე რეგისტრაციით იგი ვერ ჩაითვლება ინდივიდუალურ საკუთრებად, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ქონება, რომელიც შეძენილ-- მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში და შესაბამისად, წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას;
4.34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ილ-- მ--–------ის სარჩელი მოპასუხეების ზ--------------ს და მა---- თ---------ის მიმართ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და სადავო უძრავი ქონების ზ--------------ს საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე ნაწილობრივ საფუძვლ--ნია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რომლის შედეგად მოპასუხე ზუ---- ბე----- ცნობილი იქნება ქ. ბ------–-, მ----------- ქუჩა №3-ში მდებარე მა---- თ---------ის საკუთრებაში არსებული ბინა №30-ის (ს/კ.: 0-.2-.0-.0--.0-.0--) 1/2 წილის მესაკუთრედ;
4.35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულ--, რომ მისი სამართლებრივი საფუძლ--ნობის შეფასება შეუძლებელ--;
4.37. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ილ-- მ--–------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ილ-- მ--–------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოპასუხე ზუ---- ბე----- ცნობილი უნდა იქნეს ქ. ბ------–-, მ----------- ქუჩა №3-ში მდებარე მა---- თ---------ის საკუთრებაში არსებული ბინა №30-ის (ს/კ.: 0-.2-.0-.0--.0-.0--) 1/2 წილის მესაკუთრედ და აღნიშნული უფლება უნდა აღირიცხოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულ--. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულ-- ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულ-- სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა;
6.2. დადგენილ--, რომ ილ-- მ--–------ის სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, ზუ---- ბე-----ს და მა---- თე---------ს ილ-- მ--–------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი სარჩელის და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებულ ნაწილში პირველი ინსტანციისა (525 ლარი) და სააპელაციო წარმოებისათვის (700 ლარი) მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა ჯამში - 1225 ლარის ოდენობით გადახდა;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ილ-- მ--–------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მოპასუხე ზუ---- ბე----- (პ/ნ.:6----------) ცნობილი იქნეს ქ. ბ------–-, მ----------- ქუჩა №3-ში მდებარე მა---- თ---------ის (პ/ნ.:6----------) საკუთრებაში არსებული ბინა №30-ის (ს/კ.: 0-.2-.0-.0--.0-.0--) 1/2 წილის მესაკუთრედ და აღნიშნული უფლება აღირიცხოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში;
4. მოპასუხეებს ზუ---- ბე-----ს და მა---- თე---------ს ილ-- მ--–------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1225 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--;
თავმჯდომარე: ლაურა მიქავა
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
თამარ სვანიძე