განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.10.2018
საქმის ნომერი
330210016001573203
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001573203

საქმე №2ბ/1127-18

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა

 

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი _ შ---------------------------–--ი’’

 

წარმოამდგენელი _ დავით მჟავანაძე, ზურაბ გვარჯალაძე

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ს--- ს-------------------------------–ი ს---------

 

წარმომადგენელი – ქეთევან ჯინჭარაძე, თათია გაწერელია, დავით დევიძე

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე

 

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს--- ს-------------------------------–ი ს---------ს წარმომადგენელმა მოპასუხე შ--------------------------–--ი"-ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 05 აპრილის N585 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ს--- ს-------------------------------– ს---------სა და შ---------------------------–--ს“ შორის 2012 წლის 25 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01/10/143 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი: ,,თბილისის იუსტიციის სახლის“ საზეიმო გახსნისათვის აუცილებელი ღონისძებების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა“. ხელშეკრულების თანახმად, მისი ღირებულება განისაზღვრა 998 988 ლარით, რაც მოიცავდა როგორც მისაწოდებელი მომსახურების ღირებულებას, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს, მათ შორის დღგ-ს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა გადასახადებს. თავის მხრივ ღონისძიების ჩამონათვალი, რაოდენობა, დანახარჯი რესურსები და დეტალური ხარჯთაღრიცხვა გაეწერა დანართ N1-ში, რომელიც მიჩნეულ იქნა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

 

ხელშეკრულების თანახმად, შ---------------------------–--მა“ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული მომსახურების მოწოდება განეხორციელებინა 2012 წლის 15 სექტემბერს. ამასთან, იგი ვალდებული იყო შემსყიდველისათვის წარედგინა ხელშეკრულებულის ჯამური ღირებულების 25%-ის ოდენობის წერილობითი მოთხოვნა და მოეთხოვა თანხის გადარიცხვა. მოგვიანებით, ს--- საჯარო რეესტრის ეროვნულ ს---------სა და შპს ,,ჯი ენდ ჯი პროდაქშენს“ შორის 2012 წლის 16 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01/10/143 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე N001 შეთანხმებით შპს,,ჯი ენდ ჯი პროდაქშენის“ ვალდებულებად განისაზღვრა შემსყიდველისათვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-მდე წერილობითი მოთხოვნების წარდგენა და თანხის გადარიცხვის მოთხოვნა. 2012 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01/10/143 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე N002 შეთანხმებით, ხელშეკრულების მხარეებმა, ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა 2012 წლის 15 სექტემბრის ნაცვლად განსაზღვრეს 2013 წლის 31 დეკემბერს არსებულ პერიოდში. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევიდა 2012 წლის 15 სექტემბერს და იგი წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01/10/143 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

შ---------------------------–--ის“ დირექტორის გიორგი რამიშვილის მომართვის საფუძველზე 2013 წლის 30 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01/10/143 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე N003 შეთანხმებით, ხელშეკრულების მხარეებმა, ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა 2013 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად განსაზღვრეს 2014 წლის 31 მაისამდე არსებულ პერიოდში. წინამდებარე შეთანხმება ასევე წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01/10/143 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

მხარეთა შორის რამდენჯერმე გაგრძელდა სახელშეკრულებო ვადა და საბოლოოდ შ---------------------------–--ის“ დირექტორის გიორგი რამიშვილის მომართვის საფუძველზე 2015 წლის 30 აპრილს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01/10/143 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე N007 შეთანხმება, რომლითაც, ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა 2015 წლის 30 აპრილის ნაცვლად განსაზღვრეს არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა. 2015 წლის 30 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა ს---------მ N313223 წერილით შ---------------------------–--ს“ აცნობა, რომ ს---------ს ინიციატივით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,უნივერსალ კონსალტინგის“ 2015 წლის 20 დეკემბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, შ---------------------------–--ის“ ავანსად ჩარიცხული 761 051 ლარიდან არამიზნობრივად დახარჯულია 226 699,08 ლარი, ხოლო გაუხარჯავია 44 781,09 ლარი. შესაბამისად, უკან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 271 480,17 ლარს. ამდებად შ---------------------------–--ს“ ეთხოვა ორგანიზაციის პოზიცია შპს ,,უნივერსალ კონსტანტინგის“ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნის შესახებ არაუგვიანეს 2016 წლის 11 იანვრისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ს--------- მიიჩნევდა, რომ შ---------------------------–--ი“ არ ეთანხმება აუდიტორულ დაკსვნას და N01/10/143 ხელშეკრულების 13.1 პუნქტის შესაბამისად საჯარო რეესტრის შეწყვეტს ხელშეკრულებას, ხოლო თანხის დაბრუნების საკითხს განიხილავდა სასამართლო.

 

ს-------------------------------–ი ს---------ს მიერ შ---------------------------–--ის“ ანგარიშზე პირველადი ჩარიცხვა განხორციელდა 2012 წლის 29 მაისს - 248 000 ლარი, ხოლო მეორე ჩარიცხვა 2012 წლის 25 ივლისს - 513 051 ლარი. ს--- ს-------------------------------– ს---------სა და შ---------------------------–--ს“ შორის 2012 წლის 25 მაისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01/10/143 ხელშეკრულების ფარგლებში, პირველად საბუღალტრო დოკუმენტებზე დაყრდნობით, შპს ,,უნივერსალ კონსალტინგის“ მიერ შემოწმებულ იქნა შ---------------------------–--ის“ მიერ გაწეული ხარჯების სისწორე და მიზნობრიობა 2012 წლის 25 მაისიდან 2012 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში. აუდიტორული შემოწმება დაეფუძნა შ---------------------------–--ის“ ხელმძღვანელ მუშაკთა მიერ წარდგენილ დოკუემნტებსა და მათში შეტანილ მონაცემებს. შედეგად დადგინდა, რომ არამიზნობრივად გაიხარჯა 226 699,08 ლარი, ხოლო გაუხარჯავი და უკან დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 44 781,09 ლარს. მოპასუხის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება.

 

2016 წლის 12 ივლისს ს-------------------------------– ს---------ში წარმოდგენილი იქნა შ---------------------------–--ის“ წერილი #12-04, რომელზედაც დართული იყო შპს ,,საკონსულტაციო ჯგუფი კავკასაუდიტის“ 20.06.2016 წლის დასკვნა#78, რომლის თანახმად შ---------------------------–--ს“ მიღებული და გახარჯული აქვს 761 051 ლარი.

 

შპს ,,საკონსულტაციო ჯგუფი კავკასაუდიტის“ 20.06.2016 წლის დასკვნა #78-თან დაკავშირებით დაყრდნობით, შპს ,,უნივერსალ კონსალტინგის“ მიერ 2016 წლის 28 ივლისს წარდგენილი წერილის თანახმად ზემოაღნიშნული დასკვნა ემყარება არასწორ ფაქტობრივ გარემოებებს და შპს ,,საკონსულტაციო ჯგუფი კავკასაუდიტის“ 20.06.2016 წლის დასკვნა #78 არასწორია.

 

2012 წლის 25 მაისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01/10/143 ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მომსახურების მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. რამდენადაც მოპასუხეს არ შეუსრულებია მომსახურების მიწოდება, შესაბამისად არ არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დაადასტურებს მომსახურების მიღების ფაქტს.

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.1. მუხლის ,,ა“, ,,ბ“, და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02% ოდენობით. ვინაიდან, ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა, ვალდებულების დარღვევის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2016 წლის 01 იანვრიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს:

 

ა. შ---------------------------–--ს“ დაეკისროს ს--- საჯარო რეესტრის ეროვნული ს---------ს მიერ გადახდილი თანხის 761 051 ლარის დაბრუნება.

 

ბ. შ---------------------------–--ს“ ს--- საჯარო რეესტრის ეროვნული ს---------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2016 წლის პირველი იანვრიდან საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებამდე თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 199,76 ლარის ოდენობით.

 

3. 2016 წლის 24 ნოემბერს შ---------------------------–--ი“-ს წარმომადგენელმა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ სცნო.

 

4. 2017 წლის 17 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მომართა შ--------------------------–--მა“ ს--- საჯარო რეესტრი ეროვნული ს---------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

შეგებებული სარჩელის ავტორმა მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ხელშეკრულების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 2012 წლის 15 სექტემბერი. მოსარჩელე მხარის მიერ ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული თუმცა მოპასუხე მხარე არ გამოთქვამდა სურვილს მიეღო შესრულებული სამუშაო, რის გამოც მხარეთა შორის არაერთხელ გაფორმდა დამატებითი შეთანხმებები ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოპასუხე მხარე არ იღებდა შესრულებას და მოსარჩელე იძულებული იყო გაეფორმებინა დამატებითი შეთანხმებები, რათა განეხორციელებინა მის მიერ შესრულებული სამუშაოს მიწოდება და მიეღო მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კუთვნილი თანხა.შ--------------------------–--მა“ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები, ვინაიდან 2012 წლის 25 მაისის ხელშეკრულებით განისაზღვრა მომსახურების მიღების ვადა 2015 წლის 31 დეკემბერი, მოსარჩელეს ამ ვადაში უნდა მიეღო მომსახურება, ვადის გასვლის გამო სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე შ---------------------------–--ის“ მიერ მომსახურების გაწევა შესრულებულად ითვლება. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს "ჯი ენდ ჯი პროდაქშენი“ შეგებებული სარჩელით ითხოვს ს--- საჯარო რეესტრის ეროვნულ ს---------ს დაეკისროს 237 937,40 ლარის ანაზღაურება.

 

5. 2017 წლის 09 ივნისს ს--- ს-------------------------------–მა ს---------მ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ სცნო შეგებებული სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

6. საქმეზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 15 ნოემბერს 13:30 საათზე. აღნიშნული სასამართლო სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში და გადაიდო სხვა დროისათვის. სასამართლო მთავრი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 10 იანვარს 12:00 საათზე. მხარეებს ეცნობათ სხდომის დრო და ადგილი, საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) შპს ,,ჯი ენდ ჯი პროდაქშენი“-ს წარმომადგენელს თამარ ყიფიანს სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა სატელეფონო საუბრის მეშვეობით, რაც დასტურდება 2017 წლის 16 ნოემბრის სატელეფონო აქტით. ( ტომი III, ს.ფ. 359)

 

2018 წლის 10 იანვარს 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელის ს--- ს-------------------------------–ი ს---------ს წარმომადგენელი ქეთევან ჯინჭარაძე. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადა მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) შ---------------------------–--ი“-ს წარმომადგენელი. მოსარჩელე ს--- ს-------------------------------–ი ს---------ს წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების, ასევე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო შ---------------------------–--ის’’ შეგებებული სარჩელი ს--- ს-------------------------------–ი ს---------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით შ---------------------------–--ს’’ ს--- ს-------------------------------–ი ს---------ს სასარგებლოდ დაეკისრა 761 051 ლარის გადახდა; ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 199,76 ლარის გადახდა, 2016 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 4900 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ აუდიტორული დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ და 5000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები:

 

8.1. სსსკ-ის 230-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც აცნობა სასამართლოს, სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. არასაპატიო მიზეზით მხარის სასამართლოში გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს საქმის განხილვისადმი მისი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, დავების სწრაფ და გაუჭიანურებლად გადაწყვეტას, მხარეთა "იძულებას", განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები, საქმის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და ხელი შეუწყონ სასამართლოს განხილვასა და გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის პროცესუალური ფორმა, რომლის გამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს აცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე, ანუ როდესაც მას აქვს პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა, მაგრამ არაქვს ნება.აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ (სსსკ-ის233-ე მუხლის პირველი ნაწილის `ა~ ქვეპუნქტი). მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო ვერ გასცდება სარჩელში მითითებულ გარემოებებს, ისინი უპირობოდ, ყოველგვარი კვლევის გარეშე მიიჩნევა დადგენილად და მხარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასამართლოს კანონი უდგენს ერთადერთ ვალდებულებას, შეამოწმოს დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა მოთხოვნას.მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალების შესაბამისად დგინდება, რომ მოპასუხეს (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) შ---------------------------–--ი“-ს წარმომადგენელს თამარ ყიფიანს სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხე მხარეს სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელ გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის, შესაბამისად მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

8.2. სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 05 აპრილის N585 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ს--- ს-------------------------------– ს---------სა და შ---------------------------–--ს“ შორის 2012 წლის 25 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01/10/143 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი: ,,თბილისის იუსტიციის სახლის“ საზეიმო გახსნისათვის აუცილებელი ღონისძებების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა“. ხელშეკრულების თანახმად, მისი ღირებულება განისაზღვრა 998 988 ლარით, რაც მოიცავდა როგორც მისაწოდებელი მომსახურების ღირებულებას, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს, მათ შორის დღგ-ს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა გადასახადებს. თავის მხრივ ღონისძიების ჩამონათვალი, რაოდენობა, დანახარჯი რესურსები და დეტალური ხარჯთაღრიცხვა გაეწერა დანართ N1-ში, რომელიც მიჩნეულ იქნა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ხელშეკრულების თანახმად, შ---------------------------–--მა“ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული მომსახურების მოწოდება განეხორციელებინა 2012 წლის 15 სექტემბერს. ამასთან, იგი ვალდებული იყო შემსყიდველისათვის წარედგინა ხელშეკრულებულის ჯამური ღირებულების 25%-ის ოდენობის წერილობითი მოთხოვნა და მოეთხოვა თანხის გადარიცხვა. მოგვიანებით, ს--- საჯარო რეესტრის ეროვნულ ს---------სა და შპს ,,ჯი ენდ ჯი პროდაქშენს“ შორის 2012 წლის 16 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01/10/143 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე N001 შეთანხმებით შ---------------------------–--ის“ ვალდებულებად განისაზღვრა შემსყიდველისათვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-მდე წერილობითი მოთხოვნების წარდგენა და თანხის გადარიცხვის მოთხოვნა.

 

მხარეთა შორის რამდენჯერმე გაგრძელდა სახელშეკრულებო ვადა და საბოლოოდ შპს,,ჯი ენდ ჯი პროდაქშენის“ დირექტორის გიორგი რამიშვილის მომართვის საფუძველზე 2015 წლის 30 აპრილს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01/10/143 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე N007 შეთანხმება, რომლითაც, ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა 2015 წლის 30 აპრილის ნაცვლად განსაზღვრეს არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა. 2015 წლის 30 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა ს---------მ N313223 წერილით შ---------------------------–--ს“ აცნობა, რომ ს---------ს ინიციატივით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,უნივერსალ კონსალტინგის“ 2015 წლის 20 დეკემბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, შ---------------------------–--ის“ ავანსად ჩარიცხული 761 051 ლარიდან არამიზნობრივად დახარჯულია 226 699,08 ლარი, ხოლო გაუხარჯავია 44 781,09 ლარი. შესაბამისად, უკან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 271 480,17 ლარს. ამდებად შ---------------------------–--ს“ ეთხოვა ორგანიზაციის პოზიცია შპს ,,უნივერსალ კონსტანტინგის“ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნის შესახებ არაუგვიანეს 2016 წლის 11 იანვრისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ს--------- მიიჩნევდა, რომ შ---------------------------–--ი“ არ ეთანხმება აუდიტორულ დაკსვნას და N01/10/143 ხელშეკრულების 13.1 პუნქტის შესაბამისად საჯარო რეესტრის შეწყვეტს ხელშეკრულებას, ხოლო თანხის დაბრუნების საკითხს განიხილავდა სასამართლო.

 

ს-------------------------------–ი ს---------ს მიერ შ---------------------------–--ის“ ანგარიშზე პირველადი ჩარიცხვა განხორციელდა 2012 წლის 29 მაისს - 248 000 ლარი, ხოლო მეორე ჩარიცხვა 2012 წლის 25 ივლისს - 513 051 ლარი. ს--- ს-------------------------------– ს---------სა და შ---------------------------–--ს“ შორის 2012 წლის 25 მაისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01/10/143 ხელშეკრულების ფარგლებში, პირველად საბუღალტრო დოკუმენტებზე დაყრდნობით, შპს ,,უნივერსალ კონსალტინგის“ მიერ შემოწმებულ იქნა შ---------------------------–--ის“ მიერ გაწეული ხარჯების სისწორე და მიზნობრიობა 2012 წლის 25 მაისიდან 2012 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში. აუდიტორული შემოწმება დაეფუძნა შ---------------------------–--ის“ ხელმძღვანელ მუშაკთა მიერ წარდგენილ დოკუემნტებსა და მათში შეტანილ მონაცემებს. შედეგად დადგინდა, რომ არამიზნობრივად გაიხარჯა 226 699,08 ლარი, ხოლო გაუხარჯავი და უკან დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 44 781,09 ლარს.

 

მოპასუხის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება. 2012 წლის 25 მაისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01/10/143 ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მომსახურების მიღება წარმოებს მიღება ჩაბარების აქტის სახით. რამდენადაც მოპასუხეს არ შეუსრულებია მომსახურების მიწოდება, შესაბამისად არ არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დაადასტურებს მომსახურების მიღების ფაქტს.

 

8.3. სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ს--- ს-------------------------------–ი ს---------ს მიერ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ საქმეზე ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ხელშეკრულება ,,თბილისის იუსტიციის სახლის“ საზეიმო გახსნისათვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზების მომსახურების შესყიდვის შესახებ. ამ გარიგებით მხარეთა შორის წარმოიშვა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

 

2012 წლის 25 მაისის ხელშეკრულების თანახმად, მისი ღირებულება განისაზღვრა 998 988 ლარით, რაც მოიცავდა როგორც მისაწოდებელი მომსახურების ღირებულებას, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს, მათ შორის დღგ-ს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა გადასახადებს. თავის მხრივ ღონისძიების ჩამონათვალი, რაოდენობა, დანახარჯი რესურსები და დეტალური ხარჯთაღრიცხვა გაეწერა დანართ N1-ში, რომელიც მიჩნეულ იქნა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

 

ს-------------------------------–ი ს---------ს მიერ შ---------------------------–--ის“ ანგარიშზე პირველადი ჩარიცხვა განხორციელდა 2012 წლის 29 მაისს - 248 000 ლარი, ხოლო მეორე ჩარიცხვა 2012 წლის 25 ივლისს - 513 051 ლარი. შპს ,,ჯი ენდ ჯი პროდაქშენმა“ არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები, არ განახორციელა საზეიმო გახსნისათვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზება, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში - არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ეს ნორმა განამტკიცებს ვალდებულების დროულად, შეთანხმებულ ვადაში შესრულების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს შესრულების ვადა, ვალდებულება ამ ვადაში უნდა შესრულდეს, მოვალემ არ უნდა გადააცილოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. ამავე კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ;

 

მოსარჩელე უარს ამბობს ხელშეკრულების გაგრძელებაზე და მოითხოვს ავანსის გადახდილი თანხის დაბრუნებას. მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლიდან გამომდინარე უფლება ენიჭება უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება.

 

სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

8.4. რაც შეეხება შ---------------------------–--ის ‘’ მიერ წარდგენილ შეგებებულ სარჩელს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმეში არსებული მასალების შესაბამისად დგინდება, რომ მოპასუხის (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) შ---------------------------–--ი“-ს წარმომადგენელს, თამარ ყიფიანს, სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) მხარეს სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორს ეცნობა სხდომის დღის თაობაზე და არ გამოცხადდა. ამასთან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ღონისძიება, რომლის შემთხვევაშიც დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

 

9. 2018 წლის 26 იანვარს შ---------------------------–--ის’’ წარმომადგენელმა დავით მჟავანაძემ საჩივრით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

 

9.1. მოპასუხე შ---------------------------–--ის’’ წარმომადგენელმა საჩივარში მიუთითა, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ გარემოებათა გამო, რომ მხარის, შპს ,,ჯი ენდ ჯი პროდაქშენის’’ დირექტორის, გიორგი რამიშვილის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. რაც შეეხება თამარ ყიფიანის, შ---------------------------–--ის ‘’ მიერ დაქირავებული იურისტის, სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობას, მხარე აპელირებს, რომ დაქირავებული იურისტი და კომპანია არ უნდა იქნეს განხილული, როგორც ერთი მთლიანი და იურისტის მიერ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო არ უნდა შეიზღუდოს შ---------------------------–--ის’’ სასამართლო პროცესზე თავის დაცვის უფლება, არ უნდა დაზარალდეს კომპანიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფინანსური ინტერესი.

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოპასუხე შ---------------------------–--ის’’ წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

11. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ---------------------------–--მა’’, რომლის განმარტებით მართალია იურისტისთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დღე, თუმცა მისთვის ასევე ცნობილი იყო შ---------------------------–--ის“ დირექტორის ავადმყოფობა და ის გარემოება, რომ დირექტორი ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, რის დამადასტურებელი მტკიცებულებაც წარდგენილი იქნა, თუმცა საპატიო მიზეზის შესახებ არ მსჯელობს განჩინებაში. კომპანიის დაქირავებული იურისტი და კომპანია არ უნდა იქნეს განხილული როგორც ერთი მთლიანი და იურისტის არაკეთილსინდისიერებისა და მისი სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო არ უნდა შეიზღუდოს შ---------------------------–--ის’’ დაცვის უფლება, არ უნდა დაზარალდეს კომპანიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფინანსური ინტერესი.

 

11.2. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სასამართლოს უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ წარმოადგენს სასჯელს, აბსოლუტურ სანქციას შესაგებლის წარუდგენლობის/ მხარის გამოუცხადებლობისათვის. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის რეგულირების თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ერთადერთი სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობის/ მხარის გამოუცხადებლობის გამო სარჩელში მითითებული გარემოებები ითვლება დადასტურებულად, თუმცა აღნიშნული ნორმაც უზენაესი სასამართლოს განმარტებით გაგებულ უნდა იქნეს არა ხისტად და სიტყვა სიტყვით, არამედ სასამართლო მოვალეა გადაამოწმოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, თუკი ეს აუცილებელია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე. განსახილველ დავაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც სასამართლოს მიერ დეტალურად იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. დადგენილი გარემოებებიდან ცალსახად იკვეთება სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობა და უსაფუძვლობა.

 

11.3. სასარჩელო მოთხოვნის ოდენობისა და საქმის მასალების გაანალიზებით არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძვლები, რაც გულისხმობს, რომ არ არსებობდა სარჩელის ამ ფორმით აღძვრის წინაპირობები. საქმეში არსებობს შპს „საკონსულტაციო ჯგუფი კავკასაუდიტის“ დასკვნა, რომელიც საკმაოდ დეტალური ანალიზის საფუძველზე პირდაპირ ადასტურებს შ---------------------------–--ის“ მიერ 761 051 ლარის მიზნობრივ ხარჯვას და გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნას სრულად. შპს ,,უნივერსალ კონსალტინგის“ დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ შ---------------------------–--ის“ მიერ მიღებული 761 051 ათასი ლარიდან არამიზნობრივად დაიხარჯა 226 699,08 ლარი, ხოლო გაუხარჯავი დარჩა 44 781,09 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი თანხა - 489 570,83 ლარი გაიხარჯა მიზნობრივად. თუნდაც აღნიშნული დასკვნის მიხედვითაც კი მოსარჩელეს მხოლოდ 271 480,17 ლარის მოთხოვნის უფლებას აძლევდა, მიუხედავად ამისა ს--- ს-------------------------------–ი ს---------ს სასარჩელო მოთხოვნა თითქმის ნახევარი მილიონი ლარით იქნა გაზრდილი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

12. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე შესაძლებელია თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ და „ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება, რომ მოპასუხის, შ---------------------------–--ის’’ წარმომადგენელს, თამარ ყიფიანს, სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა სატელეფონო აქტის მეშვეობით, მას ასევე განემარტა სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, რაც დასტურდება საქმეში არსებული 2017 წლის 16 ნოემბრის აქტით, ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ. ( ტომი 3, ს.ფ. 359).

 

2018 წლის 10 იანვრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე შ---------------------------–--ის’’ წარმომადგენელი თამარ ყიფიანი, რომელსაც სასამართლოსათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და იგი მოწვეული იყო საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის იურისტის პროცესზე გამოუცხადებლობის გამო, არ უნდა დაზარალდეს ორგანიზაციის სამართლებრივი და ფინანსური ინტერესები, ხოლო თავად ორგანიზაციის დირექტორი ავადმყოფობის გამო სახეზეა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს: იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მივიჩნევთ, რომ მოპასუხეს, შ---------------------------–--ის’’ დირექტორს, ავადმყოფობის გამო არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება, პალატის მოსაზრებით, ეს გარემოება მაინც ვერ გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან მოპასუხე სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის, დაქირავებული იურისტის, თამარ ყიფიანის მეშვეობით, რომელიც საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა და დღემდე არ მიუთითებია მისი გამოუცხადებლობის მიზეზებზე. მართალია სსსკ 93.2 მუხლის ბოლო წინადადება უფლებას ანიჭებს მხარეს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავადმყოფობის ან საზღვარგარეთ ყოფნის გამო ან რაიმე სხვა მიზეზით მხარის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი წარმომადგენელი არ არის ვალდებული გამოცხადდეს საქმის განხილვაზე. პალატა მიიჩნევს, რომ თუ თავად წარმომადგენელს არ გააჩნია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, იგი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აზრს დაუკარგავდა საპროცესო წარმომადგენლობის ინსტიტუტის არსებობას. ( იხ. საქმე Nას-678-649-2016 16 დეკემბერი, 2016 წელი )

 

ამასთან, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმის შესახებ, რომ შ---------------------------–--ის’’ წარმომადგენელს არ გააჩნდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულების (გაცემული 04.04.2017.წ) თანახმად, შპს ,,ჯი ენდ ჯი პროდაქშენი“-ს დირექტორი გიორგი რამიშვილი თამარ ყიფიანს კომპანიის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ანიჭებს ერთი წლის ვადით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის შესაბამისად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, წარმომადგენლის მიერ სანოტარო აქტის კანონით დადგენილი წესით გაუქმების შემთხვევაშიც კი რწმუნებულების გაუქმება სასამართლოში საქმის წარმოების მიზნებისათვის იურიდიულ მნიშვნელობას შეიძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებს სასამართლოს. კონკრეტულ შემთხვევაში, რწმუნებულების გაუქმების თაობაზე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტების თანახმად, იურიდიული პირის წარმომადგენლის თუნდაც საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა (მოცემულ შემთხვევაში იურიდიული სამსახურის მუშაობა), რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ. სუსგ-ებები: №ას-800-854-2011, 17 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-132-127-2012, 23 მარტი, 2012 წელი; №ას-269-257-2015, 20 ივლისი, 2015 წელი; №ას-604-572-2014, 4 მაისი, 2015 წელი).

 

14. გარდა ზემოაღნიშნულისა პალატა მიიჩნევს რომ შ---------------------------–--ის’’ დირექტორის გიორგი რამიშვილის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები არ არსებობდა. პალატა მოიხმობს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილს რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ცნობა არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ მოთხოვნას, კერძოდ, ავადმყოფობა დადასტურებული არ არის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით. კერძოდ, მასზე მხოლოდ ექიმის ხელმოწერა ფიქსირდება და გაურკვეველია თუ რომელი სამედიცინო დაწესებულების მიერ იქნა გაცემული აღნიშნული. (ტომი 3, ს.ფ. 421)

 

ამდენად არ არსებობს სსსკ 241-ე მუხლით გათვალისწინებული ,,საპატიო მიზეზი’’, რის გამოც მოპასუხემ ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება და რის საფუძველზეც უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. პალატა მოიხმობს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს და განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე. (იხ. სუს საქმე №ას-284-273-2012, 04 ივნისი, 2012 წელი )

 

15. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საჩივრის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებს მოთხოვნას და სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სასამართლოს უარი უნდა ეთქვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

15.1. პალატა სარჩელში მითითებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს მიიჩნევს დადგენილად:

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 05 აპრილის N585 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ს--- ს-------------------------------– ს---------სა და შ---------------------------–--ს“ შორის 2012 წლის 25 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01/10/143 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანი: ,,თბილისის იუსტიციის სახლის“ საზეიმო გახსნისათვის აუცილებელი ღონისძებების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა“.

 

ხელშეკრულების თანახმად, მისი ღირებულება განისაზღვრა 998 988 ლარით, რაც მოიცავდა როგორც მისაწოდებელი მომსახურების ღირებულებას, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს, მათ შორის დღგ-ს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა გადასახადებს. თავის მხრივ ღონისძიების ჩამონათვალი, რაოდენობა, დანახარჯი რესურსები და დეტალური ხარჯთაღრიცხვა გაეწერა დანართ N1-ში, რომელიც მიჩნეულ იქნა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

 

ხელშეკრულების თანახმად, შ---------------------------–--მა“ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული მომსახურების მოწოდება განეხორციელებინა 2012 წლის 15 სექტემბერს. ამასთან, იგი ვალდებული იყო შემსყიდველისათვის წარედგინა ხელშეკრულებულის ჯამური ღირებულების 25%-ის ოდენობის წერილობითი მოთხოვნა და მოეთხოვა თანხის გადარიცხვა. მოგვიანებით, ს--- ს-------------------------------– ს---------სა და შ---------------------------–--ს“ შორის 2012 წლის 16 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01/10/143 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე N001 შეთანხმებით შ---------------------------–--ის“ ვალდებულებად განისაზღვრა შემსყიდველისათვის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-მდე წერილობითი მოთხოვნების წარდგენა და თანხის გადარიცხვის მოთხოვნა.

 

2012 წლის 15 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01/10/143 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე N002 შეთანხმებით, ხელშეკრულების მხარეებმა, ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა 2012 წლის 15 სექტემბრის ნაცვლად განსაზღვრეს 2013 წლის 31 დეკემბერს არსებულ პერიოდში. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევიდა 2012 წლის 15 სექტემბერს და იგი წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01/10/143 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

2013 წლის 25 დეკემბერს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანით მიმართა შ---------------------------–--ის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა ს-------------------------------– ს---------ს და მოითხოვა მომსახურების მიწოდების ვადის გაგრძელება.

 

შ---------------------------–--ის“ დირექტორის გიორგი რამიშვილის მომართვის საფუძველზე 2013 წლის 30 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01/10/143 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე N003 შეთანხმებით, ხელშეკრულების მხარეებმა, ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა 2013 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად განსაზღვრეს 2014 წლის 31 მაისამდე არსებულ პერიოდში. წინამდებარე შეთანხმება ასევე წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01/10/143 ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

მხარეთა შორის რამდენჯერმე გაგრძელდა სახელშეკრულებო ვადა და საბოლოოდ შ---------------------------–--ის“ დირექტორის გიორგი რამიშვილის მომართვის საფუძველზე 2015 წლის 30 აპრილს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N01/10/143 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე N007 შეთანხმება, რომლითაც, ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა 2015 წლის 30 აპრილის ნაცვლად განსაზღვრეს არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა.

 

2015 წლის 30 დეკემბერს ს-------------------------------–მა ს---------მ N313223 წერილით შ---------------------------–--ს“ აცნობა, რომ ს---------ს ინიციატივით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,უნივერსალ კონსალტინგის“ 2015 წლის 20 დეკემბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, შ---------------------------–--ის“ ავანსად ჩარიცხული 761 051 ლარიდან არამიზნობრივად დახარჯულია 226 699,08 ლარი, ხოლო გაუხარჯავია 44 781,09 ლარი. შესაბამისად, უკან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 271 480,17 ლარს. ამდენად, შ---------------------------–--ს“ ეთხოვა ორგანიზაციის პოზიცია შპს ,,უნივერსალ კონსტანტინგის“ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნის შესახებ არაუგვიანეს 2016 წლის 11 იანვრისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ს--------- მიიჩნევდა, რომ შ---------------------------–--ი“ არ ეთანხმება აუდიტორულ დაკსვნას და N01/10/143 ხელშეკრულების 13.1 პუნქტის შესაბამისად საჯარო რეესტრის შეწყვეტს ხელშეკრულებას, ხოლო თანხის დაბრუნების საკითხს განიხილავდა სასამართლო.

 

2016 წლის 12 ივლისს ს-------------------------------– ს---------ში წარმოდგენილი იქნა შ---------------------------–--ის“ წერილი #12-04, რომელზედაც დართული იყო შპს ,,საკონსულტაციო ჯგუფი კავკასაუდიტის“ 20.06.2016 წლის დასკვნა#78, რომლის თანახმად შ---------------------------–--ს“ მიღებული და გახარჯული აქვს 761 051 ლარი.

 

შპს ,,საკონსულტაციო ჯგუფი კავკასაუდიტის“ 20.06.2016 წლის დასკვნა #78-თან დაკავშირებით დაყრდნობით, შპს ,,უნივერსალ კონსალტინგის“ მიერ 2016 წლის 28 ივლისს წარდგენილი წერილის თანახმად ზემოაღნიშნული დასკვნა ემყარება არასწორ ფაქტობრივ გარემოებებს და შესაბამისად, შპს ,,საკონსულტაციო ჯგუფი კავკასაუდიტის“ 20.06.2016 წლის დასკვნა #78 არასწორია.

 

ს-------------------------------–ი ს---------ს მიერ შ---------------------------–--ის“ ანგარიშზე პირველადი ჩარიცხვა განხორციელდა 2012 წლის 29 მაისს - 248 000 ლარი, ხოლო მეორე ჩარიცხვა 2012 წლის 25 ივლისს - 513 051 ლარი.

 

მოპასუხის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება. 2012 წლის 25 მაისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01/10/143 ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მომსახურების მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. რამდენადაც მოპასუხეს არ შეუსრულებია მომსახურების მიწოდება, შესაბამისად არ არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დაადასტურებს მომსახურების მიღების ფაქტს.

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.1. მუხლისდ ,,ა“, ,,ბ“, და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02% ოდენობით. ვინაიდან, ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრა არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა, ვალდებულების დარღვევის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2016 წლის 01 იანვრიდან.

 

15.2. პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (სუსგ 17.10.2017წ. საქმე №ას-866-808-2017).

 

განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. განსახილველი ნორმა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე _ ურთიერთმოვალეები. ზოგადი წესის თანახმად, შემკვეთს საპასუხო შესრულების ვალდებულება წარმოეშობა მას შემდეგ, რაც მენარდე შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას (შეად. სკ-ის 369-ე მუხლი: იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა, გარდა ამისა, სპეციალური ნორმის _ სკ-ის 648-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას).

 

პალატა მოიხმობს სსკ 405-ე მუხლს, რომელიც ადგენს იმ პირობებსა და გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, ესენია: ვალდებულების შესრულებაზე დამატებითი ვადების გასვლა და ინტერესის დაკარგვა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის მიმართ. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენა დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის გასაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება, თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებიდან გასვლა ნების ცალმხრივად გამოვლენით ხორციელდება და არ არის აუცილებელი, მეორე მხარის თანხმობა. „ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. ხელშეკრულებაზე უარის თქმა მხარეთა შეთანხმებითაც არის შესაძლებელი. აღნიშნული ნორმა მხარეს, რომელიც ასრულებს ხელშეკრულებას, ანიჭებს უფლებას ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ, კერძოდ, მას ენიჭება უფლებამოსილება, უარი თქვას სსკ-ის 355-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით“ (იხ. სუსგ #ას-459-438-2015, 07.10.2015წ.).

 

ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა, თუმცა, ვადადარღვევა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას იძლევა მას შემდეგ, რაც მოვალე ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის ან გაფრთხილების მიცემის შემდეგ ვალდებულებას კვლავ არ შეასრულებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს დამატებითი ვადის მიცემისა ან გაფრთხილების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. სსკ 405-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუკი აშკარადაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება ან/და ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ს--- ს-------------------------------– ს---------ს ჰქონდა ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლება.

 

ამრიგად, მოსარჩელე ს--- ს-------------------------------– ს---------ს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლიდან გამომდინარე უფლება ენიჭება უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება.

 

15.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02% ოდენობით.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

 

15.3. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებობს შპს „საკონსულტაციო ჯგუფი კავკასაუდიტის“ დასკვნა, რომელიც პირდაპირ ადასტურებს შ---------------------------–--ის“ მიერ 761 051 ლარის მიზნობრივ ხარჯვას, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნას სრულად. ამასთან, შპს ,,უნივერსალ კონსალტინგის“ დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ შ---------------------------–--ის“ მიერ მიღებული 761 051 ათასი ლარიდან არამიზნობრივად დაიხარჯა 226 699,08 ლარი, ხოლო გაუხარჯავი დარჩა 44 781,09 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი თანხა - 489 570,83 ლარი გაიხარჯა მიზნობრივად. აღნიშნული დასკვნის მიხედვითაც კი მოსარჩელეს მხოლოდ 271 480,17 ლარის მოთხოვნის უფლებას ჰქონდა, მიუხედავად ამისა ს--- ს-------------------------------–ი ს---------ს სასარჩელო მოთხოვნა თითქმის ნახევარი მილიონი ლარით იქნა გაზრდილი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას, აღნიშნულს პალატა ვერ გაზიარებს, რადგან მოსარჩელე სადაოდ ხდის შესრულების მიწოდებას სრულად.

 

როგორც სარჩელშია მითითებული და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ს-------------------------------–ი ს---------ს მიერ შ---------------------------–--ის“ ანგარიშზე პირველადი ჩარიცხვა განხორციელდა 2012 წლის 29 მაისს - 248 000 ლარი, ხოლო მეორე ჩარიცხვა 2012 წლის 25 ივლისს - 513 051 ლარი, ამდენად შ---------------------------–--ის“ მიერ მიღებული იქნა 761 051 ლარი, ხოლო შ---------------------------–--ის“ მიერ საერთოდ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება.

 

პალატა განმარტავს რომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა ,,იძულებას’’, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები- საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ 229-ე 230-ე, 231-ე და 232-ე მუხლები ) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. (იხ.№ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი, N№ას-68-62-2015 , 29 აპრილი, 2015 წელი.)

 

ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას და შესაბამისად, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაფერხებელი წინაპირობა.

 

16. პალატა დამატებით განმარტავს რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება მოსარჩელე მხარე, მაგრამ არ გამოცხადდება მისი მოწინააღმდეგე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: ა.მოსარჩელე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე; ბ.არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით და გ. სარჩელში მითითებული და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას. აღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას.

 

პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად შემოწმებას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა, იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას და საქმის არსებითად განხილვის აუცილებლობას იმ განსხვავებით, რომ ასეთ დროს მოპასუხისაგან (მოწინააღმდეგე მხარისაგან) მტკიცებულებების მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და განჩინებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

17. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის- 7000.00 /შვიდი ათასი/ ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. (ტ. მე-4, ს.ფ 30-33) . საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, შ---------------------------–--ს’’ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის, 7000 ლარის, გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შ---------------------------–--ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. შ---------------------------–--ს’’ დაეკისროს 7000.00 /შვიდი ათასი/ ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე

 

ბესარიონ ტაბაღუა