განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.10.2018
საქმის ნომერი
100210017001790976
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №100210017001790976

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1189-2017 26 ოქტპმბერი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა

მოსამართლეები: თამარ სვანიძე

ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე

 

აპელანტები (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენლები - - - - ზუ---- ცხ------, და---- ცხ------ ი---------–---- შპს ,------------------------- გ------- ყ---–-–---–ი, მ------ ბ-----–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტების მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- ზუ---- ც------ის და და---- ც------ის სარჩელი შპს ,,----------- მა--------”-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები წარმოდგენილი დავის ირგვლივ. საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.

 

2.2. დადგენილია, რომ მოპასუხე და---- ც------ის საკუთრებაში აღრიცხულია, ჭ---------- მ----–----–-------- სოფელ პ--------–- მდებარე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 3-.1-.3-.1--, შენობა ნაგებობა: №01 საერთო ფართით - 140.6 კვ.მ. №02 საერთო ფართით - 35.0 კვ.მ. №03 საერთო ფართით - 14,0 კვ.მ. №04 საერთო ფართით - 13.5 კვ.მ. №05 საერთო ფართით - 9.0 კვ.მ. №06 საერთო ფართით - 12.2 კვმ. №07 საერთო ფართით - 20.0 კვ.მ. №08 საერთო ფართით - 12.0 კვ.მ. ასევე ორი მიწის ნაკვეთი რომელთა საკადასტრო კოდია: ს.კ.3-.1-.3-.1--.; ს.კ.3-.1-.3-.1-- (იხ. ტ. I, ს/ფ.: 29-34);

 

2.3. დადგენილია, რომ ზუ---- ც------ის, საკუთრებაშია (საერთო საკუთრება) აღრიცხული ჭ---------- მ----–----–-------- სოფელ პ--------–- მდებარე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 3-.1-.3-.2--, დაზუსტებული ფართობი: 1300.00 კვ.მ; შენობა ნაგებობა: №01 საერთო ფართით - 138.04 კვ.მ. №02 საერთო ფართით - 15.75 კვ.მ. №03 საერთო ფართით - 25.76 კვ.მ. №04 საერთო ფართით - 7.28 კვ.მ. ასევე ზუ---- ც------ის, საკუთრებაშია (საერთო საკუთრება) აღრიცხული ჭ---------- მ----–----–-------- სოფელ პ--------–- მდებარე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 3-.1-.3-.2--, დაზუსტებული ფართობი: 932.00 კვ.მ; შენობა ნაგებობა: №01 საერთო ფართით - 3.2 კვ.მ. №02 საერთო ფართით - 20.0 კვ.მ. №03 საერთო ფართით - 7.34 კვ.მ. (იხ. ტ. I, ს/ფ.: 37-40);

 

2.4. დადგენილია, რომ მოპასუხე - შპს „ჯო------- მა--------“ ჭ---------- მ----–----–-------- სოფელ პ--------–- აწარმოებს კარიერულ სამუშაოებს და ახორციელებს მ--------ის ნედლი მადნის ამოღებას კარიერული წესით;

 

2.5. 22.09.2--- წლის ე------------- დასკვნით დგინდება, რომ ჭ---------- მ----–----–-------- სოფელ პ--------–- მდებარე მოქ. ზუ---- ც------ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა ძირითადში არადამაკმაყოფილებელია და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო. დაზიანებები გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზთა ერთობლიობით: ფუძე-გრუნტების გაწყლიანებით შენობის ირგვლივ შემონაკირწყლის არ ქონის გამო, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრებით, 2009 წლიდან დღემდე ნ------–----- კარიერზე შპს „ჯო------- მა--------“-ს მიერ წარმოებული სამუშაოებით. დაკვირვების მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე გაიკრას, შენობის შიგა სივრცეში თაბაშირის, ხოლო შენობის გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები) კარიერზე სამუშაოების დასრულებამდე (იხ. ტ. I, ს/ფ.: 210-231);

 

2.6. 05.10.2--- წლის ე------------- დასკვნით დგინდება, რომ ჭ---------- მ----–----–-------- სოფელ პ--------–- და---- ც------ის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების (ს.კ.3-.1-.3-.1--) ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მათი კონსტრუქციები არ შეესაბამება სამშენებლო და სეისმური ნორმების მოთხოვნებს. არსებული დაზიანებები შენობებს მიღებული აქვთ სხვადასხვა მიზეზებით: ფუძე-საძირკვლების დასუსტებით, ექსპლუატაციის პერიოდში მომხდარი მიწისძვრებით, მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლობითი აფეთქებებით, კარიერზე დღემდე მოქმედი ბურღვითი სამუშაოებით, მეწყრული პროცესებით. ზუსტად იმის განსაზღვრა, თუ ზემოთაღნიშნული მიზეზებიდან რომელმა, რა დროსა და რა მოცულობით ზიანი მიაყენა შენობა-ნაგებობებს დღევანდელი მდგომარეობით შეუძლებელია;

 

რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს (ს.კ.3-.1-.3-.1--. და 3-.1-.3-.1--) მათ ზედაპირზე ვიზუალურად ფიქსირდება გახსნილი ნაპრალები (ერთმანეთის პარალელური), გადახრილი ხეები და ადგილობრივი ჩავარდნები, რაც მეწყრული პროცესების ნიშნებია, თუმცა ამის დაზუსტებისთვის აუცილებელია სათანადო გეოლოგიური კვლევის ჩატარება. აღნიშნული დეფორმაციებისა და დაზიანებების გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს მიმდებარედ შპს „ჯო------- მა--------“-ს მიერ ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები (იხ. ტ. I, ს/ფ.: 232-251);

 

2.7. 20.01.2--- წლის ე------------- დასკვნით დგინდება, რომ „ვიზუალური დათვალიერებით, მთლიანობაში ჭ---------- მ----–----–-------- სოფელ პ--------–- და---- ც------ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ფასადის მხარეს მდებარე კედლის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების მიხედვით საჭიროების შემთხვევაში შენობის გაძლიერება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით“ (იხ. ტ. I, ს/ფ.:192-202);

 

2.8. სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ლ---- ს----------–-- სახელობის ს----------–----------------- ბ-------- მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, შემდეგი:

 

ა) ჭ---------- მ----–----–-------- სოფელ პ--------–- მდებარე და---- ც------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 3-.1-.3-.1-- მდებარე საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობებზე აღინიშნება საყრდენი კედლების ბზარები. მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდებით 3-.1-.3-.1--; 3-.1-.3-.1--; 3-.1-.3-.1--.) მათი ზედაპირის ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნება: გადახრილი ხეები, ერთმანეთის პარალელურად გახსნილი ნაპრალები, რიგ ადგილებში გრუნტის ჯდომები.

 

ჭ---------- მ----–----–-------- სოფელ პ--------–- მდებარე ზუ---- ც------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდებით 3-.1-.3-.2--; 3-.1-.3-.2--) საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობებზე აღინიშნება საყრდენი კედლების ბზარები. მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდებით 3-.1-.3-.2--; 3-.1-.3-.2--;) მათ ზედაპირზე ვიზუალური დათვალიერებით აღინიშნება: გადახრილი ხეები, ერთმანეთის პარალელურად გახსნილი ნაპრალები, რიგ ადგილებში გრუნტის ჯდომები.

 

ბ) და---- ც------ის და ზუ---- ც------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღდგენითი ღირებულების დადგენა შესაძლებელი იქნება შესაბამისი აღდგენა- გამაგრებითი სამუშაოების პროექტების შედგენის შემდეგ.

 

შესაბამისი აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების პროექტის შედგენის შემდეგ, შესაძლებელი იქნება დადგინდეს, მოცემულ ადგილზე შესაძლებელია თუ არა აღნიშნული ქონების აღდგენა.

 

მოცემული უძრავი ქონების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.

 

გ) მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ქონება დაზიანებულია.

 

დ) მოსარჩელეთა მიერ მითითებულ უძრავ ქონებას აღენიშნება საყრდენი კედლების ბზარები, მათი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.

 

ე) საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზით ტექნიკურად შეუძლებელია განისაზღვროს, რა პერიოდის განმავლობაში არის მიყენებული აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაზიანებები.

 

ვ) აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მიყენებული დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზის განსაზღვრა ტექნიკურად შეუძლებელია.

 

ზ) ექსპერტიზა არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მიყენებული დაზიანების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს, მის ჩრდილოეთ მხარეს 200-250 მეტრში მდებარე სამთო კარიერი.

 

თ) მოსარჩელეთა მითითებულ უძრავ ქონებაზე მიყენებული ზიანის კონკრეტული მიზეზის დასადგენად საჭიროა ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენა და დეტალური გამოკვლევისათვის საჭირო ღონისძიებების შედგენა (იხ. ტ. II, ს/ფ.: 6-18);

 

2.9. სასამართლოს სხდომაზე გამოკითხული იქნენ ექსპერტები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ დარღვეულია კარიერის წარმოების არეალის სტანდარტი, თუმცა იმის მტკიცება კატეგორიულად, რომ აღნიშნული დაზიანებების მიზეზი კარიერის მუშაობაა, შეუძლებელია. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ მიყენებული ზიანი მათ მიერ გაანგარიშებულია ზეპირად იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული ქონება მამა-პაპისეულია და შეფასებულია შესაბამისად;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას;

 

2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ ზიანის არსებობის შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს ვალდებულება, მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში კი ზიანი არ არსებობს;

 

2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი;

 

2.13. სასამართლომ აქვე განმარტა, რომ დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც;

 

2.14. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა განმარტებებით და ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდგომარეობა არის არადამაკმაყოფილებელი, რადგან არსებობს შენობის კედლებზე ბზარები, ასევე მიწის ნაკვეთების შემთხვევაში სახეზეა მეწყრული პროცესების კვალი. მაგრამ მოსარჩელე მხარის მტკიცება, იმისა რომ აღნიშნული დაზიანებები მათი უძრავი ქონებისა გამოწვეულია მოპასუხე - შპს „ჯო------- მა--------“-ს მიერ წარმოებული სამთო სამუშაოების შედეგად, მოკლებულია შესაბამის დასაბუთებასა და მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირი განმარტებებით. საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნებით, შპს „ჯო------- მა--------“-ს ბრალი მოსარჩელეთა ქონების დაზიანებაში ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება, შესაბამისად არ არსებობს მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში;

 

2.15. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს ევალება საკუთარი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის დადასტურება სათანადო მტკიცებულებებით,თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ევალება უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა სამთო სამუშაოების საფუძველზე ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, საიდანაც სარწმუნოდ უნდა დასტურდებოდეს მოხდა თუ არა შესაბამისი შემთხვევა, ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის. ამ შემთხვევაში მოსარჩელეები შემოიფარგლენ მხოლოდ ზეპირი განმარტებებით და ექსპერტიზის დასკვნებით, რომლითაც არ დგინდება მოპასუხის ბრალეულობა ზიანის მიყენების კუთხით. შესაბამისად სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია, რადგან წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით, მხოლოდ ვარაუდის დონეზეა განხილული შპს „ჯო------- მა--------“-ს საქმიანობის კავშირი მოსარჩელეთა ქონების დაზიანების ფაქტთან, რადგან როგორც ექსპერტები განმარტავენ აღნიშნული დაზიანებები სხვა ფაქტორებითაც შეიძლება გამოწვეულიყო;

 

2.16. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სასამართლომ მიუთითა, რომ რადგან არ დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი შესაბამისად არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებაც;

 

2.17. ამდენად მოსარჩელეების და---- ც------ის და ზუ---- ც------ის სარჩელი შპს ,,----------- მ--------”-ის (ს/კ.: 2--------) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო;

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და---- ცხ------მ და ზუ---- ცხ------მ

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიუხედავად არ ჩათვალა, რომ ზიანს გვაყენებს ჯო------- მა--------ს მიერ კარიერზე ნაწარმოები სამუშაოები, სადაც მადნის მოპოვება მიმდინარეობს ყოველგვარი დარღვევებით და კარიერი მოახლოებულია ჩვენს საცხოვრებელ სახლებთან უკვე დაახლოებით 50 მეტრში, სადაც აპელანტების ცხოვრება შეუძლებელია;

 

3.2. საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აღნიშნულ კარიერზე, მათი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ მოხდა მიწის მოწყვეტა, სადაც გამოძახებული იქნა პოლიცია და გამოკითხული იყვნენ როგორც ჯო------- მა--------ს წარმომადგენლები, ასევე აპელანტები. ამჟამად მიმართული აქვთ ჭ---------- რაიონული სამმართველოსათვის და გამოთხოვილი აქვთ შესაბამისი მოკვლეული მასალები;

 

3.3. რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი იმ მოტივით, რომ მოსარჩელეთა მიერ მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ, მაშინ როდესაც საქმეზე შეკრებილი და წარმდგენილი მტკიცებულებებით ნათლად იქნა დადასტურებული, რომ შპს ,,----------- მა--------’’-ს მიერ ჩატარებული სამუშაოები გვაყენებს ზიანს. ამის დამადასტურებელია სწორედ ის, რომ მოპასუხის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა ადასტურებს, რომ და---- და ზუ---- ცხ------ების საცხოვრებელი სახლები ვარგისია და მასში ცხოვრება შესაძლებელია, ხოლო ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზა მიუთითებს, რომ საცხოვრებელი სახლები არის ამორტიზირებული, ასევე მიუთითებს სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა, რომ და---- და ზუ---- ცხ------ების საცხოვრებელი სახლებში ცხოვრება საფრთხის შემცველია. თუ მოვახდენთ ამ სამი ექსპერტიზის შედარებას, აღმოვაჩენთ, რომ საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა დღითიდღე საფრთხის მომტანია, რადგან ამას ხელს უწყობს კარიერზე მადნის მოპოვებითი სამუშაოები. ამასთანავე სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ადგილზე არსებული მდგომარეობა ძალზედ მძიმეა და ჩვენი იქ ცხოვრება შეუძლებელია. სწორედ რომ კარიერული სამუშაოები გვაყენებს ზიანს გამოჩნდა კიდევ ერთხელ დადასტურებულად, რომ კარიერზე ჩაწყვეტილი მიწის შემდგომ ჩვენი სახლების დაშორება უკვე შეადგენს 50 მეტრს. თუ სასამართლო ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას და მოსარჩელეთა ოჯახებს რაიმე საფრთხე მიადგება, რადგან მათ არანაირი სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, ვინ აიღებს მათზე პასუხისმგებლობას? სახლში ღამეებს შიშით ათენებენ, იმის გამო, რომ სახლები ზანზარებს როდესაც კარიერზე მიმდინარეობს მუშაობა, იმსხვრევა მინები, რაც თავის თვალით ნახეს ჯო------- მა--------ს წარმომადგენლებმა. სასამართლო ასევე მიუთითებს გეოლოგიურ დასკვნაზე, რაც ჩვენთვის ყოვლად შეუძლებელია, რადგან აპელანტებს ამის საშუალება არ აქვთ;

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მისცა შეფასება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ და ამ გადაწყვეტილებაში 2.1.-2.8. პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს:

 

4.2. დადგენილია და უდავოა ფაქტი, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ქონება (შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთები) დაზიანებულია, მათი უძრავი ქონების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო შემდგომი ექსპლუატაცია კი საფრთხის შემცველია (იხ. ექსპერტის დასკვნები, ტ. I, ს/ფ.: 214, 235, ტ. II, ს/ფ.: 9);

 

4.3. რაც შეეხება თავად მოსარჩელეთა ქონების დაზიანებით გამოწვეულ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას:

 

ზიანის ოდენობა სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად განმტკიცებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით. ანუ მატერიალური ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას, მაგრამ ასეთ დროს ზიანის ოდენობა, რომლის ანაზღაურებაც უნდა მოხდეს, უნდა იყოს დადასტურებული მტკიცებულებებით;

 

ზიანი – სამართალდარღვევის შემადგენლობის ეს აუცილებელი ელემენტი კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა, რადგან მოსარჩელეთა უძრავი ქონების მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მათი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. ის, თუ რა ოდენობისაა განცდილი ზიანი კონკრეტულ მტკიცებულებათა შეფასებით უნდა გადაწყდეს;

 

4.4. დადგენილია, რომ 2--- წლის 1- ოქტომბერს ზუ---- ცხ------მ და და---- ცხ------მ წერილით მიმართეს შპს ,,ჯო------- მ----------’’ და ითხოვეს კომისიის გამოყოფა, რათა შეეფასებინათ მათ ქონებაზე მიყენებული ზიანის ოდენობა. მითითებული წერილი ჩაბარდა შპს ,,----------- მ--------ს (წერილს ხელს აწერს ქ. ც---–----), თუმცა მათ მიერ ზიანის ოდენობის განმსაზღვრელი კომისია არ იქნა გამოყოფილი და მოსარჩელეთა თხოვნას რეაგირება არ მოყოლია (იხ. ტ. I, ს/ფ.: 26); აღნიშნული გარემოება მითებულია სარჩელში მე-3 პუნქტად (იხ. ტ. I, ს/ფ.: 5). მოპასუხის პასუხი მითითებულ გარემოებაზე დაუსაბუთებელია, რადგან მოპასუხემ მიიჩნია, რომ ,,ეს ფაქტობრივი გარემოება არა----არ კავშირში არ არის განსახილველ დავასთან, ვინაიდან განცხადებით მიმართვა და აღნიშნულ განცხადებაზე რეაგირება არრეაგირებით, მოპასუხის აზრით არ შეიძლება დადასტურდეს ზიანის მიყენების ფაქტი’’(იხ. შესაგებელი, ტ. I, ს/ფ.: 180);

 

4.5. დადგენილია, რომ მოსარჩელე - ზუ---- ცხ------ს მისი საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობების და მიწის ნაკვეთებისათვის მიყენებული ზიანი შეფასებული აქვს 130,000 ლარით, ხოლო და---- ცხ------ს კი - 140 000 ლარით. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია და არც მიუთითებია, შესაბამისად მითითითებული საკითხის (ზიანის ოდენობის) გადაწყვეტისას პალატა ეყრდნობა მოსარჩელეთა მიერ მითითებული თანხების ოდენობას და მას სამართლიან და გონივრულ ოდენობად მიიჩნევს;

 

4.6. განსახილველ დავაში ექსპერტებს უნდა განესაზღვრათ ჭ---------- მ----–----–-------- სოფელ პ--------–- მდებარე ზუ---- ც------ის და და---- ც------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებული დაზიანებების გამომწვევი მიზეზები;

 

4.7. საქმეში წარმოდგენილი ლ---- ს----------–-- ს----–----- სასამართლო ექსპერტიზის ე---------–----------- 22.09.2--- წლის №0--------, 05.10.2--- წლის №0-------- და 28.09.2--- წლის №0-------- დასკვნებით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ ,,დაზიანებების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია 2009 წლიდან დღემდე ნ------–----- კარიერზე შპს „ჯო------- მა--------“-ს მიერ წარმოებული სამუშაოები; მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლობითი აფეთქებებით, კარიერზე დღემდე მოქმედი ბურღვითი სამუშაოები; ჩრდილოეთ მხარეს 200-250 მეტრში მდებარე სამთო კარიერი (იხ. ტ. I, ს/ფ.: 214, 235, ტ. II, ს/ფ.: 9);

 

ამასთან მითითითებული ექსპერტების დასკვნებით დგინდება, რომ დაზიანების მიზეზი ასევე შესაძლებელია ყოფილიყო ფუძე-გრუნტების გაწყლიანებით შენობის ირგვლივ შემონაკირწყლის არ ქონა, ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრები, ფუძე-საძირკვლების დასუსტება, რაც ასევე შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო მეწყრული პროცესებით;

 

4.8. გასათვალისწინებელია, რომ შპს „ჯო------- მა--------“-ს მიერ საქმეში წარმოდგენილი 10.01.2--- წლის №0-------- დასკვნთ ასევე ცალსახად არ დასტურდება მოსარჩელეთა ქონების დაზიანების ფაქტი მხოლოდ მიწისძვით და ატმოსფერული ნალექების შედეგად, კერძოდ მითითებულ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ,,...შეიძლება დავასკვნათ, რომ ჭ---------- მ----–----–-------- სოფ. პ--------–- მდებარე ვიზუალური დათვალიერებით გამოკვლეული საცხოვრებელი სახლების არსებული დეფორმაციები და განვითარებული ბზარები ძირითადად გამოწვეულია ატმოსფერული ნალექებით საძირკვლის ფუძის დასველების გამო, შენობის საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციების განვითარებით და მიწისძვრების ზემოქმედების შედეგად’’ (იხ. ტ. I ს/ფ.: 194);

 

4.9. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს;

 

4.10. სააპელაციო პალატა აფასებს რა საქმეზე წარმოდგენილ, სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელ მტკეცებულებებს: მხარეთა ახსნა განმარტებებს, ექსპერტა დასკვნებს, დადგენილად მიიჩნევს, რომ ზუ---- ც------ის და და---- ც------ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობები და მიწის ნაკვეთები დაზიანდა ნაწილობრივ მოსარჩელეთა ბრალით - ფუძე-გრუნტების გაწყლიანებით შენობის ირგვლივ შემონაკირწყლის არ ქონის გამო, ასევე ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრების და მეწყრული პროცესების შედეგად, თუმცა ეს ზარალი გაიზარდა ასევე 2009 წლიდან დღემდე ნ------–----- კარიერზე შპს „ჯო------- მა--------“-ს მიერ წარმოებული სამუშაოების, მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლობითი აფეთქებების, კარიერზე დღემდე მოქმედი ბურღვითი სამუშაოების შედეგად;

 

4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად: პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი;

 

4.12. პალატა განმარტავს, რომ ზიანი, არის ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების ან კეთილდღეობის ხელყოფა. არასახელშეკრულებო ზიანი (დელიქტი) კი წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევიდან. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობათა ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის;

 

4.13. პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ნორმის შემადგენლობა, ყველა პირობა, რაც ზიანის დაკისრებისათვისაა აუცილებელი;

 

4.14. პალატა განმარტავს, რომ ზიანი უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა პირმა. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, დაზარალებულს მიეცემა ფულადი ანაზღაურება;

 

4.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება;

 

4.16. პალატა თვლის, რომ სამთო სამუშაოების შედეგად დაზიანების ბრალის გამორიცხვის შესახებ მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკუთვნის;

 

4.17. მაშასადამე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში ზიანი სახეზეა, ასევე სახეზეა მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში, რადგან შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად იმის მტკიცება, რომ მოსარჩელეთა უძრავი ქონების დაზიანება არ მომხდარა შპს „ჯო------- მა--------“-ს მიერ და თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ქონების გაუარესებაში მოსარჩელეებთან ერთად მესამედი წილი მიუძღვის მოპასუხეს;

 

4.18. სამოქალაქო სამართალწარმოებაში დავის სწორად გადაწყვეტისათვის უდიდესი მნიშვნელობა მტკიცებულებათა სწორ შეფასებას, ასევე მტკიცების ტვირთის სწორ გადანაწილებას ენიჭება;

 

4.19. სააპელაციო პალატის აზრით გამოსაკვლევია ის, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. აღნიშნული საკითხების კვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, ის რაც დაზარალებულის ბრალით არის გამოწვეული, არ შეიძლება ტვირთად დააწვეს მოვალეს. ყველა პასუხს აგებს, მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის;

 

4.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს ნაწილობრივ, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამ. ასეთ შემთხვევაში (როდესაც ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამ), ზიანის მიმყენებლის მიერ სრული ანაზღაურება უსამართლოა და გამოიწვევს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრებას. ამ მუხლის თანახმად, დაზარალებულის თანამონაწილეობა ზიანის დადგომაში შეიძლება გამოიხატოს, როგორც მის უშუალო მოქმედებაში, ასევე ისეთი მოვლენის დადგომაში, რომლის მიმართაც თვითონაა რისკის მატარებელი. აღნიშნულ თანამონაწილეობას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, როგორც სახელშეკრულებო ისე არასახელშეკრულებო ურთიერთობებში. უფრო მეტად, რომელი მხარის მოქმედებით არის ზიანი გამოწვეული ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმისა და ხარისხის ქმედებასთან გვაქვს საქმე. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, რომ დაზარალებულის მოქმედებამ სულაც აიცდინოს ზიანის მიყენება, ან/და მისი შემცირება გამოიწვიოს. ამდენად, თუ დაზარალებულს შეუძლია თავისი მოქმედებით აიცდინოს, ან/და შეამციროს ზიანი და იგი ამას არ აკეთებს, მისი ასეთი უმოქმედობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც „ბრალეული უმოქმედობა”. სამოქალაქო სსკ-ის მე-8.3 და 115-ე მუხლების თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას;

 

4.21. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეთა უძრავ ქონებაზე არსებული დაზიანების მიზეზი შესაძლებელია ყოფილიყო ფუძე-გრუნტების გაწყლიანებით შენობის ირგვლივ შემონაკირწყლის არ ქონა, მეწყრული პროცესების შედეგად ფუძე-საძირკვლების დასუსტება, შესაბამისად მოსარჩელეებს შეეძლოთ მათ მიერ შესაბამისი სამუშაოების განხორციელებით თავიდან აეცილებინათ შენობა-ნაგებობების ფუძე-გრუნტის გაწყლიანება და დამატებითი ძალისხმევით თავიდან აეცილებინათ ან/და მნიშვნელოვნად შეემცირებინათ ფუძე-საძირკვლების დასუსტება. ასეთის განხორციელების შემთხვევაში, მოსარჩელეები მნიშვნელოვანწილად აიცილებდნენ მათი ნების საწინააღმდეგოდ საკუთრების დაზიანებას;

 

4.22. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, მოსარჩელეთა მხრიდან წინდაუხედაობის გამოჩენამ, არაგულისხმიერმა ქმედებამ (უმოქმედობამ), ანუ შესაბამისი სამუშაოების განუხორციელებლობამ, რასაც დაემატა მოპასუხე შპს „ჯო------- მა--------“-ს მიერ 2009 წლიდან დღემდე ნ------–----- კარიერზე წარმოებული სამუშაოებიც, მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლობითი აფეთქებებიც, კარიერზე განხორციელებული ბურღვითი სამუშაოებიც, გამოიწვია საკუთების დაზიანება;

 

4.23. ისეთ ვითარებაში, როდესაც დაზიანებების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ფუძე-გრუნტების გაწყლიანებას, მიწისძვრებისა და მეწყრულ პროცესებთან ერთად არის 2009 წლიდან დღემდე ნ------–----- კარიერზე შპს „ჯო------- მა--------“-ს მიერ წარმოებული სამუშაოები, მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლობითი აფეთქებები, კარიერზე დღემდე მოქმედი ბურღვითი სამუშაოები და დადგენილია მოსარჩელესათვის მიყენებული ზიანი და მისი ოდენობა, მოსარჩელეს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს მიყენებული ზიანის შესატყვისი ანაზრაურება. სსკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული;

 

4.24. ამდენად, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მხარისათვის მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეული იყო ორივე მხარის მიზეზით და არსებობდეს მხარეთა ე.წ. „შერეული ბრალი“. ასეთ დროს სასამართლო ვალდებულია, დაადგინოს, რომელ მხარეს რა მოცულობით ეკისრებათ მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა და მისი ანაზღაურების ოდენობაც აღნიშნული მოცულობის პროპორციულად განსაზღვროს;

 

4.25. ერთ-ერთ საქმეზე (იხ., სუსგ №ას-278-263-2017, 21 აპრილი, 2017 წელი) საკასაციო პალატამ უდავოდ დაადგინა ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ მოპასუხეთა ბრალეულობა კასატორის შვილის გარდაცვალებასა და კასატორისათვის მიყენებული მატერიალური დანაკლისის მიმართ, თუმცა მიიჩნია, რომ ზიანის წარმომშობი ფაქტი გარკვეულწილად გამოიწვია კასატორის შვილის მხრიდან წინდაუხედაობის გამოჩენამ (აგრეთვე, შდრ: 07 აპრილი, 2017 წელი, №ას-135-127-2017);

 

4.26. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, რადგანაც მან დაარღვია კანონით დადგენილი კონსერვაციის ვალდებულება, საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე (105-ე) მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად შეფასებით ასევე დგინდება დამდგარი ზიანისა და მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის ფაქტი. შეიძლება ითქვას, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, დაძლია დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე კანონით მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რომლის წინააღმდეგაც მოპასუხემ ამავე იურიდიული ძალის მქონე საპირწონე მტკიცებულებები ვერ წარადგინა. სააპელაციო პალატა მოცემულ ვითარებაში მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, საკუთარი უმოქმედობით (რაც გამოიხატა მისი მხრიდან წვიმის წყლის ჩამოდინების შედეგად შენობის ფუძე-გრუნტის გაწყლიანების და ფუძე-საძირკვლების დასუსტების წინააღმდეგ ზომების მიუღებლობაში) ასევე შეუწყო ხელი ზიანის დადგომას, ხოლო მხარეთა ბრალეულობის ხარისხის და ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას (დაზიანების ხარისხის, მოცულობისა და მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების კვლევის გათვალისწინებით პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის ბრალი 33,33%-ს შეადგენდა, ხოლო მოსარჩელისა - 66,67%-ს), აღნიშნულის შეასაბამისად, მოსარჩელე ზუ---- ც------ის მიერ მოთხოვნილი თანხის 130 000 ლარის და და---- ც------ის მიერ მოთხოვნილი თანხის - 140 000 ლარის (მოპასუხეს ზიანის მითითებული ოდენობების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია) გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოთხოვნილი თანხების 1/3, კერძოდ შპს ,,----------- მ--------ს'' ზუ---- ც------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 43,330 (ორმოცდასამი ათას სამასოცდაათი) ლარის (130,000/3=33.33%=43,330ლ.) გადახდა, ხოლო შპს ,,----------- მ--------ს'' და---- ც------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 46,665 (ორმოცდაექვსი ათას ექვსასსამოცდახუთი) ლარის (140,000/3=33,33%=46,665) გადახდა;

 

4.27. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად მოიძია სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა - სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომელიც დელიქტური ვალდებულების გენერალურ დათქმას წარმოადგენს, სწორად განსაზღვრა ნორმის აბსტრაქტული ელემენტები, თუმცა სწორად არ დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები, რომელთა შორის იყო მხარეთა შერეული ბრალის საკითხი და მტკიცების ტვირთი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა (ექსპერტთა დასკნის) არასწორად შეფასების შედეგად მთლიანად გადაიტანა მოსარჩელეზე, ისე, რომ აღნიშნული მტკიცებულებებიდან ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთებოდა მოსარჩელე მხარის ბრალეულობა იმ ხარისხით, რომ სასამართლოს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი;

 

ამგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია, იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე - შპს ,,----------- მ--------ს'' მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ზუ---- ც------ის სასარგებლოდ - 43,330 (ორმოცდასამი ათას სამასოცდაათი) ლარის გადახდა, ხოლო და---- ც------ის სასარგებლოდ - 46,665 (ორმოცდაექვსი ათას ექვსასსამოცდახუთი) ლარის გადახდა;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზუ---- ც------ის და და---- ც------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ზუ---- ც------ის და და---- ც------ის სარჩერლი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შპს ,,----------- მ--------ს'' ზუ---- ც------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 43.330 (ორმოცდასამი ათას სამასოცდაათი) ლარის გადახდა; შპს ,,----------- მ--------ს'' და---- ც------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 46.665 (ორმოცდაექვსი ათას ექვსასსამოცდახუთი) ლარის გადახდა;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;

 

6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად მათ არც პირველ და არც მეორე ინსტანციაში არ გადაუხდიათ სახელმწიფო ბაჟი;

 

6.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე - ზუ---- ც------ის მოთხოვნა სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია 43.330 ლარის ნაწილში, ხოლო და---- ც------ის სასარჩელო მოთხოვნა კი საფუძვლიანად მიიჩნია 46.665 ლარის ნაწილში, შესაბამისად პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისათვის გადასახდელი ბაჟი - მოგებული თანხის 3% - 2699,85 ლარი და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის გადასახდელი ბაჟი - მოგებული თანხის 4% - 3599.10 ლარი, საერთო ჯამში - 6298,95 ლარი, უნდა დაეკისროს მოპასუხეს შპს ,,----------- მ--------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ზუ---- ც------ის და და---- ც------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. ზუ---- ც------ის და და---- ც------ის სარჩერლი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. შპს ,,----------- მ--------ს'' ზუ---- ც------ის სასარგებლოდ დაეკისროს 43.330 (ორმოცდასამი ათას სამასოცდაათი) ლარის გადახდა;

 

5. შპს ,,----------- მ--------ს'' და---- ც------ის სასარგებლოდ დაეკისროს 46.665 (ორმოცდაექვსი ათას ექვსასსამოცდახუთი) ლარის გადახდა;

 

6. შპს ,,----------- მ--------ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 6298,95 ლარის ოდენობით; აღნიშნული თანხის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახაზინო კოდი №-----------.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე: ლაურა მიქავა

 

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

 

თამარ სვანიძე