განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001878040
საქმე №1ბ/19-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
პროკურორ - ზუ---------–--–---–ის
ადვოკატ - ზუ-----------–---ის
მსჯავრდებულ - გუ--------------ას
მონაწილეობით,მსჯავრდებულ გუ--------------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზუ-----------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გუ--------------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 12 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №6----------; ნასამართლეობის არმქონის, რეგისტრირებულის ს------–----------–-----–---–-, ფაქტობრივად მცხოვრების ქ-------–--–--------–------------–-----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით გუ--------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გუ--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
გუ--------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 მარტიდან.
გუ--------------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით;
მანვე ჩაიდინა, იძულება, ე. ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს;
მანვე ჩაიდინა, პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 01 მარტს, დაახლოებით 03:00 თბილისში, ბ----–---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გუ--------------ა ყაჩაღურად თავს დაესხა და------------–-–---–ს და პისტოლეტის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა.
2017 წლის 01 მარტს, დაახლოებით 03:10 საათზე, თბილისში, ქ-----------–-------------–---- ქუჩების კვეთაზე, გუ--------------ამ გააჩერა „ჰონდას“ მარკის ავტომობილი, რომელსაც მართავდა გე-–----------–---–ი. ავტომობილში ჩაჯდომის შემდგომ, გუ--------------ამ მძღოლს კეფაზე მიადო პისტოლეტი და მოსთხოვა მისი ნების საწინააღმდეგო მოქმედების შესრულება, რითაც შეუზღუდა ქმედების თავისუფლება.
2017 წლის 01 მარტს, დაახლოებით 03:20 საათზე, ქ.თბილისში, ქ-----------–--------------–---- ქუჩების კვეთაზე, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომელი შო----------–---–ი ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, ქუჩაში შენიშნა გუ--------------ა, რომელიც პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა სწრაფი ნაბიჯით. პოლიციელის მხრიდან კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, ზემოაღნიშნული პირი, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების, მიმალვისა და პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, თავს დაესხა შო----------–---–ს და განახორციელა რამდენიმე დამიზნებითი გასროლა, რა დროსაც, ამ უკანასკნელის მხრიდან საპასუხო გასროლის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გუ--------------ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზუ-----------–---მა, რომელმაც მოითხოვა გუ--------------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორმა ზუ---------–--–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ გუ--------------ას მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, შემდეგი პირობებით:
გუ--------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით; ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით; ასევე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი დანაშაულებისთვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გუ--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის და 64-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრის პერიოდში, გუ--------------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ზუ---------–--–---–მა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას გუ--------------ას მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
წარმოდგენილი პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს ასევე მსჯავრდებულმა გუ--------------ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზუ-----------–---მა.
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. მსჯავრდებულ გუ--------------ას ასევე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გუ--------------ამ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; მანვე ჩაიდინა, იძულება, ე. ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს; მანვე ჩაიდინა, პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 209-217-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ ზუ---------–--–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
გუ--------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
−საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გუ--------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის და 64-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
გუ--------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
გუ--------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრის პერიოდში, გუ--------------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- გუ--------------ას სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- გუ--------------ას ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ქამარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გუ--------------ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 ცალი პისტოლეტი და პისტოლეტის ტარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გადაეცეს შსს შეიარაღების სამსახურს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 1 ცალი მობილური ტელეფონის აპარატი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, მოწითალო ფერის გუბიდან აღებული ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, გე-–----------–---–ის ავტომანქანიდან 6 ცალი ჩხირით აღებული ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, გე-–----------–---–ის ავტომანქანის უკანა სავარძლიდან აღებული სამი ცალი მრგვალი ფორმის ვერცხლისფერი ბურთულა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- გუ------------–-–---–ის სახლში შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს 8 ცალი ჩხირით აღებული ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გუ------------–-–---–ის სახლის ეზოდან ამოღებული ტყავის საფულე, ფულადი თანხა 36 ლარის ოდენობით და გუ--------------ა პირადი საბუთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გუ--------------ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- გუ------------–-–---–ის სახლში შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 2 ცალი მრგვალი ფორმის ვერცხლისფერი ბურთულა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- გუ--------------ას სახლის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ქურთუკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს გუ--------------ას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- ცნობად იქნეს მიღებული, რომ შო----------–---–ის მიერ წარმოდგენილი და მისგანვე ამოღებული H-----------–--------- პისტოლეტი, დაუბრუნდა საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს.
- 5 ცალი მასრა, რომელიც 5 ცალ ქაღალდის პაკეტთან და პოლიეთილენის პარკის გახსნილ სამ ცალ პაკეტთან ერთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- და------------––---–ის სახლში შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღებული სუნის კვალის ნიმუშები მოთავსებული ცალ-ცალკე 2 (ორ) ცალ 0,5 ლიტრის ტევადობის მინის ქილაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- გე-–----------–---–ის ავტომანქანიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშები მოთავსებული ცალ-ცალკე ორ ცალ 0,5 ლიტრის ტევადობის მინის ქილაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- გუ--------------ასგან აღებული სუნის კვალის ნიმუში მოთავსებული ერთ ცალ 0,5 ლიტრის ტევადობის მინის ქილაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გე-–----------–---–ის ავტომანქანიდან აღებული მიკრო ნაწილაკები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მრგვალი ფორმის ვერცხლისფერი 267 ცალი ბურთულა (შარიკი), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გადაეცეს შსს შეიარაღების სამსახურს.
- შო----------–---–ისაგან აღებული ანაწმენდების დარჩენილი ნაწილი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- 1 (ერთი) ცალი დაქტილო ფირი და 1 ცალი CD დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- 4 (ოთხი) ცალი დაქტილო ფირი და 1 ცალი CD დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- გუ--------------ას სახლის ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი მუყაოს კოლოფი წარწერით „MAKAROV“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გადაეცეს შსს შეიარაღების სამსახურს.
- 1 (ერთი) ცალი DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია 02.03.2017 წლის #738/17ს განჩინების საფუძველზე, ქ. თბილისში, ქ-----------–-------------–----------------------- მდებარე მარკეტ „ო--------------ნ“ 07.03.2017 წლის გამოთხოვილი ინფორმაცია, კერძოდ, აღნიშნული მარკეტის გარე სათვალთვალო #1 ვიდეო კამერის მიერ, 2017 წლის 1 მარტის 03:00 საათიდან 03:20 საათამდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეო ჩანაწერი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- 1 (ერთი) ცალი DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია 02.03.2017 წლის #738/17ს განჩინების საფუძველზე, ქ. თბილისში, ბ----–--------------–ი მდებარე აფთიაქ „ი----------“ 08.03.2017 წელს გამოთხოვილი ინფორმაცია. კერძოდ, აღნიშნული აფთიაქის გარე სათვალთვალო #2-ე ვიდეო კამერის მიერ, 2017 წლის 1 მარტის 03:00 საათიდან 03:20 საათამდე დროის მონაკვეთში გადაღებული ვიდეო ჩანაწერი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი კომპაქტ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი კომპაქტ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
მოსამართლე: /მ. ლომთათიძე/