განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002310377
საქმე №1/ბ-1159-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ლევან თევზაძე
ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორის - გ---------------–---–ის,ადვოკატების - მ------------–---–ის, გ--------------ის,მსჯავრდებულების - გ--------------ის, თ--------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ--------------ისა და მისი ადვოკატის გ--------------ის, ასევე მსჯავრდებულ თ--------------–---–ისა და მისი ადვოკატის მ------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ---------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ჭ------------------–-----–---------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–-----------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.
თ------------------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ჭ------------------–-----–--------------–-----------------------------–-------------------–--------------–------------–-------–-----------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს განაჩენით:
გ--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) წლის ვადით;
გ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 03 იანვრიდან.
თ---------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
თ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 06 იანვრის 11:40 საათიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ
გ--------------ემ ჩაიდინა: ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის.
თ--------------–---–მა ჩაიდინა: ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განაჩენით, გ--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2018 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. თბილისში, აკაკი ბ-----------------ოზე არსებულ, ყოფილი მინისასტუმროს „ო-------–-----ს“ ტერიტორიაზე ყოფნისას, გ--------------ემ და თ---------------–---–მა, იქვე მყოფ ზ--------------–---–ს ყაჩაღური თავდასხმის გზით, სხვისი მოძრავი ნივთის მისაკუთრებისათვის, ჯგუფურად დაუწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, დააგდეს ძირს, რა დროსაც დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით წაართვეს 50 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, ასევე ფული 500 ლარის ოდენობით და მოიყვანეს რა განზრახვა სისრულეში, მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 550 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ--------------ემ და მისმა ადვოკატმა გ--------------მა, ასევე მსჯავრდებულმა თ--------------–---–მა და მისმა ადვოკატმა მ------------–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განააჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ადვოკატი გ--------------ი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ სასამართლომ სრულიად მიკერძოებულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და არ გაამახვილა ყურადღება იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რაც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას გამოვლინდა, კერძოდ, საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება კონფლიქტის დროს შემთხვევის ადგილზე თ------ ა------–---–ის ყოფნისა და გ--------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების სასამართლო პროცესზე გამოკვლევით ნათელი გახდა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც არის კერძო საკუთრება, განხორციელდა კანონის დარღვევით, ვინაიდან სახეზე არ გვაქვს არც თანამესაკუთრის ან თანამფლობელის თანხმობა, არ ყოფილა წარმოდგენილი არც სასამართლოს განჩინება. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს შემთხვევის ადგილზე ამოღებულ დანაზეც და მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის დროს დანას აღენიშნებოდა სიძველის ნიშნები, დანის პირზე არსებულ ნასვრეტებში აღინიშნებოდა დიდი ხნის მტვრის კვალი. ამასთან, დანას ჩაუტარდა ექსპერტიზა და მასზე არ აღმოჩნდა არც გ--------------ის და არც თ--------------–---–ის კვალი, რაც საეჭვოს ხდის დანის მსჯავრდებულებისადმი კუთვნილებას. ასევე, არ მომხდარა გამოძიების მხრიდან აღნიშნული დანის ექსპერტიზის ჩატარება, მასზე ზ--------------–---–ის ბიოლოგიური მასალის აღმოჩენის მიზნით; არ დათვალიერებულა შემთხვევის ადგილი იმ თვალსაზრისით, რომ დადგენილიყო ნამდვილად გადააგდეს თუ არა დაზარალებული ხევში მდინარის ნაპირას. ადვოკატის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ არის სრულყოფილად ჩატარებული, რაც გამოავლინა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა. აღნიშნული სახით შექმნილი მტკიცებულებები კი ვერ იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ადვოკატ მ------------–---–ის განმარტებით, განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოხდა მტკიცებულებების სათანადო შეფასება და განაჩენს საფუძლად დაედო ვარაუდი, ვინაიდან ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დადგინდა ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საფუძველზე. განაჩენით არ აღმოფხვრილა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები და ყველა ეჭვი არ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ რიგში პალატა წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილი და გამოკვლეული იქნა პირველი ინსტანციის სასართლო სხდომაზე, შემდეგ კი დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ იზიარებს, ან არ იზიარებს მხარეთა არგუმენტებს.
გ--------------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 2 იანვარს, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიცნო ზ--------------–---–ი. ორივე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და გადაწყვიტეს ერთად გაეგრძელებინათ დალევა. თუმცა, შეთანხმდნენ რომ ჯერ წასულიყვნენ მის (გ--------------ის) ახლობელთან, ისიც წამოეყვანათ და სამივეს ერთად დაელიათ. გ--------------ე და ზ--------------–---–ი ჩასხდენ ტაქსიში, გზად ზურაბის მიერ მიცემული 50 ლარით იყიდა სასმელი და სიგარეტი და წავიდნენ მეტრომშენის დასახლებაში, სადაც იმყოფებოდა თ---------------–---–ი და დედამისი. ბრალდებულმა დაზარალებულთან ერთად კვლავ მიიღო ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც გააღვიძა თ---------------–---–ი და სამივე წავიდნენ დასალევად. დიღომის ტერიტორიამდე გადაადგილდნენ ტაქსით. შემდეგ თვითონ შევიდა მაღაზიაში, კვლავ იყიდა ლუდი, სამი ცალი ჭიქა და დაიწყეს დალევა. თ---------------–---–მა მალევე თქვა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და წავიდა. ვინაიდან იმყოფებოდნენ გზის პირას და არ სურდა პრობლემები შექმნოდა სამართალდამცავ ორგანოებთან ნასამართლობის გამო, ზ--------------–---–ს შესთავაზა, რომ ჩასულიყვნენ მოფარებულ ადგილას. მართლაც გადავიდნენ გზიდან, გაჩერდნენ შემთხვევის ადგილზე და განაგრძეს სმა. ზურაბი მისგან მოითხოვდა, რომ წაეყვანა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან. მას (გ--------------ეს) არც დაზარალებულის ფულზე და არც სხვა ნივთებზე ყურადღება არ მიუქცევია, ძალიან ეძინებოდა და სცადა სიტყვიერად მოეშორებინა ზ--------------–---–ი, თუმცა იგი მაინც არ ანებებდა თავს, რის გამოც სახეში ძლიერად დაარტყა. ზ--------------–---–ი ძირს დაეცა, თავად კი დატოვა შემთხვევის ადგილი. გ--------------ემ დამატებით დაადასტურა, რომ დაზარალებულს გაცნობისას უთხრა - „პახმელიაზე“ ვარ და დავლიოთო.
თ---------------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, ღამის საათებში იმყოფებოდა სახლში და ეძინა. მასთან მივიდა გ--------------ე ზ--------------–---–თან ერთად და შესთავაზეს დალევა. თავიდან იგი უარს აცხადებდა, ვინაიდან თავს ცუდად გრძნობდა, თუმცა შემდეგ დათანხმდა და ერთად წავიდნენ დასალევად. მივიდნენ დიღომში, სადაც მაღაზიაში იყიდეს ლუდი, 3 ჭიქა და დაიწყეს სმა. ვინაიდან მეორე დღეს სამსახურში უნდა წასულიყო, მალევე გადაწყვიტა შინ დაბრუნება, დაემშვიდობა გ--------------ეს და ზ--------------–---–ს და დაბრუნდა სახლში.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ გ--------------ის და თ------ ა------–---–ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ზ--------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს მწყემსად და მის ყოველთვიურ ანაზღურება შეადგენს 200 ლარს. 2018 წლის 2 იანვარს, დამსაქმებლისგან გასამრჯელოს სახით მიიღო 3 თვის სარგო - 600 ლარი, რის შემდეგაც ჩამოვიდა თბილისში. სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიცნო გ--------------ე, რომელმაც უთხრა, რომ იყო ნაბახუსევი და ერთად დაელიათ. ალკოჰოლური სასმლის მიღებისას შეთანხმდნენ, რომ ასევე ერთად წასულიყვნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებთან. ისინი ჩასხდნენ ტაქსში, რა დროსაც გ--------------ის თხოვნით კიდევ გადაწვიტეს ალკოჰოლური სასმლის ყიდვა. 50 ლარი გადასცა გოჩას, რომელიც გადავიდა ტაქსიდან, იყიდა ალკოჰოლური სასმელი, ამავე თანხიდან გადაიხადა ტაქსით მგზავრობის საფასური, ხოლო დარჩენილი ფული დაუბრუნა მას. ტაქსით იმგზავრეს დაახლოებით ნახევარი საათი, რის შემდეგაც გ--------------ემ მიიყვანა მეტრომშენის დასახლებაში, ერთ-ერთ ოჯახში. სახლში დახვდათ დაახლოებით 40-45 წლის ქალბატონი და მძინარე თ---------------–---–ი. გ--------------ემ გაშალა სუფრა და ასევე, თ---------------–---–ს აღვიძებდა, ეუბნებოდა, რომ იყო „საქმე“ და გაჰყოლოდა მათ. მოგვიანებით ა------–---–ი ადგა და კვლავ ტაქსით წავიდნენ ერთად. გზად კიდევ შეიძინეს 2.5 ლიტრი ლუდი, ერთი ცალი ჭიქა და მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც არის მიტოვებული შენობა, ხოლო მის გვერდით რესტორანი. ვინაიდან მხოლოდ ერთი ჭიქა ჰქონდათ, ჯერ გ--------------ემ და თ---------------–---–მა დალიეს ლუდი, ხოლო შემდეგ შესთავაზეს მას. როდესაც ჭიქის ასაღებად დაიხარა, გ--------------ემ მას სახეში ამოარტყა ფეხი, რის გამოც დაეცა ძირს, თ---------------–---–ი კი ხელებზე დაადგა და პირზე აფარებდა ხელს. ამ დროს გ--------------ემ მოწითალო ტარიანი დანა მიადო კისერზე და ეუბნებოდა - სწრაფად ამოიღე ფულიო. გოჩამ თ---------------–---–ს მიუთითა, რომ ტელეფონიც აქვს ჯიბეში და ისიც ამოიღეო. შემდეგ თავად გ--------------ემ ამოაცალა ტელეფონიც და ფულადი თანხაც, ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც იქვე არსებული ღობიდან გადააგდეს მტკვრის სანაპიროზე, ხევში. მოგვიანებით შეძლო გზის პირას ამოსვლა, სადაც რესტორნიდან გამოსულ ახალგაზრდა მამაკაცს სთხოვა დახმარება, რომ მომხდარის შესახებ შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ გ--------------ემ და თ------ ა------–---–მა მისგან წაიღეს ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით და მისი დამსაქმებლის - ე-------–------–---–----ნ ნაჩუქარი, 50 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი, რომელსაც ერთი ღილაკი ჰქონდა დაზიანებული; სადგურის მოედნიდან მეტრომშენში გადაადგილებისას მან ტაქსის მძღოლს სთხოვა ტელეფონის ნომერი, რომელმაც კოლოფის ქაღალდზე დაწერილი მიაწოდა და შეინახა ჯიბეში; მეტრომშენიდან დიღომისკენ გადაადგილებისას ტაქსით მგზავრობის საფასური - 10 ლარი გადაიხადა თვითონ, რა დროსაც ჯიბიდან ამოიღო მთლიანი ფულადი თანხა და მის გვერდით მჯდომმა თ---------------–---–მა გაუნათა ფანრით, რათა 10 ლარიანი კუპიურა ეპოვნა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ--------------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის იანვრის თვეში მუშაობდა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ძ---–----–--–-“. 2018 წლის 3 იანვარს, ღამის საათებში, გამოვიდა სამსახურიდან და ცოტა ხნით შეჩერდა თავის მანქანასთან, რა დროსაც მასთან მივიდა დაზარალებული ზ--------------–---–ი და სთხოვა 112-ში დაერეკა. ამ უკანასკნელმა მიუთითა მისი სამუშაო ადგილის მოპირდაპირედ მდებარე მიტოვებულ შენობაზე და უთხრა, რომ იქ დააყაჩაღეს, წაართვეს 500 ლარი, მობილური ტელეფონი და სცემეს. დაზარალებული გამოიყურაბოდა ცუდად, ტანსაცმელი ჰქონდა ტალახიანი და სახეზე ჰქონდა ნაკაწრები. მოწმემ დარეკა 112-ში და განაცხადა მომხდარი ფაქტის შესახებ. დაახლოებით ღამის პირველიდან ორ საათამდე პერიოში მოვიდა პოლიცია, ხოლო თვითონ დატოვა შემთხვევის ადგილი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–----------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ტაქსის მძღოლად. 2018 წლის 2 იანვარს, სადგურის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მასთან მივიდნენ გ--------------ე (მიუთითა სხდომის დარბაზში) და ერთი მოხუცი კაცი. შეთანხმებისამებრ, მგზავრები წაიყვანა მეტრომშენის დასახლებაში. გზად გააჩერებინეს ავტომანქანა, რა დროსაც დაზარალებულმა გ--------------ეს გადასცა 50 ლარიანი კუპიურა. ეს უკანასკნელი გადავიდა ავტომანქანიდან და შევიდა მაღაზიაში. გ--------------ემ გამოსვლა დააგვიანა, რა დროსაც დაზარალებული აღელდა. ამის გამო იგი (შ--–----------–---–ი) თავად შევიდა მაღაზიაში, ნახა, რომ ბრალდებული ყიდულობდა პროდუქტს და აღნიშნული აცნობა დაზარალებულს. გ--------------ის მაღაზიიდან დაბრუნების შემდეგ მგზავრები მიიყვანა მეტრომეშენის დასახლებაში, უ–-----------–ი. როდესაც მანქანიდან გადავიდნენ, ზ--------------–---–მა მოსთხოვა მას ტელეფონის ნომერი, რათა მოგვიანებით გორში აპირებდა წასვლას და ტაქსი დასჭირდებოდა. წითელი ფერის „მალბოროს“ სიგარეტის კოლოფს მოახია თავი და დაუწერა ტელეფონის ნომერი - „5-----------“, ასევე მიაწერა თავისი სახელი „შოთა“. შ--–----------–---–მა დამატებით განმარტა, რომ მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, სადაც წარდგენილ გ--------------ეს ეცვა იგივე ტანსაცმელი, რაც მათი პირველი შეხვედრისას, ასევე სახეზეც იცნო ბრალდებული; მისი ტაქსით გადაადგილებისას მგზავრებს ერთმანეთის სახელები არ უხსენებიათ. გ--------------ემ გადაუხადა მგზავრობის საფასური - 8 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-------–------–---–მა განაცხადა, რომ ზ--------------–---–ი მასთან იყო დასაქმებული მწყემსად. მას დაზარალებულისათვის ნაყიდი ჰქონდა შავი ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც ღილაკი ჰქონდა დაზიანებული. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ 2018 წლის 2 იანვარს, ზ--------------–---–ის გადასცა სამი თვის გასამრჯელო - 600 ლარი, 100 ლარიანი და 50 ლარიანი კუპიურებით, ვინაიდან ზ--------------–---–ი აპირებდა სახლში წასვლას შვილიშვილების მოსანახულებლად. ამ დროისთვის დაზარალებულს მის მიერ ნაჩუქარი მობილური ტელეფონიც თან ჰქონდა.
ქ. თბილისის შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა - რ---------------------------------–---–---------------------------–------------------------------------------–---–------------------------------------------------------------------------------–--–-----------------------–----------------–---–----------–-----------------–---–--------------------–---–---------------–------------–-------–-----------------------–--------მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
2018 წლის 3 იანვრით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, ბ--–--–---–---------ა და ბ-----------------ოს კვეთაზე მინისასტუმრო „ო-------–-----“-ს სარდაფში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, დაზარალებულის ზ--------------–---–ის მითითებით, ამოღებული იქნა პოლიეთილენის ბოთლი წარწერით - „Kaiser”, მასში მოთავსებული სპეციფიური სუნის მქონე სითხით, ასევე პოლიეთილენის ერთი ცალი ჭიქა, რომელშიც ასევე მოთავსებულია სპეციფიური სუნის მქონე სითხე. ასევე ამოღებული იქნა ვერცხლისფერი დანა, რომელიც არის დაკეცილ მდგომარეობაში და რომლის სახელურიც გაწყობილია მოწითალო ფერის ნაკეთობით. დაზარალებულის განმარტებით, სწორედ აღნიშნული დანა დაადეს ყელის არეში და გასტაცეს ფულადი თანხა. შემთხვევის ადგილიდან ასევე ამოღებული იქნა ორი ცალი ხუთლარიანი კუპიურა, რომელზეც დაზარალებულმა განმარტა, რომ ეკუთვნის მას და ისინი სწორედ თანხის წართმევისას ამოუვარდა ჯიბიდან; ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა სიგარეტ „მალბოროს“ შეფუთვის ქაღალდის ნაგლეჯი წარწერით - „5-----------. შოთა“; აღნიშნული ნაგლეჯიც, დაზარალებულის განმარტებით ასევე მას ეკუთვნის და ამოუვარდა ჯიბიდან. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაზარალებულმა ასევე მიუთითა სარდაფის ღიობზე, საიდანაც იგი გადააგდეს თავდამსხმელებმა და დაეცა მიწაზე.
2018 წლის 3 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ--------------ისგან ამოღებული იქნა შავი ფერის მობილური ტელეფონი წარწერით „NOKIA”, რომელსაც გაფუჭებული აქვს ე.წ. „ჯ---------“, იმეი კოდით - 3-------------- და რომელშიც მოთავსებული იყო „ლაი-ლაი“-ს სიმბარათი. ამოღებული ნივთი დაილუქა კანონშესაბამისი წესით.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2018 წლის 3 იანვარს, ზ--------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო გ--------------ე და განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება არის ნამდვილად ის პირი, ვინც 2018 წლის 2 იანვარს გაიცნო „ვაგზალზე“ და სწორედ აღნიშნულმა პირმა დანის მუქარით წაართვა ფულადი თანხა.
2018 წლის 4 იანვარის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ზ--------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი ფოტოსურათიდან ამოიცნო მესამე ფოტოსურათზე გამოსახული პირი, რომელიც არის ბრალდებული თ---------------–---–ი. დაზარალებულმა განაცხადა, რომ აღნიშნული პირი არის სწორედ ის, რომელთანაც 2018 წლის 3 იანვარს, ის და ახალგაცნობილი პიროვნება მივიდნენ ღამის საათებში, რის შემდგომაც გამოემართნენ დიღმის მასივის მიმართულებით, სადაც ამოცნობილმა პირმა, მეორე მამაკაცთან ერთად, დანის მუქარით წაართვა ფულადი თანხა, ტელეფონი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხოლო პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, 2018 წლის 4 იანვარს, ზ--------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო თ---------------–---–ი და განაცხადა, რომ აღნიშნული არის ნამდვილად ის პირი, ვინც მეორე პიროვნებასთან ერთად დანის მუქარით წაართვა ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი.
2018 წლის 2 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ზ--------------–---–მა წარდგენილი ოთხი მობილური ტელეფონიდან ამოიცნო რიგით მარცხნიდან პირველად განთავსებული შავი ფერის „NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც გაფუჭებული აქვს ე.წ. ჯ---------ს ღილაკი და რომელიც ამოღებული იქნა გ--------------ისგან.
2018 წლის 3 იანვარის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, შ-------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო გ--------------ე და განცხადა, რომ ეს არის პირი, რომელიც ხნიერ მამაკაცთან ერთად მიიყვანა კუთვნილი ავტომანქანით უ–------------------ში. ამოცნობილი პირის თანმხლებ ხნიერ მამაკაცს, შ-------------–---–მა სიგარეტის ქაღალდზე დაუწერა თავისი ტელეფონის ნომერი.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 03.01.2018 წ. მოქალაქე ზ--------------–---–ს პირადი შემოწმებისას/ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. ობიექტურად მარჯვენა თხემ-კეფის მიდამოში, აღენიშნებოდა მოწითალო, მოიისფრო სისხლნაჟღენთი, ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა კეფის მიდამოში ცენტრალურად მარჯვნივ წარბის მიდამოში, თვალთან დაბლა აღენიშნებოდა მოწითალო ფერის მშრალზედაპირიანი ნაჭდევი უსწორო ფორმის განივად მდებარე და ასეთივე ხასიათის ნაჭდევები აღენიშნებოდა მარცხნივ ყვრიმალის მიდამოში, მარცხნივ შუბლ-საფეთქლის მიდამოში მდებარე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. დაზარალებული შემოწმების მომენტში უჩიოდა თავის ტკივილს. იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა დაზიანებები უშუალოდ ტანზე, ზ--------------–---–მა ტანსაცმლის გახდაზე განაცხადა უარი და შესაბამისად, სხეულის სხვა ნაწილები ექსპერტის მიერ ვერ იქნა შემოწმებული. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტიმა გ---–--------------–---–მა.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2018 წლის 27 მარტის №0-------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით „...1 (ერთი) ცალი დასაკეცი დანა მოწითალო ფერის ტარით ამოღებული ხის ფიცრებს შორის ბეტონის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ დანაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომლებიც ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია; პაკეტში წარწერით: „...1 (ერთი) ცალი პლასტმასის ბოთლი წარწერით „Kaiser, 1 (ერთი) ცალი პლასტმასის ჭიქა სითხის ნიმუშთან ერთად ამოღებული ხის ფიცრების ზედაპირიდან, პლასტმასის ბოთლი მოყვითალო ფერის სპეციფიური სუნის მქონე სითხით...“ მოთავსებულ ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ.№3) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------ ა-------–---–ს. ამავე პაკეტში მოთავსებულ ბოთლზე არსებული ბიომასალის (ობ.№4,5) გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის თ--------------–---–ს. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ნ-----------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განაჩენის თანახმად, გ--------------ე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის; მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დროიდან - 2015 წლის 14 აგვისტოდან. ამ უკანასკნელის ნასამართლობა არ იყო მოხსნილი და გაქარწყლებული ქმედების ჩადენის დროისთვის - 2018 წლის 2 იანვრისთვის.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ--------------ის და თ--------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილ ქმედებათა ჩადენის ფაქტს.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ზ--------------–---–მა საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა 2018 წლის 2 იანვარს თბილისიში ჩამოსვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის თუ სად და ვისთან ერთად იმყოფებოდა და უშუალოდ რა ვითარებაში განხორციელდა მის მიმართ დანაშაულებრივი ქმედება; აღწერა, თუ როგორ შეხვდა გ--------------ეს და შემდეგ თ------ ა------–---–ს, რა მიზეზით გააგრძელა მათთან ურთიერთობა და როგორ და რატომ მოხვდნენ შემთხვევის ადგილზე; დაწვრილებით გადმოსცა მსჯავრდებულების მიერ მისი ცემის, დანის გამოყენებით მასზე მუქარის განხორციელების და ფულადი თანხისა და მობილური ტელეფონის წართმევის დეტალები; დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე, მიუხედავად მხარეთა მიერ კითხვის რამოდენიმეჯერ დასმისა, დამაჯერებლად და ნათლად განმარტა, რომ როდესაც ძირს დაეცა, თ---------------–---–ი უკავებდა ხელებს, ასევე, ხელს აფარებდა პირზე, ხოლო გ--------------ემ მოწითალო ტარიანი დანა მიადო კისერზე და მოსთხოვა ფულადი თანხა. შემდეგ კი გოჩამ ამოაცალა ჯიბეებიდან როგორც ფული 500 ლარის ოდენობით, ასევე მობილური ტელეფონი.
პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ზ--------------–---–ის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან სრულიად დამაჯერებლად და გარკვევით აღწერა თითოეული გარემოება. მის ჩვენებაში არ იკვეთება არაერთგვაროვანი პასუხები, რის გამოც სასამართლოს მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. ერთობლიობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული არის თანმიმდევრული, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავს სრულყოფილად და ზედმიწევნით, საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, თუ რა მიზანი უნდა ამოძრავებდეს ზ--------------–---–ს, რომ მსჯავრდებულების წინააღმდეგ მიეცა ცრუ ჩვენება.
დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია და სრულ თანხვედრაშია მოწმეების: ე-------–------–---–ის, შ--–----------–---–ის და დ--------------–---–ის ჩვენებებთან. ისინი იმავე თანმიმდევრობით და ლოგიკური წყობით აღწერენ მათთვის ცნობილ, განვითარებულ მოვლენებს, როგორც ამას გადმოცემს დაზარალებული. ე-------–------–---–მა დაუდასტურა სასამართლოს, რომ ზ--------------–---–ს დანაშაულის ჩადენის დღეს ნამდვილად ჰქონდა მის მიერ გადაცემული 600 ლარი და მობილური ტელეფონი, რომელსაც ერთი ღილაკი ქონდა დაზიანებული. მოწმე შ--–----------–---–მა დაზარალებულის ჩვენების იდენტურად აღწერა სადგურის მოედნიდან მეტრომშენის დასახლებაში მისი ავტომობილით გ--------------ის და ზ--------------–---–ის გადაადგილების დეტალები. აღნიშნა, რომ მაღაზიაში შესვლისას ზ--------------–---–მა ამ გადასცა გ--------------ეს ფულადი თანხა. დაადასტურა ასევე, რომ ზ--------------–---–მა მოსთხოვა ტელეფონის ნომერი, რაც სიგარეტის კოლოფის ქაღალდზე დაუწერა. ხოლო დ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მასთან შეხვედრისას დაზარალებული იყო ცუდ მდგომარეობაში, ტანსაცმელი ჰქონდა ტალახიანი და სახეზე არსებული ნაკაწრებიდან სისხლი მოსდიოდა; დაზარალებულმა მიანიშნა მიტოვებულ შენობაზე და უთხრა, რომ იქ დააყაჩაღეს.
იმ ფაქტს, რომ ზ--------------–---–ის ცემას და მუქარას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ადასტურებს მის სხეულზე არსებული დაზიანებებიც. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ზ--------------–---–ს პირადი შემოწმებისას, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით კი არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული და ასევე, როგორც თავად ზ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, მან ექსპერტის წინაშე ტანსაცმლის გახდაზე განაცხადა უარი იმ მიზეზით, რომ სხეულზე არ ექნებოდა დაზიანებები. აღნიშნული კი რა თქმა უნდა უპირობოდ არ მიუთითებს, რომ დაზარალებულს სხეულის სხვა, ტანსაცმლით დაფარულ ადგილებში არ მიუღია დაზიანება და შესაბამისად, არ მომხდარა მისი მდინარის ნაპირზე დაგადგება.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ზ--------------–---–ის ჩვენება არის უტყუარი და რეალობას ასახავს. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თითოეულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, დადასტურებული და გამყარებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არაერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებით. მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საიდანაც ამოღებული იქნა პოლიეთილენის ბოთლი წარწერით - „Kaiser“, ასევე პოლიეთილენის ერთი ცალი ჭიქა, სიგარეტ „მალბოროს“ შეფუთვის ქაღალდის ნაგლეჯი წარწერით - „5-----------. შოთა“ და ვერცხლისფერი დასაკეცი მოწითალო ფერის სახელურიანი დანა, რომლეზედაც დაზარალებულმა განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული დანა დაადეს მსჯავრდებულებმა ყელის არეში.
რაც შეეხება პირის ამოცნობის ოქმებს, ზ--------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო გ--------------ე, რომელიც გაიცნო სადგურის მოედანზე და სწორედ აღნიშნულმა პირმა დანის მუქარით წაართვა ფულადი თანხა. ხოლო, ამოსაცნობად წარდგენილი სამი ფოტოსურათიდან ამოიცნო მესამე ფოტოსურათზე გამოსახული თ---------------–---–ი, რომელმაც მეორე მამაკაცთან ერთად დანის მუქარით წაართვა ფულადი თანხა, ტელეფონი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მან ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო თ------ ა------–---–ი. ასევე, მოწმე შ-------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო გ--------------ე და განცხადა, რომ ეს არის პირი, რომელიც ხნიერ მამაკაცთან ერთად კუთვნილი ავტომანქანით მიიყვანა უ–------------------ში.
საყურადღებო მტკიცებულებას წარმოადგენს ასევე გ--------------ის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმადაც, გ--------------ისგან ამოღებული იქნა შავი ფერის მობილური ტელეფონი წარწერით „NOKIA”, რომელსაც გაფუჭებული აქვს ე.წ. „ჯ---------“. ხოლო, ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ზ--------------–---–მა წარდგენილი ოთხი მობილური ტელეფონიდან ამოიცნო რიგით მარცხნიდან პირველად განთავსებული შავი ფერის „NOKIA”-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც გაფუჭებული აქვს ე.წ. ჯ---------ს ღილაკი და რომელიც ამოღებული იქნა გ--------------ისგან.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზეც, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ჭიქაზე და ბოთლზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ------ ა-------–---–ს, რაც წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, რომ ეს უკანასკნელი ნამდვილად იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც უშუალოდ განხორცილედა ყაჩაღური თავდასხმა ზ--------------–---–ზე.
დაცვის მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შემთხვევის ადგილის - სასტუმრო „ოქროს ცვრის“ დათვალიერებას, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია არის კერძო საკუთრება, ხოლო სამართალდამცავებს დათვალიერების დაწყებამდე არ ჰქონით თანამესაკუთრის ან თანამფლობელის თანხმობა და არც სასამართლოს განჩინება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობით შესაძლებელია ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში კი შემთხვევის ადგილის დათვალიერება განხრციელდა ფრიდონ ბუცხრიკიძის თანხმობით, რომელიც მეთვალყურეობდა აღნიშნულ ობიექტს, ასრულებდა დარაჯის ფუნქციას და შესაბამისად, წარმოდგენდა კომინკაციის ერთ-ერთ მხარეს.
დაცვის მხარე ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ სამართალდამცავების მიერ გამოძიება არ იქნა ჩატარებული სრულყოფილად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანაზე არ აღმოჩნდა არც გ--------------ის და არც თ------ ა------–---–ის კვალი, ხოლო აღნიშნული დანაზე ზ--------------–---–ის ბიოლოგიური მასალის აღმოჩენის მიზნით, არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ მომხდარა. ხოლო ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, ქმნიან იმ უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ--------------ის და თ------ ა------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი, რათა გაზიარებული იქნეს დაცვის მხარის მოსაზრება, რომ საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება კონფლიქტის დროს შემთხვევის ადგილზე თ--------------–---–ის ყოფნისა და გ--------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტი; პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოხდა მტკიცებულებების სათანადო შეფასება და განაჩენს საფუძლად დაედო ვარაუდი. პალატა მიიჩნევს, პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა იქონია თითოეული მტკიცებულებით დადგენლი ფაქტობრივ გარემოებებზე და შეაფასა ისინი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, რის საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ შემთხვევის ადგილზე, როგორც გ--------------ის, ასევე თ--------------–---–ის ყოფნის და მათ მიერ ზ--------------–---–ის ყაჩაღობის ფაქტს.
რაც შეეხება მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების დამამძიმებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ--------------–---–ისაგან თანხისა და მობილური ტელეფონის დაუფლება, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, განხორციელდა ჯგუფურად, ვინაიდან გ--------------ე და თ--------------–---–ი მოქმედებდნენ შეთანხმებულად, ერთიანი მიზნით.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ გ--------------ის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“.
ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის მიხედვით კი, გ--------------ე გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განაჩენით, რომლის თანახმად, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დროიდან - 2015 წლის 14 აგვისტოდან. ხოლო, ქმედების ჩადენის დროისთვის - 2018 წლის 2 იანვრისთვის, მას ნასამართლობა მოხსნილი და გაქარწყლებული არ ჰქონია.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც გ--------------ეს და თ--------------–---–ს წარედგინათ ბრალი. პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ--------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის; თ--------------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, გ--------------ეს და თ--------------–---–ს მათ მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დაენიშნათ ადეკვატური და სამართლიანი, მათი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული სასჯელები, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ--------------ისა და მისი ადვოკატის გ--------------ის, ასევე მსჯავრდებულ თ------ ა------–---–ისა და მისი ადვოკატის მ------------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად;
გ--------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) წლის ვადით;
გ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 03 იანვრიდან.
მსჯავრდებულ გ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
თ---------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 8 (რვა) წლის ვადით;
თ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 06 იანვრიდან.
მსჯავრდებულ თ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
გ--------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ზ---------------–---–ის მობილური ტელეფონი - ნოკია, რომელიც დალუქული ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბოთლი, ჭიქები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა; გ--------------ის და თ---------------–---–ის ნერწყვის ნიმუშები; მოწითალო ფერის ქაღალდის ნაგლეჯი ტელეფონის ნომრით, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
01 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც დაულუქავი სახით ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი
ლ.თევზაძე