განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2018
საქმის ნომერი
330100117002035387
ინსტანცია
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002035387

საქმე #1ბ/224-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მოსამართლე: მურმან ისაევი

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლების: ი-----–- მ---–----ს

მსჯავრდებულის: მ------ ს----–---–ის

ადვოკატის: ი------------

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ - ი-----–- მ---–----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების #0-----------), მ------ გ-------ს ძე ს----–---–ის (დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, ნასამართლევის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–--------–------------------------------------–-- მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ------ ს----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ: სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ------ ს----–---–მა ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა და ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, შვილის - მ--- გ------–---–ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფით დაინტერესებული, აფხაზეთიდან დევნილი დ------- გ------–---–ი, 2017 წლის 01 ივნისს, საკითხში გარკვევის მიზნით, დაუკავშირდა და შეხვდა მ------ ს----–---–ს, რომელმაც დ------- გ------–---–თან შეხვედრისას განიზრახა თაღლითური გზით, მოტყუებით დაუფლებოდა ამ უკანასკნელის კუთვნილ, დიდი ოდენობით ფულად თანხას, რა დროსაც დ------- გ------–---–ი მოატყუა, რომ 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ, თითქოსდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, ნაცნობების მეშვეობით, დაეხმარებოდა თბილისის ტერიტორიაზე საცხოვრებლის მიღებაში. 2017 წლის 21 ივნისს, თბილისში, გ--------–-----------, მ------ ს----–---–ი შეხვდა დ------- გ------–---–ს და გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 8 000 (რვა ათასი) აშშ დოლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 08 თებერვლის განაჩენით, მ------ ს----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რისთვისაც საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ხოლო ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სხვა უფლებებთან ერთად, 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, მ------ ს----–---–ი გათავისუფლდა ზემოაღნიშნული განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებითა და იმავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული სასჯელებისაგან, ხოლო ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი - 06 (ექვსი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლით, 10 (ათი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

2015 წლის 12 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის №1------- განკარგულების საფუძველზე, მ------ ს----–---–ი გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

 

მ------ ს----–---–მა არ შეასრულა ძალაში შესული განაჩენი და 2017 წლის 19 ივნისს, თბილისში მართავდა ავტომობილს, კერძოდ, მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,და--------ს” მარკის ავტომანქანით გადაადგილდა გორგასლის ქუჩიდან თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კომპლექს ,,ჰუალინგამდე” და შემდეგ დაბრუნდა უკან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებით განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით:

 

მ------ ს----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ------ ს----–---–ი ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით მ------ ს----–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 09 (ცხრა) თვის ვადით, შთანთქა მოცემული განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ ს----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ------ ს----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 21 ივნისის 12:07 საათიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებით განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა - ი-----–- მ---–----მ; სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა: ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის გათვალისწინებით ცვლილება იქნას შეტანილი პირველი ინსტანციის განაჩენში მ------ ს----–---–ის მიმართ, მას ძირითად სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, ასევე განესაზღვროს დამატებითი სასჯელი;

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ------ ს----–---–ის მიმართ გავრცელდა კანონით გათვალისწინებული არაერთი შეღავათი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გათავისუფლდა განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მან კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც მიუთითებს მასზე, რომ არ დაადგა გამოსწორების გზას;

 

ი-----–- მ---–----მ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება;

 

მსჯავრდებულმა მ------ ს----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი არ დაუჭირეს პროკურორის სააპელაციო საჩივარს, მათ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნიეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებით განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი და ითხოვეს მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით მ------ ს----–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის - მ------ ს----–---–ის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

მ------ ს----–---–ის ბრალდების საქმის, პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითი განხილვისას ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მსჯავრდებულს არ გაუხდია სადავოდ და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებები რომლებიც მხარეთა მიერ წარდგენილი სადაო არ გამხდარა. მოწმეების: მ--- გ------–---–ის, ნ-----–---- ბ-----–---–-ს, ლ---- გ---------ის, მ-----------------ის, ფ-------- ბ--------–---–ის, რ----- კ-–--–---ს, ი-----–- ყ----–---–---–ის, ნ-----------ის, დ----- ნ------ს, გ-------– გ---------ს, დაზარალებულ დ------- გ------–---–ის, ბრალდებულ მ------ ს----–---–ის გამოკითხვის ოქმებით; ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით და მათი ამსახველი კრებსებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მ------ ს----–---–ის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 08 თებერვლის განაჩენით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 01 მარტის განჩინებით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ------ ს----–---–მა ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა და ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი მ------ ს----–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის განსაზღვრის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

 

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

 

საქართველო სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის.

 

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ------ ს----–---–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის დროს სრულად გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და ავადმყოფი დედა, რომელთა ერთადერთი მარჩენალიც თავად არის, დაკარგული აქვს საცხოვრებელი ბინა, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები,(წარმოადგინა ცნობები) ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ამასთან დანაშაული შეწყვეტილი იქნა მცდელობის ეტაპზე, დაზარალებულს ზიანი არ განუცდია, ამ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი ძირითადი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ დამატებით სასჯელის განსაზღვრის ნაწილში, პალატის აზრით ასეთი მოთხოვნა სამართლიანია; თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მ------ ს----–---–ს, 5(ხუთი) წლის ვადით, სხვა უფლებების ჩამორთმევასთან ერთად, ჩამორთმეული ჰქონდა სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

 

აღნიშნული განაჩენით მ------ ს----–---–ს ძირითად სასჯელად განსაზღვრული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით, რომელმაც შთანთქა ახალი განაჩენით ძირითად სასჯელად შეფარდებული ჯარიმები, ხოლო ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული აკრძალვები დატოვა მსჯელობის გარეშე, მითუმეტეს მსჯავრდებულს 5(ხუთი) წლის ვადით, ჩამორთმეული ჰქონდა სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმართველობის სახაზინო(საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებით განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენი მ------ ს----–---–ის მიმართ, უნდა შეტანილი იქნას ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ - ი-----–- მ---–----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებით განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის განაჩენში მ------ ს----–---–ის მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება.

 

მ------ ს----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მ------ ს----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით მ------ ს----–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 09 (ცხრა) თვის ვადით, შთანთქოს მოცემული განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ ს----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ------ ს----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 21 ივნისის 12:07 საათიდან, რაც ამჟამად მოხდილი აქვს;

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ------ ს----–---–ს 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

მ------ ს----–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 8 000 (რვა ათასი) აშშ დოლარი, რაც გადაგზავნილია საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) მართვისა და კონტროლის განყოფილებას, ხოლო ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული 03 (სამი) DVD დისკი ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი