განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002482074
საქმე №1ბ/1122-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - თა-------------ის
ადვოკატ - ხა--------------ის
მსჯავრდებულ - რა------------ის
მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თა-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
რა------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 26 ივლისს, პირადი N1----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: გ----------------------------------, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის განაჩენით რა------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
რა------------ს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის საგანი - 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი პისტოლეტის მოდელი ,,EKOL Majarov”-ი, მასრა და ვაზნა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რა------------ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი;
საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
რა------------ს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა - 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი პისტოლეტის მოდელი ,,EKOL Majarov”-ი, მასრა და ვაზნა.
რა------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით;
2) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქრა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის აგვისტოში, ქ. თბილისში, ა–-----ის ქუჩაზე, რა------------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ნი------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელების და ფეხების გამოყენებით სცემა, რა დროსაც ნი------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის სექტემბერში, ქ. თბილისში, გ--------–ის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, რა------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ნი------------–---–ს, კერძოდ, ხელების გამოყენებით ძლიერად სცემა, შემდეგ კი ძალისმიერი მეთოდით ეცადა მის ავტომობილიდან გადმოყვანას, რა დროსაც ნი------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის დეკემბრის თვეში, გარდაბანში რა------------მა ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნი------------–---–ს, კერძოდ, ხელების გამოყენებით სცემა სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 3 მაისს ქ. თბილისში, ა–-----ის ქუჩაზე რა------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. კერძოდ, ნი------------–---–ს დაარტყა ხელი.
2018 წლის 4 მაისს, ქ. თბილისში, მ-----–---–ის ქუჩაზე მდებარე სს ,,ლ--------------“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა------------მა სახის მარცხენა მხარეს გამეტებით დაარტყა ხელი მეუღლეს - ნი------------–---–ს, რა დროსაც ნი------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულის შემდეგ მარჯვენა ფეხი დაარტყა მარცხენა ბარძაყში, რის შედეგად, ასევე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
იმავე დღეს, ქ. თბილისში, მ-----–---–ის ქუჩაზე მდებარე სს ,,ლ--------------“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა------------მა ურთიერთშელაპარაკებისას, საქამრედან ამოიღო იარაღის მაგვარი საგანი, მიმართა ნი------------–---–ისაკენ, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და განახორციელა გასროლა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თა-------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, რა------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უსამართლოა, რადგან სასამართლომ რა------------ისათვის სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების ხასიათი, აღნიშნულ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი. აპელანტის აზრით, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნები, რა------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა, მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათთან. ძალადობრივი დანაშაულისთვის, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს და მიმართულია ოჯახის წევრისკენ, მსგავსი მსუბუქი სასჯელის გამოყენება და შემდგომ უკვე მისი ძალაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და მან კვლავ განახორციელოს, ძალადობრივი დანაშაული, მით უმეტეს, რომ ამის საფრთხე, ზოგადად, ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბუნებიდან და მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით აშკარად არსებობს. ამდენად, მსჯავრდებულს შესაძლებელია გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი, რის გამოც აუცილებელია რა------------ის მიმართ გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და წარმოადგინა სანოტარო წესით დამოწმებული დაზარალებულის განცხადება, რომლის თანახმადაც დაზარალებული ნი------------–---–ი შერიგებულია მსჯავრდებულთან, ცხოვრობენ ერთად და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ნი------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ირ---–---------ას, ბე---–--–----–-----ის, ელ--------------–---–ის, თი---------------ის და ბრალდებულ რა------------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რა------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ბალისტიკური, სასამართლო-ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, შემაკავებელი ორდერი და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სასამართლომ სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს, რომ რა------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ სასამართლოში აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, წარმოდგენილია დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად დაზარალებული შერიგებულია მსჯავრდებულთან, ცხოვრობენ ერთად და მის მიმართ პრეტენზია არ აქვს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებული ორი თვის მანძილზე იმყოფებოდა პატიმრობაში, რაც პალატის აზრით, მისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს. პალატას მიიჩნია, რომ რა------------ისათვის დანიშნული სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თა-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
რა------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რა------------ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი;
საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;
რა------------ს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას - 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი პისტოლეტის მოდელი ,,EKOL Majarov”-ი, მასრა და ვაზნა.
რა------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 04 მაისიდან - 2018 წლის 05 ივლისის ჩათვლით პერიოდი;
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ რა------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე