განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №160141318002299726-1ბ/855-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
მურმან ისაევი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზ-----–----------
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ს-----------–------------------–-------–-–------------------------------------------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–--------–----–--------------------------------
ადვოკატი: დ------------–--–-–---–-
თარჯიმანი: ას--------–---------
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს-----------შ----- ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ს-----------შ----ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-------- ნ-–--–-–---–მა და მსჯავრდებულმა ს-----------შევმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს მსჯავრდებულ ს-----------შ----ს მიმართ სასჯელის შემცირება.
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს-----------შ---ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით;
სასამართლომ დაადგინა :
ს-----------შ---- გასამართლებული იყო რა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვალს ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა შენახვისათვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის, ს-----------შ----- კვლავ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 3,2567 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 8 თებერვალს, ქ.მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე ჩატარებული ს-----------შ----ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი არაერთგზის,იმის მიერ,ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
უდავოდ ცნობილი2018 წლის 8 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენლია, რომ ს-----------შ---ს ქ-----------–ში, 26 მაისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდა ჩხრეკა, რა დროსაც მისი შავი ფერის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ცელოფანში სამ ნაწილად შეფუთული მუქი ყავისფერი ნივთიერება.
ასევე უდავოდ ცნობილი ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნის თანახმად ს-----------შ----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მუქი ყავისფერი, პოლიეთილენის ცელოფანში სამ ნაწილად შეფუთული ნივთიერება, წონით: 1,3922 გრამი; 3,7996 გრამი და 1,4271 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა-3,2567 გრამი.
2018 წლის 10 თებერვლის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად ს-----------შ---ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) და ფსიქოტროპული ნივთიერება - ბენზოდიაზეპინების მოხმარების ფაქტი.
მოწმე ა----------------ს ჩვენებით დასტურდება რომ 2018 წლის 8 თებერვალს იმყოფებოდა თანასოფლელ ს-----------შ---თან ერთად ავტომანქანით, ჯანდარის გადასახვევთან, რა დროსაც პოლიციის მანქანამ ისინი გააჩერა. პოლიციამ ჩაატარა მათი პირადი ჩხრეკა და ასევე ავტომანქანის ჩხრეკა. ა----------------ს განმარტებით, მან დაინახა რომ ს-----------შ----ს ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან პოლიციის თანამშრომელმა ამოიღო რაღაც მასა.
მოწმე დ------------- ჩვენებით დასტურდება, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ს-----------შ---ს თანამშრომელ ა-–------------ან ერთად ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაცმისი შავი ფერის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ცელოფანში სამ ნაწილად შეფუთული მუქი ყავისფერი ნივთიერება.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით ს-----------შ---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად შეიკრიბა ზემოაღნიშნული სასჯელები და ს-----------შ---ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 27 (ოცდაშვიდი) წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ს-----------შ---ს განესაზღვრა 26 (ოცდაექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ს-----------შ---- გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და აღნიშნული მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 15(თხუთმეტი ) დღის ვადით.
2016 წლის 30 დეკემბრის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით ს-----------შ---- გათავისუფლდა პირობით ვადამდე 01(ერთი) წლით, 07 (შვიდი) თვითა და 08 (რვა) დღით ადრე.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ჰეროინი 1 გრამიდან ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
ს-----------შ----ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა ამდენად, სასამართლოს დასკვნა ს-----------შ----ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ს-----------შ----ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას კერძოდ, მ--–------------------------------------------------------------------------–--------------------------------------------------–---- გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 8 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმს, ამოღებულ ნარკოტიკული საშუალების შემცველ ნივთიერებას, ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნას, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნას, 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენს, 2016 წლის 30 დეკემბრის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებას და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ს-----------შ----ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტის და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი. ასევე შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ობიექტურ მხრივ ამ დანაშაულთაუმრავლესობა ფორმალური შემადგენლობისაა. ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე.
ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. საქართველოს კანონში ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია, სადაც მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’.
ამასთან, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების შესახებ, ნუსხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ 01 გრამიდან ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. მოცემულ საქმეზე ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნის თანახმად ს-----------შ----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მუქი ყავისფერი, პოლიეთილენის ცელოფანში სამ ნაწილად შეფუთული ნივთიერება, წონით: 1,3922 გრამი; 3,7996 გრამი და 1,4271 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა-3,2567 გრამი. რაც იძლევა ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ სხვადასხვა გზით. რაც შეეხება უკანონო შენახვას ეს არის განზრახ ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის მიჩენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში;
მოცემულ შემთხვევაში მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით ს-----------შ---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად შეიკრიბა ზემოაღნიშნული სასჯელები და ს-----------შ---ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 27 (ოცდაშვიდი) წლის ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ს-----------შ---ს განესაზღვრა 26 (ოცდაექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ს-----------შ---- გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და აღნიშნული მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის, 4 (ოთხი) თვის და 15 (თხუთმეტი ) დღის ვადით. 2016 წლის 30 დეკემბრის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით ს-----------შ---- გათავისუფლდა პირობით ვადამდე -01 (ერთი) წლით, 07 (შვიდი ) თვითა და 08 (რვა) დღით ადრე. მიუხედავად აღნიშნულისა ს-----------შ----- კვლავ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 3,2567 გრამს, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 8 თებერვალს, ქ-----------–ში, 26 მაისის ქუჩაზე ჩატარებული ს-----------შ----ს პირადი ჩხრეკის შედეგად. ამდენად, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის შესაბამისად, სახეზეა არაერთგზისი დანაშაული.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ს-----------შ----ს მიერ ჩადენილი ქმედების ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ფაქტი, დიდი ოდენობით, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული კერძოდ, სასამართლოს დასკვნა ს-----------შ----ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მსჯავრდებულ ს-----------შ----ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულშემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას მოწმე ბ-------- ა---------------ის, ა----------------ს, დ-------------, ა-–---------------------------------------------------–----- გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 8 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმს, ამოღებულ ნარკოტიკული საშუალების შემცველ ნივთიერებას, ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნას, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნას, 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენს, 2016 წლის 30 დეკემბრის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ს-----------შ----ს პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით და დასტურდება, რომ ს-----------შ---ს ქ-----------–ში, 26 მაისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდა ჩხრეკა, რა დროსაც მისი შავი ფერის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ცელოფანში სამ ნაწილად შეფუთული მუქი ყავისფერი ნივთიერება. ხოლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ს-----------შ----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მუქი ყავისფერი, პოლიეთილენის ცელოფანში სამ ნაწილად შეფუთული ნივთიერება, წონით 1,3922 გრამი; 3,7996 გრამი და 1,4271 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა-3,2567 გრამი. მოწმე ა----------------ს ჩვენებით დასტურდება რომ 2018 წლის 8 თებერვალს იმყოფებოდა თანასოფლელ ს-----------შ---თან ერთად ავტომანქანით, ჯანდარის გადასახვევთან, რა დროსაც პოლიციის მანქანამ ისინი გააჩერა. პოლიციამ ჩაატარა მათი პირადი ჩხრეკა და ასევე ავტომანქანის ჩხრეკა. ა----------------ს განმარტებით, მან დაინახა რომ ს-----------შ----ს ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან პოლიციის თანამშრომელმა ამოიღო რაღაც მასა. მოწმე დ------------- ჩვენებით დასტურდება, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ს-----------შ---ს თანამშრომელ ა-–------------ან ერთად ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შავი ფერის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის ცელოფანში სამ ნაწილად შეფუთული მუქი ყავისფერი ნივთიერება. სწორედ ქიმიური კვლევების საფუძველზე დადგინდა რომ ამოღებული რაღაც მასა (მუქი ყავისფერი ნივთიერება) წარმოადგენდა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა იყო 3,2567 გრამი. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს დიდ ოდენობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ს-----------შ----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ს-----------შ----ს ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა ჩადენილი არაერთგზის,იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს-----------შ----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ის სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ანალოგიური ქმედებისათვის ნასამართლობა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ს-----------შ----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის მინიმუმის განსაზღვრის თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (წარსულში ანალოგიური ქმედებისათვის ნასამართლობა) გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის და მის მიმართ გამოყენებულმა სასჯელმა ვერ იქონია შემაკავებელი ხასიათი, პირიქით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ ჩაიდინა იგივე ხასიათის დანაშაული, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით (3,2567 გრამი) ნარკოტიკული საშუალება, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად მეტყველებს მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათზე და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის განსაკუთრებით მომეტებულ საზოგადოებრივ საფრთხეზე.
გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ს-----------შ----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ს-----------შ----სათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განაჩენი, ს-----------შ----ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული,ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი ს-----------შ----ს პირადობის მოწმობა, უნდა დაუბრუნდეს ს-----------შ---ს. ცნობა გაცემული ს-----------შ----ს სახელზე, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი და სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს ს-----------შ---ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.ზა-----------–----ს პირადობის მოწმობა უნდა დაუბრუნდეს ზ------------–--ვს. ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს-----------შ----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3.ს-----------შ---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს სახიბ ბაბაქიშ----ს მიმართ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული და 2016 წლის 30 დეკემბრის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი 1(ერთი) წლის 7(შვიდი) თვისა და 8(რვა) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ს-----------შ---ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
4.ს-----------შ---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 8 თებერვლიდან.
5.საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ს-----------შ---ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
6.ს-----------შ----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
7.ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ს-----------შ----ს პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს ს-----------შ---ს; ზა-----------–----ს პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს ზ------------–--ვს; ცნობა გაცემული ს-----------შ----ს სახელზე დაუბრუნდეს ს-----------შ---ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს ს-----------შ---ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მ. თეთრაული
მ. ისაევი