განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
330100118002416021
ინსტანცია
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002416021

საქმე № 1ბ-----18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა.

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ლ-----------------------------–---–-.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - ვ-–----------------–-–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------------------------–--------------------------

 

ადვოკატი - ვ------------–------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ-–----------------–-–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ------------–------მ, რომლითაც მოთხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ-–----------------–-–---–ისთვის სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრა, რადგან დადგენილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მკაცრი და დაუსაბუთებელი, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნების გამოკვლევის გარეშე დაუნიშნა მას თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, მაშინ როდესაც ვ-–----------------–-–---–ი უმუშევარ მეუღლეს და შვილებს ეკონომიურად უზრუნველყოფდა.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ვ-–----------------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ------------–------მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს. მსჯავრდებულმა საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ-–----------------–-–---–ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

 

2009 წლიდან 2016 წლის აგვისტომდე, ვ-–----------------–-–---–ი და თ-----------–----–--ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და თანაცხოვრების პერიოდში, ვ-–----------------–-–---–ის მხრიდან თ-----------–----–--ის მიმართ არაერთხელ ჰქონია ადგილი ძალადობას. მიუხედავად დაშორებისა, ვ-–----------------–-–---–ი ყოველ დარეკვისა და შეხვედრის დროს ყოფილი მეუღლის მიმართ გამოხატავდა აგრესიას, თ-----------–----–--ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ამცირებდა მას, რითაც თ-----------–----–--ე განიცდიდა ტანჯვას.

2018 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათისთვის ქ. თბილისში, ვ-----------------------------------------------–-----------------------------ში ყოფნის დროს, თ-----------–----–--ეს სატელეფონო საუბრის დროს ყოფილი მეუღლე ვ-–----------------–-–---–ი დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით, რა დროსაც თ-----------–----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------------ით, ვ-–----------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით.

2018 წლის 20 თებერვალს ვ-–----------------–-–---–ი იმყოფებოდა ქ-------–--–---------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იქნა დაკავებული და პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა დანა, რომელიც 3---–- დასკვნით, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

სასამართლომ დაადგინა:

2009 წლიდან 2016 წლის აგვისტომდე, ვ-–----------------–-–---–ი და თ-----------–----–--ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში, ვ-–----------------–-–---–ის მხრიდან თ-----------–----–--ის მიმართ არაერთხელ ჰქონია ადგილი ძალადობას. მიუხედავად დაშორებისა, ვ-–----------------–-–---–ი ყოველ დარეკვისა და შეხვედრის დროს ყოფილი მეუღლის მიმართ გამოხატავდა აგრესიას, თ-----------–----–--ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ამცირებდა მას, რითაც თ-----------–----–--ე განიცდიდა ტანჯვას.

2018 წლის 13 თებერვალს, თ-----------–----–--ეს სატელეფონო საუბრის დროს ყოფილი მეუღლე ვ-–----------------–-–---–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც თ-----------–----–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------------ით, ვ-–----------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3900 ლარის ოდენობით.

2018 წლის 20 თებერვალს, თბილისში, ნ-----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულ ვ-–----------------–-–---–ს პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდა დანა, რომელიც 3---–- დასკვნით, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ-–----------------–-–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ვ-–----------------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ:

 

დაზარალებულ თ-----------–----–--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2008 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა ვ-–----------------–-–---–თან და ჰყავთ ორი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში მათ შორის ადგილი ჰქონდა ხშირ უთანხმოებას, რაც მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა, რა დროსაც განიცდიდა ტანჯვას და დამცირებას. აღნიშნულის გამო ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. 2012 წლის დეკემბერში ვ-–----------------–-–---–მა ცხვირი გაუტეხა, რის გამოც მოუწია საავადმყოფოში მისვლა, სადაც არავის უკითხავს ჯანმრთელობის დაზიანების მიზეზი, ხოლო 2016 წლის გაზაფხულზე, მორიგი კამათისას, მეუღლემ ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რაც ფეხზე კბენაში გამოიხატა, რის გამოც განიცადა ტკივილი. დაშორების შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, თუმცა გრძელდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები, ძირითადად სატელეფონო საუბრისას, რადგან ისინი იმ პერიოდში არ ხვდებოდნენ ერთმანეთს. 2018 წლის 13 თებერვალს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე - ვ-–----------------–-–---–ი, რა დროსაც კვლავ იკამათეს. კამათის ძირითადი მიზეზი იყო მისი მხრიდან უარი თანაცხოვრებაზე. რის გამოც ვ-–----------------–-–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რაც მისი მხრიდან აღქმულ იქნა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში. ყოფილ მეუღლესთან საუბრის შემდეგ, სახლიდან გავიდა და დაინახა, რომ მისი ავტომობილის მინა იყო ჩამსხვრეული, რაც დაუკავშირა წინამდებარე საუბარს, თუმცა ფაქტს თავად არ შესწრებია.

 

მოწმე ი-----–--–-------ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებელის თანამდებობაზე. მის განყოფილებაში შევიდა თ-----------–----–--ის განცხადება, ყოფილი მეუღლის - ვ-–----------------–-–---–ის მხრიდან მასზე მუქარის განხორციელების ფაქტზე, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, გამოიკითხა განცხადების ავტორი, მისი მშობლები და რძალი. ასევე ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 20 თებერვალს დააკავეს ვ-–----------------–-–---–ი.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხის მიხედვით, 2018 წლის 01 თებერვლიდან - 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით, ვ-–----------------–-–---–ის მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-----------, თ-----------–----–--ის ტელეფონის ნომერზე - 5----------- განხორციელებულია არაერთი შემავალი ზარი.

მსჯავრდებულ ვ-–----------------–-–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა ასევე დასტურდება საქართველოს სისხლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, მოწმეების: ნ-------------–---–-------–----------–----–--------------------–---–--- ი---------–-–---–---------–--------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების ცივი იარაღის №3---–- ექსპერტიზის დასკვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------------------ი.

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ-–----------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა. მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მავე ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ვ-–----------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ვ-–----------------–-–---–ის მიმართ პასუხიმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი არის ნასამართლევი. ამასთან, მუქარის ბრალდებასთან მიმართებით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგეს ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 05 აპრილის N543-IIს დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ვ-–----------------–-–---–ის მიმართ 2015 -2016 წლებში გამოცემული იქნა შემეკავებელი და დამცავი ორდერები, მეუღლის - თ-----------–----–--ის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. თუმცა აღნიშნულმა შედეგი ვერ გამოიღო. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ქალის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც ვერ იქნება გადაწონილი საჩივარში მითითებული არგუმენტებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმის და მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და მართლსაწინააღმდეგო შედეგი არ იძლევა როგორც სასჯელის შემცირების, ასევე სხვა შეღავათების გამოყენების საფუძველს. ვ-–----------------–-–---–ისთვის 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს არასამართლიან და მკაცრ სასჯელს. სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაული.

პალატას მიაჩნია, რომ ვ-–----------------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ყოფილი მეუღლის, ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

პალატა მსჯავრდებულ ვ-–----------------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვიებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ვ-–----------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმ ბარათთან ერთად - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ვ-–----------------–-–---–ის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი მჭიდი - გადაეცეს შსს შეიარაღების სამსახურს.

 

ვ-–----------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა თავისი ბუდით - განადგურდეს.

 

ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი ვ-–----------------–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი. შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ-–----------------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ------------–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ვ-–----------------–-–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ------------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ს განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ვ-–----------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ-–----------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ვ-–----------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 თებერვლიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ვ-–----------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმ ბარათთან ერთად - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ვ-–----------------–-–---–ის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი მჭიდი - გადაეცეს შსს შეიარაღების სამსახურს.

 

ვ-–----------------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა თავისი ბუდით - განადგურდეს.

 

ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე