განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 11021001-001-42189
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ - 242
11 ოქტომბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
ლაურა მიქაბა
სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე
აპელანტი: ს---–--- ქ------ე
მოწინააღმდეგე მხარე: შპს „----------- მ---------“
წარმომადგენელი: გ------- ყ---–-–---–ი
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილებები: ზ-----------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. ზ-----------ს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ს---–--- ქ------ემ, მოპასუხე მხარედ შპს „----------- მ--------- მიუთუთა და ითხოვა შპს ,,ჯ--------- მ---------სათვის’’ ს---–--- ქ------ის სასარგებლოდ მენჯ - ბარძაყის ამოსახსვრის პროთეზის განახლების ღირებულების ანაზღაურება 44 590 ლარის ოდენობით. შპს ,,ჯ--------- მ---------სათვის’’ ს---–--- ქ------ის სასარგებლოდ, პროთეზის საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ, საქართველოში ლიცენზირებულ საპროთეზო-ორთოპედიულ დარგში მომუშავე კლინიკის მიერ მომავალში გაცემული შესაბამისი დოკუმენტაციების (ექმის ცნობა, ხარჯთაღრიცხვა) საფუძველზე, სამომავლო მრავალჯერადი ვალდებულების, აღნიშნული პროთეზის განახლების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება.
2. მოსარჩელის განმარტებით: 2----–-–--------სს ს---–--- ქ------ემ შპს ”ჯ--------- მ--------ში” ქარხნის მ--- საამქროში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საწარმოს 100%-იანი ბრალეულობით მიიღო საწარმოო ტრავმა, რის შედეგად დაკარგა მარჯვენა ქვედა კიდური.
3. ზ-----------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–-- 3-------- გადაწყვეტილებით შ.პ.ს „----------- მ--------ს“ 100%-ით დაეკისრა მის მიერ მოთხოვნილი საზღვარგარეთ მკურნალობის, პროთეზირების თანხა - 1-6 941 ლარი. ამ თანხის მიღების შემდეგ მას პროთეზი უნდა გაეკეთებია გ--------ში, მაგრამ სასამართლოს პროცესები მიმდინარეობდა 2----–-–-- მარტიდან 2014 წლის მაისამდე, ხოლო იძულებითი აღსრულება მოხდა 2014 წლის ივლისში და მკურნალობის თანხის მიღების შემდეგ მოსარჩელე დადგა სხვა რეალობის წინაშე. ლარის კურსის ვარდნის გამო გ------იის კლინიკა ,,ო-----------–-’’ გადასარიცხი ევროს ყიდვისათვის თანხა არ იყო საკმარისი, თანხის დასამატებლად მიმართა შ.პ.ს „----------- მ--------ს“, რომელმაც მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე,იძულებული გახდა მოეძებნა ალტერნატული საშუალება და შესაბამისად, 2014 წლის აგვისტოში შეძლო მკურნალობის კურსი გაევლო თ-----ეთში ასევე ,,ო-------------’’ კლინიკაში, სადაც გაიკეთა გ------ული „ო-------------“-ს ორთობიონიკური პროთეზი ორთოპედიური თვალსაზრისით 2 წლიანი საგარანტიო ვადით. პროთეზის გაკეთების შემდეგ სულიერად და მორალურად იყო კარგად, კარგად დადიოდა, ფიზიკურად აქტიური იყო და ნორმალურად ცხოვრობდა. მის პროთეზს გააჩნია ორ წლიანი გარანტია, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მუდმივი არ არის და განიცდის ცვეთას და დაძველებას მუშაობაში, აგრეთვე, ცვლილებებს განიცდის მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობაც. ყველა ეს გარემოება იწვევს პროთეზის განახლების საჭიროებას. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ მოსარჩელეს გაუჭირდა სიარული, პროთეზის მიმღები ბუდე უზიანებს სხეულის რბილ ქსოვილს, პროთეზს ვეღარ იყენებს, რადგან ის უქმნის დისკომფორტს. აღნიშნული ჩივილებით მიმართა ექიმს, რომელმაც გასინჯა ის და მისცა სამკურნალო რეკომენდაციები, რომ დღეის მდგომარეობით მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ესაჭიროება არსებული, გ------ული „ო------------“-ს პროთეზის დეტალების განახლება, რომლის მომსახურება უკვე შესაძლებელია საქართველოში შ.პ.ს შშმპ-თა სოც. რეაბილიტაციის ცენტრში ,,ო-------------’’ სერთიფიცირებული სპეციალისტების მიერ. აღნიშნული პროცედურისთვის საჭირო თანხს შეადგენს 44590.00 ლარი.
4. მოსარჩელის განმარტებით: მისი ჯანმრთელობისათვის, პროთეზით უსაფრთხო სიარულისათვის და მისი ნორმალური ცხოვრებისათვის აუცილებლად სჭირდება ექიმის მიერ რეკომენდირებული პროცედურების ჩატარება. ასევე მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრის პროთეზის დეტალების საგარანტიო ვადები მწარმოებლის ინფორმაციით შეადგენს მაქსიმუმ 2 წელს და პროთეზის შემდგომი განახლება დამოკიდებულია საპროთეზო ნაწარმის დეტალების საგარანტიო ვადებზე, მისი მოხმარების ინტენსიურობაზე და ასევე ბენეფიციარის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. კერძოდ, ამპუტირებული სახსრის/ტაკვის მდგომარეობაზე, რომელიც არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ცვალებადია ბენეფიციარის ფიზიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპროთეზო საშუალების პირველადი დამზადება/მორგების შემდგომ, საპროთეზო საშუალების განახლება, ან/და ახალი საპროთეზო საშუალების დამზადება აუცილებელ პირობას წარმოადგენს ბენეფიციარის მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროთეზი მუდმივი არ არის და მას მუდამ სჭირდება სამომავლოდ მოვლა/განახლება, ამ გარემოების წარმოშობა მომავალშიც გარდაუვალია. გამომდინარე იქედან, რომ პროთეზის განახლება განმეორებადია ყოველი საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ და შეიძლება სამომავლოდ, მრავალჯერ მოუწიოს სასამართლოსათვის მიმართვა, მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვა შემდეგნაირად ჩამოყალიბნდა: მოპასუხეს სამომავლოდ დაეკისროს მრავალჯერადი ვალდებულება პროთეზის განახლებასთან დაკავშირებულ ხარჯების ანაზღაურებაზე, მას შემდეგ რაც მას მოსარჩელისგან წარედგინება შესაბამისი დოკუმენტაციები, ანუ ექიმის ცნობა, რომ ჭირდება პროთეზის განახლება და მისი ხარჯთაღრიცხვა, რომელიც იქნება გაცემული საქართველოში ლიცენზირებული საპროთეზო-ორთოპედიულ სფეროში მომუშავე კლინიკის მიერ.
მოპასუხის განმარტება:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა;
6. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ”ჯ--------- მ--------მა” გადაიხადა ს---–--- ქ------ის საავადმყოფოში მკურნალობისათვის საჭირო ხარჯები, რასაც თავად ს---–--- ქ------ე ადასტურებს, მაგრამ ს---–--- ქ------ეს არ ჩაუტარებია მკურნალობა გ------იის კლინიკაში, სადაც გამგზავრების და მკურნალობის ხარჯებიც იქნა დაკისრებული სასამართლოს მიერ შპს „----------- მ---------სათვის“. ასევე მათთვის უცნობია, ს---–--- ქ------ემ სად, რომელ კლინიკაში, რა მასალითა და გარანტიებით განახორციელა პროთეზირება. ასევე უცნობია, რის გამოა დაზიანებული პროთეზის დეტალები. მოპასუხეს სრულად აქვს ანაზღაურებული სასამართლოს მიერ დაკისრებული ზიანი და სხვა არანაირი თანხის ანაზღაურების ვალდებულება მას მოსარჩელის მიმართ აღარ აკისრია. მოსარჩელე ითხოვს პროთეზის განახლების ღირებულების ანაზღაურებას 44590 ლარის ოდენობით. პროთეზის დაზიანებაში არანაირი ბრალი არ მიუძღვის შპს „----------- მ--------ს“, არც მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიუყენებია მოპასუხეს ზიანი პროთეზისათვის და ბუნებრივია არც მიზეზობრივი კავშირი არსებობს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. თუ პროთეზი დაზიანებულია, მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ცხადია, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ დაზიანების ფაქტი ვერ გახდება მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
7. ამავდროულად, ზ-----------ს რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „----------- მ--------ს“ ს---–--- ქ------ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1-6 941 ლარის ოდენობით, რომელიც სხვა ხარჯებთან ერთად მოიცავდა ს---–--- ქ------ის მუხლის ზედა პროთეზის დამზადების ღირებულებას 139 559 ლარის ოდენობით ,,o------- ‘’ ცენტრში გ--------ში, ქალაქ დ------–-----ში, ს---–--- ქ------ის გ--------ში გამგზავრების, თარჯიმნის მომსახურების, შპს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრიდან“ გამყოლი პირის მომსახურების და გ--------ში მომვლელის ხარჯებს.
8. სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ს---–--- ქ------ემ ზიანის ანაზღაურების სახით მიღებული თანხა მიმართა არათუ გ--------ში ,,o-------’’ ცენტრში ბიონიკური პროთეზის დასამზადებლად, სადაც პროთეზის საგარანტიო ვადა შეადგენდა 5 წელს, არამედ მან პროთეზირება ჩაიტარა თ-----ეთში, ქალაქ ა------ში არსებულ კლინიკაში, სადაც პროთეზის საგარანტიო ვადა შეადგენდა 2 წელს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ჯ--------- მ--------მა’’ ს---–--- ქ------ეს 5 წლიანი გარანტიის მქონე პროთეზის ღირებულება გადაუხადა, ხოლო მან 2 წლიანი გარანტიის მქონე პროთეზი გაიკეთა, რაც მისი პასუხისმგებლობაა, ასევე უსაფუძვლო და ბუნდოვანია მისი მეორე სასარჩელო მოთხოვნა.
9. მოპასუხე მხარემ ს---–--- ქ------ის მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა;
სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
10. ზ-----------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ს---–--- ქ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს---–--- ქ------ემ 2----–-–--------სს შ.პ.ს „----------- მ---------“ -ს ზ----–- ქარხნის მ----ე საამქროში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას საწარმოს სრული ბრალეულობით მიიღო ტრავმა და დასახიჩრდა, დაკარგა მარჯვენა ფეხი.
12. ზ-----------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–-- 3-------- გადაწყვეტილებით ს---–--- ქ------ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „----------- მ--------ს“ ს---–--- ქ------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2----–-–-- 1 იანვრიდან სარჩოს სახით 756 ლარის ყოველთვიურად გადახდა; შპს „----------- მ--------ს“ ს---–--- ქ------ის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის ხარჯის 1-6 941 ლარის, გაწეული სამედიცინო ხარჯის 105 ლარის და მორალური ზიანის 50 000 ლარის გადახდა. ასევე,შპს „----------- მ--------ს“ ს---–--- ქ------ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 825 ლარის და გადახდილი ესპერტიზის დასკვნის ღირებულების 200 ლარის გადახდა.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-- 5 აგვისტოს და უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 19 მაისის განჩინებებით უცვლელი დარჩა ზ-----------ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3-------- გადაწყვეტილება.
14. პირველი ინსატანციის სასამართლომ თავდაპირველი სარჩელის განხილვისას სრულად გაიზიარა ს---–--- ქ------ის პოზიცია და მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მას პროთეზი აუცილებლად უნდა გაეკეთებინა გ--------ში, o------- ცენტრში. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა შპს ”შშმპ -თა სოც. რეაბილიტაციის ცენტრის” პასუხს, რომელშიც მითითებული იყო, რომ პაციენტ ს---–--- ქ------ის საჭიროებიდან გამომდინარე, გ------ული ფირმა ”ო-------------” მიერ გაწეული რეკომენდაციით მას ესაჭიროება გადაადგილებისათვის დამხმარე საშუალება - ამპუტირებული ფეხის ”o----------“ პროთეზი. აღნიშნული პროთეზი საქართველოში არ მზადდება, ვინაიდან გარდა შემადგენელი ნაწილებისა, მისი დამზადება -გაკეთებისათვის აუცილებელია შესაბამისი სერთიფიკატის მქონე სპეციალისტი, როგორიც საქართველოში დღეის მდგომარეობით არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ გ------ული ფირმა „ო------------” არ იღებს პასუხისმგებლობას საგარანტიო პირობებსა და მომსახურებაზე, თუ პროთეზი არ დამზადდება სერთიფიცირებული სპეციალისტის მიერ, მიზანშეწონილია ს---–--- ქ------ისათვის ”o----------“ პროთეზის დამზადება და მორგება მოხდეს უშუალოდ მწარმოებლის ფირმა ”ო-------------” მიერ.
15. ზ-----------ს რაიონული სასამართლო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღებისას სულად დაეყრდნო შპს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ 2----–-–------------ს N-- პასუხსა და შპს ”შშმპ -თა სოც. რეაბილიტაციის ცენტრის” მიერ 2----–-–-- 6---------–--------–---- ანგარიშ -ფაქტურას, რომელთა თანახმად: ს---–--- ქ------ის მუხლის ზედა პროთეზის დამზადების ღირებულება o------- ცენტრში ქალაქ დ------–-----ში, გ--------ში შეადგენს 139559 ლარს. ამ თანხაში შედის ფ-------------ის აეროპორტიდან გადაადგილება, პროთეზის მასალა, დამზადება, განთავსება თანმხლებ პირთან ერთად (30 დღე), შიდა ტრანსპორტირება, დაზღვევა და მომსახურება, რაც ღირს 131 947 ლარი; ხელშეკრულების თანახმად ცენტრიდან წარმომადგენლის გაყოლა (5 დღე) - 4290 ლარი; შუალედური მომსახურება საქართველოში ორი წლის განმავლობაში, შემდგომ გამგზავრებამდე, ან გ------ელი სპეციალისტის ვიზიტამდე - 3322 ლარი. პაციენტ ს---–--- ქ------ეზე გაცემული საგადასახადო ანგარიშ -ფაქტურა და ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი იქნა გ------ული საპროთეზო კომპანიის ”ო-------------” (სადაც გაგზავნილი იყო პაციენტის შესახებ ინფორმაცია და ფოტო მასალა) მიერ მოწოდებული რეკომენდაციის, დასკვნის და კომერციული წინადადების საფუძველზე. ,,ო-------------” მიერ რეკომენდირებული ბიონიკური პროთეზი საქართველოში არ იწარმოება. საგარანტიო ვადაა 5 წელი. ასევე, ვინაიდან წარმოდგენილი ხარჯები არ ითვალისწინებდა პაციენტისა და გამყოლი პირის (გარდა ცენტრის წარმომადგენლისა) გ--------მდე და უკან ტრანსპორტირების, სადღეღამისო, სავიზო მოსაკრებელსა და თარჯიმნის ხარჯს, სასამართლომ ტურისტული სააგენტო ”ვანდერლენდის” მონაცემბის თანახმად, შპს „ ჯ--------- მ--------ს“ დააკისრა შემდეგი ხარჯები: ტრანსპორტირების ღირებულება ზ-----------დან თბილისის აეროპორტში და ასევე თბილისის აეროპორტიდან ზ-----------ს მიმართულებით 550 ლარი; თვითმფრინავის ფრენის ღირებულება თბილისი - ფ-------------ი და ასევე ფ-------------ი -თბილისის მიმართულებით სამ მგზავრზე 6418 ლარი; თარჯიმნის 30 დღის მომსახურების ღირებულება 8250 ლარი, ხოლო მისი სადღეღამისო ხარჯი დამატებით 4410 ლარი, ჯამში 19 628 ლარი; 7524 ლარი ს---–--- ქ------ის და მისი მომვლელისათვის გ--------ში საჭირო სადღეღამისო ხარჯი და 230 ლარი 3 ადამიანის სავიზო მოსაკრებლის ღირებულება.(სულ 1-6 941 ლარი).
1-. მხარეთა შორის წინა სასამართლო დავის განხილვის დროს საქმეში წარდგენილი იყო შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ 2----–-–-- 1------------ პასუხი, რომლის თანახმად „სასურველია ს---–--- ქ------ეს პროთეზირება ჩაუტარდეს საზღვარგარეთ, კერძოდ, გ--------ში „ო----------“ კლინიკაში, სადაც იგი უზრუნველყოფილი იქნება ყველა იმ პროთეზირების წინა და შემდგომი პროცედურებით, რომლებიც საჭიროა მისთვის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ბიონიკური პროთეზის სრულყოფილად და ხარისხიანად დასამზადებლად. ამასთანავე, „ო------------“ კლინიკა -სწარმოში ბიონიკური პროთეზის დამზადების შემთხვევაში, იძლევა ხუთწლიან საგარანტიო ვადას და ამ დროის განმავლობაში ყველა იმ დეფექტის აღმოფხვრასა და თუ დეტალის შეცვლას, რასაც მოითხოვს პროთეზის ტექნოლოგია.
17. შპს „----------- მ---------მა“ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, ერთი თვის ვადაში ს---–--- ქ------ეს ერთდროულად, სრულად აუნაზღაურა სასამართლოს მიერ დაკისრებული როგორც მკურნალობის თანხა 1-6 941 ლარი, ასევე მორალური ზიანის თანხა 50 000 ლარი. მკურნალობის თანხა ითვალისწინებდა გ--------ში, ქალაქ დ------–-----ში, „o-------“ ცენტრში ამპუტირებული ფეხის დამხმარე საშუალების „o----------“-ის 5 წლიანი გარანტიის მქონე პროთეზის დამზადებასა და მორგებას, ასევე მისი და მისი (თანხმლები პირის) მომვლელის, თარჯიმნის გ------იშია გამგზავრების და გამგზავრების ორგანიზებისათვის ყველა სხვა საჭირო ხარჯებს.
18. ს---–--- ქ------ემ, 2014 წლის 11 აგვისტოდან 2014 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში პროთეზირება ჩაიტარა თ-----ეთში, ქალაქ ა------ში არსებულ „o--------“-ის კლინიკაში, ნაცვლად გ------იისა, სადაც დამზადებული და მორგებული პროთეზის საგარნტიო ვადა შეადგენს 2 წელს.
19. შპს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ ექიმის მიერ 2----–-–------------------ გაცემული ფორმა N--- -ის მიხედვით, პაციენტ ს---–--- ქ------ის ფიზიკური მდგომარეობას აღარ შეესაბამება არსებული პროთეზი, საჭიროა მიმღები ბუდისა და ძირეული დეტალების განახლება.
20. შპს „შშმპ -თა სოც. რეაბილიტაციის ცენტრის“ 2----–-–----------------------- ანგარიშფაქტურის მიხედვით მენჯ- ბარძაყის ამოსახსვრის პროთეზის განახლების ღირებულება გ------ული „ო-------------“ მასალით შეადგენს 44 590.00 ლარს.
21. 201- წლის 10 ოქტომბერს ს---–--- ქ------ემ წერილობით მიმართა შპს ,,ჯ--------- მანგენეზს’’ და ითხოვა მისგან პროთეზის დეტალების განახლებისათვის 44 590 ლარის ანაზღაურება, რაზედაც შპს ,,ჯ--------- მ--------მა ‘’ უარი განუცხადა.
22. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი, 992-ე, 413-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ შპს ,,ჯ--------- მ--------მა’’ ს---–--- ქ--------ს გ--------ში ქალაქ დ------–-----ში, ,,o-------’’ ცენტრში ამპუტირებული ფეხის დამხმარე საშუალების ,,o----------’’ -ის 5 წლიანი გარანტიის მქონე პროთეზის დამზადებისათვის და მორგებისათვის, ასევე ს---–--- ქ------ისა და მისი (თანხმლები პირის) მომვლელის, თარჯიმნის, გ--------ში გამგზავრების და გამგზავრების ორგანიზებისათვის ყველა სხვა საჭირო ხარჯებისათვის გადაუხადა თანხა. ს---–--- ქ--------მ კი შპს ,,ჯ--------- მ---------საგან’’ მკურნალობისათვის მიღებული თანხა მიმართა არა გ--------ში ,, o-------’’ ცენტრში ქალაქ დ------–-----ში ,,ო----------’’ კლინიკა-საწარმოში ბიონიკური პროთეზის დასამზადებლად, სადაც პროთეზის საგარანტიო ვადა შეადგენდა 5 წელს, არამედ მან პროთეზირება ჩაიტარა თ-----ეთში, ქალაქ ა------ში არსებულ კლინიკაში, სადაც დამზადებული და მორგებული პროთეზის საგარანტიო ვადა შეადგენს 2 წელს. ამდენად სასამართლომ დაადგინა, რომ ს---–--- ქ------ეს არ ჩაუტარებია ის მკურნალობა და პროთეზირება, რომლის ჩასატარებლადაც გადაუხადა თანხა მას შპს ,,ჯ--------- მ--------მა’’, ხოლო ასეთის ჩატარების შემთხვევაშიც კი ამ მომენტისათვის გასული არ არის დაფინანსებული პროთეზირების საგარანტიო ვადა, რა დროშიც მწარმოებელი უზრუნველყოფდა დეფექტების აღმოფხვრას და დეტალების შეცვლას, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
23. რაც შეეხება, მოსარჩელის მეორე მოთხოვნას, შპს ,,ჯ--------- მ--------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ, პროთეზის საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ, საქართველოში ლიცენზირებულ საპროთეზო-ორთოპედიულ დარგში მომუშავე კლინიკის მიერ მომავალში გაცემული შესაბამისი დოკუმენტაციების (ექმის ცნობა, ხარჯთაღრიცხვა) საფუძველზე, სამომავლო მრავალჯერადი ვალდებულების, აღნიშნული პროთეზის განახლების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე- სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, და განმარტა, რომ ყოველი მოთხოვნა უნდა იყოს კონკრეტული, ემყარებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე.
24. სასამართლომ მიიჩნია, რომ წინასწარ იმ ვალდებულების დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც ჯერ არ წარმოშობილა და არ დამდგარა არის უსაფუძვლო. ამასთან, შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს პროთეზის განახლების კონკრეტული საკითხები და თანხა, რაც მომავალში შესაძლოა დასჭირდეს მის განახლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები
25. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე ს---–--- ქ------ის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით.
26. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
27. აპელანტმა განმარტა, რომ სასამართლომ არასწორად/შეცდომით შეაფასა რეალური ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ს---–--- ქ------ემ 2014 წლის 11 აგვისტოდან 2014 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში პროთეზირება ჩაიტარა თ-----ეთში, ქალაქ ა------ში არსებული "o--------"-ის კლინიკაში, სადაც დამზადებული და მორგებული პროთეზის საგარანტიო ვადა შეადგენს 2 წელს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ "----------"-ის დოკუმენტზე, რომელიც სასამართლომ არასწორად გაიგო. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარი არის იმაზე, რომ დამზადებული პროთეზის საგარანტიო ვადა ორთოპედიული თვალსაზრისით არის 2 წელი. პროთეზის გარანტია და პროთეზის ორთოპედიული გარანტია სხვადასხვაა. სასამართლოს ამ ფაქტობრივ უსწორობაზე აქვს აგებული მთელი გადაწყვეტილება.
28. მცდარია დასკვნა, რომ თითქოსდა მოსარჩელის პროთეზის საგარანტიო ვადა შეადგენს 2 წელს. უნდა აღინიშნოს რომ არსებული პროთეზი არის "o--------"-ის პროთეზი და მასზე საგარანტიო ვადა არის 5 წელი, რომელიც დადგენილია. ხოლო პროთეზის გარანტია ორთოპედიული თვალსაზრისით არის 2 წელი, აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებული პროთეზი არის "o--------"-ის ნაწარმი და შესაბამისად პროთეზის საგარანტიო ვადა არის 5 წელი. როგორც დადგენილია "o--------"-ი თავის წარმოებულ პროდუქციაზე იძლევა 5 წლიან საგარანტიო ვადას და ლოგიკურად მოსარჩელის პროთეზსაც 5 წლიანი გარანტია აქვს (პროთეზის გარანტია ორთოპედიული თვალსაზრისით სხვა მცნებაა). მართალია პროთეზის დამზადება გ--------ში არ მომხდარა გარკვეული პირობების გამო, მაგრამ ქვეყანას მნიშვნელობა არა აქვს. აქედან გამომდინარე, ხუთ წლიანი საგარანტიო ვადის პირობებში "o--------"-ი ვალდებულებას ღებულობს თავისი პროდუქციის გამართულობაზე და შესაბამისად 2019 წლამდე პროთეზს არც და ვერც შეექმნება პრობლება, რადგან - "ო---------- კლინიკა საწარმოში პროთეზის დამზადების შემთხვევაში, იძლევა ხუთწლიან საგარანტიო ვადას და ამ დროის განმავლობაში ყველა იმ დეფექტების აღმოფხვრასა თუ დეტალის შეცვლას რასაც მოითხოვს პროთეზის ტექნოლოგია .
29. 2 წლიანი გარანტია კი შეეხება პროთეზის გარანტიას ორთოპედიული თვალსაზრისით, რომელიც წარმოადგენს გარანტიას იმ ჩატარებული ორთოპედიული მკურნალობის შესახებ, რომლის მეშვეობითაც მოსარჩელეს პროთეზი მოარგო ექიმ-ორთოპედმა, შესაბამისად ჩატარებულ მკურნალობას მოჰყვა ორთოპედიული გარანტია რომელიც შეადგენს 2 წელს. ხოლო თავად პროთეზს კი 5 წლიანი გარანტია აქვს მწარმოებლისგან. აგრეთვე უნდა აღნიშნოს, რომ ორთოპედიული 2 წლიანი გარანტია პროთეზირების/მკურნალობის შემდგომ იქნა გაცემული, ანუ ეს გარემოება 2014 წელს ჩატარებული მკურნალობის შემდეგ დადგა და მასზე 2----–-–-- 3-------- გადაწყვეტილებაში ვერ იქნებოდა განხორციელებული მსჯელობა.
30. შესაბამისად პროთეზის 5 წლიანი გარანტია ნიშნავს: რომ თუ პროთეზს (ცალკე აღებულს როგორც ტექნიკას) რაიმე პრობლემა შეექმნება (დაჟანგდა, გაცვდა, გაიღუნა, გატყდა და ა.შ) საგარანტიო ვადის პირობებში "o--------"-ი უზრუნველყოფს მისი დეფექტების თუ უწესრიგობის აღმოფხვრას უფასოდ. ხოლო პროთეზის 2 წლიანი გარანტია ორთოპედიული თვალსაზრისით ნიშნავს: რომ, თუ პროთეზის მომხმარებელს რამე პრობლემა შეექმნება პროთეზის მოხმარების მიმართ (ორთოპედიული პრობლემები: პროთეზის არსებული ზომები შეუსაბამო გახდა პაციენტისთვის, აღარ მოერგო, დისკომფორტს ქმნის და ა.შ) საგარანტიო 2 წლიანი ვადის პირობებში ექიმი-ორთოპედი უზრუნველყოფს პაციენტის მომსახურებას და პროთეზის მომხმარებელთან შეთავსებულობას.
31. მცდარია მოსაზრება თითქოსდა არსებულ პროთეზს რაიმე დეტალები აქვს დაზიანებული და უვარგისი. შესაბამისად ამის თაობაზე მტკიცებულებაც არ წარუდგენია მოსარჩელეს სასამართლოსთვის იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ასეთი მტკიცებულება არც და ვერც იარსებებს, რადგან პროთეზის 5 წლიანი საგარანტიო ვადა გასული არ არის. სასამართლომ კი რეალობა არასწორად გაიგო თითქოსდა მოსარჩელის პოზიცია შეეხებოდა პროთეზის დეტალების დაზიანებასა და უვარგისობას. მოსამართლემ უსაფუძვლოდ და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება რომ თითქოსდა პროტეზს აქვს პრობლემა და ამ ფაქტობრივ უსწორობაზე ააგო თავისი გადაწყვეტილება. რეალურად, პრობლემა პროთეზის მომხმარებელს აქვს, რომელიც შესაბამისი მტიკებულებით (ექიმის დასკვნა) მტკიცდება და სამოქალაქო სარჩელზე თანდართულია. მომხმარებლის ფიზიკური მდგომარეობა შეიცვალა დროის გასვლის შემდეგ, რამაც გამოიწვია უკვე შეუთავსებლობა პროთეზის ზომებთან და გააჩინა ორთოპედიული პრობლემა პროთეზის მიმართ, რომლის აღმოფხვრის გზა პროთეზის განახლებაა.
32. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მოცემული დავის გადაწყვეტისათვის უმთავრეს მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ შ.პ.ს "ჯ--------- მ--------მა" ს---–--- ქ------ეს სწორედ გ--------ში ქალაქ დ------–-----ში "o--------"-ის ცენტრში ამპუტირებული ფეხის დამხმარე საშუალების 5 წლიანი გარანტიის მქონე პროთეზის დამზადებისათვის და მორგებისათვის, ასევე ს---–--- ქ------ისა და მისი (თანმხლები პირის) მომვლელის, თარჯიმნის, გ--------ში გამგზავრების და გამგზავრების ორგანიზებისათვის ყველა საჭირო სხვა ხარჯებისათვის გადაუხადა თანხა. ს---–--- ქ------ემ კი შ.პ.ს "ჯ--------- მ---------სგან" მკურნალობისთვის მიღებული თანხა მიმართა არა გ--------ში "o--------"-ის ცენტრში ქალაქ დ------–-----ში "o--------"-ის კლინიკა საწარმოში პროთეზის დასამზადებლად, სადაც პროთეზის საგარანტიო ვადა შეადგენდა 5 წელს, არამედ მან პროთეზირება ჩაიტარა თ-----ეთში, ქალაქ ა------ში არსებულ კლინიკაში სადაც დამზადებული და მორგებული პროთეზის საგარანტიო ვადა შეადგენს 2 წელს". მცდარი და არაობიექტურია ასეთი მსჯელობა, რადგან არასწორად შეფასებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით არის მიღებული. კერძოდ, იგი ამბობს - "მან პროთეზირება ჩაიტარა თ-----ეთში, ქალაქ ა------ში არსებულ კლინიკაში სადაც დამზადებული და მორგებული პროთეზის საგარანტიო ვადა შეადგენს 2 წელს". სასამართლო არ აკონკრეტებს რომ მოსარჩელემ თ-----ეთში, ქალაქ ა------ში იგივე "o--------"-ის კლინიკაში ჩაიტარა მკურნალობა. ამ შემთხვევაში ქვეყანას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მითუმეტეს 2----–-–-- 3-------- გადაწყვეტილების მიხედვით ს---–--- ქ------ეს არანაირი ვალდებულება არ ეკისრებოდა რომ აუცილებლად გ--------ში წასულიყო მომსახურების მიღების მიზნით. მოსარჩელის უმთავრესი მოთხოვნილება იყო იყო ის რომ "o--------"-ისგან მიეღო 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პროთეზი 5 წლიანი გარანტიით, რომელიც თ-----ეთში მიიღო.
33. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სამომავლო ვალდებულების მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ და განმარტავს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტებით შესაძლებელია მსჯელობა იმის შესახებ, რომ პროტეზს გააჩნია კონკრეტული გარანტია, პროთეზის განახლება დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე და ლოგიკურად ჩანს რომ პროთეზი მუდმივი არ არის, მას სჭირდება სამომავლოდ მოვლა/განახლება, ამ გარემოების წარმოშობა სამომავლოდ გარდაუვალია, სწორედ ეს არის მოთხოვნის საფუძველი, რომელსაც სასამართლო დაუსაბუთებლად არ იზიარებს.
34. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
35. პალატამ მოისმინა მხარეთა და მათი წარმომადგენლების განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და თვლის, რომ უნდა გაუქმდეს ზ-----------ს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ს---–--- ქ------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ შპს „----------- მ--------ს“ ს---–--- ქ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 19 444 ლარის გადახდა; ს---–--- ქ------ის დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კი ზ-----------ს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა;
36. უდავოდაა დადგენილი, რომ ს---–--- ქ------ემ 2----–-–--------სს შ.პ.ს „----------- მ---------ს“ ზ----–- ქარხნის მ----ე საამქროში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას საწარმოს სრული ბრალეულობით მიიღო ტრავმა და დასახიჩრდა, დაკარგა მარჯვენა ფეხი.
37. ზ-----------ს რაიონული სასამართლოს 2----–-–-- 3-------- გადაწყვეტილებით ს---–--- ქ------ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „----------- მ--------ს“ ს---–--- ქ------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2----–-–-- 1 იანვრიდან სარჩოს სახით 756 ლარის ყოველთვიურად გადახდა; შპს „----------- მ--------ს“ ს---–--- ქ------ის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობის ხარჯის 1-6 941 ლარის, გაწეული სამედიცინო ხარჯის 105 ლარის და მორალური ზიანის 50 000 ლარის გადახდა. ასევე, შპს „----------- მ--------ს“ ს---–--- ქ------ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 825 ლარის და გადახდილი ესპერტიზის დასკვნის ღირებულების 200 ლარის გადახდა.
38. დადგენილია, რომ მითითებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა კიდეც. კერძოდ შპს „----------- მ---------მა“ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, ერთი თვის ვადაში, ს---–--- ქ------ეს ერთდროულად, სრულად აუნაზღაურა სასამართლოს მიერ დაკისრებული როგორც მკურნალობის თანხა 1-6 941 ლარი, ასევე მორალური ზიანის თანხა 50 000 ლარი.
39. დადგენილია, რომ მკურნალობის თანხა ითვალისწინებდა გ--------ში, ქალაქ დ------–-----ში, „o-------“ ცენტრში ამპუტირებული ფეხის დამხმარე საშუალების „o----------“-ის 5 წლიანი გარანტიის მქონე პროთეზის დამზადებასა და მორგებას, ასევე მისი და მისი (თანხმლები პირის) მომვლელის, თარჯიმნის გ------იშია გამგზავრების და გამგზავრების ორგანიზებისათვის ყველა სხვა საჭირო ხარჯებს.
40. დადგენილია, რომ ს---–--- ქ------ემ, 2014 წლის 11 აგვისტოდან 2014 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში პროთეზირება ჩაიტარა თ-----ეთში, ქალაქ ა------ში არსებულ „o--------“-ის კლინიკაში, სადაც დამზადებული და მორგებული პროთეზის საგარნტიო ვადა ორთოპედიული თვალსაზრისით შეადგენს 2 წელს.(ს.ფ. 24-25).
41. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პალატამ მიიჩნია, რომ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით მხარეთა განმარტებები ურთიერთგამომრიცხველი იყო, რიგი საკითხები მოითხოვდა გამოკვლევას, რომელთა დადგენა სპეციალურ ცოდნას საჭიროებდა. კერძოდ: მართლაც არსებობდა თუ არა ს---–--- ქ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისთვის 2014 წელს მორგებული პროთეზის, ან პროთეზის რომელიმე დეტალის (შეცვლის) განახლების საჭიროება და თუკი არსებობდა ასეთი საჭიროება რითი იყო გამოწვეული აღნიშნული: ავადმყოფის ბუნებრივი, ფიზიოლოგიური მდგომარების ცვლილებით, მაგ.: ამპუტირებული სახსრის ტაკვის მდგომარეობით, წონის ბუნებრივი ცვალებადობით და ა.შ. საპროთეზო ნაწარმის (ან მისი რომელიმე დეტალის) საგარანტიო ვადის გასვლით, ს---–--- ქ------ისათვის მკურნალობის არასწორი ჩატარებით, პროთეზის არასწორად მორგებით თუ სხვა რაიმე მიზეზით?! პალატის მოსაზრებით ასევე გამოკვლევას საჭიროებდა საკითხი: თუ აუცილებელი იყო პროთეზის ან მისი რომელიმე დეტალის განახლება (შეცვლა) კონკრეტულად რომელი დეტალის განახლებაზეა საუბარი და რას შეადგენდა ამ დეტალის (ან დეტალების) განახლების და ს---–--- ქ------ისათვის მორგების) ღირებულება? სასამართლოს მითითებით კვლევას საჭიროებდა ის გარემოებაც: პროთეზის, ან მისი რომელიმე დეტალის (ნაწილის) ვარგისიანობაზე ორთოპედიული საგარანტიო ვადის თვალსაზრისით შეეძლო თუ არა გავლენა მოეხდინა იმას, რომ აღნიშნული პროთეზირება ს---–--- ქ------ემ ჩაიტარა არა გ--------ში, არამედ თ-----ეთში.
42. აღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევის მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით დაინიშნა ექსპერტიზა და ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხები:
ა) ს---–--- ქ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით არსებობს თუ არა მისთვის 2014 წელს მორგებული პროთეზის, ან პროთეზის რომელიმე დეტალის (შეცვლის) განახლების საჭიროება. დადებითი პასუხის შემთხვევაში რითია გამოწვეული აღნიშნული: ავადმყოფის ბუნებრივი, ფიზიოლოგიური მდგომარების ცვლილებით, მაგ.: ამპუტირებული სახსრის ტაკვის მდგომარეობით, წონის ბუნებრივი ცვალებადობით და ა.შ. საპროთეზო ნაწარმის (ან მისი რომელიმე დეტალის) საგარანტიო ვადის გასვლით, ს---–--- ქ------ისათვის მკურნალობის არასწორი ჩატარებით, პროთეზის არასწორად მორგებით თუ სხვა რაიმე მიზეზით?!
ბ) თუ აუცილებელია პროთეზის ან მისი რომელიმე დეტალის განახლება (შეცვლა) კონკრეტულად რომელი დეტალის განახლებაზეა საუბარი და რას შეადგენს ამ დეტალის (ან დეტალების) განახლების და ს---–--- ქ------ისათვის მორგების) ღირებულება?
გ) შესაძლებელია თუ არა ”ო-------------” ორთობიონიკური პროთეზის ან მისი რომელიმე ნაწილის მდგომარეობაზე (საგარანტიო ვადის თვალსაზრისით) გავლენა მოეხდინა იმას, რომ ს---–--- ქ------ემ პროთეზირება ჩაიტარა თ-----ეთში, ქ. ანკარაში ო---------ის ცენტრში და არა გ--------ში ო------------- ცენტრში ქ. დ------–-----ში ”ო-------------” კლინიკა - საწარმოში.
43. დასახელებული განჩინება საქმის მასალებთან ერთად, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაეგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
44. 2----–-–---------–---, სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ნ-------------მ შუამდგომლობით მომართა სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ სასამართლოს განჩინებაში დასმული საკითხების გადასაწყვეტად საჭიროა ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს ექიმმა - პროთეზირების სპეციალისტმა (მენჯ - ბარძაყის სახსრის პროთეზირება). შუამდგომლობის ავტორმა ითხოვა, ერთი კონკრეტული პიროვნების კანდიდატურის მიწოდება, ექიმ პროთეზირების სპეციალისტის, ორთობიონიკური პროთეზებით მუშაობის გამოცდილებით (მენჯ ბარძაყის სახსრის პროთეზირება) - ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად.
45. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ზემოაღნიშნული შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლომ მხარეთა მონაწილეობითა და მათი მოსაზრებების გათვალსიწინებით განიხილა.
46. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით დანიშნული ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ექიმმა - პროთეზირების სპეციალისტმა კ-----------------მ და ბ--------------–-–--მ;
47. 2017 წლის 15 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციიო სასამართლოში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა, სადაც ექსპერტი მიუთითებდა, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად საჭირო იყო წარდგენილი იქნეს ს---–--- ქ------ის სრული სამედიცინო დოკუმენტაცია 2----–-–--------სს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით (ქსეროასლები ბეჭდით დამოწმებული, რენტგენოფირები, კტ. კვლევის დისკები თუ ასეთი არსებობს); ექსპერტი ასევე აცნობებდა სასამართლოს, რომ საჭირო გახდებოდა მოქ. ს---–--- ქ------ის წარმოდგენა შესაბამის პროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო სპეციალისტებთან საკონსულტაციოდ და საჭიროების შემთხვევაში შემდგომი ინსტრუმენტული გამოკვლევის მიზნით.
48. მოგვიანებით, 2017 წლის 21 ნოემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ კვლავ იქნა წარმოდგენილი შუამდგომლობა, სადაც შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქემთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაში მითითებულმა ექსპერტმა ბ--------------–---- უარი განაცხადა ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღებაზე იმ მოტივით, რომ ის არის ორთოპედ - ტრავმატოლოგი, ენდოპროთეზირების სპეციალისტი და პროთეზირების მიმართულებით სათანადო გამოცდილება არ გააჩნია. ექსპერტმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ექიმი - სპეციალისტის, ორთოპედ - ტრავმატოლოგის (პროთეზირების და არა ენდოპროთეზირების მიმართულებით) ერთი კონკრეტული პიროვნების კანდიდატურის მიწოდება ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად.
49. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით: ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; №2/ბ-242 სამოქალაქო საქმეზე დასართავად და ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გადაეგზავნა ს---–--- ქ------ის მიერ დამატებით წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, კერძოდ სამედიცინო დოკუმენტაცია 2----–-–--------სს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ცნობა №---; ცნობა №-------; ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული 2----–-–-- 8 თებერვალს და ცნობა №-------; დაევალა ს---–--- ქ------ეს ექსპერტის მოთხოვნის შესაბამისად გამოცხადდეს ექსპერტიზის ბიუროში, ასევე კვლევისა და კონსულტაციისათვის გაწიოს ხარჯი და წინასწარ გადაიხადოს თანხა, ექსპერტის მიერ შეთავაზებული კონკრეტული თარიღისათვის. დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, საჭიროების შემთხვევაში განჩინებაში მითითებულ საკითხზე პასუხის გასაცემად განსაზღვროს კონკრეტული თარიღი გამოსაკვლევი პირის საექსპერტო ბიუროში წარდგენისათვის - რის შესახებაც გონივრული ვადით ადრე აცნობოს გამოსაკვლევ პირს - ს---–--- ქ------ეს (მცხ. ზ-----------ს რაიონი, სოფელი ქ--------------. საკონტაქტო ტელ.: 5----------). ასევე დადგინდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით დანიშნული ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა მიიღოს ექიმმა - პროთეზირების სპეციალისტმა კ-----------------მ (მის.: ქ. თ---–-----–-------–------, ბინა 1- ტელ.: 5-----------).
50. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საქმე დაბრუნდა 2----–-–------------- დასკვნასთან ერთად. დასკვნის თანახმად: “ს---–--- ქ------ეს 2014 წელს მორგებულ პროთესზე შესაცვლელი აქვს შემდეგი დეტალები: მიმღები ბუდის შემაერთებელი ადაპტორი, ადაპტორის მილი, კოსმეტიკური გარსაცემი და საპროთეზო წინდები. ასევე საჭიროა მიმღების განახლება. ზემოაღნიშნული დეტალების შეცვლა გამოწვეულია პაციენტის ბუნებრივი ფიზიოლოგიური ცვლილებებით (ბუნებრივ ფიზიოლოგიურ ცვლილებებში იგულისხმება წონის მატება, რაც ზოგადად ვითარდება ქვედა კიდურის /კიდურების/ ამპუტირების შემთხვევაში და დაკავშირებულია კონკრეტულ შემთხვევაში მენჯ - ბარძაყის სახსრის პროთეზირების გამო, აქტიური ფიზიკური დატვირთვის შეუძლებლობაში), რაც მოითხოვს მიმღების განახლებას და შემდგომ ახალ მიმღებზე აღნიშნული დეტალებით პროთეზის სხვა დეტალების მიერთებას. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ პროთეზი თავის დროზე მორგებულია სწორად და არ არის დარღევული მოხმარების წესები;
51. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმებულია 2014 წელს, ს.ქ------ისათვის პროთეზის მორგებასთან დაკავშირებით წერია, რომ დეტალებზე (პროთეზის მაკომპლექტირებული საშუალებები) გაწერილია 5 წლიანი საგარანტიო ვადა, რომელიც დღეის მდგომარეობით დარღვეული არ არის (თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სხეულის ფიზიოლოგიური ცვლილებების გამო, გარკვეული დეტალი ცვლილებას მოითხოვს), ხოლო ორთოპედიული პროფილის (მიმღები, რომელიც უშუალოდ ერგება ტაკვს) მოხმარების თვალსაზრისით დაფიქსირებული 2 წლიანი საგარანტიო ვადა გასულია და ექვემდებარება შეცვლას.
52. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ს---–--- ქ------ის საპროთეზო მომსახურების (დეტალების განახლების, მორგების) ღირებულება დღეის მდგომარეობით შეადგენს 19 444.00 ლარს. თანხის ცვლილება დამოკიდებულია ლარის კურსის ცვლილებასთან და განისაზღვრება საჭირო დეტალების შეკვეთის დღისათვის „ო-------------“ ქარხანაში არსებული ფასით.
53. დასკვნის ავტორი აღნიშნავს, რომ ს---–--- ქ------ეს პროთეზირება ჩატარებული აქვს ქ. ა------ში, „ო---------------“ ცენტრში. გ------ულ ფირმა „ო------------“ აქვს სრულუფლებიანი წარმომადგენლობები მსოფლიოს 56 ქვეყანაში, მათ შორის ა------ში და თითოეული წარმომადგენლობა უფლებამოსილია „ო---------------“ ბრენდის ქვეშ საპროთეზო ნაწარმის წარმოებისა. შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა „ო---------------“ რომელ ფილიალში დამზადდება საპროთეზო დამხმარე საშუალება.
54. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ს---–--- ქ------ის პროთეზის საგარანტიო ვადა შეადგენს 5 წელს, ხოლო პროთეზის გარანტია ორთოპედიული თვალსაზრისით არის 2 წელი.
55. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ორთოპედიული თვალსაზრისით პროთეზის განახლების საჭიროება გამოწვეულია აპელანტის ფიზიოლოგიური მდგომარეობის ცვლილებით (რომელშიც იგულისხმება წონის მატება, რაც ზოგადად ვითარდება ქვედა კიდურის /კიდურების/ ამპუტირების შემთხვევაში და დაკავშირებულია კონკრეტულ შემთხვევაში მენჯ - ბარძაყის სახსრის პროთეზირების გამო, აქტიური ფიზიკური დატვირთვის შეუძლებლობაში), ასევე პროთეზის ორთოპედიული თვალსაზრისით არსებული საგარანტიო ვადის (2 წელი) გასვლით. ამავე დასკვნის თანახმად დადგეილია, რომ ორთოპედიული თვალსაზრისით პროთეზის აღდგენისათვის საჭიროა 19 444.00 ლარი.
56. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ასევე დადგენილია, რომ არ აქვს მნიშვნელობა „ო---------------“ რომელი ქვეყნის ფილიალში დამზადდება საპროთეზო დამხმარე საშუალება.
სამართლებრივი დასაბუთება:
57. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მ--- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
58. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
59. ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის’’ 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება მოახდინოს თავისი ღირსების შენარჩუნება და პიროვნების თავისუფალი განვითარება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა განხორციელებით ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და თითოეული სახელმწიფო სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად. ხოლო ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ’’ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
60. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს, მოსარჩელემ მიიჩნია რა მისი უფლება დარღვეულად, მომართა სასამართლოს სარჩელით.
61. საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. დამსაქმებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომლებიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე. დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
62. საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
63. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
64. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
65. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
66. ამავე კოდექსის 997-ე მუხლით კი განსაზღვრულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი, რომლის თანახმადაც, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი(სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.
67. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს სახით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.
68. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
69. უდავოდაა დადგენილი, რომ ს---–--- ქ------ემ 2----–-–--------სს შ.პ.ს „----------- მ---------ს“ ზ----–- ქარხნის მ----ე საამქროში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას საწარმოს სრული ბრალეულობით მიიღო ტრავმა და დასახიჩრდა, დაკარგა მარჯვენა ფეხი.
70. დადგენილია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ბრაეულ მხარეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება და ს---–--- ქ------ისათვის პროთეზის დამზადება.
71. მოვალისათვის წინასწარ სავარაუდოა ის გარემოება, რომ პროთეზი გარკვეული პერიოდის შემდეგ საჭიროებს შეკეთებას და შეცვლას, რომელიც (პროთეზის შეკეთება) კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენს 19 444.00 ლარს. შესაბამისად საფუძვლიანია ს---–--- ქ------ის მოთხოვნა მოპასუხე მხარისათვის 19 444.00 ლარის დაკისრების შესახებ.
72. რაც შეეხება ს---–--- ქ------ის მეორე სასარჩელო მოთხოვნას შპს ,,ჯ--------- მ---------სათვის’’ მოსარჩელის სასარგებლოდ, პროთეზის საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ, საქართველოში ლიცენზირებულ საპროთეზო-ორთოპედიულ დარგში მომუშავე კლინიკის მიერ მომავალში გაცემული შესაბამისი დოკუმენტაციების (ექმის ცნობა, ხარჯთაღრიცხვა) საფუძველზე, სამომავლო მრავალჯერადი ვალდებულების, აღნიშნული პროთეზის განახლების ღირებულების დაკისრების თაობაზე - პალატა განმარტავს შემდეგს:
73. რა თქმა უნდა ს---–--- ქ------ეს იმდენჯერ ეკუთვნის პროთეზის განახლებისათვის საჭირო თანხების ანაზღაურება მოპასუხე ორგანიზაციისაგან, რამდენჯერაც ამის საჭიროება დადგება, თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ იმ სახით დაყენებული სასარჩელო მოთხოვნას, რაც ს.ქ------ემ წარადგინა სასამართლოში - წარმატების პერსპექტივა - არ გააჩნია.
74. დადგენილია, რომ ს---–--- ქ------ე მეორე სასარჩელო მოთხოვნით უტყუარად დადგენილი ხარჯის, ან ფაქტიურად გაწერილი ხარჯის ანაზღაურებას კი არ ითხოვს, არამედ სასამართლოსაგან ითხოვს მესამე პირის მიერ, მომავალში განსაზღვრული ხარჯის, თანხების ანაზღაურებას, ანუ ვალდებულების შესრულების პირობების განსაზღვრას მესამე პირის მიერ. სახელდობრ: საქართველოში ლიცენზირებული საპრთეზო ორთოპედიულ დარგში მომუშავე კლინიკის მიერ გაცემული შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე სამომავლო მრავალჯერადი ვალდებულების შესრულებას.
75. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლი (ვალდებულების პირობათა განსაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე) პირველ ნაწილში გაკეთებულია დათქმა, რომ თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ - ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
76. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.
77. იმის გათვალისწინებით, რომ ს---–--- ქ------ის მიერ არ არის დაყენებული კონკრეტული თანხის ანაზღაურების მოთხოვნა (სამომავლოდ) რომელიც ასევე კონკრეტულ მტკიცებულებებს დაემყარება. სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს წარმოდგენილი სახით დაყენებულ მეორე სასარჩელო მოთხოვნას, რადგან არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ მოთხოვნა, რომელიც კონკრეტულ მტკიცებულებას დაემყარება (მაგ.: ხარჯთაღრიცხვას, რომელსაც თავის მხრივ საპროთეზო დარგში მომუშავე რომელიმე კლინიკა გასცემს) არ იქნება სამართლიანად მიჩნეული მოპასუხის მიერ, რის გამოც იგი მას სადაოდ გახდის. მითითებული ნორმის თანახმად, საეჭვოობის შემთხვევაში დავა მაინც სასამართლოს გადასაწყვეტია.
78. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ რა თქმა უნდა მოსარჩელეს აქვს უფლება საჭიროების შემთხვევაში მოთხოვოს კონკრეტული თანხები მოპასუხეს, ხოლო მოპასუხეს ვალდებულება - მისი გადახდისა, მაგრამ სასამართლო მოთხოვნა იმ სახით, რა სახითაც იგი მოსარჩელემ დააყენა - უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საპროცესო ხარჯები:
79. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
80. დაეკისროს შპს „----------- მ--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1361.08 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. ს---–--- ქ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებას---–--- ქ------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ-------------------–---- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაეკისროს შპს „----------- მ--------ს“ ს---–--- ქ------ის სასარგებლოდ 19 444 ლარის გადახდა;
5. ს---–--- ქ------ისდანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
6. დაეკისროს შპს „----------- მ--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1361.08 ლარის გადახდა.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
9. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-7 - 10 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
ლაურა მიქავა