განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2018
საქმის ნომერი
101210018002383528
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №101210018002383528

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-666-18 26 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - გუ---- სა------–---–- - გ--------- ჩ-------ე - - ვა------–--- სა------–---–- - - ე-–---- ბო-------ე, რ----- სა------–---–-

დავის საგანი - ქონებიდან რეალური წილის გამოყოფა, სამკვიდრო ქონებიდან იდეალური წილის გამოყოფა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- გუ---- სა------–---–-ს სარჩელი, სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნების შესახებ - არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. დადგენლი იქნა, რომ ვ--–---- სა------–---–-, რომელიც არის მოსარჩელე გუ----ი სა------–---–-ს და მოპასუხე ვა------–--- ს-------–---–-ს მამა, გარდაიცვალა 1982 წლის 18 ივნისს. ვ--–---- სა------–---–-ს შვილები არიან: ვა------–--- ს-------–---–-, გუ----, რ-----, გ---–----- და ნ----- ს-------–---–---. გარდაცვალების მომენტისათვის ვ--–---- ს-------–---–- ჰყავდა მეუღლე ე-–--- სა------–---–-;

 

2.2 დადგენლია, რომ ნ----- სა------–---–-, რომელიც არის მოსარჩელე გუ----ი სა------–---–-ს და მოპასუხე ვა------–--- ს-------–---–-ს და, გარდაიცვალა 2014 წლის 19 ოქტომბერს. ამასთან, ე-–--ე სა------–---–-ს გარდაცვალების დადგენილი წესით გაცემული მტკიცებულება წარდგენილი არაა;

 

2.3. დადგენილა, რომ 1974 წლის 21 აპრილის გაყოფის აქტის მიხედვით მხარეთა ოჯახი გაიყო ორ კომლად, პირველ კომლში დარჩა მამა ვ--–---- სა------–---–-, დედა ე-–--- სა------–---–-, ძმა რ----- სა------–---–- და და გ---–----- სა------–---–-, ხოლო მეორე კომლში დარჩნენ თავად მოსარჩელე გუ---- სა------–---–- და და ნ----- სა------–---–-, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია; ამასთან, აღნიშნული აქტის რეგისტრაცია საკომლო წიგნში არ მომხდარა; გარდა ამისა, აქტზე მხოლოდ ერთი კომისიის წევრის ხელმოწერაა;

 

2.4. მოსარჩელე გუ---- ს-------–---–--, 2016 წელს მიიღო სასოფლო სამეურნეო დანიშნულების სახნავი ბარათი 0,3 ჰა მიწის ფართზე და მრავალწლიან ნარგავებზე უფიქსირდება 0,05 ჰა მიწის ფართობი;

 

2.5. დადგენილია, რომ სადაო სახლი და მიწის ნაკვეთი კანონით დადგენილი წესით მოსარჩელე გუ---- სა------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული არ არის;

 

2.6. დადგენილია, რომ 1994 წლამდე, გუ---- სა------–---–- ირიცხებოდა კომლის წევრად ე-–--- სა------–---–-ს კომლში;

 

2.7. საქმეში არ არის წარმოდგენილი გუ---- სა------–---–-ს და ვა------–--- სა------–---–-ს დედის ე-–--- სა------–---–-ს გარდაცვალების მოწმობა, შესაბამისად სასამართლომ ვერ დაადგინა სამკვიდროს გახსნის ფაქტი, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული;

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

2.8. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 170-173-ე, 953-965-ე, 1336-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში: გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები);

 

2.9. სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება დაკავშირებულია სამკვიდროს გახსნის მომენტთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამდენად, მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებიდან წილის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან, მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან;

 

2.10. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი გუ---- სა------–---–-ს და ვა------–--- ს-------–---–-ს დედის ე-–--- სა------–---–-ს გარდაცვალების მოწმობა შესაბამისად არ დგინდება სამკვიდროს გახსნის ფაქტი;

 

2.11. სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის თანახმად კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან; მოცემულ შემთხვევაში მხარემ ვერ წარმოადგინა აღნიშნულის (კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების გამო სამკვიდროს გახსნა) დამადასტურებებლი მტკიცებულება;

 

2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ;

2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს;

 

2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლის შესაბამისად თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი;

 

2.16. სასამართლომ დადგენილად ვერ მიიჩნია უძრავი ქონებაზე მდებარე ჭ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ პ--------–- - მოსარჩელე გუ---- სა------–---–-ს საკუთრების უფლება, კონკრეტულად იმ ქონებაზე, რომლის რეალურად გამოყოფას ითხოვს, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ამონაწერი საკომლო წიგნიდან ან საჯარო რეესტრიდან, ასევე მტკიცებულება მასზედ, რამდენად შესაძლებელია რეალურად ამდაგვარად ქონების ნაწილის გამოყოფა ნივთის ღირებულების (დანიშნულება) შემცირების გარეშე; სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე;

 

2.17. აღნიშნული დასაბუთებიდან გამომდინარე სასამართლომ გუ----ი სა------–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დაკმაყოფილა ის.

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გუ---- ს-------–---–--, ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩეილის დაკმაყოფილება;

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს რადგან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ქონების რეალური გამოყოფა და სამკვიდრო ქონების მიღება, რაც არ დაკმაყოფილდა კანონშეუსაბამოდ. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ 1974 წლის 21 აპრილს განყოფილების აქტის მიხედვით ს-------–---–---ს ოჯახი გაიყო ორ კომლად, პირველ კომლში დარჩა მამა - ვ--–---- სა------–---–-, დედა - ე-–--- სა------–---–-, ძმა - რ----- სა------–---–- და და - გ---–----- სა------–---–-, ხოლო მეორე კომლში მოსარჩელე გუ---- სა------–---–- და თავისი და - ნ----- სა------–---–-, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია. ქონების გაყოფის შემდეგ მოსარჩელის კომლს ერგო სახლის აღმოსავლეთ მხარეს ერთი ოთახი პირველ სართულზე და ერთი ოთახი მეორე სართულზე, ერთი სული პირუტყვი და ქვევრები 42 ფუთის ტევადობის. ამასთან ეზო გაიყო ორ ტოლ ნაწილად; მოსარჩელეს სარგებლობაში გადაეცა 1500კვმ. მიწის ნაკვეთი, სადაც ის ცხოვრობს დღემდე ოჯახთა ერთად და სარგებლობს მიწის ნაკვეთით;

 

3.2. ბოლო პერიოდში მოსარჩელესა და თავის დას, ვა------–--- ს-------–---–- შორის მიმდინარეობს დავა სახლსა და მიწის სარგებლობასთან დაკავშირებთ, მოპასუხე აიძულებს მოსარჩელეს დატოვოს ოჯახი;

 

3.3. სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს, რომ არ მტკიცდება მოსარჩელის საკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რომლის გამოყოფასაც ითხოვს, ამასთან არ არის წარდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ თუ რამდენად შესაძლებელია ქონების რეალური გაყოფა ნივთის დანიშნულების შემცირების გარეშე. სასამართლოს აღნიშნული მითითება არსწორია, რადგან, სადავო კომლი გაყოფილია ორ კომლად და 40 წელზე მეტია ამ რეჟიმით, სარგებლობენ მოდავე მხარეები. ამ პერიოდის მანძილზე არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს მოპასუხე მხარეს, დავა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ შესაძლოა ახლო მომავალში სახლი დაზიანდეს მანგანუმის მადნის მოპოვების გამო და მოპასუხეს სურს მთლიანად მიიღოს მთელ ქონებაზე ზიანის თანხა;

 

3.4. კომლის ორ ნაწილად გაყოფისას დაცულია იმ დროს მოქედი კანონმდებლობის მოთხოვნები, შედგენილია განყოფილების აქტი, რომელიც დამტკიცებულია სხდომაზე და კომლის გაყოფა ასახულია საარქივო დოკუმენტებში. აღნიშნული ფაქტის საკომლო წიგნში დაფიქსირება ვისი დაუდევრობით არ მოხდა აპელანტისთვის გაუგებარია. მისი მითითებით ამ გარემოებებს სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. აპელანტისთვის ასევე გაუგებარის სამოქალაქოკოდექსის 963-ე მუხლზე მითითება და განმარტავს, რომ (საზიარო მას მოპასუხის ოჯახთან არავითარი საზიარო ურთიერთობა არ გააჩნია;

 

3.5. აპელანტმა განმარტა, რომ მის ოჯახიდან გარდაცვლილი არიან მამა ვ--–---- სა------–---–-, დედა ე-–--- სა------–---–- და და ნ----–--- სა------–---–-. თავად დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ სახლში და მათი გარდაცვალების შემდეგ დაუფლებულია თითეული მათგანის წილს სამკვიდრო ქონებიდან, ანუ მიღებული აქვს სამკვიდრო. მემკვიდრეობის წესით დაუფლებულია 1982 წელს გარდაცვლილ ვ--–---- სა------–---–-ს მთლიანი ქონების კუთვნილ 1/5 წილს, 1994 წელს გარდაცვლილ ე-–--- სა------–---–-ს მთლიანი ქონების კუთვნილ 1/4 წილს და 2014 წელს გადაცვლილ ნ----- სა------–---–-ს მთლიანი ქონების კუთვნილ 1/3 წილს.

 

3.6. აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მთლიანად უგულებელყო ანალოგიურ დავებზე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება;

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

ფაქტონრივი დასაბუთება

 

4.1. დადგენილია, რომ ვ--–---- სა------–---–- არის მოსარჩელე გუ----ი სა------–---–-ს და მოპასუხე ვა------–--- ს-------–---–-ს მამა (ს.ფ. 15);

 

4.2. დადგენილია, რომ ვ--–---- სა------–---–- გარდაიცვალა 1982 წლის 18 ივნისს (ს.ფ.33.);

 

4.3. დადგენილია, რომ ვ--–---- სა------–---–-ს შვილები არიან: ვა------–--- სა------–---–-, გუ---- სა------–---–-, რ----- სა------–---–-, გ---–----- სა------–---–-, და ნ----- სა------–---–- (იხ. სარჩელი);

 

4.4. დადგენილია, რომ გარდაცვალების მომენტისათვის ვ--–---- ს-------–---–- ჰყავდა მეუღლე ე-–--- სა------–---–-. ვ--–---- სა------–---–-ს გარდაცვალების შემდგომ კომლის უფროსად მითითებული იქნა ე-–--- სა------–---–- (ს.ფ. 26);

 

4.5. დადგენლია, რომ ნ----- სა------–---–-, რომელიც არის მოსარჩელე გუ----ი სა------–---–-ს და მოპასუხე ვა------–--- ს-------–---–-ს და, გარდაიცვალა 2014 წლის 19 ოქტომბერს (ს.ფ. 34);

 

4.6. დადგენილია, რომ 1974 წლის 21 აპრილის გაყოფის აქტის საფუძველზე მხარეთა ოჯახი გაიყო ორ კომლად, პირველ კომლში დარჩა მამა ვ--–---- სა------–---–-, დედა - ე-–--- სა------–---–-, ძმა - რ----- სა------–---–- და და - გ---–----- სა------–---–-, ხოლო მეორე კომლში დარჩნენ თავად მოსარჩელე გუ---- სა------–---–- და და - ნ----- სა------–---–-, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია. ამასთან, აღნიშნული აქტის რეგისტრაცია საკომლო წიგნში არ მომხდარა (ს.ფ.28-29);

 

4.7. მოსარჩელე გუ---- ს-------–---–--, 2016 წელს მიიღო სასოფლო სამეურნეო დანიშნულების სახნავი ბარათი 0,3 ჰა მიწის ფართზე და მრავალწლიან ნარგავებზე უფიქსირდება 0,05 ჰა მიწის ფართობი (ს.ფ. 32);

 

4..8. დადგენილია, რომ სადაო სახლი და მიწის ნაკვეთი კანონით დადგენილი წესით მოსარჩელე გუ---- სა------–---–-ს სახელზე რეგისტრირებული არ არის;

 

4.9. დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ე-–--- სა------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა და საზიარო უფლების გაუქმება;

 

4.10. საქმეში არ არის წარმოდგენილი უმთავრესი მტკიცებულება, ე-–--- სა------–---–-ს გარდაცვალების მოწმობა, რომელიც დაადასტურებდა სამკვიდროს გახსნის ფაქტს, ასევე თუ როდის გაიხსნა სამკვიდრო და ა.შ. სამკვიდროს გახსნა წარმოშობს მემკვიდრეთა უფლებას სამკვიდრო ქონებაზე;

 

4.11. ამასთან სრულიად დაუსაბუთებელია მეორე სასარჩელო მოთხოვნა საზიარო ქონების ნატურით გაყოფის შესახებ. უპირველეს ყოვლისა სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ნატურით გასაყოფი ქონება, ამ ქონების სამართლებრივი მდგომარეობა, ამასთან წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო ქონების ნატურით გაყოფის შესაძლებლობას.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა - გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი,ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი;

 

4.13. ამავე კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე;

 

4.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები;

 

4.15. კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები;

 

4.16. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს სამკვიდრო ქონების მიღების წესსა და ვადას. კერძოდ: სკ-ის 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან;

 

4.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან;

 

4.18. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი უმთავრესი მტკიცებულება, ე-–--- სა------–---–-ს გარდაცვალების მოწმობა, რომელიც დაადასტურებდა სამკვიდროს გახსნის ფაქტს, ასევე თუ როდის გაიხსნა სამკვიდრო და ა.შ.;

 

4.19. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე”;

 

4.20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით: “სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

 

4.21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ,,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“;

 

4.22. მოსარჩელე მხარის მიერ სათანადო მტკიცებულებით (გარდაცვალების მოწმობით) ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემეობა თუ როდის გარდაიცვალა ე-–--ე სა------–---–- და გაიხსნა თუ არა ამ უკანასკნელის საკუთრებაზე სამკვიდრო;

 

4.23. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას საზარო უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის თანახმად კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საზიარო უფლების მონაწილეების უფლებები და ვალდებულებები უმეტესწილად კანონით წესრიგდება;

 

4.24. საზიარო უფლება არსებობს მაშინ, როცა რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის სამართლის ერთი ობიექტი. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეებს სადაო საგანზე საზიარო უფლება გააჩნიათ;

 

4.25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის თანახმად, ,,თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება”;

 

4.26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე;

 

4.27. პალატა განმარტავს, რომ ტერმინი ,,ღირებულების შემცირება” – სამართლებრივი კატეგორიაა ანუ, “ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა ღირებულების შემცირების გარეშე”, სამართლებრივად შესაფასებელი საკითხია და მისი გადაწყვეტისას უნდა მიეცეს შეფასება იმ ფაქტობრივ გარემოებას, თუ რამდენად ინარჩუნებს გაყოფის შემდგომ გაყოფის ობიექტი (საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი) იმ დანიშნულებას, რასაც იგი გაყოფამდე ასრულებდა. ანუ ამ თვალსაზრისით შემცირდა თუ არა გასაყოფი ობიექტის ღირებულება (შემცირებაში იგულისხმება არა ფართის ოდენობის შემცირება, არამედ დანიშნულების იმგვარად ვერ შესრულება, რასაც გასაყოფი ობიექტი გაყოფამდე ასრულებდა. ანუ ფუნქციური დანიშნულების იმგვარადა\ შეუნარჩუნებლობა, როგორ მდგომარეობაშიც იგი გაყოფამდე იყო);

 

4.28. საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის დაკმაყოფილებისას საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, რომ გასაყოფი ობიექტი წარმოადგენს მოსარჩელისა და მოპასუხის საზიარო საკუთრებას; ამასთან უტყუარად უნდა დასტურდებოდეს ქონების ნატურით გაყოფის შესაძლებლობა ღირებულების შემცირების გარეშე; განსახილველ შემთხევვაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაუდასტურებელია ორივე ფაქტობრივი გარემოება რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გუ---- სა------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გუ---- სა------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს სჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაურა მიქავა