განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 0-----------------
საქმე №1ბ/884-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა ჩიკვაიძის მდივნობით,პროკურორ - ა-----–---–---–ის,ადვოკატ - გ---–-------–-–--ლი,მსჯავრდებულ - ლ-–-------–---ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ-–-------–---ას ადვოკატ ო------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ლ-–-------–---ას მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N5----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–---------------------------–-------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 აგვისტოს განაჩენით:
ლ-–-------–---ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ლ-–-------–---ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ-–-------–---ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ლ-–-------–---ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 18 იანვრიდან.
ლ-–-------–---ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის განაჩენით ლ-–-------–---ა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც 3 წელი მოიხადა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენით, ლ-–-------–---ა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, ლ-–-------–---ა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2017 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქურდობისათვის სამჯერ ნასამართლევმა ლ-–-------–---ამ კარიდან უკანონოდ შეაღწია ქ-------–--–----–--------------------------–ი მდებარე მ---------------ძის ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლა: ქალის ვერცხლისფერ საათს - ღირებულს 100 ლარად; ოქროს ძეწკვს - ღირებულს 150 ლარად; ოქროს პეპლის ფორმის საყურეს - ღირებულს 300 ლარად; ოქროს ნაძვის ხის ფორმის კულონს - ღირებულს 50 ლარად; ცირკონის თვლებით გაწყობილ ვერცხლისფერ ბეჭედს - ღირებულს 30 ლარად; ცირკონის თვლებით გაწყობილ ერთ ცალ ვერცხლისფერ საყურეს - ღირებულს 30 ლარად; ბურთის ფორმის მარგალიტის თვალს ოქროს საკიდით - ღირებულს 50 ლარად; ორ ცალ ვერცხლის საყურეს მარგალიტის ბურთის საკიდით - ღირებულს 50 ლარად. ლ-–-------–---ას ქმედებით მ---------------ძეს მიადგა 760 (შვიდასსამოცი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-–-------–---ას ადვოკატმა ო------------ამ.
დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ლ-–-------–---ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ადვოკატის განმარტებით, ბრალდების მხარის ერთერთ მტკიცებულებას წარმოადგენს პოლიციელი ი-----–--------ის პატაკი და მისი მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რომელიც არის ირიბი ხასიათის, ვიანიდან მოწმე ვერ ასახელებს ინფორმაციის წყაროს. ასევე ირიბ ჩვენებებს წარმოადგენს ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების: გ----------–---------------------–---–------------------------–---–----–-------------–---–-ას და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმეების - ნ------------------------------–---–-ას ჩვნებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაიგონეს ბრალდებულის აღიარება მისგან ამოღებული ნივთების ქურდობის თაობაზე. აღნიშნული ჩვენებები ეყრდნობა ბრალდებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო ბრალდებული არ ეთანხმება წაყენებულ ბრალს და შესაბამისად, მის მიერ საქმის არსებით განხილვამდე გავრცელებული განთქმითი ინფორმაციის შემცველი ირიბი ჩვენება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მის წინააღმდეგ. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ ბრალდების მთავარი თვითმხილველი მოწმის თ------------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება არსებით წინააღმდეგობაშია გამოძიების დროს მიცემულ ინფორმაციასთან, დამნაშავის გარეგნული მონაცემების აღწერის ნაწილში. მოწმემ სასამართლოს მოახსენა, რომ ბრალდებულს ისე ეხურა ქუდი, ნახევრადაც კი არ ჩანდა, ხოლო გამოკითხვის ოქმში დეტალურად აქვს აღწერილი ბრალდებულის გარეგნობა, რაც სახეზე ქუდის ჩამოფარების შემთხვევაში ვერ უნდა დაენახა. ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად გაურკვეველია, თუ რა სახის ქურთუკი ეცვა დამნაშავეს დანაშაულის ჩადენის დროს.
დაცვის მხარის განმარტებით, დანაშაულის ჩადენიდან ორისაათნახევრის შემდეგ, ჩხრეკის შედეგად ნაქურდალი ნივთების პირისგან ამოღება არ ნიშნავს იმას, რომ ნივთები ჩხრეკის სუბიექტმა მოიპარა. ქურდობის ფაქტის ბრალად შერაცხვისათვის სათანადო წესით უნდა დადგინდეს ბრალდებულის ქურდობის ადგილზე ყოფნა, რაც მოცემულ საქმეზე არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია ამოცნობის ოქმი, დაქტილოსკოპიური ან გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეო-სათვალთვალო კამერების მონაცემები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები და ა.შ. რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, მასში მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუში დაემთხვა ლ-–-------–---ას გარდა კიდევ სხვა პირის სუნის ნიმუშს. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-ოდოროლოგმა განმარტა, რომ აღნიშნული დასკვნის მიხედვით შესაძლებელია დაუშვათ შემთხვევის ადგილზე ოთხი პირიდან ნებისმიერის ყოფნის ალბათობა, თუმცა პირის კონკრეტულ ადგილზე ყოფნა ექსპერტმა ვერ დაადასტურა მტკიცებით ფორმაში, ვინაიდან სუნი შესაძლებელია საყოფაცხოვრებო კომუნიკაციის საშუალებითაც გადავიდეს როგორც ადამიანისგან ადამიანზე, ისე საგნებიდან ადამიანზე, ან პირიქით.
აღნიშნულისა და სააპელაციო საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
მსჯავრდებულმა ლ-–-------–---ამ და მისმა ადვოკატმა გ---–-------–-–--ლმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ-–-------–---ას და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ლ-–-------–---ას ბრალეულობა, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ---------------ძემ განაცხადა, რომ 2017 წლის 18 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაუკავშირდა შვილი - თ------------–---–ი და განუცხადა, რომ სახლში ვიღაცეები იყვნენ შესულები. იგი იყო შეშინებული და ტიროდა, რა დროსაც ასევე უთხრა, რომ ის და მისი ძმა ოთახში იყვნენ შეკეტილები. მაშინვე დარეკა 112-ში და განაცხადა მომხდარი ფაქტის შესახებ. ბინაში მისვლისა და დათვალიერების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მოპარული იყო სხვადასხვა სახის სამკაულები და აქსესუარები. მ---------------ძემ დაადასტურა მისი მონაწილეობა ნივთების ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო მისი კუთვნილი სამკაულები. აღნიშნული ქმედებით მიადგა 760 ლარის ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 14:00-15:00 საათზე, ძმასთან - დავით კენჭოშვილთან ერთან იმყოფებოდა სახლში და მეცადინეობდა მისაღებ ოთახში. იმ ადგილიდან, სადაც იჯდა, ჩანდა დერეფანი, საიდანაც შემოესმა ნაბიჯების ხმა. თავდაპირველად ეგონა, რომ მისი ძმა დადიოდა, თუმცა მის დაძახებაზე, დავითმა ოთახიდან უპასუხა. ამ დროს შემოსასვლელში, დედის საძინებელ ოთახთან დაინახა უცნობი მამაკაცი, როგორც შემდეგ გაირკვა, იგი იყო ლ-–-------–---ა. მან (თ------------–---–მა) მაგიდიდან აიღო მობილური ტელეფონი, შევიდა საძინებელში, ჩაიკეტა ძმასთან ერთად და მომხდარის შესახებ შეატყობინა დედას - მ---------------ძეს. შემდეგ დაუკავშირდა მეზობელ თ------------–--ლს, რომელიც გვერდით სადარბაზოში ცხოვრობდა და სთხოვა დახმარება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მის ბინაში მყოფ პირს ეცვა ტყავის ქურთუკი და ჯინსის შარვალი; ეხურა შავი ფერის ნაქსოვი ქუდი; ჰქონდა წვერი და მუქი ფერის კანი. მანვე დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების ის ნაწილი, სადაც აღწერა მის სახლში მყოფი პიროვნების ჩაცმულობა და აღნაგობა. თ------------–---–მა განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო პირის ამოცნობაში, რა დროსაც წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ლ-–-------–---ა, როგორც მის ბინაში დანახული პირი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა მოწმე თ------------–--ლის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 2017 წლის 18 იანვარს იმყოფებოდა სახლში. მას მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა თ------------–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ მის სახლში ვიღაც იყო შესული და თვითონ ძმასთან ერთად ჩაკეტილიყო ოთახში. იგი მალევე მივიდა თ------------–---–ის სახლში, შეაღო კარი, რომელიც დახვდა მიხურულ მდგომარეობაში, შევიდა შიგნით და ნახა შეშინებული თ-------–---–ი, რომელმაც მოუყვა მომხდარის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–--------მა განაცხადა, რომ 2017 წლის 18 იანვარს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც კონფიდენტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ---------------ძის ბინა გაქურდული უნდა ჰქონოდა ლ-–-------–---ას, რომელიც სხვა პირებთან ერთად უნდა ყოფილიყო გურამიშვილის გამზირზე მდებარე კინოთეატრ ,,საქართველოს“ წინ, თეთრი ფერის ,,ჰონდას“ ფირმის ა/მანქანაში. ი-----–--------მა მიღებული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელს და დაწერა პატაკი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნიკოლოზ ბაცანაძემ განაცხადა, რომ 2017 წლის 18 იანვარს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, მისმა თანამშრომელმა ი-----–--------მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ლ-–-------–---ას მიერ ბინის გაქურდვის შესახებ. ასევე აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ლ-–-------–---ა თანმხლებ პირებთან ერთად უნდა ყოფილიყო გურამიშვილის გამზირზე მდებარე კინოთეატრ ,,საქართველოს“ წინ, თეთრი ფერის ,,ჰონდას“ ფირმის ა/მანქანაში. მიღებული ინფორმაციის შემდეგ შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და გაემართნენ მითითებულ მისამართზე, სადაც ავტომანქანაში დახვდათ ოთხი პიროვნება. პოლიციის თანამშრომლებმა მათ წარუდგინეს სამსახურეობრივი მოწმობები და განუმარტეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია ლ-–-------–---ას მიერ ქურდობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე. მოწმის განმარტებით, ლ-–-------–---ამ დაუდასტურათ, რომ მას გაქურდული ჰქონდა ლიბანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლი. ამის შემდეგ ლ-–-------–---ას წარუდგინეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მისი პირადი ჩხრეკის თაობაზე და ჩაატარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა საათი და სხვადასხვა სახის სამკაულები. პირადი ჩხრეკის შემდეგ მოხდა ლ-–-------–---ას დაკავება, რა დროსაც მას არ გაუწევია არანაირი წინააღმდეგობა და არ გამოუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია.
ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს ლ-–-------–---ას პირად ჩხრეკაში მონაწილე მოწმე თეიმურაზ შულაიამ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა: გიორგი სტეფანიშვილმა, გიორგი ჟორდანიამ, მამუკა მარკოზაშვილმა, ცოტნე კვარაცხელიამ, გიორგი ბერუაშვილმა და გელა ქამხაძემ დაადსატურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებათა სისწორე და კანონიერება. ამასთან მოწმეებმა გიორგი სტეფანიშვილმა და გიორგი ჟორდანიამ განაცხადეს, რომ ე-------------–---–--ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ორი ცალი საყურე, რომელიც, ე-------------–---–--ს განმარტებით, მას შესაკეთებლად გადასცა ლ-–-------–---ამ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა მოწმე ე-------------–---–--ს გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც, იგი (ე-------------–---–--) თავისი კუთვნილი ,,ჰონდას“ ფირმის ა/მანქანით, სახ. ნომერი M--------, ნ-----------ა და დავეხი ბასარიასთან ერთად იმყოფებოდა კინო ,,საქართველოსთან“, სადაც შეხვდნენ ლ-–-------–---ას. ავტომანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ლ-–-------–---ამ ჯიბიდან ამოიღო საათი და სამკაულები, რაზედაც განაცხადა, რომ იყო მისი ოჯახის კუთვნილი ნივთები და სურდა მათი გაყიდვა. შემდეგ ლ-–-------–---ამ მოწმეს გადასცა ორი ცალი ვერცხლისფერი საყურე და ორი ცალი თეთრი ფერის ბურთულა, უთხრა - შეეკეთებინა და ბურთულები მიემაგრებინა საყურეებზე.
ანალოგიური შინაარსის ინფორმაციაა დადასტურებული პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ნ----------- გამოკითხვის ოქმით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------–--–----–-----------------------------ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში დ 4 ცალი ანაწმენდი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმე ლ------------–---–-ა და ექსპერტებმა - გ------------------მ და ჯ----------–-–---–მა.
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ლ-–-------–---ას ტანთმოსილი შავი ფერის დუტის კაპიშონიანი ქურთუკის მარჯვენა გარეთა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ქალის ვერცხლისფერი საათი, რომელსაც ციბერბლატზე აწერია ლათინური ასოებით ,,M---------------”; ასევე, ამოღებული იქნა ერთი ცალი წვრილი ნაქსოვი ოქროსფერი ცეპი, რომელიც შესაკრავთან გაწყვეტილია; ორი ცალი ოქროსფერი საყურე; ერთი ცალი ოქროს კულონი ნაძვისხის ფორმის; ერთი ცალი ვერცხლისფერი ბეჭედი; 5 ცალი თვლები, ვერცხლისფერი 1 ცალი საყურე; ასევე ამოღებული იქნა თეთრი ფერის მრგვალი თვალი, ბურთის ფორმით, რომელსაც აქვს ოქროსფერი საკიდი.
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ე-------------–---–--ს პირადი ჩხრეკისას, ე.წ. დუტის უმკლავო ქურთუკის მარჯვენა გარე ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ვერცხლის საყურე, რომელთაგან ერთს მცირე ზომის რგოლით მიმაგრებული აქვს მარგალიტის ბურთის ფორმის მძივი, ამასთან, რგოლს შიდა მხრიდან აქვს გაურკვეველი წარწერა. მეორე ვერცხლის საყურეს ბოლოში აქვს რკალი, რომელზეც ასევე მიმაგრებულია ბურთის ფორმის მარგალიტი და ასევე აღენიშნება მცირე ზომის ყვითელი ლაქა.
საგნის ამოცნობის ოქმის თანახმად, მ---------------ძემ ამოიცნო N3 ნივთი, ვერცხლისფერი საათი, ვერცხლისფერივე სამაჯურით, შავი ფერის ციფერბლატით, წარწერებით ,,----------------”. მ---------------ძემ N3 ნივთი ამოიცნო, სამაჯურით, ციფერბლატით, არის ქალის ვერცხლისფერი საათი, ოთკუთხედი ფორმის ციფერბლატით, სამაჯურზე და ციფერბლატზე ჰქონდა ლათინური წარწერები ,,----------------”.
საგნის ამოცნობის ოქმის თანახმად, მ---------------ძემ ამოიცნო N1 ნივთი, 2 ცალი ვერცხლისფერი საყურე (წყვილი), მარგალიტის ფერი ბურთის ფორმის საკიდით. მ---------------ძემ N1 ნივთი ამოიცნო, ფორმით, ზომით, სიგრძით, მარგალიტის ფერი ბურთის ფორმის საკიდით.
საგნის ამოცნობის ოქმის თანახმად, მ---------------ძემ ამოიცნო N1 ნივთი, ორი ცალი ოქროსფერი საყურე, ერთმანეთის იდენტური, პეპლის ფორმის, შავი ფონითა და თვალებით, თავისი მიდამოში პეპლებს აქვთ ორი ცალი თვალი. მან ნივთი N1 ნივთი ამოიცნო, ფორმით, ზომით, ფერით, პეპლის ფორმით, შავი ფონით, ორი ცალი თვალით, ასევე შავ ფონზე თვალებით.
საგნის ამოცნობის ოქმის თანახმად, მ---------------ძემ ამოიცნო N1 ნივთი, ვერცხლისფერი ერთი ცალი საყურე, გაწყობილი თვლებით, გარედან სამი ცალი ჯვრის ფორმით. მან N1 ნივთი ამოიცნო, ფორმით ზომით, ჯვრის ფორმით.
საგნის ამოცნობის ოქმის თანახმად, მ---------------ძემ ამოიცნო N4 ნივთი, მარგალიტის ფერის თვალი, ოქროსფერი საკიდით, რომელსაც აქვს ბურთის ფორმა. მან N4 ნივთი ამოიცნო, ფორმით, ზომით, ფერით, თვლით, ოქროსფერი საკიდით.
საგნის ამოცნობის ოქმის თანახმად, მ---------------ძემ ამოიცნო N3 ნივთი, ვერცხლისფერი ბეჭედი, ზედა მხარეს თვლებით და თვლებითვე გამოსახული ჯვრის ფორმა, 5 ცალი. მან N3 ნივთი ამოიცნო, ფორმით, ზომით, თვლებით, ჯვრის ფორმით.
საგნის ამოცნობის ოქმის თანახმად, მ---------------ძემ ამოიცნო N2 ნივთი, ოქროსფერი კულონი, ზედა მხარეს მოგრძო საკიდით, ხოლო ქვედა მხარეს მრგვალი საკიდით, ნაძვის ხის ფორმის. მან N2 ნივთი ამოიცნო, ფორმით, ზომით, ზედა მხარეს მოგრძო საკიდით, ხოლო ქვედა მხარეს მრგვალი საკიდით.
საგნის ამოცნობის ოქმის თანახმად, მ---------------ძემ ამოიცნო N4 ნივთი, 1 ცალი ოქროსფერი ცეპი თავისივე შესაკრავით. მან N1 ნივთი ამოიცნო, ფორმით, სიგრძით, ზომით, შესაკრავით. საგნის ამოცნობის ოქმების სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე თ--------------
2017 წლის 28 იანვრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 18 იანვარს, ქ-------–--–----–-----------------ში მდებარე თ------------–---–ის საცხოვრებელი ბინა N3-ის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ბინაში შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადის წინ ბეტონის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ლ-–-------–---ასაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ------------------მ.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის განაჩენით, ლ-–-------–---ა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენით ლ-–-------–---ა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ლ-–-------–---ა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
ლ-–-------–---ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული სამკაულები და საათი მან შეიძინა უცნობი ადამიანისგან, რომელსაც იგი შემთხვევით შეხვდა „კ------------–ი“. მას აღნიშნული პიროვნების ამოცნობა შეუძლია. ასევე, განმარტა, რომ გამომძიებლის მხრიდან მისთვის დამაკმაყოფილებელი პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების გამო და მისი, ასევე უდანაშაულო მეგობრებისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, გამოძიების ეტაპზე დაიბრალა ის, რაც არ ჩაუდენია.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებებს მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს თავის ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ ლ-–-------–---ას მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
დაზარალებულ მარეხი მაისურაძის და მოწმე თ------------–---–ის, ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით, ე-------------–---–--ს და ნ----------- გამოკითხვის ოქმებით, ლ-–-------–---ას და ე-------------–---–--ს პირადი ჩხრეკის ოქმებით, საგნის ამოცნობის ოქმებით და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დგინდება, რომ 2017 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, ლ-–-------–---ამ უკანონოდ შეაღწია ქ-------–--–----–--------------------------–ი მდებარე მ---------------ძის ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლა 760 (შვიდასსამოცი) ლარის ღირებულების სამკაულებს და აქსესუარებს.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, პალატა აფასებს რა მოწმე თ------------–---–ის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, განმარტავს, რომ მან საკმაოდ დამაჯერებლად მოასხენა სასამართლოს 2017 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 14:00-დან, 15:00 საათამდე პერიოდში მის სახლში განვითარებული მოვლენები. მოწმემ განმარტა, რომ შემოსასვლელში, დედის საძინებელ ოთახთან დაინახა უცნობი მამაკაცი, რომელსაც ეცვა ტყავის ქურთუკი და ჯინსის შარვალი, ეხურა შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, ჰქონდა წვერი და მუქი ფერის კანი. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული პირი ამოიცნო მასთან საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობის ჩატარებისას და როგორც გაირკვა, იგი აღმოჩნდა ლ-–-------–---ა. მოწმის ჩვენება მის ბინაში მომხდარი ფაქტის სხვა პირებისათვის შეტყობინების ნაწილში, გამყარებულია მოწმეების მ---------------ძის და თ------------–--ლის ჩვენებებითაც, რაც კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს თ------------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის სანდოობას. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოწმის განმარტებით, დამნაშავეს ეცვა ტყავის ქურთუკი, ხოლო ამოღების ოქმის მიხედვით, ლ-–-------–---ასგან ამოიღეს სპორტული ქურთუკი, რომელიც, როგორც ნივთმტკიცებათა დათვალიერების დროს აღმოჩნდა, იყო დუტის (ე.წ. „პლაშოვკის“), პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ იმ ფაქტის არასწორად აღქმა და მითითება, თუ რა მასალის იყო ქურთუკი, ვერ გახდება მოწმის ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოწმემ ქურთუკის გარდა მიუთითა ბრალდებულის სხვა არაერთ ამოსაცნობ ნიშანზეც.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმე მ---------------ძის ჩვენებაზეც, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განახცადა, რომ მას შემდეგ, რაც თ------------–---–მა მოახსენა მომხდარის შესახებ, იგი დაბრუნდა სახლში და დაათვალიერა ბინა, რა დროსაც ვეღარ იპოვა სხვადასხვა სახის სამკაულები და აქსესუარები. საგნის ამოცნობის ოქმების თანახმად, მოწმემ ამოიცნო ლ-–-------–---ს და ე-------------–---–--ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, რომლებიც 2017 წლის 18 იანვარს დაკარგა მის ბინაში მომხდარი ქურდობის დროს. ამასთან, თითოეულ ნივთთან დაკავშირებით მიუთითა იმ ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, რის შედეგადაც შეძლო მათი ამოცნობს.
რაც შეეხება მოწმეების: გ----------–---------------------–---–------------------------–---–----–-------------–---–-ას ჩვენებებს და მოწმეების - ნ------------------------------–---–-ას გამოკითხვის ოქმებს, პალატა განმარტავს, რომ მათი შეფასება არ ხდება ბრალდებულის მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციის სანდოობის დადგენის თვალსაზრისით. პოლიციის თანამშრომლების მიერ თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად იქნა აღწერილი როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობა, ასევე ლ-–-------–---ას და ე-------------–---–--ს პირადი ჩხრეკისა და ბრალდებულის დაკავების პროცედურები, ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას; შესაბამისი ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ.
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მითითებას პატაკის ავტორის მოწმე ირ---–----------ს ჩვენების შეფასებასთან დაკავშირებითაც და განმარტავს, რომ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ოპერატიული ინფორმაცია ვერ მიიჩნევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ირიბ ჩვენებად, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ი-----–--------მა სასამართლოს მოახსენა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს კონფიდენტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ლ-–-------–---ას მიერ მ---------------ძის ბინის გაქურდვის, ასევე ბრალდებულის იმჟამინდელი ადგილსამყოფელის თაობაზე და მხოლოდ ის გარემოება, რომ მოწმეს არ აქვს უფლება, დაასახელოს ოპერატიული ინფორმაციის მომწოდებელი პირი, ვერ გახდება მის ჩვენებაში ეჭვის შეტანისა და მისი გაუზიარებლობის საფუძველი.
რაც შეეხება მოწმეების ნ------------------------------–---–-ას გამოკითხვის ოქმებში ასახულ ინფორმაციას, პალატა აღნიშნულ ჩვენებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენულ პირდაპირი ხასიათი მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და განმარტავს, რომ ნ------------------------------–---–-ას ჩვენებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული, მარეხი მაისურაძის კუთვნილი ნივთებს ლ-–-------–---ას მიერ ფლობის ფაქტი. როგორც ამ უკანასკნელმა განუცხადა მოწმეებს, აღნიშნული სამკაულები ეკუთვნოდა მის ოჯახს. ამ პირობებში კი ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია თავად ლ-–-------–---ას განმარტება, რომ ნივთები „კ------------–ი“ შეიძინა უცხო პირისგან, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გაურკეველია, თუ რატომ უნდა ეცრუა მას მეგობრების წინაშე და ეთქვა, რომ ნივთები თითქოსდა მის ოჯახს ეკუთვნოდა.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დაკსვნაზეც და განმარტავს, რომ აღნიშნული დაკვენით უტყუარად იქნა დადასტურებული დაზარალებულ მ---------------ძის კუთვნილ ბინაში ლ-–-------–---ას ყოფნის ფაქტი. დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ექსპერტ გიორგი ტაბატაძის განმარტებას, რომელმაც ზოგადი ხასიათის კითხვებზე სუნის ნიმუშის გადატანასა და კონკრეტულ ადგილას აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოთქვა პრაქტიკაში არსებული სხვადასხვა ვერსიები და მათ შორის მიუთითა, რომ სუნი საყოფაცხოვრებო კომუნიკაციის საშუალებებით შეიძლება გადავიდეს როგორც ადამიანიდან ადამიანზე, ისე საგნებიდან ადამიანზე და პირიქით. თუმცა, აღნიშნული განმარტება ეჭვის ქვეშ არ აყენებს მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, როგორც პირდაპირი მტკიცებულების რეალობას. ის ფაქტი, რომ ბრალდებულების სუნის ნიმუშები დაემთხვა დაზარალებულის საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადის წინ იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშს, მიანიშნებს, რომ აღნიშნულმა პირმა გარკვეული პერიოდი დაჰყო ამ ადგილას. ამასთან, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის პოზიცია შემთხვევის ადგილიდან მსჯავრდებულ ლ-–-------–---ას სუნის კვალის აღმოჩენასთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ მართალია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარე სუნის კვალთან დაკავშირებით ითხოვს, რომ იგი არ იქნეს გაზიარებული როგორც ლ-–-------–---ას ბრალეულობის მადასტურებელი მტკიცებულება და სასამართლოს სთავაზობს განსხვავებულ ვერსიას, მიზანშეწონილია შესაბამისი მტკიცებულებებით მოხდეს ამ ვერსიის გამყარება.
პალატა ასევე, არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს საქმეზე ობიექტურად არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ წარმოდგენილი არ იქნა ამოცნობის ოქმი, დაქტილოსკოპიური ან გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეო-სათვალთვალო კამერების მონაცემები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები და ა.შ., რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ლ-–-------–---ას ბრალეულობას. პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია ბრალად წარდგენილ ქმედებაში ლ-–-------–---ას დამნაშავედ ცნობისათვის, ხოლო ის გარემოება, რომ გარკვეული მტკიცებულებები არაა წარმოდგენილი სასამართლოს წინაში, არ ადასტურებს მის უდანაშაულობას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
რაც შეეხბა ლ-–-------–---ას მიერ ჩადენილი ქმედების დამაძიმებელ გარემოებებს, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის განაჩენით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევი ლ-–-------–---ა, იმ პირობებში, როდესაც თითოეულ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში წინა განაჩენით განსაზღვრული ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, 2017 წლის 18 იანვარს, ქ-------–--–----–--------------------------–ი, მ---------------ძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეღწევით, დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 760 (შვიდას სამოცი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით კი პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ლ-–-------–---ამ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორზე მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ-–-------–---ას მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (პირობითი მსჯავრის ქვეშ ჩაიდინა სოციალურად მომეტებული საფრთხის შემცველი დანაშაული) და განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.
შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 აგვისტოს განაჩენი ლ-–-------–---ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ლ-–-------–---ას და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 09 აგვისტოს განაჩენი;
ლ-–-------–---ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ლ-–-------–---ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ-–-------–---ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ლ-–-------–---ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 18 იანვრიდან.
ლ-–-------–---ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ლ-–-------–---ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, რომლებიც ინახება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-4 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
ე-------------–---–--ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი ვერცხლი საყურე, რომლებიც ინახება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-4 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
დავეხი ბასარიას, ნ-----------, ე-------------–---–--ს, ლ-–-------–---ას და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშები, რომლებიც ინახება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-4 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ლ-–-------–---ასგან ამოღებული ქურთუკი, რომელიც ინახება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-4 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე