განაჩენი

სისხლის სამართლის 01.12.2018
საქმის ნომერი
330100117002094073
ინსტანცია
თარიღი
01.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002094073

საქმე №1ბ/498-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის, ქეთევან სუპატაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ლა–-------------ის

ადვოკატების - ზუ--------------–---–ის, თა--------–----ას

მსჯავრდებულების - ლე----------–---–ის, გი-----------–--ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გი-----------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის და--------------–---–ის და მსჯავრდებულ ლე----------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თა--------–----ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლე----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ ნასამართლევის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თბილისი, ქ-----------–------------- ბინა №---–-- ამჟამად პატიმრობაში მყოფის, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

გი-----------–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ ნასამართლლევის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. თბილისი, ბ------–--–----–------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენით:

 

ლე----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ლე----------–---–ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 9 (ცხრა) თვე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლე----------–---–ს მოსახდელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ლე----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 26 აგვისტოდან.

 

გი-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გი-----------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გი-----------–--ეს მოსახდელად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გი-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 26 აგვისტოდან.

 

ლე----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა პროცესის მონაწილის შეურაცხყოფაში.

გი-----------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა პროცესის მონაწილის შეურაცხყოფაში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2017 წლის 28 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულებმა ლე----------–---–მა და გი-----------–--ემ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის ეტაპზე, სასამართლო პროცესის მონაწილე პროკურორის მიმართ გამოხატეს უპატივცემულობა, რა დროსაც პროკურორ ვა-------–--–------–-–---–ს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლე----------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თა--------–----ამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ლე----------–---–ის გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ლე----------–---–ს დანაშაული არ ჩაუდენია, სასამართლომ საქმის ნამდვილი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე დართული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა, უფრო მეტიც, სრულიად ნეიტრალური და რეალური ფაქტების შემცველი ელ. დისკზე ასახული სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერის მიხედვით, გუ---–---–ის მიერ წარმოთქმული ფრაზები შეიცავს მხოლოდ პროკურორის დასკვნითი სიტყვის საწინააღმდეგო მოსაზრებებს და პროტესტის გამოხატულებას, რასაც საერთო არაფერი აქვს პროცესის მონაწილე პროკურორის შეურაცხყოფასთან და წარდგენილ ბრალთან, კერძოდ, გუ---–---–ი ამბობს: „აუ რა ცხოვრება გამიმწარა, რა გავაკეთეთ”, „მა როდემდე ვუსმინო, გამამწარა პროკურორმა... რაღაც ტყუილებს იძახის, ქალბატონო მოსამართლევ, ხომ არ შეიძლება”, რახან მო... ესე იგი პროკურორია, მე არ მაქვს უფლება ვილაპარაკო კაცო...”, „ეგრე ხომ არ შეიძლება... ხოდა, შიმშილს ვაცხადებ და წამალს მოვ... ფორმა 100 მიეცით ადვოკატს თქო კაცო ... და გამიყვანეთ დარბაზიდან...”, მოსამართლე მიმართავს დარბაზს: „გუ---–---–ი შენ თვითონ მიდიხარ თუ გაგაძევო...”, რაზეც გუ---–---–ი პასუხობს: „არ შემიძლია არაფრის მოსმენა...” ამის შემდეგ მოსამართლე მიმართავს დარბაზს: ,,სიწყნარე დარბაზში...” და ამის შემდეგ ხმამაღლა აცხადებს: ,,ლ---- გუ---–---–ი გაძევებულ იქნას სხდომის დარბაზიდან”. აღნიშნულზე გუ---–---–ი პასუხობს: „ეგრე ჯობია” და იმავდროულად იწყებს ყვირილს. სხდომის ოქმის მიხედვით კი ყვირილით ნათქვამი სიტყვების სრულად იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ყვირილში ისმის ფრაზები „ტელევიზია და ყველაფერი... თქვენ უნამუსოებო თქვენა... ამოიღე, ამოიღე ჩანაწერი იმ სამინისტროდან...კამერები ამოიღე ბიჭო მეშვიდე სართულიდან”.

აპელანტი აღნიშნავს, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლე----------–---–ის მხრიდან მხოლოდ მითითებული ფრაზები არის გამოთქმული, დადასტურებულია ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.09.2017წ ფონოსკოპიური ექსპერტიზის N---------- დასკვნით, რომელმაც ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე ჩაატარა რა ექსპერტიზა, მოახდინა სხდომის 2017 წლის 28 ივლისის ოქმების სრული ტექსტობრივი გაშიფრვა-ბეჭდვა. ამ დასკვნაში კი არ არის ასახული ბრალდებისა და სასამართლოს მიერ განვითარებული ვერსია იმის შესახებ, რომ თითქოსდა ლე----------–---–მა პროკურორს უწოდა მამაკაცის სასქესო ასო და შეაგინა დედის მისამართით. სასამართლო განაჩენში თვითონვე ადასტურებს, რომ „ისმის ბრალდებულის ხმამაღალი შეძახილი, რომლის ტექსტის მკაფიოდ გარჩევა ვერ ხდება, რაც ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელი პირების განმარტებით განპირობებულია რიგი გარემოებებით: ჩამწერ მოწყობილობასთან ყვირილისა და სიტყვების სიმრავლით, ანდა ჩამწერი მოწყობილობიდან დიქტორის დაშორებით”.

აპელანტის აზრით, მართალია მოსამართლე ამგვარი მოსაზრების განვითარებით შეეცადა, რომ ლე----------–---–ის მხრიდან პროკურორის მისამართით შეურაცმყოფელი სიტყვების გამოთქმის ფაქტი დაესაბუთებინა, მაგრამ ეს მცდელობაც უვარგისია, ვინაიდან ცხადია, რომ თუ „ჩამწერ მოწყობილობასთან ყვირილისა და სიტყვების სიმრავლის” გამო შეუძლებელი აღმოჩნდა მამაკაცის სასქესო ასოს შესახებ შეძახილისა და დედის მისამართით გინების გარჩევა, ექსპერტები სასამართლოს სხომის ოქმის აუდიო ჩანაწერში ვერც ლე----------–---–ის მიერ გამოთქმულ სხვა სიტყვებსც, როგორიცაა „უნამუსოებო? და სხვა, რაც ოქმის ე. წ. გაურკვეველ მონაკვეთში ფიქსირდება, ვერ გაარჩევდნენ იმავე მიზეზის გამო, ვინაიდან პროცესის მონაწილე პროკურორის ჩვენების მიხედვით, არც ეს სიტყვა ყოფილა გამოთქმული დაბალ და ნაზ ტემბრში. შესაბამისად, მოსამართლის იმპროვიზაციული ხასიათის ვერსია იმის შესახებ, რომ სწორედ მიკროფონიდან ლე----------–---–ის დაშორება არის „ყვირილით წარმოთქმული ფრაზების აუდიო ჩანაწერში სათანადო სიმკვეთრით აუსახველობის” მიზეზი, ლოგიკას მოკლებულია. მით უფრო, რომ პროკურორი, რომლის მისამართითაც თითქოსდა ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოთქმას, თავის ჩვენებაში თვითონვე ადასტურებს, რომ ფრაზების გამოთქმას მის მიმართ ადგილი ჰქონდა დარბაზის შუშიან კამერაში ბრალდებულის ყოფნის დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებული არ იყო მოშორებული ხმის ჩამწერი მოწყობილობის ადგილს - მიკროფონს. ხმის ჩამწერი მოწყობილობიდან დაშორების მოტივით ფრაზების გაურჩევლობის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას აქარწყლებს ის გარემოებაც, რომ ბრალდებულ ლე----------–---–ის გაძევებისთანავე სასამართლომ დარბაზში მყოფი პირი გ-------------–---–-– გააძევა წესრიგის დარღვევისათვის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომის დარბაზის ნებისმიერ პერიმეტრზე - დარბაზში და ე. წ. დარბაზის შუშიან კამერაში” უზრუნველყოფილი არის ხმის ჩაწერა, სადაც პრიორიტეტების გარეშე ფიქსირდება პროცესის მონაწილე მხარეებისა თუ დარბაზში მყოფი პირების მიერ გამოთქმული ნებისმიერი ფრაზა.

აპელანტი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სასამართლო სხდომის ოქმში ასახული ფაქტობრივი გარემოების იგნორირების გამო, ფაქტობრივად თვითონვე გამოუცხადა უნდობლობა სასამართლო სხდომის ოქმს, რომელშიც სრულად (და არა ბუნდოვნად და გაურკვევლად, როგორც მოსამართლე წარმოაჩენს) აისახება სასამართლო პროცესის მიმდინარეობა (იხ. სსსსკ 195-ე მუხლი) და რომელიც მართლმსაჯულების პროცესის უმთავრესი ლეგიტიმური დოკუმენტია. აპელანტის აზრით, ლე----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება უტყუარი მტკიცებულებებს, სანდო წყაროდან მიღებულ და ჯეროვნად შემოწმებულ ინფორმაციას. საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებს და ეჭვებს, რაც ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გი-----------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და--------------–---–მა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, გი-----------–--ისათვის საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 10 (ათი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, დანიშნული სასჯელი კი აშკარად უსამართლო, რადგან იგი არ გამომდინარეობს დამნაშავის პიროვნებიდან და დანაშაულის ხასიათიდან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გი-----------–--ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც წარმოადგენს შემამსუბუქებელ გარემოებას. გასათვალისწინებელია, რომ გი-----------–--ე სასამართლო სხდომის დარბაზში უკანონო ბრალდების გამო აღმოჩნდა, იგი პატიმრობაში იმყოფებოდა 9 თვის განმავლობაში, ყოველ პროცესზე ისმენდა მის მიმართ წარდგენილ უკანონო ბრალდების დასაბუთების მცდელობებს (აღნიშნული ბრალდების საქმეზე გი-----------–--ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განაჩენით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი) სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მან თავი ვეღარ შეიკავა და ჩაიდინა სსკ-ის 366-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, მართალია ეს გი-----------–--ის ქმედებას არ ამართლებს, მაგრამ, სასამართლოს სასჯელის ნაწილში მაინც უნდა გაეთვალისწინებინა ქ---–---- ფსიქოლოგიური და სტრესული მდგომარეობა, რასაც იგი 9 თვის მანძილზე განიცდიდა; უკანონო ბრალდების გამო იგი მოწყვეტილი იქნა საკუთარ ოჯახს და ახლობლებს. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ გი-----------–--ეს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი; გი-----------–--ეს პატიმრობის პერიოდში შეეძინა ვაჟი, რომელიც 5 თვის ასაკში გარდაეცვალა და მის მძიმე მდგომარეობას დაემატა ასევე ეს დიდი ტრაგედია.

 

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა გი-----------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზუ--------------–---–მა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვეს გი-----------–--ისათვის საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს, წინა განაჩენის მოუხდელი ნაწილიდან დაემატოს სასჯელის ის ზომა, რაც ჩაეთვლება მოხდილად მისი საპატიმროში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.

მსჯავრდებულმა ლე----------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გი-----------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მსჯავრდებულ ლე----------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თა--------–----ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის თანახმად საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. მსჯავრდებული გი-----------–--ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი სადავოდ არ ხდიან საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად პალატა თავდაპირველად იმსჯელებს მსჯავრდებულ ლე----------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ლე----------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე დართული მტკიცებულებები არასწორად შეაფასა, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

მსჯავრდებულ ლე----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი სააპელაციო საჩივარში აქცენტს აკეთებს ელ. დისკზე ასახულ სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერზე და აღნიშნავს, ოქმის თანახმად არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა პროკურორს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით.

პალატა ითვალისწინებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა 2017 წლის 28 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, სადაც ასახულია, თუ როგორ არღვევენ წესრიგს სასამართლო სხდომაზე ბრალდებულები ლე----------–---–ი და გი-----------–--ე, კერძოდ, პროკურორ ვა-------–--–------–-–---–ს ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებული ლე----------–---–ი აწყვეტინებს სიტყვას ხმამაღალი პროტესტით, რასაც მოსამართლის მხრიდან მოჰყვა გაფრთხილება, ხოლო ლე----------–---–ის მხრიდან ხმამაღალი პროტესტის გაგრძელების გამო მოსამართლემ გასცა განკარგულება მისი გაძევების შესახებ, რა დროსაც ბრალდებული ლე----------–---–ი პროკურორს უწოდებს უნამუსოს, რის შემდეგაც დარბაზში იწყება ხმაური. ამ ფონზე ჩანაწერში ისმის ლე----------–---–ის ხმამაღალი შეძახილი, თუმცა კონკრეტული ფრაზები გაურკვეველია. სხდომა გრძელდება. პროკურორი განაგრძობს დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას და რამდენიმე წუთში ახლა უკვე ბრალდებული გი-----------–--ე აწყვეტინებს მას სიტყვას, რასაც მოჰყვება მოსამართლის მხრიდან მისი გაფრთხილება, რომელსაც ბრალდებული არ ემორჩილება და პროკურორს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებს დედისა და ოჯახის მისამართით. ამის შემდეგ სხდომის დარბაზიდან ხდება გი-----------–--ის გაძევებაც.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ აუდიო ჩანაწერში ლე----------–---–ის მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვების არ ისმის, პალატა ითვალისწინებს, შემდეგ გარემოებას:

2017 წლის 21 სექტემბრის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2017 წლის 28 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი ვარგისია საექსპერტო კვლევისათვის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ფონოგრამაზე არ აღინიშნება არავითარი სახის მონტაჟის კვალი. ფონოგრამაზე არსებული საუბრის შინაარსის ტექსტი დადგენილია და დაფიქსირებულია დანართში წერილობითი სახით.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ექსპერტიზის დასკვნის ავტორებმა ას-----------–-------მ და მე--------------–--ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, მათი განმარტებით ჩანაწერში გარკვეულ მონაკვეთებში ფრაზების ზუსტად ასახვა ვერ მოხდა და ეს შესაძლოა გამოეწვია ჩამწერ მოწყობილობასთან ყვირილსა და სიტყვების სიმრავლეს. ასევე რიგ შემთხვევაში ფრაზების გაურკვევლობა შესაძლოა გამოეწვია მიკროფონისაგან დიქტორის დაშორებას.

პალატა ითვალისწინებს, რომ ლე----------–---–ის მიერ პროცესის მონაწილისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ ექსპერტიზის დასკვნის გარდა, წარადგინა დაზარალებული და პირდაპირი მოწმეები, რომლებიც დაიკითხნენ სასამართლოში და დაადასტურეს ლე----------–---–ის მიერ პროკურორისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ვა-------–--–------–-–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ იგი არის საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი, სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერდა გი-----------–--ის, ლე----------–---–ისა და ლ---- მა----–---–-- მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. 2017 წლის 28 ივლისს, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვის წარმოთქმისას, რა დროსაც ბრალდებულმა ლე----------–---–მა საწყის ეტაპზე აგრესიულად გამოხატა ხმამაღალი პროტესტი, რასაც მოსამართლის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაქცია და მოუწოდა მას წესრიგის დაცვისაკენ, თუმცა ბრალდებულმა კვლავ განაგრძო წესრიგის დარღვევა, რა დროსაც მოსამართლემ გასცა განკარგულება სხდომის დარბაზიდან მისი გაძევების შესახებ. ბადრაგების მიერ მისი განთავსების ადგილიდან გამოყვანის შემდეგ, როცა ლე----------–---–ი ჯერ კიდევ იმყოფებოდა სხდომის დარბაზში, ამ უკანასკნელმა მას უწოდა უნამუსო, შეაგინა დედის მისამართით და ჟარგონულად უწოდა მას მამაკაცის სასქესო ორგანოს სახელი. ამის შემდეგ ლე----------–---–ის სხდომის დარბაზიდან გაძევებას მოჰყვა დარბაზში დამსწრე პირების მხრიდან ხმაური და უკმაყოფილება, რის შედეგადაც მოსამართლემ გააძევა ერთ-ერთი დამსწრე პირი. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულმა განაგრძო დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა, რასაც ახლა უკვე გი-----------–--ის მხრიდან მოჰყვა პროტესტი აგრესიული ფორმით. მოსამართლემ მასაც მოუწოდა წესრიგის დაცვისაკენ, თუმცა ბრალდებულმა გი-----------–--ემ პროკურორს შეაგინა დედისა და ოჯახის მისამართით. მოსამართლემ ბრალდებული გი-----------–--ეც გააძევა სხდომის დარბაზიდან.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ხა-------------–მა, რომელიც როგორც სხდომის მდივანი ესწრებოდა პროცესს, განმარტა რომ პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-7 დარბაზში, სადაც ბრალდებულების განთავსების ადგილი არის შემინული. სასამართლო სხდომაზე პროკურორი ვა-------–--–------–-–---–ი წარმოთქვამდა ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას, რა დროსაც ლე----------–---–მა დაარღვია წესრიგი სხდომის დარბაზში, რაც გამოიხატა ხმამაღალ პროტესტში. მოსამართლის მითითების მიუხედავად მან კვლავ განაგრძო წესრიგის დარღვევა, რის გამოც მოსამართლემ იგი გააძევა სხდომის დარბაზიდან, რა დროსაც ბრალდებულმა ლე----------–---–მა პროკურორს უწოდა უნამუსო, ხოლო როდესაც საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა იგი გამოიყვანეს ბრალდებულთა განთავსების ადგილიდან, ლე----------–---–მა პროკურორს ჟარგონულად უწოდა მამაკაცის სასქესო ორგანოს სახელი და შეაგინა დედის მისამართით. ბრალდებულ ლე----------–---–ის დარბაზიდან გაძევებას მოჰყვა დამსწრეთა შორის ხმაური, რის გამოც მოსამართლემ გააძევა ერთ-ერთი დამსწრე პირი – გ-------------–---–--

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ტა-----–------–-–---–მა, რომელიც არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომელი და პირადად ესწრებოდა აღნიშნულ სასამართლო სხდომას წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ პენიტენციური დეპარტამენტის საბადრაგო სამმართველოს თანამშრომლები: მი----–---------–---–ი, ზა-------–-ა და ჯე---–--------–---–ი, რომლებიც ახდენდნენ გი-----------–--ის, ლე----------–---–ის და ლ---- მა----–---–-- ბადრაგირებას და უშუალოდ ესწრებოდნენ მათი ბრალდების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 28 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომას. ყველა მათგანმა დაადასტურა ჯერ ლე----------–---–ისა და შემდეგ გი-----------–--ის მიერ პროკურორის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და დეტალურად აღწერეს სხდომის დარბაზში განვითარებული მოვლენები. მათი თქმით, ბრალდებულმა ლე----------–---–მა არაერთგზის შეაწყვეტინა პროკურორს დასკვნითი სიტყვა, რასაც მოჰყვა მისი გაძევების განკარგულება. სწორედ სხდომის დარბაზიდან მისი გაყვანის პროცესში ბრალდებულმა ლე----------–---–მა პროკურორს ჟარგონულად უწოდა მამაკაცის სასქესო ორგანოს სახელი და შეაგინა დედის მისამართით.

 

აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია განაჩენის მოსაზრება, თითქოს, ბრალდებული იყო მოშორებული ხმის ჩამწერი მოწყობილობის ადგილს და ამიტომ არ ისმის სხდომის ოქმის ელექტრო ჩანაწერში შეურაცხმყოფელი სიტყვები, რასაც პალატა არ იზიარებს, ვინაიდან სასამართლოში დაკითხვისას, როგორც დაზარალებულმა, ასევე მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სწორედ სხდომის დარბაზიდან გაყვანის პროცესში ლე----------–---–მა პროკურორს ჟარგონულად უწოდა მამაკაცის სასქესო ორგანოს სახელი და შეაგინა დედის მისამართით.

 

პალატა განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით:

1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას;

2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა;

3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე;

4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი).

მოცემულ შემთხვევაში, პალატის აზრით, მოწმეების: სასამართლო სხდომის მდივნის - ხა-------------–ის, სასამართლოს მანდატურ ტა-----–------–-–---–ის, პენიტენციური დეპარტამენტის საბადრაგო სამმართველოს თანამშრომლების: მი----–---------–---–ის, ზა-------–-ას და ჯე---–--------–---–ის ჩვენებების შეფასება მოხდა ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმის საფუძვეზე, აღნიშნული მოწმეები სასამართლოს აწვდიან კონკრეტული, კატეგორიული ხასიათის მქონე ინფორმაციას, რომელიც შეესაბამება დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, თანხვედრაშია სხვა მოწმეთა ჩვენებებთან და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ინფორმაციასთან. შესაბამისად, დაცვის მხარის მოსაზრებას, თითქოს აღნიშნული მოწმეები საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან, პალატა არ იზიარებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლე----------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 366-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ გი-----------–--ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გი-----------–--ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

პალატა მხედველობაში იღებს, რომ მსჯავრდებულ გი-----------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებაა მისი ნასამართლობა და დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, საქმის არსებითი განხილვისას აღიარა ჩადენილი დანაშაული.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ გი-----------–--ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზუ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მსჯავრდებულ გი-----------–--ეს უნდა შეუმსუბუქდეს საბოლოო სასჯელი, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გი-----------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ზუ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მსჯავრდებულ ლე----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თა--------–----ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.

 

ლე----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ლე----------–---–ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 9 (ცხრა) თვე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლე----------–---–ს მოსახდელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ლე----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 26 აგვისტოდან.

 

გი-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გი-----------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გი-----------–--ეს მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ გი-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2017 წლის 26 აგვისტოდან.

 

ნივთმტკიცება: 3 (სამი) ცალი CD დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე