განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/663-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
მარინე თათრიაშვილის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორების - გ-------–---–-----ძის, თ----------------ძის,ადვოკატების - ლ--–-------------ს, გ--------------ის,მსჯავრდებულ - მ----------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მ-----------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N5----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ჭ------------------–------------------ა; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ა----------–--ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ი-----–---------–---–ის ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:
მ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა----------–--ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
მ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ი-----–---------–---–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ----------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
მ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 02 მაისიდან.
მ----------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (ა----------–--ის ეპიზოდი).
მასვე, მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (ი-----–---------–---–ს ეპიზოდი);
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით მ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე რედაქცია) და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განაჩენით, მ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 24,362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით. აღიშნულ სასჯელს დაემატა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, მ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, საიდანაც 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მ----------------ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2011 წლის 21 თებერვალს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 სექტემბრის განაჩენით მ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განაჩენით მ----------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, სადაც დანიშნული სასჯელი თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით, 2009 წლის 20 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა 2 თვემდე, რაც მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ მ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 2 თვის ვადით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 მარტის განაჩენით, მ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა მ----------------ის მიმართ 2011 წლის 15 სექტემბრის საჩხერის რაიონული სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამავე სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 11 თვის და 3 დღის ვადით. განაჩენთა ერთობლიობით, მ----------------ეს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 5 თვის და 3 დღის ვადით. მ----------------ე აღნიშნული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელის მოხდისგან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 30 ივნისს.
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის სამჯერ ნასამართლევი მ----------------ე, 2017 წლის 21 მარტიდან, 2017 წლის 27 მარტამდე დროის პერიოდში, ქ-------–--–-------–--------------------------ში შეეცადა უკანონოდ შეეღწია ა----------–--ის საცხოვრებელ ბინაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა აღნიშნულ ბინაში არსებულ ნივთებს.
აღნიშნულის შემდეგ, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის სამჯერ ნასამართლევი მ----------------ე, 2017 წლის 1 მაისს, ღამის საათებში, ქ-------–--–-------–----------------6-ში მდებარე „ქ------------------------------------–------ან ერთად წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ი-----–---------–---–ის კუთვნილ 280 ლარად ღირებულ ,,H------“-ს ფირმის ტელევიზორს, 320 ლარად ღირებულ ,,A---“-ს ფირმის ლეპტოპს და 550 ლარად ღირებულ პერსონალური კომპიუტერის 2 ცალ პროცესორს. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი-----–---------–---–ს მიადგა 1150 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ----------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტის განმარტებით, მას არც ი-----–---------–---–ის ოფისის ქურდობის ეპიზოდში და არც ა----------–--ის ბინის ქურდობის მცდელობაში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება გ-----------–------ან ერთად ჩაბარებულ ნივთებს, ისინი ეგონა გ---ს საკუთრება, როგორც ამ უკანასკნელმა განუცხადა. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი დაეხმარა გ--- გ------–--ეს სახლიდან ნივთების წამოღებასა და ლომბარდში ჩაბარებაში, რის შემდეგაც გ---მ დაუბრუნა ვალის სახით მისაცემი თანხის ნაწილი - 300 ლარი.
მსჯავრდებულმა მ----------------ემ და მისმა ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება ბრალად წარდგენილ დანაშაულებრივ ქმედებებში მ----------------ის ბრალეულობა, კერძოდ:
1. ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა----------–--ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ-------–--–-------–--------------------------ში, რომელიც მდებარეობს სამსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე. ბინას აქვს გისოსებიანი აივანი და ქუჩიდან იქ თავისუფლად შეღწევა შეუძლებელია. 2017 წლის 21 მარტიდან, 2017 წლის 27 მარტამდე პერიოდში აღნიშნულ მისამართზე არ მისულა. 27 მარტს კი მისმა ძმამ რ--------–---მ აცნობა, რომ მისი აივნის გისოსები იყო დაზიანებული. მივიდა შემთხვევის ადგილას და ნახა, რომ აივნის გისოსი იყო გადაჭრილი, ჩამტვრეული იყო ფანჯრის მინა და ფანჯრის რაფიდან გადმოვარდნილი იყო ლარნაკი, ასევე აივანზე დაყრილი იყო გისოსის გადასაჭრელად საჭირო ხელსაწყოები. მომხდარი ფაქტი შეატყობინეს დაცვის პოლიციის სამსახურს, რომელიც იცავდა ობიექტს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ--------–---მ განაცხადა, რომ 2017 წლის 27 მარტს მისული იყო ქ-------–--–-------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. კარის გაღებისას შეიტყო, რომ ჩართული იყო სიგნალიზაცია, ხოლო დიდი ოთახის ფანჯრის მინა დახვდა ჩამტვრეული და ფანჯრის რაფიდან „ვაზა“ იყო გადმოვარდნილი. ასევე, აივანზე ეწყო ე.წ. „არმატურის“ ნაჭერი, სხვადასახის ხელსაწყოები, სიგნალიზაციის საყვირი და გადაჭრილი იყო ერთი გისოსი. იგი დაუკავშირდა ძმას - ა----------–--ეს და შეატყობინა მომხდარი ფაქტი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------–--–-------–-----------------------------ში, სადაც შევდივართ ერთფრთიანი ხის კარით, რომელსაც დამონტაჟებული აქვს ორი საკეტი. არცერთი საკეტი დაზიანებული არ არის და მუშაობს გამართულად. ბინაში შემოსასვლელი კარიდან მარჯვნივ დერეფნის გავლით ორფრთიანი ხის შემინული კარით შევდივართ მისაღებ ოთახში, სადაც არის აივანზე გასასვლელი ასევე ორფრთიანი შემინული კარი. კარის საკეტს ვიზუალურად რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. კარზე დამონტაჟებული ერთ-ერთი მინა არის ჩამსხვრეული და ნამსხვრევები მიმოფანტულია როგორც მისაღებ ოთახში, ასევე აივანზე. კარის მარჯვნივ განთავსებული ფანჯრის ერთი ფრთა არის შეღებული და შეღებულ ფრთაზე დამონტაჟებული მინა არის ჩამსხვრეული. ნამსხვრევები მიმოფანტულია ოთახში. აღნიშნული ფანჯრის წინ იატაკზე დავარდნილია მუქი ფერის ვაზა, რომელიც არის გატეხილი. აივანზე კარ-ფანჯრის გარეთა მხარეს დამონტაჟებულია გისოსები. გატეხილ ფანჯარასთან გისოსი არის დაზიანებული, კერძოდ მოტეხილია ერთ-ერთი „რიკული“, რომელიც დევს აივანზე, მეტლახის ზედაპირზე. მის გვერდით დალაგებულია მეტალის ძალაყინი, ორი ცალი არმატურის ნაჭერი, მეტალის საჭრელი ხერხის ორი პირი, ასევე ფანჯრის ქვემოთ დევს მოლურჯო ფერის რეზინის ხელთათმანის ფრაგმენტი. აივანზე განთავსებულ მაგიდაზე დევს მოთეთრო ფერის პლასმასის ხმის გამაძლიერებელი, რომელსაც მოწყვეტილი აქვს სადენები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში. ექსპერტების მიერ აღებული იქნა ანაწმენდები დაზიანებული ფანჯრის ჩამკეტის ზედაპირიდან, აივანზე გასასვლელი კარის შიდა და გარე სახელურების ზედაპირებიდან. ბინაში შესასვლელი კართან სადარბაზოში იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სიგარეტის ფილტრის ფრაგმენტები, აივანზე მეტლახის ზედაპირიდან ამოღებული იქნა რეზინის ხელთათმანის ფრაგმენტი. აივანზე მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ხმის გამაძლიერებელი, აივანზე მეტლახის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ძალაყინი, ორი არმატურის ნაჭერი, მეტალის საჭრელი ხერხის ორი ცალი პირი და გისოსის რიკული. ასევე დაზიანებული ფანჯრის გისოსის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ხელის კვალი 1 ცალ დაქტილოფირზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს გამომძიებელმა გ--------------------------------------------------–---–-ა.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N---/დ დასკვნის თანახმად, სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის თითის კვალი, გადატანილი დაქტილოფირზე ზომით: 5------ - კვალი N1 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. კვალი N1 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი - მ-----------------------------ის (დაბ. 20.02.1974 წელს) მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ხ-------------------მ, რომელმაც განმარტა, რომ დასკვნა არის კატეგორიული და მასში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით მ----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. ამასთან, გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ახლადდანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით და საბოლოოდ მ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განაჩენით მ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 24,362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით. აღიშნულ სასჯელს დაემატა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მ----------------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, საიდანაც 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მ----------------ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2011 წლის 21 თებერვალს.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 სექტემბრის განაჩენით მ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განაჩენით მ----------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, სადაც დანიშნული სასჯელი თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით 2009 წლის 20 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა 2 თვემდე, რაც მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ მ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 2 თვის ვადით.
2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ--- გ------–--ემ განაცხადა, რომ მ----------------ესა და მ----------------ესთან ერთად განიზრახა ი---–----- ქუჩა N-----ში, პირველ სართულზე მდებარე „ქ-------ის“ ოფისიდან ფარულად დაუფლებოდა ნივთებს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის 1 მაისს, ღამის საათებში, შეთანხმებისამებრ მივიდნენ ხსენებულ მისამართზე. თავად დარჩა გარეთ, ხოლო მ----------------ე აივნიდან შევიდა ოფისში და იქიდანვე მიაწოდა ერთი ლეპტოპი, ორი კომპიუტერის პროცესორი და ერთი ცალი ტელევიზორი. ამის შემდეგ ფარულად დაუფლებული ნივთები მისი (გ--- გ------–--ის) სახელით ჩააბარეს ლომბარდში, ვინაიდან მ----------------ეს არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების ი-----–---------–---–ის, შ---------–--------–---–------------------–---–----------–--–------------------------–---–-ს ჩვენებები, ამოცნობის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ნივთების ამოღების ოქმები, ნივთის ამოცნობის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, საქონელთმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეოჩანაწერები, ამოღებული ნივთები და სხვა მტკიცებულებები დაცვის მხარემ მიიჩნია უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
დაზარალებულ ი-----–---------–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 1 მაისს მივიდა ი---–---------------ში მდებარე მის მიერ დაქირავებულ საოფისე ფართში, გასაღებით გახსნა კარები და შევიდა შიგნით, სადაც დახვდა არეულობა. აივანზე გასასვლელი კარი იყო ღია, ხოლო მოპარული იყო „H------“-ს ფირმის ტელევიზორი, „A---“-ს ფირმის ლეპტოპი და პერსონალური კომპიუტერის ორი ცალი პროცესორი. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი-----–---------–---–ს მიადგა 1150 ლარის ქონებრივი სახის ზიანი.
მოწმე ი-----–--–---ს გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 მაისს, ქ-------–--–-------------------------ში მდებარე მის ლომბარდში ორმა შუახნის მამაკაცმა ჩააბარა „H------“-ს ფირმის ტელევიზორი 220 ლარად, სალომბარდე ხელშეკრულება გაფორმდა გ--- გ------–--ის სახელზე.
მოწმე შ---------–--------–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 01 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე ქ-------–--–------–--------–---------------ა-ში მდებარე მის კომპიუტერულ ცენტრში მივიდა ორი მამაკაცი, რომლებმაც მიიტანეს კომპიუტერის ქეისები და შესთავაზეს მისი ჩაბარება, ვიანიდან მათი შესაკეთებელი ფული არ ჰქონდათ. მოწმემ 220 ლარი გადაიხადა აღნიშნულ ქეისებში და დაიტოვა ისინი. მის მიერ პირადობის მოწმობების მოთხოვნაზე ხსენებულმა მამაკაცებმა განუმარტეს, რომ თან არ ჰქონდათ პირადობები და მოგვიანებით მიუტანდნენ.
მოწმე ი-------------–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 01 მაისს ქ-------–--–-------------------------–ი მდებარე მის საკუთრებაში არსებულ ტექნიკის ლომბარდში, მოწმისათვის უცნობ 4---- წლის მამაკაცთან ერთად მივიდა მისი ნაცნობი გ--- გ------–--ე, რომელმაც 220 ლარად ჩააბარა „Asus”-ის ფირმის მოშავო ფერის ლეპტოპი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ოფისი განთავსებულია ი---–---------------ში თექვსმეტ სართულიანი სახლის პირველ სართულზე, სადაც შევდივართ ერთფრთიანი რკინის კარით. კარით შესასვლელიდან პირდაპირ მდებარეობს მისაღები ოთახი, საიდანაც გავდივართ ერთფრთიანი მეტალოპლასმასის კარით აივანზე. მისაღები ოთახიდან შევდივართ ერთფრთიანი ხის კარით N----------–-------- კაბინეტში. ოფისში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ მდებარეობს სააბაზანო ოთახი და დერეფნის გავლით გავდივართ სამზარეულო ოთახში. მისაღებ ოთახში განთავსებულია ერთი ცალი მინის მაგიდა, ერთი ცალი ტყავის დივანი, ოთხი ცალი სკამი და ერთი ცალი ხის მაგიდა. კაბინეტებში განთავსებულია ხის მაგიდები. N1 კაბინეტში ხის მაგიდაზე მოთავსებულია ორი ცალი კომპიუტერის მონიტორი, ორი ცალი სკამი, ცელოფნის პაკეტში ტელევიზორის პულტები. N2 კაბინეტში ხის მაგიდის ირგვლივ განთავსებულია ოთხი ცალი სკამი. სამზარეულოში განთავსებულია შესაბამისი ტექნიკა და აქსესუარები. შემთხვევის ადგილიდან ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა სუნის და თითის კვლის ნიმუშები.
2017 წლის 2 მაისის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ი-----–--–---მ ამოიცნო მ----------------ე, რომელმაც გ-----------–------ან ერთად იმ ლომბარდში, სადაც თვითონ მუშაობს 220 ლარად ჩააბარა ,,H------“-ს ფირმის შავი ტელევიზორი.
2017 წლის 2 მაისის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ შ---------–--------–---–-ა ამოიცნო მ----------------ე, რომელმაც მეორე მამაკაცთან ერთად მის კომპიუტერულ ცენტრში 220 ლარად ჩააბარა ორი ცალი კომპიუტერის „ქეისი“.
2017 წლის 12 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ-------–--–-------------------------ში ინდ. მეწარმე „ი-----------------ს“ კუთვნილი ტექნიკის ლომბარდიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „H------s”-ის ფირმის ტელევიზორი, სერიული ნომრით 1---------, პულტითა და ელ.სადენით. ასევე, სალომბარდე ხელშეკრულება N8---, რომელიც გაფორმებულია ირმა ვართანიანსა (ს/კ 0----------) და გ--- გ------–--ეს შორის.
2017 წლის 12 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ-------–--–-------–--------–----------------–------------–---------–--------–---–-ს კუთვნილი კომპიუტერული ცენტრიდან ამოღებული იქნა ორი ცალი კომპიუტერის ქეისი.
2017 წლის 15 მაისის ამოღების ოქმის თანახმად, ქ-------–--–-------------------------–ი ი-------------–---–ის ტექნიკის ლომბარდიდან ამოღებული იქნა „ასუსის“ ფირმის შავი ფერის ლეპტოპი, K---- მოდელის და N6-- სალომბარდე ხელშეკრულება, გაფორმებული ი.ნასყიდაშვილსა და გ--- გ------–--ეს შორის.
2017 წლის 15 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით და ნივთის ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ ი-----–---------–---–მა ამოიცნო ქ-------–--–-------------------------ში ინდ. მეწარმე „ი-----------------ს“ კუთვნილი ტექნიკის ლომბარდიდან, ქ.თბილისში, ნა--–--------–----ის ქ-----–ი მდებარე შ---------–--------–---–ის კუთვნილი კომპიუტერული ცენტრიდან და ქ------–--–-------------ს ქუჩა N---ში ი-------------–---–ის ტექნიკის ლომბარდიდან ამოღებული „A---”-ის ფირმის შავი ფერი ლეპტოპი, ორი ცალი კომპიუტერის პროცესორი და ,,H------”-ს ფირმის შავი ტელევიზორი. ამომცნობმა მიუთითა იმ ინდივიდუალურ ნიშნებზე, რისი საშუალებითაც შეძლო მისი კუთვნილი ტექნიკის ამოცნობა.
2017 წლის 02 მაისის გ-----------–------ან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ გ--- გ------–--ემ მიუთითა პეკინის გამზირზე მდებარე მაღაზია „ვ------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 2017 წლის 01 მაისს დაელოდა მ----------------ეს და მ----------------ეს. შემდეგ მიუთითა პ--------------------ის მიმდებარე ტერიტორიასა და ი---–----- ქუჩის დასაწყისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გააჩერა ტაქსი, რომელმაც იქვე ი---–----- ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა. ამის შემდეგ მიუთითა ი---–----- ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 2017 წლის 01 მაისს დახვდნენ მ----------------ე და მ----------------ე, რომლებმაც ტაქსში ჩააწყვეს მოპარული ტექნიკა. აღნიშნულის შემდეგ, გ--- გ------–--ემ მიუთითა ნა--–--------–----ის ქუჩაზე მდებარე კომპიუტერულ ცენტრზე, სადაც გაყიდეს ორი ცალი კომპიუტერის პროცესორი, ჯ-------------ჩა N---ში მდებარე ტექნიკის ლომბარდზე, სადაც ჩააბარეს „ჰ-------“ ტელევიზორი და ჯ-------------ჩა N---ში მდებარე ტექნიკის ლომბარდზე, სადაც ასევე დაალომბარდეს „ასუსის“ ფირმის ლეპტოპი.
2017 წლის 02 მაისის მ----------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ მ----------------ემ მიუთითა ი---–----- ქუჩა N--ზე და შემდეგ იმ ადგილზე, საიდანაც შევიდა „ქ-------ის“ ოფისში და მ----------------ესთან ერთად მოიპარა კომპიუტერის ორი ცალი პროცესორი, ერთი ცალი „ასუსის“ ფირმის ლეპტოპი და ერთი ცალი „ჰ-------“ ტელევიზორი. აღნიშნულის შემდეგ მ----------------ემ მიუთითა ნა--–--------–----ის ქუჩაზე მდებარე კომპიუტერულ ცენტრზე, სადაც გაყიდეს ორი ცალი კომპიუტერის პროცესორი, ჯ-------------ჩა N---ში მდებარე ტექნიკის ლომბარდზე, სადაც ჩააბარეს „ჰ-------“ ტელევიზორი და ჯ-------------ჩა N---ში მდებარე ტექნიკის ლომბარდზე, სადაც ასევე დაალომბარდეს „ასუსის“ ფირმის ლეპტოპი.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნით დასტურდება, რომ 2017 წლის 01 მაისს ქ. თბილისში, ი---–---------------ში მდებარე „ქ-------ის“ ოფისიდან ტექნიკის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია მ----------------ისგან, გ--- გ------–--ისგან და მ----------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
პალატამ გააანალიზა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ მ----------------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან დაცვის მხარის ვერსია აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ მ----------------ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაულები და მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:
დაზარალებულ ა----------–--ის ბინის ქურდობის მცდელობის ეპიზოდთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ როგორც მოწმეების ა----------–--ის, რ--------–---ს ჩვენებებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, ბინაში მისაღები ოთახიდან აივანზე გასასვლელი კარის და კარის მარჯვნივ განთავსებული ფანჯრის მინები იყო ჩამსხვრეული და ფანჯრის წინ იატაკზე ეგდო გატეხილი ვაზა. ამასთან, გატეხილი ფანჯრის გისოსის ერთი ნაწილი იყო მოტეხილი და იდო აივანზე. მის გვერდით ასევე ეწყო გისოსის დასაზიანებლად გამოსაყენებელი სხვადასხვა ხელსაწყოები და რეზინის ხელთათმანის ფრაგმენტი. ბინაში ასევე დაზიანებული აღმოჩნდა ხმის გამაძლიერებლის სადენები. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, გამოკვლევაზე წარდგენილი, შემთხვევის ადგილზე დაზიანებული ფანჯრის გისოსის ზედაპირიდან აღებული ხელის თითის კვალი, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია და დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი - მ-----------------------------ის მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის იდენტურია.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის გაყალბებასთან დაკავშირებით, ვინაიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ფანჯრის გისოსის ზედაპირიდან ამოღებული ხელის კვალი, გადატანილი ერთ ცალ დაქტილოფირზე, მოთავსდა კონვერტში და დაილუქა სპეც. პაკეტში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე და კანონიერება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს გამომძიებელმა გ--------------------------------------------------–---–-ა. ხოლო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტის პაკეტის შეკვრისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. რაც შეეხება დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში მ----------------ის ხელის კვლის არსებობას, პალატას მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცული დაქტილოსკოპიური ნიმუშების სისწორეში არანაირი ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.
ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულის ბინის აივნიდან ამოღებულ ხელთათმანთან დაკავშირებით დაცვის მხარის აპელირებაზეც და მიუთითებს, რომ როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, ფანჯრის ქვემოთ მოთავსებული იყო არა ხელთათმანი, რომლის მთლიანობაც დარღვეული არ ყოფილა, არამედ ხელთათმანის ფრაგმენტი. ასევე, დათვალიერების ოქმზე თანდართული ფოტოსურათებითაც ირკვევა, რომ წარმოდგენილი ხელთათმანი არის დაზიანებულ მდგომარეობაში. ამდენად, იმ პირობებშიც კი, თუ მსჯავრდებულმა მ----------------ემ გისოსის დაზიანებისას გამოიყენა აღნიშნული ხელთათმანი, სრულიად შესაძლებელია, რომ მასზე ხელის თითის კვალი დარჩენილიყო.
ამდენად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არის იმის უტყუარი დადასტურება, რომ მ----------------ე ნამდვილად იმყოფებოდა ა----------–--ის კუთვნილი ბინის აივანზე და გისოსების დაზიანებით ცდილობდა ბინაში უკანონოდ შეღწევას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ, ფარული დაუფლების მიზნით. რაც შეეხება მოსაზრებას, თუ რამ შეუშალა ხელი მ----------------ეს - სისრულეში მოეყვანა მისი დანაშაულებრივი განზრახვა, პალატა მიუთითებს, რომ როგორც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, დაზარალებულის ბინას იცავდა დაცვის სამსახური. ასევე, მოწმე რ--------–---ს განმარტებით, მან ბინაში შესვლისთანავე, კარის გაღებისას შენიშნა, რომ სიგნალიზაცია იყო ჩართული. აღნიშნული კი ბუნებრივია მ----------------ისათვის იქნებოდა დამაბრკოლებელი ფაქტორი, გაეგრძელებინა დანაშაულებრივი ქმედება და დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ ნივთებს.
რაც შეეხება ქ. თბილისიში, ი---–---------------ში მდებარე საოფისე ფართიდან ნივთების დაუფლებას, როგორც მოწმე ი-----–---------–---–მა განმარტა, მის სარგებლობაში არსებული სხენებული ოფისიდან გატანილი იქნა „H------“-ს ფირმის ტელევიზორი, „A---“-ს ფირმის ლეპტოპი და პერსონალური კომპიუტერის 2 ცალ პროცესორი. მოწმე გ--- გ------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ იგი აღნიშნულ ნივთებს 2017 წლის 1 მაისს ღამის საათებში ფარულად დაეუფლა მ----------------ესა და მ----------------ესთან ერთად. გ--- გ------–--ის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია საქმეზე წარმოდგენილ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, ქ. თბილისში, ი---–---------------ში მდებარე „ქ-------ის“ ოფისიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები მ----------------ისგან, გ--- გ------–--ისგან და მ----------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების იდენტურია.
მოწეების ი-----–--–---ს, შ---------–--------–---–ის და ი-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მათგან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების, ასევე ნივთების ამოცნობის ოქმებით და ი-----–--–---სა და შ---------–--------–---–ის მიერ მ----------------ის ამოცნობის ოქმებით კი დადგინდა, რომ „ქ-------ის“ ოფისიდან დაუფლებული, ი-----–---------–---–ის კუთვნილი კომპიუტერულის ტექნიკის რეალიზებაში გ-----------–------ან ერთად მონაწილეობას იღებდა მ----------------ე.
პალატისათვის ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია მსჯავრდებულ მ----------------ის განმარტება, რომ იგი მხოლოდ გ--- გ------–--ეს დაეხმარა თავისი სახლიდან ნივთების წამოღებასა და ლომბარდში ჩაბარებაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შედეგად ირკვევა, რომ იგი წარმოადგენს ქ. თბილისში, ი---–---------------ში თექვსმეტ სართულიანი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ ოფისს, რომელსაც აქვს ერთი მისაღები ოთახი და ორი კაბინეტი. კაბინეტებში განთავსებულია მაგიდები, სკამები და კომპიუტერული ტექნიკა. ამდენად, ნაკლებად დამაჯერებელია მ----------------ეს აღნიშნული ოფისი ჰგონებოდა ვინმეს საცხოვრებელი სახლი. ამასთან, მოწმე ი-----–---------–---–მა განაცხადა, რომ მან ოფისში შესასვლელი კარი დაუბრკოლებლად გააღო გასაღების საშუალებით, ხოლო შიგინთ შესულს აივანზე გასასვლელი კარი დახვდა ღია, რაც მოწმობს იმას, რომ დამნაშავე პირებმა სწორეს ამ გზით მოახდინეს კომპიუტერული ტექნიკის ოფისიდან გატანა. აღნიშნულს ადასტურებს მოწმე გ--- გ------–--ეც, როდესაც განმარტავს, რომ მ----------------ე აივნიდან შევიდა ოფისში და იქიდანვე მიაწოდა ერთი ლეპტოპი, ორი კომპიუტერის პროცესორი და ერთი ცალი ტელევიზორი. დაცვის მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გ--- გ------–--ის ჩვენება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უტყუარ მტკიცებულებად მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებიდან გამომდინარე, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან ბრალდებულის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა და ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება დაუშვებელია გახდეს მისი, როგორც მოწმის დისკრედიტაციის საფუძველი. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც პალატის წინაშე არ არის წარმოდგენილი არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება, რაც მოწმის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა.
პალატისათვის ასევე საფუძველსმოკლებულია დაცვის მხარის აპელირება სამართალდამცავის ორგანოს თანამშრომლების მიერ მ----------------ის მიმართ დაინტერესებასთან დაკავშირებით, ვინაიდან წარმოდეგნილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გამოძიება წარიმართა ობიქეტურად და კანონის სრული დაცვით. მოპოვებული მტკიცებულებებით არ არის გამოვლენილი და ვერც დაცვის მხარის მიერ იქნა დადასტურებული, რომ ბრალდების მხარემ მოახდინა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და რაიმე პირადი ინტერესიდან გამომდინარე, ბრალდებულად ცნო უდანაშაულო პიროვნება.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მ----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები დანაშაულებრივი ქმედების თითოეულ ეპიზოდთან დაკავშირებით, სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
რაც შეეხბა მ----------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას დამამძიმებელ გარემოებებში, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით მ----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე რედაქცია) და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განაჩენით მ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის ,,ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ხოლო საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 სექტემბრის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. როგორც ხსენებული განაჩენებიდან ირკვევა, მ----------------ეს თითოეულ შემთხვავაში წინა განაჩენით განსაზღვრული ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისათვის სამჯერ ნასამართლობის პიროებებში იგი 2017 წლის 21 მარტიდან 2017 წლის 27 მარტამდე დროის პერიოდში, შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთებს ა----------–--ის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეღწევით.
ასევე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებუელებით დადგენილია, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისათვის სამჯერ ნასამართლოვმა მ----------------ემ 2017 წლის 1 მაისს, უკანონოდ შეაღწია ქ-------–--–-------–----------------6-ში მდებარე „ქ-------ის“ ოფისში (სადგომი) და გ-----------–------ან ერთად წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ი-----–---------–---–ის კუთვნილ კომპიუტერულ ტექნიკას, რითიც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი - 1150 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად კი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ მ----------------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (ა----------–--ის ეპიზოდი) და ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (ი-----–---------–---–ს ეპიზოდი) დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ----------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია) და დანაშაულთა ერთობლიობით, რეციდივის მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.
შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენი მ----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ----------------ის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენი;
მ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ა----------–--ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
მ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ი-----–---------–---–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ----------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
მ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მ----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 02 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული: სუნის კვალი, ხელის თითის კვლები; მ----------------ის, გ--- გ------–--ისა და მ----------------ის სუნის ნიმუშები; სისხლის სამართლის N------------ საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სიგარეტის ფილტრის ფრაგმენტები; რეზინის ხელთათმანის ფრაგმენტი; ანაწმენდები მშრალ და სველ ბიოლოგიურ ჩხირებზე; ამოღებული სუნის ნიმუში; მ----------------ის სუნის ნიმუში; ძალაყინი; არმატურის ორი ნაჭერი; მეტალის საჭრელი ხერხის ორი ცალი პირი; ხელის კვალი ერთ ცალ დაქტილოფირზე; მ----------------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
გ--- გ------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ქუდი (ცილინდრი), კაპიშონიანი ქურთუკი და შარვალი; მ----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ქურთუკი და ქუდი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს.
სისხლის სამართლის N------------ საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხმის გამაძლიერებელი და გისოსის რიკული - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
ტელევიზორი, ორი ცალი კომპიუტერის პროცესორი და ,,ასუსის“ ფირმის ლეპტოპი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დისკი, ი-----------------საგან გამოთხოვილი ერთი ცალი DVD დისკი, მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით; შპს ,,მისოკრედიტსერვისიდან“ გამოთხოვილი ერთი ცალი DVD დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით; შპს ,,სვოპკრედიტიდან“ გამოთხოვილი ერთი ცალი DVD დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით; შპს ,,ჯ--------ან“ გამოთხოვილი ერთი ცალი DVD დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით; შპს ,,ვ-----ნ“ გამოთხოვილი ერთი ცალი DVD დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით; სისხლის სამართლის N------------ საქმეზე შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე