განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2018
საქმის ნომერი
330100118002370010
ინსტანცია
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1197-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ--------------–ის,მსჯავრდებულების - მ---------------–ის და ლ-----------–---–ის,ადვოკატ - ი------------–--ის მონაწილეობით,მსჯავრდებულების ლ-----------–---–ის და მ---------------–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლ-----------–---–ის მიმართ - დაბადებული 19---–-–----------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------–----–----------------------------, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით (ორი ეპიზოდი), ასევე 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.

 

მ---------------–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------------------, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტებით (ორი ეპიზოდი), ასევე 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს განაჩენით:

 

ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი);

 

ლ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი);

 

ლ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩდენისათვის;

 

ლ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ლ-----------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) წლის ვადით, სრულად შთანთქა ლ-----------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

ლ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა;

 

ლ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 19 თებერვლიდან.

 

მ---------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი);

 

მ---------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

მ---------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი);

 

მ---------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

მ---------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

 

მ---------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ---------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

მ---------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.

 

მ---------------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 29 დეკემბრიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ლ-----------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი);

 

მასვე, ბრალი დაედო მასში რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.

 

მ---------------–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი);

 

მასვე, ბრალი დაედო მასში რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 03:15 საათზე, მ---------------–ი და ლ-----------–---–ი წინასწარი შეთანხმებით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ქ-------–------------------------–--–----- ,,ბ“-ში არსებული სასურსათო მაღაზიის წინ მდებარე სს ,,ო----“ (ყოფილი სს ,,ნ-------------–-----“) კუთვნილ 2 700 (ორიათასშვიდას) ლარად ღირებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული 1128 (ათასასორმოცდარვა) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით თანხით, რითაც სს ,,ო----“ (ყოფილი სს ,,ნ-------------–-----“) მიადგა 3 828 (სამიათასრვაას ოცდარვა) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, მ---------------–ი და ლ-----------–---–ი წინასწარი შეთანხმებით, ფარულად, მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ქ-------–-------–-------–------- კორპუსის მიმდებარედ არსებული შპს ,,ვ------“ კუთვნილ 2 200 (ორიათასორასი) ლარად ღირებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული 2 657 (ორიათასექვსას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით თანხით, რითაც შპს ,,ვ------“ მიადგა 4 857 (ოთხიათასრვაას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, ლ-----------–---–მა და მ---------------–მა განიზრახეს ფარულად მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული თანხით და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, 2017 წლის 29 დეკემბერს დაახლოებით 05:45 საათზე, შეეცადნენ, მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ქ-------–--–-----–----------------------------ში არსებული სასურსათო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, შპს ,,ტ--------------------ს“ კუთვნილ 2 700 (ორიათასშვიდას) ლარად ღირებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული 1 722 (ათასშვიდას ოცდაორი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით თანხით, რითაც შპს ,,ტ-------------------ს“ შესაძლოა მისდგომოდა 4 422 (ოთხიათასოთხას ოცდაორი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ლ-----------–---–მა და მ---------------–მა.

 

მსჯავრდებულმა ლ-----------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება იმ საფუძველზე მითითებით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

მსჯავრდებულმა მ---------------–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, 2018 წლის 22 ნოემბერს პროკურორმა ნ--------------–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე; კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა შემდეგი:

 

ლ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

ლ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

ლ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სხვა დანაშაულებისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზმად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილიი 4 (ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ლ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი;

 

მ---------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

მ---------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

მ---------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სხვა დანაშაულებისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, მ---------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობებს და მათში ასახულ პირობებს სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა პროკურორმა ნ--------------–მა.

 

მსჯავრდებულებმა ლ-----------–---–მა, მ---------------–მა და მათმა ადვოკატმა ი------------–--ემ მხარი დაუჭირეს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას და პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობების დამტკიცებას.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობების საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა საჯარო ინტერესი, კერძოდ სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, სასამართლოსთან აღიარების ფორმით თანამშრომლობა, რის გამოც მსჯავრდებულებთან გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით ლ-----------–---–მა და მ---------------–მა უარი თქვეს საქმის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ საქმის არსებითად განხილვის უფლებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს.

 

ამასთან, შუამდგომლობები წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულების მხრიდან მათ ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებულები ლ-----------–---–ი და მ---------------–ი სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულები ლ-----------–---–ი და მ---------------–ი სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელებს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებულები აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მათთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მათი უფლებები.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ გარდა მსჯავრდებულების აღიარებისა, საქმეში მოიპოვება ლ-----------–---–ისა და მ---------------–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ მოწმეების: ნოდარ შეროზიას, დავით გავაშელის, არჩილ წამალაშვილის, გიორგი ვა----------------------------–-–---–-----------------------------------------–-–---–-----------------------–-–---–-- ჩვენებები, სასაქონლო ექსპერტიზის N----ს დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის N4---ს დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის N4---- დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნა, ასევე მოწმეების ა---------–------–---------------–---–---–--------------–--–-------–---------------–---–---------------–------------------–--------–---------------------------------------–--–---------–---–---–---------------------------------------–---ს ჩვენებები; მ----------------–-ს ხელწერილი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (მ-------------------); შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (თ-----------------–--–------); შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (გლდანის ხევი N2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია); შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ავ---–---------------–---–----- შესახვევი, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია); შპს ,,ავ------------ნ“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი; გამოთხოვილი ინფორმაცია; შპს ,,გა-------------–------------ან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და გამოთხოვილი ინფორმაცია; ოქმი სს ,,თ-----“ ბანკიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და გამოთხოვილი ინფორმაცია მ------------–----ის საბანკო ანგარიშების თაობაზე; ოქმი შპს ,,ჩ---------ი 111“-დან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და გამოთხოვილი ინფორმაცია; ოქმი სს ,,ნ-------------–-----დან“ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და გამოთხოვილი ინფორმაცია; მ---------------------------------------------------–---–ის ხელწერილები და ლ-----------–---–ის ამოცნობის ოქმი; სასაქონლო ექსპერტიზის N4-- ს დაკვნა; სასაქონლო ექსპერტიზის N4-- ს დასკვნა; სასაქონლო ექსპერტიზის N4-- ს დასკვნა; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N6-- /დ დასკვნა; ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა; ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნა; დათვალიერებების შედეგად ამოღებული ნივთიერი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობები სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულები აღიარებენ დანაშაულს, ეთანხმებიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ მსჯავრდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულების მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მათ განემარტათ, რომ შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დაკმაყოფილდეს პროკურორ ნ--------------–ის შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ ლ-----------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ მ---------------–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს განაჩენში;

 

ლ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

ლ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

ლ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სხვა დანაშაულებისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზმად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ლ-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ლ-----------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

ლ-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 19 თებერვლიდან;

 

ლ-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

მ---------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

 

მ---------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

მ---------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნიულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სხვა დანაშაულებისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, მ---------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით;

 

მ---------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან და სასჯელის საერთო ვადაში ჩაეთვალოს თავისუფლების აღკვეთის სახით მოხდილი სასჯელი დაკავებიდან - 2017 წლის 29 დეკემბრიდან, გათავისუფლებამდე - 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

 

ვინაიდან დღეის მდგომარეობით გასულია თავისუფლების აღკვეთის სახით პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული 6 თვიანი ვადა, მ---------------–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზშივე;

 

მ---------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

კონტროლი და მეთვალყურეობა მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების (4 ცალი დისკი), საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი მასალა (1 ცალი დისკი) და ქ. თბილისი, მ--------------------ში მდებარე მაღაზიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია: ვიდეოჩანაწერი (1ცალი დისკი) და ქ-------–-----------------------–--–-------ში მდებარე მაღაზიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია; ვიდეოჩანაწერი (1 ცალი დისკი); სულ-07 ცალი მყარი დისკის სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით

ბრალებულ მ----------------–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მართვის მოწმობა დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

შემთხვევის ადგილიდან (ქ-------–--–-----–----------------------------ის მიმდებარე ტერიტორია) ამოღებული: ,,03“ ქილა სუნის კვალის ნიმუში ერთ პაკეტად; ,,01“ ხის ტარიანი ნაჯახი ერთ პაკეტად; ბიოლოგიური ანაწმენდების ,,16“ ნიმუში ერთ პაკეტად; ბიოლოგიური ანაწმენდების ,,04’’ ნიმუში ერთ პაკეტად; ,,01“ პლასტმასის ბოთლი მასში არსებული გამჭვირვალე ფერის სითხით ,,01’’ პაკეტად; ,,სიგარეტის„ კოლოფი მასში არსებული გამჭვირვალე მომწვანო ფერის დაქუცმაცებული მცენარეული მასით ,,01“ პაკეტად; ხელის კვლების ,,10“ ცალ დაქტილო-ფირზე ,,01“ პაკეტად, რომლებიც დალუქული სახით ინახება შსს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილიდან (ქ-------–--–-----–----------------------------ის მიმდებარე ტერიტორია) ამოღებული: 02(ორი) ცალი ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი ერთ პაკეტად; ფულადი თანხები კუპიურებისა და ლითონის მონეტების სახით ,,01’’ პაკეტად; სწრაფი ჩარიცხვის აპარატი; ,,02“ ა/მანქანის სანომრე ნიშნები ,,01“ პაკეტად, რომლებიც დალუქული სახით ინახება შსს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ა/მანქანა ,,ბმვ იქს 5“ ვინ-კოდით 5 U--------------, დაუბრუნდა მის კანონიერ მფლობელს - მაია გახოკიას.

 

ერთ ლიტრიანი ბოთლი მასში მოყვითალო სითხით ,,01“ პაკეტად, რომელიც შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია შსს ს----------------------–--------რ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული (ქ-------–-------–-------–------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) ბოქლომის ორი ცალი ფრაგმენტი და ერთი ცალი სუნის კვალის ნიმუში დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული (ქ-------–-------–-------–------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) ჩასარიცხი აპარატი დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნამწვის ნიმუში ,,01 ფუთად“, რომელიც შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ქ.თბილისი, თიანათის გზატკეცილზე მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები: ბიოლოგიური ანაწმენდები სამ პაკეტად, ერთი ცალი ბოქლომი დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი პოლიეთილენის პლასტმასის ბოთლი, რომელიც შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

მ----------------–-ს ხელის კვალის, სუნისა და ნერწყვის ნიმუშები დალუქული სახით, რომლიც ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

დავით და თამაზ ბიჩინაშვილებისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს ქ, თბილისის გლდანი-ნაძალადევის შსს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, პირობების დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე