განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002548129
საქმე №1ბ/1461-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------------ის
ადვოკატის: ნ------------–---–-ს
მსჯავრდებულის: ა----------------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის გ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №005170618001) ა----------------ს მიმართ. ა---------------- დაბადებულია 1991 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ, თ---–--–---------–---–-----------–--------------------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------------მა ჩაიდინა საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
ა----------------ს დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ა---------------მა, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, გადაწვიტა, უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. 2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 16 საათზე ა---------------მა უკანონოდ გადაკვეთა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მიმდებარედ გამავალი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რა დროსაც შეჩერებული იქნა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით:
ა---------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ა---------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ჰქონდა ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით ჩათვლილი ჰქონდა პირობით, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე კი დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჰქონდა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. აღნიშნულმა სასჯელმა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი და საბოლოოდ ა---------------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ა---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2018 წლის 21 აგვისტოდან.
ა----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა გ-------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ბრალდების მხარემ მოითხოვა ა----------------ს მიმართ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით - კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ისეთი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან. ასევე მოითხოვა ა----------------ს მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი ან მთლიანი შეკრების ან შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ბრალდების მხარემ შესავალ და დასკვნით სიტყვებში მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
დაცვის მხარემ მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. დანიშნული სასჯელი მიიჩნია პროპორციულად და ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ა----------------ს მიმართ უნდა უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება, განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა----------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, იგი დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით არაპროპორციულად უნდა იქნას მიჩნეული ჩადენილ ქმედებასთან და მსჯავრდებულის პიროვნებასთან.
მსჯავრდებულ ა----------------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული საქმეზე შეკრებილი, ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ - მოწმეების ლ---------------------------------------–-ს გამოკითხვის ოქმებით, თვით ა----------------ს გამოკითხვის ოქმით, საზღვრის კვეთის მონაცემებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ გამოკვლევის გარეშე საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვენლობა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის დამძიმებისა და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის დანიშვნის შესახებ პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს და განმარტავს, რომ სახეზეა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების საფუძველი. ა---------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი 6 თვე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 25 დეკემბრის #25/12/01 განკარგულებით ა---------------- განთავისუფლდა საპატიმრო სასჯელის მოხდისგან და დაეწყო პირობითი მსჯავრის მოხდის ათვლა, რომლის დრო იწურებოდა 2018 წლის 25 ივნისს. პირობითი მსჯავრის გასვლამდე - 2017 წლის 13 ნოემბერს მან კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თუმცა, აღნიშნული განაჩენის დადგენამდე, აღკვეთის ღონისძიება - გირაოს ქვეშ ყოფნისას - 2018 წლის 14 ივნისს ა---------------მა კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. ამდენად, სახეზეა დანაშაულის რეციდივი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა----------------ს მიერ ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთას ა----------------ს მიერ ადგილი ჰქონდა პირადობის მოწმობის გამოყენების გარეშე, რის გამოც მიიჩნევს, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინა მანამდე ჩადენილი დანაშაულისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. ამიტომ, მითითებული დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი პალატის აზრით, არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მოთხოვნების შესრულებას. დაუსაბუთებელია გასაჩივრებულ განაჩენში იმაზე მითითება, რომ თითქოს დამამძიმებელი გარემოება სახეზე არ არის.
პალატამ ა----------------სათვის საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწიებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დადგენისას იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც დანაშაულის რეციდივის დროს თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის დანიშვნისას იგი უნდა იყოს კონკრეტული მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციით განსაზღვრული მინიმალურ სასჯელზე სულ ცოტა ერთი წლით მეტი, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 4 წელს.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მეორე მოთხოვნას განაჩენთა ერთობლიობისას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესის გამოყენების შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ არის არგუმენტირებული - აპელანტს არა აქვს ჩამოყალიბებული მსჯელობა, თუ რატომ მიიჩნევს უსაფუძვლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ა---------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვის დასრულებამდე - 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენის გამოტანამდე არ იმყოფებოდა პატიმრობაში - მის მიმართ გამოყენებული იყო გირაო და მან 2018 წლის 14 ივნისს უკანონოდ გადაკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწფო საზღვარი. ამდენად, სახეზეა სწორედ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში მითითებული შემთხვევა, როცა ბოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ (2018 წლის 21 აგვისტო) აღმოჩნდება, რომ მის გამოტანამდე (2018 წლის 14 ივნისს) მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს სხვა დანაშაული. არსებული მოცემულობის ფონზე, როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო საჩივარში სრულიად დაუსაბუთებელია მითითება განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შეკრების საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესის გამოყენების მიზანშეწონილობაზე.
პალატა ასევე ვერ დაეთანხმება აპელანტის მოსაზრებას, რომ დაუშვებელია წინა განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი. დადგენილი პრაქტიკით განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელთა შეკრების წესი განმარტებულია იმდაგვარად, რომ შესაძლებელია როგორც ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს, მთლიანად ან ნაწილობრივ დაიმატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი, ასევე - პირიქით.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას სახეზეა სასჯელის შთანთქმის წესის გამოყენების საფუძველი, რადგან: მართალია, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, მაგრამ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც მსჯავრდებულმა დაკავებისთანავე აღიარა და მოინანია, რითიც ხელი შეუწყო საქმის გამოძიებას, არ გახადა მტკიცებულებები სადავოდ და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართმსაჯულების განხორცილებას, ეს კი უდავოდ მიუთითებს მსჯავრდებულის დადებითი ხასიათის ქცევაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რაც გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნიდან, რომლის დაუცველობით სასამართლო მსჯავრდებულს სასჯელს ვერ დაუნიშნავს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის გ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ა----------------ს მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ცენტრში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის გ-------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ა----------------ს მიმართ შევიდეს ცვლილება;
ა---------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა
4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების თანახმად განაჩენთა ერთობლიობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ა----------------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით ჩათვლილი აქვს პირობით და საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული აქვს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, სრულად შთანთქოს ბოლო განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 4 (ოთხი) წელი და საბოლოოდ ა---------------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ა---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 21 აგვისტოდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ა----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე