განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2018
საქმის ნომერი
120100118002615790
ინსტანცია
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002615790

საქმე №1ბ/1515-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ლე---------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 13 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 0----------, მცხოვრების მისამართზე: ქ. ბ------------------------------------------–-----------, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით:

ლე---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით.

 

ლე---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით.

 

ლე---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ლე---------ეს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.

 

ლე---------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 22 ივლისს ლე---------ემ თავის საცხოვრებელ სახლში, ბ--------------------------------------–-------------–------------ში, დაახლოებით 09:30 საათზე, შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის დედას მა---------------ეს არასრულწლოვანი შვილიშვილის ან-------ის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი მოჰკიდა მარჯვენა ხელის არეში და ცდილობდა კიბიდან ჩამოეგდო, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ასევე, 2018 წლის 22 ივლისს დაახლოებით 09:30 საათზე, ბ--------------------------------------–-------------–-----------ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ლე---------ე შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის დედას მა---------------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მა---------------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ასევე, 2018 წლის 22 ივლისს დაახლოებით 9:30 საათზე, ბ--------------------------------------–-------------–-----------ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში ლე---------ე შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ლი------–-–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ლი------–-–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი-----------–---–---–მა და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ლე---------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელი არის უკანონო, რადგან ის არ შეესაბამება დანაშაულის ჩამდენის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ვინაიდან მსჯავრდებული არ თანამშრომლობს, მისი მხრიდან გულწრფელ აღიარებას ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ ნაკლები სასჯელის მიღების სურვილით გაცხადებული აღიარება არ არის ქმედების გაცნობიერების პროპორციული, რის გამოც მომავალში კვლავაც არსებობს იგივე ქმდების განხორციელების საფრთხე. სასამართლოს მიერ მითითებულია, რომ ბრალდებულს დამამძიმებელი გარემოება არ აქვს, რაც არასწორია ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლის თანახმად დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც ცალსახად წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას და სასჯელის დანიშვნისას სასამართლო უნდა ყოფილიყო უკიდურესად მკაცრი, ამავდროულად ბრალდებული ნასამრთლევია სწორედ ოჯახური დანაშულისათვის და პირობითმა მსჯავრმა ვერ გამოიღო სათანადო შედეგი.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის და მუქარის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულების: ლი------–-–---–ის და მა---------------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: აი------------ას, მა-----------ის, ან-------ის, გუ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, მა---------------ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ლე---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელება ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო ოჯახურ ძალადობასთან მიმართებაში დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ ობიექტური შემადგენლობის ნიშანია და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ,,თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება’’.

ამასთან, პალატა არ ეთანხმება აპელანტის პოზიციას და განმარტავს, რომ ლე---------ეს ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი ,,გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლის-სამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.’’

ლე---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ისინი კვლავ აგრძელებენ ცხოვრებას ერთ ოჯახად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ლე---------ე (პ/№0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.

 

ლე---------ე (პ/№0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.

 

ლე---------ე (პ/№0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ლე---------ეს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

ლე---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. ყადაღისგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული მ------ ხ----ის (პ/ნ 0----------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ბორჯომის რაიონის სოფელ ციხისჯვარში (ს/კ 6----------- და ს.კ. 6-----------), სასამართლოს განჩინება N12/028-18წ. 10.08.2018).

 

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 22 ივლისიდან 2018 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით.

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე