განაჩენი

სისხლის სამართლის 14.12.2018
საქმის ნომერი
210100118002531222
ინსტანცია
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2-----------------

საქმე №1ბ/865-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - ბ------–---–---–ის,მსჯავრდებულ - მ--------------------ის,ადვოკატ - მ----------------–---–ის,თარჯიმან - ა---------–-------ვის მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ--------------------ის და მისი ადვოკატის მ----------------–---–ის საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ-------------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------------ს; პირადი N3----------; საქართველოს მოქალაქე; ნასამართლობის არმქონე; ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------------------–----–--–--. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 07 სექტემბრის განაჩენით:

 

მ--------------------ი ცნობილ იქნა დამანშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 3500 (სამიათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით:

 

ძებნილ მსჯავრდებულ მ--------------------ის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

მ--------------------ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით და მას მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის 11 (თერთმეტი) თვის და 7 (შვიდი) დღის ვადით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

მ--------------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

გამოძიებით დაუდგენელ დროს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–--–- მცხოვრები ა-–------–--–--ვი და საგარეჯოს რაიონის ს------–---–--–--ში მცხოვრები მ--------------------ი დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი პირთა ჯგუფი 2011 წლის 30 აპრილის ღამეს მივიდა სიღნაღის რაიონის სოფელ ყარღაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჩ---------------–---–ის საქონლის ფერმასთან. მათ მკვნეტარას გამოყენებით გაჭრეს ეზოში არსებულ სადგომზე შემოვლებული მავთულბადე და უკანონოდ შეაღწიეს შიგნით. აღნიშნულის შემდეგ ა-–------–--–--ვმა და მ--------------------მა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სადგომიდან გაიყვანეს ამავე ფერმის მეპატრონის - ჩ---------------–---–ის კუთვნილი, 1500 ლარად ღირებული და მწყემსის - მა----------------ს კუთვნილი, 1000 ლარად ღირებული ორი ბუღა და ფარულად დაეუფლნენ მათ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მ--------------------მა და ა-–------–--–--ვმა მოპარული საქონელი დასვეს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–--–- მცხოვრებ ა----------–--------ის კუთვნილ ავტომობილზე და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 07 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ--------------------მა და მისმა ადვოკატმა მ----------------–---–მა.

 

დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მ--------------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა და ალტერნატივის სახით, მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, იმ საფუძველზე მითითებით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, 2018 წლის 12 დეკემბერს პროკურორმა ბ------–---–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა შემდეგი:

 

დამტკიცდეს სიღნაღის რაიონულ პროკურატურასა და მსჯავრდებულ მ--------------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

მ--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 7 (შვიდი) დღის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 7 (შვიდი) დღის ვადით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 3 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა საჯარო ინტერესი, კერძოდ სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, სასამართლოსთან აღიარების ფორმით თანამშრომლობა, რის გამოც მსჯავრდებულთან გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით მ--------------------მა უარი თქვა საქმის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ საქმის არსებითად განხილვის უფლებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს.

 

ამასთან, შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას ადგილი არ ქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული მ--------------------ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული მ--------------------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელებს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, საქმეში მოიპოვება მ--------------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ მოწმეების: მსჯავრდებულ ა----------–--------ის, დაზარალებულების ჩ---------------–---–ისა და მ-------------------------------------–--------------------–------------------------------------------------–---–----------------------–---–ის ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ამოღებისა და ამოცნობის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მას განემარტა, რომ შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 07 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დაკმაყოფილდეს პროკურორ ბ------–---–---–ის შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ მ--------------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ცვლილება შევიდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 07 სექტემბრის განაჩენში;

 

მ--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 7 (შვიდი) დღის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა მ--------------------მა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 7 (შვიდი) დღის ვადით, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, მ--------------------ს გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 3 (სამი) წელი;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით;

 

მ--------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

მ--------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 ივნისიდან;

 

კონტროლი და მეთვალყურეობა მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ხოლო პროკურორს - საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობების დარღვევის გამოვლენიდან, ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე