განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002343174
საქმე №1ბ/793-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ხა----------------ის,ადვოკატ - ლი--------ის
მსჯავრდებულ - ვა---–--–------ის
თარჯიმნების - მა------------–--ის, იგ---------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვა---–--–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლი--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვა---–--–------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 26 ოქტომბერს, მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქის, პასპორტის ნომერი №B-------, ნასამართლობის მქონის, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის მისამართზე: მ---–-------------------–------------------–----------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. რ--------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის განაჩენით ვა---–--–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის №1/4674-16 განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვა---–--–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვა---–--–------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 17 თებერვალს, დილის საათებში, ქალაქ რ-------–-----------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ვა---–--–------მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს რო----–----–------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათი არასრულწლოვანი შვილების - ალ-------------------------------–-–--------ის თანდასწრებით, მუშტები მრავალჯერ დაარტყა თავის და ზურგის არეში, ჭიქა ჩაარტყა თავში, რითაც რო----–----–------მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვა---–--–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლი--------ემ და ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენის გაუქმება და ვა---–--–------ის გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებული, რადგან ვა---–--–------ისათვის წარდგენილი ბრალდება არ დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ გახადა მხოლოდ დაზარალებულ რო----–----–------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ლუ----–------ის, ჰა-------–------ის და ვა---–--–------ის გამოკითხვის ოქმები, შესაბამისად დაცვის მხარემ მოითხოვა აღნიშნული პირების მოწმის სახით დაკითხვა სასამართლოში, ვინაიდან ეს ის პირები არიან, რომლებიც საქმის მასალების მიხედვით უშუალოდ შეესწრნენ ძალადობის ფაქტს. სხვა დანარჩენი მტკიცებულებები დაცვის მხარემ გახადა უდავოდ, ვინაიდან ისინი წარმოადგენდნენ ირიბ ჩვენებებს, მათ შორის ვა---–--–------ის მეზობლები და პოლიციის თანამშრომლები. დაცვის მხარემ ასევე უდავო მტკიცებულებად სცნო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან მასში მითითებულია მხოლოდ რო----–----–------ის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერილობა, რაოდენობა, ლოკალიზაცია და ხანდაზმულობა. თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში არ არის და ბუნებრივია ვერც იქნება მსჯელობა ზიანის მიმყენებელზე. შესაბამისად აღნიშნული დასკვნა წარმოადგენს არაპირდაპირ მტკიცებულებას. გარდა აღნიშნულისა საქმის არსებითად განხილვის სხდომებზე დაზარალებულმა რო----–----–------მა უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად ძირითადმა მოწმემ (დაზარალებულმა) არ დაადასტურა არც ის თუ ვინ მიაყენა ზიანი და არც ის განიცადა თუ არა მიყენებული ზიანის შედეგად ტკივილი. მოწმე ლუ----–------ი საქმის სასამართლოში განხილვის სტადიაზე არ იმყოფებოდა საქართველოში. აღნიშნულის საფუძველზე ბრალდების მხარემ მოითხოვა ლუ----–------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციის სასამართლოში გამოქვეყნება, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული მოსამართლის მიერ. ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა ჰა-------–------ი, ხოლო ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოში არ გამოკვლეულა ვა---–--–------ის მამხილებელი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება და სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დროს დაეყრდნო ირიბ ჩვენებებს, რაც საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად დაუშვებელია.
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხა----------------მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მსჯავრდებულმა ვა---–--–------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას მეუღლეზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით არ უძალადია და ითხოვა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.
მსჯავრდებულის დამცველმა ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციის და სასჯელის ნაწილში.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ვა---–--–------ს მეუღლეზე არ უძალადია არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრების საფუძვლიანობას და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვა---–--–------ის მიერ მეუღლის - რო----–----–------ის მიმართ განხორცილებული ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო საჩივარი განიხილება სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში.
დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2018 წლის 17 თებერვალს, დილის საათებში, ქალაქ რ-------–-----------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ვა---–--–------მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს რო----–----–------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მუშტები დაარტყა ზურგის არეში და ჭიქა ჩაარტყა თავში, რითაც რო----–----–------მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა რო----–----–------მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ბრალდებულ ვა---–--–------ის წინააღმდეგ, მათ შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ვა---–--–------თან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ვინაიდან მათთან ქორწინება მიღებული არ არის. 11 წელია ერთად ცხოვრობენ, ერთი გვარი აქვთ, ქორწინებამდეც ეს გვარი ჰქონდა, ბავშვებიც ერთი გვარის ჰყავთ. ერთი შვილი დაავადებულია აუტიზმით, მეუღლის გარდა საქართველოში არავინ არ ჰყავს, ის მათი ერთადერთი მარჩენალია. პოლიციას რომ მიმართა მაშინ გაღიზიანებული იყო, კონფლიქტი ყველა ოჯახში ხდება. ბრალდებულის დედა გაემგზავრა მოლდავეთში თავად აქ დარჩა სამ ბავშვთან ერთად და მარტო ცხოვრობს. მათი ერთადერთი მარჩენალი მისი მეუღლეა, ბინის ქირა არ გადაუხდია თითქმის მესამე თვეა, თუ მისი მეუღლე პატიმრობაში იქნება, თავად დარჩება ქუჩაში ბავშვებთან ერთად. ნანობს, რომ პოლიციას გამოუძახა და ითხოვს ვა---–--–------ის გათავისუფლებას, ვინაიდან არ სურს მისი შვილები მამის გარეშე გაიზარდონ.
ვა---–--–------ის მიერ ოჯახური ძალადობის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ჩადენის ფაქტი დასტურდება არასრულწლოვანი მოწმის ჰა-------–------ის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმად, ჰა-------–------ი ცხოვრობს მშობლებთან: ვა---–--–------თან და რო----–----–------თან და და-ძმასთან ერთად. 2018 წლის 17 თებერვალს მას და თავის და-ძმას ეძინათ საძინებელ ოთახში, გააღვიძა ხმაურმა, დედ-მამა ჩხუბობდნენ. მან დაინახა მამამ ვა---–--–------მა დედამისს რო----–----–------ს როგორ დაარტყა ჭიქა თავში და დედას როგორ წამოუვიდა თავიდან სისხლი. დედამ დარტყმის დროს ტკივილისგან იყვირა. ასევე დაინახა როგორ დაარტყა მამამისმა დედამისს მუშტი. დედამისს სახეზე ჩამოსდიოდა სისხლი და ტიროდა, ჭიქის ნამსხვრევები ეყარა ძირს. და-ძმამ გაიღვიძეს მას შემდეგ რაც ყველაფერი ჩაწყნარდა. დედას რომ ჰკითხა რა მოხდა, მან უპასუხა, რომ მამამ ეჩხუბა და სცემა. მოწმის განმარტებით ვა---–--–------ი ხშირად ეჩხუბებოდა და სცემდა დედას, ხშირად სვამდა.
მოწმე მ---- პ-------მ გამოკითხვის ოქმში, რაც ასევე უდავოდაა ცნობილი, განმარტა, რომ 2018 წლის თებერვალში ის და მისი მეუღლე ნა---–-----------ა დროებით საცხოვრებლად მივიდნენ რო----–----–------ის ბინაში. მათთან ერთად ცხოვრობდნენ რო----–----–------ი, მისი მეუღლე ვა---–--–------ი და მათი სამი შვილი. 2018 წლის 16 თებერვალს მათთან მივიდა რო----–----–------ის დედამთილი ლუ----–------ი. საღამოს ყველა დაწვა დასაძინებლად. მას და მის მეუღლეს ეძინათ საძინებელ ოთახში. 2018 წლის 17 თებერვალს დილით ის და მისი მეუღლე გააღვიძა ხმაურმა და ჩხუბის ხმამ, ისინი შევიდნენ იმ ოთახში სადაც იმყოფებოდნენ ვა---–--–------ი, რო----–----–------ი და ლუ----–------ი, ბავშვებს ეღვიძათ და ტიროდნენ. მას არ დაუნახავს რო----–----–------ის ცემის ფაქტი, თუმცა დაინახა რომ მას თავიდან მოსდიოდა სისხლი. მათ კითხვაზე თუ რა მოხდა ვა---–--–------მა უთხრა, რომ მან რო----–----–------ს თავში ჩაარტყა ჭიქა, რის შედეგადაც დაუზიანა თავი და წამოუვიდა სისხლი. ჭიქის ნამსხვრევები ძირს ეყარა. ამის შემდეგ როზალინა გავიდა გარეთ, რომ პოლიციისთვის შეეტყობინებინა ცემის ფაქტის შესახებ. მოგვიანებით როგორც მათთვის გახდა ცნობილი სახლში მივიდა საპატრულო პოლიცია, ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო რო----–----–------ი წაიყვანეს პოლიციაში. სხვა დროს რო----–----–------ის და ვა---–--–------ის კონფლიქტს არ შესწრებია.
ანალოგიური ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოწმე ნა---–-----------აც.
გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დასკვნით სიტყვაში მსჯავრდებულმა ვა---–--–------მა მართალია უარყო რომ ბავშვების თანდასწრებით მოხდა ჩხუბი, მაგრამ განმარტა, რომ კომფლიქტი თავდაპირველად დედამისსა და რო----–----–------ს შორის დაიწყო, ბავშვებმა ხმაურზე გაიღვიძეს და გაიგეს, რომ დედა და ბებია ჩხუბობდნენ, რო----–----–------მა დედამთილს სახე დაკაწრა, აღნიშნულზე თავად გაღიზიანდა, რამდენჯერმე შენიშვნა მისცა მეუღლეს, მაგრამ ის არ გაჩერდა, ამის გამო ჭიქა, რომლითაც ყავას სვამდა, ჩაარტყა რო----–----–------ს თავში და რამდენჯერმე ბეჭებშიც დაარტყა მუშტები.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ვა---–--–------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ ვა---–--–------ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა /ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის/, ხოლო, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებას წარმოადგენს დანაშაულის ნაწილობრივ აღიარება. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანია, უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვა---–--–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლი--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ვა---–--–------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის №1/4674-16 განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ ვა---–--–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვა---–--–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია. ვა---–--–------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავებიდან - 2018 წლის 17 თებერვლიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე