განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 82021-018002-04955
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № 2/ბ-998-18 14 ნოემბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - - რ--------- ჩ----ე, რ----–-- ჩ----ე, ნ-----–ა ჩ----ე, ვ-–ა ჩ----ე, ო----- ჩ----ე, ნ-----–ი გ-------–--ე ნ-------ა ც------–ვილი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხ--–--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის არსებითი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელეს მითითებით, 2017 წლის 11 ნოემბერს, ნ-------ა ც------–ვილმა თურქეთის მოქალაქე ქ--------- ჯო–-----საგან შეიძინა ხ--–--------ის რაიონი, სოფელი კ-----–---ი მე--------------ში მდებარე, უძრავი ქონება, 249,24 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 1501.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ უძრავ ქონებას უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები და მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ისინი არ ათავისუფლებენ მას, რის გამოც, მოსარჩელეს ადგება მნიშვნელოვანი ზიანი და რამაც განაპირობა სარჩელის სასამართლოში წარდგენა. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება 2018 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. მიღებულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, ნ-------ა ც------–ვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. დავალდებულდნენ მოპასუხეები: რ----–-- ჩ----ე, ნ-----–ა ჩ----ე, ვ-–ა ჩ----ე, რ--------- ჩ----ე, ო----- ჩ----ე და ნ-----–ი გ-------–--ე გამოათავისუფლონ და თავისუფალ მდგომარეობაში ჩააბარონ კანონიერ მესაკუთრეს, ნ-------ა ც------–ვილს მათ მიერ, უკანონოდ დაკავებული 249.24 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი და 1501,00 კვმ მიწის ნაკვეთი, მდებარე ხ--–--------ის რაიონი სოფელი კ-----–---ი მე-------------. საკადასტრო კოდი N--.2-.1-.0--. 3. მოპასუხეებს: რ----–-- ჩ----ეს, ნ-----–ა ჩ----ეს, ვ-–ა ჩ----ეს, რ--------- ჩ----ეს, ო----- ჩ----ეს და ნ-----–ი გ-------–--ეს, სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე ნ-------ა ცხადიშვილის სასარგებლოდ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-120 (ორმოცდაათი) ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 800 ლარის ანაზღაურება. ხ--–--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი: 1. რ----–-- ჩ----ის, ნ-----–ა ჩ----ის, ვ-–ა ჩ----ის, რ--------- ჩ----ის, ო----- ჩ----ის და ნ-----–ი გ-------–--ის საჩივარი, ხ--–--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს; 2. ძალაში დარჩეს, ხ--–--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება: 2.1. 2017 წლის 12 დეკემბერს, ხ--–--------ის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ნ-------ა ც------–ვილის წარმომადგენელმა, მოპასუხეებად დაასახელა რ----–-- ჩ----ე, ნ-----–ა ჩ----ე, ვ-–ა ჩ----ე, რ--------- ჩ----ე, ო----- ჩ----ე, ნ-----–ი გ-------–--ე და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოითხოვა. 2.2. 2018 წლის 27 ივნისს, მოპასუხეები, რომლებისთვისაც ცნობილი იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზები უცნობებიათ. 2.3. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე. 2.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230.2 მუხლზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას და მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. 2.5. 2018 წლის 16 ივლისს, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხეთა წარმომადგენელმა კ------- მა----–---–მა, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხეთათვის უცნობი იყო სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, რადგან ამის შესახებ არავის უცნობებია. რაც შეეხება ვ-–ა ჩ----ის ინფორმირებას სასამართლო სხდომის თაობაზე, იგი მიმდინარე პერიოდში კონფლიქტურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა დანარჩენ მოპასუხეებთან, წასული იყო სახლიდან, შესაბამისად, მისი მხრიდან არ მომხდარა დანარჩენი მოპასუხეების ინფორმირება. ამდენად, მოპასუხეები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვაში და დაეცვათ მათი ინტერესები. 2.6. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა: საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ივნისს, სასამართლო სხდომაზე გამოცხდდა მოპასუხეების წარმომადგენელი კ------- მა----–---–ი, რომელმაც განაცხდა, რომ აღარ ახორცილებდა მოპასუხეთა ინტერესების დაცვას და არ მიიღებდა საქმის განხილვაში მონაწილეობას. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განხილვა გადადო 2018 წლის 27 ივნისს 12 საათზე. 2018 წლის 27 ივნისის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა მოპასუხე ვ-–ა ჩ----ეს, როგორც მხარეს და იმავდროულად მოპასუხეთა ოჯახის წევრს, რომელმაც აიღო ვალდებულება გაეფრთხილებინა მისი ოჯახის სხვა წევრებიც. 2.7. 2018 წლის 27 ივნისს, 12 საათზე, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარე სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და ვინაიდან, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება კანონშესაბამისად ჩაითვალა. 2.8. სასამართლომ არ გაიზიარა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად საჩივრის ავტორთა მიერ მითითებული მოტივი და აღნიშნა, რომ, რადგან სასამართლოს მიერ გაგზავნილ ყველა მასალას ვ-–ა ჩ----ე ღებულობდა, რომელიც ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, გარდა ამისა, 2018 წლის 04 ივნისს, თავისსავე საცხოვრებელ სახლში, მანვე ჩაიბარა ყველა მოპასუხეზე გაგზავნილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებებიც, უდავოდ ადასტურებდა, რომ ის ხანგრძლივად საცხოვრებელი სახლიდან წასული არ ყოფილა. 2.9. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მთლიანობაში, მოცემული დავის მიმართ მოპასუხე მხარე არ იჩენდა აქტიურ ყურადღებას, მათ მიერ შესაგებელიც კი არ ყოფილა წარდგენილი, თუმცა სასამართლო სხდომა მაინც ჩაინიშნა, რადგანაც საკითხი ეხებოდა საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებას. ამდენად, მიჩნეული იქნა, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტი მხარის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ თითქოს მოპასუხეებს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ შეტყობინება პროცესის დანიშვნის შესახებ. რეალურად, მოპასუხეები იყვნენ ინფორმაციის ვაკუუმში და მათთვის არ იყო ცნობილი სასამართლო სხდომის თაობაზე. 3.2. მოცემული სადავო საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დასაბუთებული, საფუძვლიანი საჩივარი, თუმცა ხ--–--------ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, საერთოდ ყურადღების მიღმა იქნა დატოვებული მთელი რიგი დასაბუთებული არგუმენტაცია. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა უტყუარი და დამაჯერებელი უამრავი მტკიცებულებების ფონზე, არაგონივრული და არასამართლიანია სასამართლოს ანალიზი. 3.3. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება და მათი სწორი სამართლებრივი შეფასება. ამდენად, სახეზეა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლის "ე" და "ე1" პუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური და სარჩელის დაუკმაყოფილებლობის კანონისმიერი საფუძვლები.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ დასაბუთებას და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: 4.3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ-------ა ც------–ვილის სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად, მოპასუხეებს გაეგზავნათ მათ საცხოვრებელ მისამართზე და საქართველოს ფოსტის მეშვეობით ჩაბარდათ 2018 წლის 13 იანვარს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც წარმოუდგენლობის მიზეზების თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის.(ს.ფ.39-44) მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლოს მიერ გამოტანილი არ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა (ს.ფ.45-46). 4.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ივნისის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხეთა წარმომადგენელი კ------- მა----–---–ი, რომელმაც განაცხდა, რომ აღარ ახორცილებდა მოპასუხეთა ინტერესების დაცვას. შესაბამისად, მისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო სხდომა გადაიდო 2018 წლის 27 ივნისს 12:00 საათზე (იხ. ს/ფ 84-88). 4.5. საქმეში არსებული 2018 წლის 19 ივნისის მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი, ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ აქტით ირკვევა, რომ 2018 წლის 27 ივნისს, 12:00 საათზე სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, ეცნობა, მოპასუხეთა ოჯახის წევრს და იმავდროულად ერთ-ერთ მოპასუხეს - ვ-–ა ჩ----ეს. აქტის თანახმად, ვ. ჩ----ემ აიღო ვალდებულება რომ გააფრთხილებდა დანარჩენ მოპასუხეებს, მისი ოჯახის წევრებს. (იხ. ს/ფ 88-89). ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 74.1-ე მუხლის თანახმად, სხდომაზე მოწვევის თაობაზე უწყება მოპასუხეთათვის ჩაბარებულად ითვლება 2018 წლის 19 ივნისს. 4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, ამ საპროცესო ეტაპზე არ ხდება მტკიცებულებების შეფასება და სასამართლო, მხოლოდ სარჩელში დაფიქსირებულ ფაქტების სამართლის ნორმებთან შესაბამისობას ადგენს. 4.7. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი არის ხ--–--------ის რაიონი სოფელი კ-----–---ი მე--------------ში მდებარე, 1501,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზედ განთავსებული 249.24 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე, რომელსაც უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები. შესაბამისად, მისი მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებიდან და იურიდიულად გამართლებულია. 4.8. დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ივნისს, 12 საათზე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე და არც გამოუცხადებლობის რაიმე მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ვინაიდან, მოპასუხეები სასამართლო სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის გამოუცხადებლობის მოტივით, სსკ-ის 230-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, საპროცესო ნორმების მოთხოვნებს შეესააბამება. 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 4.1-. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით... 4.11. ამავე კოდექსის 1-2-1-3-ე მუხლების თანახმად, გარემოება, რაც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ამასთან მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 4.12. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ საჩივარში მითითებულია, რომ 2018 წლის 27 ივნისს, 12 საათზე, სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა გამოუცხადებლობის მიზეზს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მათი ოჯახის წევრის და იმავდროულად ერთ-ერთი მოპასუხის, ვ-–ა ჩ----ის მიერ, დანარჩენ მოპასუხეებს არ ეცნობათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, რადგან, იმ პერიოდისათვის ვ-–ა ჩ----ე მათთან კონფლიქტურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა, საცხოვრებლად სხვაგან იყო გადასული და ერთად არ ცხოვრობდნენ, თუმცა, საჩივარში მითითებული ამ გარემოების დასადასტურებლად, გარდა ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც პალატის აზრით, ვერ გახდება მისი გაზიარებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 4.13. გარდა ზემოაღნიშნული მოტივებისა, პალატა დამატებით მიუთითებს იმ ფაქტობრივ ვითარებასაც, რომ მიუხედავად გზავნილის ჩაბარებისა, მოპასუხეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე შესაგებელი საერთოდ არ წარუდგენიათ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამათალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაააბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. სწორედ, შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულობა, ვინაიდან, შესაგებლით იგებს მოსარჩელე, თუ სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას. როგორც მოპასუხე არის უფლებამოსილი იცოდეს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით და რა საფუძვლებით ედავება მას მოსარჩელე, ასევე, მოსარჩელეც უფლებამოსილია იცოდეს, თუ სარჩელში მითითებულ, რომელ ფაქტს არ ეთანხმება მოპასუხე, ანუ რა საფუძვლებს ეყრდნობა მისი შესაგებელი. თუ სარჩელში მითითებულ, რომელიმე ფაქტს (გარდა იმ ფაქტებისა, რომელთა სამტკიცებლადაც კანონი არ მოითხოვს გარკვეული მტკიცებულებების არსებობას: მაგ. საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე და მისთ.) მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი ითვლება უდავოდ, ანუ დადასტურებულად, ვინაიდან სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპიდან გამომდინარე, სამტკიცებელი არის მხოლოდ ის, რაც სადავოა. 4.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. დადგენილ ვადაში, საპროცესო მოქმედების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა მხარეს ართმევს უფლებას შეასრულოს ეს საპროცესო მოქმედება პროცესის სხვა ეტაპზე. 4.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, არასაპატიო მიზეზით საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება. ამრიგად, თუ მოპასუხე შესაგებელს არ წარადგენს დადგენილ ვადაში, მას შესაგებლის წარდგენის უფლება უქარწყლდება. ეს დაკავშირებული არის მნიშვნელოვან საპროცესო შედეგთან: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლისა და 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარჩელში მითითებული გარემოებები ითვლება დადასტურებულად. ამასთან, თუ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო თუ სასამართლო ჩათვლის, რომ სარჩელს არა აქვს სამართლებრივი საფუძველი, იგი ნიშნავს სხდომას. 4.16. როგორც უკვე აღინიშნა, ნ-------ი ც------–ვილის სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებიდან და იურიდიულად გამართლებულია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს, შესაგებლის წარმოდგენის საპროცესო ეტაპზევე უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ვინაიდან, რაიმე საპატიო მიზეზი სასაამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობისა, საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა. ამ მსჯელობის გათვალისწინებითაც, ნ-------ა ც------–ვილის სარჩელზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა პროცესუალურად გამართლებულია. 4.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, მოპასუხეთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით და მისი ძალაში დატოვებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილებები გამოიტანა, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ რ----–-- ჩ----ის, ნ-----–ა ჩ----ის, ვ-–ა ჩ----ის, რ--------- ჩ----ის, ო----- ჩ----ის და ნ-----–ი გ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ხ--–--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, რ----–-- ჩ----ის, ნ-----–ა ჩ----ის, ვ-–ა ჩ----ის, რ--------- ჩ----ის, ო----- ჩ----ის და ნ-----–ი გ-------–--ის სააპელაციო საჩივარზე მათ მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-160 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ----–-- ჩ----ის, ნ-----–ა ჩ----ის, ვ-–ა ჩ----ის, რ--------- ჩ----ის, ო----- ჩ----ის და ნ-----–ი გ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ხ--–--------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინება;
3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე