განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/1094-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
სოფიკო კაპანაძის და ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - თ--------------–--ის,მსჯავრდებულ- ბ-----------–--ის
ადვოკატ - ნ-------–----–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ბ-----------–--ის ადვოკატ ნ-------–----–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბ-----------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ------–----–---------------------------------------------------–------------------–---------------–------------------------------–---------------------------, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით:
1. ბ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. ბ-----------–--ე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ-----------–--ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა 2018 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1(ერთი) წლის ვადით.
4. საბოლოოდ, ბ-----------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1(ერთი) წლის ვადით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ბ-----------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 აპრილს საღამოს საათებში ბ-----------–--ე, მივიდა ქ. თ---–--–--------------–------------------–------------------ მდებარე შპს „ე---“ საამქროში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ---------–-–---–ის კუთვნილ ელექტრო შემდუღებელ აპარატსა და სხვადასხვა დასახელების ლითონის ნივთს, საერთო ღირებულებით 2470 ლარი. ბ-----------–--ემ თავისი დანაშაულებრივი ქმედებით თ---------–-–---–ს მიაყენა 2470 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ-----------–--ის ადვოკატმა ნ-------–----–---–მა.
ადვოკატმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ-----------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, 2018 წლის 19 დეკემბერს პროკურორმა თ--------------–--ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა შემდეგი:
ბ-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება 1 (ერთი) წლის ვადით. საბოლოოდ, მსჯავრდებულ ბ-----------–--ეს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლითა და 6(ექვსი) თვით განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. მასვე განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით და სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება ჩამოერთვას 1 (ერთი) წლის ვადით.
სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობების საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა საჯარო ინტერესი, კერძოდ სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, სასამართლოსთან აღიარების ფორმით თანამშრომლობა, რის გამოც მსჯავრდებულთან გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით ბ-----------–--ემ უარი თქვა საქმის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ საქმის არსებითად განხილვის უფლებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს.
ამასთან, შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული ბ-----------–--ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ბ-----------–--ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელებს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, საქმეში მოიპოვება ბ-----------–--ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებები, ამოცნობის ოქმი, ამოღების ოქმი, დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მას განემარტა, რომ შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს პროკურორ თ--------------–--ის შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;
დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ ბ-----------–--ის შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განაჩენში;
ბ-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით ბ-----------–--ეს განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით.
საბოლოოდ, მსჯავრდებულ ბ-----------–--ეს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელიs დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით და სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით.
ბ-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ბ-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 30 აპრილიდან;
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლი და მეთვალყურეობა მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მსჯავრდებულ ბ-----------–--ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
ელ.შედურების აპარატის ამოღებისას გადაღებული ფოტოსურათები, ერთ კომპაქტდისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, ერთ კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ელ. შემდუღებელი აპარატი, რომელიც ინახება კანონიერ მფლობელთან - თ---------–-–---–თან დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, პირობების დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
მოსამართლე: მ. კაპანაძე