განაჩენი

სისხლის სამართლის 28.12.2018
საქმის ნომერი
330100118002540271
ინსტანცია
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100118002540271

საქმე №1/ბ1611-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

მანუჩარ კაპანაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ ვა---------------ს და გიო---------–---–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვა---------------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------- ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------------------------------------------ში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით;

გიო---------–---–---–-ს მიმართ, დაბადებული 1-----–-–---------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------- ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:---------------------------------------------------- დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით, ვახ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვახ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2(ორი)წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 1(ერთი)წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვახ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი)წლის ვადით.

მსჯავრდებულ ვა---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2018 წლის 4 ივნისიდან.

გი------------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გი-----------–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით.

მსჯავრდებულ გიო-----------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 4 ივნისიდან.

ამავე განაჩენით ზა--------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

მსჯავრდებულ ზა--------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2018 წლის 4 ივნისიდან.

ვახ-------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის;

მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

გი-----------–---–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით;

მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის განაჩენით, ვახ-------------ე ცნობილ იქნა დამნასავედ საქართველოს სკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებითა და საქართველოს სკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ისს 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ვახ-------------ეს, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაცენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 1 აპრილის განჩინებით, მსჯავრდებულ ვა---------------ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ ვა---------------ეს ¼-ით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა; ¼-ი შეუმცირდა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 2(ორი) წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთა; ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუქნტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 7(შვიდი) წლით, 1(ერთი)თვით და 15(თხუთმეტი)დღით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვა---------------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი)წლის, 1(ერთი)თვის და 15(თხუთმეტი) დღის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენით, დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ვა---------------ს შუამდგომლობა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 მარტის განაჩენში შვიდა ცვლილება. მის მიმართ დანიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეიკრიბა ნაწილობრივ და თანახმად, ვა---------------ს მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთიდან დაენიშნა 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან 2(ორი)წლით და 3(სამი)თვით თავისუფლების აღკვეთიდან დაენიშნა 2(ორი)წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან 7(შვიდი)წლით, 1(ერთი)თვით და 15(თხუთმეტი)დღით თავისუფლების აღკვეთიდან დაენიშნა 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვახ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9(ცხრა)წლითა და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ვახ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 4 აგვისტოდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენით, თბილისის

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განაჩენი ვა---------------ს მიმართ დარჩა ცვლელად.

მსჯავრდებული ვა---------------ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 ლის 3 თებერვალს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით, ვახ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი)წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ვა---------------ემ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ზა--------–---–---–მა და გი------------–---–---–მა, 2018 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 03:30 საათზე, უკანონოდ შეაღწიეს თბილისში, ჩ-----–--------------–---–-- ქუჩების კვეთაზე განთავსებულ შპს „---------–------–------- ბენზინგასამართ სადგურ „---------–---- ოპერატორების ოფისში, დანისა და დანისმაგვარი ბასრი საგნების დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხნენ ამავე ორგანიზაციის მოლარე ოპერატორებს ბ----------–-----------------------–----- მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დაეუფლნენ შპს „---------–---–------- კუთვნილ 1501 ლარსა და 25 თეთრს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ვა---------------ემ და გი-----------–---–---–მა წინასწარი შეთანხმებით, 2018 წლის 1-2 ივნისის ღამეს უკანონოდ შეაღწიეს ქ----------–--------–---------------ში მდებარე თ----------------- საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თ----------------- კუთვნილ 2000 ლარად ღირებულ „სამსუნგის“ წარმოების ტელევიზორს და სხვადასხვა დასახელების, 1200 ლარის ღირებულების 5 ბოთლ კონიაკს. ვა---------------ს და გიო---------–---–---–-ს ქმედებით თ----------------- მიადგა 3200 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვა---------------ს და გიო---------–---–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, რომლებმაც ითხოვეს პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქება.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ვა---------------ს და გიო---------–---–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მათი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად იქნა დადასტურებული დაზარალებულების - დ-----------–-----------------–---------------------------- გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - თ---------------–---–---------–-------------------------–--–------------------–-----–---–-------------–---–-----------–---------------------------------------------------------–--------–---–--- გიო---------–---–---–-ს, რ--------------------------------–-------------------–-----------------------------------–------------------------------------------–---------–------–----------------------------–-–---------–---- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმებს, ამოღებული ნივთმტკიცებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, გიო---------–---–---–-ს და ვა---------------ს ტანსაცმლის ამოღების ოქმებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №------- დასკვნით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის №------ დასკვნით და ვა---------------ს მიმართ გამოტანილი განაჩენებით. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ვახ-------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანასაულები; ხოლო გი-----------–---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მოთხოვნას მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებასთან დაკავშირებით. მართალია მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ სასაჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, დამდგარ შედეგი, დანაშაულის მოტივი, მიზანი, რამდენიმე დანასაულის ჩადენას დროის მოკლე ინტერვალში და განსაკუთრებით მსჯავრდებულების მიერ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება. ამასთან, ვახ-------------ე წარსულში ნასამართლევია ანალოგიური ხასიათის დანაშაულისათვის და ახალი დანაშაული ჩადენილი აქვს საგამოცდო ვადაში. ასეთი პირობების არსებობისას კი პალატას მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს: ვახ-------------ეს და გი-----------–---–---–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი ვა---------------ს და გიო---------–---–---–-ს მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ვა---------------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ გიო---------–---–---–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი ვა---------------ს და გიო---------–---–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელად;

4. ვახ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვახ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2(ორი)წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 1(ერთი)წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვახ-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი)წლის ვადით.

5.მსჯავრდებულ ვა---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -2018 წლის 4 ივნისიდან.

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ვა---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

7.გი------------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გი-----------–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით.

8. მსჯავრდებულ გი-----------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 4 ივნისიდან.

9. მხედველობაში ქინეს მირებული, რომ გიო---------–---–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

10. სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ

ნივთიერი მტკიცებულება:

-ქ.თბილისში, კ--------------–- განთავსებული ლომბარდიდან ამოღებული„სამსუნგის“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

·შემთხვევის ადგილიდან შპს ,----------–---–------- ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული სუნის ნიმუშები (3 ქილა), ასევე გიო---------–---–---–-სგან, ვა---------------სგან და ზა--------–---–---–ისგან აღებული სუნის ნიმუშები (3 ქილა) - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, შპს „---------–---–------- ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული ხელის კვლები გადატანილი დაქტილოფირებზე, ასევე გიო---------–---–---–-სგან, ვა---------------საგან და ზ-----------–---–---–--გან აღებული ხელის კვლები დატანილი დაქტილოფირებზე - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის- შპს ,----------–---–------- ბენზინგასამართი სადგურის დათვალიერებისას ამოღებული ფულადი თანხა - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

·შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შპს „---------–---–------- ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილიდან, შპს „---------–---–------- ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული მუქი ნაცრისფერი ნაჭრის გრძელსახელოებიანი მაისური, რომელსაც აწერია „bad influence” - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, შპს „---------–---–------- ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული შვი ფერის ქურთუკი, ტყავის სახელურებით დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

·შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, შპს „---------–---–------- ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან და მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული 2 ცალი ზურგჩანთა - განადგურდეს;

·გიო---------–---–---–-სგან, ზა--------–---–---–ისა და ვ--------------------- ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან/და მათი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირებს;

·გი------------–---–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული: შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული გიო---------–---–---–-ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, ერთი ცალი ოც თეთრიანი მონეტა და ერთი ცალი 5 თეთრიანი მონეტა, ფსალმუნი, გიო---------–---–---–-ს შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული: ერთი ცალი ,,corset- ის’’ ფირმის სანთებელა და შავი ფერის ,,nokia-ს’’ ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;

·------------------- პირადი ჩხრეკის შედეგად ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული ფულადი თანხა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;

·ზ-----------–---–---–-- პირადი ჩხრეკის შედეგად ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული: ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონის ელემენტი და ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონის უკანა პანელი, 2 ცალი სიმ ბარათი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;

·შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, შპს „---------–---–------- ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 2 ცალი მასრა - განადგურდეს;

·შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, თ----------------- საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუშები, ასევე გიო---------–---–---–-სა და ვა---------------სგან აღებული სუნის ნიმუშები - განადგურდეს;

·შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, შპს ,----------–---–------- ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული 1 ცალი დასაკეცი დანა და 2 ცალი დანისმაგვარი ბასრი საგანი - განადგურდეს;

·შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შპს ,----------–---–------- ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული

5 ცალი მინის კონიაკის ბოთლი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

·გიო---------–---–---–-ს, ვა---------------სა და ზა--------–---–---–ის ნერწყვის ნუმუშები - განადგურდეს.

·ოთხი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

11. პალატის განაჩენი დადგენისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

12. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

 

მ. კაპანაძე