განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115001149393
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3965-17 26 ოქტომბერი, 2018 წელი
თავმჯდომარე - თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები - თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - ლ---- მ------–---–- (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ა-------------–-
მოწინააღმდეგე მხარე - ე-- ო------–---–- (მოპასუხე)
წარმომადგენელი - მ-----–-------
მესამე პირი - ს-----------–---
წარმომადგენელი - ლ----------------–-–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.05.2017წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1. 1. 10.09.2014წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ 10.11.2014წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.3. 02.10.2015წ. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2015 წლის 9 ოქტომბერს მოსარჩელეს ჩაბარდა კერძო აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მასსა და ე-- ო------–---–ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უნდა შეესრულებინა სასესხო ვალდებულება. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა არ არის ლ---- მ------–---–-ს მიერ შესრულებული, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
მოპასუხის პოზიცია:
3. ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 10 სექტემბერს დამოწმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ე-- ო------–---–მა თანხა ასესხა არა უცნობ პიროვნებას, არამედ მოსარჩელის ქალიშვილს, ლ--–- მ------–---–ს. ლ---- მ------–---–მა 2015 წლის 3 სექტემბერს დაწერილ თანხმობაში მიუთითა, რომ 2014 წლის 10 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე პიროვნების იდენტიფიკაციის არასწორად დადგენის გამო მის მაგივრად ხელშეკრულებასა და თანხის მიღების აქტს ხელი მოაწერა ლ--–- მ------–---–მა. ლ---- მ------–---–მა ხელწერილში ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია ხელშეკრულების პირობები, იგი მისთვის მისაღებია არ ხდის სადავოდ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა არა აღმასრულებლის მიერ მისთვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების ჩაბარების შემდეგ, არამედ მინიმუმ 2015 წლის მაისის თვეში.
მესამე პირის პოზიცია:
4. ნოტარიუსისთვის არ იყო ცნობილი იმ გარემოების თაობაზე, რომ სესხის ხელშკრულებას ხელს არ აწერდა პირადად ლ---- მ------–---–-. ნოტარიუსს არ ჰქონდა სანოტარო ბიუროში გამოცხადებულ პიროვნებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. 03.09.2015წ. ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ იქნა ლ---- მ------–---–-ს თანხმობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 10.09.2014წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე პიროვნების იდენტიფიკაციის არასწორად დადგენის გამო მის მაგივრად ხელშეკრულებასა და თანხის მიღების აქტს ხელი მოაწერა ლ--–- მ------–---–მა. ლ---- მ------–---–მა ხელწერილში ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია ხელშეკრულების პირობები, იგი მისთვის მისაღებია არ ხდის სადავოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.05.2017წ. გადაწყვეტილებით ლ---- მ------–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.1. 2014 წლის 10 სექტემბერს, ე-- ო------–---–სა და ლ---- მ------–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ე-- ო------–---–მა ლ---- მ------–---–ს ერთი წლის ვადით 110 000 აშშ დოლარი ასესხა. სესხი იყო სარგებლიანი, რის გამოც, მოვალეს კრედიტორისათვის ჯამში 143 000 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ. თ---–--–-, დ-----------–---–-----–----–- მ-----------–ი მდებარე ლ---- მ------–---–-ს კუთვნილი
უძრავი ნივთი.
5.2. 2014 წლის 10 ნოემბერს, ნოტარიუს ს-----------–---სთან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ სანოტარო აქტი, რომლის მიხედვითაც, ლ---- მ------–---–მა ე-- ო------–---–-საგან დამატებით, ყოველთვიურად 2.5%-ის დარიცხვით ისესხა 40 000 აშშ დოლარი.
5.3. ნოტარიუს ს----- მ----–--ის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა - 150 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 8250 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია. 2015 წლის 8 ოქტომბერს, აღმასრულებელმა, მოვალე - ლ---- მ------–---–ს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
5.4. 2015 წლის 3 სექტემბერს, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული იქნა ლ---- მ------–---–-ს თანხმობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2014 წლის 10 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე პიროვნების იდენტიფიკაციის არასწორად დადგენის გამო მის მაგივრად ხელშეკრულებასა და თანხის მიღების აქტს ხელი მოაწერა ლ--–- მ------–---–მა. ხელწერილშია ასევე აღნიშნულია, რომ მისთვის ცნობილია ხელშეკრულების პირობები, მისაღებია, არ ხდის სადავოდ და თანხმობის ნიშნად მოაწერა ხელი. გარდა თანხმობისა ლ---- მ------–---–მა იმავე ნოტარიუსთან ხელი მოაწერა ხელწერილს, რომლის თანახმადაც მან დაადასტურა, რომ ე-- ო------–---–-სგან აღებული თანხა მიიღო.
5.5. სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს ე-- ო------–---–ს პასუხისმგებლობა დაეკისროს ლ---- მ------–---–-ს მიერ გამოვლენილი უხეში გაუფრთხილებლობით დამდგარი შედეგისადმი, სახელდობრ: დადგენილია, რომ ლ--–- მ------–---–ს სანოტარო ბიუროში ხელშეკრულების დადებისას გააჩნდა მოსარჩელის პირადობის მოწმობა. დაზარალებულის/მოწმის დაკითხვის ოქმით, ასევე თავად მოსარჩელის ახსნა- განმარტებით ირკვევა, რომ პირადობის მოწმობა ლ--–- მ------–---–ს მფლობელობაში გადაეცა ლ---- მ------–---–-ს ნებით, კერძოდ, წარმოდგენილ ოქმებში განმარტებულია, რომ 2014 წლის 9 სექტემბერს მინდობილობის გაფორმების შემდეგ პირადობის მოწმობა გადასცა ლ--–-ს (იხ. ტ.1, ს.ფ. 270, 266). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- მ------–---–-ს ქონებრივ მდგომარეობაზე უნდა აისახოს სამოქალაქო რისკის არასათანადოდ გაწევის შედეგად დამდგარი უარყოფითი შედეგი. სწორედ ამ უკანასკნელს უნდა გამოეჩინა სათანადო წინდახედულება კონტრაჰენტის შერჩევისას, რომელსაც, როგორც წარმომადგენელს დაეკისრებოდა იმ უფლება-მოვალეობების განხორციელება, რაც ზეგავლენას მოახდენდა, როგორც მარწმუნებლის ინტერესებზე, ასევე, მის ქონებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, მოსარჩელის რისკის სფეროში შედიოდა პირადობის მოწმობის შვილისათვის გადაცემით გამოწვეული შესაძლო შედეგები. ლ---- მ------–---–მა თავისი ქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის ფარგლები უჩვეულოდ მაღალი ხარისხით დაარღვია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველია.
5.6. ის ფაქტი, რომ მოპასუხეს რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, დასტურდება სისხლის სამართლის საქმის მასალებით. კერძოდ განაჩენით, რომლითაც ირკვევა, რომ ბრალდებული ლ--–- მ------–---–-ა, ხოლო დაზარალებული ლ---- მ------–---–-. სადავო ფაქტის მიმართ ე-- ო------–---–-ს კეთილსინდისიერი დამოკიდებულება დასტურდება 2016 წლის 3 მაისის დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმით, სადაც თავად ლ--–- მ------–---–-ს მიერ განმარტებულია, რომ მას ერქვა ლ--–-, თუმცა ყველა ეძახდა ლ---ს, შესაბამისად ლ--–-ს, გ------- გ--–-–---–ს, ე-- და დ----- ო------–---–ებს გაეცნო ლ--- მ------–---–ად, მათ მისცა დედამისის პირადობის მონაცემები და არა პირადობის მოწმობა, რომლის საშუალებითაც მათ ამოიღეს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი სახლის მესაკუთრის შესახებ. იმავე ჩვენების თანახმად მესამე პირს - ნოტარიუს ს-----------–---ს პირველი ხელშეკრულების გაფორმებისას მისცა დედამისის პირადობის მოწმობა. ყველა დოკუმენტი ნოტარიუსთან გაფორმდა ლ---- მ------–---–-ს სახელით. მათ იცოდნენ, რომ ზოგადად ლ--- ერქვა, თუმცა ნამდვილი სახელი არ უკითხავთ, ნოტარიუსსა და კრედიტორს ეგონათ, რომ ლ--- მ------–---–- მოქმედებდა დედის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, თუმცა, არც ერთს, მათ შორის ნოტარიუსს მინდობილობა არ მოუთხოვია. სწორედ ნოტარიუსმა უთხრა, რომ გარიგებაზე ხელი მოეწერა, როგორც ლ---- მ------–---–ს. ამასთან, ე-- ო------–---–-ს სამოქალაქო რისკს ამცირებს სადავო გარიგების ნოტარიუსის მიერ დადასტურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე-- ო------–---–- იმ ფაქტის მიმართ, რომ ლ--–- მ------–---–- მოქმედებდა, როგორც ლ---- მ------–---–-, კეთილსინდისიერია. მან არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა აღნიშნულის თაობაზე. ამასთან, არ დასტურდება, რომ ე-- ო------–---–-ს მიზანი იყო გარიგების დადებით ზიანი მიეყენებია ლ---- მ------–---–-სათვის.
5.7. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ლ---- მ------–---–-ს მიერ შედგენილ განცხადებას, რომლითაც იგი დაეთანხმა 2014 წლის 10 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასა და 2014 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულების დამატებას, სასამართლო აღნიშნულს ვერ განიხილავს ხელშეკრულების დადასტურებად. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 61-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დადასტურება მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ხელშეკრულება ან გარიგება არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და საჯარო წესრიგის მოთხოვნებს.
5.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო გარიგების მართლსაწინააღმდეგო ხასიათის მიუხედავად, კრედიტორის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება გამორიცხავს მის მიმართ გარიგების ბათილობას და ამ გზით მისთვის ზიანის მიყენებას, შესაბამისად, ლ---- მ------–---–-ს მოთხოვნა 2014 წლის 10 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, 2014 წლის 10 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულებისა და 2015 წლის 02 ოქტომბრის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.11.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ---- მ------–---–მა და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულება დადებულია არა ლ---- მ------–---–-ს, არამედ ლ--–- მ------–---–-ს მიერ, რაც დადასტურებულია თავად მოპასუხის მიერ. ლ---- მ------–---–ს გარიგების დასადებად ნება არ გამოუხატავს. ლ---- მ------–---–- დღემდე არ იცნობს ე-- ო------–---–ს და არასდროს შეხვედრია მას.
6.2. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დადგენილია, რომ ხელშეკრულებები დადებულია არა უძრავი ქონების კანონიერი მესაკუთრის, არამედ ლ--–- მ------–---–-ს კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, სადავო ხელშეკრულებები უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებებად და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სასამართლომ ლ---- მ------–---–ს დააკისრა პასუხისმგებლობა პირადობის მოწმობის შვილისთვის გადაცემისათვის და მიუთითა, რომ სამოქალაქო რისკი უნდა აისახოს ლ---- მ------–---–-ს ქონებაზე. ამასთან ერთად, მოპასუხე მიიჩნია კეთილსინდისიერად, მაშინ როდესაც მიუხედავად ლ---- მ------–---–-ს არაერთი თხოვნისა, რომ მოპასუხე შეხვედროდა, ე-- ო------–---–- დღესაც არ იცნობს ლ---- მ------–---–ს.
6.3. სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით უარყო საკუთრების ფუნდამენტური უფლება. გადაწყვეტილებით უხეშად ირღვევა ლ---- მ------–---–-ს საკუთრების უფლება, რომელიც წარმოადგენს სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით იპოთეკით დატვირთული ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლ--–-დ დატოვების დასაბუთება
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლ--–-დ დატოვების შესახებ.
8. 10.09.2014წ. ნოტარიუს ს----- მ----–--ის მიერ დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით ე-- ო------–---–მა (შემდგომში „მოპასუხე“) ლ---- მ------–---–ს (შემდგომში „მოსარჩელე“) ერთი წლის ვადით ასესხა 110 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ. თ---–--–-, დ------ ს--–---–-----–----– მ-----------–ი მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 0---------------) (ტ.1, ს.ფ.12-18).
9. 10.11.2014წ. ნოტარიუს ს-----------–---სთან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულება რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ მოპასუხისაგან დამატებით ისესხა 40 000 აშშ დოლარი და სესხის მთლიანი მოცულობა განისაზღვრა ჯამში 150 000 აშშ დოლარით (ტ.1, ს.ფ.19-21).
10. 02.10.2015წ. ნოტარიუს ს----- მ----–--ის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორს წარმოადგენს მოპასუხე. სააღსრულებო ფურცლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა - 150 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 8250 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია (ტ.1, ს.ფ. 74-76).
11. მოსარჩელეს არ გამოუვლენია ნება 10.09.2014წ. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ 10.11.2014წ. ხელშეკრულების გაფორმების მომენტში. მოსარჩელის პირადობის მოწმობის გამოყენებით ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნა მისი შვილის - ლ--–- მ------–---–-ს მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლოს საქმეთა კოლეგიის 20.12.2016წ. განაჩენით ლ--–- მ------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ სსსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენის თანახმად, ლ--–- მ------–---–ს მსჯავრი დაედო შემდეგ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულისთვის:
„ ...2014 წლის 09 სექტემბერს, ლ---- მ------–---–მა მისი შვილის ლ--–- მ------–---–-ს სახელზე გასცა მინდობილობა, რომლის თანახმად, ლ--–- მ------–---–- უფლებამოსილი იყო გაექირავებინა ლ---- მ------–---–-ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისი, დ------ ს--–---–-----–----–ი მეურნეობა, საკადასტრო კოდით N0---------------. ამავე დროს ლ---- მ------–---–მა ლ--–- მ------–---–ს გადასცა მისი კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა.
ლ--–- მ------–---–-, მოქმედებდა რა თაღლითური განზრახვით, გადაწყვიტა დედამისის ლ---- მ------–---–-ს პირადობის მოწმობის გამოყენებით ლ---- მ------–---–-ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. თბილისი, დ------ ს--–---–-----–----–ი მეურნეობა, უზრუნველყოფით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მიღება. დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელების მიზნით ლ--–- მ------–---–- შუამავლის მეშვეობით დაუკავშირდა ე-- და დ----- ო------–---–ებს, რომლებსაც შეეძლოთ გარკვეული თანხის გასესხება და თავი წარუდგინა ლ---- მ------–---–ად. სახლის დათვალიერების შემდეგ ე-- და დ----- ო------–---–ებმა გადაწყვიტეს ლ---- მ------–---–-ს მოთხოვნით 110 000 აშშ დოლარის გასესხება.
2014 წლის 10 სექტემბერს, ნოტარიუს ს----- მ----–--ის სანოტარო ბიუროში მდებარე ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N42, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით გამოცხადდა ლ--–- მ------–---–-, რომელმაც ნოტარიუს ს-----------–---ს თავი წარუდგინა ლ---- მ------–---–ად და იდენტიფიცირების მიზნით გადასცა ლ---- მ------–---–-ს პირადობის მოწმობა. იმავე დღეს, ს----- მ----–--ის სანოტარო ბიუროში გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანხმად ლ---- მ------–---–მა ე-- ო------–---–-სგან უძრავი ქონების უზრუნველყოფით...ერთი წლის ვადით ისესხა 110 000 აშშ დოლარი. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ლ--–- მ------–---–მა ლ---- მ------–---–-ს სახელით.
აღნიშნულის შემდეგ, 2014 წლის 10 ნოემბერს ს-----ს მ----–--ის სანოტარო ბიუროში ლ--–- მ------–---–-ს მოთხოვნით 2014 წლის 10 სექტემბერს დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სესხის სახით განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარი. აღნიშნულ ხელშეკრულებასაც ხელი მოაწერა ლ--–- მ------–---–მა ლ---- მ------–---–-ს სახელით...“ (ტ.2, ს.ფ.70-75).
ის გარემოება, რომ 10.09.2014წ. და 10.11.2014წ. ხელშეკრულებები ლ---- მ------–---–-ს სახელით ხელმოწერილია ლ--–- მ------–---–-ს მიერ დადასტურებულია ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით (იხ.: ექსპერტიზის დასკვნები, ტ.2, ს.ფ. 21-47), დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
მოცემული ნორმის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე სისტემური განმარტებდან გამომდინარე ნათელია, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების ამოსავალი პრინციპი ნების გამოვლენაა, ხოლო თუ ნების გამოვლენა ხარვეზიანია, კანონმდებელი ასეთი შემთხვევებისათვის შესაბამის იურიდიულ შედეგებს ითვალისწინებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთე--).
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულებების გაფორმების მომენტში მოხდა არამესაკუთრე პირისა და გამსესხებლის/იპოთე--რის ნებათა თანხვედრა, ანუ კონტრაჰენტად მითითებულ პირს - მოსარჩელეს ნება არ გამოუვლენია, რაც ამ საფუძვლით სადავო გარიგებათა უცილოდ ბათილ გარიგებებად მიჩნევის საფუძველია. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს.
13. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის თანხმობა, რომელზეც მოსარჩელის ხელმოწერა დამოწმებულია სანოტარო წესით 03.09.2015წ.. აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულია, რომ 10.09.2014წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, ასევე მასში ცვლილებების შეტანის შესახებ 10.11.2014წ. ხელშეკრულებაზე პიროვნების იდენტიფიკაციის არასწორად დადგენის გამო მოსარჩელის მაგივრად ხელშეკრულებებს და თანხის მიღების აქტს ხელი მოაწერა მისმა ქალიშვილმა, ლ--–- მ------–---–მა. მოსარჩელე ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია ხელშეკრულებების შინაარსი, მისი პირობები მისაღებია, ეთანხმება მათ და არ ხდის საცილოდ (ტ.1, ს.ფ. 85,86; 88,89).
პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ 03.09.2015წ. მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება მის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი არ არის (იხ.: სარჩელი) და არც მისი ნამდვილობის დამაბრკოლებელი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებაა საქმეში წარმოდგენილი.
14. სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელისთვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობის თაობაზე ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 09.10.2015წ. ჩაბარდა კერძო აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტ.1, ს.ფ.2).
სარჩელში მოცემული განმარტებებისგან განსხვავებით, ის გარემოება, რომ 03.09.2015წ. თანხმობის/დადასტურების ნების გამოვლენამდე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი კუთვნილი უძრავი ნივთის შვილის მიერ იპოთეკით დატვირთვის თაობაზე, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე თავად მოსარჩელის დაკითხვის ოქმით, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი:
„... 2015 წლის მაისის თვეში ლ--–- მოვიდა ჩემთან ანერვიულებული და მითხრა, რომ სახლი მან დატვირთა იპოთეკით. მე ძალიან დავიბენი, ავნერვიულდი და ისე, რომ დეტალებიც არ გამომიკითხავს, ვეჩხუბე და გავაგდე სახლიდან. ... მე გავიგე, რომ იპოთე--რი სთხოვდა პროცენტის თანხას, რომელსაც ლ--–- ვეღარ იხდიდა... მე ვთხოვე მას, რომ სახლი არ გაეტანათ აუქციონზე, სახლს გავაქირავებდი ან გავყიდდი, რის შედეგადაც მას გადავუხდიდი ვალს სრულად“... (ტ.1, ს.ფ.269,270). ოქმში ცალსახად და არაორაზროვნად ჩანს, რომ მოსარჩელისათვის იყო ცნობილი, რომ მისი უძრავი ქონება მისი ნების გამოვლენის გარეშე დაიტვირთა იპოთეკით (ტ.1, ს.ფ.270).
15. პალატას დადგენილად მიაჩნია გარემოება მასზედ, რომ ლ---- მ------–---–მა 03.09.2015წ. გამოვლენილი ნებით დაადასტურა 10.09.2014წ. სესხის და იპოთეკის, ასევე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის შესახებ 10.11.2014წ. ბათილი ხელშეკრულებები.
პალატა მიუთითებს, რომ მართალია, ბათილი გარიგება დადებისთანავე ბათილია, მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარიგების მონაწილეებს აქვთ ბათილი გარიგების ნაცვლად ნამდვილი გარიგების დადების შესაძლებლობა. გარიგების ხელახლა დადების გზით გარიგების მონაწილეებს შეუძლიათ მართლზომიერად მიაღწიონ დასახულ მიზანს (იხ.: ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2017, მუხლი 54, გვ. 323, ველი 39).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
1. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.
2. თუ პირი, რომელიც დებს უცილოდ ბათილ გარიგებას, ადასტურებს მას, მაშინ მისი მოქმედება განიხილება, როგორც გარიგების ხელახლა დადება.
3. თუ გარიგებას ადასტურებს შეცილების უფლების მქონე პირი, მაშინ იგი ამით კარგავს შეცილების უფლებას.
4. თუ უცილოდ ბათილ ორმხრივ გარიგებას ადასტურებენ მხარეები, მაშინ ისინი საეჭვოობისას ვალდებულნი არიან ერთმანეთს გადასცენ ყველაფერი,რაც კი მათ შეხვდებოდათ, გარიგება თავიდანვე ნამდვილი რომ ყოფილიყო.
5. დადასტურება მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ხელშეკრულება ან გარიგება არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და საჯარო წესრიგის მოთხოვნებს.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლი განამტკიცებს გარიგების ბათილობისას გარიგების მონაწილეების მიერ დასახული მიზნის მიღწევის ერთ-ერთ ინსტიტუტს — ბათილი გარიგების დადასტურებას. მუხლის მიზანია გარიგების მონაწილეთათვის მათი ნების განხორციელების შესაძლებლობის კიდევ ერთხელ მინიჭება, თუკი გარიგების ბათილობის საფუძვლები აღმოფხვრილი იქნება. ფაქტობრივად, საუბარია გარიგების ხელახლა დადებაზე, რადგან აღიარებული შეხედულების თანახმად ბათილი გარიგების გასწორება შეუძლებელია. გარიგების დადასტურებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მხოლოდ გარიგების ხელახლა დადებას. ახალი გარიგების დადებისაგან დადასტურება განსხვავდება იმით, რომ იგი გარიგების მონაწილეებს ათავისუფლებს ახალი გარიგების დადებისათვის აუცილებელი მოვალეობებისაგან და უიოლებს მათ დასახული მიზნის მიღწევას: არ არის სავალდებულო ნების გამოვლენა თავიდან მოხდეს, შეთანხმებები გარიგების არსებით პუნქტებზე უცვლელი რჩება და ა.შ. გარდა ამისა, მხარეები ისე უნდა მოიქცნენ, თითქოს გარიგება თავიდანვე ნამდვილი იყო (იხ.: ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2017, მუხლი 61, გვ. 359, 360, ველი 1,2).
ბათილი გარიგების დადასტურება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა ბათილი გარიგების მიმართ, მიუხედავად გარიგების ბათილობის საფუძვლისა (იხ.: ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2017, მუხლი 61, გვ.360, ველი 3).
ვინაიდან შეუძლებელია ბათილი გარიგების გამოსწორება, ბათილი გარიგების დადასტურების გზით გარიგების მონაწილეებს შეუძლიათ, მიაღწიონ დასახულ მიზანს. დადასტურება ბათილ გარიგებას კი არ ასწორებს, ე.ი. მას კი არ აქცევს ნამდვილად, არამედ ნიშნავს გარიგების ხელახლა დადებას. დადასტურებით მხარეები ასწორებენ იმ ნაკლს, რამაც გარიგების ბათილობა გამოიწვია (იხ.: ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2017, მუხლი 61, გვ. 361,362, ველი 9).
დადასტურების ფორმის შესახებ სამოქალაქო კოდექსი რაიმე ნორმებს არ შეიცავს, მაგრამ აღიარებული შეხედულების თანახმად, დადასტურებისათვის აუცილებელია ბათილი გარიგებისათვის დადგენილი ფორმის გამოყენება, მაშინაც, როცა გარიგების ბათილობა ფორმის შესახებ მოთხოვნის დარღვევას არ გამოუწვევია (იხ.: ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2017, მუხლი 61, გვ. 363, ველი 16). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 03.09.2015წ. სანოტარო წესით დამოწმებული მოსარჩელის ნება აკმაყოფილებს უძრავი ნივთის თაობაზე დადებული გარიგების ფორმისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. კერძოდ, დადებულია წერილობითი ფორმით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა დადასტურებულია სანოტარო წესით (სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 323-ე მუხლები).
პალატა მიუთითებს, რომ ბათილი გარიგების დადასტურების ინსტიტუტის მიზნებიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადასტურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობად მიჩნეული უნდა იქნეს ის ფაქტი, რომ არ უნდა არსებობდეს ხელახლა დასადები გარიგების ბათილობის სხვა საფუძველი (იხ.: ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2017, მუხლი 61, გვ. 364, ველი 17 და მითითებული Jauernig, BGB, 14 Aufl., 2011, &141, Rn.3).
ამდენად, მითითებული ნორმით ის კი არ უნდა შევაფასოთ, რამდენად ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს თავდაპირველი გარიგება, არამედ ის, რომ ახალი გარიგება (დადასტურებული სახით) ხომ არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და საჯარო წესრიგის მოთხოვნებს. ანუ კანონმდებელი კრძალავს დადასტურებას მაშინ, როდესაც დადასტურების გზით ნაკლის გამოსწორების შემდეგაც არსებობს გარიგების ბათილობის სხვა საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის 03.09.2015წ. სანოტარო წესით დამოწმებული ნება წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ დადასტურებას, რა დროსაც მხარის მიერ მოხდა ახალი გარიგების დადება. იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს ამის უფლება, ყურადღება უნდა მიქცეს შემდეგს: დადასტურება განახორციელა მესაკუთრემ, რომელსაც ჰქონდა როგორც მისი კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის/იპოთეკით დატვირთვის, ისე ფულადი ვალდებულების აღება/შესრულების უფლებამოსილება. თავდაპირველი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ბათილია სწორედ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის ნების გარეშე მოხდა მისი დადება/მოსარჩელის ქონების იპოთეკით დატვირთვა, ბათილობის ეს კონკრეტული საფუძველი კი აღმოიფხვრა 03.09.2015წ. დადასტურებით, ანუ ფაქტობრივად ამ დროს დაიდო ახალი გარიგება - სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც უკვე უშუალოდ მოსარჩელე ავლენს ნებას შეასრულოს სასესხო ვალდებულება და ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთოს მისი კუთვნილი უძრავი ქონება. ასეთი ნების გამოვლენა თავისთავად არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და საჯარო წესრიგის მოთხოვნებს. მოსარჩელემ, ფაქტობრივად, იკისრა თავისი ქალიშვილის მიერ აღებული სასესხო ვალდებულების შესრულება. არ არსებობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის სხვა რაიმე საფუძველი, რაც დადასტურების ნამდვილობის დამაბრკოლებელ გარემოებად შეიძლება შეფასებულიყო. დადასტურების შედეგად დადებული ახალი გარიგება ნამდვილია.
16. ასევე, სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. განკარგვა ხდება ნამდვილი, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს. შესაბამისად, მოწონების შემთხვევაში არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული განკარგვა ხდება ნამდვილი.
17. პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ სასამართლომ განსახილველ ფაქტობრივ სინამდვილეში მხარეთა შორის იმგვარად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა, რომ ერთი მხარის კანონით დაცული ინტერესი არ იყოს პრივილიგირებული და არ მიენიჭოს უპირატესობა მეორე მხარის ინტერესთან შედარებით.
დადგენილია, რომ ლ--–- მ------–---–ს (მოსარჩელის შვილს) სანოტარო ბიუროში ხელშეკრულების დადებისას გააჩნდა მოსარჩელის პირადობის მოწმობა. დაზარალებულის/მოწმის დაკითხვის ოქმით, ასევე თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ პირადობის მოწმობა ლ--–- მ------–---–ს მფლობელობაში გადაეცა მოსარჩელის ნებით. კერძოდ, წარმოდგენილ ოქმებში განმარტებულია, რომ 2014 წლის 9 სექტემბერს მინდობილობის გაფორმების შემდეგ პირადობის მოწმობა გადასცა ლ--–-ს (იხ.: ტ.1,ს.ფ.270,266).
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის მიღწევიდან 6 თვის ვადაში მიიღოს პირადობის მოწმობა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. შესაბამისად, ეს არის დოკუმენტი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ იმ პირმა, ვის ვინაობასაც იგი ადასტურებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის რისკის სფეროში შედიოდა პირადობის მოწმობის შვილისათვის გადაცემით გამოწვეული შესაძლო შედეგები. მან იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, რომ ლ--–- მ------–---–- 41 წლის ასაკში მცირედი კოსმეტიკური საშუალების გამოყენებითაც შეძლებდა დამსგავსებოდა ფოტო N1-ზე აღბეჭდილ 47 წლის ლ---- მ------–---–ს (იხ.: შპს „ვ---------ს“ დასკვნა, ტ.2, ს.ფ.51-53). მოსარჩელემ თავისი ქმედებით (პირადობის მოწმობის შვილისათვის გადაცემით) მაღალი ხარისხით დაარღვია აუცილებელი ყურადღებიანობის ფარგლები.
18. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. შესაბამისად, სადავო გარიგებების ბათილობის საკითხზე მსჯელობისას თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად შეაფასა როგორც მოპასუხის სუბიექტური დამოკიდებულება, ისე საკითხი - ობიექტურად რამდენად შეეძლო სცოდნოდა ლ--–- მ------–---–-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი. პალატას მიაჩნია, რომ მხარის კეთილსინდისიერების მხედველობაში მიღებით ხდება სამოქალაქო ბრუნვის, როგორც ფასეულობის დაცვა და ამ გზით მის მონაწილეთა უფლებების დაბალანსება.
ის ფაქტი, რომ მოპასუხეს რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არა აქვს ჩადენილი, დასტურდება სისხლის სამართლის საქმის მასალებით. განაჩენით ირკვევა, რომ ბრალდებული ლ--–- მ------–---–-ა, ხოლო დაზარალებული - მოსარჩელე. 2016 წლის 3 მაისის დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმში თავად ლ--–- მ------–---–-ს მიერ განმარტებულია, რომ მას ერქვა ლ--–-, თუმცა ყველა ეძახდა ლ---ს, შესაბამისად ლ--–-ს, გ------- გ--–-–---–ს, ე-- (მოპასუხე) და დ----- ო------–---–ებს გაეცნო ლ--- მ------–---–ად, მათ მისცა დედამისის პირადობის მონაცემები და არა პირადობის მოწმობა, რომლის საშუალებითაც მათ ამოიღეს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი სახლის მესაკუთრის შესახებ. იმავე ჩვენების თანახმად, მესამე პირს - ნოტარიუს ს-----------–---ს ხელშკრულების გაფორმებისას მისცა დედის პირადობის მოწმობა. ყველა დოკუმენტი ნოტარიუსთან გაფორმდა ლ---- მ------–---–-ს სახელით (ტ.1, ს.ფ.264-267).
ამასთან, მოპასუხის სამოქალაქო რისკს ამცირებს სადავო გარიგების ნოტარიუსის მიერ დადასტურება. ხელშეკრულება ორი ან მეტი პირის კონსესუსის შედეგია და ამ გზით მხარეები იმ მიზნის რეალიზაციას ახდენენ, რამაც ხელშეკრულების დადება განაპირობა. ხელშეკრულების რთული წერილობითი (სანოტარო) ფორმით გაფორმება განპირობებულია ნოტარიუსის ინსტიტუტის მიმართ საჯარო ნდობით და მისი მოვალეობების სამართლებრივი ბუნებით. ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ნოტარიუსი და სხვა თანამდებობის პირი, რომლებიც სანოტარო მოქმედებას ასრულებენ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით ადგენენ იმ პირების ან მათი წარმომადგენლების ვინაობას, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ნოტარიუსის მიერ კანონით დადგენილ განსახორციელებელ მოქმედებებთან მიმართებით მხარეს გააჩნია მართლზომიერი მოლოდინი იმისა, რომ, ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი და ნეიტრალური სუბიექტი, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ორივე მხარის ინტერესით და მის მიერ სათანადო და აუცილებელი წინდახედულების გამოჩენის შედეგად აცილებული იქნება ის უარყოფითი შედეგი, რაც, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია დადგეს გარიგების ნოტარიუსის გარეშე დადების დროს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე იმ ფაქტის მიმართ, რომ ლ--–- მ------–---–- მოქმედებდა როგორც მოსარჩელე, კეთილსინდისიერია. მან არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა აღნიშნულის თაობაზე. ამასთან, არ დასტურდება, რომ მოპასუხის მიზანი იყო გარიგების დადებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება.
19. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლ--–-დ უნდა იქნეს დატოვებული.
20. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 700 ლარის ოდენობით. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.08.2017წ. განჩინებით ლ---- მ------–---–ს გადაუვადდა სააპელაციო საჩივარზე დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 4000 ლარის ოდენობით სააპელაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე. აპელანტი მხარის მიერ მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტებით, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ 27.07.2017წლის მდგომარეობით ლ---- მ------–---–-ს დასაბეგრი შემოსავალი 2014 წლის 1 ივნისიდან მოყოლებული შეადგენს 6000 ლარს, საიდანაც დაკავებულია 1200 ლარი; ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ შპს „ლ--–----ს“, რომლის დირექტორიც ცნობის თანახმად არის ლ---- მ------–---–-, ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 132 458 ლარს, დასაბეგრი მოგებაა 270 ლარი, ბიუჯეტში გადახდილი თანხა კი - 40 ლარი. ასევე წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ლ---- მ------–---–-ს კუთვნილ ქონებაზე, მდებარე, თბილისი, დ------ ს-–----–- მეურნეობა, ს/კ. 0---------------, - ყადაღის წარმოშობის თაობაზე. აპელანტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გამართულ სხდომაზე ასევე მიუთითა მის ამჟამინდელ უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობის თაობაზე, ქონებრივი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი ადგენს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალიწინებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ფიზიკური პირის გათავისუფლების შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდის გადადება სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული, სასამართლო მიხედულების ჩამოყალიბების საფუძველს კი მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა წარმოადგენს. მოსამართლეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისას ეკისრება მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლა, რათა მოსამართლემ თავისი უფლების განხორციელებისას, დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს მხარის მოთხოვნა სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე, არ ხელყოს სამართლიანი ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა (მიიღოს სასამართლო ბაჟი) და პირის ინტერესებს (შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო, საკასაციო წესით) შორის. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, შესაბამისად, სახელმწიფოს უფლება აქვს დაადგინოს შეზღუდვები სარჩელის (სააპელაციო, საკასაციო საჩივრების) სასამართლო წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შეზღუდვების ამა თუ იმ კონკრეტული გზით ან ოდენობით გამოყენებით არ მოხდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლების არსის ხელყოფა. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს კონკრეტული საქმის გარემოებები, მხარის გადახდისუნარიანობა. აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების, მისი განმარტების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალები ერთობლიობაში ქმნის აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს. ამდენად, ლ---- მ------–---–- უნდა გათავისუფლდეს სააპელაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- მ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.05.2017წ. გადაწყვეტილება.
3. ლ---- მ------–---–- გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.08.2017წ. განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 4000 ლარის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: თამარ ალანია
ქეთევან მესხიშვილი