განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100218700050657
საქმე №1/ბ888-17
g ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლევან თევზაძე
მანუჩარ კაპანაძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: გ--------------–----
ადვოკატის: ა-–--------------------
მსჯავრდებულების:გი---------------–---–------------------–---–---------------------–----
მონაწილეობით,მსჯავრდებულების გი---------------–---–-ს, მე------------–-ძის, გ-------------–---–-ს და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გი---------------–---–-ს მიმართ, დაბადებული 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------- ნასამართლობის არმქონე, დასოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.---------------–------------------–ი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტებით
გ-------------–---–-ს მიმართ, დაბადებული 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №3----------- ნასამართლობის არმქონე, დასოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ----------------–------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტებით
მე-------------–---ს მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------- ნასამართლობის მქონე, დასოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ--------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ”, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ”ბ” ქ/პუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენით, გი---------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გი---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2016 წლის 18 დეკემბრიდან.
გ-------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” და მე-3 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა)წლის ვადით.
მსჯავრდებულ გო-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2016 წლის 18 დეკემბრიდან.
მე------------–-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ”, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ”ბ” ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მე-------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2016 წლის 18 დეკემბრიდან.
გი---------------–---–ს და გო-----------–---–ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.
მე------------–-ძეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
რუსთავის საქალაქო სამართლოს 2013 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით, მე------------–-ძე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის ვადით;
ბრალდებულებმა მე------------–-ძემ, გო-----------–---–მა და 4.5 მმ კალიბრის ,,X.B.G’’ მოდელის N1------ პნევმატური პისტოლეტით შეირაღებულმა გი---------------–---–მა, 2016 წლის 17 დეკემბერს, ღამის დაახლოებით 03:00 საათიდან 06:00 საათების შუალედში, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, საცხოვრებელი სახლის კარიდან უკანონოდ შეაღწიეს ქ-----------–------------------------ში მდებარე ლ--------–-------- საცხოვრებელ ბინაში, სადაც მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხნენ ლუ------–-------ს და მასთან სტუმრად მყოფ პირებს ნი-------------ს და თე---–-–-----ს. თავდამსხმელებმა ნი-------------ს ნაჭრით, ხოლო მე------------–-ძემ, თე---–-–-----ს და ლუ------–-------ს წებოვანი ლენტის გამოყენებით - შეუკრეს ხელები; თე---–-–-----ს და ლუ------–-------ს ასევე წებოვანი ლენტის გამოყენებით აუკრა პირიც. ბრალდებულები მე------------–-ძე, გ-------------–---–- და იარაღიანი გი---------------–---–- ზემოთ აღნიშნულ პირებს ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, ლ--------–--------გან ითხოვდნენ მიეცათ ოჯახის კუთვნილი ოქროს ნივთები. ლ--------–-------- პასუხით, რომ ოჯახს ძვირფასეულობა ლომბარდში ჰქონდა, გაღიზიანებულმა გი---------------–---–მა თავში ჩაარტყა პისტოლეტის ტარი ლუ------–-------ს, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, მე------------–-ძე და გ-------------–---–- საცხოვრებელი სახლის სხვადასხვა ოთახებში ეძებდნენ ოქროს და ძვირფასეულობას, ხოლო გი---------------–---–- იარაღით ხელში თავზე ედგა ლუ------–-------ს, ნი-------------სა და თე---–-–-----ს.
ბრალდებულების მიერ ყაჩაღობის შედეგად ლ--------–-------- სახლიდან წაღებული იქნა ლ--------–-------- კუთვილი 50 ლარად ღირებული SO FEVER-ის ფირმის მამაკაცის სუნამო და 270 ლარად ღირებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ლ--------–-------- დედის, ნ-------–-------- ნივთები: 2 ცალი 585 და 783 სინჯის, 6-გრამიანი ოქროს რგოლები, ღირებული 400 და 500 ლარად; 1 ცალი ოქროს ბეჭედი წითელი თვლით, ღირებული 250 ლარად; 2 ცალი ოქროს ბეჭედი თეთრი ფერის თვლით, ღირებული 300 და 250 ლარად; 1 ცალი ოქროს ბეჭედი მოვარდისფრო თვლით ღირებული 300 ლარად; ოქროს საათი სამაჯურის გარეშე, ღირებული 600 ლარად; ოთხი ცალი ოქროს ჯვარი, ოთხივე ღირებული 400 ლარად; 1 ცალი ოქროს კულონი, ღირებული 20 ლარად; მელქიორის დანა-ჩანგლის სამი ცალი ნაბორი, ღირებული 300 ლარად; თითბერის შანდალი, ღირებული 30 ლარად; ორი ცალი პატარა ზომის ქანდაკება, ღირებული 50 ლარად, ვერცხლისფერი მეტალის გასაშლელი დანა, ღირებული 20 ლარად. ყაჩაღობის შედეგად ლუ------–-------ს მაიდგა 320 ლარის, ნა------–-------- - 3420 (სამიათას ოთხასოცი) ლარის მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების, გი---------------–---–-ს, მე------------–-ძის, გ-------------–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოში, საქმის განხილვისას, 2019 წლის 22 იანვარს რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გ--------------–--ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულების გი---------------–---–-ს, გ-------------–---–-ს და მე-------------–--ის მიერ ბრალის აღიარების, სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ მე-------------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1(ერთი)წლით, 4(ოთხი)თვით და 11(თერთმეტი)დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ მე-------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით.
გი---------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
გ-------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულებმა გო-----------–---–მა, გი---------------–---–მა, მე------------–-ძემ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-–------------------ემ.
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულებს გო-----------–---–ს, გი---------------–---–ს და მე-------------–---ს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ისინი სრულად აცნობიერებენ და აღიარებენ იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ისინი ეთანხმებიან მსჯავრდებულებისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ისინი აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ისინი მიაწვდიან სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებულები გი---------------–---–-, გ-------------–---–- და მე-------------–--- ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობენ თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებენ დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულებს განემარტათ, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებთ მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების, გ-------------–---–-ს, გი---------------–---–-ს და მე-------------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ლ--------–--------, ნი-------------ს, თ----–-–--------------------–--------------------–---–------------------–---–-------------–-----------------------–--–---–----------–---–--------------------------–---–--- ნ-------–-------- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოებით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმებით პირადი ჩხრეკის ოქმებით, გი---------------–---–-ს ბინის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, მე------------–-ძის ნასამართლობის ცნობით, 2013 წლის 4 ოქტომბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულებს გო-----------–---–ს, გი---------------–---–ს და მე-------------–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ გ--------------–--ესა და მსჯავრდებულ გი---------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;
2. პროკურორ გ--------------–--ესა და მსჯავრდებულ გო-----------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;
3.პროკურორ გ--------------–--ესა და მსჯავრდებულ მე-------------–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენში გი---------------–---–ს, გო-----------–---–ს და მე------------–-ძეს მიმართ შევიდეს ცვლილება;
5. გ-------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
6.მსჯავრდებულ გო-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 18 დეკემბრიდან;
7.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ-------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
8. გი----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
9.მსჯავრდებულ გი---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 18 დეკემბრიდან;
10.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გი---------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
11. მე--------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1(ერთი)წლით, 4(ოთხი)თვით და 11(თერთმეტი)დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ მე-------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა;
12.მსჯავრდებულ მე-------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 18 დეკემბრიდან;
13. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მე------------–-ძეს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;
14. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- დაქტილოფირები - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- შემთხვევის ადგილიდან და ბრალდებულებისაგან აღებული სუნის ნიმუშები (06 ქილაში) - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- XBG მოდელის №1------- პნევმატური პისტოლეტი 4(ოთხი)ცალი 4,5 მმ კალიბრის ჭურვით - გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით;
- ბიოლოგიური ექსპერტიზიდან გადმოგზავნილი წებოვანი ლენტის ნარჩენები და ბრალდებულების ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- გი---------------–---–-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული მამაკაცის სუნამო და ლ--------–-------- მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
16. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
მ. კაპანაძე