განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.12.2018
საქმის ნომერი
240310016001637731
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
31.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240310016001637731

საქმე N3/ბ-469-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

აპელანტი - მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე - ვ----–---–-------------------------------–---–-------–-------------------–------–------------------–----------------------------------------------------–-------------–-------------------------------------–----------------------------------------------------------------–--------–---------------–-----------------------–--, ა------–----------

დავის საგანი - გამოუყენებული შვებულების და იძულებით განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება

1.1. აპელანტის, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა: სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2016 წლის 05 დეკემბერს ვ----–---–---------------------------------–---–--------–--------------------–------–-------------------–-------------------------------------------------------–--------------–--------------------------------------–--------------------------------------------------------------------–--------–----------------–------------------------–--- და ა------–----------მ სარჩელით მიმართეს სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის (უფლებამონაცვლე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია) მიმართ და მოითხოვეს - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მოსარჩელეების ვ----–---–---------------------------------–---–--------–--------------------–------–-------------------–-------------------------------------------------------–--------------–--------------------------------------–--------------------------------------------------------------------–--------–----------------–------------------------–----------------–----------- სასარგებლოდ 2016 წლის 23 ივნისიდან 2016 წლის 04 ნოემბრამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება და 2010-2016 წლებში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრება.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, მოსარჩელეები დანიშნული იყვნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობებზე, ხოლო ა------–---------- -მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. მოსარჩელეები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებებით გათავისუფლდნენ თანამდებობიდან მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით, თუმცა ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგნენ შესაბამის სამსახურებში და დღეის მდგომარეობით წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს. მოსარჩელეების სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2016 წლის 23 ივნისს, თუმცა ისინი სამსახურში აღდგენილ იქნენ 2016 წლის 04 ნოემბერს. ამდენად მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისთვის იძულებით გაცდენილ პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების და 2010-2016 წლებში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრებას, ნატურით თითოეული წლისთვის ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

 

მოპასუხე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელის არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეთა სამსახურში 2016 წლის 04 ნოემბამდე აღდგენა გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით, კერძოდ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი თანხის (იძულებითი განაცდურის) გაუთვალისწინებლობით და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული შეცდომით. ამასთან აღნიშნა, რომ ყოველწლიური ანაზღაურებადი კუთვნილი შვებულებით სარგებლობა მოხელის უფლებაა და ამ უფლების მათივე სურვილით გამოუყენებლობა, არ წარმოშობს მისი ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს, ასევე არ დაეთანხმა იძულებით მოცდენის პერიოდში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრებასაც.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების ვ----–---–---------------------------------–---–--------–--------------------–------–-------------------–-------------------------------------------------------–--------------–--------------------------------------–--------------------------------------------------------------------–--------–----------------–------------------------–----------------–----------- სასარჩელო მოთხოვნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გამოუყენებელი შვებულებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას ვ----–---–---------------------------------–---–--------–--------------------–------–-------------------–-------------------------------------------------------–--------------–--------------------------------------–--------------------------------------------------------------------–--------–----------------–------------------------–----------------–----------- სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი პერიოდის (2016 წლის 23 ივნისიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე), განმავლობაში მიუღებელი ხელფასის სრულად ანაზღაურება მათზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას ვ----–---–---------------------------------–---–--------–--------------------–------–-------------------–-------------------------------------------------------–--------------–--------------------------------------–--------------------------------------------------------------------–--------–----------------–------------------------–----------------–----------- სასარგებლოდ დაეკისრა 2014-2015 წლებში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას ვ----–---–---------------------------------–---–--------–--------------------–------–-------------------–-------------------------------------------------------–--------------–--------------------------------------–--------------------------------------------------------------------–--------–----------------–------------------------–----------------–----------- სასარგებლოდ დაეკისრა მათ მიერ საადვოკატო მომსახურების სახით გაწეული ხარჯის- თითოეულზე 100 ლარის ანაზღაურება (სულ 1800 ლარი).

 

ამავე გადაწყვეტილებით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას ვ----–---–---------------------------------–---–--------–--------------------–------–-------------------–-------------------------------------------------------–--------------–--------------------------------------–--------------------------------------------------------------------–--------–----------------–------------------------–----------------–----------- სასარგებლოდ დაეკისრა მათ მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება თითოეულზე 14 ლარი (მინდობილობის გაფორმების თანხა) და სხვა ხარჯების სახით -100 ლარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს, ვ----–---–------------------------------------------------------–---–-------------–------–-----------------------------------–------–---------------------------------–-----------–--------------------------------------------------------------------------–----------–--------------–------------------–-------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------–------------------–--------–-----------–--------------–------------------------------------–-----------------–---------–--------–----------–---------- მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 18 სექტემბრის - ვ----–---–-----------------------------------------–---–------------–------------------------–------–-----------------------–-------------------------------------------------------------------–------------------–------------------------------------------–------------------------------------------------------------------------------------–--------–--------------------–----------------------------–--------------------------------–--------–----–-------------------------–-----------–-------------------–---------------–---------–---------–-------–--------–---–---------------------------–----------–--------------------------- - მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები და მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ: ვ----–---–----------------------------------------------------–---–-------------–------–----------------------------------–------–---------------------------------–-----------–------------------------------------------------------------------------–----------–--------------–-----------------–-------------------------------–----------------------------------------------------------------------------------------------------–------------------–--------–-----------–--------------–-----------------------------------–-----------------–---------–--------–----------–---------- მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

 

იმავე გადაწყვეტილებით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილ პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 23 ივნისს.

 

მოსარჩელეები შესაბამის სამსახურებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ფაქტობრივად შეუდგნენ 2016 წლის 04 ნოემბერს.

 

მოსარჩელეებს მიღებული აქვთ სამსახურიდან გათავისუფლებიდან (2014 წლის 18 სექტემბრიდან) აღდგენამდე (2016 წლის 23 ივნისამდე) მიუღებელი ხელფასი იძულებითი განაცდურის სახით.

 

მოსარჩელეებს 2010 წლიდან ანაზღაურებადი კუთვნილი შვებულებით არ უსარგებლიათ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის მიხედვით, სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაში, წარმოადგენს საჯარო სამსახურის სახეს, ხოლო მე-4 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები, რომლებიც ითხოვენ იძულებითი განაცდურის სახით მიუღებელი ხელფასის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის, ანაზღაურებას.

 

ზიანის ანაზღაურების გზით დაზარალებული პირის ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის № 2/3/630 გადაწყვეტილებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, რომელიც ადგენდა, რომ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს უნდა მიეცეს არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები და მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ: ვ----–---–---------------------------------------------------–---–-------------–------–-----------------------------------–------–---------------------------------–----------–-------------------------------------------------------------------------–----------–--------------–-----------------–-------------------------------–----------------------------------------------------------------------------------------------------–------------------–--------–-----------–--------------–-----------------------------------–-----------------–---------–--------–----------–---------- მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

 

იმავე გადაწყვეტილებით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილ პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს, ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის სრულად ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში. ასეთი ვალდებულების (ზიანის ანაზღაურების) დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეებს მიღებული აქვთ სამსახურიდან გათავისუფლებიდან (2014 წლის 18 სექტემბრიდან) აღდგენამდე (2016 წლის 23 ივნისამდე) მიუღებელი ხელფასი იძულებითი განაცდურის სახით.

 

ასევე სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ფაქტობრივად შეუდგნენ 2016 წლის 04 ნოემბერს, ანუ ამ დრომდე, მოსარჩელეებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილების უკანონობა საბოლოოდ დადგენილი იყო, არ მიცემიათ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა და 23 ივნისიდან 4 ნოემბრამდე (4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში), მათი ბრალის გარეშე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არ შედგომიან და შესაბამისად, ამ პერიოდში არც ხელფასი მიუღიათ.

 

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დროულად აღუსრულებლობით მათ მიადგათ ზიანი იძულებითი განაცდურის სახით, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათი ბრალის გარეშე, 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ შეასრულეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და ვერ მიიღეს ხელფასი. ითხოვენ ამ პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, რასაც რაიონული სასამართლო სრულად დაეთანხმა და მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებული იყო უზრუნველეყო მოსარჩელეთა ფაქტობრივად აღდგენა შესაბამის სამსახურებში, მიეცა მათთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შესაძლებლობა და შესაბამისად, შრომის ანაზღაურებაც, რაც 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ განუხორციელებია.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

 

მითითებული ნორმის მიხედვით, შრომითი გასამრჯელოს მიღება გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით, შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულება დაკავშირებულია ამ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებასთან, ხოლო საჯარო მოხელის მიერ ვალდებულების იძულებით, ძალდატანებით, შეუსრულებლობა, რაც გამოწვეულია ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული მოქმედებით, სამართლებრივად წარმოშობს იძულებითი განაცდურის სახით, მიუღებელი ხელფასის მოთხოვნის უფლებას და იწვევს მის დაკმაყოფილებას ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება და მათი შესაბამის სამსახურებში აღდგენის შეფერხება გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით, კერძოდ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში იძულებითი განაცდურის თანხის გაუთვალისწინებლობით და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული შეცდომით ერთ-ერთი მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ადგილთან მიმართებაში.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე აღუსრულებლობის საფუძველს, ვინაიდან ადმინისტრაციული, ამ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონოდ ცნობა, უპირობოდ, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას და მისი აღსრულება არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ფინანსურ შესაძლებლობაზე, ისევე, როგორც სააღსრულებო ფურცელში დაშვებულ შეცდომაზე.

 

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომელიც კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თუ სამართლებრივი შედეგი საბოლოოა და იგი დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, ვინაიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით მხარეებს ერთმევათ უფლება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კვლავ გახადონ სადავო ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) (7.12.2010. N3884) და იგი (სააღსრულებო საქმიანობა) დაკავშირებულია იძულებით აღსრულებასთან.

 

მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სასამართლოს მიერ კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული, დადასტურდა მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა და ისინი აღდგენილ იქნენ შესაბამის სამსახურებში, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნებაყოფლობით, დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარებოდა. მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შეუძლებლობა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი იძულებით (ძალდატანებით) აღსრულების აუცილებლობა, საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასთან, მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობით აღდგა პირვანდელი, ამ აქტების გამოცემამდე (ბათილად ცნობამდე) არსებული მდგომარეობა და მოსარჩელეები აღდგენენ იმავე თანამდებობებზე, რაც აქტების გამოცემამდე ქონდათ დაკავებული. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტი, ერთ-ერთი მოსარჩელის მიმართ აღდგენის ადგილთან მიმართებაში სააღსრულებო ფურცელში დაშვებული შეცდომის გამო გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებაზე, დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან აღუსრულებლობა წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობას ამ აქტის აღუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. იძულებითი განაცდური, თავისი სამართლებრივი ბუნებით სხვა არაფერია, თუ არა ზიანის ანაზღაურება პირის წინაშე ჩადენილი უკანონო ქმედებისათვის, რომლის გამოსათვლელად კანონის ძალით საზომად აღებულია თანამდებობრივი სარგო.

 

უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც; მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფელებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.

 

ამდენად, ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს ვ----–---–---------------------------------–---–--------–--------------------–------–-------------------–-------------------------------------------------------–--------------–--------------------------------------–--------------------------------------------------------------------–--------–----------------–------------------------–----------------–----------- უნდა აუნაზღაურდეთ 2016 წლის 23 ივნისიდან 2016 წლის 04 ნოემბრამდე პერიოდის იძულებითი განაცდური სრული მოცულობით საშემოსავლო გადასახადისა და მათზე უკვე გაცემული საკომპენსაციო თანხის გათვალისწინებით.

 

მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მათ სასარგებლოდ 2010-2016 წლებში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრება.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. ამასთან, მოსამსახურეს შეუძლია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება ნაწილ-ნაწილ.

 

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიხედვით ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება; საქართველო ,,ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის მონაწილეა (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით), რომელიც აღიარებს შვებულების უფლების გამოყენებას და ავალდებულებს ამ კონვენციის მონაწილე ყველა მხარეს უზრუნველყოს ამ უფლების დაცვა.

 

ამდენად, დასაქმებულის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით, უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა.

 

ამდენად, შვებულება არის დასაქმებულის უფლება, რომლის რეალიზება დასაქმებულის ნების გამოვლენაზეა დამოკიდებული.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებული საჯარო მოხელეები, რომლებიც უკანონოდ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან 2014 წლის 18 სექტემბერს, ხოლო აღდგენილ იქნენ დაკავებულ თანამდებობებზე 2016 წლის 23 ივნისს, თუმცა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას ფაქტობრივად შეუდგნენ 2016 წლის 04 ნოემბერს.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეებს 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ანაზღაურებადი კუთვნილი შვებულებით არ უსარგებლიათ და ითხოვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მათ უნდა აუნაზღაურდეთ 2014 და 2015 წლების გამოუყენებელი შვებულება, ხოლო 2010, 2011, 2012 , 2013 წლებისა და 2016 წლის შვებულების თანხის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვათ შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც აღინიშნა, შვებულება არის დასაქმებულის უფლება, რომლის რეალიზებაც მისსავე ნების გამოვლენაზეა დამოკიდებული, ხოლო დამსაქმებლის ვალდებულებაა დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის უზრუნველყოფა.

 

მოსარჩელეებს შვებულების გამოყენების უფლების რეალიზების შესაძლებლობა გააჩნდათ 2010, 2011, 2012 , 2013 წლებში, ვინაიდან ისინი ამ პერიოდში საჯარო მოხელეები იყვნენ და მათსავე ნებაზე იყო დამოკიდებული ისარგებლებდნენ თუ არა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით. იგივე უფლების გამოყენების შესაძლებლობა ქონდათ მოსარჩელეებს 2016 წელსაც, ვინაიდან ისინი 2016 წლის 04 ნოემბრიდან ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და წლის ბოლომდე, ნების გამოვლენის შემთხვევაში, შეეძლოთ ესარგებლათ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, თუმცა მითითებულ პერიოდებში, მათ ამგვარი ნება არ გამოუხატავთ.

 

,,ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის მე-5 მუხლის შესაბამისად, ,,ეროვნული კანონები ან წესები შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ პირმა, რომელიც თავისი ყოველწლიური შვებულების განმავლობაში იმუშავებს ფასიან სამუშაოზე, შეიძლება დაკარგოს შვებულების პერიოდის ანაზღაურება“. ეროვნული კანონმდებლობით კი, დასაშვებია წინა წლის შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.

 

რაიონულმა სასამართლო აღნიშნა, რომ წინა წლის შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის წესი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

 

შრომის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის... აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.

 

ამდენად რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებს შვებულების გადატანის წესითაც არ უსარგებლიათ, შესაბამისად, მათ დაკარგეს 2010, 2011, 2012, 2013 და 2016 წლების შვებულებით სარგებლობის უფლება, რის გამოც მითითებულ წლებში გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება, ხოლო რაც შეეხება 2014 და 2015 წლების გამოუყენებული შვებულების ანაზღაურების მოთხოვნას, იგი დააკმაყოფილა, რადგან ამ პერიოდში მოსარჩელეები უკანონოდ იყვნენ გათავისუფლებული სამსახურებიდან და მათ არ ქონდათ ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. მართალია, მოსარჩელეები 2014 წლის 18 სექტემბერს გათავისუფლდნენ სამსახურიდან და მითითებული წლის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის ნება ამ დრომდე (18 სექტემბრამდე) არ გამოუხატავთ, თუმცა არსებობს ვარაუდის დაშვების შესაძლებლობა, რომ ისინი 2014 წლის ბოლომდე ამ უფლებით ისარგებლებდნენ, მაგრამ უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლების გამო არ მიეცათ ამ უფლების რეალიზების შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს უნდა მიეცეთ 2014 წლის შვებულების თანხა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ.

 

აპელანტის განმარტებით რაიონულმა სასამართლომ ობიექტურად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მხედველობაში არ მიიღო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოებები, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისა და მოწინააღმდეგე მხარეების შესაბამის სამსახურში აღდგენის შეფერხების ობიექტური მიზეზების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელეების სასარგებლოდ გამოტანილი უზენაესი სასამართლოს განჩინების აღსრულება დამოკიდებული იყო კანონით გათვალისწინებულ პროცედურებთან, რაც მოითხოვდა გარკვეულ ვადებს, ამასთან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლების თანახმად ყველა მოსარჩელე აღდგენილ უნდა ყოფილიყო გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რაც ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ამ მიზეზით წერილობით მიმართეს სააღსრულებლო ფურცლის გამცემ სასამართლოს და ითხოვეს აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების დაზუსტება, რასაც ბუნებრივია დასჭირდა გარკვეული დრო. ამასთან სააპელაციო სასამართლოს მიმართეს თხოვნით აღსრულების გადავადების შესახებ, რადგან იძულებით განაცდურის სახით დაკისრებული თანხები 2016 წლის ბიუჯეტით არ იყო და ვერ იქნებოდა გათვალისწინებული და ეს თანხები გამგეობას უნდა მოეძიებია, ამ მიზნით მიმართეს საკრებულოს 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაც საკრებულომ თავდაპირველად არ დააკამყოფილა, ხოლო 2017 წლის 27 ოქტომბერს N17 დადგენილებით დააკამყოფილა გამგეობის მოთხოვნა და ამის შემდეგ გახდა გამგეობისთვის შესაძლებელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება თანხის ანაზღაურების ნაწილში.

ხოლო, რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეების მიერ 2014-2015 წლებში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას, ამ შემთხვევაშიც აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ კანონი არასწორად არის განმარტებული, რადგან შვებულების გამოუყენებლობის შემთხვევაში შვებულების თანხის ანაზღაურების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, გარდა ამისა მათ სამსახურში აღდგენასთან ერთად აუნაზღაურდათ 2014 წლის მდგომარეობით მიუღებული 3 თვის და 2015 წლის მდგომარეობით მიუღებული 12 თვის ხელფასი, აქედან ერთი თვის ხელფასი შეიძლება ჩაითვალოს ანაზღაურებადი შვებულების თანხაში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარეების მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხისათვის იძულებით განაცდურის სახით 2016 წლის 23 ივნისიდან 2016 წლის 04 ნოემბრამდე განმავლობაში მიუღებელი ხელფასის, მათზე უკვე გაცემული კომპენსაციის გათვალისწინებით, ანაზღაურების შესახებ, ხოლო 2014-2015 წლებში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის № 2/3/630 გადაწყვეტილებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, რომელიც ადგენდა, რომ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს უნდა მიეცეს არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საფუძველი.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები და მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ: ვ----–---–---------------------------------------------------–---–-------------–------–-----------------------------------–------–---------------------------------–----------–-------------------------------------------------------------------------–----------–--------------–-----------------–-------------------------------–---------------------------------------------------------------------------------------------------–------------------–--------–-----------–--------------–-----------------------------------–-----------------–---------–--------–----------–---------- მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

 

იმავე გადაწყვეტილებით მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილ პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს, ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის სრულად ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში. ასეთი ვალდებულების (ზიანის ანაზღაურების) დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეებს მიღებული აქვთ სამსახურიდან გათავისუფლებიდან (2014 წლის 18 სექტემბრიდან) აღდგენამდე (2016 წლის 23 ივნისამდე) მიუღებელი ხელფასი იძულებითი განაცდურის სახით.

 

ასევე სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ფაქტობრივად შეუდგნენ 2016 წლის 04 ნოემბერს, ანუ ამ დღემდე, მოსარჩელეებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილების უკანონობა საბოლოოდ დადგენილი იყო, არ მიცემიათ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა და 23 ივნისიდან 4 ნოემბრამდე (4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში), მათი ბრალის გარეშე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას არ შედგომიან და შესაბამისად, ამ პერიოდში არც ხელფასი მიუღიათ.

 

მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დროულად აღუსრულებლობით მათ მიადგათ ზიანი იძულებითი განაცდურის სახით, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათი ბრალის გარეშე, 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ შეასრულეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და ვერ მიიღეს ხელფასი. ითხოვენ ამ პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, რასაც სასამართლო სრულად ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებული იყო უზრუნველეყო მოსარჩელეთა ფაქტობრივად აღდგენა შესაბამის სამსახურებში, მიეცა მათთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შესაძლებლობა და შესაბამისად, შრომის ანაზღაურებაც, რაც 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ განუხორციელებია.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

 

მითითებული ნორმის მიხედვით, შრომითი გასამრჯელოს მიღება გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით, შესაბამისად, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულება დაკავშირებულია ამ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებასთან, ხოლო საჯარო მოხელის მიერ ვალდებულების იძულებით, ძალდატანებით, შეუსრულებლობა, რაც გამოწვეულია ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული მოქმედებით, სამართლებრივად წარმოშობს იძულებითი განაცდურის სახით, მიუღებელი ხელფასის მოთხოვნის უფლებას და იწვევს მის დაკმაყოფილებას ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

ამდენად სააპელაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება და მათი შესაბამის სამსახურებში აღდგენის შეფერხება გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით, კერძოდ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში იძულებითი განაცდურის თანხის გაუთვალისწინებლობით და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული შეცდომით ერთ-ერთი მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ადგილთან მიმართებაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან აღუსრულებლობა წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობას ამ აქტის აღუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. იძულებითი განაცდური, თავისი სამართლებრივი ბუნებით სხვა არაფერია, თუ არა ზიანის ანაზღაურება პირის წინაშე ჩადენილი უკანონო ქმედებისათვის, რომლის გამოსათვლელად კანონის ძალით საზომად აღებულია თანამდებობრივი სარგო.

 

რაც შეეხება მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2014-2016 წლებში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების დაკისრებას, პალატა სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 37-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. აღნიშნული კანონის 41-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. ამასთან, მოსამსახურეს შეუძლია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება ნაწილ-ნაწილ.

 

შვებულების მიცემის წესი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

 

შრომის კოდექსის 22-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა მოსარჩელეებს მიღებული აქვთ სამსახურიდან გათავისუფლებიდან, 2014 წლის 18 სექტემბრიდან აღდგენამდე - 2016 წლის 23 ივნისამდე, მიუღებელი ხელფასი იძულებითი განაცდურის სახით, რაშიც შედის 2014-2015 წლებში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაც, საიდანაც ერთი თვის ხელფასი უნდა ჩაითვალოს ანაზღაურებადი შვებულების თანხაში.

 

დადგენილია, რომ ამ პერიოდში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის (მერიის), არც ერთ მოქმედ საჯარო მოხელეს 12 (თორმეტ) თვეზე (შვებულების ჩათვლით) მეტი ანაზღაურება არ მიუღია. ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

 

5. სასამართლო ხარჯების განაწილება და ამ ნაწილში მოწინააღმდეგე მხარეების ვ----–---–---------------------------------–---–--------–--------------------–------–-------------------–-------------------------------------------------------–--------------–--------------------------------------–--------------------------------------------------------------------–--------–----------------–------------------------–---------------–----------- წარმომადგენლის ივანე პეტრიაშვილის შუამდგომლობა როგორც სასამართლო, ისე სასამართლოსგარეშე ხარჯების ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ,,ევროპის სოციალურ ქარტიაზე’’ დაყრდნობით განმარტებულ იქნა, რომ შრომითი დავა, რომელიც დაკავშირებულია შრომის, როგორც სოციალური უფლების რეალიზაციასთან, განხილულიყო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ დავად. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

პროცესის ხარჯის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს.

 

კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მხრიდან სააპელაციო შესაგებლის შედგენა მნიშვნელოვანი დროისა და ინტელექტუალური რესურსის დახარჯვას არ მოითხოვდა, რაც უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული წარმომადგენლის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას.

 

შესაბამისად, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი), სააპელაციო პალატას გონივრულ ოდენობად მიაჩნია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისთვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ, საადვოკატო მომსახურების სახით 100 (ასი) ლარის, ასევე ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ზემოთ მოცემული სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ვ----–---–---------------------------------–---–--------–--------------------–------–-------------------–-------------------------------------------------------–--------------–--------------------------------------–--------------------------------------------------------------------–--------–----------------–------------------------–----------------–----------- სასარგებლოდ 2014-2015 წლებში გამოუყენებელი შვებულების თანხის დაკისრების ნაწილში (სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) და ამ ნაწილში ვ----–---–---------------------------------–---–--------–--------------------–------–-------------------–-------------------------------------------------------–--------------–--------------------------------------–--------------------------------------------------------------------–--------–----------------–------------------------–----------------–----------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. დანარჩენ ნაწილში სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

 

4. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს ვ----–---–---------------------------------–---–--------–--------------------–------–-------------------–-------------------------------------------------------–--------------–--------------------------------------–--------------------------------------------------------------------–--------–----------------–------------------------–----------------–----------- სასარგებლოდ მათ მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების თანხის თითოეულზე 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს ვ----–---–---------------------------------–---–--------–--------------------–------–-------------------–-------------------------------------------------------–--------------–--------------------------------------–--------------------------------------------------------------------–--------–----------------–------------------------–----------------–----------- სასარგებლოდ მათ მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება ჯამში 150 ლარი.

 

6.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი