განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2019
საქმის ნომერი
190100118002467529
ინსტანცია
თარიღი
04.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002467529

საქმე №1ბ/1639-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მ----ნა ხოლოაშვილმა

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ხ-----------------ის

ადვოკატ: ა-----------ის

გამართლებულ: გ--–-----------–---–ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------ გამართლებულ გ--–-----------–---–ის დაბადებულის 1----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი #3----------), რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ--------------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--–-----------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

გ--–-----------–---–ი ბოლო ოთხი წელია ეჭვიანობის გამო, სისტემატურად ლანძღავდა, აგინებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მეუღლეს მ-------------–---–ს, რომელიც აღნიშნულის გამო განიცდიდა ტანჯვას. გ--–-----------–---–ის უსაფუძვლო ეჭვიანობა გახდა მისი და მ-------------–---–ის დაშორების მიზეზი, თუმცა დაშორების მიუხედავად მან არ შეწყვიტა მეუღლეზე ეჭვიანობა, იგი მ-------------–---–ს მიიჩნევდა საკუთრებად, რომელსაც არ ჰქონდა უფლება თავისუფლად, მეუღლის კონტროლის გარეშე, წარემართა პირადი ცხოვრება. სწორედ აღნიშნული მიზეზით 2018 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 19:45 საათზე, ქ----------–---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ--–-----------–---–ი მ--------------–---–ს უმოწმებდა მობილურ ტელეფონში არსებულ ინფორმაციას და როდესაც მ-------------–---–მა მოსთხოვა მობილურის დაბრუნება, გ--–-----------–---–მა მას არასრულწლოვანი შვილების ექვსი წლის ნ-----–---- და სამი წლის ა-------- დ-------–---–--ის თანდასწრებით მარჯვენა ლოყაში გაარტყა ხელი, რა დროსაც მ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენით:

 

გ--–-----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

გაუქმდა გ--–-----------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-----------------მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გ--–-----------–---–ის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და გ--–-----------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, 2018 წლის 30 აპრილს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზისა და მოწმე პატრულ-ინსპექტორების, გამომძიებლების ჩვენებებით და სხვა წერილობითი მტკიცებულბების საფუზველზე დადგენილია, რომ მ-------------–---–ის მიმართ გ--–-----------–---–ის მიერ განხორციელდა ძალადობა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი გამართლებულ გ--–-----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--–-----------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა მ-------------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე ლ--–-----------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს დაზარალებულის მეზობლად, შემთხვევის დღეს მეექვსე სართულზე თავისი საცხოვრებელი ბინის კარიდან გამოვიდა და ჩადიოდა მესამე სართულზე, დაინახა, რომ კიბეზე გარბოდა გ--–-----------–---–ი და უკან მისდევდა მ----, რომელიც ეხვეწებოდა რაღაცაზე მომეციო. მ----მ სთხოვა ბავშვებისთვის მიეხედა. მოწმის განმარტებით, მ---- გ--–-ს პირველ სართულამდე ჩაყვა და უკან ამოვიდა. ტელეფონი გამოართვა და დარეკა 112-ში. როგორც მ----მ უთხრა, გ--–-მ ტელეფონი წაართვა, გაამწარა და ამის გამო, დარეკა პოლიციაში. მისი თანდასწრებით გ--–-ს არაფერი უთქვამს. არც გ--–- და არც მ---- არ არიან კონფლიქტურები. მ---- გარეგნულად ნორმალურად გამოიყურებოდა, ცოტა აღელვებული იყო, მ----სთვის დაზიანებები არ შეუმჩნევია. როგორც მოწმემ აღნიშნა თავიდან მას ეგონა, რომ სადარბაზოში ხმაური ბავშვების გამო იყო.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, მ-------------–---–ს ობიექტური შემოწმებით აღენიშებოდა სისხლნაჟღენთი სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმთელობის მოუშლელად. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ-------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით აღნიშნა, რომ მ-------------–---–ი უჩიოდა ტკივილს სახის მარჯვენა არეში. სისხლნაჟღენთის ხანდაზმულობა განისაზღვრება დღეებით და მისი მორფოლოგიის მეშვეობით ხდება ხანდაზმულობის დადგენა. მ-------------–---–ს ჰქონდა ერთი სისხლნაჟღენთი, რომელიც მიყენებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნით, ასეთი საგანი შესაძლოა იყოს ფეხი, მუშტი, ქვა და ა.შ. სისხლნაჟღენთი არის სისხლჩაქცევა კანქვეშა რბილ ქსოვილებში, რომელიც შემდეგ სილურჯეში გადადის. რაც უფრო წითელია მით უფრო ახალია. დაზიანების არსებობა დამოკიდებულია ორგანიზმზე, ზოგს დარტყმითაც არ უვითარდება სისხლნაჟღენთები, ზოგს კი თითის დაწოლითაც უვითარდება.

 

მოწმე კ---------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში, პატრულ-ინსპექტორად, 2018 წლის 30 აპრილს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ-----------–------------–----- კორპუსში, სადაც ადგილი უნდა ჰქონოდა ოჯახურ ძალადობას. ადგილზე მისულებს დახვდათ მ-------------–---–ი, რომელიც იყო ძალიან აღელვებული, უჭირდა აზრების დალაგება, რამდენიმე წუთის შემდეგ ცალკე ოთახში გაესაუბრნენ, მ-------------–---–მა განაცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ სახის არეში დაარტყა ხელი. მეუღლემ ტელეფონიც წაართვა და მეგობრების რჩევის საფუძველზე უკან დაუბრუნა. სიწითლე მნიშვნელოვნად თვალში საცემი არ ყოფილა.

 

მოწმე ა----------–--ემ და შ-------–-----ემ დაადასტურა მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა მ-------------–---–მა (გ--–-----------–---–ი მეუღლე) რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე. მ-------------–---–ი არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია გ--–-----------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ. რაც შეეხება მოწმეების - ა----------–--ის, შ-------–-----ის და კ---------------ის ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი, ასევე დაზარალებულს შეუძლია დაადასტუროს განხორციელდა თუ არა მის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ მან განიცადა ფიზიკური ტკივილი ან/და მის მიმართ გ--–-----------–---–ის მიერ განხორციელდა სისტემატური შეურაცხყოფა. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ნამდვილად გ--–-----------–---–მა მიაყენა თუ არა და მან ძალადობის შედეგად განიცადა თუ არა ტკივილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ--–-----------–---–მა პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გ--–-----------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმ----სად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმ----სი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი გამართლებულ გ--–-----------–---–ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის განაჩენი გ--–-----------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

გ--–-----------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ--–-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ--–-----------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი