განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.12.2018
საქმის ნომერი
200310018002301763
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200310018002301763

საქმე N3ბ/2562-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

04 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალურის მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე----- ს-------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

მოწინააღმდეგე მხარე - ე----- ს-------–---–ი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ე----- ს-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 09----------- ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 2-----------ს N0--------1, 2018 წლის 1---------ს N0-------- გადაწყვეტილებები. მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახის შეფასებისა და სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის შესახებ.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

ე----- ს-------–---–ის ოჯახი სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იყო რეგისტრირებული და სოციალური დახმარება დანიშნული ჰქონდა ექვს წევრზე.

 

ე----- ს-------–---–ის ოჯახს სოციალური დახმარება ცენტრალიზებულად შეუჩერდა 2017 წლის 1--------------დან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 1-----–-სს ე----- ს-------–---–ის ოჯახის წევრმა, თ----ა ბ--–-------ემ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

 

ე----- ს-------–---–მა მოითხოვა შეჩერებული სოციალური დახმარების აღდგენა. აღნიშნული საკითხის განხილვა და საჩივრებზე რეაგირება დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს.

 

2017 წლის 0---------რს ე----- ს-------–---–ის ოჯახის მიმართ სოციალური აგენტის მიერ გამოიცა ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, მიზეზით - ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას. აღნიშნულ ფაქტზე შედგენილი იქნა ასევე წერილობითი აქტი. შედეგად, ე----- ს-------–---–ის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნულზე მოსარჩელეს ეცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 1----------ის N0--------- წერილით.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 2-----------ს N0--------1 წერილით ე----- ს-------–---–ს, მის საჩივარზე, რომლითაც მოთხოვნილი იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 1----------ის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა - სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენა, ეცნობა, რომ 2017 წლის 09----------- ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ მიღებული იქნა კანონის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილებები ე----- ს-------–---–ის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციულ ორგანოებში და მოთხოვნილი იქნა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის ოქმის ბათილად ცნობა. აღნიშნული საჩივრები განხილული იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მოსახურების სამხარეო ცენტრის მიერ და მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

სასამართლოს სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა კ--- პ-------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში, სოციალური აგენტის თანამდებობაზე. ე----- ს-------–---–თან მიმართებაში მოწმისთვის ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 1-----–-სს ე----- ს-------–---–ის ოჯახის წევრმა, კერძოდ, შვილმა თ----ა ბ--–-------ემ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და გადამოწმების მიზნით მივიდა ე----- ს-------–---–ის ოჯახში დეკლარაციის თავიდან შესავსებად, რაზეც ე----- ს-------–---–მა განუცხადა უარი. განმეორებით მისვლის შემდეგ, ე----- ს-------–---–ს განუმარტა, რომ თუ არ შეავსებინებდა დეკლარაციას და ხელს არ მოუწერდა, შეუწყდებოდა სოციალური დახმარების მიღება. უარის განცხადების შემდეგ შეადგინა შესაბამისი ოქმი, რის გამოც ე----- ს-------–---–ს შეუწყდა სოციალური დახმარება. მოწმე განმარტავს, რომ მას უფლება ჰქონდა ერთ თვეში სამი ვიზიტი განეხორციელებინა, ე----- ს-------–---–თან იმყოფებოდა ორჯერ. მოწმის განმარტებით, როდესაც ე----- ს-------–---–ის ოჯახში განახორციელა პირველი ვიზიტი და მისი მისამართით ე----- ს-------–---–ის მხრიდან გამოწვეული იყო უარყოფითი რეაქცია, სახლში იმყოფებოდა მისი შვილი - სრულწლოვანი ბიჭი (გ--- ბ--–-------ე). მეორე ვიზიტის განხორციელებისას იმყოფებოდა სპეციალისტ ო---- ფ------–--ლთან, სპეციალისტ გ--–- ა-–------სა და მოადგილე თ----- ქ--–----თან ერთად, რომლებმაც ე----- ს-------–---–ს განუმარტეს, რომ იგი იყო ეკონომიკურად გაჭირვებული და ხელი მოეწერა, მაგრამ მან უთხრა, რომ ხელს არაფერზე არ მოუწერდა. მოწმის განმარტებით, როდესაც ოჯახში მიდიან, ესაუბრებიან ოჯახის უფლებამოსილ პირს, რადგან ე----- ს-------–---–ი იყო სოციალური დახმარების მიმღები პირი, მას გაესაუბრნენ, ის, რომ ამ ოჯახის უფლებამოსილი პირი იყო ე----- ს-------–---–ი, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. მეორე ვიზიტისას ე----- ს-------–---–ი რომ იყო უფლებამოსილი პირი, იმიტომ ჩათვალა, რომ პირველი ვიზიტისასა, როდესაც სახლში იმყოფებოდა ე----- ს-------–---–ის სრულწლოვანი შვილი, მას მოსარჩელე არ აძლევდა საუბრის საშუალებას. გამომდინარე იქიდან, რომ ე----- ს-------–---–ს ჰქონდა დაწერილი, რომ მას სურდა მიეღო სოციალური დახმარება ჩათვალა, რომ უფლებამოსილი პირი იყო სწორედ ე----- ს-------–---–ი. ვიზიტის დროს ე----- ს-------–---–ს უთხრეს, რომ გასაუბრება უნდოდათ მისი ოჯახის სხვა წევრთან, მაგრამ მოსარჩელემ მათ განუმარტა, რომ სახლში არ იყვნენ და ისინი პასუხს ვერ გასცემდნენ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ არ არის დასაბუთებული ის არგუმენტაცია, რომელსაც ემყარება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის საფუძვლები.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა იყოს მოსარჩელის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სოციალური დახმარება არის ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის; შეფასების სისტემას წარმოადგენს სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფასდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობა და დგინდება მისი კეთილდღეობის დონე; ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არის ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს; სოციალური მომსახურება არის საქმიანობა, რომლის მიზანია არაფულადი სოციალური დახმარების მეშვეობით სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სპეციფიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; სოციალური მომსახურების მიმწოდებელის წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების მიწოდებას;

 

მითითებული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით. ამავე კანონის 22-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

სასამართლომ მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს №126 დადგენილებით დამტკიცებულ წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

 

აღნიშნული წესის პირველი მუხლის მიხედვით, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში - მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მე-2 მუხლის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილ პირს წარმოადგენ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომშისააგენტო ) სპეციალურიუფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგო----ეობის შესწავლა - შეფასებას; ოჯახის უფლებამოოსილი წარმომადგენელი არის მაძიებლის სხვა წევრთა ნდობით აღჭურვილი ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას სააგენტოსათვის მიწოდებული მონაცემების სისწორისათვის.

 

მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. იმავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად, 2. სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად.ხოლო 121 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, 2015 წლის პირველი მაისიდან, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის განმეორებითი შეფასება განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის და/ან სააგენტოს ინიციატივით, მიუხედავად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიმართვისა, სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის განმეორებითი შეფასების თაობაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ სამართალურთიერთობაში გამოყენებულ ტერმინებს ადგენს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს №126 დადგენილებით დამტკიცებული წესი, კერძოდ, წესის მე-2 მუხლის თანახმად, მაძიებელი არის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ოჯახი, რომელიც შეიძლება გახდეს სოციალური დახმარების მიმღები; ხოლო ოჯახი ამ წესის მიზნებისათვის განმარტებულია როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ამასთან, შემადგენლობაში არ გაითვალისწინება: ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არის ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოჯახის წევრები ანდობენ დაადასტუროს „ოჯახის დეკლარაციაში“ შესატანი მონაცემები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შესახებ; სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობა - სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებისა და გამოკითხვის (ინტერვიუირების) შედეგად დაფიქსირებული მონაცემებისა და ფაქტების ერთობლიობა; სააგენტოს უფლებამოსილი პირი - პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შესწავლა-შეფასებას; ინტერვიუირება - სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ჩატარებული გამოკითხვა ოჯახის შესახებ საჭირო ინფორმაციის დადგენის და/ან დაზუსტების მიზნით;

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ოჯახის იდენტიფიკაცია და/ან სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ. 2. ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც. 4. ოჯახში ვიზიტისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) ოჯახს წარუდგინოს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, გააცნოს თავისი უფლება-მოვალეობები, განუმარტოს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, მიზანი და მნიშვნელობა; ბ) დამატებით შეახსენოს ოჯახის წევრებს წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები; გ) შეხვდეს და გაესაუბროს ოჯახის წევრებს (სასურველია ყველას), რათა შეიქმნას ზოგადი შთაბეჭდილება მოცემული ოჯახის შესახებ; დ) ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასების მიზნით ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეთანხმებით ზოგადად დაათვალიეროს ოჯახის საცხოვრისი (იგულისხმება ოჯახის საკუთრებაში და/ან მფლობელობაში არსებული თითოეული ნივთის _ მოძრავის თუ უძრავის, პროდუქციის (მათ შორის გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი მოხმარების) გულდასმით დათვალიერება, რაც დაეხმარება სააგენტოს უფლებამოსილ პირს ოჯახის შესახებ ფაქტობრივი მდგო----ეობის დასადგენად საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და ოჯახის დეკლარაციის სწორად შევსებისათვის). 5. სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის წევრები ასახელებენ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელს, რომელთანაც წარიმართება ინტერვიუ.

 

ამავე წესის მე-14 მუხლის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს (შემდგომში - „შეწყვეტის ოქმი“) (დანართი №3) ავსებს იმ შემთხვევებში თუ: დ) ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას; 2. შეწყვეტის ოქმში მითითებული უნდა იყოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი; ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი; ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ოქმის შევსების თარიღი.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის, ოჯახის სხვა წევრ(ებ)ის, ან მესამე პირის მხრიდან ადგილი აქვს სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასებაში ხელის შეშლას და ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობას. 11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზეზ(ებ)ით შეწყვეტის ოქმის შევსების შემთხვევებში ოჯახს უუქმდება რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ერთი წლით კარგავს უფლებას ხელახალ რეგისტრაციაზე.. შეწყვეტის ოქმის შევსების შემდეგ ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას კარგავს ავტომატურად. 16. შეწყვეტის ოქმის შევსების შემდეგ სააგენტო ვალდებულია წერილობით აცნობოს ოჯახს განაცხადის ძალადაკარგულად აღიარების, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების და/ან ოჯახისათვის ხელახალი რეგისტრაციის ერთი წლით შეზღუდვის შესახებ.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ " წესის მე-15 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის: სახელმწიფო საზღვრის ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის დაფიქსირებისას. საარსებო შემწეობის შეჩერების შემთხვევაში, სააგენტო, შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის განმეორებით შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე.

 

დადგენილია, რომ სოციალური დახმარების მიმღებ ე----- ს-------–---–ის ოჯახს შეუჩერდა სოციალური დახმარების მიღება 2017 წლის 1--------------დან ოჯახის წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე ვადით გადაკვეთის გამო. სოციალური დახმარების შეჩერება, არ გულისხმობს ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან რეგისტრაციის მოხსნას. ის გარემოება, რომ ე----- ს-------–---–ს 2017 წლის 0------------დე მიმართული აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისადმი, მათ შორის, სოციალური სააგენტოსათვის, სოციალური დახმარებისათვის, მოწმობს იმ ფაქტს, რომ მის მიერ სახელმწიფოს მიეწოდებოდა ინფორმაცია მისი ოჯახის შესახებ. სააგენტო ვალდებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განეხორციელებინა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასება. სააგენტოს უფლებამოსილ პირს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის შედგენის მომენტისათვის არ ჰქონია მოპოვებული დოკუმენტური ინფორმაცია საზღვარგარეთ წასული ოჯახის წევრის ადგილმდებარეობის შესახებ მოცემული მომენტისათვის (ობიექტური ინფორმაცია). საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, ოქმის შევსების მომენტისათვის ე----- ს-------–---–ი წარმოადგენდა თუ არა ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ვინაიდან არ წარმოდგენილა მასალები, რომლის თანახმად, მოსარჩელის ოჯახის წევრებმა სწორედ ე----- ს-------–---–ი დაასახელეს უფლებამოსილ წევრად, რომელსაც ერთპიროვნულად უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია და მხოლოდ მასთან უნდა წარმართულიყო ინტერვიუ (სუბიექტური ინფორმაცია). საგულისხმოა, რომ სუბიექტური ინფორმაციის მიღება გულისხმობს არა მხოლოდ ერთი წევრისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემს, არამედ ოჯახის სხვა წევრებისაგან მიღებულ განმარტებებსა და ინფორმაციასაც, რაც ოქმის შემდგენი პირის მიერ არ ყოფილა განხორციელებული. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება მიაქცია ოქმის შემდგენი პირის ჩვენებას, რომლის თანახმადაც, თავად ოქმის შემდგენი პირი არ უარყოფს, რომ მოსარჩელის ოჯახში ვიზიტისას მას ასევე დახვდა ოჯახის სრულწლოვანი წევრი გ--- ბ--–-------ე და მასთან არც კი მომხდარა ინტერვიურება და ინფორმაციის მოძიება. სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე კ--- პ-------–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ იგი ვერ გაესაუბრა ოჯახის სხვა წევრებს, იმის გამო, რომ ე----- ს-------–---–მა განუმარტა, რომ ისინი სახლში არ იყვნენ და განმარტა: ოჯახის სხვა წევრებთან ინტერვიურება სწორედ მის მოვალეობას წარმოადგენს და უფლებამოსილი პირი არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ერთი პირის მიერ მიწოდებულ განმარტებას. უფლებამოსილ პირს ევალება, რომ განახორციელოს ყველა ის ქმედება, რაც კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს სავალდებულოდ გასახორციელებელ ღონისძიებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ არ წარმოდგენილა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირი 2017 წლის 2--------------საც იმყოფებოდა მოსარჩელის ოჯახში, ასევე, არ წარმოდგენილა მასალები იმის შესახებ, რომ ოქმის შემდგენი პირი შეხვდა და გაესაუბრა ოჯახის ყველა წევრს და ასევე, ოჯახში ვიზიტისას მას ოჯახის წარმომადგენელთან ჰქონდა შეთანხმება, რომ დაეთვალიერებინა ოჯახის საცხოვრისი და ისე შეესწავლა და შეეფასებინა მოსარჩელის ქონებრივი და ყოფითი პირობები. სასამართლომ აღნიშნა, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ რამდენად აუცილებელი იყო მოცემულ შემთხვევაში ოჯახის საცხოვრისში შესვლა, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში განმეორებითი შეფასება ხდებოდა იმ გარემოების შესწავლის და დადგენის მიზნით, რაც დაკავშირებულია ოჯახის წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან და არა ქონებრივი მდგო----ეობის გაუმჯობესებასთან. სოციალური აგენტის უფლებამოსილებას წარმოადგენდა მოეპოვებინა არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური ინფორმაციაც, ასევე, გამოეკითხა ოჯახის ყველა სრულწლოვანი პირი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს როგორც მიზანშეწონილობის, ასევე, კანონიერების თვალსაზრისით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომელთა შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი „სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2017 წლის 09----------- ოქმი და მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელის ოჯახი აღდგენილ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

4.1. სსიპ სოციალურის მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 1-----–-სს ე----- ს-------–---–ის ოჯახის წევრმა - თ----ა ბ--–-------ემ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. აპელანტი, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სააგენტოსთვის უნდა ეცნობებინა ცვლილების თაობაზე. შედეგად, ე----- ს-------–---–ის ოჯახს შეუჩერდა საარსებო შემწეობის გაცემა 2017 წლის 1--------------ს. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სააგენტოს წარმომადგენელმა 2017 წლის 2--------------ს განახორციელა ვიზიტი მოსარჩელესთან, თუმცა მას არ მიეცა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების განხორციელების შესაძლებლობა. იგივე განმეორდა 2017 წლის 9----------- ვიზიტის დროსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, შევსებული იქნა ოქმი შეფასების შეწყვეტის შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ცალკეული ფაქტობრივი გარემოებები. აპელანტი მიუთითებს: 1. პირველი ვიზიტის შემდეგ უკვე იყო შესაძლებელი სოციალური აგენტის მიერ შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის შედგენა და სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ სამი ვიზიტი უნდა განხორციელებულიყო; 2. კანონმდებლობით არ არსებობს ოჯახის უფლებამოსილი წევრის განსაზღვრის შესახებ რაიმე დოკუმენტის შედგენის ვალდებულება. ამასთანავე, ე----- ს-------–---–ის ოჯახის სხვა სრულწლოვან წევრებს ოჯახის უფლებამოსილი პირის დადგენასთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებიათ. სოციალური აგენტი რომ 2018 წლის 2--------------ს ნამდვილად იმყოფებოდა ე----- ს-------–---–ის ოჯახში, ადასტურებს შეწყვეტის ოქმში მითითებული პირველი ვიზიტის თარიღი; 3. არსებობდა ოჯახის დამატებით შესწავლისა და შემოწმების საფუძველი; 4. ე----- ს-------–---–ს სააგენტოსთვის არ მიუმართავს და ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების საფუძველზე ოჯახის განმეორებით გადამოწმება არ მოუთხოვია.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტსა და მე-11 მუხლზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

დადგენილია, რომ ე----- ს-------–---–ის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იყო რეგისტრირებული და სოციალური დახმარება დანიშნული ჰქონდა ექვს წევრზე (ე----- ს-------–---–ი, ხ----- ბ--–-------ე, თ----ა ბ--–-------ე, გ--- ბ--–-------ე, გ--- ა---–-–---–ი, ლ---- ა---–-–---–ი). ამასთანავე, ე----- ს-------–---–ის ოჯახს სოციალური დახმარების მიცემა შეუჩერდა 2017 წლის 1--------------დან. (ს.ფ. 13).

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1-------------ის N0------- მიმართვით სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს ელექტრონული ვერსიის სახით გაეგზავნათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების მონაცემები, რომელთა წევრებმაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის ი--–---დან გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და ცენტრალიზებულად შეუჩერდათ საარსებო შემწეობის გაცემა. აღნიშნულ ოჯახებთან მიმართებით დავალებული იქნა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის გადამოწმება. (ს.ფ. 62-64).

 

2017 წლის 0---------რს ე----- ს-------–---–ის ოჯახის მიმართ სოციალური აგენტის მიერ შედგა ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიზეზადაც მიეთითა შემდეგი: ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას. ოქმში ოჯახში პირველი ვიზიტის თარიღად მითითებულია 2017 წლის 2--------------ი. ასევე, შედგენილი იქნა აქტი, რომ ე----- ს-------–---–მა არ მისცა მერის წარმომადგენელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილეს, სოციალურს აგენტსა და მთავარ სპეციალისტს ოჯახის მიმართ შესაბამისი რეაგირების განხორციელების შესაძლებლობა. (ს.ფ. 15; 65)

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 1----------ის N0--------- წერილით ე----- ს-------–---–ს ეცნობა, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის საფუძველზე, მის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. (ს.ფ. 216-217).

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 2-----------ს N0--------1 წერილით ე----- ს-------–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 1-----–-სს ე----- ს-------–---–ის ოჯახის წევრმა - თ----ა ბ--–-------ემ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. წერილში მითითებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს N126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლსა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე და განმარტებულია, რომ შედეგად ოჯახს შეუჩერდა სოციალური დახმარების გაცემა 2017 წლის 1--------------ს. წერილში ასევე მითითებულია, რომ ე----- ს-------–---–ის ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების საფუძველზე ოჯახში ვიზიტი განხორციელდა 2017 წლის 2--------------ს, 2017 წლის 9----------ს, თუმცა უფლებამოსილ პირებს არ მიეცათ კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების განხორციელების შესაძლებლობა. შედეგად, შევსებული იქნა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი, რის თაობაზეც ე----- ს-------–---–ს ეცნობა 2017 წლის 1----------ის N0--------- წერილით. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს N126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მისი ოჯახის განაცხადი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ ძალადაკარგულად არის აღიარებული, ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში და შეუწყდა სოციალური დახმარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველადი რეგისტრაციის განაცხადით სააგენტოსთვის მიმართვა შესაძლებელია 2018 წლის 1-----------დან. (ს.ფ. 13-14).

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 1---------ს N0-------- წერილით ე----- ს-------–---–ს, მისი 2018 წლის 1--------ის განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 1-----–-სს ე----- ს-------–---–ის ოჯახის წევრმა - თ----ა ბ--–-------ემ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. წერილში მითითებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს N126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლსა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე და განმარტებულია, რომ შედეგად ოჯახს შეუჩერდა სოციალური დახმარების გაცემა 2017 წლის 1--------------ს. წერილში ასევე მითითებულია, რომ ე----- ს-------–---–ის ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების საფუძველზე ოჯახში ვიზიტი განხორციელდა 2017 წლის 2--------------ს, 2017 წლის 9----------ს, თუმცა უფლებამოსილ პირებს არ მიეცათ კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების განხორციელების შესაძლებლობა. შედეგად, შევსებული იქნა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი, რის თაობაზეც ე----- ს-------–---–ს ეცნობა 2017 წლის 1----------ის N0--------- წერილით. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს N126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მისი ოჯახის განაცხადი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ ძალადაკარგულად არის აღიარებული, ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში და შეუწყდა სოციალური დახმარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველადი რეგისტრაციის განაცხადით სააგენტოსთვის მიმართვა შესაძლებელია 2018 წლის 1-----------დან. (ს.ფ. 135-136).

 

სააპელაციო წესით საქმის განხილვისას ე.ს-------–---–მა დაადასტურა, რომ მისი ოჯახის წევრი, შვილი, მას შემდეგ რაც გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, უკან ქვეყანაში არ დაბრუნებულა. (იხ. სხდომის ოქმი).

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა ნაწილობრივ არასწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განმარტა კანონი, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავოა ე----- ს-------–---–ისთვის სოციალური დახმარების გაცემის შეწყვეტის კანონიერება.

 

საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს, სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს განსაზღვრავს, სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს ადგენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური დახმარება არის ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის. მითითებული კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ პირველი მუხლის მიხედვით, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში - მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

იმავე წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი ამ წესის მიზნებისათვის არის, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი.

 

მითითებული წესის მე-3 მუხლის მიხედვით, მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს: ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას; ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასებას; გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას; დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს. ამავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის განმეორებითი შეფასება. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ შეესაბამება მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგო----ეობას, უფლება აქვს მოითხოვოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის განმეორებითი შეფასება სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ. აღნიშნული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა. ამავე წესის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით კი განმარტებულია, რომ სარეიტინგო ქულა არის პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის მაჩვენებელია. იმავე წესის 121 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ 2015 წლის პირველი მაისიდან, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის განმეორებითი შეფასება განხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გრაფიკის და/ან სააგენტოს ინიციატივით, მიუხედავად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიმართვისა, სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის განმეორებითი შეფასების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველ მდგო----ეობაში მყოფ ოჯახს, რომელიც საჭიროებს დახმარებას, შეუძლია მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს სოციალურად დაუცველ პირთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით. მოცემული წარმოადგენს ოჯახის შესაბამისი წესისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით გადამოწმებისა და შეფასების საფუძველს, რის შედეგადაც ოჯახს ენიჭება კონკრეტული სარეიტინგო ქულა. თავის მხრივ, სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულად ითვლება, ხოლო სარეიტინგო ქულის ოდენობაზე არის დამოკიდებული იმ სოციალური გარანტიების განსაზღვრა, რომელთა გამოყენების უფლებაც ენიჭება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახს. ამრიგად, აუცილებელია, რომ ოჯახის შეფასება განხორციელდეს ნორმატიულად გათვალისწინებული თითოეული მეთოდის ზუსტად და ზედმიწევნით დაცვის მეშვეობით. ამასთანავე, სოციალური დახმარების ოდენობის განსაზღვრისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის შემადგენლობის დადგენას, იგი შეიძლება იყოს როგორც ერთსულიანი, ისე მრავალსულიანი. ამასთანავე, საარსებო შემწეობის გაცემისას ოჯახად მიიჩნევა განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას, შესაბამისად, ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი. სწორედ ამიტომ, ოჯახის შეფასების, მისი შემადგენლობის დადგენისა და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისთვის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ე----- ს-------–---–ის ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იყო რეგისტრირებული და სოციალური დახმარება დანიშნული ჰქონდა ექვს წევრზე (ე----- ს-------–---–ი, ხ----- ბ--–-------ე, თ----ა ბ--–-------ე, გ--- ბ--–-------ე, გ--- ა---–-–---–ი, ლ---- ა---–-–---–ი). ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააგენტოს აცნობა, რომ 2017 წლის 1-----–-სს ე----- ს-------–---–ის ოჯახის წევრმა - თ----ა ბ--–-------ემ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. შედეგად, ე----- ს-------–---–ის ოჯახს სოციალური დახმარების მიცემა შეუჩერდა 2017 წლის 1--------------დან და სააგენტომ დაიწყო ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის გადამოწმება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის" მე-15 მუხლზე, რომლის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის: სახელმწიფო საზღვრის ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის დაფიქსირებისას. საარსებო შემწეობის შეჩერების შემთხვევაში, სააგენტო, შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის განმეორებით შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახის რომელიმე წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის დაფიქსირება წარმოქმნის სააგენტოს უფლებას, შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, რა შემთხვევაშიც სააგენტოს წარმოექმნა ვალდებულება შესაბამის ვადაში განმეორებით შეაფასოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე----- ს-------–---–ისთვის საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერების საფუძვლად მითითებულია კანონით გათვალისწინებული შემთხვევა, თუმცაღა საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერება მოხდა ფაქტობრივად და არა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობის შემდეგ, საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერება უნდა მომხდარიყო არა უბრალოდ ფაქტობრივი ქმედებით, არამედ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. კერძოდ, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 25.05.2017წ. გადაწყვეტილებაში (საქმე #ბს-365-360(კ-16)) განმარტა, „სახელმწიფო გასაცემელთან დაკავშირებით ურთიერთობის შინაარსის კონკრეტულად განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური აქტის გამოცემით. კანონი განსაზღვრავს წინაპირობებს, რომელთა არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაებას კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში, კანონით განსაზღვრული აბსტრაქტულ-გენერალური მოწესრიგება საჭიროებს მისი კონკრეტულ-ინდივიდუალური შემთხვევისადმი მისადაგებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ის არის კანონის მოთხოვნების ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გავრცელების საშუალება. სახელმწიფო ხელისუფლება კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად თავისი საქმიანობით უშუალოდ კი არ უპირისპირდება მოქალაქეს, არამედ გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც მიიღება კონკრეტული ზომა, როგორც სამართლიანი, განსაზღვრული და სავალდებულო ძალის მქონე ქმედება. სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქმნის აქტის ამოქმედების შემდგომ მისი თვითაღსრულების პირობას. აღნიშნულში ვლინდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებითსამართლებრივი მნიშვნელობა, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას პირის ნების საწინააღმდეგოდ, მის ხელთ არსებული კანონით დადგენილი აღსრულების საშუალებების გამოყენებით აღასრულოს აქტი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების სამართლებრივი ფუნქცია იმაში ვლინდება, რომ ის არის აღსრულების დაწყების აუცილებელი წინაპირობა“. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში საარსებო შემწეობის შესახებ მსგავსი აქტის გამოცემას ადგილი არ ჰქონია, თუმცაღა დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრმა ნამდვილად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, რაც დამატებითი, განმეორებითი კვლევის საფუძველს ქმნიდა ოჯახისთვის საარსებო შემწეობის განსაზღვრის კუთხით. ამ მიზნით, გარდა შემწეობის გაცემის ფაქტობრივად შეჩერებისა, სააგენტომ დაიწყო ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის გადამოწმება. ამასთანავე, 2017 წლის 09 ნომბერს ე----- ს-------–---–ის ოჯახის მიმართ სოციალური აგენტის მიერ შედგა ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიზეზადაც მიეთითა: ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას. ოქმში ოჯახში პირველი ვიზიტის თარიღად მითითებულია 2017 წლის 2--------------ი. ასევე, შედგენილი იქნა აქტი, რომ ე----- ს-------–---–მა არ მისცა მერის წარმომადგენელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილეს, სოციალურს აგენტსა და მთავარ სპეციალისტს ოჯახის მიმართ შესაბამისი რეაგირების განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულის საფუძველზე, ოჯახის განაცხადი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ, ძალადაკარგულად არის აღიარებული, ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში და შეუწყდა სოციალური დახმარება.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების წესის” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოჯახში ვიზიტისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) ოჯახს წარუდგინოს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, გააცნოს თავისი უფლება-მოვალეობები, განუმარტოს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, მიზანი და მნიშვნელობა; ბ) დამატებით შეახსენოს ოჯახის წევრებს წარმოშობილი უფლებები და მოვალეობები; გ) შეხვდეს და გაესაუბროს ოჯახის წევრებს (სასურველია ყველას), რათა შეიქმნას ზოგადი შთაბეჭდილება მოცემული ოჯახის შესახებ; დ) ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასების მიზნით ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეთანხმებით ზოგადად დაათვალიეროს ოჯახის საცხოვრისი (იგულისხმება ოჯახის საკუთრებაში და/ან მფლობელობაში არსებული თითოეული ნივთის _ მოძრავის თუ უძრავის, პროდუქციის (მათ შორის გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი მოხმარების) გულდასმით დათვალიერება, რაც დაეხმარება სააგენტოს უფლებამოსილ პირს ოჯახის შესახებ ფაქტობრივი მდგო----ეობის დასადგენად საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და ოჯახის დეკლარაციის სწორად შევსებისათვის). იმავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის წევრები ასახელებენ ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთანაც წარიმართება ინტერვიუ. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, არის ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს; ხოლო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2--------–-ს №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არის მაძიებლის სხვა წევრთა ნდობით აღჭურვილი ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანიწევრი ან მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას სააგენტოსათვის მიწოდებული მონაცემების სისწორისათვის.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების წესის” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს (შემდგომში - „შეწყვეტის ოქმი“) (დანართი №3) ავსებს იმ შემთხვევებში თუ ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას; იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის, ოჯახის სხვა წევრ(ებ)ის, ან მესამე პირის მხრიდან ადგილი აქვს სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასებაში ხელის შეშლას და ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობას. მითითებული მუხლის მე-11 პუნქტი ადგენს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზეზ(ებ)ით შეწყვეტის ოქმის შევსების შემთხვევებში, ოჯახს უუქმდება რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ერთი წლით კარგავს უფლებას ხელახალ რეგისტრაციაზე. შეწყვეტის ოქმის შევსების შემდეგ ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას კარგავს ავტომატურად. მე-16 მუხლის თანახმად კი, შეწყვეტის ოქმის შევსების შემდეგ სააგენტო ვალდებულია წერილობით აცნობოს ოჯახს განაცხადის ძალადაკარგულად აღიარების, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების და/ან ოჯახისათვის ხელახალი რეგისტრაციის ერთი წლით შეზღუდვის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრებმა ხელი არ უნდა შეუშალონ სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენელს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, შეივსოს სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი, რომელიც ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. სწორედ მოცემულ საფუძველზე მითითებით შედგა გასაჩივრებული ოქმი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, ე----- ს-------–---–მა სააგენტოს წარმომადგენლებს არ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია, მაგრამ თავად ოქმის შემდგენი პირის განმარტების მიხედვით, მოსარჩელის ოჯახში ვიზიტისას მას ასევე დახვდა ოჯახის სრულწლოვანი წევრი - გ--- ბ--–-------ე, თუმცაღა მასთან არც კი მომხდარა ინტერვიურება და ინფორმაციის მოძიება. ამდენად, ერთი მხრივ, საყურადღებოა, რატომ იქნა უშუალოდ ე----- ს-------–---–ი მიჩნეული ოჯახის უფლებამოსილ პირად, მეორე მხრივ კი, სააგენტოს თანამშრომელს უნდა ეცადა მაინც ოჯახის სხვა წევრებისგან ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ რამდენად აუცილებელი იყო მოცემულ შემთხვევაში ოჯახის საცხოვრისში შესვლა, რადგანაც განმეორებითი შეფასება ხდებოდა იმ გარემოების შესწავლის და დადგენის მიზნით, რაც დაკავშირებულია ოჯახის წევრის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან და არა ქონებრივი მდგო----ეობის გაუმჯობესებასთან. თუმცა, პალატის აზრით, არც ამ კუთხით შემოწმებას გამორიცხავს დამატებითი, განმეორებითი კვლევა. პალატა მიუთითებს, რომ საცხოვრისში შეშვებაზე უარის თქმის მიუხედავად, სააგენტო უფლებამოსილი იყო, რომ სახლის გარეთ, თუნდაც ადმინისტრაციულ ორგანოში მიწვევის ფორმით, მოეხდინა ოჯახის წევრებთან ინტერვიუირება. ამრიგად, სოციალური აგენტის ვალდებულებას წარმოადგენდა მოეპოვებინა როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური ინფორმაცია, ასევე, გამოეკითხა ოჯახის ყველა სრულწლოვანი პირი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლებიც ადგენს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-246-243(კ-14)), რომლის თანახმად, „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.“

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები გამოკვლეული, მაგრამ ისე, რომ ისინი თვითონაც არ გამოუკვლევია და გადაუწყვეტია, ისე დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახის შეფასებისა და სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები - დაედგინა მოსარჩელის ოჯახის არსებული დემოგრაფიული მდგო----ეობა, ოჯახის სულადობა საარსებო შემწეობის დანიშვნის მიზნებისთვის, უნდა დაედგინა ე----- ს-------–---–ის ოჯახის ქონების და ყოფითი პირობების შესწავლა - შეფასება დადგენილი წესების შესაბამისად, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები, რისთვისაც უნდა გამოეყენებინა კანონმდებლობით მინიჭებული ყველა შესაძლებლობა. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად წარმართვას კი კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რამდენადაც სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას - ე----- ს-------–---–ის ოჯახის არსებული მდგო----ეობის დადგენას, შეფასებას და სათანადო სოციალური გარანტიების მიკუთვნებას, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს შესაბამისი ოდენობის შემწეობის გაცემის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2017 წლის 09----------- ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბასამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამასთანავე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. აღნიშნული ნორმის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ასევე, იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციასა და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

რაც შეეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 2-----------ს N0--------1 და 2018 წლის 1---------ს N0-------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულია სარჩელის ერთ-ერთი სახე - შეცილებითი სარჩელი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსარჩელეს, მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად კი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინდვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გააჩნია შემდეგი აუცილებელი ნიშნები: 1. გამოიცემა სპეციალური ორგანოს - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ; 2. უნდა ემყარებოდეს ადმინისტრაციულ კანონმდებლობას; 3. ეხება პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს; 4. ახდეს საკითხის მოწესრიგებას - „აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს“. თუკი აღნიშნულ ელემენტთაგან რომელიმე არ გვაქვს სახეზე, აქტი ვერ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივად. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 2-----------ს N0--------1 და 2018 წლის 1---------ს N0-------- წერილები არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რამეთუ მათ საფუძველზე არ ხდება სადავო საკითხის მოწესრიგება, პირისთვის გარკვეული უფლების წარმოშობა, შეწყვეტა, შეცვლა ან დადასტურება. მითითებული წერილები არის მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის, რომელთა საფუძველზეც მოხდა არა რაიმე საკითხის მოწესრიგება, მოსარჩელისთვის კონკრეტული შედეგის წარმოშობა, არამედ განმარტებულ იქნა რომელი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები გახდა მოსარჩელისთვის კომპენსაციის გაცემის შეჩერების, შემდგომში კი - შეწყვეტის მიზეზი. იმავდროულად, კომპენსაციის გაცემის შეწყვეტა, რომლის კანონიერებაზეც დავობს მოსარჩელე, არ განხორციელებულა სადავო წერილებით, არამედ მას საფუძვლად დაედო სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 09----------- ოქმი, რომელიც ასევე გასაჩივრდა მხარის მიერ და მისი კანონიერება არსებითად შესწავლილი და გადაწყვეტილი იქნა სასამართლოს მიერ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის მიზანია აღმოიფხვრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამდგარი ვითარება ანუ აღდგეს აქტის გამოცემამდე არსებული მდგო----ეობა, გასაჩივრებული წერილებით კი არ მომხდარა ე----- ს-------–---–ის უფლებების შეზღუდვა, მისი ინტერესის ხელყოფა, შესაბამისად, წერილების გაუქმებას ვერ მოჰყვება მოსარჩელისთვის რაიმე სამართლებრივი შედეგი, ვერ გამოიწვევს კომპენსაციის შეწყვეტის უკანონოდ ცნობას და კომპენსაციის გაცემის ვალდებულების წარმოშობას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს აღნიშნული კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილი დასაშვებობის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით. ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილი დაუშვებელია და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს ამ ნაწილში.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. ე----- ს-------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2017 წლის 09----------- ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში.

 

ე----- ს-------–---–ის სარჩელზე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 2-----------ს N0--------1 და 2018 წლის 1---------ს N0-------- წერილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, დაუშვებლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 32-ე, 34-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 272-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე, 414-ე-416-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალურის მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ე----- ს-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურ-ეკონომიკური მდგო----ეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2017 წლის 09----------- ოქმი და სსიპ სოციალურის მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში.

 

5.ე----- ს-------–---–ის სარჩელზე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 2-----------ს N0--------1 და 2018 წლის 1---------ს N0-------- წერილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, შეწყდეს საქმის წარმოება, დაუშვებლობის გამო.

 

6. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში.

7. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი