განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100116001648395
საქმე №----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 იანვარი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის მდივნები ლელა ბახტაძე, ეკატერინე დიხამინჯია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: თ---------------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: დ-------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თბილისი, ა-----–----------------------ში.
ადვოკატი - ი-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (2016 წლის 19 ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (2016 წლის 05 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლი (2016 წლის 05 ნოემბრის ეპიზოდი);
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით, ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რაც დაკავებაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2900 ლარის ოდენობით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა თ---------------–---–მა და მოითხოვა პირველი ინსტენციის სასამართლოს მიერ დ-------------ისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება, ვინაიდან დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი. ბრალდების მხარე განმარტავს, რომ ყველა სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს რომელი მიზნის მიღწევა არის უფრო მნიშვნელოვანი და შესაბამისად უნდა მოხდეს სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრა. ჩადენილი დანაშაულიდან გამომდინარე შეფარდებული სასჯელი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ,,შესაბამისი“ საშუალება. დ-------------ის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სპეციფიკა (კერძოდ, მან ჩაიდინა ოჯახური, განზრახი, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების წინააღმდეგ, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები) მიუთითებს მის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების აუცილებლობაზე. სასჯელის, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, დამნაშავის რესოციალიზაციას და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას. სასჯელის დანიშვნის დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის ქმედებას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი, წარსულშიც გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი და არსებობს საფრთხე, რომ მის მიმართ გამოყენებულმა ლოიალურმა სასჯელმა განაპირობოს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა.
განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ-------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----------მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ-------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, რადგან გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. 2016 წლის 19 ივნისის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდეგნილი იქნა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება. სასამართლომ უკანონოდ და დაუსაბუთებლად დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ 2016 წლის 19 ივნისის ეპიზოდთან დაკავშირებით საქმეზე არ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებები, რომელიც ობიექტურ პირს შეუქმნიდა რწმენას დ-------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაზე. რაც შეეხება 2016 წლის 05 ნოემბერს ოჯახში ძალადობის და მუქარის ეპიზოდებს, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთ პირდაპირი მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად. შემაკავებელი ორდერის დამტკიცება მოხდა დ-------------ის მონაწილეობის გარეშე და მას არ მიეცა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა პოზიცია. ამასთან, დაზარალებული და მისი შვილი დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ, არ არიან ნეიტრალურნი, რისი მხედველობაში მიღებითაც, მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარემ მოითხოვა დ-------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
მხარეებს სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი არ წარუდგენიათ.
სასამართლომ დაადგინა:
დ-------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქრათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლისთ გათავლისწინებული შედეგი (2016 წლის 19 ივნისის და 2016 წლის 05 ნოემბრის ეპიზოდები), მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი-----------–--ე 1991 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ-------------თან. 2016 წელს ისინი განქორწინდნენ, მაგრამ ერთ მისამართზე ცხოვრობდნენ საერთო შვილებთან, თ------- და ლ---–- ხ------ებთან ერთად თბილისში, ამ----–-----------------------ში. თანაცხოვრების მანძილზე, დ-------------ი სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას ი-----------–--ის მიმართ, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც ი-----------–--ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და სულიერ ტანჯვას. 2016 წლის 19 ივნისს თბილისი, ა-----–------------------ში დ-------------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ი-----------–--ეს, კერძოდ ლანძღავდა მას, რის შედეგადაც ი-----------–--ემ განიცადა ტანჯვა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა განახორციელა ი-----------–--ის მიმართ, კერძოდ ხელი წაუჭირა ყელის არეში, რა დროსაც ი-----------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ი-----------–--ე 1991 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ-------------თან. 2016 წელს ისინი განქორწინდნენ, მაგრამ ერთ მისამართზე ცხოვრობდნენ საერთო შვილებთან, თ------- და ლ---–- ხ------ებთან ერთად თბილისში, ამ----–-----------------------ში. თანაცხოვრების მანძილზე, დ-------------ი ძირითადად ეჭვიანობის ნიადაგზე, ხშირ შემთხვევაში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას ი-----------–--ის მიმართ: აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აშანტაჟებდა, რომ მის ნაცნობებსა და ახლობლებს სახელისგამტეხ ინფორმაციას მიაწვდიდა მასზე. აღნიშნულით, ი-----------–--ე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და სულიერ ტანჯვას. 2016 წლის 05 ნოემბერს, ქ.თბილისი, ამ----–-----------------------ში, დ-------------მა ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის ი-----------–--ის მიმართ: მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელებსა და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, შემდეგ კი ტელევიზორის ე.წ. პულტი მიაბჯინა მარცხენა ყურზე და ფიზიკური ძალის გამოყენებით რამოდენიმეჯერ ჩააჭირა ყურის ნიჟარაზე, ასევე რამოდენიმეჯერ დაარტყა მუშტი მარჯვენა მკლავის მიდამოში. ყოველივე აღნიშნულით, ი-----------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2016 წლის 05 ნოემბერს, თბილისი, ამ----–-----------------------ში, დ-------------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს ი-----------–--ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ დ-------------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ დ-------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 19 ივნისის და 2016 წლის 05 ნოემბრის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ:
დაზარალებულ ი-----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ დ-------------ი არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც დაქორწინებული იყო 25 წელი. მათ ჰყავთ ორი ქალიშვილი - ლ---–- და თ------- ხ------ები. ქორწინების მანძილზე მეუღლე ძალადობდა მასზე, რასაც იგი ითმენდა, რადგან მეუღლე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა შვილების წართმევით. მეუღლის მხრიდან ძალადობა განსაკუთრებით გაუსაძლისი გახდა მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. დ-------------ი უმიზეზოდ ეჭვიანობდა, რის გამოც ყოველდღიურად აყენებდა შეურაცხყოფას და ფიზიკურად ძალადობდა მასზე, რის გამოც იგი იყო ძალიან დათრგუნული. საპატრულო პოლიციას დახმარებისთვის ხშირად არ მიმართავდა, რადგან დაახლოებით ცხრა წელია, რაც მას აქვს კერძო საბავშვო ბაღი და ეშინოდა სახელის გატეხვის. მეუღლე ხვდებოდა მის თანამშრომლებს საბავშვო ბაღში, ასევე მისი აღსაზრდელების მშობლებს და ლანძღავდა მას. მოუწოდებდა ბავშვები გაეყვანათ საბავშვო ბაღიდან, მაშინ როდესაც ეს შემოსავალი იყო მისი ერთადერთი საარსებო წყარო. სტრესის მოსახსნელად იგი, დილით, ბოტანიკურ ბაღში დარბოდა, სადაც ერთხელ დახვდა მისი მეუღლე და ცემა, რის შემდეგ სავარჯიშოდ აღარ წასულა, რადგან გაიაზრა, რომ შესაძლოა ისე მოეკლა, ვერავის ვერაფერი გაეგო. ასე ხდებოდა ყოველდღიურად, მიიმწყვდევდა ხოლმე კუთხეში და ემუქრებოდა ყელის გამოჭრით. მათი შვილები ცდილობდნენ დედის დაცვას ძალადობისგან, რადგან თავად ამას ვეღარ ახერხებდა. 2016 წლის 19 ივნისს, იყო სახლში, თბილისი, ა-----–--ის N-, ბინა N--ში, რა დროსაც მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, წვდა ყელში, მუშტებით და წიხლებით დაუწყო ცემა, ისე ძლიერად წაუჭირა ხელი ყელში, რომ ხრიალი დააწყებინა. მან განიცადა ტკივილი, რა დროსაც მიეშველა ქალიშვილი ლ--–- ხ------ი. შემთხვევის ადგილზე მივიდა პატრული და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა მათ მის ყელზე არსებული სიწითლე ვერ დააფიქსირეს. 2016 წლის 20 ივნისს, სასამართლომ დაამტკიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის პირობებს მისი მეუღლე სისტემატურად არღვევდა და თითქმის ყოველდღე აკითხავდა სახლში. 2016 წლის ზაფხულში ისინი განქორწინდნენ. 2016 წლის 05 ნოემბერს იგი იყო სახლში და ჭურჭელს რეცხავდა. ტელევიზორში გადიოდა გადაცემა ქალთა უფლებების დაცვაზე. მან აზრი გამოთქვა, რომ უნდოდა ორგანიზაციის დაარსება, რომელიც დაიცავდა მას და სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს. აღნიშნულზე დ-------------ი გაღიზიანდა, წამოხტა ფეხზე და ძლიერად ჩააჭირა პულტი მარცხენა ყურთან, რაც ძალიან ეტკინა. ეგონა, რომ ყურის აპკი გაუსკდა. დ-------------მა მიიმწყვდია იგი კუთხეში და ურტყამდა მარჯვენა მკერდის და ბეჭის არეში, ასევე ფეხებზე, ფეხებით და ხელებით, რა დროსაც იგი ძლიერ ტკივილს განიცდიდა. ისინი ქალიშვილმა თ------- ხ------მა გააშველა. დ-------------ი მას დაემუქრა, რომ ყელს გამოსჭრიდა და მოკლავდა. მან მეუღლის მუქარა რეალურად აღიქვა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მას და მის შვილებს რეალური საფრთხე ემუქრებოდათ. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პატრულის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომლებმაც იგი გადაიყვანეს ,,ნიუ ჰოსპიტალში“, სადაც აღმოუჩინეს დახმარება.
მოწმე ა-–------------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის პატრულ-ინსპექტორი. 2016 წლის 19 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ოჯახური კონფლიქტის თაობაზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე მივიდა თბილისში, ა-----–-------------ში. სახლში დახვდათ დ-------------ი, ი-----------–--ე და მათი შვილი. ი-----------–--ის განმარტებით, მას ჰქონდა მეუღლესთან კონფლიქტი, რომელმაც ყელისა და თავის არეში მიაყენა დაზიანებები, რის გამოც განიცდიდა ტკივილს, თუმცა ზედაპირულად არაფერი ემჩნეოდა. ი-----------–--ე იყო ძალიან განერვიულებული, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომლებმაც ადგილზე გაუწიეს დახმარება. მათი შვილი ამბობდა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მშობლებს შორის ხშირად იყო კონფლიქტები. ი-----------–--ის განმარტებით, ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს მათ შვილს ხელი მოტყდა. ი-----------–--ის მოთხოვნით გაიცა შემაკავებელი ორდერი. დ-------------მა მათ განუმარტა, რომ ისინი უმნიშვნელო მიზეზით შეკამათდნენ და რამე განსაკუთრებული არ მომხდარა. მანვე დასძინა, რომ გადავიდოდა დასთან საცხოვრებლად და საპატრულო პოლიციასთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი. 2017 წლის იანვრის დასაწყისში მას კვლავ მოუწია იმავე ოჯახში გამოძახებაზე მისვლა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, რა დროსაც დაზარალებულმა ი-----------–--ემ მათ განუმარტა, რომ დ-------------ი ხვდებოდა მისი საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს და არწმუნებდა, რომ საბავშვო ბაღში მათ შვილებს სათანადოდ არ უვლიდნენ.
მოწმე ა-----–--–----------ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი არის პატრულ-ინსპექტორი. 2016 წლის 19 ივნისს ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, მდებარე: თბილისი, ა-----–-----------ში. სახლში დახვდათ ი-----------–--ე, მისი მეუღლე დ-------------ი და მათი შვილი. ი-----------–--ე აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახის და ყელის მიდამოში. გამოიძახებული იქნა სასწრაფო დახმარება. ი-----------–--ემ მათ განუცხადა, რომ წარსულში, კონფლიქტის დროს დ-------------მა მათ შვილს მოტეხა ხელი. შემთხევევის ადგილზე მყოფმა მათმა შვილმა განმარტა, რომ მშობლებს ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი და მამა სისტემატურად აყენებდა დედას შეურაცხყოფას, ხოლო შემთხვევის დღეს დ-------------მა დედას სახისა და ყელის არეში მიაყენა დაზიანებები. დ-------------მა მათთან ერთად დატოვა საცხოვრებელი სახლი და მისივე განმერტებით საცხოვრებლად გადავიდა დასთან. ი-----------–--ის მოთხოვნით გაიცა შემაკავებელი ორდერი. 2017 წლის იანვარში გამოძახების საფუძველზე, იგი კვლავ იყო მისული იმავე მისამართზე, რა დროსაც ი-----------–--ემ განუმარტათ, რომ დ-------------ი მიდიოდა მის სახლთან, ილანძღებოდა, აწუხებდა მეზობლებს და მისი კუთვნილი საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს.
მოწმე ა--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის სასწრაფო დახმარების ექიმი. 2016 წლის 19 ივნისს იყო მორიგე. საღამოს 22:30 საათზე მიიღო გამოძახება ა-----–-----------------ში, სადაც შეტყობინების თანახმად იყო ოჯახური კონფლიქტი. მისამართზე დახვდათ ანერვიულებული ქალბატონი ი-----------–--ე, რომელიც აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, უჩიოდა ტკივილს ცხვირისა და ყელის არეში, ამბობდა, რომ მეუღლემ ყელში წაუჭირა ხელი, თუმცა ვიზუალურად არაფერი აღენიშნებოდა. პაციენტი შეამოწმეს, მისცეს დამამშვიდებელი პრეპარატები და დატოვეს შემთხვევის ადგილი. ი-----------–--ემ უარი განაცხადა საავადმყოფოში გადაყვანაზე. ასევე შეამოწმეს დ-------------ი, რომელიც იყო აღელვებული და ჰქონდა მაღალი წნევა.
მოწმე მ--------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი არის სასწრაფო დახმარების ექიმი. 2016 წლის 19 ივნისს საღამოს დაახლოებით 22:00 საათზე ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე გამოცხადდა გამოძახებაზე თბილისში, ა-----–----------ზე. ადგილზე დახვდათ საპატრულო პოლიციის ბრიგადა, დ-------------ი და მისი მეუღლე ი-----------–--ე. ი-----------–--ე აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. ორივე აღელვებული იყო, მამაკაცს ჰქონდა მაღალი წნევა, ხოლო ქალბატონი უჩიოდა ტკივილს ცხვირის და ყელის არეში და აცხადებდა, რომ მეუღლემ ხელი წაუჭირა. თუმცა, იმ წუთას მას გარეგნულად დაზიანების კვალი არ ეტყობოდა.
2016 წლის 19 ივნისის N------ შემაკავებელი ორდერის მიხედვით, 2016 წლის 19 ივნისს თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდის მიმართულების პირველი ოცეულის პატრულ-ინსპექტორის ა-–------------–-----ის მიერ თბილისში, ა-----–----------, ბინა N--–-, შედგა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველი გახდა მოძალადე დ-------------ის მიერ მისი მეუღლის - ი-----------–--ის მიმართ ძალადობა, რაც გამოიხატა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში.
2016 წლის 20 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დამტკიცდა 2016 წლის 19 ივნისს გაცემული N------ შემაკავებელი ორდერი მოძალადე დ-------------ის მიმართ. მოძალადე დ-------------ი მოშორებული იქნა იმ სახლიდან, სადაც მსხვერპლი - ი-----------–--ე ცხოვრობს და აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ი-----------–--ე იმყოფება.
2016 წლის 28 ივნისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით ი-----------–--ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნება.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-------–--–---–მა.
2016 წლის 26 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით 2016 წლის 26 ოქტომბერს შეწყდა ქორწინება ი-----------–--ეს და დ-------------ს შორის.
მოწმე თ------- ხ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დ-------------ი არის მისი მამა, რომელიც მისი დედის - ი-----------–--ის მიმართ თანაცხოვრების განმავლობაში იყო აგრესიული და ეჭვიანი. დ-------------ის ძალადობამ გაუსაძლისი სახე მიიღო მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ. მამა ყოველდღიურად ახორციელბდა დედაზე როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ ძალადობას, აგინებდა, ცემდა და აშანტაჟებდა. ერთხელ მისივე ნათესავების თანდასწრებით, სიგარეტიც ჩააწვა ზურგში. მას ხშირად უწევდა მშობლების გაშველება, რა დროსაც ერთხელ ხელი კრა დ-------------მა, რის შედეგად ხელი იღრძო, თუმცა სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს. მშობლები 2016 წლის ოქტომბერში განქორწინდნენ. შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, დ-------------ი დახვდა ი-----------–--ის ბაღის აღსაზრდელების მშობლებს და უტეხდა დედას სახელს. 2016 წლის 05 ნოემბერს, საღამოს 09 საათზე იმყოფებოდა სახლში. ტელევიზიით გადაიცემოდა ქალთა ძალადობისადმი მიძღვნილი გადაცემა, რაზეც დედამ თქვა, რომ ქალთა უფლებების დასაცავად სურდა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რის გამოც მამამ ხელი ჰკრა დედას, ტახტზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა. იგი შეეცადა მათ გაშველებას, რადგან დედა ვერ უწევდა წინააღმდეგობას. მერე დ-------------მა აიღო პულტი და ი-----------–--ეს ყურში ძლიერად ჩააჭირა, რაზეც ი-----------–--ემ შეჰყვირა. დ-------------ი აგინებდა ი-----------–--ეს და დაემუქრა, რომ მოკლავდა, ააფეთქებდა, შტურმით აიღებდა მის ბაღს, ასევე ემუქრებოდა, რომ თუ გაშორდებოდა, გაამწარებდა. მისი მუქარა იყო რეალური, რადგან წარსულში ბევრჯერ აუღია ხელში დანა. ბოლო წლების განმავლობაში მისი მუქარები გახდა სისტემატური და რეალური, რის გამოც ის და მისი და მარტო არ ტოვებდნენ დედას. მათ სურდათ პატრულის გამოძახება, რის საშუალებასაც დ-------------ი არ აძლევდათ, თუმცა მაინც მოახერხეს და მისივე ტელეფონით გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. ი-----------–--ეს ტკიოდა ყური, რაღაც ჰქონდა ყურში გახეთქილი, რის გამოც გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება და ი-----------–--ე გადაიყვანეს კლინიკაში, დ-------------ი კი დააკავეს. ი-----------–--ეს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა მის სხეულზე არსებული დალურჯებები.
მოწმე გ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის პატრულ-ინსპექტორი. 2016 წლის 05 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გამოძახების საფუძველზე, დაახლოებით 22:00 საათზე გამოცხადდა თბილისი, ა-----–----------, ბინა N--–-, სადაც სახლთან დახვდათ ი-----------–--ე და განუმარტა, რომ მეუღლემ დ-------------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულმა მიუთითა, რომ ბრალდებულმა პულტი ჩაარტყა ყურში და განიცდიდა ძლიერ ტკივილს. ასევე აღელვებული იყო დ-------------იც. გარეგნულად ფიზიკური დაზიანება არცერთს არ ეტყობოდა. ი-----------–--ემ განმარტა, რომ ამ შემთხვევამდე ორჯერ იყო გაცემული შემაკავებელი ორდერი, ვინაიდან ძალადობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. დ-------------ი ადგილზე დააკავეს. გაიცა დამცავი ორდერი. ი-----------–--ე კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში.
მოწმე ლ-–------------–---ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი არის პატრულ ინსპექტორი. 2016 წლის 05 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით 22:00 საათზე, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებაზე გამოცხადდა თბილისი, ა-----–----------, ბინა N--–-, სადაც ადგილზე დახვდათ ი-----------–--ე, რომელიც იყო აღელვებული. მისი განმარტებით მეუღლემ მასზე განახორციელა ფიზიკური ზეწოლა, კერძოდ მარცხენა ყურზე მიაჭირა პულტი, რის გამოც განიცდიდა ტკივილს. ი-----------–--ემ ითხოვა შემაკავებელი ორდერის გაცემა, ამასთან განმარტა, რომ მეუღლის მხრიდან მასზე ძალადობას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, რის გამოც წარსულშიც იყო გაცემული შემაკავებელი ორდერები. დაზარალებულს დაზიანებები გარეგნულად არ ეტყობოდა, თუმცა მისი მითითების შემდეგ დააკვირდა და ყური შიგნიდან ჰქონდა დასისხლიანებული, რის გამოც გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება, რომელმაც დაზარალებული გადაიყვანა საავადმყოფოში. გაიცა შემაკავებელი ორდერი, დ-------------ი კი ადგილზე იქნა დაკავებული.
მოწმე ნ------------- ჩვენებით დადგენილია, რომ არის სასწრაფო დახმარების ექიმი. 2016 წლის 05 ნოემბერს მიიღეს შეტყობინება, რომ თბილისი, ა-----–---------- N--ში ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ი-----------–--ემ განუცხადათ, რომ მეუღლემ ცემა. უჩიოდა ტკივილს ყურის არეში, თუმცა დაზიანება ვიზუალურად არ ეტყობოდა, რის გამოც უფრო ღრმა კვლევისთვის გადაყვანილი იქნა ,,ნიუ ჰოსპიტალში“. ი-----------–--ე იყო ძალიან აღელვებული რის გამოც მისცეს დამამშვიდებელი პრეპარატები.
მოწმე ბ------------–--–--ის ჩვენებით დგინდება, რომ არის სასწრაფო დახმარების ექიმი. 2016 წლის 05 ნოემბერს, მიღებული გამოძახების საფუძველზე, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, 22:20 საათზე, გამოცხადდა თბილისში, ა-----–-----------ში, სადაც დახვდათ ი-----------–--ე, რომელიც იყო აღელვებული და უჩიოდა ტკივილს მარცხენა ყურის არეში, რაც უკავშირდებოდა მისი მეუღლის მხრიდან ცემის ფაქტს. პაციენტი დაზიანების იდენტიფიცირების მიზნით გადაყვანილი იქნა კლინიკა ,,ნიუ ჰოსპიტალში“.
2016 წლის 05 ნოემბრის N------ შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2016 წლის 05 ნოემბერს, თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდის მიმართულების მე-2 ოცეულის პატრულ-ინსპექტორის ლ-–------------–---ის მიერ თბილისი, ა-----–----------, ბინა N--–-, შედგა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველი გახდა მოძალადე დ-------------ის მიერ მისი მეუღლის - ი-----------–--ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება.
2016 წლის 06 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დამტკიცდა 2016 წლის 05 ნოემბერს გაცემული N------ შემაკავებელი ორდერი მოძალადე დ-------------ის მიმართ. მოძალადე დ-------------ს აეკრძალა მსხვერპლის - ი-----------–--ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა შემდეგი პირობით - მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ სხვა ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
2016 წლის 09 ნოემბრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N--------- დასკვნით, პირადი შემოწმებისას ი-----------–--ეს სხეულზე არსებული დაზიანებანი სისხლნაჟღენთების და ნაჭდევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2016 წლის 05 ნოემბერს.
ექსპერტის დასკვნის შინაარსი დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----------------–--ემ.
2016 წლის 06 ნოემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 06 ნოემბერს 01:55-02:15 საათზე, მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ ი-----------–--ემ გამოძიებას ნებაყოფლობით, წარუდგინა ტელევიზორის ,,პულტი“.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან აშკარაა, რომ განაჩენის, როგორც სასამართლოს მიერ საბოლოოდ მიღებული საპროცესო აქტის საფუძველი მტკიცებულებათა უტყუარობაა. ამასთან, არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ვინაიდან განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ-------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის 19 ივნისის და 2016 წლის 05 ნოემბრის ეპიზოდები), მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2016 წლის 05 ნოემბრის ეპიზოდი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.“
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა, რომ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სასამართლო განაჩენის გამოტანის დროს დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულის და დაინტერსებეული მოწმეების ჩვენებებს, რომელბიც არიან სუბიექტურები და დაინტერესებულნი, ამასთან, მათი ჩვენებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და არის ურთიერთგამომრიცხავი, ასევე ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება ი---------–--ისთვის მსჯავრდებულ დ-------------ის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტი, პალატის მიერ ვერ იქნება გაზირებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
ზოგადად, ოჯახურ დანაშაულთა უმრავლესობა, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან.
მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 19 ივნისის ეპიზოდთან დაკავშირებით დაზარალებულმა ი---------–--ემ დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერა განვითარებული მოვლენები, რაც თანხვედრაშია და გამყარებულია მოწმეების - პატრულ-ინსპექტრორების ა-----–--–----------ის, ა-–------------–-----ის, ასევე სასწრაფო დახმარების ექმიმების ა--------------–---–ის და მ--------–---–ის ჩვენებებთან, რომელთა გაუზიარებლობის საფუძველი, სასამართლოს არ გააჩნია.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ დ-------------ისთვის წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილში, საკმარისი მტკიცებულებები არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ემუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
შესაბამისად, იმისათვის, რომ ძალადობა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია ძალადობრივმა ქმედებამ ან ქმედებებმა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი. პალატას მიაჩნია, რომ ყელში წვდომა, მუშტების და წიხლების დარტყმა წარმოადგენს ძალადობრივ ქმედებას. ამ დანაშაულისათვის დამახასიათებელია ის, რომ ფიზიკური ტკივილი დაზარალებულისათვის არ იწვევს მისი ჯანმრთელობის ხელშესახებ დაზიანებას. ფიზიკური ტკივილი შეფასებითია და პალატის მოსაზრებით არ საჭიროებს დამატებით მტკიცებას. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ თუნდაც ხილული დაზიანების არსებობის შემთხვევაში, თუ დაზარალებული უარყოფს ფიზიკური ტკივილის განცდას, ქმედება არ დაკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით. შესაბამისად, დაცვის მხარის მითითება, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ი-----------–--ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა - არ წარმოადგენს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ დაზარალებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია ძალადობის ფაქტს.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 05 აპრილის N-43-IIს დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ქალის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ნიშანდობლივია, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, ქალის მიმართ, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და აქვს დამანგრეველი გავლენა მსხვერპლზე.
ამავე კონვენციის მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებს საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
რაც შეეხება 2016 წლი 05 ნოემბრის ეპიზოდს, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ დაზარალებულს განზრახული ჰქონდა დ-------------ის დაჭერა, რის გამოც პროვოკაცია მოუწყო მას, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის კონფლიქტს წარსულში არაერთხელ ჰქონდა ადგილი. ამასთან, ის გარემოება, რომ თ------- ხ------ი დაზარალებულის შვილია უპირობოდ არ შეიძლება მოწმის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდეს, მით უფრო იმ პირობებში, რომ ხსენებულ დღეს ძალადობის ჩადენის ფაქტი აგრეთვე დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151–ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. ოჯახის წევრის მიმართ მუქარის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა დ-------------ის მიერ ი-----------–--ის მიმართ განხორციელებული მუქარის - შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი. დანაშაულის შემადგენლობისთვის მუქარის განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულ ი-----------–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება იმ საკითხთან დაკავშირებით რეალურად აღიქვა თუ არა დ-------------ის მხრიდან განხორციელებული მუაქარა - არის დამაჯერებელი.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ-------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----------ს სააპელაციო საჩივარი არის უსაფუძვლო, არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატა ეთანხმება მუქარის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ კვალიფიკაციას, შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია ქმედება დ-------------მა ჩაიდინა 2016 წლის 05 ნოემბერს, რა დროსაც მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლს ნაწილები არ გააჩნდა, თუმცა 2017 წლის 04 მაისის N763 კანონით (ამოქმედდა 2017 წლის 01 ივნისიდან) განხორციელებული ცვლილებების შემდგომ ხსენებული მუხლის კონსტრუქცია შეიცვალა და დღეის მდგომარეობით იგი ორი ნაწილისგან შედგება. ამასთან, 2017 წლის 01 ივნისიდან 2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი არის 2017 წლის 01 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 151-ე მუხლის იდენტური. ვინაიდან ამ რედაქციით არ ხდება მსჯავრდებულის დანაშაულებრიობის ან დასჯადობის დამძიმება პალატა თვლის, რომ დ-------------ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გათვალიწინებული იქნა, რომ დ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ამასთან დ-------------ის მხრიდან დაზარალებულისადმი ძალადობის რისკები მინიმუმამდეა დასული, რადგან ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ.
სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენით დ-------------ს განსაზღვრული საბოლოო სასჯელი - ჯარიმა 2 900 ლარის ოდენობით, პალატას სამართლიან სასჯელად მიაჩნია და თვლის, რომ სწორედ აღნიშნული სასჯელი გახდება მსჯავრდებულისათვის დამაფიქრებელი და უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, კერძოდ, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სამართლიანობის აღდგენას, ასევე დანაშაულის პრევენციას.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება პულტი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი დ-------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი. შესაბამისად, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ---------------–---–ის და მსჯავრდებულ დ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----------ს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ---------------–---–ის და მსჯავრდებულ დ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----------ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დ-------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
დ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 19 ივნისის ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 05 ნოემბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ-------------ს განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რაც დაკავებაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2900 ლარის ოდენობით.
დ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
ნივთიერი მტკიცებულებების ბედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
პულტი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე