განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100117002239907
საქმე №1ბ/1498-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ----------------–---–ის
ადვოკატ: ი-–-----------–---–-ს
გამართლებულ: მ-----------------ის
თარჯიმან: ა---------–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ მ--------–--–----------------ის დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის (---------------------), რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ--–----------------------–----------–-ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის I2 ნაწილით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ-----------------მა ჩაიდინა სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება - სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
გ------–----------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სცემდა და ამცირებდა მისი მეუღლე, - მ-----------------ი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა თ--–-------------------------–-------------–-ში. გ------–-------------- მის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემისა და ძალადობის შედეგად განიცდიდა მუდმივ ფსიქიკურ ტანჯვას. მ--------------------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა დროის მცირე მონაკვეთში მეუღლის გ------–-------------ს მიმართ განხორციელებული არაერთი ძალადობრივი ქმედებით. კერძოდ, 2017 წლის 3 აგვისტოს, თ--–----------------------–----------–-ში მდებარე სავხოვრებელ სახლში, მ-----------------მა კონფლიქტის დროს, გ------–----------ას ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო იმავე დღეს მოგვიანებით ჯერ ხელი დაარტყა ზურგის არეში, ხოლო შემდეგ წაქცეულ გ------–----------ას ხის სკამი დაარტყა ორჯერ თავისა და ზურგის არეში.
ამის შემდეგ, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, ღამის საათებში, თ--–-----------------------–----------–-ში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ-----------------მა, თავის საცხოვრებელ სახლში ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, გ------–----------აზე. კერძოდ, გ------–----------ას ეძინა, რა დროსაც მ--------ა მას თავში ჩაარტყა სკამი. გ------–----------ას გაეღვიძა, თუმცა, მ-----------------მა გააგრძელა სკამის გამოყენებით მისი ცემა თავის და ზურგის არეში.
2017 წლის 3 ნოემბერს, დღის საათებში, თ--–----------------------–----------–-ში, მ-----------------მა თავის საცხოვრებელ სახლში, კვლავ ფიზიკურად იძალადა და დამცირების მიზნით თმები შეაჭრა მეუღლეს გ------–----------ას. კერძოდ, მ-----------------მა მათი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახში იძულებით აიყვანა მეუღლე, დაკეტა გასაღებით ოთარის კარი და ხელი დაარტყა მას სახის არეში. ამის შემდეგ, მჭრელი საგნის მაკრატლის გამოყენებით, გ------–----------ას მისი ნების საწინააღმდეგოდ და დამცირების მიზნით, თმები მოაჭრა. ასევე გ------–----------ას თავის არეში სამჯერ დაარტყა ხელში არსებული მაკრატლის ბლაგვი მხარე, რითაც მიაყენა დაზიანებები.
თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, გ------–----------ი განიცდიდა ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას. ასევე მიიღო დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში. 2017 წლის 3 ნოემბერს განხორციელებული ცემისა და ძალადობის შედეგად, გ------–------------მ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2017 წლის 3 ნოემბერს, დღის საათებში, თ--–----------------------–----------–-ში, მუ----------------მა, თავის საცხოვრებელ სახლში ფიზიკურად აიძულა მეუღლე გ------–----------ი ასულიყო სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახში, ჩაუკეტა ოთახის კარი, არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების საშუალებას. ასევე აიძულა მისთვის გადაეცა მობილური ტელეფონი და ეჩვენებინა იქ არსებული შეტყობინებები. ამის შემდეგ განახორციელა გ------–----------ას მიმართ ფიზიკური ძალადობა და შეაჭრა თმები.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით:
მ-----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.
მ-----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს მ-----------------ის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და მ-----------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის I2 ნაწილით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტის პოზიციით სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, - მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტზის დასკვნებით, ამოღებული დანაშაულის ჩადენის იარაღით უტყუარად დადასტურდა მ-----------------ის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა. ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა სასამართლოში არ ისურვა ჩვენების მიცემა არ ნიშნავს, რომ მან უარყო გამოძიების დროს მიწოდებული ინფორმაცია.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი გამართლებულ მ-----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ-----------------ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას.
სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა გ------–----------მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
მ-----------------ის მშობლების მ--------------------------–--–--------------–-- ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 3 ნოემბერს მათი თანდასწრებით გ------–----------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედამისმა. აღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ მეორე სართულიდან ჩხუბის ხმა შემოესმათ, ავიდნენ ოთახში და ნახეს, დამტვრეული სკამი ეგდო და რძალს თავიდან სისხლი მოსდიოდა.
დაზარალებულ გ------–------------- მშობლების ლ---–-----------------------------------–-----------–-- ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ მხოლოდ მ-----------------ისა და გ------–----------ას მონაყოლით იციან მათ შორის მომხდარი ფაქტის შესახებ, თვითონ არ უნახავთ, რომ მ-----------------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს გ------–----------ასათვის.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 7 დეკემბრის დასკვნით დადგენილია, რომ გ------–----------ს სამედიცინო ბარათის მიხედვით აღენიშნებოდა ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ჭრილობები, (ესკორაცია) თხემის არეში, ეს დაზიანება განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამავე დასკვნის აღწერილობით ნაწილში, დაზიანების მიყენების თარიღად მითითებულია 2017 წლის 3 ნოემბერი, ხოლო გ------–----------მა შპს „თ--–------------------------ს“ მიმართა 2017 წლის 4 ნოემბერს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა გ------–----------მა (მ-----------------ის მეუღლე) რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე. გ------–----------ი არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია მ-----------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ. რაც შეეხება მოწმეების - ლ---–-----------------------------------–-----------–-- ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. რაც შეეხება მოწმეების - მ--------------------------–--–--------------–-- ჩვენებებს არც აღნიშნული ჩვენებები წარმოადგენს პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს, რადგან არცერთი მათგანი არ აღნიშნავს, რომ ისინი შეესწრნენ მ-----------------ის მიერ გ------–----------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტს.
საპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელდა თუ არა მის მიმართ სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა და განხორციელებულმა სისტემატურმა ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია აღნიშნული გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ნამდვილად მ-----------------მა მიაყენა თუ არა დაზარალებულს და მან აღნიშნულის შედეგად განიცადა თუ არა ტკივილი. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ გამოძიების მსვლელობისას არ იქნა გარკვეული საკითხი 2017 წლის 3 ნოემბერს მართლა მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა გ------–----------ას დედამისმა. იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულის დედას მ-----------------ის მშობლები ამხელდნენ შვილზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებაში.
იძულების ფაქტთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა რა ჩვენების მიცემაზე მისი მხრიდან ვერ დადასტურდა იძულების ფაქტი. მ-----------------მა გამოძიების მსვლელობისას განმარტა, რომ კარს, რომლის ჩაკეტვასაც მას გამოძიება ედავება არ გააჩნია საკეტი და შესაბამისად, იგი მეუღლეს ოთახში ვერ ჩაკეტავდა. გამოძიება ვალდებული იყო შეემოწმებინა ბრალდებულის ჩვენება, ამ გზით დაედასტურებინა ან უარეყო მისი ვერსია. მართალია დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, თუმცა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით არ დგინდება, რომ სახლის მეორე სართულის ოთახის კარი საკეტით იკეტება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მ-----------------მა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედებები ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ-----------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი გამართლებულ მ-----------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი მ-----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
მ-----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის
12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
მ-----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მ-----------------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მაკრატელი, დალუქული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
„სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული N31/4 ბეჭდით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი