განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210018001500382
საქმე №-/ბ-1225-18
განჩინება
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები : ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - ი----- ტ---------
წარმომადგენელი - ზ------ მ-----–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,მ--------------ი“
წარმომადგენლები - გ---- ს----ე, რ---- კ-------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურების დაკისრებისა და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2016 წლის 12 სექტემბერს ი----- ტ---------მ (მოსარჩელე, შემდგომში აპელანტი მხარე) სარჩელი აღძრა შპს ,,მ--------------ის“ (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისა და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
სარჩელში მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.1.1. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 6 ივნისიდან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო ა--–ის სერვის-ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე. მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად. სამუშაოს მაღალკვალიფიციურად შესრულების გამო მიღებული აქვს პრემიაც.
1.1.2. 2016 წლის 26 მარტს კომპანიის თანამშრომელმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დააზიანა სამსახურებრივი ავტომანქანა, რაზეც დაიწყო გამოძიება, თუმცა შემდგომში შეწყდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
1.1.3. შპს „მ--------------ის“ დირექტორის მიერ 2016 წლის 01 ივლისს მიღებული იქნა ბრძანება, რომლის 1-ლი პუნქტით დაეკისრა ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული მატერიალური ზარალის ანაზღაურება, ხოლო ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად კი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
1.1.4. მოსარჩელის განმარტებით, დირექტორის ბრძანება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ავტომანქანა, რომელიც დაზიანდა რ---- ტ---------ს მართვისას, მასზე გაპიროვნებული არ ყოფილა და ამ სატრანსპორტო საშუალებით სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობდა როგორც თავად, ასევე კომპანიის სხვა თანამშრომლები. ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს, რ---- ტ---------ს სწორედ ამ მიზნით გადაეცა ავტომანქანა. შესაბამისად, ავტომანქანის დაზიანებით გამოწვეული მატერიალური პასუხისმგებლობა მას არ უნდა დაეკისროს. ამდენად, მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში ბრძანება (1-ლი პუნქტი) უკანონოა. ასევე უკანონოა ბრძანების მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან მას შრომის კანონმდებლობა და შრომის შინაგანაწესი არ დაურღვევია.
1.2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ,,მ--------------ის“ მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი შემდეგზე მითითებით:
1.2.1. მოსარჩელე იყო კომპანიის მენეჯერი და შესაბამისად, მატერიალურად პასუხისმგებელი პირი, რის გამოც სადავო ბრძანებით ავტომანქანის დაზიანებით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა კანონიერად. ი----- ტ---------ზე მთელი მისი მუშაობის პერიოდში მოპასუხე საწარმოში მის სახელზე იყო გაპიროვნებული ავტომობილი მ-–----–---–----. საქმეში არსებული ბრძანებების თანახმად მასვე ეკისრებოდა მატერიალური პასუხიმგებლობა ამ ავტომობილზე. მასვე განსაზღვრული ჰქონდა ყოველთვიური ლიმიტი საწვავზე.
1.2.3. 2016 წლის 26 მარტს, არასამუშაო დღეს, მოსარჩელემ საწარმოს ავტომობილი უფლებამოსილების გადამეტებით სარგებლობაში და სამართავად გადასცა შპს ,,მ--------------ის“ შტატგარეშე ოპერატორ რ---- ტ---------ს, რომელმაც მოახდინა ავტოავარია, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომობილი და ზარალი მიადგა შპს ,,მ--------------ს“.
1.2.4. ავტოავარიის შესახებ მოსარჩელემ არაფერი აცნობა სადაზღვევო კომპანიას, სადაც ეს ავტომობილი იყო დაზღვეული. საწარმოსათვის ცნობილი გახდა, რომ რ---- ტ--------- ავტომობილს მართავდა ნასვამ მდგომარეობაში, რის გამოც სადაზღვევო კომპანიას მოეხსნა ვალდებულება ავტოსაგზაო შემთხვევის ანაზღაურებისათვის. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული ავტომობილის აღდგენისათვის კი საჭიროა 8060 ლარი.
1.2.5. არასწორია მოსარჩელის განმარტება, თითქოს რ---- ტ---------ს ავტოავარია შეემთხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რადგან რ---- ტ--------- არის კომპანიის ტრაქტორისტი და მის სამსახურებრივ მოვალეობაში არ შედიოდა ი----- ტ---------ზე გაპიროვნებული ავტომობილის არც მართვა და არც ამ ავტომობილით სარგებლობა.
1.2.6. ი----- ტ--------- დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ა--–ის სერვის-ცენტრში მივლინებული უფლებამოსილი ჯგუფისათვის დავალების შესრულებაში დაბრკოლების შექმნის, კომპანიის ხელმძღვანელი პირების სიტყვიერი განკარგულებების შეუსრულებლობისა და ა--–ის სერვის-ცენტრში გამოვლენილი უხეში დარღვევების გამო.
1.2.7. კომპანიის აუდიტორმა და პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილებამ საწარმოში გამოავლინეს მთელი რიგი დარღვევები, კერძოდ, კომპანიის კუთვნილი ა--–ის სერვის-ცენტრზე მიმაგრებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უნებრთვოდ და უკანონოდ კერძო ფიზიკურ პირებზე სარგებლობაში გადაცემა. ასევე სერვისცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიგადის მენეჯერების და ოპერატორების მიერ შესრულებული აღურიცხავი სამუშაოები, რის შედეგადაც როგორც ფინანსური, ისე მატერიალური ზარალი მიადგა კომპანიას.
1.2.8. არასწორია მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მასზე პრემია გაცემული იქნა დაკისრებული სამუშაოს სანიმუშოდ შესრულებისთვის, რადგან ამ სახის ფულადი ანაზღაურება გაცემულ იქნა საწარმოს ყველა თანამშრომელზე საახალწლოდ და სააღდგომოდ. სიცრუეა თითქოს მოსარჩელე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სათანადოდ, პირიქით, მას შენიშვნა აქვს გამოცხადებული ხელმძღვანელობის მხრიდან, რადგან მის მიერ ხდებოდა როგორც საწარმოს შინაგანაწესის, ისე შრომის ხელშეკრულების დარღვევა. შესაბამისად იგი სამსახურიდან გათავისუფლდა კანონიერად.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით:
1.მოსარჩელე ი----- ტ---------ს სარჩელი სამსახურიდან გათავისუფლებისა და მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბრძანების გაუქმების, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
2.ი----- ტ---------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და დარჩა იმავე ანგარიშზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მოსარჩელე ი----- ტ--------- შპს „მ--------------ის“ გენერალურ დირექტორ ვაჟა ნახუცრიშვილის მიერ 2----–-–----------------–ს (№3- ბრძანება) სამი თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა მექანიზაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 2014 წლის 06 ივნისს შპს „მ--------------ის“ გენერალურ დირექტორ ზ----- ჩ----ესა და ი----- ტ---------ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ი----- ტ--------- ა--–ის სერვის-ცენტრში მენეჯერის პოზიციაზე გამწესდა განსაზღვრული ვადით, 2--- წლის 21 ივლისამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის 2----–-–--------------–-- ბრძანება;
-2014 წლის 06 ივნისის შრომითი ხელშეკრულება.
2.2. 2--- წლის 01 ივნისს შპს „მ--------------ის“ გენერალურ დირექტორ ზ----- ჩ----ესა და ი----- ტ---------ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ი----- ტ--------- იმავე პოზიციაზე გამწესდა ისევ განსაზღვრული ვადით, ერთი წლით - 2016 წლის 01 ივნისამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-2--- წლის 01 ივნისის შრომითი ხელშეკრულება.
2.3. შპს „მ--------------ის“ გენერალურ დირექტორ პ----- შ----–--ის 2016 წლის 01 ივნისის შპს „მ--------------ის“ სტრუქტურისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების განახლების შესახებ ბრძანების შესაბამისად, 2--- წლის შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2016 წლის 01 ივნისს შპს „მ--------------ის“ გენერალურ დირექტორ პ----- შ----–--ესა (დამსაქმებელი) და ი----- ტ---------ს (დასაქმებული) შორის კვლავ დაიდო შრომითი ხელშეკრულება და ი----- ტ--------- ახალი ვადით - 2017 წლის 01 ივნისამდე, ისევ გამწესდა ა--–ის სერვისცენტრში მენეჯერის პოზიციაზე. დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება თავიდანვე (2014 წლიდან) განისაზღვრა 1300 ლარით. ხელშეკრულების 1.2. მუხლით დადგინდა, რომ დასაქმებულის შრომითი და თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრებოდა კომპანიის შინაგანაწესით და სამუშაო ადგილის აღწერილობა/თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელიც დანართი 1-ს სახით ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-„შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 01 ივნისის ბრძანება;
-2016 წლის 01 ივნისის შრომითი ხელშეკრულება;
2.4. შპს „მ--------------ის“ ბალანსზე რიცხული ავტომაქანა M---------------------------------, სარგებლობაში გადაეცა ა--–ის სერვისცენტრს. ამ და სხვა სერვის-ცენტრებისათვის სარგებლობაში გადაცემულ ავტომანქანებზე, შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის 2014 წლის 7 ივლისის N--- ბრძანებით დადგინდა მატერიალური პასუხისმგებელი პირები და განისაზღვრა მათზე გასაცემი საწვავის ყოველთვიური ლიმიტი.მითითებულ ბრძანებაში (2014 წლის 7 ივლისის N---) 2--- წლის 5 იანვარს შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის №- ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება და ბრძანების №- დანართით კომპანიის კუთვნილ ავტომანქანაზე M------------------------------ მატერიალური პასუხისმგებლობა დაეკისრა ა--–ის სერვისცენტრის მენეჯერს ი----- ტ---------ს (პ/ნ0----------) და ამავე ბრძანების დანართი №--ით განისაზღვრა სამსახურებრივ ავტომანქანაზე საწვავის გაცემის ყოველთვიური ლიმიტი.იგივე ვალდებულება კომპანიის კუთვნილ ავტომანქანაზე M----------------------------- მატერიალური პასუხისმგებლობა, დაეკისრა ა--–ის სერვის-ცენტრის მენეჯერს ი----- ტ---------ს (პ/ნ0----------) შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის პ----- შ----–--ის 2016 წლის 1 თებერვალს გამოცემული №--- ბრძანებითა და N1 დანართით, ხოლო №- დანართით დადგინდა სამსახურებრივ ავტომანქანაზე წლის განმავლობაში (2016 წელს) გასაცემი საწვავის ყოველთვიური ლიმიტი. ამდენად, ავტომანქანაზე მატერიალური პასუხისმგებლობა დაკისრებული ქონდა ი----- ტ---------ს და ავტომანქანაზე გასაცემი დიზელის საწვავიც ირიცხებოდა ი----- ტ---------ს სახელზე, ხოლო ი----- ტ---------, როგორც სერვის-ცენტრის მენეჯერი, გასცემდა მინდობილობას სერვის-ცენტრის თანამშრომლებზე და ანიჭებდა მისთვის განკუთვნილი საწვავის მიღების უფლებამოსილებას.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის №- და №---- ბრძანებები (0---------წ; 0--------- წ);
-ი----- ტ---------ს მიერ გაცემული მინდობილობები საწვავის მიღებაზე (0--------- წ;0--------- წ და 2--- წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით);
2.5. 2016 წლის 26 მარტს, შპს „მ--------------ის“ კუთვნილ, სამსახურებრივ M--------------, მარკის ავტომანქანას (სახ N-------) მართავდა ა--–ის სერვის - ცენტრის მე-3 ბრიგადის ს.ს. ტექნიკის ოპერატორი რ---- ტ---------, რა დროსაც მან დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რამაც გამოიწვია ავტომანქანის დაზიანება, ხოლო რ---- ტ---------მ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
აღნიშნულზე, ხობის რაიონულ სამმართველოში 2016 წლის 26 მარტს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა ფოთის რაიონული პროკურორის 2----–-–---------–---ს დადგენილებით შეწყდა გამოძიება დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. დათვალიერების შედეგად ამოღებული დაზიანებული ავტომანქანა დაუბრუნდა შპს „მ--------------ის“ ა--–ის სევის-ცენტრის მენეჯერ ი----- ტ---------ს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ფოთის რაიონული პროკურორის დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ(1--------- წ);
-მხართა განმარტებები.
2.6.ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ფასი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 8060 (რვა ათას სამოცი) ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის №5--------- დასკვნა (19.09.2016 წ);
2.7. ავტომანქანა დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანია „ალ----ში“ შპს „მ--------------ის“ დირექტორსა და ამავე კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. შეთანხმება მოიცავდა 2--- წლის 09 ივლისის 24 საათიდან, 2016 წლის 09 ივლისის 24 საათამდე პერიოდს. ალ----ის გენერალური დირექტორის წერილის მიხედვით, აღნიშნულ ავტომანქანაზე არ არსებობს ცნობილი და გაცხადებული ზარალები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი (M-------------)
-ალ----ის გენერალური დირექტორის წერილი (23.09.2016წ);
2.8. შპს „მ--------------ი“-სათვის ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანი დღემდე ანაზღაურებული არ არის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა განმარტებები.
2.9. შპს „მ--------------ის“ გენერალურ დირექტორ პ----- შ----–--ის 2--- წლის 16 ნოემბრის N-- ბრძანებით შპს „მ--------------ის“ საკუთრებაში არსებული საოფისე ინვენტარის, სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის მიზნით შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია. ამავე ბრძანებით დამტკიცდა სამუშაო გეგმა და კომისიას დაევალა სათაო ოფისში, ასევე სერვისცენტრებში მატერიალურ პასუხისმგებელ პირებთან შესაბამისი აღრიცხვის ჩატარება დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, ხოლო სერვისცენტრისა და ბრიგადის მენეჯერებს დაევალათ კომისიის მუშაობაში ხელშეწყობა.
2.10. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ა--–ის სერვის ცენტრში გამოვლენილი ნაკლოვანების გამო ა--–ის სერვის-ცენტრის მენეჯერ ი----- ტ---------ს შპს „მ--------------ის“ გენერალურ დირექტორ პ----- შ----–--ის 2016 წლის 02 ივნისის №5- ბრძანებით დაედო დისციპლინური სასჯელი - შენიშვნა. აღნიშნული სასჯელი ი----- ტ---------ს არ გაუსაჩივრებია და შესულია ძალაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის №8- და №5- ბრძანებები (1--------- წ. და 0--------- წ.);
2.11 . შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 29 ივნისის № 1------- ბრძანების შესაბამისად, ა--–ის სერვისცენტრში ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის პირობებისა და განკარგვის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ა--–ის სერვის-ცენტრში 2016 წლის 29 ივნისიდან 01 ივლისის ჩათვლით (სამი დღით) მივლინებულ იქნენ შპს „მ--------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორი დ----- კ-------–---–ი და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტი გ------- ხ---–--ე.
მითითებული პირების მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათის მიხედვით, შერჩევით, ა--–ის სერვის ცენტრში და სხვადასხვა დისლოკაციებზე შეამოწმეს ა--–ის სერვის - ცენტრზე რიცხული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის პირობები და განკარგვის მდგომარეობა.
შპს „მ--------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარ ინსპექტორ დ----- კ-------–---–ისა და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტ გ------- ხ---–--ის მოხსენებითი ბარათის თანახმად ერთ-ერთ დისლოკაციაზე, კერძოდ, ანჯელის მასივებში განთავსებული იყო შპს ,,მ--------------ის“ კუთვნილი სხვადასხვა სახის ტექნიკა, კერძოდ, ტრაქტორი ,----------------------------- (ოპერატორი გ.ფ-------ე) რომელზედაც აბმული იყო კულტივატორი/რიგთაშორისი/სასუქის შემტანი ,----------------”, ასევე ადგილზე იყო კულტივატორი/რიგთაშორისი/ სასუქის შემტანი ,----------------” და ფარცხი/დისკოებიანი/ზემძიმე ,,M----- G------- R---------”. დათვალიერებისას აღმოჩნდა კერძო პირის მფლობელობაში არსებულ ტრაქტორზე ,,B------------------------ აბმული იყო კულტივატორი/რიგთაშორისი/სასუქის შემტანი ,----------------”. აღნიშნული ტრაქტორის ოპერატორ შ. ს-----სთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ ზემოთაღნიშნულ ტრაქტორზე მუშაობდა ხელშეკრულებით. კულტივატორი, რომელიც ეყენა მის მფლობელობაში არსებულ ტრაქტორს, იყო შპს ,,მ--------------ის“ საკუთრება. შ--–-- ს-----ს წერილობითი განმარტების მიხედვით, ცხოვრობს ა--–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს--------ში, არის შპს ,,მ--------------ის“ ყოფილი თანამშრომელი, კარგად ერკვევა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში. ამჟამად მუშაობს ტრაქტორზე „---–-------“ ს----------., რომელიც ეკუთვნის მის ახლობელს და ანჯელის მასივებში ახდენს კულტივაციას და სასუქის შეტანას. აღნიშნული აგროოპერაციის ჩასატარებლად იყენებს იმპლიმენტს - გასპარდო, რომელიც წამოიღო ა--–ის სერვის-ცენტრიდან და ააწყო თვითონ, თავისივე სახსრებით. დაახლოებით ორი კვირაა, ამ იმპლიმენტის გარდა, ასევე, აქვს შპს ,,მ--------------ის“ კუთვნილი სათესი აგრომასტერი N-----, რომელიც ასევე აღადგინა თვითონ. ითხოვა ორივე იმლიმენტის მისთვის დროებით სარგებლობაში დატოვება, რადგან აღდგენილია მის მიერ.
შპს „მ--------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარ ინსპექტორ დ----- კ-------–---–ისა და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტ გ------- ხ---–--ის მოხსენებითი ბარათის თანახმად გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ შ--–-- ს-----ს მიერ აღნიშნული სათესი/პლევმატური/AGROMASTER planter N----- ერიცხება ა--–ის სერვის-ცენტრის ბრიგადის მენეჯერ ვ.ც------ს, ხოლო კულტივატორზე ნომერი არ აღმოჩნდა, თუმცა შ. ს-----მ სიტყვიერად განმარტა, კულტივატორი ერიცხებოდა ბრიგადის მენეჯერ მ. ქ---–------ს. სათესის მდგომარეობა გადამოწმდა მათ მიერ და აღმოჩნდა, რომ ზემოთაღნიშნული სათესი განთავსებული იყო ა--–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს--------ში შ--–-- ს-----ს საცხოვრებელი სახლის ეზოს წინ ღობის მიმდებარედ.
შპს „მ--------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარ ინსპექტორ დ----- კ-------–---–ისა და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტ გ------- ხ---–--ის მოხსენებითი ბარათის თანახმად , აღნიშნული პირები საკითხის გარკვევის მიზნით გამოცხადდნენ ა--–ის სერვის ცენტრში, სადაც მათივე თხოვნით, ასევე გამოცხადდნენ ბრიგადის მენეჯერები მ.ქ---–------ და ვ.ც------, რომელთაც თხოვეს კულტივატორისა და სათესის უცხო პირთან არსებობასთან დაკავშირებით წერილობითი განმარტების მიცემა, რა დროსაც სერვის-ცენტრში გამოცხადდა სერვისცენტრის მენეჯერი ი----- ტ---------, რომელმაც მათგან ინფორმაციის მიღების შემდეგ აღელვებულმა განაცხადა, რომ სერვის-ცენტრში მიმდინარე პროცესებზე თავად იყო პასუხისმგებელი და ბრიგადის მენეჯერები არაფერ შუაში არ იყვნენ, მან ასევე განაცხადა, რომ თავად მოიკვლევდა მოცემულ საკითხს და თუ საჭირო გახდებოდა, წერილობით აცნობებდა, არა მათ (კ-------–---–ს და ხ---–--ეს), არამედ კომპანიის გენერალურ დირექტორს. აღნიშნული წინააღმდეგობის გამო, მათ ვერ შეძლეს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ბრიგადის მენეჯერებზე განმარტებითი ბარათების ჩამორთმევა.
შპს „მ--------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარ ინსპექტორ დ----- კ-------–---–ისა და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტ გ------- ხ---–--ის მოხსენებითი ბარათის თანახმად, მათ სთხოვეს ი----- ტ---------ს, რომ მასთან ერთად შერჩევით შეემოწმებინათ სერვის-ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული აგრეგატები, რაზეც მან უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერში გაარკვევდათ ტექნიკური სამსახურის უფროსი, რის შემდეგაც დატოვა სერვისცენტრის ტერიტორია. ტექნიკური სამსახურის უფროსთან თ.ჟ------თან ერთად, აგრეგატების დათვალიერებისას, ვერ იქნა ნანახი შპს „მ--------------ის“ კუთვნილი კულტივატორი /რიგთაშორისი/ სასუქის შემტანი N------------–-----------–------------- მათივე თანდასწრებით, თ.ჟ------ი დაუკავშირდა ბრიგადის მენეჯერებს, თუმცა აღნიშნული აგრეგატის არსებობა მასთან, არავინ დაადასტურა. აღნიშნულის თაობაზე ვერ შედგა სათანადო დოკუმენტი მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ი. ტ---------ს ადგილზე არ ყოფნის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე ი----- ტ---------ს მხრიდან ადგილი აქვს შრომითი ხელშეკრულების დანართი N1-ის მე-11 პუნქტის ,,სასოფლო სამეურნეო ტექნიკის, სტანდარტებისა და დადგენილი რეგლამენტის შესაბამისად მოვლასა და შენახვაზე ზედამხედველობის განხორციელება“ დარღვევის ფაქტს.
შპს „მ--------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარ ინსპექტორ დ----- კ-------–---–ისა და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტ გ------- ხ---–--ის მოხსენებითი ბარათის თანახმად ა--–ის სერვის ცენტრის ხობის ბრიგადის ოპერატორს ე. კ--–--–---ს ერიცხებოდა 2--- წლის აპრილი-მაისის თვეებში შესრულებული 19.79 ჰა ფართობის ხვნის ღირებულება - 2 271 ლარის ოდენობით, საიდანაც 2016 წლის 27 იანვარს დაიფარა 658 ლარი, თუმცა ე .კ--–--–---მ დარჩენილი 1613 ლარის საწარმოს შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვაზე უარი განაცხადა. მან ასევე უარყო 658 ლარის მის მიერ გადახდის ფაქტი და აღნიშნა, რომ მას საწარმოს ანგარიშზე თანხა არ ჩაურიცხავს. აღნიშნულის გადამოწმების მიზნით საწარმოს სააღრიცხვო მონაცემებიდან ამოღებულ იქნა საგადახდო დავალება N 5---------, საიდანაც გაირკვა, რომ სს ,,ლ----------------ს“ ა--–ის ფილიალის მეშვეობით კომპანიის ანგარიშზე 2016 წლის 27 იანვარს 658 ლარი გადაიხადა ხობის ბრიგადის მენეჯერმა დ.პ---------მ, როგორც ოპერატორ ე.კ--–--–---ს ზარალის ანაზღაურება. ე.კ--–--–---ს 2--- წლის 3 სექტემბრის განმარტებითი ბარათით ირკვევა, რომ მასზე გაპიროვნებულია „ჯ----------------“ მოდელის ტრაქტორი, სახელმწიფო ნომრით N-----, აპრილ-მაისის თვეში მუშაობდა ხვნაზე და მითითებულ პერიოდში ვაუჩერებით ხვნის გარდა არსად არ უმუშავია. ხობის ბრიგადის მენეჯერის დ.პ---------ს განმარტებით, ბრიგადის ტრაქტორები ფაქტიურად იყვნენ ჩართული საგაზაფხულო ხვნის სახელმწიფო პროგრამაში. ტრაქტორი, სახელმწიფო ნომრით N------- მუშაობდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი პირველი მაისის ნაკვეთებში. მონიტორინგის სამსახურიდან შეიტყო, რომ რეესტრში ასახულ მონაცემებსა და GPS-ს მონიტორინგის სისტემის მონაცემებს შორის იყო დაახლოებით 19 ჰექტარი სხვაობა, რაც მისი აზრით, გამოწვეული იყო იმით, რომ აგრობარათებზე ნაჩვენები მიწის ფართობი ნაკლები იყო მოხნული ნიადაგის რეალურ ფართობზე.
შპს „მ--------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარ ინსპექტორ დ----- კ-------–---–ისა და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტ გ------- ხ---–--ის მოხსენებითი ბარათის თანახმად ე.კ--–--–--- და ე.პ--------- არ აღიარებენ საწარმოს წინაშე ფინანსურ ვალდებულებებს და განმარტავენ, რომ აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს აგრობარათებზე ნაჩვენები მიწის ფართობის განსხვავება ფაქტიურთან, შესაბამისად, გაურკვეველი და საეჭვოა, თუ რატომ მოახდინა დ. პ---------მ ოპერატორ ე.კ--–--–---ს ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურება.
მოხსენებითი ბარათის ავტორების - შპს „მ--------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარ ინსპექტორ დ----- კ-------–---–ისა და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტ გ------- ხ---–--ის მიერ გაცემული იქნა რეკომენდაცია, მოქალაქე შ.ს-----სთან არსებული საწარმოს კუთვნილი ქონების, კერძოდ კულტივატორ /რიგთაშორისი/სასუქის შემტანი ,,M----- G-------”-ს და სათესსი /სიმინდის /პმევმატური ,--------------------’ N------ის დროულად დასაბრუნებლად შესაბამისი ზომების გატარებისა და შემდგომში ზემოთ აღნიშნული ფაქტების პრევენციის მიზნით საწარმოს ქონების პერიოდული შემოწმების განხორციელების მიზნით.
ზემოხსენებულის გადმოცემის შემდეგ სასამართლოს მიერ მიეთითა, რომ მოხსენებით ბარათში მოყვანილი გარემოებები სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურეს შპს „მ--------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა დ----- კ-------–---–მა და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტმა გ------- ხ---–--ემ, რომლებმაც დეტალურად, დამაჯერებლად და სარწმუნოდ აღწერეს მოხსენებით ბარათში ასახული გარემოებები და შემოწმების შედეგები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 29 ივნისის № 1------- ბრძანება;
-შპს „მ--------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარ ინსპექტორ დ----- კ-------–---–ისა და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტ გ------- ხ---–--ის მოხსენებითი ბარათი;
-დ----- კ-----------–-სა და გ------- ხ---–--ის ჩვენებები.
2.12. შპს „მ--------------ის“ გენერალურ დირექტორ პ----- შ----–--ის მიერ 2016 წლის 01 ივლისს მიღებული იქნა №-- ბრძანება, რომლის მიხედვით: 1.ი----- ტ---------ს დაეკისრა 2016 წლის 26 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მასზე გაპიროვნებული კომპანიის კუთვნილი დაზიანებული ავტომობილის M---------------, სახ N------- აღდგენის ხარჯები; 2. დაევალა ადმინისტრაციულ დირექტორს დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ხარჯების დადგენის მიზნით ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად შესაბამისი რეაგირება; 3.შპს „მ--------------ის“ 2016 წლის 29 ივნისის N--------- ბრძანებით ა--–ის სერვის-ცენტრში მივლინებული უფლებამოსილი ჯგუფისათვის დავალების შესრულებაში დაბრკოლების შექმნისათვის, კომპანიის ხელმძღვანელი პირების სიტყვიერი განკარგულებების შეუსრულებლობის და გამოვლენილი უხეში დარღვევების გამო, რომელიც ასახულია პროცედურებისა და ინსპექტორების განყოფილების მთავარი სპეციალისტის დ. კ-------–---–ის და აუდიტორის გ.ხ---–--ის 2016 წლის 01 ივლისს შედგენილ მოხსენებით ბარათში, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან შპს ,,მ--------------ის “ ა--–ის სერვის-ცენტრის მენეჯერი ი----- ტ--------- საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ პუნქტისა და კომპანიის შინაგანაწესის მე-2 მუხლის „ე“ - „ვ“ ქვეპუნქტების , მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, შრომის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.5. და 2.6. ქვეპუნქტების საფუძველზე და დაევალა მის დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის კუთვნილი ქონება ჩააბაროს ა--–ის სერვის-ცენტრის ტექნიკური სამსახურის უფროსს თამაზ ჟ------ს; 4.კომერციულ დირექტორს ი---- ბ---------ს დაევალა ქონების გადაბარებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა; 5. ტექნიკური სამსახურის უფროსს დაევალა სევისცენტრის მენეჯერის მოვალეობის შესრულება; 6.ფინანსურ მენეჯერს დაევალა ი----- ტ---------სათვის საბოლოო ანგარიშსწორება; 7.კომერციულ დირექტორს, ფინანსურ დირექტორს და შიდა აუდიტისა და პროცედურების დირექტორს დაევალა ა--–ის სერვისცენტრში შესაძლო სხვა დარღვევების გამოვლენა; 8.ადმინისტრაციულ დირექტორს დაევალა ბრძანების გაცნობა ი----- ტ---------სათვის და 9. გასაჩივრების უფლება და ვადა .
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის პ----- შ----–--ის ბრძანება N--(0--------- წ);
გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
2.13. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 30-ე, შრომის კოდექსის 1-ელ, მე-2, 37-ე; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 408-ე, 999-ე მუხლებზე და განმარტა:
2.14.. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა შპს „მ--------------ის“ გენერალურ დირექტორ პ----- შ----–--ის 2016 წლის 01 ივლისის №-- ბრძანების 1-ლი და მე-3 პუნქტების გაუქმება. ამ ბრძანების 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე შპს „მ--------------ის“ ა--–ის სერვის-ცენტრის მენეჯერ ი----- ტ---------ს დაეკისრა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის M--------------, სახ N------- აღდგენის ხარჯები, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ი----- ტ--------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ პუნქტისა და კომპანიის შინაგანაწესის მე-2 მუხლის „ე“ - „ვ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, შრომის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.5. და 2.6. ქვეპუნქტების საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანია, შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის პ----- შ----–--ის 2016 წლის 1 ივლისის №-- ბრძანების 1-ლი და მე-3 პუნქტების კანონიერების შემოწმება.
2.15. სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,მ--------------ის“ ბალანსზე რიცხული ავტომანქანით M--------------, სახ N-------, რომელსაც მართავდა ამავე საწარმოს ოპერატორი რ---- ტ---------, ამ უკანასკნელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა, ხოლო გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელე ი----- ტ---------ს, როგორც მატერიალურად პასუხისმგებელ პირს, დაეკისრა დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ხარჯების ანაზღაურება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შპს „მ--------------ი“-სათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.16. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი. კანონმდებლის მიერ საკითხის ამგვარად გადაწყვეტა განპირობებულია სატრანსპორტო საშუალების მომეტებული საფრთხის შემცველობით. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, ბრალი არ მიუძღვის ზიანის მიყენებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველი ნორმა არ ართმევს დაზარალებულს უფლებას, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს იმ პირისაგან, ვისაც უშუალოდ ბრალი მიუძღვის ზიანის მიყენებაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად. კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999–ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის მე-3 წინადადების დანაწესები აკონკრეტებენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც პასუხიმგებლობა შეიძლება დაეკისროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს.
2.17. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მისი წილი მტკიცების ფარგლებში, წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ, შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის 2014 წლის 7 ივლისის №---, 2--- წლის 5 იანვრის №-, 2016 წლის 1 თებერვლის №---- ბრძანებები, №- და №- დანართებით, საიდანაც დგინდება, რომ 2014 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, რაც ი----- ტ--------- დასაქმებული იყო ა--–ის სერვისცენტრში მენეჯერის პოზიციაზე, შპს „მ--------------ის“ ბალანსზე რიცხულ და ა--–ის სერვისცენტრზე სარგებლობაში გადაცემულ ავტომანქანაზე M--------------, სახ N-------, მატერიალური პასუხისმგებლობა დაკისრებული ქონდა ა--–ის სერვის-ცენტრის მენეჯერ ი----- ტ---------ს (პ/ნ0----------). ამავე ბრძანებებით (დანართებით) ასევე, განსაზღვრული იყო წლის განმავლობაში ავტომანქანაზე ყოველთვიურად გასაცემი დიზელის საწვავის ლიმიტი და იგი გაიცემოდა ი----- ტ---------ს სახელზე. საქმეზე წარმოდგენილია ასევე, ი----- ტ---------ს მიერ სერვის-ცენტრის თანამშრომლებზე გაცემული მინდობილობები, რომლითაც იგი, როგორც სერვის-ცენტრის მენეჯერი, ანიჭებდა მისთვის განკუთვნილი საწვავის მიღების უფლებამოსილებას.
2.17.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ შპს „მ--------------ის“ ბალანსზე რიცხული ავტომანქანა M--------------,სახ N------- სარგებლობაში გადაცემული იყო ა--–ის სერვის-ცენტრზე, ამ მანქანაზე მატერიალური პასუხისმგებლობა დაკისრებული ქონდა ამავე სერვის-ცენტრის მენეჯერ ი----- ტ---------ს, რომელიც დამატებით სარგებელსაც ავტომანქანის ლიმიტირებული საწვავის სახით, თვითონ იღებდა. შესაბამისად, ი----- ტ---------სათვის ავტომანქანა გადაცემული იყო მესაკუთრისგან, რაც ნიშნავს, რომ იგი ამ სატრანსპორტო საშუალებაზე ფაქტობრივ ბატონობას(მფლობელობას) ახორციელებდა სამართლებრივი საფუძვლით.
2.17.2. სასამართლოს მითითებით, რაც შეეხება უშუალოდ ზიანის მიყენებაში ბრალეულ პირზე, რ---- ტ---------ზე ავტომანქანის გადაცემას, ი----- ტ--------- სარჩელში უთითებს, რომ „2016 წლის 26 მარტს კომპანიის თანამშრომელს რ---- ტ---------ს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გადაეცა ავტოსატრანსპორტო საშუალება M--------------, რომლითაც მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა...“
2.17.3. საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას სატრანსპორტო საშუალების მფლობელზე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ზიანის უშუალო მიმყენებელი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი----- ტ--------- ვალდებულია აანაზღაუროს სატრანსპორტო საშუალების შედეგად წარმოშობილი ზიანი.
2.18. სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეებს შორის, მათივე ნების საფუძველზე მიღწეულ შეთანხმებას და არეგულირებს შრომით ურთიერთობას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. 2015 წლის 01 ივნისს შპს „მ--------------ის“ დირექტორსა და ი----- ტ---------ს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 1.2. მუხლის მიხედვით, დასაქმებული იღებს სრულ განაკვეთს ა--–ის სერვის-ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე და თანახმაა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და შეთანხმებული ხელფასის სანაცვლოდ შეასრულოს აღნიშნული პოზიციის შესაბამისი სამუშაოები. იგივე ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა დასაქმებულის მატერიალური პასუხისმგებლობის ფარგლები. მითითებული მუხლის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული კისრულობს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას ხელშეკრულების საფუძველზე შრომითი ურთიერთობის პერიოდში მასზე გადაცემული კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების ჯეროვნად მოვლა-პატრონობის, შენახვის და დაცვის შესახებ. დასაქმებული აცნობიერებს, რომ მის მიმართ დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა და/ან არაჯეროვანი შესრულება იწვევს მატერიალურ პასუხისმგებლობას.
2.18.1. სასამართლომ მიუთითა, რომ შრომითი ხელშეკრულების ზემოხსენებული დებულებით ი----- ტ---------მ იკისრა სრული მატერიალური პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კონკრეტულ ავტომანქანაზე, არამედ კომპანიის საკუთრებაში არსებულ, შრომითი ურთიერთობის პერიოდში მასზე გადაცემულ ნებისმიერ ქონებაზე, რომელთა მოვლა-პატრონობის, შენახვის ან დაცვის წესების დარღვევა იწვევდა მატერიალურ პასუხისმგებლობას, რაც გაცნობიერებული ჰქონდა და რაც თავისივე ხელმოწერით დაადასტურა. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია, ავტომანქანის მატერიალურ პასუხისმგებლობაზე თანხმობა არ განუცხადებია, საფუძველს მოკლებულია. იმ ვითარებაში, როცა კონკრეტული ავტომანქანისათვის გათვალისწინებული ლიმიტირებული საწვავი ყოველთვიურად ირიცხებოდა ი----- ტ---------ს სახელზე, დაუსაბუთებელია ამ უკანასკნელის პოზიცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ეს ავტომანქანა მასზე გაპიროვნებული არ ყოფილა.
2.19. სასამართლოს თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ი----- ტ---------, როგორც სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, ბრალის გარეშეც ვალდებულია აანაზღაუროს სატრანსპორტო საშუალების შედეგად წარმოშობილი ზიანი, ზიანთან მიმართებაში ი----- ტ---------ს, როგორც მენეჯერის, ბრალეულობაც დგინდება. კერძოდ, დადგენილია, რომ ავტომანქანა დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანია „ალ----ში“ შპს „მ--------------ის“ დირექტორსა და ამავე კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე (ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი (M-------------). ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სწორედ სადაზღვევო პერიოდში, რაც ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციისა და გაცხადებული ზარალის დროულად მიწოდების შემთხვევაში, ვალდებულია აანაზღაუროს იგი, თუმცა სადაზღვევო კომპანიაში ასეთი არ გაცხადებულა. დაზღვეული ავტომანქანის დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა, ი----- ტ---------ს სადავოდ არ გაუხდია.
2.19.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ სერვის-ცენტრის მენეჯერის, როგორც სერვის-ცენტრის ხელმძღვანელობის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის, რომელიც კონტროლს უწევს საწარმოში მიმდინარე პროცესებს და პასუხს აგებს არა მხოლოდ მის, არამედ სერვის- ცენტრის თანამშრომელთა ქმედებებზე, პირდაპირი მოვალეობა იყო ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტაციის სადაზღვევო კომპანიისათვის დროულად მიწოდება, რაც უზრუნველყოფდა კომპანიის ინტერესების დაცვას და ზიანის დროულად ანაზღაურებას.
2.20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ სატრანსპორტო საშუალების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე კოდექსის 992-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ეკისრება ი----- ტ---------ს.
2.21. სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
2.21.1. სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ხელყოფილი სიკეთის აღდგენის მოთხოვნის უფლება აქვს იმ პირს, ვისი სიკეთეც იქნა ხელყოფილი და მიუთითა, რომ შესაბამისად, შპს „მ--------------ის“ დირექტორის 2016 წლის 01 ივლისის ბრძანების პირველი პუნქტი, ი----- ტ---------სათვის ავტომაქანის დაზიანებით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, საფუძვლიანია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2.22. მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის - პ----- შ----–--ის 2016 წლის 01 ივლისის ა--–ის სერვის-ცენტრის მენეჯერის ი----- ტ---------ს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ №-- ბრძანების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების დაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების ან დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ ამა თუ იმ ღონისძიების გამოყენების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულთან მიმართებაში, ხომ არ ჰქონდა ადგილი დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას და მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
2.22.1. სასამართლომ მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ი----- ტ--------- 2014 წლის 06 ივნისიდან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, განსაზღვრული ვადით, 2--- წლის 21 ივლისამდე, გამწესდა „შპს „მ--------------ის“ ა--–ის სერვის-ცენტრში მენეჯერის პოზიციაზე, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ, ჯერ 2--- წელს, ხოლო შემდგომ 2016 წელს, იმავე მხარეებს შორის, ასევე განსაზღვრული ვადით, 1 წლით, ისევ დაიდო შრომითი ხელშეკრულებები იმავე თანამდებობაზე გამწესების შესახებ. 2016 წლის შრომითი ხელშეკრულების თანახმად იგი მენეჯერის თანამდებობაზე დანიშნული იყო 2017 წლის 1 ივნისამდე, თუმცა შპს „მ--------------ის“ გენერალური დირექტორის გასაჩივრებული ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ პუნქტი, კომპანიის შინაგანაწესის მე-2 მუხლის „ე“ - „ვ“ ქვეპუნქტები, მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, შრომის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.5. და 2.6. ქვეპუნქტები;
2.22.2. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ პუნქტზე, რომლის თანახმადაც დამსაქმებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს დასაქმებულს.
2.22.3. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა შპს „მ--------------ის“ 2016 წლის 29 ივნისის N--------- ბრძანებით ა--–ის სერვის-ცენტრში მივლინებული უფლებამოსილი ჯგუფისათვის დავალების შესრულებაში დაბრკოლების შექმნისა და კომპანიის ხელმძღვანელი პირების სიტყვიერი განკარგულებების შეუსრულებლობასა და პროცედურებისა და ინსპექტორების განყოფილების მთავარი სპეციალისტის - დ. კ-------–---–ისა და აუდიტორ გ. ხ---–--ის მიერ ა--–ის სერვის-ცენტრში გამოვლენილ უხეშ დარღვევებში.
2.22.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მისი წილი მტკიცების ფარგლებში, მის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეძლო დაედასტურებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართლზომიერება, კერძოდ, მოსარჩელის მხრიდან ისეთი მძიმე დარღვევების ჩადენის დადასტურება, რაც უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდიდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვევის ხარისხის, სიხშირის და შედეგის გათვალისწინებით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან იყო ადეკვატური, საჭირო და პროპორციული ღონისძიება.
2.22.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი პირების მიერ გამოვლენილი ფაქტები წარმოადგენს შრომის ხელშეკრულებით, ასევე შინაგანაწესითა და ინსტრუქციით, დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.
2.22.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ჩადენილი დარღვევის სიხშირის გათვალისწინებაც, კერძოდ, ის, რომ შემოწმების შედეგების მიხედვით, ა--–ის სერვის-ცენტრში გამოვლენილია დარღვევის არაერთი ფაქტი, რომლებიც, როგორც აღინიშნა, თითოეული ცალ-ცალკე, წარმოადგენს მძიმე დარღვევას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ი----- ტ---------ს, როგორც მენეჯერს, რომელიც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი სერვის-ცენტრში და გააჩნდა ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელების მექანიზმი, არ უცდია ამ დარღვევების გამოსწორება.
2.23. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაოს მაღალკვალიფიციურად შესრულების გამო მიღებული აქვს პრემია, ვინაიდან ასეთი სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა. მართალია, დადგინდა დამატებითი ფულადი სარგებლის მოსარჩელის სახელზე გაცემის ფაქტი, თუმცა დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული არ უკავშირდება სამუშაოს მაღალკვალიფიციურად შესრულებას, ვინაიდან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ასეთი სახის წახალისება გაცემული იყო შპს ,,მ--------------ში“ დასაქმებულ ყველა პირზე და დაკავშირებული იყო დღესასწაულთან.
2.24. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან არ დადგინდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის კანონსაწინააღმდეგოდ შეწყვეტის ფაქტი და არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველიც.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
ი----- ტ---------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
ფაქტობრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.4. პუნქტში აღნიშნულია, რომ შპს ,,მ--------------ის“ ბალანსზე რიცხული ავტომანქანა მ-–----–----–----------–-–----------------------- სარგებლობაში გადაეცა ა--–ის სერვისცენტრს (და არა ვინმე კონკრეტულ პირს), ეს გარემოება სწორად იქნა დადგენილი. თუმცა შემდგომში სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე ი----- ტ--------- დანიშნული იქნა მატერიალურ პასუხისმგებელ პირად, რის საფუძვლადაც მიუთითა დირექტორის 0--------- წლის და 0--------- წლის №- და №--- ბრძანებები, ასევე ი----- ტ---------ს მიერ გაცემული მინდობილობები საწვავის მიღებაზე. აპელანტის მითითებით, იგი არ გაცნობია ბრძანებას, წერილობით არ გამოუხატავს ნება მასში მითითებულ გარემოებებზე. მან არაფერი იცოდა ამ ბრძანების არსებობის შესახებ.
3.1.2. აპელანტის თვალსაზრისით სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ი----- ტ---------ს მიერ გაცემულ მინდობილობებს, რომლითაც საწვავის აღების უფლება მიანიჭა სხვადასხვა თანამშრომლებს, რადგან საწვავის გაცემის შესახებ მინდობილობებით მხოლოდ ის შეიძლება დადასტურდეს, რომ ი----- ტ--------- არ იყო ერთადერთი ვინც აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებდა, რომ იგი გამოყოფილი იყო მთლიანად ა--–ის სერვის-ცენტრისთვის და შესაბამისად, მას თანამშრომლები იყენებდნენ სამსახურებრივი საჭიროებისთვის.
3.2. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.11 პუნქტში დაადგინა საქმისთვის მნიშვნელობის არმქონე გარემოება იმის თაობაზე, რომ საინვეტარიზაციო კომისიის მიერ ა--–ის სერვის-ცენტრში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამო, ა--–ის სერვის-ცენტრის მენეჯერს ი----- ტ---------ს 2016 წლის 2 ივნისის №5- ბრძანებით დაედო დისციპლინური ზომა - შენიშვნა, რაც ძალაშია, ვინაიდან არ გასაჩივრებულა. აპელანტის განმარტებით, მას ბრძანება არ ჩაბარებია. ამასთან, იგი გამოტანილია დარღვევის აღმოჩენის შესახებ აქტის შედგენიდან 5 თვის შემდეგ, რაც ასევე უკანონოა. ამასთან სასამართლო შრომითი დავისას სწავლობს გასაჩივრებული ბრძანების კანონიერებას, ანუ მის საფუძვლიანობას და დასაბუთებულობას. გასაჩივრებული ბრძანება გამოცემული იქნა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც შრომის ხელშეკრულების ან მისი ნაწილის შინაგანაწესის უხეშ დარღვევას გულისხმობს და არა ამავე მუხლის „თ“ პუნქტით, რომლის შემთხვევაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი ყოფილიყო ერთი წლის განმავლობაში არსებულ დარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ფაქტობრივი გარემოების დადგენა.
3.3.აპელანტის მითითებით მესამე ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს გადაწყვეტილების 3.2.12 პუნქტში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მოხსენებით ბარათში გადმოცემული ყველა გარემოების უპირობოდ გაზიარება და დადგენილად ცნობა. მოხსენებით ბარათში მოყვანილი გარემოებები არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებებით, მას არ აქვს თან დართული არცერთი მტკიცებულება. მოსამართლემ აღნიშნული პირები დაკითხა სასამართლო სხდომაზე და მხოლოდ მათი ჩვენებების საფუძველზე არასწორად მიიჩნია დადასტურებულად მათივე მოხსენებით ბარათში მოყვანილი გარემოებები.
3.4. აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლომ არ იმსჯელა და არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ ი----- ტ---------ს მიმართ ისე იქნა გამოყენებული დისციპლინური სახდელი, განთავისუფლების სახით, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეცა ახსნა-განმარტება მის მიმართ წაყენებულ პრეტენზიაზე. აღნიშნული გარემოება დასტურდება იმით, რომ 2016 წლის 29 ივნისს ჩატარდა ე.წ. შემოწმება, 2016 წლის 01 ივლისს დაიწერა მოხსენებითი ბარათი და ამავე დღეს გამოიცა ბრძანება მისი სამსახურიდან განთავისუფლებაზე, ანუ თეორიული შესაძლებლობაც კი არ ჰქონია მოსარჩელეს მიეცა ახსნა-განმარტება მის მიმართ წაყენებულ პრეტენზიებზე.
3.5. სასამართლმ არ იმსჯელა იმ ფაქტზე, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი დ.კ-------–---–ის და გ.ხ---–--ის სამივლინებო ბრძანებიდან და სამივლინებო ბარათებიდან ირკვევა, ისინი მივლინებულნი იქნენ 2016 წლის 29 ივნისიდან 01 ივლისის ჩათვლით, ანუ სამი დღით სამტრედიისა და ა--–ის სერვის-ცენტრში, რომლის მიხედვითაც ა--–ის სერვის-ცენტრში უნდა მოეხდინათ ოპერატორებზე რიცხული დავალიანებების გადახდის მდგომარეობის შესწავლა. ნაცვლად ამისა სასამართლომ ფაქტობრივ და სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ ისინი სამი დღით მივლინებული იქნენ ა--–აში შემოწმებაზე. სასამართლომ აგრეთვე შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ მივლინების ბრძანებით ისინი 2016 წლის 01 ივლისის ჩათვლით იმყოფებოდნენ მივლინებაში, მათ კი დაარღვიეს ბრძანება და პირველ რიცხვში უკვე თბილისში მოხსენებითი ბარათი წარუდგინეს დირექტორს, თანაც ისეთ დროს რომ განთავისუფლების ბრძანების გამოცემაც მოასწრეს.
3.6. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მოსარჩელის მის მიერ წარდგენილ 80 ფურცლიან ახსნა-განმარტებასა და მტკიცებულებებზე, რომლითაც უარყოფილი იქნა მოხსენებით ბარათში მოყვენილი გარემოებები. გარდა ამისა წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ არ მოაწერა ხელი ა--–ის სერვისცენტრზე რიცხულ ქონების მიღება-ჩაბარების აქტს, ვინიდან მას გააჩნდა პრეტენზიები. სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჩათვალა, რომ ი----- ტ---------, როგორც სერვის-ცენტრის მენეჯერი, იყო აღნიშნულ სერვის-ცენტრზე რიცხული ყველა ქონების მიმღები და მატერიალური პასუხისმგებელი პირი, რაც შემდგომში ასევე არასწორად გამოიყენა სამართლებრივ დასაბუთებაში.
სამართლებრივი საფუძვლები
3.7. აპელანტის თვალსაზრისით, სასამართლომ სამართლებრივ შეფასებაში, გადაწყვეტილების 6.1. მუხლში დაუშვა უსწორობები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა გამოყენებული კანონი, სახელდობრ:
3.7.1. სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული ბრძანების პირველი პუნქტი, რომელიც შეიცავს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ხარჯების ი----- ტ---------სთვის დაკისრებას, გულისხმობს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას და სამართლებრივად მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, თუმცა სასამართლომ უგულებელყვო რომ აღნიშნული ურთიერთობები საქართველოს ორგანული კანონით შრომის კოდექსითაც რეგულირდება, რომლის 45-ე მუხლი წერილობითი ფორმით შესრულებულ ორმხრივ შეთანხმებას ითხოვს მატერიალური პასუხისმგებლობისთვის.
3.8. სასამართლო ასკვნის, რომ შპს ,,მ--------------ის“ საკუთრებაში არსებული მანქანა რომელსაც მართავდა რ---- ტ--------- და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მატერიალური პასუხისმგებლობით ჰქონდა ჩაბარებული ი----- ტ---------ს, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იგი ვალდებულია აანაზღაუროს შპს ,,მ--------------ისთვის“ მიყენებული ზიანი.
3.8.1. სასამართლოს მიერ მოხმობილი ნორმის განმარტება არასწორია, ვინაიდან ეს მსჯელობა ეხება მესაკუთრის, მფლობელის და მოსარგებლის პასუხისმგებლობის განაწილების საკითხს სატრანსპორტო საშუალებით როგორც მომეტებული საფრთხის მქონე ობიექტით მესამე პირებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, მოცემულ შემთხვევაში მესამე პირების მიმართ რაიმე სახის ზიანი არ დამდგარა, ავტომანქანა გადავიდა გზიდან და ჩავარდა თხრილში, შესაბამისად დაზიანდა მხოლოდ მესაკუთრის ქონება. როგორც თავად სასამართლო აღნიშნავს ი----- ტ---------, რ---- ტ--------- და შპს ,,მ-------------ი“ შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან, შესაბამისად მესაკუთრის ქონების დაზიანების საკითხი განხილული უნდა იქნეს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფარგლებში, რასაც სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი კი არა ამავე კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლები არეგულირებს. მითუმეტეს, ზიანი არა მომეტებული საფრთხის მქონე საგნის გამო დადგა, არამედ რ---- ტ---------ს მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, რაც დადგენილია გამოძიებით და ასეთ შემთხვევებში მესამე პირის მიმართ დამდგარი ზიანზე პასუხისმგებლობის განსაზღვრისასაც არ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი.
3.8.2. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ რ---- ტ--------- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მართავდა შპს ,,მ--------------ის“ სარანსპორტო საშუალებას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დააზიანა. ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისთვის უნდა არსებობდეს ქმედება, დამდგარი შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ცალკე საკითხია ბრალის არსებობა და მისი ფორმა. ი----- ტ--------- საერთოდ არცერთ სამართლებრივ ასპექტში არ მონაწილეობს მომხდართან დაკავშირებით. საქმეში არსებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილებით და საგამოძიებო ორგანოების ცნობით დადასტურებულ გარემოებას წარმოადგენს შპს ,,მ--------------ის“ ოპერატორ რ---- ტ---------ს მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სატრანსპორტო საშუალების ექსპულატაციისას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ქონების დაზიანების ფაქტი. ი----- ტ---------ს კავშირი რაიმე სახით აღნიშნულ ფაქტთან არ დასტურდება.
3.9. აპელანტის თვალსაზრისით სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული ი----- ტ---------ს მიერ თანამშრომლებზე საწვავის აღებაზე გაცემული მინდობილობების შეფასების ფაქტი. სახელდობრ სასამართლო მიუთითებს, რომ რადგან ი----- ტ--------- მინდობილობებს გასცემდა საწვავის აღებაზე, ამდენად იგი იყო მატერიალური პასუხისმგებელი პირი, თუმცა რაზე დაყრდნობით, რა სამართლებრივი ნორმების შეფასებით მიდის ამ დასკვნამდე, ასეთზე არ მიუთითებს, მაშინ როდესაც საწვავის სხვა თანამშრომლებზე გაცემა ზუსტად იმას ადასტურებს და იმაზე მეტყველებს, რომ ი----- ტ---------ზე არ ყოფილა გაპიროვნებული ავტომანქანა მ-–----–----–----, არამედ მას სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე მართავდანენ სხვადასხვა თანამშრომლები.
3.10. სასამართლო მიუთითებს შრომის ხელშეკრულების მე-8 მუხლზე, სადაც წერია, რომ დასაქმებული კისულობს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას ხელშეკრულების საფუძველზე შრომითი ურთიერთობის პერიოდში მასზე გადაცემული კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების ჯეროვნად მოვლა-პატრონობის, შენახვისა და დაცვის შესახებ, მაშინ როდესაც საქმეში არ არის მტკიცებულება, რომ ი----- ტ---------ს გადაეცა სატრანსპორტო საშუალება, თავად სასამართლო ადგენს ფაქტობრივ გარემოებებში, რომ სატრანსპორტო საშუალება გადაეცა ა--–ის სერვისცენტრს და არა ერთ კონკრეტულ პიროვნებას.
3.10.1. სასამართლო რამდენჯერმე იმეორებს გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში, რომ საწვავის აღება თურმე ნიშნავს მატერიალურ პასუხისმგებლობას ავტომანქანაზე, აგრეთვე სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღება-ჩაბარების აქტის არსებობა არ არის აუცილებელი. ქონების გადაცემა ისედაც ნიშნავს მატერიალურ პასუხისმგებელ პირს. აქ სასამართლო ერთმანეთში ურევს მატერიალურ პასუხისმგებელ პირად განსაზღვრისა და ქონების გადაცემის ფაქტის სამართლებრივ შეფასებებს და შედეგებს. მართალია, მიღება-ჩაბარების აქტის გარეშეც შეიძლება ქონება გადაეცეს დასაქმებულს და იგი გადაცემულად ჩაითვლება ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელების შემთხვევაში, თუმცა თუკი საუბარია მატერიალურად პასუხისმგებელ პირად განსაზღვრაზე აქ უკვე გვერდს ვერ ავუვლით ორგანული კანონის შრომის კოდექსის 45-ე მუხლის მოთხოვნებს და ქმედება ვერ ჩაითვლება ვალდებულების არსებობად ვინაიდან კანონით დადგენილია წერილობითი სავალდებულო ფორმა, რომლის დაუცველობის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი შედეგები ვერ დადგება.
3.11. გადაწყვეტილების მე-19 გვერდზე სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს ,,მ--------------ის“ დირექტორის 2016 წლის 29 ივნისს №-------- ბრძანების თანახმად, ა--–ის სერვის-ცენტრში შემოწმების მიზნით სამი დღით 29 ივნისიდან 01 ივლისის ჩათვლით მივლინებული იქნა დ. კ-------–---–ი და გ. ხ---–--ე, რომლებმაც შეამოწმეს და აღმოაჩინეს დარღვევები. აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად (შესაგებელი გვ.67-69) 2016 წლის 29 ივნისს დირექტორმა გამოსცა ბრძანება და გასცა სამივლინებო მოწმობა დ. კუტიბაშვლის და გ. ხ---–--ის 3 დღის ვადით ს-----------სა და ა--–ის სერვის-ცენტრებში შემოწმების მიზნით მივლინების თაობაზე, ანუ სასამართლოს არასწორი განმარტების თანახმად, აღნიშნული პირები 2016 წლის 01 ივლისის ჩათვლით იმყოფებოდნენ მივლინებაში. განთავისუფლების ბრძანების მე-3 პუნქტიდან ირკვევა კ-------–---–ს და ხ---–--ეს მოხსენებითი ბარათი შემოწმების შედეგებზე დაწერეს და დირექტორს გადასცეს 2016 წლის 01 ივლისს, ანუ მაშინ როდესაც ისინი №-------- ბრძანების თანახმად ჯერ კიდევ მივლინებაში იმყოფებოდნენ. ხოლო კომპანიის დირექტორმა ამავე დღეს განიხილა მოხსენებითი ბარათი და ამავე დღეს 2016 წლის 01 ივლისს გამოსცა ბრძანება განთავისუფლების თაობაზე ისე, რომ არ მისცა საშუალება ი----- ტ---------ს მიეცა ახსნა-განმარტება შემოწმების შესახებ მოხსენებით ბარათსა და მასში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
3.12. მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, სასამართლო მიუთითებს, რომ დადგინდა ტექნიკის დანაკლისი, რომელიც განთავსებული იყო სხვა ტერიტორიაზე. თუმცა, როგორ დაადგინა, სად არის დოკუმენტები რითიც დადასტურდება რომ ეს ტექნიკა საერთოდ ეკუთვნის შპს ,,მ--------------ს“. ხოლო თუ ეკუთვნის რით დასტურდება, რომ ა--–ის სერვისცენტრს გადაეცა და შემდგომში კანონდარღვევით აღმოჩნდა მესამე პირებთან.
3.13. ერთ-ერთი დარღვევა კიდევ რაზეც სასამართლო საუბრობს არის ის, რომ მან დაბრკოლება შეუქმნა კ-------–---–ს და ხ---–--ეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, კერძოდ, ახსნა-განმარტება არ ჩამოართმევინა თანამშრომლებზე. რეალურად წინააღმდეგობის გაწევა და ხელის შეშლა გამოიხატა იმაში, რომ აღნიშნულ საკითხზე სასამართლოში გამოკვლეული და დადგენილი იქნა, რომ კ-------–---–ი და ხ---–--ე ჯერ ერთი არასამუშაო დროს გამოცხადდნენ სერვის-ცენტრში და მეორეც, როდესაც თანამშრომლები, ვისთვისაც უნდა ჩამოერთმიათ ახსნა-განმარტება დარჩნენ ადგილზე, ხოლო ხელმძღვანელი წავიდა, შესაბამისად მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაეგრძელებინათ მათი საქმიანობა და ჩამოერთმიათ ახსნა-განმარტებები.
3.14. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებებს პრემიასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ პრემია წარმოადგენს წამახალისებელ ღონისძიებას და იგი სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით გაიცემა იმ თანამშრომლების მიმართ რომლებიც ამას იმსახურებენ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.1-2.12 პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს:
4.1. შპს ,,მ--------------ის“ შინაგანაწესის თანახმად:
მუხლი 1.2 - შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა კომპანიაში დასაქმებული ნებისმიერი პირისათვის და მათი დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას;
მუხლი 2.2 - დასაქმებული ვალდებულია: ე) არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებს დაწესებულების მუშაობას და შელახავს მის ინტერესებს თუ ავტორიტეტს; ვ) გამოიჩინოს თავზიანობა კოლეგების მიმართ.. ;
მუხლი 8.2 - საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის დებულების შესაბამისად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებია: ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვვევა;
მუხლი 9.1 - დისციპლინური დარღვევისათვის კომპანიაში დასაქმებული პირის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დარღვევის სიმძიმის და ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება გამოყენებული იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ...ვ) სამუშაოდან დათხოვნა/შრომითი ხელშეკრულების მოშლა, კანონით დაგენილი წესით და შემთხვევაში;
მუხლი 9.2 - დისციპლინური პასუხიმგებლობის შეფარდების საფუძვლებია: ე) დაწესებულებისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერილაური/ქონებრივი ზიანის მიყენება/განადგურება ან არსებითი ზიანის წარმოშობის საფრთხის შექმნა (ზიანი მიადგა დასაქმებულზე მიმაგრებულ ან/და მის დროებით სარგებლობაში გადაცემული მატერიალური ღირებულების მქონე ქონებას ან/და სახეზეა შესაბამისი ქონების დაზიანების ან/და განადგურების ფაქტი; ზ) შრომის დისციპლინის დარღვევა;
მუხლი 12.2 - შინაგანაწესი წარმოადგენს სამუშაოზე მიღების ბრძანების განუყოფელ ნაწილს;
(იხ. შინაგანაწესი ,ტომი 1-ლი, ს.ფ. 21-37).
4.2. 2016 წლის 1 ივნისს შპს ,,მ--------------ს“ და ი----- ტ---------ს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად:
მუხლი 1.1 – დამსაქმებელი დასაქმებულს ნიშნავს შპს ,,მ--------------ში“ ა--–ის სერვის-ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე;
მუხლი 1.2 – დასაქმებულის შრომითი და თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები (შესასრულებელი სამუშაო) განსაზღვრულია კომპანიის შინაგანაწესში და გაწერილია დანართი №--ში, რაც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;
მუხლი 1.3 – შპს ,,მ--------------ის“ შინაგანაწესი წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს;
მუხლი 2 – დასაქმებული ვალდებულია: 2.1. დაიცვას ხელშეკრულების პირობები და დამსაქმებულის უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სავალდებულო ნორმები; 2.2. უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს კვალიფიციური და კეთილსინდისიერი შესრულება, აგრეთვე ხელშეკრულებით მასზე ნაკისრი უფლება-მოვალეობების შესრულებისას დაიცვას კომპანიის წესდება, შინაგანაწესი და შიდა ადმინისტრაციული აქტების მოთხოვნები; 2.4. უზრუნველყოს შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვა შინაგანაწესის მოთხოვნათა შესაბამისად, აგრეთვე შეასრულოს თანამდებობით (დანართი №-) გათვალისწინებული სამუშაო; 2.5. არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებს დამსაქმებლის მუშაობას, შელახავს მის ავტორიტეტს, კომპანიას მიაყენებს მატერიალურ და მორალურ ზიანს; 2.6. მზრუნველობით მოეპყრას დამსაქმებლის ქონებას და მიიღოს ყველა ზომა ზიანის თავიდან ასაცილებლად. მას სრული ინდივიდუალურ მატერიალური პასუხიმგებლობა ეკისრება კომპანიის იმ ქონებაზე (ტექნიკაზე ან სხვა საშუალებებზე), რომელიც მასზეა გადაცემული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; 2.9. ინდივიდუალურად (პირადად) უზრუნველყოს დამსაქმებლისათვის იმ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა დასაქმებულის მოქმედებით ან მისთვის მიბარებული ქონების განადგურებით;
მუხლი 4.1 - ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს კანონით ან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ამავე ხელშეკრულების დანართი №--ის თანახმად (შპს ,,მ--------------ის“ სერვის -ცენტრის მენეჯერის სამუშაო ადგილის აღწერილობა/თანამდებობრივი ინსტრუქცია):
1. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით და დამხმარე საშუალებებით აგრარულ სფეროში დასაქმებულ სუბიექტებთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება;
2. ბრიგადის მენეჯერებისა და ტექნიკის ოპერატორების მიერ ტექნიკური უსაფრთხოების ზომების დაცვის ზედამხედველობა;
3. იკისროს უშუალო პასუხიმგებლობა ბრიგადის მენეჯერებთან ერთად კონტრაქტორი სუბიექტების მიერ მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის დროულად გადახდის ორგანიზებასა და დადგენილი წესით გადახდილი ან გადასახდელი საფასურის კომპანიის საბანკო ანგარიშზე აკუმულირებისათვის;
4. უზრუნველყოფს მენეჯერებისა და ტექნიკის ოპერატორების მიერ ტექნიკური უსაფრთხოების ზომების დაცვის ზედამხედველობას;
5. აგროსერვისული და საფინანსო-საბუღალტრო სამსახურისათვის მათ დაქვემდებარებაში მყოფი ბრიგადის მენეჯერების მიერ გაწეულ საქმიანობაზე პერიოდული საქმიანობის წარდგენა;
6. ახორციელებს კომპანიის სახელით კლიენტებისთვის გაწეულ მომსახურებაზე შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების და სამუშაოების დროულად და ხარისხიანად ჩატარების კონტროლს;
7. სხვადასხვა საწარმოებისა და ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მოთხოვნილების დადგენა შპს-ს პროფილით საქმიანობასთან დაკავშირებით, მათთან სამეურნეო კავშირების დამყარება და საქმეში ხელშეწყობა;
8. ბრიგადის მენეჯერების მუშაობაზე აგროსერვისული მომსახურეობის სამსახურთან ერთად კონტროლის განხორციელება და სამუშაოთა აღრიცხვა/ანალიზი, მათი სამოქმედო გეგმის ანალიზი;
9. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების ხელშეწყობისათვის მექანიზაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად წინადადებების მომზადება;
10. შეადგინოს საშუალო ვადიანი გეგმა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მომსახურების გაწევის ან სამუშაოების შესრულების შესახებ;
11. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სტანდარტებისა და დადგენილი რეგლამენტის შესაბამისად მოვლასა და შენახვაზე ზედამხედველობის განხორციელება;
12. სხვა ვალდებულებების შესრულება, რაც დაკავშირებული იქნება დაქვემდებარებული სერვის-ცენტრის მართვასთან, რეგიონალური სერვის-ცენტრების კოორდინატორის, აგროსერვისული სამსახურის უფროსის და კომპანიის დირექტორის მითითებების შესაბამისად;
(იხ. შრომითი ხელშეკრულება ტომი 1-ლი, ს.ფ. 43-45).
4.3. შპს ,,მ--------------ის“ ბალანსზე რიცხულ და სარგებლობაში არსებულ ავტომანქანებზე მატერიალური პასუხისმგებელი პირებისა და აწვავის ყოველთვიური ლიმიტის განსაზღვრის შესახებ შპს ,,მ--------------ის“ დირექტორის 2016 წლის 01 თებერვლის №--- ბრძანებით დამტკიცდა შპს ,,მ--------------ის“ ბალანსზე რიცხულ და სარგებლობაში არსებულ ავტომანქანებზე მატერიალური პასუხისმგებელი პირები წინამდებარე ბრძანების დანართი№- ის შესაბამისად და საწვავის ლიმიტი დანართი №--ის შესაბამისად. აღნიშნულის ტანახმად კი დადგენილია, რომ 13 ერთეულ M--------------- მოდელის ავტომანქანაზე მატერიალურ პასუხიმგებელ პირებად განისაზღვრნენ უშუალოდ სერვის-ცენტრის მენეჯერები, მათ შორის ა--–ის სერვის ცენტრზე გამოყოფილ ავტომანქანაზე მოცემული სერვის ცენტრის მენეჯერი - ი----- ტ---------, რომლის სახელზეც გაიცემოდა საწვავიც;
(იხ. ბრძანება დანართებით, მინდობილობები, ტომი 1-ლი, ს.ფ. 122-143).
4.4. შპს ,,მ--------------ის“ დირექტორის 2016 წლის 02 ივნისის №5- ბრძანებით - შპს ,,მ--------------ის“ 2--- წლის 16 ნოემბრის №8- ბრძანების შესაბამისად, შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სხდომის ოქმის (24.12.2---წ.) თანახმად, ინვენტარიზაციის შედეგად სერვის-ცენტრში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამო, კომპანიის შინაგანაწესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ი----- ტ---------ს გამოეცხადა შენიშვნა;
(იხ. ბრძანება ტომი 1-ლი, ს.ფ.106-107).
4.5. შპს ,,მ--------------ში“ მომუშავე თანამშრომლებს 2016 წელს წახალისების მიზნით მიეცათ პრემია შობის ბრწყინვალე და აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით;
(იხ. ბრძანებები, ტომი 1-ლი, ს.ფ. 109-111).
სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება განსახილველ სარჩელთან მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს 2.13.-2.24 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:
4.6. 2016 წლის 01 ივლისის ბრძანების 1-ლი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე შპს „მ--------------ის“ ა--–ის სერვის-ცენტრის მენეჯერ ი----- ტ---------ს დაეკისრა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის M--------------, სახ N------- აღდგენის ხარჯები, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ი----- ტ--------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ პუნქტისა და კომპანიის შინაგანაწესის მე-2 მუხლის „ე“ - „ვ“ ქვეპუნქტების, მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, შრომის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის 2.5. და 2.6. ქვეპუნქტების საფუძველზე.
4.7. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
4.9. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია, მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად ან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ქონდა მფლობელისაგან.
4.11. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).
4.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, ვინც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ამ ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. განსახილველ შემთხვევაში კი შპს ,,მ--------------ის“ დირექტორის 2016 წლის 01 თებერვლის №--- ბრძანების საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საწარმოს ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული M--------------- მოდელის ავტომანქანებზე მატერიალურ პასუხიმგებელ პირად ა--–ის სერვის-ცენტრში განისაზღვრა ამავე ცენტრის მენეჯერი - ი----- ტ---------. აღსანიშნავია, რომ მის სახელზევე იწერებოდა საწვავიც.
4.13. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ რ---- ტ---------მ შპს „მ--------------ის“ კუთვნილი სამსახურებრივი M-------------- მარკის ავტომანქანის მართვისას დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რამაც გამოიწვია ავტომანქანის დაზიანება. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ფასი, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს - 8060 ლარს.
4.14. საქმეში წარმოდგენილი უდავო სახის მტკიცებულების - შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ი----- ტ--------- ვალდებულია: მზრუნველობით მოეპყრას დამსაქმებლის ქონებას და მიიღოს ყველა ზომა ზიანის თავიდან ასაცილებლად. მას სრული ინდივიდუალურ მატერიალური პასუხიმგებლობა ეკისრება კომპანიის იმ ქონებაზე (ტექნიკაზე ან სხვა საშუალებებზე), რომელიც მასზეა გადაცემული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით (მუხლი 2.6); ინდივიდუალურად (პირადად) უზრუნველყოს დამსაქმებლისათვის იმ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა დასაქმებულის მოქმედებით ან მისთვის მიბარებული ქონების განადგურებით (მუხლის 2.9).
4.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელი სუბიექტია სწორედ ი----- ტ---------, რადგან მან საკუთარი გაუფრთხილებელი ქმედებით ვერ უზრუნველყო მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების სათანადო დაცვა. აღსანიშნავია ის, რომ საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ რ---- ტ--------- შპს ,,მ--------------ში“ დასაქმებული იყო ჯერ მეეზოვედ, ხოლო შემდგომში ბრიგადის ტექნიკის ოპერატორის თანამდებობაზე. ამდენად, მის ფუნციებში არ შედიოდა მის მიერ დაზიანებული ავტომობილით სარგებლობა. შესაბამისად, ი----- ტ---------მ სამსახურის ავტომობილი სარგებლობაში გადასცა არაუფლებამოსილ პირს. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ როდესაც მფლობელის ნების საფუძველზეა მოსარგებლისათვის გადაცემული სატრანსპორტო საშუალება, ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, მის მიერ მიყენებულია თუ არა ზიანი.
4.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
4.17. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ი----- ტ---------ს სწორად დაეკისრა საწარმოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების ამ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძვლები.
4.18 საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ პუნქტის თანახმად დამსაქმებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს დასაქმებულს. სახელდობრ, მითითებული ნორმის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგენილ უნდა იქნეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი. ამ მიმართებით, პალატა ყურადღებას ამახვილებს შრომის კოდექსის ჩანაწერზე მასზედ, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არა ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერების მიზნით შეფასებულ უნდა იქნეს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტი, დარღვევის ხარისხი, დარღვევის სიხშირე, დასაქმებულის ბრალეულობა, ასევე ის სამართლებრივი შედეგები, რაც დარღვევას მოჰყვა.
4.19. ი----- ტ---------სთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის დებულების შესაბამისად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებია: ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვვევა (მუხლის 8.2); ამავე ხელშეკრულების თანახმად, დისციპლინური პასუხიმგებლობის შეფარდების საფუძვლებია: ე) დაწესებულებისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება/განადგურება ან არსებითი ზიანის წარმოშობის საფრთხის შექმნა (ზიანი მიადგა დასაქმებულზე მიმაგრებულ ან/და მის დროებით სარგებლობაში გადაცემული მატერიალური ღირებულების მქონე ქონებას ან/და სახეზეა შესაბამისი ქონების დაზიანების ან/და განადგურების ფაქტი; ზ) შრომის დისციპლინის დარღვევა (მუხლის 9.2); ხოლო დისციპლინური დარღვევისათვის კომპანიაში დასაქმებული პირის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დარღვევის სიმძიმის და ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება გამოყენებული იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ...ვ) სამუშაოდან დათხოვნა/შრომითი ხელშეკრულების მოშლა, კანონით დაგენილი წესით და შემთხვევაში (მუხლი 9.1).
4.20.განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო, იზიარებს რა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დადგენილად მიაჩნია, ინვენტარიზაციის შედეგად სერვის-ცენტრში გამოვლენილი მთელი რიგი დარღვევები, რაც გამოიხატა იმაში, რომ საწარმოს ტერიტორიაზე ვერ იქნა ნანახი საწარმოს გარკვეული სახის სამეურნეო ტექნიკა, ამავე საწარმოს ტექნიკით ზედმეტად ხდებოდა სხვადასხვა პირების მიწის ფართების დამუშავება, რაც დაფიქსირებული იქნა ჯიპიეს მონიტორინგის მიერ, სრულად არ ხდებოდა საწარმოსათვის ასანაზღაურებელი ხვნის ღირებულების გადახდა. ამასთან, ი----- ტ---------მ ხელი შეუშალა ინვენტარიზაციის მიზნით მისულ ინსპექტორებს მუშაობაში, კერძოდ, გამოვლენილ დარღვევებზე ახსნა-განმარტებებების მიცემაში. შემდგომში კი საერთოდ მიატოვა ისინი საწარმოს ტერიტორიაზე, რითაც არ დაემორჩილა ხელმძღვანელობის მითითებას ხელი შეეწყო ინპექტორებისათვის ინვენტარიზაციის ჩატარებაში. აღსანიშნავია, რომ ი----- ტ--------- იყო საწარმოს მენეჯერი, შესაბამისად, ის როგორც კარგი მენეჯერი პირველ რიგში უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ინვენტარიზაციით და მისი შედეგებით. პალატას მიაჩნია, რომ მან სათანადოდ არ შეასრულა მასზე დაკისრებულ მოვალეობები, რისი შესრულებაც დადგენილია, რომ მას ევალებოდა შინაგანაწესით და სამსახურებრივი ფუნქციებით. მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, გაზიარებული ვერ იქნება, რადგან აღნიშნული გარემოებები დასტურდება საქმეში არსებული მოხსენებითი ბარათებით, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების- შპს „მ--------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარ ინსპექტორ დ----- კ-------–---–ისა და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტ გ------- ხ---–--ის ჩვენებებით და გაფრთხილების ბრძანებით. დადგენილია, რომ მოსარჩელე იყო მენეჯერი, შესაბამისად, მისი ფუნქცია იყო ზედამხედველობა გაეწია სერვის-ცენტრის გამართული მუშაობისათვის, რაც მას არ შეუსრულებია. პირიქით, მისი არაეფექტური ხელმძღვანელობის პირობებში, ზიანი მიადგა დამსაქმებლის ინტერესებს, მათ შორის ქონებრივსაც.
ი----- ტ---------ს მიერ ჩადენილი დარღვევის ხარისხის შეფასების მიზნით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს მის მიერ დაკავებული პოზიციის სპეციფიკაზე, რაც პოზიციის მენეჯერულ ხასიათში ვლინდება, ასევე იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მითითებულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვებოდა.
4.21. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ხელშეკრულების, შრომის შინაგანაწესისა და მენეჯერის სახელმძღვანელოთი გაწერილი ქცევის იმ სტანდარტების დარღვევა, რაც დასაქმებულის მიმართ დამსაქმებლის ნდობას აქარწყლებს, სახელდობრ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით - შპს „მ--------------ის“ პროცედურებისა და ინსპექტირების განყოფილების მთავარ ინსპექტორ დ----- კ-------–---–ისა და შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტ გ------- ხ---–--ის მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათისა და აღნიშნულ პირთა მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ ა--–ის სერვის-ცენტრში სერვის - ცენტრზე რიცხული ტექნიკური საშუალებებისა და ექსპლოატაციის პირობების და განკარგვის მდგომარეობის შემოწმებისას გამოვლენილ იქნა სერიოზული დარღვევები, ამასთან დაფიქსირებულ იქნა შემოწმების ჩამტარებელი პირებისათვის შემოწმების ჩატარებაზე ხელშეშლის ფაქტი,ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინა ასეთზე ხელშეწყობა, რაც შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში შრომის არსებითი პირობის დარღვევას წარმოადგენს, მით უფრო მაშინ, როდესაც მითითებულ გადაცდომას მენეჯერი ჩადის, რომელსაც უპირველესად მოეთხოვება ისეთი ქმედების თავიდან აცილება, რაც შეაფერხებს დაწესებულების მუშაობას და შელახავს მის ინტერსებს.
პალატა ასევე განმარტავს, რომ ესა თუ ის ქმედება, ცალკე აღებული, მნიშვნელოვან დარღვევას შეიძლება არ წარმოადგენდეს, აღნიშნული ქმედება საზოგადოების თვალში შეიძლება გასაკიცხიც არ იყოს, უფრო მეტიც, ქმედება, თავისი არსით, შეიძლება საზოგადოების მოწონებასაც კი იმსახურებდეს, თუმცა, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შრომის ხელშეკრულების დარღვევის კონტექსტში, დასაქმებულის ქმედების განსჯა, მისი შეფასება და სანქცირება დამსაქმებლის გადასახედიდან, მის ინტერესებში და, რაღა თქმა უნდა, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით მოწმდება. ამ მიმართებით დგინდება, თუ რა თავისებურებით ხასიათდება ყოველი კონკრეტული სამუშაო, რა პრიორიტეტები აქვს დამსაქმებელს, რა დონის დისციპლინას მოითხოვს შესასრულებელი სამუშაო, რა სახის უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული ესა თუ ის დარღვევა და ა. შ.
განსხილველ შემთხვევაში ი----- ტ---------ს მიერ ჩადენილი გადაცდომების ხასიათის, მისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების და დამსაქმებელი ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, გონივრულ და პროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენდა, აღნიშნული კი გამორიცხავს სამუშოდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
4.23. ზემოაღნიშნული მსჯელობების გაზიარებით პალატა მიიჩნევს, რომ ი----- ტ---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
4.24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.25. განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ი----- ტ---------ს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად ი----- ტ---------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა
5.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ი----- ტ---------ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----- ტ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.
3.აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში განჩინების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე
(თავმჯდომარე,მომხსენებელი)
თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა