განაჩენი

სისხლის სამართლის 01.03.2019
საქმის ნომერი
330100114636280
ინსტანცია
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100114636280 -1ბ/1381-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დ------–----–---–-

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: გი--–------------------------–-------–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-------–--–---------–-------–----------------------------------–--

 

ადვოკატები: ბა------------------------------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

დისპოზიცია: ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალ-----ბის გამოყენების მუქარით.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი და 3 (სამი) თვე;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ---–---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----------------–---–-- და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენში გ---–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

გ---–---------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით და ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალ-----ბის გამოყენების მუქარით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა :

 

2014 წლის 28 სექტემბერს გ---–---------ე სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის, შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვ-–--------------------- საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისში, წ----------------–--–- №----------------–-- მანვე, ისარგებლა რა დროის იმ მონაკვეთით, რომ ვ-–-------- ზ--------ეს ეძინა, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავრი სამმართველოს ბალანსზე რიცხულ და ამ უკანასკნელის სახელზე განპიროვნებულ ,,J--------------- მოდელის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლ იარაღს N-------- თავისივე მჭიდით და 15 ცალი ვაზნით;

 

2014 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 03:45 საათზე, ქ------–--–----------–---- ქ--------------------თან, გ---–---------ე თავს დაესხა კერძო ტაქსის მძღოლ დ---------------ას, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლისათვის საშიში ძალ-----ბის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი;

 

იმავე დღეს, დაახლოებით 03:50 საათზე, ქ.თბილისში, რ----–---------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული გ---–---------ე, რა დროსაც ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, მისგან ამოღებული იქნა შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბალანსზე რიცხული და ვ-–--------------------- სახელზე განპიროვნებული ,,J--------------- მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი №41352227 თავისივე მჭიდით და 15 ცალი ვაზნით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2014 წლის 28 სექტემბერს გ---–---------ე სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის, შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ვ-–--------------------- საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.თბილისში, წ----------------–--–- №----------------–-- მანვე ისარგებლა რა დროის იმ მონაკვეთით, რომ ვ-–-------- ზ--------ეს ეძინა, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავრი სამმართველოს ბალანსზე რიცხულ და ამ უკანასკნელის სახელზე განპიროვნებულ ,,J--------------- მოდელის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლ იარაღს N-------- თავისივე მჭიდით და 15 ცალი ვაზნით;

 

იმავე დღეს, დაახლოებით 03:50 საათზე, ქ.თბილისში, რ----–---------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული გ---–---------ე, რა დროსაც ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, მისგან ამოღებული იქნა შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბალანსზე რიცხული და ვ-–--------------------- სახელზე განპიროვნებული ,,J--------------- მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი №41352227 თავისივე მჭიდით და 15 ცალი ვაზნით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალ-----ბის გამოყენების მუქარით.

 

დაზარალებულმა დ---------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2014 წლის 28 სექტემბერს მგზავრთა გადაყვანას ახორციელებდა მისი კუთვნილი ავტომანქანა „V-------------------- საბურთალოს რაიონში ჩაუჯდა ორი პიროვნება და სთხოვეს დიდუბეში გაყვა. ერთი ჩამოვიდა იქვე შუქნიშანთან, რომელსაც დ----- ერქვა და ავტომანქანაში მჯდომ პირს ეუბნებოდა მომეციო, ის კი უარს ეუბნებოდა. გზაში გ---–---------ემ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამოიღო იარაღი და მოსთხოვა სიჩქარის მომატება, ასევე დასძინა, რომ იარაღი მას არ ეკუთვნოდა და თუ მოკლავდა პასუხს არავინ მოსთხოვდა. ამ დროს პატრულმა გაიარა და მსჯავრდებულმა უთხრა, რომ როგორც ეტყოდა ისე წასულიყო. როცა მიუახლოვდა ა--–----ა და ხოშარაულის ქუჩას, მსჯავრდებულმა შეიყვანა ერთ-ერთ ჩიხში, შემდეგ ისევ მოატრიალებინა ავტომანქანა და გააჩერებინა ერთ-ერთი კორპუსის ეზოში. იარაღის მუქარით მოსთხოვა ტელეფონისა და ავტომანქანის გასაღების გადაცემა. იყო აგრესიული და აგინებდა. დაზარალებულის ჩვენებით მან ამოიღო კუთვნილი ტელეფონი და მიაწოდა. იმავე პერიოდში დაინახეს მათი მიმართულებით მოძრავი ორი პიროვნება, რომელთა დანახვაზე გ---–---------ე გადავიდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან, „მიუგდო“ ავტომანქანის გასაღები და სწრაფად გაიქცა კორპუსის მიმართულებით. იმავე პერიოდში მსჯავრდებულს ხელიდან გაუვარდა დაზარალებულისაგან წართმეული მობილური ტელეფონი, რაც თავად აიღო, დაქოქა ავტომანქანა და წავიდა. ვიდრე პოლიციის განყოფილებამდე მივიდოდა ტელეფონზე დაურეკა მის მეზობლად მცხოვრებ დიდუბე-ჩუღურეთის მე-3 განყოფილების უფროსს, ე-------------–ვილს და მოუთხრო მომხდარი ფაქტის შესახებ. ასევე, უთხრა ტერიტორია სადაც იმყოფებოდა. შეტყობინებიდან მცირე დროში მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც დაწვრილებით უამბო მომხდარის შესახებ და აღწერა თავდამსახმელის გარეგნობა. დაზარალებულის ჩვენებით, მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში და წარდგენილ სამ პიროვნებას შორის ამოიცნო გ---–---------ე.

 

მოწმე დ---------------–---–-ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2014 წლის 27 სექტემბერს, გვიან ღამით შემთხვევით ნახა ვ-–--------------------. ურთიერთმოკითხვის შემდეგ მეგობარმა გააცნო გ---–---------ე, რომელიც თან ახლდა და სახლში დაპატიჟა. ბინაში ასვლამდე ლ------ (ვ-–--------მა) იყიდა არაყი და რადგან იმ დღეს იყო მძიმე მარხვა, მან გ---–-სთან ერთად სმა დაიწყო 00:00 საათის შემდეგ. ნახა, ლ-----ს იარაღი „კაბურაში“ ედო და წელზე ეკეთა. მათი ყოფნის პერიოდში ლ-----ს იარაღი „კაბურიდან“ არ ამოუღია. გ---–-სთან ერთად წამოვიდა. წამოსვლის დროს ნახა, ლ----- სავარძელში იჯდა და ეძინა. გ---–-- ლ-----ს პიჯაკი მიაწოდა და ნახა ჯიბეში რაღაც ჩხრიალებდა, რაც მოწმის აზრით ავტომანქანის გასაღები იყო. სთხოვა გასაღები მისთვის მიეცა, რათა ავტომანქანაზე არ დამჯდარიყო. გასაღები არ მისცა. ტაქსით წავიდნენ. ტაქსში უკანა მარჯვენა მხარეს იჯდა, ხოლო გ---–- მძღოლის გვერდით. მოწმე ჩამოვიდა ვაკე-საბურთალოს კუთხეში. ჩამოსვლის წინ კვლავ უთხრა გ---–-ს, რომ მიეცა მისთვის გასაღები, მაგრამ უარი უთხრა.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 28 სექტემბერს დაზარალებულ დ---------------ას დაკითხვისას მის მიერ წარდგენილ იქნა ავტომანქანა “------------------“ სახელმწიფო №-------- სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის მიხედვით, აღნიშნული ავტომანქანა წარმოადგენს შპს ,,ე----“ კუთვნილებას; ავტომანქანის გამოშვების თარიღია 1993 წელი; ფერი - ლურჯი 8/8; ტიპი - უნივერსალი; ძრავის მოცულობა 1800; ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერია W---------------- ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერია A--------- მისი გადაცემის თარიღია 17/01/2013 წელი, ტრანსპორტის რეგისტრაციის საფუძველი გახდა ერთობლივი განცხადება (---------------------

 

ამავე ოქმის თანახმად, დ---------------ას მიერ, ასევე, წარდგენილ იქნა მობილური ტელეფონი ,,ნოკია“ იმეი კოდით 3--------------- რომელშიც მოთავსებულია შპს ,,ჯ------–--“ ქსელში ჩართული სიმბარათი ნომრით 5-----------. აღნიშნული ტელეფონის შემავალი და გამავალი ზარების დათვალიერებით ირკვევა, რომ 2014 წლის 28 სექტემბერს 03:44 საათზე დაფიქსირებულია გამავალი ზარი სატელეფონო ნომერზე 57----------- რომელზეც დათვალიერებაში მონაწილე დ---------------ამ განაცხადა, რომ აღნიშნული ნომერი ეკუთვნის ე------ (ე-–-------) მ----–---–ს, რომელსაც შეატყობინა მისი დაყაჩაღების ფაქტის შესახებ. იმავე თარიღით 03:47 სთ-ზე დაფიქსირებულია შემავალი ზარი ტელეფონის ნომრიდან 5------------ რომელზეც დ---------------ამ განაცხადა, რომ აღნიშნული ნომრით მას დაუკავშირდა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომელი, რომელიც დარეკვისთანავე სხვა თანამშრომელთან ერთად მივიდა ადგილზე და მათ მოახდინეს თავდამსხმელის დაკავება.

 

ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 28 სექტემბერს “------------------“ მარკის ავტომანქანის, სახ.№-------- დათვალიერებისას ექსპერტების მიერ აღებული იქნა ორი სუნის კვალის ნიმუშები ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან და ავტომანქანის უკანა მარჯვენა სავარძლიდან. ასევე, წინა მარჯვენა კარის ჩარჩოს შიდა ზედაპირიდან, წინა მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან და ავტომანქანის კარებს შორის არსებული სამაგრიდან, აღებული იქნა სამი ხელის კვალი, რაც შეიფუთა კანონის დაცვით.

 

შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 28 ოქტომბრის N----ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ავტომანქანა „V-------------------------------ის წინა მარჯვენა სავარძლის საზურგე ადგილიდან დაქტილოფირით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილ მოლურჯო/ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და გ---–---------ის პიჯაკის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მოლურჯო/ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობითი კუთვნილება.

 

ექსპერტმა ირ----------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული 2014 წლის 28 ოქტომბრის №---/ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2014 წლის 28 სექტემბერს ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, მსჯავრდებულ გ---–---------ის თანხმობით მოხდა მისი დაქტილოსკოპირება ელექტრონულად.

 

2014 წლის 29 სექტემბრის დ---------------ას ხელის კვლების ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, დ---------------ასაგან აღებული იქნა ხელის კვლების ნიმუში.

 

2014 წლის 29 სექტემბრის თითების ანაბეჭდები ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, მოწმე დ---------------–---–--აგან აღებული იქნა ხელის თითების ანაბეჭდები ელექტრონული მეთოდით.

 

შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 8 ოქტომბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №-----დ დასკვნის თანახმად:

 

სს №002280914001 საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის თითის კვლები გადატანილი დაქტილოფირებზე ზომებით: 39X53 მმ-კვალი №1, 38 X48მმ-კვალი №2, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

 

ხელის კვალი გადატანილი დაქტილოფირზე ზომით: 39 X51მმ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

 

ხელის თითის კვალი №2 (ამოღებული ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის ჩარჩოს შიდა ზედაპირიდან) იდენტურია მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი დ----------------------------–---–-------------------- წ. მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშის.

 

ხელის თითის კვალი №1 არ არის იდენტური დ------------------------------ს, დაბ. 3---------.; დ----------------------------–---–--------------------; გ---–----–--------------------------------- ხელის თითის ანაბეჭდების ნიმუშების.

 

ხელის თითის კვალი №1, იდენტური შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის თითის კვლები და დაქტილოსკოპირებული პირების ხელის თითის ანაბეჭდები მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.

 

ექსპერტმა ე---------------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული 2014 წლის 8 ოქტომბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №-----დ ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2014 წლის 28 და 29 სექტემბერს ნიმუშის აღების ოქმების თანახმად, რაც დაცვის მხარის მიერ უდავო ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, გ---–---------ისა და დ---------------–---–--გან აღებულ იქნა სუნის ნიმუში.

 

შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 15 ოქტომბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად: 2014 წლის 28 სექტემბერს, ქ. თბ--–--–------–--------ჩა N34, II კორპუსის მიმდებარედ დ---------------აზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ გ---–---------ისგან და მოწმე დ---------------–---–--გან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

ექსპერტმა მა----------------- სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული 2014 წლის 15 ოქტომბრის ოდოროლოგიური №--------- ექსპერტიზის დასკვნის სიწორე.

 

2014 წლის 29 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დ---------------ას და ვ-–--------------------- მონაწილეობით გაიხსნა და დათვალიერდა ვერცხლისფერი მეტალის ე.წ. ბრელოკი თავისივე რგოლით, რომელზეც ასახულია ერთი ცალი შავი პლასტმასის გაწყობილი ა/მანქანა BMW-ს ემბლემის გამოსახულებით გასაღებით, ერთი ცალი ოდნავ გრძელი ვერცხლისფერი მეტალის გასაღები და ერთი ცალი შედარებით მცირე ზომის ვერცხლისფერი გასაღები, რომელზეც იკითხება ასოები ,,TLAN”, აღნიშნულზე ვლ--------------------- განმარტა, რომ მას ეკუთვნის, ვინაიდან შავი პლასტმასით გაწყობილი BMW-ს ემბლემის გამოსახულებით გასაღები, არის მისი ავტომანქანა BMW-ს გასაღები, რომლის სახელმწიფო ნომერია F------, ვ-–--------ის განმარტებით, ავტომანქანის გასაღები ამოიცნო მასზე არსებული ნაკაწრით, ხოლო გასაღები, რომელიც არის მოგრძო ასევე, ეკუთვნის მას და არის მის სამსახურში განკუთვნილი სეიფის გასაღები. რაც შეეხება ე.წ. ბრელოკს, განმარტა, რომ შეძენილი აქვს დაახლოებით ერთი თვის წინ ახალციხეში ერთ-ერთ მაღაზიაში. ვლ--------------------- ამოიცნო მისი კუთვნილი გასაღებების ასხმა.

 

მოწმე ე-–-------------–---–მა დადასტურა, რომ 2014 წლის 28 სექტემბერს დაუკავშირდა ნაცნობი დ---------------ა და აცნობა მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი. დაზარალებულმა აღუწერა არა მარტო თავდამსხმელის გარეგნობა ასევე, უთხრა შემთხვევის ადგილის მდებარეობა სადაც თავად იმყოფებოდა. მოწმემ თავის მხრივ მომხდარი ყაჩაღობის შესახებ ინფორმაცია ტელეფონით მიაწოდა დიდუბე - ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსს ვა----------------–---–ს.

 

მოწმ ვა----------------–---–ის ჩვენებით, 2014 წლის 28 სექტემბერს დაუკავშირდა დიდუბე-ჩუღურეთის მე-3 განყოფილების უფროსი ე-–-------------–---–ი და უთხრა, რომ ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა აცნობა ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი, რომელიც მომხდარი იყო აგ-–----------------ს მიმდებარე კორპუსებთან და მიაწოდა ინფორმაცია შესაძლო დამნაშავის გარეგნობის შესახებ, რაც თავის მხრივ გადასცა იმავე ტერიტორიაზე მოძრავ ოპერატიულ ჯგუფს.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე რ--------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 28 სექტემბერს დაახლოებით 03:30 საათზე სახლიდან გამოვიდა სიგარეტის მოსაწევად, დაინახა მეზობელი ა---–-----------------ომელიც უბანში ასეირნებდა ძაღლს და მასთან ერთად გააგრძელა ფეხით სვლა. მცირე დროში დაინახა ბიძაშვილი გ---–---------ე. მოკითხვის შემდეგ გ---მ სახლში მყოფ ი-------------–---–-, რომელსაც გამოართვა თანხა 10 ლარის ოდეობით. გ---–-- გადაუხადა ტაქსის მძღოლს ფული, მათ ერთამანეთი გადაკოცნეს, დაემშვიდობნენ ,,კარგად ძმაოო“ და ერთამანეთს ხელი ჩაამოართვეს.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა ა---–---------------------------------–---–--. ამ უკანასკნელმა დამატებით განმარტა, რომ გ---–---------ე არის მისი მამინაცვლის ძმისშვილი და ხშირად მიდის მათ ოჯახში სტუმრად. რადგან რ-----ი არ დახვდა გ---–-ს თანხა მას გამოართვა.

 

მოწმე ი------------აძემ განმარტა, რომ 2014 წლის 28 სექტემბერს მას დაურეკა მეუღლის ბიძაშვილმა რ----- ნ------ემ და უთხრა, რომ გ---–- იმყოფებოდა მასთან ნასვამი.

 

მოწმე დ----------------–---–მა განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში რომელიც ჩატარდა დიდუბე -ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში. ოთახში იყვნენ სულ სამნი და არ ახსოვს ამომცნობმა ვის დაადო ხელი.

 

მოწმე ლ-–- ფ-----ს ჩვენებით, 2014 წლის 28 სექტემბერს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველში მუშაობდა, როდესაც მე-2 განყოფილების უფროს ვა----------------–---–ს დაურეკა მე-3 განყოფილების უფროსმა ე------ მ----–---–მა და უთხრა, რომ ა--–---- ქუჩაზე მისი ნაცნობი ტაქსის მძღოლი დააყაჩაღა შეიარაღებულმა პიროვნებამ და აღუწერა თავდამსხმელის აღნაგობა. ე-–-------------–---–ი დაუკავშირდა ოპერატიულ ჯგუფს, რომელიც გამოცხადდა ადგილზე და დაზარალებულ ღ--------ს მითითებით დააკავა გ---–---------ე, რომლის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არასაკმარისია და უტყუარად ვერ ადასტურებს გ---–---------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მ----------–------- პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალ-----ბითა და ძალ-----ბის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალ-----ბით ან ძალ-----ბის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა გ---–---------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგეილი მტკიცებულებებიდან ერთადერთი პირდაპირი მოწმე, რომელიც მიუთითებს გ---–---------ის მხრიდან ყაჩაღობის ჩადენაზე არის დ---------------ა. დანარჩენი მტკიცებულებები, როგორიცაა ექსპერტიზის დასკვნები და მოწმების ჩვენებები არაპირდაპირ მტკიცებულებებს წარმოადგენენ და ადასტურებენ მხოლოდ მსჯავრდებულის დ---------------ას მფლობელობაში არსებულ ტაქსში ყოფნის ფაქტს, რასაც არც მსჯავრდებული უარყოფს. ამასთან პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არაა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა), რომ მსჯავრდებულმს წვდომა ჰქონდა ავტომობილის გასაღებზე ან დაზარალებულის კუთვნილ ტელეფონზე რასაც მიუთითებს დ---------------ა თავის ჩვენებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი გ---–---------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი. ვინაიდან ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულ დ---------------ას ჩვენებას, რომელიც აცხადებს, რომ 2014 წლის 28 სექტემბერს გ---–---------ემ დააყაჩაღა, რაც არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და ასევე, მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებებიდან.

 

დაზარალებულმა დ---------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2014 წლის 28 სექტემბრის თვეში ავტომანქანაში ჩაისვა ორი ახალგაზრდა პიროვნება, რომელთაგან ერთს ერქვა დ-----. ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა და დ--------------–---–-- ღამით ავტომანქანით იმგზავრეს სადაოდ არ გაუხდია დაცვის მხარეს, რაც ასევე დასტურდება ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რომლის თანახმად: ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ გ---–---------ისგან და მოწმე დ---------------–---–--გან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილზე, რომ მსჯავრდებულმა მიადო იარაღი, მოსთხოვა მობილური ტელეფონი და ავტომანქანის გასაღები. ასევე, უბრძანა, რომ წასულიყო იმ ადგილას, სადაც მიუთითებდა. საეჭვოა ის გარემოება, რომ იმ დროს როდესაც დაზარალებულს მიდებული ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, გაიარა საპატრულო ეკიპაჟმა რაზეც დაზარალებულის ჩვენებით მსჯავრდებუმა უბრძანა როგორც ის ეტყოდა ისე ემოქმედა ხოლო მეორედ, მაშინ როდესაც გ---–---------ემ ორი უცნობი პიროვნება დაინახა, გაიქცა ავტომანქანიდან და დაზარალებულის მობილური ტელეფონი დაუვარდა, ხოლო ავტომანქანის გასაღები მიუგდო, დაუტოვა დაზარალებულს.

 

დაზარალებულ დ---------------ას პოზიციას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცბულება არ ამყარებს, პირიქით დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა, კერძოდ, რ----- ნ------ემ დაადასტურა, რომ 2014 წლის 28 სექტემბერს 03:30 საათზე ძაღლს ასეირნებდა, როდესაც ნახა მისი ბიძაშვილი გ---–---------ე, შევიდა სახლში და ი-------------–---–- გამოართვა მძღოლისთვის მისაცემი 10 ლარი, დაშორებისას კი უთხრა „კარგად ძმაო“ და ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს ტაქსის მძღოლმა და გ---–---------ემ. ის ფაქტი, რომ გ---–---------ემ 03:30 საათზე 10 ლარი გამოართვა ი-------------–---–- დასტურდება ასევე, ი-------------–---–-- სასამართლოში მიცემული ჩვენებით. ხოლო, იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ასევე, მოწმე ა---–-- თ-------ემ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---–---------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ---–---------ის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ, ზემოაღნიშნულ სტანდარტს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ---–---------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალ-----ბის გამოყენების მუქარით) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება

 

მოწმე ვ-–--------------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2014 წლის სექტემბრის თვეში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის პოზიციაზე. 2014 წლის 27 სექტემბერს, წყნეთში მდებარე კუთვნილ ბინაში დაპატიჟა მეგობრები გ---–---------ე, შეყვარებული რ-------------------------------------–---–---------–-------------------------–---–---- ერთად. სუფრასთან არაყს ოთ-------------–ა სვამდნენ, თავად იყო დაღლილი და მხოლოდ ერთი ჭიქა მოსვა. ვინაიდან არ სვამდა, გადაჯდა ტელევიზორის საყურებლად და ჩაეძინა. იარაღი არ მოუხსნია, წელზე ეკეთა და შეკრულ ე.წ „კაბურაში“ ედო. როდესაც გაიღვიძა, სახლში არავინ იყო. ნახა, იარაღის ჩასადებში საშტატო იარაღი არ იდო. იარაღი იყო მჭიდით და ტყვიებით. ნახა, რომ გ---–-ს ქურთუკი მასთან იყო და სცადა მობილურ ტელეფონზე დაკავშირება, მაგრამ ტელეფონი გ---–---------ეს ქურთუკში ჰქონდა. გ---–-ს მოწმის პიჯაკი ჩაუცვამს, სადაც ჰქონდა სახლის და ავტომანქანის გასაღებები.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2014 წლის 28 სექტემბერს, 03:50 საათზე ქ-------–--–-----–--------------------2 კორპუსის მიმდებარე ტერიორიზე დაკავებული იქნა გ---–---------ე. პირადი ჩხრეკის შედეგად შარვლის მარცხენა მხარის სარტყელიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის პისტოლეტი, წარწერით ,,J--------------- ნომრით 4------, მასში მოთავსებული მჭიდით და მჭიდში მოთავსებული 15 (თხუთმეტი) ვაზნით. დაკავებულის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 1 (ერთი) 10 (ათი) ლარიანი კუპიურა და 1(ერთი) ცალი 5(ხუთი) თეთრიანი მონეტა. დაკავებულის პიჯაკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 1(ერთი) ცალი გასაღები მასზე მიმაგრებული ყვითელი ფერის ე.წ ჩიპით.

 

გასავლის ზედდებულის თანახმად, დანაყოფის უფროსის თ. ც------ისა და ინსპექტორ რ.მ--------ის მიერ, 2014 წლის 3 სექტემბერს შსს სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვ-–------------------------ №------- პატაკის საფუძველზე გაიცა ერთი ცალი პისტოლეტი „იერიხო“, ორი ცალი მჭიდი და 30 ცალი ლუგერის ვაზნა.

 

შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 29 სექტემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი, ქარხნული წესით დამზადებული, ,,J--------------- მოდელის, 9 მმ კალიბრის N-------- პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ხოლო 15 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1908 წლის ნიმუშის, პარაბელუმ-ლუგერის 9მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის, მათ შორის წარმოდგენილი პისტოლეტისთვის. გამოსაკვლევი თხუთმეტივე ვაზნა ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

 

მოწმე ან-------–-------- სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2014 წლის 28 სექტემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, გ---–---------ის მიერ, დაკითხვის შემდეგ ნებაყოფლობით იქნა წარდგენილი ტანსაცმელი, რაც მას ეცვა დაკავების დროს: შავი ფერის პიჯაკი, ნაცრისფერი სპორტული შარვალი, შავი ფერის ზონრით და თეთრი ფერის მაისური.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირი ამას კანონით მინიჭებული უფლების გარეშე ახორციელებს. აღნიშნული ქმედება შესაძლებელია განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის და მისი ვარგისიანობა დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება საზოგადოებისათვის და ცალკეული პირებისათვის მომეტებული საშიშროების შემცველია, ვინაიდან არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მას, ვინც უკანონოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს, აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამოიყენოს იგი.

 

,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ტ‘‘ პუნქტის მიხედვით, იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო, ამავე მუხლის ,,ფ‘‘ პუნქტის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა გ---–---------ეს, რომელსაც ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ჰქონდა მინიჭებული იარაღის ფლობის, განკარგვისა, იარაღით სარგებლობისა და ტარების უფლება.

 

მითითებული კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ასეთი ნებართვა გ---–---------ეს არ გააჩნდა, შესაბამისად, იგი ცეცხლსასროლ იარაღს ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ტერმინში ,,იარაღი‘‘ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად. ამავე მუხლის ,,ბ‘‘ პუნქტის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.

 

გ---–---------ისაგან ამოღებული იარაღი, ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ხოლო 15 ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1908 წლის ნიმუშის, პარაბელუმ-ლუგერის 9მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 9 მმ კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის, მათ შორის წარმოდგენილი პისტოლეტისთვის. გამოსაკვლევი თხუთმეტივე ვაზნა ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

 

რ---------------- სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, იარაღი, რომელსაც ფლობდა ვ-–-------- ზ--------ე, რიცხულია სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოზე.

 

2014 წლის 3 სექტემბერს შსს სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვ-–------------------------ №-------- პატაკის საფუძველზე გაიცა ერთი ცალი პისტოლეტი „იერიხო“, ორი ცალი მჭიდი და 30 ცალი ლუგერის ვაზნა.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ---–---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება,დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით

 

მოწმე ვ-–--------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 27 სექტემბერს წელზე ეკეთა „კაბურა“, რომელშიც მოთავსებული იყო ცეცხლსსასროლი იარაღი. სახლში ჰყავდა მეგობრები და ვინაიდან არ სვამდა ტელევიზორის საყურებლად გადაჯდა და ჩაეძინა. როდესაც გაიღვიძა სახლში არავინ იყო, ხოლო იარაღის ჩასადებში საშტატო იარაღი არ იდო. იარაღი იყო მჭიდით და ტყვიებით.

 

მოწმე დ---------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 27 სექტემბერს იმყოფებოდა ვ-–--------------------- სახლში. წამოსვლის დროს ნახა, რომ ლ----- სავარძელში იჯდა და ეძინა. ასევე, იქ ყოფნის დროს ნახა, რომ ვ-–--------------------ს იარაღი ედო „კაბურაში“, წელზე ეკეთა და არ მოუხსნია.

 

მოწმე ო--------------–---–-- ჩვენებით დადგენილია,რ ომ 2014 წლის 27 სექტემბერს იმყოფებოდა ვ-–--------------------- საცხოვრებელ სახლში და მისი შეხვედრიდან ბოლო წუთამდე ლ-----ს იარაღი ედო „კაბურაში“ და არ მოუხსნია.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----------------–-

 

2014 წლის 28 სექტემბერს გ---–---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა შარვლის მარცხენა მხარის სარტყელიდან შავი ფერის პისტოლეტი, წარწერით ,,J--------------- ნომრით 4------, მასში მოთავსებული მჭიდით და მჭიდში მოთავსებული 15 (თხუთმეტი) ვაზნით.

 

გასავლის ზედდებულის თანახმად, №------- პატაკის საფუძველზე გაიცა ერთი ცალი პისტოლეტი „იერიხო“, ორი ცალი მჭიდი და 30 ცალი ლუგერის ვაზნა.

 

მოწმე რ---------------- კი დაადასტურა, რომ იარაღი, რომელსაც ფლობდა ვლ------------------იძე, რიცხულია სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოზე.

 

სამართლებრივი შეფასება

 

პალატა განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს დანაშაული დამთავრებულია, როცა პირი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით შეძლებს ამ ნივთების ამოღებას სხვისი მფლობელობიდან, დაეუფლება მას და მიეცემა შესაძლებლობა განკარგოს თავისი სურვილისამებრ. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ დაუფლების დროს დაუფლება ხდება არა დროებით, არამედ უვადო მისაკუთრების მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოწმეებმა დ--------------–---–--, ო----- მ-------–---–მა და რ---- კ---------მა ნახეს, რომ ვ-–--------------------ს წელზე ეკეთა „კაბურა“ რომელშიც მოთავსებული იყო იარაღი. მოწმეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ვ-–--------------------ს იარაღი არ მოუხსნია, არც დაულევია. ის დაღლილი იყო და იქვე დივანზე მიწვა, ხოლო შემდგომ აღნიშნული იარაღი ამოღებული იქნა გ---–---------ის პირადი ჩხრეკისას. შესაბამისად, ის დაეუფლა ვ-–--------------------- სასშტატო ცეცხცხლსასროლ იარაღს და მიეცემა შესაძლებლობა განეკარგა თავისი სურვილისამებრ.

 

ის ფაქტი, რომ გ---–---------ისაგან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა წარმოადგენდა ვ-–--------------------- მფლობელობაში და რიცხული იყო სამცხე ჯავახეთის მთავარ სამმართველოზე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე რ----------------.

 

ამასთან პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ რომ გ---–---------ეს ცეცხლსასროლი იარაღი გამოჰყვა შემთხვევით, ვინაიდან ვ-–--------------------- ქურთუკი შეცდომით ჩაიცვა და იარაღი მოთავსებული იყო ქურთუკში. პალატა აღნიშნავს და მხარეებსაც სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ გ---–---------ემ ვლ------------------იძის სახლიდან წამოსვლისას ჩაიცვა ამ უკანასკნელის ქურთუკი, თუმცა იმ ვერსიას, რომ ვ-–--------------------- სარგებლობაში არსებული საშტატო ცეცხსასროლი იარაღის განზრახ, მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას არ ჰქონია ადგილი გამორიცხავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ ვ-–-------- ზ--------ე მიუთითებს რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი მოთავსებული ჰქონდა ტანზე არსებულ კაბურაში, არ ამოუღია და არ სხვაგან არ შეუნახავს, იარაღითვე მიწვა ტახტზე დასაძინებლად და ჩაეძინა კიდეც. გაღვიძებისას კი აღმოაჩინა, რომ კაბურაში იარაღი არ იდო. ვ-–--------------------- ტანზე ცეცხლსასროლი იარაღის არსებობის ფაქტს ადასტურებენ ასევე ბრალდების მხარის სხვა მოწმეები. გარდა მოწმეთა ჩვენებისა დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ ვერსიას ეწინააღმდეგება ასევე გ---–---------ის პირადი ჩხრეკის ოქმიც, რომლის მიხედვითაც მას ცეცხლსასროლი იარაღი ამოუღეს ქამრის მარცხენა მხარის სარტყელიდან და არა ვ-–--------------------- ქურთუკიდან.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ----–- ნ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება,დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ---–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჯანმრთელობის მდგომარეობა (პათოლოგიური რთული სტადიით მიმდინარე ქრონიკული ,,C ჰეპატიტი“) ხოლო, პასუხისმგებლობის დამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და განმარტავს, რომ სასჯელი პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე, სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენში და გ---–------------ შეუმცირდეს სასჯელი.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან გ---–---------ეს ჩადენილი აქვს ორი დამოუკიდებელი დანაშაული, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული პისტოლეტი ,,J--------------- N--------, ერთი მჭიდით და 10 ცალი ვაზნა დაუბრუნდეს საქართველოს შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს; ბრალდებულ გ---–---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, ასევე, ტანსაცმელი დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; დაზარალებულ დ---------------ას მიერ წარდგენილი ,,NOKIA-ს“ ფირმის მობილური ტელეფონი და ავტომანქანა ,,ფოლქსვაგენ გოლფის“, სახ.#H------ სარეგისტრაციო მოწმობა დაუბრუნდეს დაზარალებულ დ---------------ას; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ავტომანქანა ,,----ს“ გასაღები, ე.წ. ბრელოკთან და ორ სხვა გასაღებთან ერთად დაუბრუნდეს ვ-–-------- ზ--------ეს; ერთი ცალი DVD-R დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით, ხოლო ხელის კვლები 3 ცალი დაქტილობარათით, სუნის კვლის ნიმუშები 4 ქილით და 3 პაკეტით და მიკრონაწილაკები დაქტილობარათებზე, განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------–----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ გ---–---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ----------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

გ---–---------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ---–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ გ---–---------ეს სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით;

 

გ---–---------ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან და მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2014 წლის 28 სექტემბრიდან 2015 წლის 24 ივნისის ჩათვლით პერიოდი;

 

გ---–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს. ასევე, გაუქმებულია სასამართლოში ანგარიშგების ვალდებულება და გ---–---------ეს დაუბრუნდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ID ბარათი და პასპორტი);

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

პისტოლეტი ,,J--------------- N--------, ერთი მჭიდით და 10 ცალი ვაზნა დაუბრუნდეს საქართველოს შს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს; ბრალდებულ გ---–---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, ასევე, ტანსაცმელი დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; დაზარალებულ დ---------------ას მიერ წარდგენილი ,,NOKIA-ს“ ფირმის მობილური ტელეფონი და ავტომანქანა ,,ფოლქსვაგენ გოლფის“, სახ.9 სარეგისტრაციო მოწმობა დაუბრუნდეს დაზარალებულ დ---------------ას; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ავტომანქანა ,,----ს“ გასაღები, ე.წ. ბრელოკთან და ორ სხვა გასაღებთან ერთად დაუბრუნდეს ვ-–-------- ზ--------ეს; ერთი ცალი DVD-R დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით, ხოლო ხელის კვლები 3 ცალი დაქტილობარათით, სუნის კვლის ნიმუშები 4 ქილით და 3 პაკეტით და მიკრონაწილაკები დაქტილობარათებზე, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. ჯეირანაშვილი