განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
140210016001300355
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210016001300355

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2232-18 “ 18“ იანვარი, 2019წ.

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ოთარ სიჭინავა

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი _ _ _ მ--------------–---–ი, მ---------------–---–ი ა--------------------ი ი-------–---ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ გორის რაიონული სასამართლოს 25.01.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 27.12.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლოს 25.01.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

1. ა--------------------ის წარმომადგენლის ი-------–---ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხეების ე-–--------------–------, მ---------------–------, მ--------------–------, ვ-----------–--–------, თ---------–--–------ა და ლ-------–--–------ მიმართ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა;

3. მოპასუხეების ე-–--------------–------, მ---------------–------, მ--------------–------, ვ-----------–--–------, თ---------–--–------ა და ლ-------–--–------ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ---------–------------------------------–- მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით №------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - ა--------------------ს (პ/ნ №-----------);

 

გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს 27.12.2017წ. განჩინებით მ---------------–------ა და მ----------------–------ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:

 

2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით

მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

2.2. ა--------------------ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარმოდგენა 2 თვის ვადაში. 2016 წლის 21 აპრილს გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელე ა--------------------ის წარმომადგენელმა და წარმოადგინა მოპასუხეთათვის სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარების დასტური, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხე ნ----------------–ზე გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები 2016 წლის 13 აპრილს ჩაბარდა პირადად ნ----------------–ს; ე-–--------------–---–ზე გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები 2016 წლის 13 აპრილს ჩაბარდა ოჯახის წევრს, შვილიშვილს - ლ--------------–---–ს; მ---------------–---–ზე გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები 2016 წლის 13 აპრილს ჩაბარდა პირადად მ---------------–---–ს; მ--------------–---–ზე გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები 2016 წლის 13 აპრილს ჩაბარდა ოჯახის წევრს, შვილს - მ----------------–---–ს, თ--------–--–---–ზე გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები 2016 წლის 13 აპრილს ჩაბარდა ოჯახის წევრს, ძმას - ლ-------–--–---–ს; ვ----------–--–---–ზე გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები 2016 წლის 13 აპრილს ჩაბარდა ოჯახის წევრს, შვილს - ლ-------–--–---–ს; ლ-------–--–---–ზე გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები 2016 წლის 13 აპრილს ჩაბარდა პირადად ლ-------–--–---–ს.

2.3. სარჩელისა და თანდართული საბუთების ჩაბარებიდან მოპასუხეებს განსაზღვრული ჰქონდა შესაგებლის წარმოდგენის 10 (ათი) დღიანი ვადა. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებისათვის განსაზღვრულ შესაგებლის წარმოდგენის 10 დღიან ვადაში, რომელიც 2016 წლის 25 აპრილს ამოიწურა, შესაგებელი მხოლოდ ერთმა მოპასუხემ - ნ----------------–მა წარმოადგინა, ხოლო დანარჩენ მოპასუხეებს, როგორც, საქმის მასალებიდან ირკვევა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსთვის უცნობებიათ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

2.4. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შესაბამისი მოხელე დაუკავშირდა მოპასუხე ნ-----------------–ს სასამართლო პროცესის თარიღის შეტყობინების მიზნით, რომელსაც ასევე განემარტა, რომ მისი ოჯახის წევრების - ე-–--------------–------, მ---------------–------, მ--------------–------, ვ----------–--–------, თ--------–--–------ა და ლ-------–--–------ათვის შეეტყობინებინა პროცესის თაობაზე. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეეები ე-–--------------–---–ი, მ---------------–---–ი, მ--------------–---–ი, ვ----------–--–---–ი, თ--------–--–---–ი და ლ-------–--–---–ი არ გამოცხადდნენ, რომელთაც სხდომის თარიღის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ. გამოცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე მოპასუხეებს სასამართლოსათვის არაფე--- უცნობებიათ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

2.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელი თანდართული საბუთებით მოპასუხეებს ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით, მაგრამ შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსათვის უცნობებიათ.

2.6. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლების საფუძველზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებულ უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე-–--------------–------, მ---------------–------, მ--------------–------, ვ----------–--–------, თ---------–--–------ა და ლ--------–--–------ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით განჩინებაში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ:

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ორი პირობა არსებობს ერთდროულად. პირველი - მოსარჩელე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე, რათა მან გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; მეორე - არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2.8. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 25 იანვარს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცე კოდექსის 233-ე მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე ეკისრება მომჩივანს. ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორები არ გამოცხადდნენ. მათ საჩივარში მიუთითეს, რომ 2016 წლის 5 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ შესაგებლის წარმოსადგენად ვადა არ მიეცათ, რის გამოც ითხოვენ 2017 წლის 25 იანვარს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.

სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორების ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ 2017 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გარდა შესაგებლის წარუდგენლობისა, ასევე მიღებულ იქნა მოპასუხეთა პროცესზე გამოუცხადებლობის გამო. ამიტომ, საჩივრის ავტორების აპელირება იმ ფაქტზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდგომ შესაგებლის წარმოსადგენად ვადა არ განესაზღვრათ უსაფუძვლოა და სასამართლო ვერ გაიზიარებს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ 2016 წლის 5 მაისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მ--------------–---–ი და მ---------------–---–ი საჩივარში უთითებდნენ, რომ მათ მიერ სასამართლოში შესაგებელი წარდგენილი იქნა და სწორედ ამ საფუძვლით გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობდა მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, შესაბამისად, უსაფუძვლოა მ--------------–------ა და მ---------------–------ საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტების განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არათუ უსწოროა, არამედ მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას. აპელანტები შემხებლობაში არ არიან დავასთან, ვინაიდან სესხი აიღო ნ----------------–მა მოსარჩელისგან და საცხოვრებელი სახლი დატვირთა იპოთეკით. გაუგებარია, სად უნდა იცხოვრონ ი----–----------------–-----–-- ქალებმა. საქმესთან არანაირი შეხება არ აქვთ ე-–--–---–---, რომლებიც მეზობელ სახლში ცხოვრობენ.

3.2. სასამართლო სხდომს ესწრებოდა აპელანტის შვილი ნ----------------–ი, ხოლო აპელანტები სხდომას ვერ დაესწრნენ ავადმყოფობის გამო

 

4.გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თოაბაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა--------------------მა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით (ტ. I, ს.ფ. 1-11). სარჩელი ეფუძნება გარემოებებს მასზედ, რომ მოსარჩელე აღრიცხულია უძრავი ქონების - მდებარე, ქ---------–------------------------------–- (საკადასტრო კოდით №------------), მესაკუთრედ, რომელსაც ფლობენ მოპასუხეები და უარს ამბობენ ფართის გამონთავისუფლებაზე.

4.2. პალატას დადგენილად მიაჩნია გარემოება მასზედ, რომ აპელანტები მ--------------–---–ი და მ---------------–---–ი გორის რაიონული სასამართლოს 25.01.2017წ. სასამართლო სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

როგორც საქმის მასალებით დგინდება, მ--------------–---–ი და მ---------------–---–ი 25.01.2017წ. სასამართლო სხდომაზე მიწვეული იქნენ სატელეფონო შეტყობინების გზით (ტ.1, ს.ფ. 139). კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი აქტით დგინდება, რომ 20.01.2017წ. სასამართლო მოხელე ტელეფონით დაუკავშირდა ერთ-ერთ მოპასუხეს, ნ----------------–ს და როგორც პირადად, ასევე მას, როგორც მ--------------–------ და მ---------------–------ ოჯახის წევრს აცნობა 25.01.2017წ. 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე. აქტის თანახმად, ადრესატს განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები (იხ.: აქტი, ტ. 1, ს.ფ. 139).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწე---თ.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო უწყება 25.01.2017წ. სასამართლო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მ---- და მ---------------–---–ებისათვის, ჩაბარდა რა აღნიშნული უწყება მათი ოჯახის სრულწლოვან წევრს. ამდენად, დგინდება, რომ აპელანტები 25.01.2017წ. სასამართლო სხდომაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ის გარემოება, რომ მ---- და მ---------------–---–ები დადგენილი წესით იყვნენ მიწვეული სასამართლო სხდომაზე, აპელანტების მიერ სადავოდ გამხდარი არ ყოფილა.

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, სარჩელში მითითებული და მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობით დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტები 25.01.2017წ. სასამართლო სხდომაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აპელანტების მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მასზედ, რომ მათი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწე---ლი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

ამდენად, აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

განსახილველ შემთხვევაში აპელანტების სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა: დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას და სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და მხარეთა თანასწორობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მხარის უფლებები. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების წინაპირობა.

4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ--------------–------ და მ---------------–------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 25.01.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 27.12.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე ოთარ სიჭინავა