განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100117002030192
საქმე № 1ბ/332-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ა--------ა.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ----------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, რეგისტრირებული: ქ. ბათუმი, ტ------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ჭ------------------------------
მსჯავრდებული: ლ-–--------–----ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ---------------–--------
ადვოკატები: ტ------–-----------------------–-------------–---------–---–----------------–----
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
გ----------------ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.
ლ-–--------–----ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.
კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:
გ----------------ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
ლ-–--------–----ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
სასჯელი:
გ----------------ი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ლ-–--------–----ი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა--------ამ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა. კერძოდ, გ----------------ის და ლ-–--------–----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა გ----------------ის და ლ-–--------–----ის ბრალეულობა. დაზარალებულებმა ჩვენებების მიცემისას სრულად აღწერეს იმ ზიანის ოდენობა და ღირებულება, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ თავდამსხმელები. მათი დაზარალებულად ცნობა მოხდა ზიანის ნაწილში, რასაც მოწმობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, სასამართლომ სრულად გაიზიარა დაზარალებულათა ჩვენებები. დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ ლ-–--------–----მა და გ----------------მა სხვა - დაუდგენელ ორ პირთან ერთად ჩაიდინეს მათლსაწინააღმდეგო ქმედება და მიიმალნენ. შესაბამისად გაურკვეველია, თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ დაზარალებულთა ჩვენებები მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილში. დაზარალებულთა განმარტებით, 2017 წლის 10 მაისს მათი ოჯახისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს თანხას 5000 ლარის ოდენობითა და 79-5 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთებს (საერთო ჯამში 129-5 ლარი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გ----------------ის და ლ-–--------–----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა შესაგებელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-–--------–----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ-----------–----ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მტკიცებულებათა უმრავლესობას წარმოადგენს თავად დაზარალებულების მიერ მიცემული ჩვენებები, რომლებიც ატარებენ სუბიექტურ და მიკერძოებულ ხასიათს. გარდა ამისა ხსენებულ ჩვენებებში არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. განაჩენი კი, გამოტანილია ერთმანეთთან აშკარად შეუთანხმებელი და არადამაჯერებელი მტკიცებულებების საფუძველზე, რითაც არსებითად დაირღვა კანონის მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა ლ-–--------–----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ზემოხსენებული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე მსჯავრდებულ გ----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-------------–---მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გ----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში მტკიცებულებად იყენებეს 2017 წლის 11 მაისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს (ამომცნობი ი--------–------ო), რომელშიც მითითებულია, რომ ამომცნობმა პირი ამოიცნო შემდეგი ნიშან-თვისებებით: სახის ფერით და მოყვანილობით, თვალების ფორმით და მოყვანილობით, ცხვირის ფორმით და მოყვანილობით, თმის ფერით, წარბების ფერით, ფორმით და მოყვანილობით, ყურების ფორმით და მოყვანილობით და მთლიანობაში ვიზუალური შეხედულებით, იერსახით.“ იგივე შინაარსისაა, იმავე რიცხვით დათარიღებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, სადაც ამომცნობი არის თ---------------–---–ი. ორივე ამოცნობის ოქმში მითითებულია ერთი და იგივე ტექსტი. ორივე შემთხვევაში მითითებულია ამოსაცნობი პირის ზოგადი ნიშნები და არა ინდივიდუალური. ამასთან, მოსამართლე განაჩენში არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას ამოცნობის ოქმების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან დაზარალებულებმა ჯერ კიდევ ამოცნობის დაწყებამდე განმარტეს და აღწერეს კონკრეტული ინდივიდუალური და განმსახვავებელი ნიშნები, რითიც ამოიცნეს პირი. აპელანტი თვლის, რომ აღნიშნულით მოსამართლემ უგულვებელყო სასამართლო პრაქტიკა. ასეთი მტკიცებულებები არ უნდა იქნეს გაზიარებული და უნდა აღნიშნოს, რომ მისი მოპოვებისას არსებითად დაირღვა კანონი და მასზე დაყრდნობით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელია. აპელატმა აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის №2-430-2016 განაჩენზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის №1გ/1643 განჩინებაზე. აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე გ---------–---–ის ჩვენებაზე, რომელიც განმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობის ჩატარებისას ი--------–------ო თ---------------–---–ს ელოდა შენობასთან ქვემოთ. ი--------–------ომ კი განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც თ---------------–---–მა დაასრულა ამოცნობა, მას სახლში დაურეკეს პოლიციიდან და ამის შემდეგ გამოცხადდა იგი საგამოძიებო ორგანოში. სწორედ ასეთ მტკიცებულებებს ეფუძნება პირველი ინსტანციის განაჩენი. მოწმე შ---–---------–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არ ახსოვდა ადგილზე მისვლისას მანქანა რა მდგომარეობაში იდგა, პარკინგის ზოლში იყო კანონიერად დაპარკინგებული თუ არა. ასევე განმარტა, რომ მანქანის გასარები გ----------------მა განყოფილებაში წარუდგინა გამომძიებელ თ-------–----ას, რის შემდეგაც წავიდნენ. აღნიშნული მოწმე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ადგილზე ჩხრეკისას გ----------------ისგან არაფერი ამოუღიათ, ყველაფერი გააფორმეს განყოფილებაში. 2017 წლის 10 მაისის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმით დასტურდება, რომ გ----------------ისგან ამოღებულ იქნა მაჯის საათი, 20 ლარიანი კუპიურა, ვერცხლისფერი მეტალის ყელსაბამი მეტალის ჯვარით და ერთი ცალი ავტომანქანის პულტიანი გასაღები მრგვალი ფორმის ბრელოკის ნაკეთობით. აღნიშნული ნივთები დაილუქა პოლიეთინელის პარკში. ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პოლიეთილენის პარკი არ არსებობს, რაც წარმოადგენს საპროცესო ნორმათა არსებით დარღვევას. აღსანიშნავია ასევე ის გარმეოება, რომ გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასაღები, რომლის დალუქვასაც ბრალდების მხარე ვერ ადასტურებს. ხსენებული გასაღები შეიცავდა ინფორმაციულ ხასიათს, რადგან მიუთითებდა კონკრეტული მანქანის არსებობაზე, რომლის დათვალიერებაც ჩატარდა 2017 წლის 10 მაისს. დათვალიერებისას ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, სუნის კვალის ნიმუშები, ანაწმენდების 16 ნიმუში, მიკრონაწილაკების 12 ნიმუში და ა.შ. ამ ნიმუშებზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ლ-–--------–----ის და გ----------------ის სუნისა. აპელანტის აზრით, ასევე კანონის არსებითი დარღვევითაა შედგენილი 2017 წლის 27 ივლისის ნივთის ამოცნობის ოქმი, რომელშიც მითითებულია: ,,ამომცნობმა თ---------------–---–მა ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: მასალით, ნაკეთობით, ფორმით, ზომით, ფერით, წონით. . .“ არც აქ არის მითითებული ინდივიდუალური ნიშან-თვისებები. გარდა ამისა, თვთმხილველ მოწმეთა ჩვენებებს შორის არის ურთიერთწინააღმდეგობა. მოწმე ზ-------–-------–---–ის ჩვენება ეწინააღმდეგება თ---------------ას და ა-----–-----–---–ის მიერ გამოკითხვის ოქმეში მითითებულ ინფორმაციას, ასევე დამკავებელი პირების ჩვენებებს. ამასთან, აპელანტი ეთანხმება მოსამართლის მსჯელობას გ----------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ამორიცხვასთან დაკავშირებით, თუმცა მიაჩნია, რომ გ----------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი სრულად. ამასთან, არ ეთანხმება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა გ----------------ის პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ: ის რომ იგი არის დაოჯახებული, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, არ არის ნასამართლევი და უნდა განესაზღვრა მსუბუქი სასჯელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გ----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ-–--------–----ისა და გ----------------ის ბრალეულობის დასადასტურებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ლ-–--------–----მა და გ----------------მა, ასევე მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და მოითხოვეს მათი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
წარდგენილი ბრალდება:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ----------------მა და ლ-–--------–----მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 10 მაისს დაახლოებით 11:20 საათზე, ქ.თბილისში, ბ--------------–----–---------------------–------------------------------------ში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, გ----------------მა, ლ-–--------–----მა და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პი----, ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, თ---------------–---–ზე და ი--------–------ოზე განახორციელეს თავდასხმა, რა დროსაც, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 5000 ლარის ოდენობის ფულადი თანხა და 79-5 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთი.
სასამართლომ დაადგინა:
გ----------------მა და ლ-–--------–----მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 10 მაისს, დაახლოებით 11:20 საათზე, თბილისში, ბ--------------–----–----------------------–------------------------------------ში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, გ----------------მა, ლ-–--------–----მა და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პი----, ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, დაზარალებულების კუთვნილი ნივთების დაუფლების მიზნით, თ---------------–---–ზე და ი--------–------ოზე განახორციელეს თავდასხმა, რა დროსაც, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 5000 ლარის ოდენობის ფულადი თანხა და სხვადასხვა დასახელების ნივთები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენით, გ----------------ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითება.
გ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ლ-–--------–----ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითება.
ლ-–--------–----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ ი--------–------ოს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მეუღლესთან - ნ-----------------–---–თან და ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს თბილისში, ბ-------------–----–------------------–-----------------------------------ში. 2017 წლის 10 მაისს 09:00 საათიდან 09:30 საათამდე პერიოდში, მისი მეუღლე და ქალიშვილი მ------- გავიდნენ სახლიდან, თავად კი მეორე ქალიშვილთან - თ-------ან ერთად დარჩა სახლში, რა დროსაც კარზე გაისმა ზარის ხმა. კართან მისულს კითხვაზე თუ ვინ იყო უპასუხეს, რომ მის სახელზე მიტანილი ჰქონდათ ამანათი და თუ შეეძლო ჩაებარებინა. მისი მეუღლისთვის ხშირად მიაქვთ სახლში ამანათები, ამიტომ ეჭვი არაფერში შეპარვია და გააღო კარი. კართან იდგა ახალგაზრდა ბიჭი ხელში ლამაზად შეფუთული იასამნის თაიგულით. იგი თაიგულის დანახვამ დააბნია, თუმცა ახალგაზრდამ უთხრა, რომ თაიგული გაგზავნილი იყო თ---------------–---–ის სახელზე. კითხვაზე თუ ვისგან, ბიჭმა უპასუხა, რომ თაიგულს ახლდა ბარათი და შეეძლოთ ენახათ. ხსენებულმა პი---- გაიკეთა ხელთათმანები, მაგრამ ხელი არაფერზე მოუწერინებია, ამიტომ ჰკითხა ჩაბარების დასტურად ხელს აწერინებდა თუ არა რამეზე. ამ დროს ბიჭმა ამოიღო შავი ფერის ბლოკნოტი და მიაწოდა ხელის მოსაწერად. ამ ფაქტმა იგი დააბნია, რადგან კურიერს, როგორც წესი ყოველთვის თან ჰქონდა პლანშეტი, რომლის მეშვეობითაც აწერდა ხელს. მიუხედავად აღნიშნულისა, მან ამ პირს გამოართვა ბლოკნოტი და გადაშალა. ამ დროს კურიერად გაცნობილი ბიჭი მივარდა მას, მთელი ძალით, ორივე ხელით შეაგდო სახლში და მიახეთქა კარს და კედელს შორის, რის გამოც გაითიშა წამიერად და ვერ მიხვდა რა ხდებოდა. ამ დროს საძინებელი ოთახიდან გამოვიდა მისი შვილი თ-----ი, რომელმაც დაუძახა დედას. ბავშვის ხმის გაგონებაზე იგი უცებ მოვიდა გონს, მივარდა ხსენებულ პირს და ხმამაღლა დაიწყო კივილი, „მიშველეთ მაყაჩაღებენო“, რა დროსაც დაინახა კიდევ სამი პირი, რომლებიც შეცვივდნენ სახლში. მათგან ერთ-ერთი იყო ჭაღარათმიანი, დაახლოებით 50-54 წლამდე მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის თვალები, სქელი წარბები, ოდნავ მოშვებული წვერი და ტანთ ეცვა შავი ფერის ქურთუკი და შარვალი. აღნიშნულ პირს ხელში ეკავა პისტოლეტი მოთეთრო ფერის ლულით და ხის ტარით. ბინაში შესვლისთანავე სამივე მათგანი მივარდა მას და დაახეთქეს კარადასა და კარს შორის. მას ოთხივე თავდამსხმელი აკავებდა მთელი ძალით. ამ დროს მას გ----------------მა სახეზე ააფარა რაღაც, თუმცა არ ახსოვს რა. ერთი მამაკაცი აჯდა კისერზე, ხოლო ორი პირი, მათ შორის ლ-–--------–----ი, გაიქცნენ თ-------ან. იგი გრძნობდა, რომ გონება ებინდებოდა, რადგან სახეზე ნაჭერი ჰქონდა აფარებული და უჭირდა სუნთქვა. ამ დროს გაიგო თ-----ის ყვირილი ,,ხელებს ნუ მიბამთ, არ დამაბათო“. იგი ცდილობდა თავის გათავისუფლებას, რათა შესულიყო თ-------ან, რა დროსაც მას გ----------------მა ჩასჩურჩულა ყურში გაჩერდი, დაწყნარდი თორემ შვილს მოგიკლავთ, ხოლო თუ წყნარად იქნები და ყველაფერს შეგვისრულებ, არანაირი პრობლემა არ იქნება და ყველაფერი კარგად დასრულდებაო. იგი ცდილობდა დამშვიდებულიყო და სურდა დაენახა თ-----ი როგორ იყო და რას აკეთებდა. ამ დროს მას სახიდან მოხსნეს ნაჭერი. მან ხსენებულ პირებს თხოვა ეჩვენებინათ შვილი, რის შემდეგაც გაჩუმდებოდა და არ ამოიღებდა ხმას. ამის შემდეგ თ-----ი, რომელსაც ხელები უკან ჰქონდა გაწეული გაიყვანეს შესასვლელ ოთახში. იგი ცოტა დამშვიდდა, თუმცა განაგრძობდა ყვირილს მიშველეთო. ამიტომ მას კვლავ ააფარეს სახეზე ხელი და უთხრეს, რომ თუ არ გაჩუმდებოდა ბავშვს მოუკლავდნენ, რაზეც უპასუხა, რომ გაჩუმდებოდა და რაც უნდოდათ წაეღოთ, ოღონდ თავი დაენებებინათ. თავდამსხმელებმა მოთხოვეს ეჩვენებინა ფული და სეიფი, რაზეც უპასუხა, რომ სახლში არ ჰქონდა არც ფული და არც სეიფი, ჰქონდა მხოლოდ ოქროს ნივთები და მიუთითა საძინებელ ოთახში მდებარე ერთ-ერთ უჯრაზე, რის შემდეგაც კვლავ დააბრუნეს შესასვლელში. სწორედ ამ დროს სააბაზანოდან, სადაც თ-----ი ჰყავდათ შეყვანილი, გაიგო რაღაც ხმები, ამიტომ ხსენებულ პირებს თხოვა წაეღოთ, რაც უნდოდათ, ოღონდ ეჩვენებინათ, რომ შვილი იყო ჯანმრთელი და ცოცხალი. ამ დროს იგი შეიყვანეს სააბაზანოში თ-------ან და დასვევს მის გვერდით. მან სწორედ ამ დროს დაინახა ლ-–--------–----ი, რომელსაც ეკეთა ხელთათმანები. ლ-–--------–----ი და შუახნის ჭაღარათმიანი მამაკაცი მათთან ერთად დარჩნენ სააბაზანოში, ხოლო გ----------------ი და ის ბიჭი, რომელიც ყვავილებით მივიდა, გავიდნენ გარეთ და გააგრძელეს სახლის დათვალიერება. ცოტა ხანში იგი გახდა ცუდად და დაკარგა გონება, თუმცა თ-----ის ყვირილმა გამოაფხიზლა. ამ დროს კარზე გაისმა კაკუნი, როგორც მოგვიანებით შეიტყო, კარზე დააკაკუნა მეზობელმა მ-----–-----------მ, რის გამოც თავდამსხმელებმა დაიწყეს წინ და უკან სირბილი, ამ დროს მათთან მყოფი ჭაღარათმიანი მამაკაციც გავიდა აბაზანიდან, მათთან კი დარჩა ლ-–--------–----ი, რომელსაც დაუძახეს „გამოდი, მივდივართო“. ხსენებული პირები აპირებდნენ სააბაზანოს კარის ჩაკეტვას. მათ თ-----მა თხოვა არ ჩაეკეტათ კარი და დაპირდა, რომ არ გავიდოდნენ გარეთ. მათი წასვლიდან დაახლოებით ერთ წუთში ის და თ-----ი გამოვიდნენ აბაზანიდან. თ-----მა დაურეკა მამას, რომელმაც უთხრა, რომ იცოდა მომხდარის შესახებ და ბრუნდებოდა სახლში. პირი, რომელმაც მიიტანა თაიგული, იქნებოდა დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცი, 185 სმ სიმაღლის, მუქი ფერის თმით, ღია ფერის თვალებით და კანით, ოდნავ მოშვებული წვერით, ეცვა ჯინსის შარვალი და ცისფერი ე.წ „კაპიშონიანი“ ზედა, რომლის ზემოდან ეცვა მოცისფრო ფერის ქურთუკი. ხსენებულმა პირებმა ყაჩაღობის შედეგად წაიღეს ოქროს ნივთები, ბარაქის ხე, რომელზეც ჩამოკიდებული იყო ოქროსფერი მონეტები, მისი პირადი ნივთები: ოქროს ცეპი, ბეჭდები, საყურეები, „სვოჩის“ საათი, დედამთილის ოქროს საათი სამაჯურის გარეშე, ყელსაბამი, ძალიან ბევრი მოოქროვილი ბიჟუტერია და ფულადი თანხა 5000 ლარის ოდენობით. ამ პირთა წასვლიდან ძალიან მალე, რამდენიმე წუთში, მივიდა მისი მეუღლე, რომელმაც გამოიყვანა სახლიდან და იჯდა კიბის ბაქანზე. ამასთან, ვინაიდან იგი თავს გრძნობდა ცუდად, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც აღმოუჩინა პირველადი სამედიცინო დახმარება კიბეზე. ამ დროს მივიდა გამომძიებელი ბ----------------–-–---–ი, რომელიც დადგა კართან და ექსპერტ-კრიმინალისტების მისვლამდე ბინაში არავინ შეუშვა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ დაახლოებით 14:00 საათისთვის და ჰკითხეს შეეძლო თუ არა დათვალიერებაში მონაწილეობის მიღება, რაზეც განუცხადა თანხმობა, რის შემდეგაც ბინაში შევიდნენ გამომძიებელი ბე-------- ბა----–-–---–ი და ოთხი ექსპერტ-კრიმინალისტი, რომლებმაც დაათვალიერეს და აიღეს ნიმუშები. პირველად მუშაობდა ორი ექსპერტი, რომლებმაც დაყარეს შავი ნივთიერება, ხოლო მათი წასვლის შემდეგ დანარჩენმა ორმა ექსპერტმა აიღეს თითის ანაბეჭდები. იგი მოწმის სახით დაიკითხა მოგვიანებით, ღამის საათებში. მეორე დღეს შუადღისას კი მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ლ-–--------–----ი და გ----------------ი. მათი ამოცნობა არ გაუჭირდა, რადგან მათ საფრთხე შეუქმნეს მისი და მისი შვილის სიცოცხლეს, რის გამოც მათი სახე არასდროს დაავიწყდება და ათი წლის შემდეგაც შეძლებს მათ ამოცნობს. ხსენებულ პირთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მან მიიღო დაზიანებები, როს გამოც ჩაუტარდა ექსპერტიზა. პირი, რომელმაც მიიტანა თაიგული მას უფარავდა პირს, ამასთან, აწვებოდა კისერზე და ეუბნებოდა გაჩუმებულიყო, ყელსა და კისერზე კიდებდა ხელს და აჯანჯღარებდა, ხოლო გ----------------ი აწვებოდა და აკავებდა, რათა არ განძრეულიყო. იგი შემთხვევიდან მეორე დღეს ალაგებდა სახლს, რა დროსაც, კაბინეტში განთავსებულ დივანსა და კარს შორის აღმოაჩინა თეთრი ფერის პერანგის ნაგლეჯი, რომლითაც წინა დღეს თავდამსხმელები ხელებს უკრავდნენ თ-----ს, რაც აცნობა გამომძიებელს. რის შემდეგაც ადგილზე მივიდა გამომძიებელი და ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოიღეს ზემოთმითითებული პერანგის ნაგლეჯი, რაც დაილუქა ადგილზე. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო ნივთების ამოცნობაში, რა დროსაც, სათითაოდ სამი ერთმანეთის მსგავსი ნივთებდან მასალის, ნაკეთობის, ფორმის, ფერის და წონის გათვალისწიებით ამოიცნო კუთვნილი ნივთები. მას ხსენებულ პირთა ქმედებით მიადგა ფიზიკური, მორალური და მატერიალური ზიანი.
დაზარალებულ თ---------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებულები ნ-----------------–---–ი და ი--------–------ო არიან მისი მშობლები. იგი დასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს თბილისში, ბ-------------–----–--------------------–----------------------------------------ში. 2017 წლის 10 მაისს დილით, მისი და - მ------- და მამა სახლიდან გავიდნენ საქმეზე, ხოლო თავად დედასთან ერთად დარჩა სახლში. დაახლოებით 12:20 საათზე კარზე გაისმა კაკუნი. კართან მივიდა ი--------–------ო, რომელსაც კართან მყოფმა პი---- უთხრა, რომ იყო ფოსტის თანამშრომელი და თ---------------–---–ის სახელზე მიიტანა ყვავილები, რამაც დააინტერესა და გავიდა საძინებელი ოთახიდან. ამ დროს დედის კითხვაზე თუ ვისგან იყო ყვავილები, მამაკაცმა უპასუხა, რომ თაიგულს ახლდა ბარათი, რითიც შეეძლოთ გაერკვიათ გამომგზავნის ვინაობა. ამის შემდეგ ი--------–------ომ დააპირა ხელმოწერით დაედასტურებინა გზავნილის მიღება, რა დროსაც კართან მყოფმა მამაკაცმა ჰკრა ხელი და შეაგდო შესასვლელში. ამ დროს ბინაში შევიდა კიდევ სამი პირი. მან დააპირა ოთახში შესვლა, თუმცა მასთან მივიდნენ შუახნის, დაახლოებით 50 წლამდე ასაკის, ჭაღარათმიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში ეკავა იარაღი და დაახლოებით 185 სმ სიმაღლის, 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ბიჭი - ლ-–--------–----ი, რომელსაც ტანთ ეცვა შავი კაპიშონიანი ქურთუკი და ღია ფერის ჯინსის შარვალი. ხსენებულ პირს, რომელიც გამოიყურებოდა ძალიან ახალგაზრდულად, ხელზე ეკეთა ხელთათმანები და ხელით იფარავდა სახეს, თუმცა მან მაინც მოახერხა მისი დანახვა. ლ-–--------–----მა დაიჭირა იგი, ყელზე შემოახვია პირსახოცი და შეიყვანა საძინებელ ოთახში, სადაც დახიეს პერანგი, რომლის გამოყენებითაც შეუკრეს ხელები. ამის შემდეგ იგი გაიყვანეს სააბაზანო ოთახში. მთელი პროცესის განმავლობაში ლ-–--------–----ი იყო მასთან ერთად, არ მოშორებია გვერდიდან და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი იყო მამამისის და მისი ნათესავების ბრალი. დაზარალებულის განმარტებით, სწორედ ლ-–--------–----მა შეუკრა მას ხელები, დაადო წამლიანი ზეწარი, რომლითაც ცდილობდა მის გაგუდვას და არ აძლევდა საშუალებას დახმარებოდა დედას, რომელიც თავს გრძნობდა ცუდად. ამასთან, მას ასაკოვანმა მამაკაცმა თავთან დაადო იარაღი და დაემუქრა, რომ მისთვისვე აჯობებდა ხმა არ ამოეღო და გაჩუმებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკლავდა. სააბაზანოში შეყვანისას, იგი დააყენა მუხლებზე და იარაღს თავიდან არ აშორებდა, ასევე უმეორებდა, რომ მოკლვადა თუ არ იქნებოდა ჩუმად, ი--------–------ოს კი უთხრა, რომ თუ არ გაჩუმდებოდა შვილს თვალწინ მოუკლავდა. დედა მათ თხოვდა წაეღოთ ყველაფერი რაც სურდათ, მათ შორის ტექნიკა, რაზეც პასუხობდნენ, რომ ტექნიკა არ სჭირდებოდათ და ზუსტად იცოდნენ რისთვისაც იყვნენ მისულები. ი--------–------ოსთან დარჩა საშუალო სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, მრგვალი ხორბლისფერი პირისახის, დაახლოებით 30 წლის ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მოგრძო მსხვილი ცხვირი, მუქი ფერის წარბები და თვალები, ასევე მუქი ფერის თმა და ტანზე ეცვა ლურჯი ფერის ნაჭრის პერანგი და მოყავისფრო ფერის ნაჭრის შარვალი. როგორც მოგვიანებით შეიტყო, ხსენებული პირი იყო გ----------------ი, რომელიც პირზე ხელის აფარებით ცდილობდა ი--------–------ოს გაჩუმებას. ხსენებული პირი ი--------–------ოს ყელზე უჭერდა და აწვებოდა ზევიდან, რომ გაეჩერებინა ქალბატონი, თუმცა დედამისი უწევდა წინააღმდეგობას. გ----------------მა ი--------–------ოს უთხრა, რომ ჰქონდა იარაღი და თუ არ გაჩუმდებოდა და არ შეწყვეტდა ტირილს მოაკვლევინებდა მის შვილს. დაზარალებულის განმარტებით პირს, რომელმაც მათთან მიიტანა ყვავილები, ეცვა ცისფერი ქურთუკი და დარბოდა ოთახებს შორის. მას ესმოდა როგორ თხოვდა დედა შეეყვანათ აბაზანაში. სწორედ ამ დროს შევიდა მასთან ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც ბინტზე დასხმული სითხით ცდილობდა მის დაძინებას თუ გაგუდვას ზუსტად არ იცის. ამის გამო იგი გახდა ძალიან ცუდად, უჭირდა სუნთქვა და თხოვა მოეცილებინათ მისთვის ბინტი, რაზეც უპასუხეს, რომ მოხსნიდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ ჩუმად იქნებოდა და არ ამოიღებდა ხმას. ცოტა ხანში მასთან შეიყვანეს დედა და გააფრთხილეს, რომ ორივე ყოფილიყვნენ ჩუმად. თუმცა ი--------–------ო ძალიან ნერვიულობდა და ითხოვდა დახმარებას. ამ დროს კარზე გაისმა კაკუნი და როგორც მოგვიანებით შეიტყვეს, მეზობელმა გაიგო ტირილის ხმა და დაინტერესდა რა ხდებოდა, ამიტომ დააკაკუნა კარზე. აღნიშნული მოხდა თავდამსხმელების ბინაში შესვლიდან დაახლოებით 10-15 წუთში. კაკუნის ხმაზე ხსენებული პირები შეშინდნენ და სწრაფად დაიწყეს მოძრაობა. ძალიან ნერვიულობდა ი--------–------ოც, რომელსაც ნერვიულობის გამო წაუვიდა გული. იგი თხოვდა თავდამსხმელებს გაეხსნათ მისთვის ხელები, რათა დახმარებოდა დედას, თუმცა ამაოდ. ამის შემდეგ მან თავად გახია ზეწარი და შეეცადა დახმარებოდა დედას, თუმცა იგი დაინახეს და სცადეს მისთვის ხელების თავიდან შეკვრა, თუმცა კაკუნის გამო დაახლოებით 10 წუთში წავიდნენ. გასვლისას, ერთ-ერთი თავდამსხმელი ცდილობდა ჩაეკეტა კარი, თუმცა გაითვალისწინეს მისი თხოვნა და ისე გავარდნენ სახლიდან მისთვის კარი არ ჩაუკეტავთ. აღნიშნულის შემდეგ მან ფოტოსურათებით ამოიცნო ლ-–--------–----ი და გ-----------------ი, რომელთა ამოცნობაც არ გაჭირვებია, რადგან მათი დავიწყება მისთვის შეუძლებელია, რადგან დღემდე ეშინია მათი. აღნიშნულით მას მიადგა მორალური ზიანი, რადგან გაუჩნდა შიში, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე. თავდამსხმელებმა მისაღებ ოთახში არსებული ე.წ. „დესაოს“ მაგიდიდან წაიღეს 5000 ლარის ოდენობით ფულადი თანხა, მისი ოქროს ყელსაბამი, რომლის ღირებულებაც შეადგენდა დაახლოებით 1000 ლარს, ბიჟუტერიის საყურე, მამის საათი, დედის საყურეები, ბეჭდები და ბარაქის ხე. მოგვიანებით მან ასევე მონაწილეობა მიიღო ნივთების ამოცნობაში, რა დროსაც, ამოიცნო კუთვნილი ყელსაბამი. როგორც კი თავდამსხმელებმა დატოვეს მათი სახლი, იგი მაშინვე დაუკავშირდა მამას.
დაზარალებულ ნ-----------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მეუღლესთან ი--------–------ოსთან და ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს თბილისში, ბ-------------–----–------------------–------------------------------------ში. 2017 წლის 10 მაისს, დაახლოებით 09:30 საათზე წავიდა სამსახურში, მეუღლე და ქალიშვილი თ---------------–---–ი დარჩნენ სახლში. დაახლოებით 11:30 საათზე მას დაუკავშირდა მეზობელი მ-----–----------- და ჰკითხა სახლში იყო თუ არა. მას შემდეგ რაც უპასუხა, რომ იმყოფებოდა სამსახურში მ-----– თ--------მ უთხრა, რომ მისი ბინიდან გამოდიოდა მეუღლის ყვირილი და რამდენიმე მამაკაცის გაურკვეველი ხმა. მისივე განმარტებით სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ყაჩაღობას. მან მ-----–-----------ს თხოვა მეზობლების დახმარებით როგორმე დახმარებოდა მის ოჯახს, ამასთან, საუბრის დასრულებისთანავე დარეკა 112-ში და აცნობა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. გარდა ამისა იგი იმავდროულად წავიდა სახლში და გზიდან ცდილობდა მეუღლესთან დაკავშირებას, რომელიც არ პასუხობდა ტელეფონს. სახლში მისვლამდე მას დაუკავშირდა ქალიშვილი, რომელმაც ტირილით და ყვირილით უამბო, რომ დააყაჩაღეს და მალე მისულიყო სახლში. მისვლისას სახლის კარი დახვდა ღია, ხოლო მეუღლე და შვილი ისხდნენ იატაკზე, ბინა იყო არეული, ნივთები კი ეყარა ძირს. მათ გამომძიებლის თხოვნით, ექსპერტის მისვლამდე დატოვეს ბინა. მას შემდეგ კი, რაც ადგილზე მივიდა ექსპერტი მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ასევე აღიწერა გატაცებული ნივთები, კერძოდ: მეუღლის ოქროს საყურეები შავი მარგალიტებით, ოქროს ცეპი, სამი პატარა ბრილიანტის თვლიანი ოქროს ბეჭედი, მოოქროვილი გულსაბნევი, შავი ფერის მოოქროვილი „სვოჩის“ საათი, მისი შვილის დაახლოებით 15 გრამიანი ოქროს ცეპი, მისი კუთვნილი „Tissot-ის“ ფირმის მოოქროვილი საათი სამაჯურთან ერთად, დედამისის საათი, სხვადასხვა სახის ბიჟუტერია და ფულადი თანხა 50 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ჯამში 5000 ლარი. მათი კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან წაღებული ფულადი თანხის და ნივთების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 11000 ლარზე მეტი, რითაც მის ოჯახს მიადგა მატერიალური ზიანი.
მოწმე მ-----–-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს თბილისში, ბ-------------–----–---ის მე-7-----------------------------------------------ი, ბინა N9--ში. მის მეზობლად მეორე სართულზე, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ნ-----------------–---–ი. 2017 წლის 10 მაისს, იგი დაახლოებით 10:30-11:00 საათამდე პერიოდში დაბრუნდა სამსახურიდან, რა დროსაც, ნ-----------------–---–ის ბინიდან გაიგო ქალის კივილის ხმა. მან დაურეკა ნ-----------------–---–ს, რომელსაც უთხრა, რომ მისი სახლიდან გამოდიოდა საეჭვო ხმები და გაერკვია რა ხდებოდა. ცოტა ხანში მას დაურეკა ნ-----------------–---–მა და უთხრა, რომ მისი ოჯახის წევრები არ პასუხობდნენ ტელეფონს, სავარაუდოდ ბინაში იყვნენ ყაჩაღები და თხოვა დახმარებოდა. იგი ჩავიდა ეზოში, სადაც დახვდნენ მეზობლები ზ-------–-------–---–ი და ე---–-----------–--ე, რომლებსაც უამბო მომხდარი. ამის შემდეგ, იგი ხსენებულ პირებთან ერთად, შევიდა სადარბაზოში და ავიდა ნ-----------------–---–ის ბინის კართან, ხოლო ზ-------–-------–---–ი და ე---–-----------–--ე დარჩნენ ცოტა ქვევით. მან დააკაკუნა ნ-----------------–---–ის კარზე, შემდეგ კი ავიდა თავის საცხოვრებელ ბინაში, რადგან იგრძნო საფრთხე და სურდა ოჯახის წევრების დაცვა. სახლში შევლისას, გაიგო მეორე სართულზე მდებარე კარის გაღების ხმა, იგი გავიდა აივანზე, გადაიხედა და გაელვებასავით დაინახა, რომ რამდენიმე პირი გავიდა სადარბაზოდან. დაახლოებით 5-10 წუთში სახლში მივიდა ნ-----------------–---–ი, 10-15 წუთში კი - პოლიციის თანამშრომლები.
მოწმე ზ--------–-------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს თბილისში, ბ--------–--სის მე-7-–--------, ბინა N--–-. 2017 წლის 10 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე ჩავიდა ეზოში, რა დროსაც, გაიგო კივილის ხმა. თავიდან ეგონა ბავშვები თამაშობდნენ, მაგრამ რადგან ვერც ბავშვები დაინახა და კივილის ხმაც რამდენჯერმე განმეორდა, დაეჭვდა და იფიქრა რომ რაღაც ხდებოდა, თუმცა ზუსტად ვერ გაარკვია, რომელი მხრიდან ისმოდა ხმა. ამ დროს ეზოში ჩავიდა ს--------–---–ების მეზობელი მ-----–-----------, რომელმაც უთხრა, რომ სავარაუდოდ აყაჩაღებდნენ ს--------–---–ების ბინას და უნდა დახმარებოდნენ. ს--------–---–ის ბინასთან მისვლისას, კვლავ ისმოდა ჩოჩქოლისმაგვარი, საეჭვო ხმები. მ-----–-----------მ კარზე ხანგრძლივად დააკუკანა გასაღებით, რის შემდეგაც ბინაში ჩოჩქოლი შეწყდა. ისინი ერთი-ორი წუთი გაჩერდნენ კართან, ხოლო შემდეგ, მ-----–----------- ავიდა მესამე სართულზე, თავად კი ე---–---თან ერთად ჩავიდა პირველ და მეორე სართულებს შორის არსებულ კიბეზე და იქ გაჩერდნენ. დაახლოებით 2-3 წუთში გაიღო ს--------–---–ების ბინის კარი და დაინახა, ოთხი პირი, რომლებიც გამოცვივდნენ ბინიდან და ძალიან სწრაფად ჩაირბინეს ქვემოთ. ისინი ფიქრობდნენ, რომ აღნიშნული პირები იქნებოდნენ შეიარაღებულები, ამიტომ არ უცდიათ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. მისი ერთადერთი მიზანი იყო ხსენებული პირები არ დაეკარგა თვალთახედვის არედან. ეს პირები გავიდნენ სადარბაზოს წინა მხრიდან და შევიდნენ მეოთხე სადარბაზოში, მაგრამ იმის გამო, რომ სადარბაზოს კარი დახვდათ დაკეტილი, გამობრუნდნენ უკან. სწორედ ამ დროს შეხვდნენ მას, რომელთაგან ერთ-ერთმა მას დაადო იარაღი. აღნიშნულის გამო იგი ძალიან შეშინდა. ხსენებული პირები გაიყვნენ ორ ჯგუფად, რომელთაგან ერთ-ერთი ჯგუფი, იარაღებით ხელში გაიქცა მარჯვენა მხარეს, ამიტომ მათ დადევნებას არ ჰქონდა აზრი, ხოლო მეორე ჯგუფი გაიქცა მეექვსე სადარბაზოსკენ. მას სურდა არ დაეკარგა ხსენებული პირები, ამიტომ მათ გაჰყვა ფეხდაფეხ. მას შემდეგ, რაც ამ პირებმა გაიარეს სადარბაზო და გავიდნენ გარეთ, მან დაინახა პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც მიუთითა, რომ სწორედ მითითებული პირები გამოვიდნენ ს--------–---–ების სახლიდან. პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს ადგილზე. მანვე განმარტა, რომ ს--------–---–ების სახლიდან გამოსულმა პირებმა კიბეებზე ჩაირბინეს ძალიან სწრაფად, რის გამოც მათი სახეები კარგად ვერ დაინახა. მას გამომძიებელმა შესთავაზა ხსენებულ პირთა ფოტოსურათით ამოცნობა, რაზეც განაცხადა უარი. როგორც მისთვის არის ცნობილი, ხსენებულ პირთა პირადად ამოცნობა არ მოხდა, რადგან თავად დაკავებულებმა განაცხადეს უარი.
მოწმე ე---–-----------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ეზოში თამაშობდა ნარდს, რა დროსაც მათთან მივიდა მეზობელი - მ-----–----------- და უთხრა, რომ მეორე სართულზე მცხოვრები მეზობლის - ნ-----------------–---–ის ბინაში იყო ხმაური, სავარაუდოდ აყაჩაღებდნენ მეზობელს და თხოვა დახმარება. იგი მ-----– თ--------სთან და ზ--------–-------–---–თან ერთად ავიდა მეორე სართულზე, რა დროსაც, მ-----–-----------მ დააკაკუნა კარზე, რის შემდეგაც ბინაში ხმაური შეწყდა. მ-----–----------- ავიდა მესამე სართულზე მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, ხოლო თავად ზ-------–-------–---–თან ერთად ჩავიდა კიბეებზე. დაკაკუნებიდან დაახლოებით ხუთ წუთში გაიღო ბინის კარი, საიდანაც გამოვიდა ოთხი პირი, რომელთა დანახვაზეც იფიქრა, რომ ოთხ პირს ვერ გაუმკლავდებოდა, ამიტომ გაიქცა პირველ სართულზე, გავიდა სადარბაზოდან და ეზოში მყოფ პირებს უთხრა რომ ჩამოდიოდნენ. ხსენებული პირები სადარბაზოდან გამოსვლის შემდეგ გაიქცნენ მეოთხე სადარბაზოსკენ, რომლის კარიც დახვდათ დაკეტილი. ამიტომ მალევე გამობრუნდნენ უკან. შემდეგ კი გაიყვნენ ორ ნაწილად და გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთ ჯგუფს, რომლებიც გაიქცნენ მეექვსე სადარბაზოსკენ, დაედევნა ზ-------–-------–---–ი, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა ამ პირთა შესახებ. პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს ადგილზე. მანვე განმარტა, რომ ხსენებული პირები დაინახა, თუმცა მათი ამოცნობა არ შეუძლია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მოწმე მ-------------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 10 მაისს, დაახლოებით 11:36 საათზე, განყოფილებაში შესული შეტყობინების თანახმად, თბილისში, ბ-------------–----–---ის მე-7-–-------–ი მდებარე N--- კორპუსში ადგილი ჰქონდა ყაჩაღობის ფაქტს. აღნიშნულის საფუძველზე შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც მასთან ერთად შედიოდნენ ზ--------------–--ე, ა-------------–ი, მ----------–--–---–ი და შ---–---------–--ე. შეტყობინების შესვლიდან დაახლოებით 7-8 წუთში, სამსახურებრივი ავტომანქანით მივიდნენ მითითებულ მისამართზე. მათ ავტომანქანა გააჩერეს კორპუსიდან ცოტა მოშორებით და დაინახეს სადარბაზოდან სწრაფი ნაბიჯით, ფაქტიურად სირბილით გამოსული ორი პირი, ასევე მოესმათ ხმა „დააკავეთ, დააკავეთო“. იგი თანამშრომლებთან ერთად გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც ასაკოვანი პირი ეძახდათ „დააკავეთ ესენი არიან ყაჩაღები, ამათ დააყაჩაღესო“. როგორც შემდეგ დადგინდა ხსენებული პირები იყვნენ გ----------------ი და ლ-–--------–----ი. გ----------------ი ადგილზე დააკავეს მ----------–--–---–მა და ა-------------–მა, ხოლო ლ-–--------–----ი ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. ამიტომ იგი ზ--------------–--ესთან ერთად დაედევნა ლ-–--------–----ს, რომელიც დააკავეს დაახლოებით ხუთ მეტრში. მან ლ-–--------–----ს განუმარტა უფლებები, რის შემდეგაც ჩატარდა ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა რეზინის მოთეთრო ფერის ხელთათმანი, ერთ ლარიანი რკინის მონეტა, ხოლო შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა სამი წყვილი საყურე, ერთი ცალკე საყურე და სამი ცალი ბეჭედი, რაც დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზ--------------–--ემ ადგილზე შეავსო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რის შემდეგაც გ----------------ი და ლ-–--------–----ი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ოქმზე ხელი მოაწერა ხელმძღვანელმა და დასრულდა ოქმის შედგენა. მანვე დაადასტურა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მისი ხელმოწერით შედგენილი დოკუმენტების ავთენტურობა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ--------------–--ემ და დამატებით განმარტა, რომ ლ-–--------–----ის პირადი ჩხრეკისას ჯინსის შარვლის წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ხელთათმანები და მონეტა, ხოლო შარვლის უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა ქალის საყურეები, ბეჭდები და ხის ჯვარი, რაც დაილუქა სათანადო წესით.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მ--------------–--ის უფროსი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მოწმე მ----------–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 მაისს, 11:36 საათზე, ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, ხელმძღვანელის დავალებით, შემთხვევის ადგილზე გავიდა ორი ჯგუფი, რომელშიც მასთან ერთად შედიოდნენ აკ-------------–ი, მ-------------–--ე და ზ--------------–--ე. გასვლიდან დაახლოებით 6-8 წუთში მივიდნენ ბ-------------–----–---ის მე-7-–-------–ი მდებარე N-----------თან. მათ დაინახეს, რომ სადარბაზოდან ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა ორი ახალგაზრდა, რომლებსაც უკან ყვირილით „შეაჩერეთ, შეაჩერეთო“ მოყვებოდა ჭაღარა თმიანი, ხანში შესული მამაკაცი. მამაკაცმა მათ მიუთითა ახალგაზრდებზე და უთხრა, რომ ისინი იყვნენ ყაჩაღები და დაეკავებინათ. მან და ა-------------–მა დააკავეს გ----------------ი, რომელსაც უფლებების განმარტების შემდეგ ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკისას გ-----------------ის მარჯვენა ხელიდან მოხსნეს და ამოიღეს საათი, მარჯვენა ჯიბიდან კი ამოიღეს ფულადი თანხა 20 ლარის ოდენობით და ხურდა ფული, ოქროსფერი ყელსაბამი, ავტომაქანის გასაღები პულტით და ბრელოკით. ასევე ყელიდან მოხსნეს და ამოიღეს ვერცხლისფერი ჯვარი. ამოღებული ნივთები სათანადო წესით დაილუქა ორ პაკეტად. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილ იქნა ადგილზე, რომელზეც გ----------------მა მოაწერა ხელი. აღნიშნულის შემდეგ კი, გ----------------ი გადაიყვანეს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--აში.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ა-------------–მა და დამატებით განმარტა, რომ გ----------------ის პირადი ჩხრეკისას მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა ვერცხლისფერი საათი ტყავის სამაჯურით, ვერცხლისფერი ყელსაბამი ჯვრით, ხოლო მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა: ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, 4 ცალი ხუთ თეთრიანი და ერთი ცალი ათ თეთრიანი მონეტა. მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მოოქროსფრო ყელსაბამი და ავტომანქანის გასაღები, რომელიც დაილუქა ორ პაკეტად. გ----------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი გადაეცა პოლიციის მ--------------–--აში.
მოწმე გ---–-----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ექსპერტად მუშაობს თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. 2017 წლის 10 მაისს, დღის პირველ ნახევარში, მეწყვილესთან დ----------–---თან ერთად შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით მივიდა თბილისში, ბ-------------–----–---ის მე–----- შესახვევში მდებარე N-----------ში. გამომძიებლის მიერ შემთხვევის ადგილი იყო დაცული. ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგიის სამსახურის ორი თანამშრომელი, გამომძიებელი და დაზარალებული. დაზარალებულმა მიუთითა თუ რომელ ნივთებთან და საგნებთან ჰქონდათ შეხება თავდამსხმელებს. აღნიშნულის საფუძველზე მათ მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ანაწმენდები დნმ-ისათვის. შემთხვევის ადგილი დაამუშავეს დაქტილოსკოპიური ფხვნილების გამოყენებით, რომლის საფუძველზე ყველა ოთახიდან, სააბაზანოს კარის სახელურებიდან, შესასვლელი კარის გარე და შიდა სახელურიდან და ღილაკიდან ამოიღეს ხელის კვლები, ორი ცალი ხანჯალი, ერთი კულონი, თავსაბურავი, ნაჭრის ნაწილები, ხოლო სხვადასხვა ადგილებიდან დამატებით ამოიღეს ანაწმენდები. შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობდნენ კინოლოგები, რომლებმაც აიღეს სუნის ნიმუში. შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაასრულდა დაახლოებით 22:00 საათზე. მათ მიერ ამოღებული საგნები და ნიმუშები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაესვა ხელმოწერები. გამომძიებელმა კი შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის შინაარსსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა დ----------–---მა.
მოწმე ა-----–-–----–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი უფ-----------------ს თანამდებობაზე მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიის სამსახურში. 2017 წლის 10 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, კინოლოგიის სამსახურში ისანი-სამგორის სამმართველოს მ--------------–--იდან შევიდა შეტყობინება ბ-------------–----–---ის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. იგი შემთხვევის ადგილზე გავიდა მეწყვილესთან - გ----------------------სთან ერთად, სადაც დახვდათ გამომძიებელი და დაზარალებული, რომელმაც მიუთითა კონკრეტული საგნები და ნივთები, რომელთანაც შეხება ჰქონდათ თავდამსხმელებს. მათ შემთხვევის ადგილიდან აქტივიზირებული ნახშირის გამოყენებით ამოიღეს სუნის კვალის ოთხი ნიმუში, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში გადასცეს გამომძიებელს.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ-------------------იამ.
მოწმე ო-–-----------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობდა თბილისის პოლიციის სამმართველოს მ--------------–--აში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მან დაკითხა დაზარალებულები: ი--------–------ო, თ---------------–---–ი და ნ-----------------–---–ი. დაკითხვისას, ი--------–------ომ და თ---------------–---–მა დეტალურად აღუწერეს მათ საცხოვრებელ ბინაში განვითარებული მოვლენები. ასევე უთხრეს, რომ შეეძლოთ თავდამსხმელების და მათი სახლიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთების ამოცნობა. ამის შემდეგ დაზარალებულები გაეცნენ მის მიერ შედგენილ დაკითხვის ოქმებს და მოაწერეს ხელი. მანვე დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.
თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, მოწმე გ---------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 მაისს, დილის საათებში, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ბ--------------–-----–------------------–--------------------------–- მდებარე ნ-----------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში მიმდინარეობდა ყაჩაღობა. ინფორმაციის შესვლისთანავე შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და დაიწყო გამოძიება. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ იქნა ორი პირი ლ-–--------–----ი და გ----------------ი. 2017 წლის 10 მაისს, საღამოს საათებში ადვოკატის მონაწილეობით, ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულების გარეშე მის მიერ დაკითხულ იქნა გ----------------ი. მანვე დაკითხა ი--------–------ო. მოწმემ განმარტა, რომ 2017 წლის 11 მაისს, დაზარალებულ ი--------–------ოსთან და თ---------------–---–თან ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც ხსენებულ პირებს წარედგინათ ოთხ-ოთხი ფოტოსურათი, რომელთაგან მათ ამოიცნეს გ----------------ი და ლ-–- გ-----–----ი. 2017 წლის 11 მაისს, მან დამატებით დაკითხა ი--------–------ო, რომელმაც დეტალურად აღწერა პირები, რომლებიც 2017 წლის 10 მაისს, ყაჩაღურად დაესხნენ თავს მას და მის შვილს. მან ი--------–------ოს ამოსაცნობად წარუდგინა ოთხი ფოტოსურათი, რომელთაგან ამოიცნო ლ-–--------–----ი და განმარტა, რომ სწორედ ეს იყო ის პირი, რომელიც თ---------------–---–ს ზურგს უკან უკრავდა ხელებს. მასვე ამოსაცნობად წარედგინა სხვა ოთხი ფოტოსურათი, რომელთაგან ამოიცნო ბრალდებული გ----------------ი და აღნიშნა, რომ სწორედ ეს პირი აფარებდა მას პირზე ხელს და ცდილობდა მის გაჩუმებას. ამოცნობის დასრულების შემდეგ ჩატარდა ი---- მ--–-------ოს დამატებითი დაკითხვა, რა დროსაც, ი---- მ--–-------ომ აღწერა ის დეტალები, რომლის საფუძველზეც ამოიცნო ეს პირები. ამის შემდეგ დაიკითხა თ---------------–---–ი, რომელსაც ამოსაცნობად ასევე წარედგინა ოთხ-ოთხი ფოტოსურათი და ამოიცნო ლ-–--------–----ი და გ----------------ი. მანვე, ადვოკატების თანდასწრებით პირის ბრალდების შესახებ დადგენილებები გააცნო ლ-–--------–----ს და გ----------------ს. დაკითხვის დროს გ----------------მა განაცხადა თანხმობა მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და ავტომობილის დათვალიერებაში, ხოლო სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე განაცხადა უარი. მოწმის განმარტებით, ვინაიდან ბრალდებულები არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და უარს აცხადებდნენ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე, საჭირო გახდა ჩატარებულიყო ფოტოსურათებით ამოცნობა.
თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის, მოწმე ნ-------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ განყოფილებაში შევიდა ნ-----------------–---–ის შეტყობინება, რომლის თანახმად მის საცხოვრებელ ბინაში მოხდა ყაჩაღობა. აღნიშნულის შემდეგ მან დაიწყო გამოძიება ი--------–------ოს და თ---------------–---–ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. განყოფილებაში დაუყოვნებლივ შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფები, რომელთაგან ორი ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მეზობლის ზ-------–-------–---–ის მითითებით გ----------------ი დააკავეს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა მ----------–--–---–მა და ა-------------–მა, ხოლო ლ-–--------–----ი დააკავეს უბნის-ინსპექტორებმა ზ--------------–--ემ და მ-------------–--ემ. დაკავებულებს ადგილზე ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები და გადაყვანილ იქნენ პოლიციის განყოფილებაში. გამომძიებელ ბ----------------–-–---–ის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი. მან დაკავებულების განყოფილებაში შეყვანის შესახებ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას, ხოლო ოქმის შედგენის დასრულების შემდეგ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ამოღებულ ნივთებთან ერთად, გადაეცა დალუქული სახით. მან დაკითხა პატაკის ავტორები: მ----------–--–---–ი, ზ--------------–--ე, ასევე ს--------–---–ების მეზობლები ზ-------–-------–---–ი, მ-----–----------- და ე---–-----------–--ე. ო-–-----------–---–ის მიერ დაიკითხნენ დაზარალებულები: ი--------–------ო, თ---------------–---–ი და ნ-----------------–---–ი, რომლებმაც დეტალურად აღწერეს ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ნივთები. გამომძიებელ გ----------–---–ის მიერ დაიკითხა ბრალდებული გ----------------ი, რომელთან დაკითხვის დასრულების შემდეგაც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ხოლო ადგილზე მისვლისას დათვალიერდა მისი კუთვნილი ავტომანქანა. ავტომანქანის დათვალიერებისას, ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ნიმუშები. ბრალდებულებმა უარი განაცხადეს ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე, რის გამოც, ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც, ი--------–------ომ და თ---------------–---–მა ამოიცნეს ლ-–--------–----ი და გ----------------ი. ბრალდებულებმა ასევე უარი განაცხადეს ნიმუშის აღებაზე, რის გამოც მათ შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს და სასამართლოს განჩინების საფუძველზე N8----–-------–---–ი მის მიერ ექსპერტების მონაწილეობით ბრალდებულებისგან აღებულ იქნა სუნის, ნერწყვის და ხელის კვალის ნიმუშები. მანვე დანიშნა ოდოროლოგიური, დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზიდან დაბრუნების შემდეგ გ----------------ის და ლ-–--------–----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები ამოსაცნობად წარედგინა დაზარალებულებს: ი--------–------ოსა და თ---------------–---–ს, რომლებმაც ამოიცნეს მათი ნივთები. ამოცნობილი ნივთები მან დალუქა ცალ-ცალკე. მანვე განმარტა, რომ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს არცერთი ბრალდებულისგან მობილური ტელეფონი ამოღებული არ ყოფილა. მოგვიანებით მას განცხადებით მიმართა დაზარალებულმა ი--------–------ომ და დამატებით დააფიქსირა ყაჩაღობის დროს მისი ბინიდან გატაცებული ნივთების შესახებ, რამაც გავლენა მოახდინა ზიანის ოდენობაზე. მანვე, გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ყელსაბამზე და ლ-–--------–----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ბეჭედზე დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა.
მოწმე დ----------------ას ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ექსპერტად მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურში. 2017 წლის 19 მაისს, დღის მეორე ნახევარში, იგი ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის თანამშრომლების მიერ გამოიძახეს გლდანის N8----–-------–---–ი, სადაც გ----------------ისგან და ლ-–--------–----ისგან სტერილური დოლბანდის გამოყენებით აიღო სუნის ნიმუშები, რომელიც მოთავსდა ორივე ხელის გულში 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ სტერილური დოლბანდები მოთავსდა 0,5 ტევადობის ქილაში აქტივიზირებულ ნახშირთან ერთად, რომლებიც დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით და გადაეცა გამომძიებელს, რომელმაც შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.
მოწმე ზ---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს მე-4 განყოფილებაში უფ-----------------ს პოზიციაზე. 2017 წლის 10 მაისს, საღამოს საათებში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის გამომძიებლისგან შესული შეტყობინებით ირკვეოდა, რომ მოხდა ყაჩაღობის ფაქტი და საჭირო იყო ავტომანქანის დათვალიერება. იგი კრიმინალისტ ი-----------–--–---–თან ერთად მივიდა თბილისში, ჭ---------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ გ----------------ი და ორი გამომძიებელი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თ-------–----ა, რომლმაც განუმარტა, რომ დასათვალიერებელი იყო გ----------------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა. მათ დაათვალიერეს ავტომანქანა „ჯეტა“, საიდანაც კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სუნის ნიმუშები, ხოლო მათ მიერ ამოღებული იქნა მიკრონაწილაკების ნიმუშები და ანაწმენდები სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირებზე, ავტომანქანის ოთხივე კარის შიდა სახელურებიდან, ასევე, საჭის შუა ქვედა და ზედა რკალიდან, სიჩქარის გადამრთველი ბერკეტიდან, ოთხივე სავარძლიდან, ავტომანქანის შიდა სახელურებიდან, საჭის ზედაპირიდან. სიჩქარის გადამრთველი კოლოფის ზედაპირიდან ასევე ამოღებული იქნა ანაწმენდები და სუნის ნიმუშები. ჯამში აღებული იქნა 16 ნიმუში. ავტომანქანის დათვალიერებისას გადაიღეს ფოტოსურათები. ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები შეიფუთა და დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელსაც ხელი მოაწერა გამომძიებელთან ერთად, ხოლო გ----------------მა დალუქულ პაკეტზე და დათვალიერების ოქმზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი. ავტომაქანის დათვალიერება დასრულდა დაახლოებით 11 მაისის 02:00 საათისთვის.
მოწმე ი-----–--------–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი უფ----------------ად მუშაობს კინოლოგიის სამსახურში. 2017 წლის 10 მაისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--იდან შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, მეწყვილე პ-------------ესთან ერთად, გამოცხადდა თბილისში, ჭ--------- გამზირზე, სადაც საჭირო იყო ავტომანქანიდან სუნის კვალის ნიმუშის აღება. მათ მიერ აქტივიზირებული ნახშირის გამოყენებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იქნა დაყრილი, აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუშები ოთხ ქილად, კერძოდ, ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძლის ზედაპირიდან, წინა მარჯვენა სავარძლის ზედაპირიდან, უკანა მარცხენა სავარძლის ზედაპირიდან და უკანა მარჯვენა სავარძლის ზედაპირიდან. აღებული ნიმუშები მოთავსდა ცალ-ცალკე და დაილუქა კინოლოგიის სამსახურის ლუქებით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი, რომელიც გადაეცა გამომძიებელს. გამომძიებელმა ზ-------–----ამ შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა პ-------------ემ.
თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურის უფ-----------------ს, მოწმე თ------------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 19 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გლდანის მე-8----–-------–---–ი ბრალდებულების გ----------------ისგან და ლ-–--------–----ისგან აიღო ნერწყვის და ხელის კვლების ნიმუშები. პირველად სტერილური ჩხირების გამოყენებით აიღო ნერწყვის ნიმუში, ხოლო შემდეგ დაქტილობარათების გამოყენებით აიღო ხელის კვლების ნიმუშები. მის მიერ აღებული ნიმუშები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით და გადაეცა გამომძიებელს, რომელმაც შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელსაც მან მოაწერა ხელი.
მოწმე თ-------–----ას ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დროს იგი მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-------------–-ბაში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 10 მაისს, მას სამსახურებრივად დაევალა დახმარებოდა ისანი-საგორის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ას და ჩაეტარებინა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. მის მიერ კრიმინალისტიკური დეპარტამენტიდან გამოძახებული იქნენ ექსპერტები. იგი ექსპერტ-კრიმინალისტებთან, პოლიციის თანამშრომლებთან მ-------------–--ესთან და შ---–---------–--ესთან, ასევე გ----------------თან და მის ადვოკატთან ერთად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, გ----------------ის მითითებით ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მ--------------–--ის ადმინისტრაციული შენობიდან გავიდნენ თბილისში, ჭ--------- გამზირზე. მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გახსნა გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთების ლუქი, ვინაიდან საჭირო იყო გ----------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის დათვალიერება, ხოლო აღნიშნული ავტომაქანის გასაღები იდო სწორედ გ----------------ისგან ამოღებული ნივთების პაკეტში. ბრალდებულმა გ----------------მა მიუთითა ავტომანქანა „ფოლცვაგენ ჯეტაზე“ და განმარტა, რომ აღნიშნული ავტომანქანა იყო მისი საკუთრება, რომლითაც ისარგებლა შემთხვევის დღეს, ხოლო შემდეგ გააჩერა იმ კონკრეტულ ადგილზე. გ----------------მა და მისმა ადვოკატმა უარი განაცხადეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღებაზე, რის გამოც, ავტომაქანის დათვალიერება მოხდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ექსპერტების მონაწილეობით და ბრალდებულის თანდასწრებით. ავტომანქანის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სხვადასხვა კვლები და ნივთები, ხოლო ავტომანქანა გადაყვანილი იქნა ისანი-სამგორის სამმართველოს მ--------------–--ის შენობის ეზოში. ავტომანქანის გასაღები კი, დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. შედგენილ იქნა ავტომანქანის დათვალიერებისა და ამოღების ოქმები, რომლებზე ხელის მოწერაზე გ----------------მა განაცხადა უარი.
მოწმე შ---–---------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი შემთხვევის დროს მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მ--------------–--აში ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მ-------------–--ესთან, თ-------–----ასთან, გ----------------თან და მის ადვოკატთან ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და ავტომანქანის დათვალიერებაში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში გ----------------მა მიუთითა მისი გადაადგილების მარშუტის შესახებ, ასევე განმარტა, რომ კუთვნილი ავტომანქანა გააჩერა ქ.თბილისში, ჭ---------------------ში. ადგილზე მისვლისას დახვდათ ავტომანქანა „ფოლცვაგენ ჯეტა“. გამომძიებელმა თ-------–----ამ შეადგინა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელსაც გ----------------მა და მისმა ადვოკატმა მოაწერეს ხელი. აღნიშნულზე მათ რაიმე პრეტენზია და შენიშვნა არ გამოუთქვამთ. ამის შემდეგ ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა გ----------------ის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამომძიებელმა თ-------–----ამ შეადგინა ავტომანქანის დათვალიერების ოქმი. გ----------------მა ოქმზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი, თუმცა მიზეზი არ განუმარტავს. ადვოკატმა კი, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე დატოვა ტერიტორია იმ მიზეზით, რომ სამუშაო საათები ამოიწურა. მათ ასევე ამოიღეს ავტომანქანა, რომელიც გადაიყვანეს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის ავტოსადგომზე. გამომძიებელ თ-------–----ას მიერ შედგენილი იქნა ამოღების ოქმი, რომელის ხელის მოწერაზეც გ----------------მა გაურკვეველი მიზეზით განაცხადა უარი. გამომძიებელმა თ-------–----ამ ბრალდებულს სამივე საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე განუმარტა უფლებები. ექსპერტების მიერ კი გადაღებული იქნა ფოტომასალა.
მოწმე ბ----------------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მ--------------–--აში მუშაობდა გამომძიებლად. 2017 წლის 10 მაისს, დაახლოებით 10:30 საათზე იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, თბილისში, ბ--------------–-----–---ის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, რის გამოც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. იგი ავიდა საცხოვრებელ ბინაში, რომლის კარიც დახვდა ღია მდგომარეობაში. დაზარალებული ი--------–------ო იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ და თავს გრძნობდა ცუდად. აღნიშნულის გამო მათ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლებმაც დაზარალებულს აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. ამასთან, მან დაიცვა შემთხვევის ადგილი და ადგილზე გამოიძახა კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები. დაზარალებულის თანხმობით და მითითებით კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა სუნის კვალი, ხოლო შემდეგ ექსპერტ-კრიმინალისტების ამოიღეს ანაწმენდები, ხელის კვალის ნიმუშები, ერთი შავი ბლოკნოტი, იასამნის თაიგული, რაც დაილუქა ექსპერტების მიერ და ხელმოწერილ იქნა მონაწილე პირების მიერ. მანვე შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელსაც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი. 2017 წლის 11 მაისს, განყოფილებას განცხადებით მიმართა დაზარალებულმა ი--------–------ომ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ერთ-ერთ ოთახში, შესასვლელ კარსა და დივანს შორის იპოვა პერანგის ნაჭერი, რომლითაც ყაჩაღობის დროს თავდამსხმელები ცდილობდნენ მისი შვილისთვის ხელების შეკვრას. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მის მიერ დამატებით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც, ამოღებული იქნა პერანგის ნაჭერი. ასევე დაზარალებულებისგან აღებული იქნა ხელის კვალის ნიმუშები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 09 ივნისის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ: 2017 წლის 10 მაისს, თბილისში, ბ-------------–----–---ის გამზირი, მე-7-–--------, კ-------------ში მდებარე საცხოვრებელი ბი-------–- ი--------–------ოს და თ---------------–---–ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ბ---------- კაბინეტში წიგნების კარადის წინ ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან, კაბინეტის გვერდით საძინებელ ოთახში აივნის კარების წინ ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან, მისაღებ ოთახში ჭურჭლის კარადის წინ ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან, მისაღები ოთახიდან გამავალ საძინებელ ოთახში შესასვლელი კარების შიგნითა მხარეს ლამინირებული იატაკის ზედაპირიდან და თბილისში, ჭ--------- ქუჩა N----- მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანა „ფოლცვაგენ-ჯეტას“, სახ. №----------- წინა მარცხენა, წინა მარჯვენა, უკანა მარცხენა და უკანა მარჯვენა სავარძლებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულებისგან: გ------- გ-------ს ძე ა--------სგან (დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 6----------) და ლ-–- მ------ის ძე გ-----–----ისგან (დაბადებული 2--------- წელს, პ/ნ 3----------) აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ტ-------ემ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 ივლისის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური და გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
▪ პაკეტში წარწერით: ოქროსფერი ყელსაბამი“ მოთავსებულ ძეწკვზე (ობ. N1), პაკეტში წარწერით: „...1 (ერთი) ც. ბლოკნოტი, ამოღებული ბინაში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ იატაკზე მდებარე ყვავილებთან, იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ბლოკნოტზე (ობ. N4) და პაკეტში, წარწერით: „...1(ერთი) ცალი ხანჯალი, ამოღებული II საძინებელში იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ხანჯალზე (ობ. N7) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
▪ პაკეტში წარწერით: „ქალის სამკაულები...“ მოთავსებულ სამკაულებზე (ობ. N2) და პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ც. კულონი, ამოღებული ბინაში შემოსასვლელში მდებარე კარადიდან...“ მოთავსებულ გულსაკიდზე (ობ. N8) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N2, 8-ის პროფილებში გ----------------ის (ობ. N38, პაკეტი, წარწერით: „...გ----------------ის დაბ. (0--------- წ) ნერწყვის ნიმუში...“) და ლ-–- გ-----–----ის (ობ. N39, პაკეტი, წარწერით: „ნერწყვის ნიმუში 1 (ერთი) ც....აღებული ლ-–--------–----ი დაბ. 2---------წ...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა;
▪ პაკეტში წარწერით: „ერთი წყვილი ხელთათმანი...“ მოთავსებულ ხელთათმანებზე (ობ. N3) პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ც ბლოკნოტი, ამოღებული ბინაში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ იატაკზე მდებარე ყვავილებთან, იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებული თაიგულის შესაფუთზე (ობ. N5) და პაკეტში, წარწერით: „... 1(ერთი) ცალი ხანჯალი, თავისი ქარქაშით ამოღებული მისაღებ ოთახში პიანინოსთან იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ხანჯალზე (ობ. N6) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
▪ პაკეტში წარწერით: „...1 (ერთი) ცალი დასაკეცი დანა, ამოღებული ა/მ-ის წინა სავარძლებს შორის ბარის სათავსოდან...“ მოთავსებულ დანაზე (ობ. N9) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N9-ის გენეტიკური პროფილის ძირითადი წილი და გ----------------ის (ობ. N38) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ონ. N9-ის პროფილში ლ-–--------–----ის (ობ. N39) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა;
▪ პაკეტში წარწერით: „თეთრი ფერის ქალის პერანგი პერანგის ნაგლეჯთან ერთად...“ მოთავსებულ მთლიანობა დარღვეულ პერანგზე არსებულ, ბიოლოგიური სითხეებისათვის დამახასიათებელი ნათების მქონე ლაქაში (ობ. N10) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა შერეული გენეტიკური პროფილით. ობ. N10-ის პროფილში გ----------------ის (ობ. N38) და ლ-–- გ-----–----ის (ობ. N39) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა; - პაკეტში წარწერით: „...1(ერთი) ც მოთეთრო ფერის თავსაბური, ამოღებული მისაღებ ოთახში მდებარე მაგიდის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ თავსაბურზე არსებული ღია მოწითალო ფერის ლაქები (ობ. N11) სისხლს არ წარმოადგენს. თავსაფარზე არსებულ ბიოლოგიური სითხეებისათვის დამახასიათებელი ნათების მქონე ლაქებში (ობ. N12) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს;
▪ პაკეტში წარწერით: „...ნაჭრის ნაგლეჯები, ამოღებული ბინაში შესასვლელში მდებარე ხელჩანთის ზედაპირიდან აბაზანაში მდებარე სარეცხის ჩასაყრელი კალათიდან...“ მოთავსებულ ქსოვილის ფრაგმენტზე (ობ. N13) და მთლიანობადარღვეულ მაისურზე (ობ. N14) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N13,14-ის პროფილების ერთი წილი და ობ. N12-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N13,14-ის პროფილებში გ----------------ის (ობ. N38) და ლ-–--------–----ის (ობ. N39) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა;
▪ პაკეტში წარწერით: „...ანაწმენდები 18 (თვრამეტი) ც. სველ და მშრალ ჩხირებზე, ბინაში სხვადასხვა ზედაპირიდან...“ მოთავსებულ: ანაწმენდებზე - ობ. N15, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N15-ის პროფილში გ----------------ის (ობ. N38) და ლ-–--------–----ის (ობ. N39) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა; ანაწმენდებზე - ობ. N16-23, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
▪ პაკეტში წარწერით: „...ანაწმენდები სულ 12 (თორმეტი) ც სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირზე, ბინაში სხვადასხვა ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე - ობ. N24-29, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
▪ პაკეტში წარწერით: „...წ. ანაწმენდების 16 (თექვსმეტი) ცალი ნიმუში ამოღებული ა/მ ფოლცვაგენ „ჯეტა“ სახ. № B-------დან...“ მოთავსებულ: ანაწმენდებზე - ობ. N31, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- ას-------ს (ობ. N38); ანაწმენდებზე - ობ. N30,32,33,35, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N32,33,35-ის გენეტიკური პროფილების ძირითადი წილი და გ----------------ის (ობ. N38) გენეტიკური პროფილები იდენტურია. ობ. N32,33,35-ის პროფილებში ლ-–- გ-----–----ის (ობ. N39) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა. ობ. N30-ის პროფილში ვლინდება გ----------------ის (ობ. N38) და არ ვლინდება ლ-–- გ-----–----ის (ობ. N39) გენეტიკური თანამონაწილეობა; ანაწმენდებზე - ობ. N34, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N34-ის პროფილში გ----------------ის (ობ. N38) და ლ-–--------–----ის (ობ. N39) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა; ანაწმენდებზე - ობ. N36, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; ანაწმენდებზე - ობ. N37, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N37-ის პროფილში ვლინდება ლ-–--------–----ის (ობ. N39) და არ ვლინდება გ----------------ის (ობ. N38) გენეტიკური თანამონაწილეობა.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-------–-------ამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 02 ივნისის ექსპერტის N------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ სს N------------ საქმეზე, გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვლები, გადატანილი დაქტილოფირებზე ზომებით: 27X43მმ - კვალი N1, 20X32მმ - კვალი N2, 24X27მმ - კვალი N3, 42X89მმ - კვალი N4, კვალი N5 და კვალი N6, 34X39მმ - კვალი N7, 25X42მმ - კვალი N8, 27X45მმ - კვალი N9, 26X33მმ - კვალი N10, 46X73მმ - კვალი N11 და კვალი N12, 30X39მმ - კვალი N13, 76X94მმ - კვალი N14 და კომპაქტურ დისკზე (DVD-R) ჩაწერილ D------- ფოტოსურათზე ასახული კვალი N15 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
▪ ხელის კვლები, გადატანილი დაქტილოფირზე ზომებით: 21X28მმ, 24X35მმ, 31X55მმ, 23X26მმ, 21X31მმ, 24X32მმ, 31X45მმ, 30X41მმ, 36X38მმ, 31X40მმ, 31X41მმ და 26X36მმ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
▪ N1 კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 1--------- წელს დაბადებული ნ------- გ-------ს ძე ს--------–---–ის მარჯვენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდისა.
▪ N2 კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 1--------- წელს დაბადებული ი---- პ---–-ს ასული მ--–--------ს მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშისა.
▪ N3 კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 1--------- წელს დაბადებული თ----- ნ-------ის ასული ს--------–---–ის მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშისა.
▪ N4 კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 1--------- წელს დაბადებული თ----- ნ-------ის ასული ს--------–---–ის მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშისა.
▪ N5 კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 1--------- წელს დაბადებული თ----- ნ-------ის ასული ს--------–---–ის მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშისა.
▪ N15 კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 1--------- წელს დაბადებული ი---- პ---–-ს ასული მ--–--------ს მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშისა.
▪ N13 კვალი იდენტურია 05-------- წელს დაბადებული გ------- გ-------ს ძე ა--------ს მარცხენა ხელის უსახელო თითის ანაბეჭდის ნიმუშისა.
▪ შემთხვევის ადგილიდან N6, N7, N8, N9, N10, N11, N12 და N14 კვალი არ არის იდენტური 0--------- წელს დაბადებული გ------- გ-------ს ძე ა--------ს, 2--------- წელს დაბადებული ლ-–- მ------ის ძე გ-----–----ის, 1--------- წელს დაბადებული ნ------- გ-------ს ძე ს--------–---–ის, 1--------- წელს დაბადებული თ----- ნ-------ის ასული ს--------–---–ის და 1--------- წელს დააბდებულ ი---- პ---–-ს ასული მ--–--------ს სახელზე შევსებულ დაქტილობარათებზე არსებული ხელის ანაბეჭდების ნიმუშების.
▪ გამოკვლევებზე წარდგენილი 0--------- წელს დაბადებული გ------- გ-------ს ძე ა--------ს ხელის ანაბეჭდები იდენტურია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 0--------- წელს დაბადებული გ------- გ-------ს ძე ა--------ს ხელის ანაბეჭდების და ხელის ანაბეჭდები იდენტურია მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ სს N--------- საქმეზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელის კვალის ნიმუშის (იხ. ექსპერტიზის დასკვნა N------- და შესრულებული 06-------- წელს ექსპერტის ო---------------ის მიერ).
▪ 2--------- წელს დაბადებული ლ-–- მ------ის ძე გ-----–----ის ხელის ანაბეჭდები იდენტურია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 2--------- წელს დაბადებული ლ-–- მ------ის ძე გ-----–----ის ხელის ანაბეჭდების და ხელის ანაბეჭდები არ არის იდენტური მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელის კვლების ნიმუშების.
▪ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული N6, N7, N8, N9, N10, N11, N12 და N14 კვალის იდენტური ხელის ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ---------------–------–---–მა.
უდავო მტკიცებულებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 ივლისის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ მოქ. ი--------–------ოს პირადი შემოწმებისას (15.05.2017 წელს) აღენიშნებოდა მარცხენა მხრის, ორივე ბარძაყის, მარჯვენა მუხლის სახსრის და მარჯვენა წვივის მიდამოებში სისხლნაჟღენთები და მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე ნაჭდევი, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 მაისს 11:45 საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ----------------ი, რომელსაც 11:49-12:12 საათზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, გ----------------ის მარჯვენა ხელიდან მოხსნილი და ამოღებული იქნა ვერცხლისფერი საათი შავი ტყავის სამაჯურით, ყელიდან მოხსნილი და ამოღებული იქნა ვერცხლისფერი მეტალის ყელსაბამი, რომელზეც დაკიდებულია ვერცხლისფერი ჯვარი, მასზე გამოსახული იესო ქრისტეს გამოსახულებით, შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, 4 ცალი ხუთ თეთრიანი მონეტა და ერთი ცალი ათ თეთრიანი მონეტა. შარვლის მარცხენა წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ოქროს ფერის მეტალის ყელსაბამი და ერთი ცალი ავტომაქანის პულტიანი გასაღები, რომელიც დაკიდებულია ბრელოკზე, რომელსაც აქვს წარწერა „Volkswagen“, ბრელოკზე დაკიდებულია მრგვალი ფორმის მეტალის ნაკეთობა ზედგამოსახული ორი ცხენით. პაკეტები დაილუქა N------- ლუქით, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები. ოქმზე შენიშვნა ან განცხადება არ გაკეთებულა.
დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 მაისს 11:47 საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ლ-–--------–----ი, რომელსაც 11:50-12:07 საათზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, ლ-–--------–----ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი წყვილი რეზინის მოთეთრო ფერის ხელთათმანი, ერთი ცალი ერთ ლარიანი რკინის მონეტა. შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი წყვილი ოთხკუთხედი ფორმის საყურე, რომელსაც შუა ადგილები ოთხკუთხედად აქვს ამოჭრილი. საყურეები არის ოქროსფერი მეტალის, რომელსაც გარე ზედაპირზე აქვს მუქი წითელი ფერის მინანქარი ოქროსფერი ორნამენტებით, ერთი წყვილი საყურე მოვერცხლისფრო ფერის, რომელიც შედგება წვრილ-წვრილი ყვავილებისგან, რომლებსაც შუაში აქვს ვარდისფერი თვლები, ერთი ცალი ოქროსფერი ბეჭედი, რომელსაც აქვს მოყავისფრო ფერის ოთხი თვალი ყვავილის ფორმით, ერთი ცალი ოქროსფერი ბეჭედი, რომელსაც აქვს სამი მომცრო ფერის გამჭვირვალე თვალი, ხოლო ეს თვლები ჩასმულია ბეჭდის გარე ზედაპირიდან ამოწეულ ყვავილის ფორმის გარსში, ერთი ცალი კულონი, რომელიც არის ოქროსფერი ღვთისმშობლის ხატის გამოსახულებით, ერთი ცალი ბეჭედი მოვერცხლისფრო ფერის, რომელიც არის გაცვეთილი, გარე ზედაპირზე აქვს სპილენძის შეფერილობა. ბეჭედს ქვედა მხარეს აქვს სამი ლურჯი ფერის თვალი და ორი მომცრო ზომის გამჭვირვალე თვალი, ერთი წყვილი საყურე ვერცხლისფერი ფერის მოგრძო ფორმის, რომელიც შუა ნაწილში არის ოვალური და რომბის ფორმის, მასზე ჩამოკიდებულია სამი მოწითალო ფერის თვალი, თვლები ჩასმულია მოვერცხლისფრო მეტალში, საყურის ჩამოსაკიდებელი ნაწილი არის წერტილისებრი, რომელსაც შუაში აქვს მოწითალო ფერის თვალი და ერთი ცალი ოთხკუთხედი ფორმის თვლიანი საყურე, რომელსაც ირგვლივ აქვს ოქროსფერი მეტალი, თვალი არის შინდისფერი. ბრალდებულის კისრიდან მოხსნილი და ამოღებული იქნა ხის მძივი თავისივე ხის ჯვრით. ჯვრის ერთ მხარეს არის შავი ფერის ორნამენტები, ხოლო მეორე მხარეს არის ჯვრის ფორმის წარწერა ძველი ქართული ასოებით.
დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 მაისს 14:25-21:15 საათზე, დათვალიერდა თბილისში, ბ-------------–----–---ის გამზირი, მე-7-–--------, კ------------, ბი-------–- მდებარე საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ამოღებული იქნა: სუნის კვალის ოთხი ნიმუში, რომლებიც ცალ-ცალკე მოთავსდა 0,5 ლიტრი ტევადობის მინის ქილებში; ერთი ცალი შავი ფერის ბლოკნოტი; ერთი ცალი ყვავილის თაიგული; ერთი ცალი N1 ხანჯალი; 18 ცალი ანაწმენდი სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირებზე; ნაჭრის ნაგლეჯები; ერთი ცალი თეთრი ფერის თავსაბური; 12 ცალი ანაწმენდი სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირებზე; ერთი ცალი N2 ხმალი; ერთი ცალი კულონი; ხელის კვლები 23 ცალ დაქილოფირზე.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 10 მაისს, 22:15-22:22 საათზე, საქართველოს შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-------------–-ბის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ-------–----ას მიერ გაიხსნა გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთების ერთი პაკეტი, დალუქული N------- ლუქით. პაკეტში აღმოჩნდა ერთი ცალი მაჯის საათი, ერთი ცალი 20 ლარიანი კუპიურა, 30 თეთრი ხურდა ფული და ერთი ცალი ავტომანქანის პულტიანი გასაღები თავისი ბრელოკით. გ----------------ის ავტომანქანის დათვალიერების მიზნით პაკეტიდან ამოღებული იქნა ავტომანქანის პულტიანი გასაღები, ხოლო დანარჩენი ნივთები მოთავსდა ერთ ცალ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ერთ პაკეტად ლუქის ბეჭდით 2------, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერა და დაესვა თარიღი 10-------7.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 მაისს 22:25-23:00 საათზე, თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-------------–-ბის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ-------–----ას მიერ, უბნის უფროსი ინსპექტორ- გამომძიებლის მ-------------–--ის, შ---–---------–--ის, ადვოკატ ლ--–-----–------ის და ბრალდებულ გ----------------ის მონაწილეობით, რეალური ფაქტების აღდგენისა და გ----------------ის მფლობელობაში მყოფი ავტომანქანა „ფოლცვაგენ-ჯეტას“, სახ. № B------ ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან გავიდნენ „შკოდას“ მარკის ავტომანქანით საელმწიფო ნომრით N------ და ბრალდებულ გ----------------ის მითითებით გაემართნენ თბილისში, ი.ჭ--------- გამზირის მიმართულებით. მივიდნენ თბილისი, ი.ჭ--------- გამზირი N----ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. გ----------------მა აჩვენა ზემოთაღნიშნული ავტომანქანა „ფოლცვაგენ-ჯეტა“, სახ. № B------, რომელიც დაკეტილ მდგომარეობაში გაჩერებული იყო კორპუსის ეზოში, საჭით კორპუსის მიმართულებით. გ-----------------ის განმარტებით, აღნიშნული ავტომანქანა მითითებულ მისამართზე გააჩერა 2017 წლის 10 მაისს დილის საათებში. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, საქმეზე დასართავად გადაღებული იქნა ფოტოსურათები. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად რაიმე ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 მაისს, 23:10-02:50 საათზე, თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ-------–----ას მიერ დათვალიერებული იქნა თბილისში, ი.ჭ--------- გამზირი N----ს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომანქანა „ფოლცვაგენ-ჯეტა“, სახელმწიფო № B------. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა: სუნის კვალის ნიმუშები ოთხ ქილად, 16 ცალი ანაწმენდის ნიმუში, 12 ცალი მიკრონაწილაკის ნიმუში, მობილური ტელეფონი, საფულე პირადი ნივთებით, ავტომაქანის მართვისა და სარეგისტრაციო მოწმობა, 2 აშშ დოლარი. ერთი ცალი დასაკეცი დანა. 2 ცალი ქურთუკი და ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი.
ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 11 მაისს 02:55-03:25 საათზე, თბილისში, ი.ჭ--------- გამზირი N----ს მიმდებარე ტერიტორიაზე გ----------------ისგან ამოღებული იქნა ავტომაქანა „ფოლცვაგენ-ჯეტა“, სახელმწიფო № B------, რომელიც გადაყვანილი იქნა თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მ--------------–--ის ავტოსადგომზე და დაილუქა ამავე განყოფილების N------- ლუქით.
ნივთიერი მტკიცებულების დალუქვის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 მაისს, 03:55-04:05 საათზე, საქართველოს შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-------------–-ბის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ-------–----ას მიერ ავტომანქანის დათვალიერებისა და ამოღების დასრულების შემდეგ ავტომობილის გასაღები მოთავსდა ერთ ცალ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ლუქის ბეჭდით 2------, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი 11-------7წ.
ბინის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 11 მაისს 11:25-11:55 საათზე, დათვალიერდა თბილისში, ბ-------------–----–---ის გამზირი, მე–----- შესახვევი, კ-------------- ბ---------ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა ერთი ცალი თეთრი ფერის ქალის პერანგი, თეთრი ფერის ნაჭერთან ერთად, რომელიც მოთავსდა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ისანი-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილების 2------ ლუქით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 მაისს, 13:30-13:50 საათზე ჩატარდა ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც, ამომცნობმა - ი--------–------ომ ამოიცნო N1 ფოტოსურათზე გამოსახული მამაკაცი, შემდეგი ნიშან-თვისებებით: სახის ფერით და მოყვანილობით, ტუჩების ფორმით და მოყვანილობით, ცხვირის ფორმით და მოყვანილობით, თვალების ფორმით, ფერით და მოყვანილობით, თმის ფერით, წარბების ფერით, ფორმით და მოყვანილობით, ყურების ფორმით და მოყვანილობით და მთლიანობაში ვიზუალური შეხედულებით, იერსახით. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული პირი არის სწორედ ის, რომელიც 2017 წლის 10 მაისს თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა მას და მის შვილს თ---------------–---–ს და ხელებს უკრავდა ზურგზე. მოწმე ი--------–------ოს მიერ ამოცნობილი N1 ფოტოსურათზე გამოსახული პირი არის ლ-–- მ------ის ძე გ-----–----ი, დაბ. 2--------- წელს, პ/ნ 3----------.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 11 მაისს 13:55-14:15 საათზე, ჩატარდა ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც, ამომცნობმა - ი--------–------ომ ამოიცნო N2 ფოტოსურათზე წარმოდგენილი მამაკაცი, შემდეგი ნიშან-თვისებებით: სახის ფორმით, ფერით და მოყვანილობით, ცხვირის ფორმით და მოყვანილობით, წარბების ფორმით და მოყვანილობით, თვალების ფერით და ფორმით, თმის ფერით და საერთოდ ვიზუალური შეხედულებით, იერსახით და განმარტა, რომ აღნიშნული არის სწორედ ის პირი, რომელიც 2017 წლის 10 მაისს თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა მას და მის შვილს თ---------------–---–ს და ცდილობდა მის გაჩუმებას, რის გამოც, პირზე აფარებდა ნაჭერს. მოწმე ი--------–------ოს მიერ ამოცნობილი N2 ფოტოსურათზე გამოსახული პირი არის გ------- გ-------ს ძე ა--------, დაბ. 0--------- წელს, პ/ნ 6----------.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 11 მაისს 14:40-15:00 საათზე, ჩატარდა ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც, ამომცნობმა - თ----- ს--------–---–მა ამოიცნო N3 ფოტოსურათზე წარმოდგენილი მამაკაცი, შემდეგი ნიშან-თვისებებით: სახის ფორმით, ფერით და მოყვანილობით, ცხვირის ფორმით და მოყვანილობით, წარბების ფორმით და მოყვანილობით, თვალების ფერით და ფორმით, თმის ფერით და საერთოდ ვიზუალური შეხედულებით, იერსახით. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული არის სწორედ ის პირი, რომელიც 2017 წლის 10 მაისს თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა მას და დედას ი--------–------ოს და ცდილობდა ი--------–------ოს გაჩუმებას, რის გამოც, პირზე აფარებდა ნაჭერს. მოწმე თ---------------–---–ის მიერ ამოცნობილი N3 ფოტოსურათზე გამოსახული პირი არის გ------- გ-------ს ძე ა--------, დაბ. 0--------- წელს, პ/ნ 6----------.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 მაისს 15:05-15:26 საათზე, ჩატარდა ფოტოსურათებით ამოცნობა, რა დროსაც, ამომცნობმა - თ----- ს--------–---–მა ამოიცნო N4 ფოტოსურათზე წარმოდგენილი მამაკაცი, შემდეგი ნიშან-თვისებებით: სახის ფერით და მოყვანილობით, ტუჩების ფორმით და მოყვანილობით, ცხვირის ფორმით და მოყვანილობით, თვალების ფორმით, ფერით და მოყვანილობით, თმის ფერით, წარბების ფერით, ფორმით და მოყვანილობით, ყურების ფორმით და მოყვანილობით, მთლიანი ვიზუალური შეხედულებით, იერსახით. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული არის სწორედ ის პირი, რომელიც 2017 წლის 10 მაისს თანამზრახველებთან ერთად თავს დაესხა მას და დედას ი--------–------ოს და ცდილობდა მისთვის ხელების შეკვრას. მოწმე თ---------------–---–ის მიერ ამოცნობილი N4 ფოტოსურათზე გამოსახული პირი არის ლ-–- მ------ის ძე გ-----–----ი, დაბ. 2--------- წელს, პ/ნ 3----------.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 27 ივლისს, 11:00-11:30 საათზე თბილისის შსს ისანი-სამგორის სამმართველოს მ--------------–--ის დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელ ნ-------------–---–ის მიერ გაიხსნა და დათვალიერდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გადმოგზავნილი 1 ცალი სპეც პაკეტი N-------- რომელშიც მოთავსებულია 2017 წლის 10 მაისს ბრალდებულ ლ-–--------–----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები. პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ არის. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა: ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების 2------ ლუქი. ლუქზე შესრულებულია ხელმოწერები და დათარიღებულია 10-------7. ამავე პაკეტში აღმოჩნდა ქალის სამკაულები, კერძოდ: ერთი წყვილი ოქროსფერი მეტალის საყურე, ოთხკუთხედი ფორმის, რომელსაც შუა ადგილები აქვს ამოჭრილი ოთხკუთხედად. საყურეს გარე ზედაპირზე აქვს მუქი წითელი მინანქარი ოქროსფერი ორნამენტებით; ერთი წყვილი საყურე მოგრძო ფორმის, მოვერცხლისფრო ფერის, შედგება ასხმული წვრილ-წვრილი ყვავილებისგან, რომლებსაც შუაში აქვს ვარდისფერი თვლები; ერთი ცალი ბეჭედი, ოქროსფერი წვრილი რგოლი, რომელსაც აქვს ორი პატარა და ორი მოზრდილი მოყავისფრო ფერის თვალი ყვავილის ფორმით; ერთი ცალი ბეჭედი, ოქროსფერი მეტალის რგოლი, რომელსაც ზედა მხარეს ამობურცულად სწორხაზოვნად დამაგრებული აქვს ოქროსფერი ხორკლიანი სარტყელი, რომელშიც ჩასმულია სამი ცალი მომცრო ზომის თეთრი ფერის თვალი; ერთი ცალი ბეჭედი, მოვერცხლისფრო რგოლი, რომელიც არის გაცვეთილი გარე ზედაპირზე და აქვს სპილენძისფერი შეფერილობა. ბეჭედს აქვს სამი ცალი ლურჯი ფერის ოვალური ფორმის მოზრდილი თვალი და ორი მომცრო ზომის თეთრი ფერის გამჭვირვალე თვალი; ერთი წყვილი ვერცხლისფერი, მოგრძო ფორმის საყურე, რომელსაც აქვს ყურზე მისაბჯენი ფორმის საკიდი. საყურე შუა ნაწილში არის ოვალური და რომბის ფორმის მბზინავი მეტალის, მასზე ჩამოკიდებულია სამი ცალი მოწითალო ფერის თვალი, რომლებიც ჩასმულია მოვერცხლისფრო მეტალში; ერთი ცალი საყურე, ოთხკუთხედის ფორმის, ყურზე მისაბჯენი. აქვს ერთი ცალი დიდი ზომის შინდისფერი წახნაგოვანი თვალი, რომელიც ჩასმულია ოქროსფერ ფხაჭებიან მეტალის გარსში; ოქროსფერი მეტალის კულონი, ოვალური ფორმის, ღვთისმშობლის ხატის გამოსახულებით. ზედა მხარეს დამაგრებული აქვს ყელსაბამის ჩამოსაკიდი რგოლი. საკიდი არის გაცვეთილი გარე ზედაპირზე და აქვს ვერცხლისფერი შეფერილობა; დათვალიერების შემდეგ ხსენებული ნივთები არ დაილუქა, რადგან უნდა ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედება - ნივთის ამოცნობა.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 27 ივლისს 11:35-11:55 საათზე, თბილისის შსს ისანი-სამგორის სამმართველოს მ--------------–--ის დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელ ნ-------------–---–ის მიერ გაიხსნა და დათვალიერდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გადმოგზავნილი 1 ცალი სპეც პაკეტი N0------, რომელშიც მოთავსებულია 2017 წლის 10 მაისს ბრალდებულ გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ყელსაბამი. პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ არის. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა: ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების 2------ ლუქი. ლუქზე შესრულებულია ხელმოწერები და დათარიღებულია 10-------7. ამავე პაკეტში აღმოჩნდა ყელსაბამი ოქროსფერი მეტალის, წონით 15 გრამი, ბრტყელი ორმაგი რვიანისებური ნაქსოვით, იკვრება მრგვალი ფორმის თავისივე მეტალის ჩამკეტით. დათვალიერების შემდეგ ხსენებული ნივთები არ დაილუქა, რადგან უნდა ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედება - ნივთის ამოცნობა.
ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 ივლისს, 12:00-12:15 საათზე, ამომცნობმა პი---- - ი--------–------ომ წარდგენილი სამი საყურიდან მასალით, ნაკეთობით, ფორმით, ზომით და ფერით ამოიცნო N2, შუაში მოთავსებული საყურე და განმარტა, რომ აღნიშნული არის სწორედ ის საყურე, რომელიც 2017 წლის 10 მაისს განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცეს მისი საცხოვრებელი სახლიდან. შენიშვნა: ი--------–------ოს მიერ ამოცნობილი საყურე ამოღებული იქნა ბრალდებულ ლ-–--------–----ის პირადი ჩხრეკისას.
ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 ივლისს 12:20-12:35 საათზე, ამომცნობმა პი---- - ი--------–------ომ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი საყურიდან მასალით, ნაკეთობით, ფორმით, ზომით და ფერით ამოიცნო N1 მარცხნივ მოთავსებული საყურე და განმარტა, რომ აღნიშნული არის სწორედ ის, რომელიც 2017 წლის 10 მაისს განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გასტაცეს მისი საცხოვრებელი სახლიდან. შენიშვნა: ი--------–------ოს მიერ ამოცნობილი საყურე ამოღებული იქნა ბრალდებულ ლ-–--------–----ის პირადი ჩხრეკისას.
ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 ივლისს 12:40-12:55 საათზე, ამომცნობმა პი---- - ი--------–------ომ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი კულონიდან მასალით, ნაკეთობით, ფორმით, ზომით, ფერით, ცვეთის ხარისხით ამოიცნო N2 შუაში მოთავსებული კულონი და განმარტა, რომ აღნიშნული არის სწორედ ის, რომელიც 2017 წლის 10 მაისს განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გასტაცეს მისი საცხოვრებელი სახლიდან. შენიშვნა: ი--------–------ოს მიერ ამოცნობილი კულონი ამოღებული იქნა ბრალდებულ ლ-–--------–----ის პირადი ჩხრეკისას.
ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 ივლისს 13:05-13:25 საათზე, ამომცნობმა პი---- - ი--------–------ომ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი ბეჭდიდან მასალით, ნაკეთობით, ფორმით, ზომით, ფერით, ცვეთის ხარისხით ამოიცნო N2 შუაში მოთავსებული ბეჭედი და განმარტა, რომ აღნიშნული არის სწორედ ის, რომელიც 2017 წლის 10 მაისს განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გასტაცეს მისი საცხოვრებელი სახლიდან. შენიშვნა: ი--------–------ოს მიერ ამოცნობილი ბეჭედი ამოღებული იქნა ბრალდებულ ლ-–--------–----ის პირადი ჩხრეკისას.
ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 ივლისს 13:30-13:50 საათზე, ამომცნობმა პი---- - ი--------–------ომ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი საყურიდან მასალით, ნაკეთობით, ფორმით, ზომით და ფერით ამოიცნო N1 მარცხნივ მოთავსებული საყურე და განმარტა, რომ აღნიშნული არის სწორედ ის, რომელიც 2017 წლის 10 მაისს განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გასტაცეს მისი საცხოვრებელი სახლიდან. შენიშვნა: ი--------–------ოს მიერ ამოცნობილი საყურე ამოღებული იქნა ბრალდებულ ლ-–--------–----ის პირადი ჩხრეკისას.
ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 ივლისს 14:00-14:15 საათზე, ამომცნობმა პი---- - ი--------–------ომ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი ბეჭდიდან მასალით, ნაკეთობით, ფორმით, ზომით და ფერით ამოიცნო N3 მარჯვნივ მოთავსებული ბეჭედი და განმარტა, რომ აღნიშნული არის სწორედ ის, რომელიც 2017 წლის 10 მაისს განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გასტაცეს მისი საცხოვრებელი სახლიდან. შენიშვნა: ი--------–------ოს მიერ ამოცნობილი ბეჭედი ამოღებული იქნა ბრალდებულ ლ-–--------–----ის პირადი ჩხრეკისას.
ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 ივლისს 14:20-14:35 საათზე, ამომცნობმა პი---- - ი--------–------ომ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი საყურიდან მასალით, ნაკეთობით, ფორმით, ზომით და ფერით ამოიცნო N2 შუაში მოთავსებული საყურე და განმარტა, რომ აღნიშნული არის სწორედ ის, რომელიც 2017 წლის 10 მაისს განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გასტაცეს მისი საცხოვრებელი სახლიდან. შენიშვნა: ი--------–------ოს მიერ ამოცნობილი საყურე ამოღებული იქნა ბრალდებულ ლ-–--------–----ის პირადი ჩხრეკისას.
ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 ივლისს 14:40-15:00 საათზე, ამომცნობმა პი---- - ი--------–------ომ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი ბეჭდიდან მასალით, ნაკეთობით, ფორმით, ზომით და ფერით ამოიცნო N1 მარცხნივ მოთავსებული ბეჭედი და განმარტა, რომ აღნიშნული არის სწორედ ის, რომელიც 2017 წლის 10 მაისს განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გასტაცეს მისი საცხოვრებელი სახლიდან. შენიშვნა: ი--------–------ოს მიერ ამოცნობილი ბეჭედი ამოღებული იქნა ბრალდებულ ლ-–--------–----ის პირადი ჩხრეკისას.
ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 27 ივლისს 15:05-15:20 საათზე, ამომცნობმა პი---- - ი--------–------ომ, ამოსაცნობად წარდგენილი სამი ყელსაბამიდან მასალით, ნაკეთობით, ფორმით, ზომით, ფერით და წონით ამოიცნო N3 მარჯვნივ მოთავსებული ყელსაბამი და განმარტა, რომ აღნიშნული არის სწორედ ის, რომელიც 2017 წლის 10 მაისს განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გასტაცეს მისი საცხოვრებელი სახლიდან. შენიშვნა: ი--------–------ოს მიერ ამოცნობილი ყელსაბამი ამოღებული იქნა ბრალდებულ გ----------------ის პირადი ჩხრეკისას.
ნივთის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 27 ივლისს 16:00-16:15 საათზე, ამომცნობმა პი---- - თ---------------–---–მა, ამოსაცნობად წარდგენილი სამი ყელსაბამიდან მასალით, ნაკეთობით, ფორმით, ზომით, ფერით და წონით ამოიცნო N1 მარცხნივ მოთავსებული ყელსაბამი და განმარტა, რომ აღნიშნული არის სწორედ ის, რომელიც 2017 წლის 10 მაისს განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გასტაცეს მისი საცხოვრებელი სახლიდან. შენიშვნა: თ---------------–---–ის მიერ ამოცნობილი ყელსაბამი ამოღებული იქნა ბრალდებულ გ----------------ის პირადი ჩხრეკისას.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას მსჯავრდებულების გ----------------ის და ლ-–--------–----ის გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება გ----------------ის და ლ-–--------–----ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობის ობიექტური მხარე გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად თავდასხმაში, რასაც თან ერთვის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობა მიეკუთვნება ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან. ყაჩაღობა არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და მისი ხელყოფის უშუალო ობიექტია როგორც ქონებრივი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ჯანმრთელობა. იმისთვის, რომ თავდასხმა ჩაითვალოს ყაჩაღობად აუცილებელია დანაშაულის მსხვერპლს წარმოექმნას განცდა იმისა, რომ თავდამსხმელის მხრიდან სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა განხორცილებადი და რეალურია, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
ყაჩაღობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია რომ თავდასხმა, როგორც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უნდა უსწრებდეს თავდამსხმელის მიერ სხვისი ნივთის მიღების ფაქტს, ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი არ არის კონკრეტული შედეგის დადგომა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედება ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. მოცემულ შემთხვევაშიც ქმედება ჩადენილია სხვის სარგებლობაში (საკუთრებაში) მყოფ ტერიტორიაზე და დამნაშავის ბინაში შესვლის მიზანს წარმოადგენდა სხვისი ქონების დაუფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ყაჩაღობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა მისი ჩადენა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულების ი--------–------ოს და თ----- ს--------–---–ის ჩვენებებით პალატას დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 10 მაისს, ხსენებულ პირთა საცხოვრებელ ბინაში მოტყუებით შეაღწიეს გ----------------მა, ლ-–--------–----მა და მათთან ერთად მყოფმა ორმა პი----, რომელთაგან ერთ-ერთს ჰქონდა იარაღი, რა დროსაც ი--------–------ოს გ----------------მა სახეზე ააფარა ნაჭერი, რათა არ ეყვირა და ემუქრებოდა, რომ თუ არ გაჩუმდებოდა მოუკლავდნენ შვილს. ლ-–--------–----მა კი, რომელსაც ხელზე ეკეთა ხელთათმანები, ხელები შეუკრა თ---------------–---–ს და აიძულებდა გაჩუმებას. ასევე დადასტურებულია, რომ ხსენებულმა პირებმა ი--------–------ოს მოთხოვეს ფულადი თანხა, რის შემდეგაც დაზარალებულის მითითებით, ხსენებულმა პირებმა იმ ადგილიდან სადაც დაზარალებული ინახავდა ძვირფასეულობას აიღეს ნივთები და ფულადი თანხა 5000 ლარის ოდენობით. კარზე კაკუნის ხმის გაგებიდან მალევე კი, თავდამსხმელებმა დატოვეს საცხოვრებელი ბინა. დაზარალებულებმა კატეგორიულად განმარტეს, რომ მათ კარგად დაინახეს ბრალდებულთა სახეები, რომელიც არ დაავიწყდებათ არასდროს, რადგან განიცადეს შიში, ამიტომ ხსენებულ პირთა ამოცნობა არ გასჭირვებიათ.
ყაჩაღობის ფაქტი დაადასტურა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ნ-----------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ მას მეზობელმა მ-----–-----------მ ტელეფონის საშუალებით აცნობა, რომ მისი საცხოვრებელი ბინიდან ისმოდა უცნაური ხმები და სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ყაჩაღობას. იგი დაბრუნდა სახლში, სადაც დახვდნენ აღელვებული მეუღლე და შვილი, ნივთები კი იყო არეული. მას შემდეგ, რაც გადაამოწმეს ნახეს, რომ სახლიდან წაღებული იყო მისი და მისი ოჯახის წევრების ნივთები და ფულადი თანხა. დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმე მ-----–-----------ს ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ ნ-----------------–---–ს ტელეფონით აცნობა, რომ მისი სახლიდან გამოდიოდა უცნაური ხმები, შემდეგ კი დახმარება თხოვა მეზობლებს ზ-------–-------–---–ს და ე---–-----------–--ეს, რომლებთან ერთადაც ავიდა ზევით და დააკაკუნა ნ-----------------–---–ის ბინის კარზე. ნ-----------------–---–ის მიერ მითითებული გარემოებები ასევე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ე---–-----------–--ემ და ზ-------–-------–---–მა, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა ლ-–--------–----ზე და გ----------------ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ და ნ-----------------–---–ის ბინიდან გამოსულ პირებზე, რომლებიც ადგილზე იქნენ დაკავებულნი პოლიციის თანამშრომლების მიერ.
გ----------------ის და ლ-–--------–----ის დაზარალებულთა სახლში ყოფნის ფაქტი ასევე დადასტურებულია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად შემთხვევის ადგილიდან და ავტომანქანა „ფოლცვაგენ-ჯეტას“ სახ. № B------ ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულებისგან გ----------------ისგან და ლ-–--------–----ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა. ხოლო დაქტილოსკოპიური ექსოერტიზის დასკვნით შემთხვევის ადგილიდან აღებული N13 კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი გ----------------ის მარცხენა ხელის უსახელო თითის ანაბეჭდის ნიმუშისა.
ხოლო ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით კი დადასტურებულია, რომ ა/მ ფოლცვაგენ „ჯეტა“ სახ. № B-------დან...“ ამოღებულ ანაწმენდებზე ობ. N31, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ------- ას-------ს (ობ. N38); ობ. N32,33,35-ის გენეტიკური პროფილების ძირითადი წილი და გ----------------ის (ობ. N38) გენეტიკური პროფილები იდენტურია. ობ. N30-ის პროფილში ვლინდება გ----------------ის (ობ. N38) გენეტიკური თანამონაწილეობა; ობ. N37-ის პროფილში ვლინდება ლ-–--------–----ის (ობ. N39) გენეტიკური თანამონაწილეობა. ზემოაღნიშნული გარემოება გამორიცხავს მსჯავრდებულ ლ-–--------–----ის მიერ სააპელაციო სასამართლოში მითითებულ გარემოებას, რომ იგი საერთოდ არ იცნობდა გ----------------ს და იგი პირველად ნახა დაკავების შემდგომ.
ამასთან, დაზარალებულ ი--------–------ოს მიერ მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ იგი თავდამსხმელებმა დააგდეს ძირს და აწვებოდნენ რათა შეეზღუდათ მისთვის მოძრაობა, დადასტურებულია შემთხვევის დღეს მისთვის მიყენებული დაზიანებებით, კერძოდ: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მოქ. ი--------–------ოს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა მარცხენა მხრის, ორივე ბარძაყის, მარჯვენა მუხლის სახსრის და მარჯვენა წვივის მიდამოებში სისხლნაჟღენთები და მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე ნაჭდევი, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული გასაღები, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში გაიგზავნა განყოფილებაში გაუგებარია როგორ მოხვდა გამომძიებელ თ-------–----ასთან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები დაილუქა ორ პაკეტად, რომელთაგან ერთ-ერთში სხვა ნივთებთან ერთად დაილუქა ავტომანქანის პულტიანი გასაღები. 2017 წლის 10 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით კი დადგენილ იქნა, რომ თბილსის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-------------–-ბის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თე-------–-----ს მიერ გაიხსნა გ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთების ერთი პაკეტი, რომელშიც სხვა ნივთებთან ერთად მოთავსებული იყო ავტომანქანის პულტიანი გასაღები ბრელოკით, რომელიც ამოიღო გ-----------------ის ავტომანქანის დათვალიერების მიზნით. ავტომანქანის დათვალიერების და ამოღების დასრულების შემდეგ კი, ავტომაქანის გასაღები მოთავსდა ერთ ცალ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა გამომძიებელ თ-------–----ას მიერ. გარდა ამისა ის, რომ ავტომანქანა ადგილზე მისვლისას იყო დაკეტილი, დადასტურებულია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რაც ხელმოწერილია გ----------------ის და მისი ადვოკატის მიერ. ავტომანქანის დათვალიერებისა და ამოღების დროს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულები, მათ შორის გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები. ნივთიერი მტკიცებულების დემონსტრირებისას პაკეტში, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროსფერი ყელსაბამი, აღმოჩნდა მხოლოდ თავდაპირველი ლუქი და არ აღმოჩნდა პოლიეთილენის პარკი, რაშიც თავდაპირველად იყო დალუქული ნივთიერი მტკიცებულება. გ----------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ მისგან ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე ორ ცალ პოლიეთილენის პაკეტში. მათ შორის ოქროსფერი მეტალის ყელსაბამი დაილუქა პოლიეთილენის პაკეტში ცალკე N------- ლუქით, რომელზეც მონაწილე პირებმა, მათ შორის ბრალდებულმაც მოაწერა ხელი, რაც გადაგზავნილი იქნა ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი დადგენილია, რომ ექსპერტს წარედგინა გამჭვირვალე პოლიეთილენის საქაღალდე, თავმოკრული თეთრი ფერის ძაფით, რომლის ბოლოები დატანილია თეთრი ფერის ქაღალდსა და „საქ. შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ა პაკეტებისათვის N-------“ ლუქს შორის. ლუქზე აღინიშნება გაურკვეველი ხელმოწერები და წარწერა: 10-------7წ. ლუქს ქვემოთ ქაღალდზე იკითხება: ოქროსფერი ყელსაბამი. აღნიშნული ნივთმტკიცება სხვა ნივთმტკიცებებთან და პაკეტებთან ერთად ექსპერტიზის შემდგომ დაუბრუნდა გამომძიებელს, თუმცა როგორც ექსპერტიზის დასკვნიდან და ექსპერტის (ია-------–--------ს) ჩვენებიდან ირკვევა, როდესაც ნივთმტკიცება წარედგინა ექსპერტიზის ბიუროს, ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. უკვე გამომძიებელთან დაბრუნების შემდგომ აღნიშნულ პაკეტში აღმოჩნდა მხოლოდ ლუქი და არა თავდაპირველი პოლიეთილენის პაკეტი, რაშიც იყო ნივთმტკიცება დალუქული, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 27 ივნისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, რომლითაც ირკვევა, რომ გამომძიებელმა ნ-------------–---–მა ამოცნობის ჩატარების მიზნით გახსნა და დაათვალიერა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოგზავნილი 1 ცალი სპეც. პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ყელსაბამი. პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის 2------ ლუქი. ლუქზე შესრულებულია ხელმოწერები და დათარიღებულია 10-------7წ. ამავე პაკეტში აღმოჩნდა ოქროსფერი მეტალის ყელსაბამი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულების მოპოვებისა და საპროცესო დამაგრებისას საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ჩხრეკის ჩატარების შემდეგ ნივთმტკიცება დაილუქა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო წესით დალუქული სახით წარედგინა ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი კვლევისათვის. კვლევის დასრულების შემდგომ ექსპერტიზის ბიუროში კვლავ დაილუქა აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება და დაუბრუნდა გამოძიებას იმ სახით, რა სახითაც წარედგინა სასამართლოს.
შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებისგან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების დალუქვა მოხდა ბრალდებულთა დაკავების ადგილზე სათანადო წესით. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ გ----------------ის ხელმოწერა დაფიქსირებულია იმ ლუქზე, რომლითაც დაილუქა მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ზემოთმითითებული ყელსაბამი. თუკი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას ჰქონდა ადგილი, ბრალდებულებს ჰქონდათ საშუალება აღნიშნულის თაობაზე მიეთითებინათ შესაბამის ოქმში და დაეფიქსირებინათ შენიშვნა, თუმცა როგორც საქმეში წარმოდგენილი გ----------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, გ----------------ი თავად აწერს ხელს ჩხრეკის ოქმს, ხოლო რაიმე შენიშვნა კი არ დაუფიქსირებია.
პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებში, ასევე დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორეში, რადგან მსჯავრდებულების მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა დაზარაებულების და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. დაცვის მხარეს კი არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც პალატას გაუჩენდა მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
ამასთან, პალატა თვლის, რომ შესაძლოა მოწმეთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც პალატას მათი ჩვენებების გაზაირებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა რამდენიმე თვე, რის გამოც სრულიად შესაძლებელია მოწმეებს არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები, მაგრამ მათ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის მიმდინარეობა, ასევე ის გარემოებები თუ რა ნივთები იქნა ამოღებული ჩხრეკის შედეგად.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულთა ჩვენებები არის იდენტური, ამასთან ამოცნობის ოქმებში მათ მიერ მითითებული ის ნიშან-თვისებები რითიც ამოიცნეს მსჯავრდებულები და ამოსაცნობი ნივთები არის ზერელე, დაუსაბუთებელი და გადატანილია კოპირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო შეფასებას აძლევს სწორედ სასამართლო სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებს. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულები არიან პირები, რომლებიც არიან მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის უშუალო თვითმხილველები, მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების სიმძაფრე, რა დროსაც მიიღეს ძლიერი ფსიქოლოგიური ტრამვა. დაზარალებულებმა კატეგორიულდ და ერთმნიშვნელოვნად განმარტეს, რომ დარწმუნებულები არიან ბრალდებულთა ამოცნობაში, მომხდარი შემთხვევა და დამნაშავეთა სახეები არასოდეს დაავიწყდებათ. სასამართლოს შეფასებით, მათი ჩვენები არის ობიექტური, თანმიმდევრული და დამაჯერებელი, მათ თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერეს და გადმოსცეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, დამნაშავე პირთა აღწერილობა, ვინაობა და თითოეული ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება. მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ არის იდენტური, თუმცა ფაქტობრივი გარემოებების გადმოცემის თვალსაზრისით სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და საქმეზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით დადგენილი წესით უნდა იყოს გამოკითხული/დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას ამოსაცნობ ობიექტთან ჰქონდა შეხება. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულები ამოცნობის დაწყებამდე გამოიკითხნენ გამომძიებლის მიერ, მათ დეტალურად აღწერეს თავდამსხმელთა და მათი სახლიდან წაღებული ნივთების კონკრეტული ინდივიდუალური და განმასხვავებელი ნიშნები, ხოლო აღნიშნულის შემდეგ ჩატარებული ამოცნობისას, ამოიცნეს როგორც თავდამსხმელები ასევე კუთვნილი ნივთები, რომლებიც ამოღებულ იქნა დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას. შესაბამისად, მათ მიერ გამოკითხვის ოქმებში სრულად და დეტალურად იქნა აღწერილი ის ინდივიდუალური ნიშან-თვისებები რაც საკმარისია ამოცნობის ჩასატარებლად. დაზარალებულებმა დაკითხვისას ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად განმარტეს, რომ ბრალდებულების ქმედებით მიადგათ მორალური ზიანი, რომელიც გაჰყვებათ წლების განმავლობაში და შეუძლებელია აღნიშნული პირების სახეების დავიწყება. რაც შეეხება ამოცნობილ ნივთებს, ეს ნივთები იყო დაზარალებულების პირად მფლობელობასა და სარგებლობაში, რომელთანაც ჰქონდათ ხშირი შეხება, რის საფუძველზეც არ გასჭირვებიათ აღნიშნული ნივთების ამოცნობა.
ამასთან, პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, გ----------------ის და ლ-–--------–----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ი--------–------ოს არ დაუსახელებია მისი საცხოვრებელი ბინიდან ყაჩაღობის დროს წაღებული ნივთების კონკრეტული ღირებულება, თუმცა განმარტა, რომ მისი და მისი ოჯახის კუთვნილ სხვადასხვა ნივთებთან ერთად თავდამსხმელებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ფულადი თანხა 5000 ლარის ოდენობით. დაზარალებულ თ---------------–---–ის ჩვენებით კი, მათი სახლიდან თავდამსხმელებმა წაიღეს ფულადი თანხა 5000 ლარის ოდენობით და მისი კუთვნილი ოქროს ყელსაბამი, ღირებული დაახლოებით 1000 ლარამდე, დაზარალებულმა ნ-----------------–---–მა კი განმ------ა, რომ თავდამსხმელების მიერ ნივთების და ფულადი თანხის დაუფლებით მას და მის ოჯახს მიადგა დაახლოებით 11000 ლარზე მეტი ოდენობით მატერიალური ზიანი.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ყაჩაღობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაც მოახერხეს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ბრალდებულებმა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით. ამასთან, ყაჩაღობის დროს შეიძლება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მხოლოდ მიზანი არსებობდეს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება. ყაჩაღობა დამთავრებულია მაშინ, როდესაც თავდასხმა განხორციელდა. მთავარია დადგენილ იქნეს განზრახვა, რომ ყაჩაღობა მიმართული იყო დიდი ოდენობით ნივთის დაუფლებისკენ. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულთა მიერ ვერ იქნა დასახელებული მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანის საბოლოო ოდენობა. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც განსაზღვრავდა დაზარალებულებისადმი მიყენებული ზიანის ზუსტ ოდენობას. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ ვერ დადასტურდა, რომ ს--------–---–ების ბინიდან წაღებული ნივთების და ფულადი თანხის ოდენობამ ჯამში გამოიწვია დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. გარდა ამისა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა მსჯავრდებულების მხრიდან დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზანი. კერძოდ, დაზარალებულების ი--------–------ოს და თ---------------–---–ის განმარტებით, თავდამსხმელები არ ითხოვდნენ კონკრეტული ოდენობის თანხის ან ქონების გადაცემას. ამასთან, არც სხვა მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც დაასაბუთებდა იმ გარემოებას, რომ თავდამსხმელებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ დაზარელებულებს ჰქონდათ 10000 ლარზე მეტი თანხა ან ძვირფასეულობა და ამ ოდენობის სიკეთის დასაუფლებლად განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ გ----------------ი და ლ-–--------–----ი წარდგენილ ბრალდებაში რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ. შესაბამისად, განაჩენში (წარდგენილი ბრალდების ნაწილის ამორიცხვის ნაწილში) უნდა შევიდეს ცვლილება.
პალატა იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც გარდატეხას ვერ მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გ----------------ის და ლ-–--------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ----------------მა და ლ-–--------–----მა ჩაიდინეს, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ----------------ს და ლ-–--------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა გ----------------ის და ლ-–--------–----ის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ ლ-–--------–----ს და გ----------------ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ლ-–--------–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ-----------–----ის, მსჯავრდებულ გ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-------------–---ის, ასევე პროკურორ ა--------ას სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: ერთი ცალი მაჯის საათი, ერთი ცალი ვერცხლისფერი მეტალის ყელსაბამი თავისივე ჯვრით, ფულადი თანხა 20,3 ლარი და ერთი ცალი ავტომანქანის გასაღები, ასევე ოქროსფერი მეტალის ყელსაბამი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
ბრალდებულ ლ-–--------–----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანი განადგურდეს, ერთი ლარი, ერთი ცალი ხის ყელსაბამი თავისივე ჯვრით, სამი წყვილი საყურე, ორი ცალი ბეჭედი, ერთი ცალი საყურე და ერთი ცალი კულონი, ასევე ერთი ცალი ბეჭედი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, 18 (თვრამეტი) ცალი ანაწმენდის ნიმუშები ბიოლოგიურ ჩხირზე, ნაჭრის ნაგლეჯები, 12 (თორმეტი) ცალი ანაწმენდის ნიმუში, ხელის კვალის ნიმუშები - განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის ბლოკნოტი, ყვავილების თაიგული, ერთი ცალი ხანჯალი და ერთი ხმალი, მოთეთრო ფერის თავსაბური და ერთი ცალი კულონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 2 (ორ) დისკად - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, (თექვსმეტი) ცალი ანაწმენდის ნიმუშები, მიკრონაწილაკების ნიმუშები, 1 (ერთი) ცალი დანა - განადგურდეს.
ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 2 (ორი) ცალი ქურთუკი, 1 (ერთი) წყვილი ფეხსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მობილური ტელეფონი, საფულე და პირადი ნივთები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკთან ერთად - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ავტომანქანა (სახ. № B------) - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებისას ამოღებული პერანგი თეთრი ფერის ნაჭერთან ერთად - განადგურდეს.
გ----------------ის და ლ-–--------–----ისგან აღებული ნერწყვის, სუნის და ხელის კვლები - განადგურდეს.
თ---------------–---–ისგან, ნ-----------------–---–ისგან და ი---- მ--–-----სკოსგან აღებული ხელის კვალის ნიმუშები - განადგურდეს.
შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთ) დისკად შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ლ-–--------–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ-----------–----ის, მსჯავრდებულ გ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-------------–---ის, ასევე პროკურორ ა--------ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 06 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
გ----------------ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
გ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 მაისიდან.
გ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ლ-–--------–----ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ლ-–--------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ლ-–--------–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 მაისიდან.
ლ-–--------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
გ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: ერთი ცალი მაჯის საათი, ერთი ცალი ვერცხლისფერი მეტალის ყელსაბამი თავისივე ჯვრით, ფულადი თანხა 20,3 ლარი და ერთი ცალი ავტომანქანის გასაღები, ასევე ოქროსფერი მეტალის ყელსაბამი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
ბრალდებულ ლ-–--------–----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი წყვილი რეზინის ხელთათმანი განადგურდეს, ერთი ლარი, ერთი ცალი ხის ყელსაბამი თავისივე ჯვრით, სამი წყვილი საყურე, ორი ცალი ბეჭედი, ერთი ცალი საყურე და ერთი ცალი კულონი, ასევე ერთი ცალი ბეჭედი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, 18 (თვრამეტი) ცალი ანაწმენდის ნიმუშები ბიოლოგიურ ჩხირზე, ნაჭრის ნაგლეჯები, 12 (თორმეტი) ცალი ანაწმენდის ნიმუში, ხელის კვალის ნიმუშები - განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის ბლოკნოტი, ყვავილების თაიგული, ერთი ცალი ხანჯალი და ერთი ხმალი, მოთეთრო ფერის თავსაბური და ერთი ცალი კულონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა 2 (ორ) დისკად - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, (თექვსმეტი) ცალი ანაწმენდის ნიმუშები, მიკრონაწილაკების ნიმუშები, 1 (ერთი) ცალი დანა - განადგურდეს.
ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული 2 (ორი) ცალი ქურთუკი, 1 (ერთი) წყვილი ფეხსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მობილური ტელეფონი, საფულე და პირადი ნივთები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ავტომანქანის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკთან ერთად - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ავტომანქანა (სახ. № B------) - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებისას ამოღებული პერანგი თეთრი ფერის ნაჭერთან ერთად - განადგურდეს.
გ----------------ის და ლ-–--------–----ისგან აღებული ნერწყვის, სუნის და ხელის კვლები - განადგურდეს.
თ---------------–---–ისგან, ნ-----------------–---–ისგან და ი---- მ--–-----სკოსგან აღებული ხელის კვალის ნიმუშები - განადგურდეს.
შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 1 (ერთ) დისკად შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე