განაჩენი

სისხლის სამართლის 15.03.2019
საქმის ნომერი
330100118002515615
ინსტანცია
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1620-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - მ----–----ას,მსჯავრდებულ - რ---------------------ის,ადვოკატ - გ------------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ რ---------------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

რ-------------------------------------ის მიმართ - (პ/N0----------); დაბადებული 1----–-–---------–--ს; რეგისტრირებული: თბილისი, გ------–---–-----------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:

 

რ---------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მაღაზია „ო----------ის“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

რ---------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მაღაზია „ნ----------------ის“ ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ერთი ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით რ---------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

 

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი;

 

რ---------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 05 ივნისიდან;

 

რ---------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

რ---------------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (ორი ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

რ---------------------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 13 აპრილს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2018 წლის 09 მაისს, დაახლოებით 0--------------------- საათამდე დროის შუალედში, ქ.თბილისში, მ-------------------–------------–-----------------ს“ სუპერმარკეტიდან რ---------------------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების სარეალიზაციო პროდუქციას: “J-------”-ის ფირმის ვისკს, „ასკანელის“ ფირმის კონიაკს, შოკოლადის ფილა „ნესტლეს“ და „ნესკაფეს“ ფირმის ყავას, რითაც დაზარალებულს მიადგა 66 ლარის და 40 თეთრის ქონებრივი ზიანი (პირველი ეპიზოდი).

 

რ---------------------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 13 აპრილს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2018 წლის 15 მაისს, დაახლოებით 02:40 საათიდან 02:50 საათამდე დროის შუალედში ქ.თბილისში, მ------------------ში მდებარე „ნ----------------ის“ მაღაზიიდან რ---------------------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების სარეალიზაციო პროდუქციას: „აბსოლუტის“ ფირმის არაყს, „იაკობს მონარქის“ ფირმის ყავას, „ბაუნტის“ და „ლინდორის“ ფირმის შოკოლადებს, რითაც დაზარალებულს მიადგა 67 ლარის და 30 თეთრის ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ---------------------მა.

 

მსჯავრდებულმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, 2019 წლის 06 მარტს, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----–----ამ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა შემდეგი:

 

რ---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით კი, ჩაეთვალოს პირობით;

 

რ---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, თავიუფლბის აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადითთ კი, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2,3 ნაწილების საფუძველზე, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთი შთანთქავს მეორეს და რ---------------------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით კი, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 1 (ერთ) წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კვლავ ჩაეთვალოს პირობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ---------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით კი ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა საჯარო ინტერესი, კერძოდ სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, სასამართლოსთან აღიარების ფორმით თანამშრომლობა, რის გამოც მსჯავრდებულთან გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით რ---------------------მა უარი თქვა საქმის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ საქმის არსებითად განხილვის უფლებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს.

 

ამასთან, შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული რ---------------------ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული რ---------------------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელებს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, საქმეში მოიპოვება რ---------------------ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების: ი--------–-----------–-–--–---–----------------------------------–-------------------–-------------------------------–-----------------–--–---–-ს გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტები; სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერები; განჩინება, დათვალიერების ოქმები; რ---------------------ის აღიარებითი ჩვენება; ნასამართლობის ცნობა; 2016 წლის 13 აპრილის განაჩენი; 2009 წლის 16 ივნისის განაჩენი; პრეზიდენტის განკარგულება; 2018 წლის პრობაციის ბიუროს წერილი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მას განემარტა, რომ შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანი. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დაკმაყოფილდეს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----–----ას შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ რ---------------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენში;

 

რ---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით კი ჩაეთვალოს პირობით.

 

რ---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, თავისუფლბის აღკვეთა 2 (ორი) წლით კი, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2,3 ნაწილების საფუძველზე, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და მსჯავრდებულ რ---------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით კი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კვლავ ჩაეთვალოს პირობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ რ---------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 64-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით კი, ჩაეთვალოს პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

რ---------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 ივნისიდან.

 

რ---------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გაუქმებულია.

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობით გამოსაცდელ ვადაში კონტროლი და მეთვალყურეობა მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის შესაბამის სამსახურს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

შპს ,,ო----------იდან“ მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად დაუფლებული, რ---------------------ისაგან ამოღებული ნივთები, რომელიც ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოცხრილი ერთ ცალ დისკზე, რომელიც თან ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

საგამოძიებო ექსპერიმენტების ფოტოცხრილები მაღაზია ,,ო----------იდან“ და მაღაზია ,,ნიკორა ტრედიდან“, რომელიც თან ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

შპს ,,ო----------ის“ და ,,ნ----------------ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც თან ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, პირობების დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე