განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310017001851498 (3/ბ-513-2018წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)
კერძო საჩივრის ავტორი/მოწინააღმდეგე მხარე – დ----- გ--------ე (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
მესამე პირები - ო----- დ------ე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი კერძო საჩივარზე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება
1. აპელანტის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
1.1. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2017 წლის 13 მარტს დ----- გ--------ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ და მოთხოვა:
- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის N3---- ბრძანება;
- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის N0------- გადაწყვეტილება;
- დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს, როგორც კრედიტორს, მოითხოვს იძულებითი აღსრულების შეწყვეტა დ----- გ--------ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დაკმაყოფილდა ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა და სსსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის საფუძველზე დ----- გ--------ეს, როგორც შპს ,,ე--------------------ის’’ დირექტორს და ო----- დ------ეს სოლიდარულად დაეკისრათ 157 150 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების თაობაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელემ 2016 წლის 8 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და ითხოვა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე დავალიანების ჩამოწერა და აღსრულების ბიუროდან სააღსრულებო ფურცლის გამოთხოვა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა განმცხადებელს უარი უთხრა სააღსრულებო ფურცლის გამოთხოვასა და სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტაზე. აღნიშნული უარი მოსარჩელემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 17 თებერვლის N0------- გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 მარტის №3/1814-17 განჩინებით დ----- გ--------ის სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენელმა სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
სსიპ შემოსავლების სამსახურმა შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ 2006 წლის 4 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავდროულად, დაკმაყოფილდა ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სამოქალაქო სარჩელი და დ----- გ--------ეს, როგორც შპს „ე--------------------ის“ დირექტორს, ო----- დ------ესთან ერთად, სოლიდარულად, დაეკისრა საგადასახადო ინსპექციის აქტის მიხედვით დარიცხული თანხების გადახდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის მიერ სააღსრულებო ბიუროში წარდგენილ იქნა სააღსრულებო ფურცელი ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინების თაობაზე. შპს „ე--------------------ი“ გათავისუფლებულია ფინანსური ამნისტიის გამო დავალიანების გადახდისგან, რის გამოც მოსარჩელე მოითხოვს შემოსავლების სამსახურისგან, მის მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტას.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ შპს „ე--------------------ის“ (ს/ნ 2--------) ხელმძღვანელმა დ----- გ--------ემ 09.06.2016 წლის №ID 3------ განცხადით მოითხოვა დავალიანების თანხის ჩამოწერა სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მომსახურების დეპარტამენტის 16.06.2016 წლის №7---------- დასკვნით შპს „ე--------------------ს“, რომელიც აკმაყოფილებდა სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, სრულად ჩამოეწერა 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე (01.06.2016 წელი) გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 04 აგვისტოს №1-506 გადაწყვეტილების თაობაზე სააღსრულებო ფურცელი გაცემულია დ----- გ--------ის მიმართ.
შპს „ე--------------------ისთვის“ (ს/ნ 2--------) საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემდეგ დ----- გ--------ემ მიმართა შემოსავლების სამსახურს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით იმ საფუძლით, რომ აღარ არსებობდა დავალიანება. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით „ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სმართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში - აღსრულების ეროვნული ბიურო)“. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის საგანი სცილდებოდა დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს და არ არსებობდა საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება საჩივარი დატოვა განუხილველი.
ზემოაღნიშნული ბრძანება დ----- გ--------ემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2016 წლის 16 სექტემბრის №1--------- გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 8 ივლისის წერილის თანახმად, სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არის №0------------- სააღსრულებო საქმე, 2009 წლის 3 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული და კრედიტორის საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიერ წარმოდგენილი №-506/06 სააღსრულებო ფურცელი აღსრულების შესახებ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა შემოსავლების სამსახურის, როგორც კრედიტორის განცხადება სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ. ვინაიდან 03.09.2009 წლის №1-506/06 სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიერ საგადასახადო ინსპექტირების აქტის მიხედვით დარიცხული თანხების ამორების მიზნით, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებულია შემოსავლების სამსახური, ხოლო ის დავალიანება, რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც გამოიცა აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი ჩამოიწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სახეზეა საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება, ხოლო მოთხოვნის საგანი არ სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხს.
შემოსავლების სამახურის დავების განხილვის საბჭომ 2016 წლის ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №105) განიხილა აღნიშნული საკითხი და დავალა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართლო დავების სამმართველოს მიემართა სასამართლოსთვის გადაწყვეტილების განმარტების მიზნით და შესაბამისი ინფორმაცია წარედგინა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოსთვის, შესაბამისად, მიიღო შუალედური გადაწყვეტილება და 2016 წლის 2 ნოემბრის №3---- ბრძანებით შეაჩერა საჩივრის განხილვა.
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართლო დავების სამმართველომ 2016 წლის 16 ნოემბრის №2----------- განცხადებით (გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე) მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს საქმეზე მიღებული №1-506/06 განაჩენის განმარტების მოთხოვნით. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 21 ნოემბრის №გ-33/16 განცხადების პასუხად აცნობა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს, რომ სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების (განაჩენის) განმარტებას არ ითვალისწინებს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულება შეწყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი.
აღნიშნულიდან გამომინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აზრით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტი დავალიანების არარსებობის გამო სააღსრულებო წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, ვინაიდან საგადასახადო ორგანოს ჩამოწერილი აქვს 2011 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და 01.06.2016 წლამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი და არა სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხა 157 150 ლარი, რომელიც დ----- გ--------ეს სოლიდარულად აქვს დაკისრებული სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების კუთხით, რაც საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩამოწერას არ ექვემდებარება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის №3/321 განჩინებით საქმეში მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო, ხოლო მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე - ო----- დ------ე.
ო----- დ------ე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვინაიდან სახეზე არ იყო კრედიტორ სსიპ შემოსავლების სამსახური განცხადება სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ, აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ შეწყვეტდა სააღსრულებო წარმოებას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
- დ----- გ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის N3---- ბრძანება;
- ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის N0------- გადაწყვეტილება;
- დაევალა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს მოითხოვს სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა დ----- გ--------ის მიმართ (03.09.2009 წლის N1/506/06 სააღსრულებო ფურცელი);
- სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს დ----- გ--------ის სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
2005 წლის 15 თებერვლის N28 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,ე--------------------ის’’ ბიუჯეტსა და სახელმწიფო სპეციალურ ფონდებთან ანგარიშსწორების მდგომარეობის შემოწმება, შესამოწმებელი პერიოდი: 01.01.2004-01.02.2005წწ; შემოწმების შედეგად შპს ,,ე--------------------ს’’ გადასახდელად დაერიცხა: ჯამში - 157 151,59 ლარი; მათ შორის ჯარიმა - 18 397, 46 ლარი; საურავი - 35 715, 00 ლარი; სულ დარიცხულია - 211 264, 05 ლარი;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს N-1-506 განაჩენით დ----- ს------ს ძე გ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, დ----- გ--------ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა 2 წლით პირობით გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დ----- გ--------ეს დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. დ----- გ--------ეს დაეკისრა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 157 150 ლარი სოლიდარულად ო----- დ------ესთან ერთად, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 იანვრის განაჩენით უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განაჩენი სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის - 157 150 ლარის ანაზღაურების ნაწილში. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 7 სექტემბრის N450აპ განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ო----- დ------ის საკასაციო საჩივარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 3 სექტემბერს გაიცა N-1-506/06 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილდა და ო----- დ------ეს დაეკისრა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 157 150 ლარი სოლიდარულად დ----- გ--------ესთან ერთად, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ. კრედიტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია); მოვალეები: ო----- დ------ე; დ----- გ--------ე.
აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია N0------------- სააღსრულებო საქმე, 2009 წლის 3 სექტემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული და კრედიტორის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი N1-506/06 სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების შესახებ. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და ო----- დ------ეს დაეკისრა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 157 150 ლარი, სოლიდარულად დ----- გ--------ესთან ერთად ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 2 მარტის წერილის თანახმად, 2017 წლის 2 მარტის მდგომარეობით დ----- გ--------ის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ მიმდინარე დავალიანება აღსრულების საფასურის ჩათვლით შეადგენს - 56228.3 ლარს.
შემოსავლებისა სამსახურის 2016 წლის 4 ივლისის ცნობით, 2016 წლის 21 ივნისის მდგომარეობით შპს ,,ე--------------------ს’’ სალდო საანგარიშო პერიოდის დასასრულს ერიცხება ზედმეტობა - 1 425.24 ლარი.
შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 4 ივლისის ცნობით, ფ/პ დ----- გ--------ეს, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემების მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 4 ივლისის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტობა - 120 ლარი.
დ----- გ--------ემ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს ბრძანებით დ----- გ--------ის განცხადება დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გაუქმდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სსიპ შემოსავლების სამსახურს, იმ მოტივით, რომ ვინაიდან 03.09.2009 წლის N1-506/06 სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის მიერ საგადასახადო ინსპექციის აქტის მიხედვით დარიცხული თანხების ამოღების მიზნით, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებულია შემოსავლების სამსახური, ხოლო ის დავალიანება, რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც გამოიცა აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი ჩამოიწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის საგანი არ სცილდებოდა დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.
შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის N3---- ბრძანებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოდან ხელახლა განსახილველად დაბრუნებული დ----- გ--------ის განცხადება, რომლის ფარგლებშიც, საკითხის განხილვის მიზნით 2016 წლის 2 ნოემბრის N3---- ბრძანებით შეჩერდა საჩივრის განხილვა. ხოლო, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართლო დავების სამმართველომ 2016 წლის 16 ნოემბრის N2----------- განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და განაჩენის განმარტება მოითხოვა. კერძოდ, განცხადებაში მითითებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის თანახმად, დ----- გ--------ეს და ო----- დ------ის მიერ დაფუძნებულ შპს ,,ე--------------------ს’’ ხანდაზმულობით ჩამოეწერა დაბეგვრის პირად ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილი სირთულიდან გამომდინარე აღსრულების ხელშეწყობის მიზნით ითხოვეს სსსკ-ის 262-ე მუხლის საფუძველზე განემარტოთ: შპს ,,ე--------------------ის’’ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შედეგად, ჩაითვლება თუ არა შესრულებულად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დ----- გ--------ეზე დაკისრებული, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. აღნიშნული განცხადების პასუხად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის წერილით შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების (განაჩენის) განმარტებას არ ითვალისწინებს.
2016 წლის 8 დეკემბრის N3---- ბრძანებით დ----- გ--------ეს უარი ეთქვა მოთხოვნის - სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ, დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ბრძანება დ----- გ--------ემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. 2018 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ ვინაიდან საგადასახადო ორგანოს ჩამოწერილი აქვს 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და 01.06.2016 წლამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება და მასზედ დარიცხული საურავი, და არა სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხა 157 150 ლარი, რომელიც დ----- გ--------ეს სოლიდარულად აქვს დაკისრებული სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების კუთხით, რაც საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე ჩამოწერას არ ექვემდებარება.
დავების დეპარტამენტის 2018 წლის 6 სექტემბრის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 16 ივნისის N7---------- დასკვნით შპს ,,ე--------------------ს’’ 2018 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩამოეწერა 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანება სრულად. აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2005 წლის 15 მარტის შემოწმების აქტის საფუძველზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის N3---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის N0------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
სასამართლოს აღნიშვნით, 2005 წლის 15 თებერვლის N28 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,ე--------------------ის’’ ბიუჯეტსა და სახელმწიფო სპეციალურ ფონდებთან ანგარიშსწორების მდგომარეობის შემოწმება, შესამოწმებელი პერიოდი: 01.01.2004-01.02.2005წწ; შემოწმების შედეგად შპს ,,ე--------------------ს’’ გადასახდელად დაერიცხა: ჯამში - 157 151, 59 ლარი; მათ შორის ჯარიმა - 18 397, 46 ლარი; საურავი - 35 715, 00 ლარი; სულ დარიცხულია - 211 264, 05 ლარი.
საქმეში წარმოდგენილი განაჩენით, დ----- გ--------ეს (შპს ,,ე--------------------ის’’ დირექტორი) ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისათვის, განზრახ თავის არიდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, კერძოდ, დ----- გ--------ემ, როგორც შპს ,,ე--------------------ის’’ დირექტორმა 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში განზრახ აარიდა თავი 157 150 ლარის ოდენობით ძირითად გადასახადს. სასამართლო მიუთითებს (სადავო პერიოდში მოქმედი) სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, 1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ოცდახუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება სამოცდათხუთმეტ ათას ლარს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შეტყობინების მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში გადახდილი იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა. კონკრეტული დანაშაულის უშუალო ობიექტს სახელმწიფოს ფინანსური/საბიუჯეტო ინტერესები წამოადგენს, ხოლო დანაშაულის ობიექტურ მხარე დიდი ოდენობით გადასახადისგან თავის არიდებაში (ქმედება/უმოქმედობა) გამოიხატება. აღსანიშნავია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის დადგომის აუცილებელი პირობას წარმოადგენს გადაუხდელი გადასახადების დიდი ოდენობა/განსაკუთრებით დიდი ოდენობა. ამსრულებელი არის - გადასახადის გადამხდელი, პირი რომელიც ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი, მაგრამ მისი განზრახვაა, სხვადასხვა მოტივით არ შეასრულოს საგადასახადო ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით აღნიშნული დანაშაულის სუბიექტ(ებ)ს დ----- გ--------ე (მესამე პირი ო. დ------ე) წარმოადგენდა, რომელმაც როგორც შპს-ს დირექტორმა ისარგებლა შესაძლებლობით თავი აერიდებინა შპს-ს ვალდებულებას განეხორციელებინა საგადასახადო ანგარიშსწორება სახელმწიფოს წინაშე. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აღნიშნული მუხლის შენიშვნას, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არდაკისრების შესაძლებლობას იძლეოდა იმ შემთხვევისათვის, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შეტყობინების მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში გადახდილი იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა. ანუ, სახელმწიფო, ინტერესების თვალსაზრისით, პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობასთან შედარებით პრიორიტეტულობას საგადასახადო ვალდებულების შესრულებას ანიჭებდა, რისთვისაც საშეღავათო პერიოდს 45 დღის ვადით განსაზღვრავდა. იმავე დროს მოქმედი (1998 წლის 20 თებერვლის) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რედაქციის IV თავი არეგულირებდა სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო სარჩელის საკითხებს. კოდექსის 30-ე მუხლით განსაზღვრული იყო სამოქალაქო სარჩელს და მისი წარდგენის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იურიდიულ პირს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს მოითხოვოს ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქონებრივი ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით, პირდაპირი ზიანისა და ანაცდენი სარგებლის სახით, საშუალო-საბაზრო ფასებით ინდექსაციის გამოყენებით. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო სარჩელის საფუძვლის მტკიცება და ფასის განსაზღვრა ხდება სისხლის სამართლის პროცესის წესით. კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სამოქალაქო სარჩელის განხილვისას ზიანის ანაზღაურების საფუძველს, პირობას, მოცულობასა და წესს განსაზღვრავს სამოქალაქო, შრომისა და სხვა კანონმდებლობა.
სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს, დ----- გ--------ის მიმართ, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილი იქნა სამოქალაქო სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენით და დ----- გ--------ეს დაეკისრა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 157 150 ლარის გადახდა სოლიდარულად ო----- დ------ესთან ერთად, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი, რომელიც დაკმაყოფილდება სისხლის სამართლის საქმეზე, აღსრულდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესებით. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დ----- გ--------ეს საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის 157 150 ლარის ანაზღაურება (სოლიდარულად ო----- დ------ესთან ერთად), ამ განაჩენის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 3 სექტემბერს გაიცა N1-506/06 სააღსრულებო ფურცელი.
შპს ,,ე--------------------ისათვის’’ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება: ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2011 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება); დასახელებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოაწეროს 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს საკითხის გარკვევა: 1. წარმოადგენს თუ არა დ----- გ--------ისათვის განაჩენით დაკისრებული ზიანის თანხა, იმავე თანხას, რაც საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დაერიცხა შპს ,,ე--------------------ს’’ და 2. საგადასახადო კოდექსის საფუძველზე შპს ,,ე--------------------ისათვის’’ თანხის ჩამოწერა ასევე, გულისხმობს თუ არა დ----- გ--------ის, განაჩენით დაკისრებული ზიანის ანაზღაურებისაგან განთავისუფლებას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასადგენია განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი და მიმდინარე კანონმდებლობა მოიაზრებს თუ არა, რომ შპს-ს მხრიდან საგადასახადო ვალდებულების შესრულება და დ----- გ--------ის მიერ ზიანის თანხის ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს დარიცხული/დამალული თანხის ოდენობის - 157 150 ლარის ფარგლებში სახელმწიფოსათვის დაბრუნებას ფიზიკური პირის ან შპს-ს მიერ, თუ ორ სუბიექტს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა შეესრულებინა ვალდებულება - ერთი მხრივ შპს-ს ვალდებულება გადაიხადოს დარიცხული გადასახადი და, მეორე მხრივ, ფიზიკური პირის მიერ განაჩენით დაკისრებული ზიანის ანაზღაურება, რომლის შესრულების შემთხვევაში, ბიუჯეტში ორმაგი შენატანით აისახება. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის გარემოება, რომ შპს ,,ე--------------------ს’’ (13 მაისი 2016 წლის N5092-IIს კანონი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩამოეწერა 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანება სრულად. აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2005 წლის 15 მარტის შემოწმების აქტის საფუძველზე. ასევე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ შემოწმების შედეგად შპს ,,ე--------------------ს’’ გადასახდელად დაერიცხა: ჯამში - 157 151, 59 ლარი; დადგენილია, რომ აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია N0------------- სააღსრულებო საქმე, 2009 წლის 3 სექტემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული და კრედიტორის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი N1-506/06 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილდა და ო----- დ------ეს დაეკისრა სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 157 150 ლარი სოლიდარულად დ----- გ--------ესთან ერთად, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ. კრედიტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია); მოვალეები: ო----- დ------ე, დ----- გ--------ე. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ 2006 წლის 4 აგვისტოს განაჩენზე, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა განმარტა შემდეგი: ,,2005 წლის 15 მარტის ბათუმის საგადასახადო ინსპექციის შემოწმების აქტით შპს ,,ე--------------------ის’’ ხელმძღვანელების მიერ 2004 წლის იანვრიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 157 150 ლარის ძირითადი გადასახადისგან განზრახ თავის არიდებას, რაც გამოწვეული იყო საქონლის შეძენის დამადასტურებელი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის არარსებობით. ასეთ დოკუმენტაციას არ აწარმოებდა შპს, არ აწარმოებდა არასრულყოფილად, რამაც გამოიწვია განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადის დამალვა და სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. ამიტომ ითხოვა აღნიშნული თანხა დაეკისროს განსასჯელებს გადასახადათ სახელმწიფოს სასარგებლოდ“. ამდენად იმ პირობებში, როდესაც შპს ,,ე--------------------ს’’ (13 მაისი 2016 წლის N5092- IIს კანონი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩამოეწერა 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანება სრულად, კერძოდ 157 150 ლარი, სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა დ----- გ--------ის მიერ (საგადასახადო შემოწმების შედეგად შპს-სათვის დარიცხული თანხების ოდენობის იდენტურობის გათვალისწინებით) სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის 157 150 ლარის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან აღნიშნული არის ის თანხა რაც კანონის საფუძველზე ჩამოეწერა შპს ,,ე--------------------ს’’ და რომელიც თავის მხრივ, როგორც სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი დაეკისრა დ----- გ--------ეს, როგორც შპს ,,ე--------------------ის’’ დირექტორს, რომლის უკანონო ქმედების გამო სახელმწიფო ბიუჯეტი არ შეივსო ბიუჯეტში სავალდებულო, უპირობო შენატანით 157 150 ლარით. სასამართლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსაზღვრისა და კონკრეტული ურთიერთობის რეგულირების მასშტაბი არ არის ზოგადი და ერთიანი ყველა შემთხვევისათვის, იგი დამოკიდებულია მოსაწესრიგებელი სფეროს თავისებურებებზე, საგადასახადო სამართლიანობის ინტერესების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აქ მნიშვნელოვანს, საყურადღებოს წარმოადგენს თუ რა მასშტაბით, ფორმითა და ინტენსიურობით ვრცელდება კონკრეტული ნორმის მოქმედება სუბიექტზე და რამდენად შემზღუდველი თუ შემამსუბუქებელი შეიძლება იყოს ადრესატებისათვის, რომელიც რიგ შემთხვევებში ადამიანის ძირითად უფლებებს ეხება. აღნიშნული ნორმა თავისი არსით წარმოადგენს ,,ამნისტიას“, ,,პატიებას“ და ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, შესაბამისი ზომები მიიღოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების შესამსუბუქებლად. დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, კანონმდებელი კანონში განხორციელებული ცვლილებით ამგვარი უფლებამოსილებას ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მისი ქმედების კანონიერების შეფასების თვალსაზრისით სასამართლო უფლებამოსილია კანონის ზუსტი განსაზღვრება მოახდინოს. ზემოთ აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო, კანონის გამოყენებისას აღიჭურვება უფლებამოსილებით მოაწესრიგოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევები და, აქედან გამომდინარე, გარკვეულ წილად, შესაძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს სუბიექტი, რომლის ვალდებულებებზეც პირდაპირ ასახვას ჰპოვებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების თანაბარი განაწილებისა და განვრცობის პრინციპი. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოს მის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში, ანიჭებს გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციას, განახორციელოს თუ არა კანონით ცალსახად მოწესრიგებული ჩარევის შესაძლებლობა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მოვალისა და კრედიტორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესთა ურთიერთშეფარდება მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოვალის კონსტიტუციური უფლებიდან (საკუთრების უფლება) გამომდინარე ინტერესები, რომლებიც უპირისპირდება იძულებითი აღსრულების წარმოებას, აშკარად და არსებითად გადასწონის იმ მოთხოვნილებებს, რომლებსაც ემსახურება სახელმწიფო სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელების თვალსაზრისით, სასამართლო ვალდებულია დაპირისპირებული ინტერესების შინაარსის გამოკვლევის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლოს მოსაზრებით, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ,,შეღავათების“ არსი მდგომარეობს ადამიანის ძირითად უფლებების დაცვასა და განმტკიცებაში. სახელმწიფოს მიერ მიღებული საშეღავათო ნორმების სხვაგვარი ინტერპრეტაცია, განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის ტოლფასად, რადგან საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადაუხდელი თანხების ჩამოწერა სახელმწიფო ორგანოებს აყენებს ვალდებულების წინაშე: შეძლებისდაგვარად შეამცირონ შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებებით დაკისრებული პასუხისმგებლობა, იმ დროს როდესაც მათი შეუსრულებლობა (დროში განვრცობილი საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობა მათი სიმძიმის გამო) გადასახადის გადამხდელს (მოვალეს) უმძიმეს ტვირთად აწევს. სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოებმა თავიანთი წარმოების სტრუქტურის ფარგლებში სათანადოდ არ გაითვალისწინეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე ადამიანის საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპის მოთხოვნები. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- გ--------ის მიმართ განაჩენით დაკისრებული თანხის გადახდა, რომელიც შპს ,,ე--------------------ისათის’’ ,,ამნისტირებული“ იყო საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ფიზიკური პირის მიმართ წარმოშობს დამატებით მოვალეობას, რომელიც სცდება საქართველოს კანონმდებლობას და კონსტიტუციით ნორმირებულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ მოვალეობებს. რადგან, იმის დაშვება, რომ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ მოსარჩელის მიმართ განაჩენით დადგენილი კონკრეტული ვალდებულება მაინც ვრცელდება ფიზიკურ პირზე, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების საწინააღმდეგო მოსაზრებას წარმოადგენს. რაც შეეხება თავად სისხლის სამართლებრივი ქმედების დასჯადობას და სანქცირებას დ----- გ--------ეს მისი ქმედებისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. მასვე სსკ-ის 63-64-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა 2 (ორი) წლით პირობით გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ხოლო სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის სახით დაეკისრა 157 150 (ასორმოცდაჩვიდმეტი ათას ასორმოცდაათი) ლარი, (სოლიდარულად ო. დ------ესთან ერთად) ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ დ----- გ--------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დანაშაულისათვის შეფარდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი, ხოლო ზიანის ანაზღაურება არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის კანონით დადგენილ სასჯელის სახეს. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა ხელმძღვანელობდნენ კონკრეტული საკანონმდებლო დანაწესით და მათი ქმედება, მით უფრო როდესაც ის ეხება ადამიანის ძირითად უფლებებს, უნდა ექვემდებარებოდეს კანონმდებლის შინაარსობრივი ნორმირებას და არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ზოგად პრინციპებზე მითითებით, რადგან დაუკონკრეტებელი და არამკაფიოდ განსაზღვრული ზოგადი ხასიათის დათქმა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალკეულ შემთხვევაში თვითონ განსაზღვროს ქმედების თავისუფლების ფარგლები, არ შეესაბამება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერების პრინციპის დაცვას. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, მოქალაქის თავისუფლების უპირატესობის ვარაუდთან ერთად, მოითხოვს თითოეულის დაცვას საჯარო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული არასაჭირო, ზედმეტი შეზღუდვებისაგან; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უფლების ამგვარი ხელყოფა გამოწვეულია კანონით გათვალისწინებული პრინციპისა თუ აკრძალვის აუცილებლობით, მაშინ სავალდებულოა, მოქალაქეს განემარტოს მისი წინაპირობები და მისთვის გასაგები ფორმით მიეწოდოს ამასთან, რაც უფრო მეტად ეხება კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა ადამიანის თავისუფალი მოქმედების გამოვლენის ელემენტარულ ფორმას, მით უფრო ზედმიწევნითა და სიფრთხილით უნდა მოხდეს მოქალაქის თავისუფლების, უფლების, როგორც ძირითადი პრინციპისა, და აღნიშნული შეზღუდვის გამამართლებელი საფუძვლების ურთიერთშეფარდება. ყოველივე აღნიშნული, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ შეზღუდვის საშუალებები შეესაბამებოდეს კანონით გათვალისწინებულ მიზანს და ზედმეტად არ ზღუდავდეს ცალკეულ მოქალაქეს. საქალაქო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარუდგენლობა, უკანონოა, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის N3---- ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურს დავალდებულება მოითხოვს სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა დ----- გ--------ის მიმართ (03.09.2009 წლის N1/506/06 სააღსრულებო ფურცელი) საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოტანილია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რომლის არარსებობისას საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების პირობები
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დარჩა განუხილველი, დაუშვებლობის გამო.
2018 წლის 16 ნოემბერს დ----- გ--------ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით დ----- გ--------ის წარმომადგენლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება 2018 წლის 27 დეკემბერს კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ----- გ--------ის წარმომადგენელმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 04 თებერვლის გამართულ სასამართლო სხდომაზე დ----- გ--------ის წარმომადგენელმა გამოიხმო კერძო საჩივარი (გამოხმობას დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე).
აპელანტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, იურიდიულად დაუსაბუთებელი და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს „ე--------------------ის“ ხელმძღვანელმა დ----- გ--------ემ 09.06.2016 წლის №ID3------ განაცხადით მოითხოვა დავალიანების თანხის ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა“ ქვეპუქნტის შესაბამისად.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარატამენტის 16.06.2016 წლის №7---------- დასკვნით შპს „ე--------------------ს“, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, სრულად ჩამოეწერა 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე (01.06.2016 წელი) გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
დ----- გ--------ემ მიმართა შემოსავლების სამსახურს მისი, როგორც მოვალის, მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან აღარ არსებობდა საგადასახადო დავალიანება. შემოსავლების სამსახურმა საჩივარი დატოვა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა მოხდა შპს „ე--------------------ის“ მიმართ, ხოლო დ----- გ--------ეს ო----- დ------ესთან ერთად სოლიდარულად ჰქონდა დაკისრებული 157 150 ლარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 04 აგვისტოს განაჩენის საფუძველზე (№1-506-06), შესაბამისად მოთხოვნის საგანი სცილდებოდა დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.
ფინანსთა სამინსტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.06.2016 წლის №1--------- გადაწყვეტილებით, დ----- გ--------ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 08.12.2016 წლის №3---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2016 წლის 20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №105) განიხილა აღნიშნული საკითხი და დაავალა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართლო დავების სამმართველოს, მიემართა სასამართლოსთვის განაჩენის განმარტების მიზნით და შესაბამისი ინფორმაცია წარედგინა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოსთვის. შესაბამისად, საბჭომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება და 2016 წლის 2 ნოემბრის №3---- ბრძანებით შეაჩერა საჩივრის განხილვა.
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართლო დავების სამმართველომ 2016 წლის 16 ნოემბრის №2----------- განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 04 აგვისტოს (საქმეზე №1-506/06) მიღებული განაჩენის განმარტების თაობაზე. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განცხადების პასუხად აცნობა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს, რომ სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის განმარტებას არ ითვალისწინებდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სადავო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ე--------------------ს“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის საფუძველზე ჩამოეწერა დავალიანება 157 150 ლარის ოდენობით, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა დ----- გ--------ის მიერ იგივე თანხის ანაზღაურების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, რადგან აღნიშნული თანხა ცალსახად არის ის თანხა, რაც უკვე ჩამოეწერა შპს „ე--------------------ს“.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა მოხდა შპს „ე--------------------ის“ მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთანავე, აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №0------------- სააღსრულებო საქმე 2009 წლის 3 სექტემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული და კრედიტორის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი №1-506 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ, რომლის თანახმად, დ----- გ--------ეს ო----- დ------ესთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის 157 150 ლარის ანაზღაურება. ამდენად, ვინაიდან არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, აპელანტი თვლის, რომ უსაფუძვლოა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 04 აგვისტოს საქმეზე №1-506/06 მიღებული განაჩენით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, დ----- გ--------ეს დაეკისრა გადასახადების გადაუხდელობის გამო სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაზეც 2009 წლის 03 სექტემბერს გაიცა №1-506-06 სააღსრულებო ფურცელი და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში. „საქართველოს კონსტიტუციის“ 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „სასამართლო აქტები სავალდებულია ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც შესაძლებელია სასამართლოს განაჩენის აღსრულების შეწყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე თვლის, რომ აღარ არსებობს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, იგი უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის საფუძველზე მიმართოს სასამართლოს ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში კი, არ არსებობდა შემოსავლების სამსახურის 08.12.2016 წლის №3---- ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.02.2017 გადაწვეყტილების გაუქმების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამისნიტროს მიაჩნია, რომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებიდან, გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტმბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის უარყოფას.
4. სააპელაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება; კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, დ----- გ--------ის კერძო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ გაიზიარა სასამართლომ მოსარჩელის პოზიცია საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობასთან დაკავშირებით და რატომ უარჰყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან დამატებით განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მე-20 მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე, ხოლო 151 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმარღველობის ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებული ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში აღსასრულებელია სსიპ შემოსავლების სამსახურის სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი სააღსრულებო ბიუროს მოსთხოვოს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში №0------------- იძულებითი სააღსრულებო წარმოება დ----- გ--------ის მიმართ დაწყებულია კრედიტორის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ აღსასრულებლად წარდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 03 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (სააღსრულებო ფურცელი გაცემულია განაჩენზე, რომლითაც დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის სამოქალაქო სარჩელი) და აღნიშნული წარმოების ფარგლებში სწორედ სსიპ შემოსავლების სამსახურია უფლებამოსილი ისარგებლოს კრედიტორის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ყველა უფლებით, მათ შორის უფლებით მოითხოვოს სააღსრულებოს წარმოების შეწყვეტა, აღსრულებაზე უარის თქმით (მუხლი 34.1). ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურზე, როგორც ადმინისტრაციულ, ორგანოზე ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის მე-5 მუხლით გარანტირებული უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების პრინციპი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს, გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნებს და შესაბამისად ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ შპს „ე--------------------ის“ საგადასახადო დავალიანება და დ----- გ--------ეზე სამოქალაქო სარჩელით დაკისრებული თანხები წარმოადგენენ სხვადასხვა ვალდებულებას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.
საქმეში წარმოდგენილი განაჩენით ირკვევა, რომ დ----- გ--------ეს (შპს ,,ე--------------------ის’’ დირექტორი) ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისათვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, კერძოდ, დ----- გ--------ემ, როგორც შპს ,,ე--------------------ის’’ დირექტორმა 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში განზრახ აარიდა თავი 157 150 ლარის ოდენობით ძირითად გადასახადს.
სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო შპს-ს დირექტორის მიერ გადასახადებისათვის თავის არიდებით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა უშუალოდ შპს-ს დირექტორისათვის შესაბამისი თანხის დაკისრების გზით, რაც განხორციელდა კიდეც შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის ფარგლებში. თუმცა დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს, მოცემულ შემთხვევაში რას წარმოადგენდა თანხა, რომელიც დაეკისრა დ----- გ--------ეს. სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი აღსასრულებელი გადაწყვეტილებით ირკვევა რომ 157 150 ლარი წარმოადგენდა გადასახადს, რომლის გადახდასაც განზრახ თავი აარიდა დ----- გ--------ემ, როგორც შპს „ე--------------------ის“ დირექტორმა 2004 წლის 1 იანვირდან 2005 წლის 1 თებერვლამდე. აღნიშნული თანხა, საზოგადოების დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსლების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი კეთილსინდისიერების ფარგლებში განხორციელების შემთხვევაში გადასახდელი ექნებოდა შპს „ე--------------------ს“. კერძოდ აღნიშნული თანხები წარმოადგენდა 2004 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 თებერვლამდე გადასახდელ მოგების, საშემოსავლო, საგზაო ფონდის, სოციალურ გადასახადებსა და მათზე დარიცხულ ჯარიმებსა და საურავებს. დ----- გ--------ის ქმედება გამოიხატა სწორედ ამ გადასახადებისაგან განზრახ თავის არიდებაში, ანუ როცა საზოგადოება დირექტორის მიერ გამოყენებულ იქნა არადეკლარირებული შემოსავლის მაგენერირებელი წყაროს დანიშნულებით.
დგინდება, რომ სახელმწიფომ გამოხატა ნება გადასახადის გადამხდელის მიმართ და აპატია გარკვეულ პერიოდამდე არსებული საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ „ქვეპუნქტის“ მიხედვით არსებული გადასახადების პატიება შპს „ე--------------------ისთვის“ გულისხმობს, შესაბამისი შეღავათების გავრცელებას დ----- გ--------ის მიმართაც, ვინაიდან დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს ფულადი ვალდებულება სახელწიფო ბიუჯეტის მიმართ.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც რომ დ----- გ--------ემ სისხლის სამართლის წესით უკვე აგო პასუხი ჩადენილი ქმედებისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს N-1-506 განაჩენით დ----- ს------ს ძე გ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, დ----- გ--------ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა 2 წლით პირობით გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დ----- გ--------ეს დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. ამასთან, სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენის აღსრულების მიზნით, როგორც სააღსრულებო ბიუროს N0--------------020/001 წერილით ირკვევა, დ----- გ--------ისთვის გადახდევინებულ იქნა თანხები და 2017 წლის 02 მარტის მდგომარეობით დარჩენილი დავალიანება, აღსრულების საფასურის ჩათვლით, შეადგენს 56228,3 ლარს (ს.ფ. 46).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, რის გამოც არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს უარი ქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს და უკანონოდ ზღუდავს მას.
2018 წლის 16 ნოემბერს დ----- გ--------ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით დ----- გ--------ის წარმომადგენლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება 2018 წლის 27 დეკემბერს კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ----- გ--------ის წარმომადგენელმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 04 თებერვლის გამართულ სასამართლო სხდომაზე დ----- გ--------ის წარმომადგენელმა გამოიხმო კერძო საჩივარი (გამოხმობას დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე), რაც სსსკ-ის 831 მუხლის საფუძველზე მის განუხილველად დატოვების საფუძველია.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
4. დ----- გ--------ის კერძო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
5. დ----- გ--------ეს დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში 200122900, სახაზინო კოდი 300183150;
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი