განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018001994937
საქმე №2/ბ-1255-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები : ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე, თავდაპირველი მოსარჩელე) - შპს ,,ლ---ი“
წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–---
მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი - თ----- ჩ-------ე, მ-------- მ------–---–ი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტ (თავდაპირველი მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) შპს ,,ლ---ი“-ს მოთხოვნა - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
1.2.აპელანტ (შეგებებული მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1. მოსარჩელის მოთხოვნა
2017 წლის 04 ივლისს შპს „ლ---ი“-მ (შემდგომში თავდაპირველი მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით, ხოლო 2017 წლის 26 ივლისს კი წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეგებებული სარჩელი აღძრა შპს „ლ---ი“-ს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
2.2. სარჩელის საფუძვლები
2.2.1. მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–------------------- მხარეებს შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ლ---ი“-მ (შემდგომში შპს) იკისრა ვალდებულება ჩაეტარებინა სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 64 000 (სამოცდაოთხო ათასი) ლარით.
შპს კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, თუმცა ამინდის გაუარესების გამო ვერ ახერხებდა ვადაში სამუშაოების შესრულებას, რის გამოც მიმართა მოპასუხეს ვადის გაგრძელების თაობაზე,თუმცა მოპასუხისგან არანაირი პასუხი არ მიუღია.
ამასთან, სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ არ არსებობდა იმ ოდენობის გზა, რაზეც ტენდერი იყო გამოცხადებული. აღნიშნულის გამო მათ აცნობეს გამგეობას და კატეგორიულად მოითხოვეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, თუმცა გამგეობას არც ამ წერილზე გაუცია პასუხი.
მოსარჩელის განმარტებით, მათ მიერ სრულყოფილად შესრულდა ხელშეკრულება იმ მოცულობით, რა შესაძლებლობაც ხელშეკრულების მიხედვით მათ ჰქონდათ, კერძოდ, სადაც გზა რეალურად არსებობდა. დანარჩენ ნაწილში გზა არ არსებობდა და შესაბამისად არარსებულ გზაზე ვერც სამუშაოების ჩატარება მოხდებოდა.
გამგეობამ უსაფუძვლოდ შეუწყვიტა მათ ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტამდე მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 53.623.06 (ორმოცდაცამეტი ათას ექვსასოცდასამი ლარი და 06 თეთრი) ლარს, საიდანაც მათ გადაუხადეს მხოლოდ 15.710(თხუთმეტი ათას შვიდასათი) ლარი. ამდენად, მოპასუხეს საბოლოოდ გადასახდელი დარჩა 37.913.00 (ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაასცამეტი)ლარი.
მოპასუხის პოზიცია
2.2.2. მოპასუხე წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს ,,ლ---ი“ კეთილსინდისიერად არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამაზე მეტყველებს მის მიერ საქმეში წარმოდგენილი გეგმა გრაფიკის დარღვევა.
მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ვადის გაგრძელების თაობაზე გაეცა პასუხი წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 0--------- წლის №------- წერილით, რომლითაც მას ეთქვა უარი ვადის გაგრძელების შესახებ.
მათ მიერ ხელშეკრულება შეწყვეტილ იქნა იმის გამო, რომ არ იქნა გაზიარებული შემსყიდველის მოთხოვნა თითქოსდა გარკვეულ სოფლებში, სოფელ მ-------ვ------–ისა და სოფელ მ-----ის საავტომობილო გზები არ არსებობდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ამ და სხვა გ-------ებების გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
შპს ,,აუდიტ-ექსპერტი-96“-ის მიერ 2--- წლის 13 დეკემბრის №----- ექსპერტიზის დასკვნით ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას 53. 623.06 ლარის ოდენობით წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობა არ ეთანხმება იმაზე მითითებით, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას და ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მრავალჯერადად იქნა გადამოწმებული მიმდინარე სამუშაოები.
შპს-ს პირველი ეტაპის სამუშაოსათვის ანაზღაურებული აქვს 15.710.00 ლარი. ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა 18.916.55 ლარის ოდენობით გამგეობაში შევიდა 22.11.2--- წელს. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიღება-ჩაბარების კომისიამ აღნიშნული სამუშაოები მიიღო 24.11.2--- წელს. რაც შეეხება დანარჩენი სამუშაოების შესრულებას, 0--------- წელს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების და შესყიდვის მიღების მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის მიერ შედგა სხდომის ოქმი №175, ჯგუფმა ყველა წევრის მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო შეწყვეტილიყო ხელშეკრულება და მოსარჩელის მიმართ გატარებულიყო შესაბამისი სანქციები. აღნიშნული ოქმი შესწავლილ იქნა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ და 19.12.2--- წელს შედგა დასკვნა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 20.11.2--- წელს გამოიცა №31/1895 ბრძანება, რომლითაც შპს ,,ლ---ი“ -სთან შეწყდა სადაო ხელშეკრულება. ამავე ბრძანებით ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შპს-ს ჯარიმის სახით დაეკისრა 105.920.00(ასხუთი ათას ცხრაასოცი) ლარის გადახდა, საიდანაც ბუღალტერიის მიერ მას დაუკავდა 18.916.00(თვრამეტი ათას ცხარასთექვსმეტი) ლარი და ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.
შეგებებული სარჩელის საფუძვლები
2.2.3. მოსარჩელის განმარტებით, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს-ს შორის 2--- წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №--- სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ - დ---------- ჭ-–-–---ის საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორება, სოფელ მ----–--ში ჩ----–-–---–ების უბნის გზის რეაბილიტაცია, სოფელ დ----------ს საავტომოილო გზის მოხრეშვა-გასწორება, სოფელ მ----–--ში ჟ----–---–---ების უბნის გზის რეაბილიტაცია, სოფელ დ----------ს ლ--------------ის საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორება, სოფელი მ----–--ი მ-–---–-ს უბნის გზის რეაბილიტაცია, სოფელ მ----–--ი მ------–---–ების უბნის გზის რეაბილიტაცია, სოფელ მ------ში ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორება, სოფელ მ----–--ში მ-–-–-----–ი გზის რეაბილიტაცია.
აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაობი უნდა დასრულებულიყო 2--- წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი, კერძოდ, სოფელ დ---------- ს---------სა და სოფელ დ---------- ლ-------------ის გზის მოხრეშვა-გასწორების სამუშაოები, შესრულდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და მოხდა პირველი ეტაპის სამუშაოების ანაზღაურება 15 710(თხუთმეტი ათას შვიდასათი) ლარის ოდენობით.
2--- წლის 17 ნოემბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა შპს-ს დირექტორის მინდობილმა პირმა №2 წერილით და მოითხოვა უამინდობის გამო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა 2--- წლის 01 დეკემბრამდე. შპს-ს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 0--------- წლის №------- წერილით ეცნობა პასუხი მათ მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
სამუშაოების ვადის გადაწევის მოთხოვნით შპს-მ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას ისევ მიმართა 24.11.2--- წელს №6 წერილით და 29.11.2--- წელს №7 წერილით, რომელზედაც წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაეცა პასუხი 0--------- წლის №------- წერილით და ეთქვათ უარი სამუშაოთა დასრულების ვადის გადაწევის შესახებ.
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შპს-მ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ხელშეკრულების პირობების მასიური და უხეში დარღვევების გამო, რაც გამოიხატებოდა მათ მიერ ფინანსურ-ხაზობრივი გრაფიკის დარღვევაში, აგრეთვე სოფელ მ------სა და სოფელ ვ-------–-ში სამუშაოების საერთოდ არდაწყებაში.
ამდენად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს სახით ჯარიმის დაკისრების თაობაზე, რომელმაც შეადგინა 105920(ასხუთი ათას ცხრაასოცი) ლარი, საიდანაც შპს-ს დაუკავდა და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე გადაირიცხა მის მიერ მეორე ეტაპად შესრულებული სამუშაოებით ასანაზღაურებელი თანხა 18.916.00(თვრამეტი ათას ცხარასთექვსმეტი) ლარის ოდენობით. შპს-ს მიერ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ასანაზღაურებელი თანხა დღეისათვის შეადგენს 87.004.00 (ოთხმოცდაშვიდი ათას ოთხი) ლარს.
შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
2.2.4. მოპასუხე შპს-ის წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია პირნათლად, ხოლო გარკვეული ნაწილის შეუსრულებლობა გამოწვეულია მოწინააღმდეგე მხარის ბრალეულობით.
მოპასუხის განმარტებით, გაურკვეველია მოსარჩელემ როგორ დაითვალა ჯარიმის სახით 87.004.00(ოთხმოცდაშვიდი ათას ოთხი) ლარი, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების ჯამური ღირებულება იყო 64.000.00 (სამოცდაოთხი ათასი)ლარი.
2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
- შპს ,,ლ---ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
- წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს ,,ლ---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 37.913.00(ოცდაჩვიდმეტი ატასცხრაასცამეტი) ლარის გადახდა.
-წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს ,,ლ---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟის - 1138.00 (ერთი ათას ასოცდათვრამეტი) ლარის გადახდა.
მოპასუხე წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელე შპს ,,ლ---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 1000 (ერთი ათასი) ლარის გადახდა.
- წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
- შპს ,,ლ---ი“-ს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 9.600.00 (ცხრა ათას ექვსასი) ლარის გადახდა.
- შპს ,,ლ---ი“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისრა 288.00 (ორასოთხმოცდარვა) ლარი.
- უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა უცვლელი.
2.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გ-------ებები:
2.4.1. 2----–-–------------------- მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი - 15.710.00 ლარი, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაუხადა შპს ,,ლ---ს“.
2.4.1.1. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების პირველი ეტაპის 2--- წლის 16 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ ,,ერთის მხრივ შპს „ლ---ი“-ს დირექტორის მინდობილი პირის -გ------- ლ---თაძის სახით და მეორეს მხრივ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის N------ ბრძანებით (ცვლილება N-------------------) შექმნილმა ჯგუფმა, შემდეგი შემადგენლობით: მ------ მ--------ე, კ------- ფ--–----, ი---- ჯ-------მ მ-----ი კ-----–-–---–ი, ზ------ მ---------ე, ქ--------- ქ--------, შეამოწმეს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“-ს შორის, 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის კერძოდ: სოფელ დ---------- ს---------სა და სოფელ დ---------- ლ--------------ის გზის მოხრეშვა -გასწორება, სამუშაოების მიღება-ჩაბარება საერთო ღირებულებით 15.710.00 (თხუთმეტი ათას შვიდასათი) ლარი.
მტკიცებულება: სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტება, მიღება- ჩაბარების აქტი (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 105).
სადავო ფაქტობრივი გ-------ებები:
2.4.2. 2----–-–------------------- მხარეებს შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ლ---ი“-მ იკისრა ვალდებულება სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში ეწარმოებინა საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 64.000.00(სამოცდაოთხი ათასი) ლარით.
მტკიცებულება: 2----–-–------------------- მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 195 ხელშეკრულება (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 43-59).
2.4.3. საქმეზე დართული 2--- წლის 13 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა №----- -ით დადგენილია, რომ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით გათვალისიწინებული იყო 63.974,18 ლარის სამუშაოების შესრულება. შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები 53.623,06 ლარის მოცულობისაა.
მტკიცებულება: 2--- წლის 13 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა №----- (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 16 -29).
2.4.4. დადგენილია, რომ 2--- წლის 17 ნოემბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებელს -კ------------- მ------–---–ს წერილით მიმართა შპს ,,ლ---ი“-ს დირექტორის მინდობილმა პირმა გ------- ლ---თაძემ, რომელმაც აცნობა, რომ მათ შორის გაფორმებული 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით სამუშაოების დასრულების ვადა განსაზღვრული იყო 2--- წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისას ჰქონდათ უხვნალექიანი დღეები, რამაც ხელი შეუშალათ სამუშაოები დაესრულებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. ნალექიანი დღეების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ სამუშაოების წარმოებას, ხოლო ხელშეკრულებით სამუშაოების ვადა განსაზღვრული ჰქონდათ 20 დღით, რის გამოც თხოვეს სამუშაოების დასრულების ვადა გადაეწიათ 2--- წლის 01 დეკემბრამდე. ასევე დამატებით წარუდგინეს სსიპ გ-------ს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობა, რომლითაც დგინდებოდა, რომ წვიმიანი დღეები იყო 09 დღის განმავლობაში.
მტკიცებულება: მიმართვა (წერილი)(იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 60).
2.4.5. დადგენილია, რომ გ-------ს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თ----- ბ---------მ შპს ,,ლ---ი“-ს დირექტორ გ------- ლ---თაძეს 2--- წლის 14 ნოემბრის №1054 განცხადების პასუხად აცნობა, რომ წ---–-------ში მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებდა, ამიტომ საქართველოს გ-------სა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ,,გ-------ს ეროვნულ სააგენტო“-სა და შპს ,,ლ---ი“-ს შორის 2--- წლის 14 ნოემბერს გაფორმებული ფასიანი მომსახურების შესახებ №ფმ-1/1054 ხელშეკრულების შესაბამისად, მისგან უახლოესი - ქ. ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით 2--- წლის 26 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა: 26, 29, 30, 31 - ოქტომბერს; 01, 02, 05, 12, 15 - ნოემბერს, სულ - 9 დღე.
მტკიცებულება: გ-------ს ეროვნული სააგენტოს უფროსის - თ----- ბ---------ს პასუხი (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 61).
2.4.6. დადგენილია, რომ 2--- წლის 06 დეკემბერს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებელ კ------------- მ------–---–ს წერილით მიმართა შპს ,,ლ---ი“-ს დირექტორის მინდობილმა პირმა გ------- ლ---თაძემ, კერძოდ - 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულების საფუძველზე წერილობით 22.11.2---წ. იქნა წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების შუალედური ფორმა 2, რომელიც არ ანაზღაურებულა. ასევე აღნიშნულ ობიექტზე, სადაც განხორციელდა სამუშაოები, იყო 40 სმ. თოვლის საფარი.
მტკიცებულება: მიმართვა (წერილი)(იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 62).
2.4.7. დადგენილია, რომ 2--- წლის 02 დეკემბერს შპს ,,ლ---ი“-ს წარმომადგენლები გამოცხადდნენ სოფელ მ----–--ში ჩ----–-–---–ების უბანში, რათა დაესრულებინათ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები. კერძოდ, შეტანილი ქვიშა-ხრეშოვ--ი ბალასტის გასწორება გრეიდერის მეშვეობით, მაგრამ ვერ მოხერხდა სამუშაოების შესრულება, ვინაიდან იქ მცხოვრები მოსახლეობა წინააღმდეგი იყო და არ მისცა მათ სამუშაოების შესრულების საშუალება, რადგანაც ნალექის გამო ასეთ ამინდში შესრულებული სამუშაოები არ ივარგებდა.
შპს ,,ლ---ი“-ს მიერ 2--- წლის 2 დეკემბერს შედგენილი ოქმით ასევე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 02 ნოემბერს შპს ,,ლ---ი“-ს წარმომადგენლები გამოცხადდნენ წ---–-------ს რაიონის სოფ. დ----------ში შპს ,,ლ---ი“-სა და წ---–-------ს მუნიციპალიტეტის მიერ №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, სადაც შეხვდნენ დ---------ის თემის რწმუნებულს და მის მოადგილეს, ასევე სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას და აცნობეს, რომ აწარმოებდნენ საავტომობილო გზის მოხრეშვას. მათ მოსახლეობას თხოვეს მიეთითებინათ მოსახრეში მონაკვეთები. ასევე აცნობეს, რომ ახორციელებდნენ სოფელ ს---------სა და სოფელ ლ-------------ის საავტომობილო გზის რეაბილიტაციასაც. იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ სოფელ დ---------ის გზა იყო გამავალი გზა და პირველ ეტაპზე უნდა მომხდარიყო სოფელ ს---------სა და სოფელ ლეხიდრის თავში სამუშაოების შესრულება, ვინაიდან არ დაზიანებულიყო შესრულებული სამუშაოები ტექნიკის მეშვეობით.
მტკიცებულება: ოქმი (იხ. ტომი 1-ლი,..ფ. 73-74).
2.4.8. დადგენილია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების მეორე ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შპს ,,ლ---ი“-ს მიერ შესრულებულია 18.916 (თვრამეტი ათას ცხრაას თექვსმეტი) ლარის სამუშაო. კერძოდ- ხელის მომწერებმა - ერთის მხრივ შპს ,,ლ---ი“-ს დირექტორის მინდობილმა პირმა გ------- ლ---თაძის სახით და მეორეს მხრივ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №------ ბრძანებით (ცვლილება №-------------------), შექმნილმა ჯგუფმა მოახდინეს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,ლ---ი“- ს შორის, 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის კერძოდ: სოფელ დ---------- ჭ-–-–---ის, სოფელ დ---------ის და სოფელ მ------ ქვედა ო----–ის ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა გასწორება, სამუშაოების მიღება-ჩაბარება საერთო ღირებულებით 18.916.00 (თვრამეტი ათას ცხრაას თექვსმეტი) ლარი. აღნიშნული თანხა შპს ,,ლ---ი“-ს არ მიუღია.
მტკიცებულება: მიღება-ჩაბარების აქტი. საგადასახადო მოთხოვნა №-----. (იხ. ტომი 1-ლი,ს.ფ. 94; 99).
2.4.9. 2--- წლის 1------------- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტის-გ-- ს--–----ის დასკვნით დადგენილია, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, გ-- ს--–----ემ განიხილა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის 2--- წლის 16 დეკემბრის №5903/31 წერილი, რომელიც შეეხებოდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად 2----–-–------------------- გაფორმებული №--- ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებასა და შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნას. აღნიშნული წერილისა და წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე გამოირკვა შემდეგი:
2----–-–-------------------, საქართველოს მთავრობის 2--- წლის 04 თებერვლის №54 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,ლ---ი“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვას. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 64000 (სამოცდაოთხი ათასი) ლარს. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
2--- წლის 14 ნოემბერს შპს ,,ლ---ი“-ს დირექტორის მინდობილმა პირმა გ------- ლ---იძემ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა №11981/3 წერილით, მის მიერ ხელშეკრულება №----ით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპის, კერძოდ სოფ. დ-----------ს---------სა და დ-----------ლ--------------ის გზის მოხრეშვა გასწორების დასრულებისა და შესაბამისი ანაზღაურების თაობაზე. მის მირ ასევე წარმოდგენილი იქნა შესრულების ფორმა №2, თანხით 15.711.16 (თხუთმეტი ათას შვიდას თერთმეტი ლარი და 16 თეთრი) ლარი. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ აღნიშნული თანხა ანაზღაურებული იქნა.
2--- წლის 17 ნოემბერს, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა შპს ,,ლ---ი“-ს დირექტორის მინდობილმა პირმა №2 წერილით, რომელშიც ითხოვა უამინდობის გამო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა 2--- წლის 01 დეკემბრამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით მის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა გ-------ს ეროვნული სააგენტოს №12/1-1065 წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ სახელშეკრულებო პერიოდში ნალექიანი დღეების რაოდენობამ შეადგინა 09 (ცხრა) დღეს. აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, შპს ,,ლ---ი’’-ის მიერ ხელშეკრულება №--- პირობების მასიური და უხეში დარღვევების გამო, რაც გამოიხატებოდა მათ მიერ ფინანსურ-ხაზობრივი გრაფიკის დარღვევაში, აგრეთვე სოფ. მ-----აში და სოფ. ვ-------–-ში სამუშაოები საერთოდ არ განხორციელებულა. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ეთქვა უარი და გაფრთხილებული იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსალოდნელი სანქციების გატარების შესახებ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესყიდვის წესით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების და შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ჯგუფის №175 სხდომის ოქმის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „ლ---ი“-ს მიმართ 2--- წლის 06 დეკემბრიდან ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს სახით 105920 (ასხუთი ათას ცხრაას ოცი) ლარით დაჯარიმების თაობაზე.
მტკიცებულება: დასკვნა (იხ. ტომი 1-ლი,.ს.ფ. 97-98)
2.4.10. ლევ-- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------ დასკვნით დადგენილია, რომ ,,წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ ვ-------–-ს საავტომობილო გზა არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება - 1436 კვმ ფართზე 219.71 კბმ ბალასტის შეტანა-გასწორება შეუძლებელი იყო.
მტკიცებულება: ლევ-- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------ დასკვნა (იხ.ტომი მე-2, ს.ფ.31-35).
2.4.11. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის მ-----ის ადმინისტრაციული ერთეული სოფ. ვ-------–ის მოსახლეობასთან შეხვედრის 2--- წლის 2.03 N5 ოქმით დადგენილია, რომ სოფ. ვ-------–-ში შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენელი მ------ს ადმინისტრაციულ ერთეულში დ----- ქ------–--ე, საკრებულოს წევრი დ----- ბ-----–--ე, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ს------ კ---------ე, საკრებულოს აპარატის უფროსი კ---- გ-----–--ე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის მოსაკრებლების განყოფილების უფროსი მ--–---- ჩ----ე. ადგილობრივი მოსახლება /10კაცი/ /5ქალი/. შეხვედრის მიზანი იყო - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ შესასრულებელი სამუშაოების განსაზღვრა და მიზნობრივი განკარგვა. მოისმინეს რა დ----- ქ------–--ის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე, მოსახლეობის მიერ მოთხოვნილ იქნა ერთი საკითხი, ერთპირონულად, კერძოდ გამოყოფილი თანხით /5096/ ლარით შეკეთდეს სოფელ ვ--ში მისასვლელი გზის ნაწილი. აღნიშნულ მოთხოვნას ხელს აწერს სოფ. ვ-------–ის მოსახლეობა.
მტკიცებულება: ვ-------–ის მოსახლეობასთან შეხვედრის 2--- წლის 2.03 №5 ოქმი. (იხ. ტომი მე-2, ს.ფ. 47-48).
2.4.12. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის მ-----ის ადმინისტრაციული ერთეული სოფ. მ-----ის მოსახლეობასთან შეხვედრის 2--- წლის 2.03 №4 ოქმით დადგენილია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენელი მ-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში დ----- ქ------–--ე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მ-----ის ადმინისტრაციულ ერთეულში დ----- ბ-----–--ე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ს------ კ---------ე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის მოსაკრებლების განყოფილების უფროსი მ--–---- ჩ----ე საკრებულოს აპარატის უფროსი კ---- გ-----–--ე. ადგილობრივი მოსახლება 11 კაცი, 4 ქალი. შეხვედრის მიზანი იყო - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ შესასრულებელი სამუშაოების განსაზღვრა და მიზნობრივი განსაზღვრა, განკარგვა. მოისმინეს რა გამგებლის წარმომადგენელის დ----- ქ------–--ის ინფორმაცია დასმულ საკითხთან დაკავშირებით, სოფლის მოსახლეობის მიერ დასმულ იქნა ერთი მოთხოვნა, ერთპიროვნულად, კერძოდ მოსახლეობა მოითხოვს, რომ გამოყოფილი თანხით /6037/ ლარით მოხდეს ცენტრალური გზის შეკეთება, დახრეშვა.
აღნიშნულ მოთხოვნას ხელს აწერს სოფ. მ-----ის მოსახლეობა.
მტკიცებულება: მ-----ის მოსახლეობასთან შეხვედრის 2--- წლის 02 მარტის №4 ოქმი. (იხ. ტომი მე-2, ს.ფ. 49-50).
2.4.13. საქმეზე დართული 2--- წლის 29 ოქტომბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ, იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოახდინეს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“-ს შორის 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფ. დ---------ის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მოხრეშვა -გასწორება (წებოვ--ი ბალასტით) სამუშაოს ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული სამუშაოები დასრულებული არ იყო.
-საქმეზე დართული 2--- წლის 01 ნოემბრის აქტით ადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოახდინეს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“-ს შორის 2--- წლის 26 ოტომბრის №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-–-–---ში (გზის მოხრეშის სამუშაოების ბალასთით) სამუშაოს ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული სამუშაოები დასრულებული არ იყო.
-საქმეზე დართული 2--- წლის 02 ნოემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოახდინეს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ--------------ში გზის მოხრეშვითი სამუშაოს ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული სამუშაოები დასრულებული არ იყო.
-საქმეზე დართული 2--- წლის 04 ნოემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოახდინეს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 26 ოტომბრის №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-------–-ში გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობდა.
-საქმეზე დართული 2--- წლის 04 ნოემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოახდინეს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2---წლის 26 ოტომბრის №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ში გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობდა.
-საქმეზე დართული 2--- წლის 04 ნოემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოახდინეს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 26 ოტომბრის №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ---------ში გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობდა.
-საქმეზე დართული 2--- წლის 07 ნოემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოახდინეს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 26 ოტომბრის №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ ო----–ში გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ დღეისათვის სამუშაოები დასრულებული არ იყო.
-საქმეზე დართული 2--- წლის 09 ნოემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოახდინეს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 26 ოტომბრის №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში მ---–---–-ს უბანში გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო.
-საქმეზე დართული 2--- წლის 14 ნოემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოახდინეს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში ჟ----–---–---ების უბანში გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო.
-საქმეზე დართული 2--- წლის 15 ნოემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოახდინეს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 26 ოტომბრის №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში ჩ----–-–---–ების უბანში გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო.
-საქმეზე დართული 2--- წლის 15 ნოემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოახდინეს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში მ-–-–-----–ში გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო.
-საქმეზე დართული 2--- წლის 22 ნოემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოახდინეს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ---------ი ჭ-–-–---ის ცენტრალური გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოები დასრულებული იყო.
-საქმეზე დართული 2--- წლის 22 ნოემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოვახდინეთ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ - ქვ. ო----–ის ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოები დასრულებული იყო.
-საქმეზე დართული 2--- წლის 29 ნოემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოვახდინეთ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში ჟ----–---–---ების უბანში გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოები დასრულებული იყო.
-საქმეზე დართული 2--- წლის 22 ნოემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოვახდინეთ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ---------ის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, მოხრეშვა, გასწორება (წებოვ--ი ბალასტით) სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოები დასრულებული იყო.
-საქმეზე დართული 2--- წლის 01 დეკემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოვახდინეთ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში მ-–--–-----–ში გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოების ნაწილი შესრულებული იყო. შემოტანილი იყო ინერტული მასალა (ბალასტი).
-საქმეზე დართული 2--- წლის 02 დეკემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოვახდინეთ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში ჩ----–-–---–ების უბანში გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოების ნაწილი შესრულებული იყო.
- საქმეზე დართული 2--- წლის 06 დეკემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოვახდინეთ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში მ-–-–-----–ის უბანში საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო.
-საქმეზე დართული 2--- წლის 06 დეკემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოვახდინეთ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----ის გზის მოხრეშვის სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ განხორციელებულა.
-საქმეზე დართული 2--- წლის 05 დეკემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოვახდინეთ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 26 ოქტომბრის №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში ჟ----–---–---ების უბანში საავტომობილო გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო.
-საქმეზე დართული 2--- წლის 06 დეკემბრის აქტით დადგენილია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა კ------- ფ--–----მ იმავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ი---- ჯ-------მ და მ----- კ-----–-–---–მა მოვახდინეთ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ლ---ი“ს შორის 2--- წლის 26 ოქტომბრის №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ვ-------–- საავტომობილო გზის მოხრეშვითი სამუშაოების ვიზუალური დათვალიერება. დათვალიერებით გაირკვა, რომ სამუშაოები საერთოდ არ განხორციელებულა. მტკიცებულება: აქტი (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ. 105-126; 178-200).
2.4.14. 2--- წლის 07 ნოემბრის წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიწერილობით შპს „ლ---ი“-ს დირექტორის თ------ი ლ---თაძის მიმართ დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 2--------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის პირობების თანახმად, უნდა ეწარმოებინათ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, შესრულების მიმდინარეობის შემოწმებაზე უფლებამოსილი ჯგუფის მიერ ადგილზე ინსპექტირებით დადგინდა, რომ სამუშაოების წარმოება არ მიმდინარეობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო შპს-მ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და სამუშაოები ეწარმოებინა კალენდარული-ფინანსური გრაფიკის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები.
მტკიცებულება: მიწერილობა (იხ.ტომი1-ლი,ს.ფ 127).
2.4.15. მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 2--------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების დანართით (რაც წარმოადგენს იმავე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს), რომლითაც განსაზღვრულია წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ვ-------–ის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის განსახორციელებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, მითითებულია, რომ სამუშაო უნდა განხორციელდებულიყო მძიმე ტექნიკის - გრეიდერის და ბულდოზერის გამოყენებით.
მტკიცებულება: 2--- წლის 2--------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების დანართი (იხ.ტომი1-ლი,ს.ფ. 233).
2.4.16. დადგენილია, რომ შპს „ლ---ი“-ს დირექტორმა წერილით მიმართა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებელს კ------------- მ------–---–ს და აცნობა, რომ 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულების თანახმად შესრულებული იყო სამუშაოების 65%. ხოლო მ-----ის თემში, სოფ. ვ------–აში და სოფ. მ------ში ვერ ხერხდებოდა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება. ვინაიდან აღნიშნულ სოფლებში არ არსებობდა საავტომობილო გზა და საჭიროებდა დამატებით სამუშაოებს გზის მოსაწყობად. მათ მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილი ტექნიკის მეშვეობით აღნიშნული სამუშაოები ვერ შესრულდებოდა.
ამასთანავე, მათ მიერ წერილობით იქნა მიმართული სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევაზე, ვინაიდან ნალექიანი ამინდის შემთხვევაში სამუშაოები ვერ სრულდებოდა.
ამდენად, თხოვეს მოეხდინათ აღნიშნულზე დროული რეაგირება, გადაეწიათ ხელშეკრულების შესრულების ვადა და ასევე მოეხდინათ კორექტირება, ვინაიდან შესრულებულიყო მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
მტკიცებულება: წერილი (იხ.ტომი1-ლი,ს.ფ. )
2.4.17. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2--- წლის 20 დეკემბრის ბრძანებით შეწყდა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას და შპს ,,ლ---ი’’-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულება და იმავე ბრძანებით განისაზღვრა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ გადასახდელი პირგასამტეხლო.
კერძოდ: საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულების მე-16 მუხლის 16.2 პუნქტის 16.2.2, 16.2.3, 16.2.4, 16.2.5 ქვეპუნქტების, მე-17 მუხლის 17.1 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ ,,გ“ ქვეპუნქტების, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 თებერვლის №------ ბრძანებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის 2--- წლის 06 დეკემბრის №175 სხდომის ოქმისა და წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის 2--- წლის 1------------- დასკვნის შესაბამისად:
- შეწყვეტილ იქნა წ---–-------ს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ლ---ი“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულება 2--- წლის 06 დეკემბრიდან.
- ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შპს ,,ლ---ი“-ს წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ჯარიმის სახით გადახდა 105920 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება: წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2--- წლის 20 დეკემბრის №311895 ბრძანება (იხ.ტომი1-ლი,ს.ფ. 41-42).
2.4.18. მოწმედ დაკითხულ დ----- ქ------–--ის განმარტებით, ის 2--- წელს მუშაობდა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურში და ამდენად იცის, რომ შპს ,,ლ---მა“ ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება. მისივე განმარტებით, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ - ვ-------–-ში იყო გზა. მოსახლეობამ მოითხოვა გზის შეკეთება, რაც უნდა მომხდარიყო მძიმე ტექნიკის გამოყენებით, კერძოდ ბულდოზერით, რადგან გრეიდერით გზის კლდოვ--ი ქანები არ გაიჭრებოდა.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
2.5. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გ-------ებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლ--- მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 636-ე, 642-ე, 352-ე, 405-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი:
2.5.1. სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და დამკვეთისთვის ამ შესრულების მიღების დადასტურების პირობებში, ნაკლიანი შესრულების დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს (ამ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორს) ეკისრება, სწორედ მან უნდა დაამტკიცოს ვალდებულების არაჯეროვ--ი შესრულება და შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობა. კერძოდ, დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გ-------ებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გ-------ებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
2.5.2. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–------------------- წ---–-------ს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ლ---ი“-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №---, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 64.000.00 ლარი. სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 24.1 მუხლით - ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელშეკრულების გაფორმებიდან და მოქმედებდა (მოქმედების ვადა) 2--- წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლ--- მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში განხორციელებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა ანაზღაურდეს, რადგან გ-------ს ეროვნული სააგენტოს უფროს თ----- ბ---------ს პასუხით დადგენილია, რომ წ---–-------ში მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებდა, მისგან უახლოესი - ქ.ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით 2--- წლის 26 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა: 26, 29, 30, 31 - ოქტომბერს; 01, 02, 05, 12, 15 - ნოემბერს ,სულ - 9 დღე.
გარდა ამისა, აღნიშნულ დღეებში (სამუშაოების შესრულების ვადა) წ---–-------ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნალექის (წვიმა) არსებობა დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც ასევე განმარტეს, რომ წვიმის დროს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას მოსახლეობა არ დაუშვებდა (იხ. მოწმეთა ჩვენება).
სასამართლ--- მოხმობილი მტკიცებულების და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ შპს ,,ლ---ი“-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების ვადაში (2--- წლის 15 ნოემბერი), სამუშაოების შეუსრულებლობა, გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით (ატმოსფერული ნალექები, წვიმა) და სამუშაოები დამაკმაყოფილებლად შესრულდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, რის გამოც შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება უნდა ანაზღაურდეს.
2.5.3. დადგენილია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების მეორე ეტაპის მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე შპს ,,ლ---ი“-ს მიერ შესრულებულდა 18.916(თვრამეტი ათას ცხრაასთექვსმეტი) ლარის სამუშაო. დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა შპს ,,ლ---ი“-ს არ მიუღია.
2.5.4. ექსპერტიზის დასკვნით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში შესრულებულია 53.623.06 (ორმოცდაცამეტი ათას ექვსასოცდასამი და 06 თეთრი) ლარის მოცულობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხე წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
2.5.5. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ,,ლ---ი“-ს მიერ, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია 53.623.06 (ორმოცდაცამეტი ათას ექვსასოცდასამი და 06 თეთრი) ლარის ოდენობით. დადგენილია, აღნიშნული თანხიდან შპს ,,ლ---ი“-ს მიღებული აქვს 15.710.00 (თხუთმეტი ათას შვიდასათი) ლარი, მისაღები აქვს 37.913.06 (ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაასცამეტი ლარი და 06 თეთრი) ლარი, რაც ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია, რადგან მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობაში. ვალდებულება მოსარჩელემ შეასრულა, შესრულებული სამუშაო ნივთობრივად უნაკლოა, რადგან შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ასევე შესრულებული სამუშაო ვარგისია, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ისე ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
2.5.6. სასამართლოს მითითებით წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას არ წარმოუდგენია მტკიცებულება (ექსპერტის დასკვნა) შესრულებული სამუშაოს უხარისხობაზე (ნივთობრივ ნაკლზე), მართალია, სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის მე-2 ნაწილი ნივთობრივ ნაკლს უთანაბრებს მცირე რაოდენობით მიწოდებას, (ნაწილობრივ შესრულება), თუმცა იქვე ადგენს გამონაკლისს, როცა ეს წესი არ ვრცელდება - ეს არის შემთხვევები, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე. ამ კუთხით გასათვალისწინებელია ის გ-------ება, რომ შემსყიდველის მიერ მიღებულია შესრულების ნაწილი და გადახდილი აქვს 15.710.00 (თხუთმეტი ათას შვიადასათი) ლარი. უდავოა, რომ მიღებულ შესრულების ხარისხზე წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამ ნაწილში ვალდებულების შესრულება აღიარებულია.
2.5.7. შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია, შპს ,,ლ---ი“-ზე წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ, ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (64.000 ლარი) 0,5 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 105.920(ასხუთი ათას ცხრაასოცი) ლარს, საიდანაც შპს ,,ლ---ს“ დაუკავდა და სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე გადაირიცხა მის მიერ მეორე ეტაპად შესრულებული სამუშაოებით ასანაზღაურებელი თანხა 18.916.00 (თვრამეტი ათას ცხრაასთექვსმეტი) ლარი. ამდენად, შპს ,,ლ---ი“-ს მიერ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ ასანაზღაურებელი თანხა შეგებებული სარჩელის აღძვრისას შეადგენს 87.004.00 (ოთხმოცდაშვიდი ათას ოთხი )ლარს.
2.5.8. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით შეგებებული სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ შპს ,,ლ---ი“-ს მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რადგან ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო უამინდობით, ასევე მ------ - ვ-------–-ში არ არსებობდა საავტომობილო გზა და შეუძლებელი იყო არარსებული გზის შეკეთება. შესაბამისად, უკანონოა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება, პირგასამტეხლოს სახით 105.920 (ასხუთიატას ცხრაასოცი) ლარის დაკისრების თაობაზე.
2.5.9. სასამართლ--- აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი დავის საგანია მენარდის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით მენარდის მიერ შემკვეთის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 105.920.00 ლარის დაკისრების მართებულობა.
2.5.10. სასამართლ--- მიუთითა 2--- წლის 26 ოქტომბრის №--- ხელშეკრულების 16.2.3 მუხლზე და აღნიშნა, რომ მითითებული მუხლი განსაზღვრავს პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის. კერძოდ - თუ ,,მიმწოდებელი“ გადააცილებს მის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების ფინანსურ ხაზობრივი გრაფიკით გათვალისწინებულ შესაბამისი ეტაპის დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას, ,,მიმწოდებელს“ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური/საერთო ღირებულების 0.5% ოდენობით.
2.5.11. აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს კვლევის საგანია, 2--- წლის 2--------------- №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების საპატიოდ მიჩნევა და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების მართებულობა.
2.5.12. სასამართლოს თვალსაზრისით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზით, სასამართლ--- კიდევაც რომ გაიზიაროს ლევ-- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------ №---------- დასკვნით დადგენილი ფაქტი - ,,წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ ვ-------–-ს საავტომობილო გზის არარსებობის შესახებ“, აღნიშნული გ-------ება საფუძვლად ვერ დაედება, ამ ნაწილში მოპასუხე შპს ,,ლ---ი“-ს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას., რადგან მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 2--------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება ითვალისწინებდა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ვ-------–ის გზის მოწყობა რეაბილიტაციას, ასევე იმავე ხელშეკრულებით განისაზღვრა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-------ვ-------–ის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის განსახორციელებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, სადაც მითითებულია, რომ სამუშაო უნდა განხორციელებულიყო მძიმე ტექნიკის - გრეიდერის და ბულდოზერის გამოყენებით. შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლ--- მიაიჩნია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა 2--- წლის 2--------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების პირობები, რაც იმავე ხელშეკრულების მე-16.2.3. მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
2.5.13. სასამართლო დავის გადაწყვეტისას დაეყრდნო რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე იხელმძღვ--ელა დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.5% შეუსაბამოდ მაღალი იყო და სრულად მოიცავდა მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, რაც ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს.
2.5.14. აღნიშნულის გათვალისწინებით მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 2--------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების მე-16 მუხლის 16.2.3. და 16.2.4 მუხლებით განსაზღვრული პირგასამტეხლო სასამართლ--- შეამცირა 0.1.5%-მდე და განისაზღვრა 9.600.00 (ცხრა ათას ექვსასი)ლარით.
3.სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ
3.1. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლ--- არასწორად ჩათვალა, რომ შპს ,,ლ---ის'' მიერ სამუშაოების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რის გამოც მიიჩნია სამუშაოები დამაკმაყოფილებლად და მერიას დაავალა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურება.
3.1.2. წარმოდგენილი გ-------ს ეროვნული სააგენტოს ცნობა არ წარმოადგენს მტკიცებულებას, იგი წარმოდგენილია ვადის დარღვევით, ანუ ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადის გასვლის შემდეგ - 2--- წლის 17 ნოემბერს. მხარე ვერ ასაბუთებს რა სახის ნალექი იყო ამ პერიოდში, იყო თუ არა ხელისშემშლელი სამუშაოების განსახორციელებლად.
3.1.3. თუ ადგილი ჰქონდა მითითებული სახის შემაფერხებელ გ-------ებას, მხარე ვალდებული იყო ხელშეკრულების მე-14 მუხლის თანახმად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მოემართა მათთვის და წარმოედგინა წერილობითი შეტყობინება სამუშაოების შესრულების ხელისშემშლელი გ-------ებების შესახებ. შპს ,,ლ---ის“ მიერ წერილი წარმოდგენილი იქნა 17 ნოემბერს. ამინდის ცნობიდან დგინდება, რომ თითქმის 26 ოქტომბრიდან 05 ნოებრის ჩათვლით იყო ნალექი, რაც მიუთითებს იმ გარეომებაზე, რომ შპს ,,ლ---ს“ საკმარისი დრო ჰქონდა მიემართა შემაფერხებელი გ-------ებების არსებობის თაობაზე მუნიციპალიტეტისათვის, რაზედაც მიღებული იქნებოდა შესაბამისი ზომები.
3.1.4. შპს ,,ლ---ი“-ს მიერ საერთოდ არ შესრულებულა ხელშეკრულებით გათვალისიწინებული სამუშაოები სოფელ მ------სა და ვ-------–-ში, ხოლო დანარჩენ სოფლებში სამუშაოების მხოლოდ ნაწილი შესრულდა.
3.1.5. სასამართლო გადაწყვეტილების 6.4 პუნქტში უთითებს, რომ შპს ,,ლ---ის“ მიერ სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილება საპატიოა და არამართებულია პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილება საპატიოდ მაშინ ჩაითვლებოდა, თუ მხარე კეთილსინდისიერად შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა პირობებსაც, კერძოდ ამ კუთხით საყურადღებოა, შპს ,,ლ---ის“ მიერ ფინანსურ-ხაზობრივი გრაფიკის დარღვევა და 2 სოფელში, სახელდობრ სოფელ მ------სა და სოფელ ვ-------–-ში სამუშაოების საერთოდ შეუსრულებლობა. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების გეგმა-გრაფიკი წარმოადგენს ხელშეკრულების ნაწილს, რომელსაც ხელს აწერს შპს ,,ლ---ის“ დირექტორი და ამდენად მას ევალებოდა აღნიშნულის დაცვა.
3.1.6. აპელანტის მითითებით მ-------ვ-------–ის გზის რეაბილიტაცია შპს ,,ლ---ი“-ს გრაფიკის მიხედვით უნდა დაეწყო 01 ნოემბერს, ხოლო მ-----ის გზის მოხრეშვა-გასწორება 02 ნოემბერს. მან კი იმ მიზეზით, რომ გზა არ არსებობდა, სამუშაოები საერთოდ არ განახორციელა, მაშინ როდესაც გზის შეკეთება უნდა მომხადრიყო მძიმე ტექნიკის გამოყენებით, კერძოდ ბულდოზერით და გრეიდერით. აღნიშნული მითითებული იყო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, რომელსაც ასევე ხელს აწერს შპს-ს დირექტორი. სწორედ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში პირდაპირ იყო მითითებული მ-------ვ-------–ის გზის რეაბილიტაცია გრეიდერისა და ბულდოზერის საშუალებით, რაც გულისხმობდა გზის გაფართოებას, კლდოვ--ი ქანების ბალასტის შეტანასა და გასწორებას.
3.1.7. აპელანტის მტკიცებით, ბუნდოვ--ია გადაწყვეტილების სამართლებრივი დასკვნის 6.5. პუნქტში სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მითითებული განმარტება, რომლითაც შპს ,,ლ---ს“ დაეკისრა ხელშეკრულების 16.2.3. და 16.2.4. მუხლებით განსაზღვრული პირგასამტეხლო (ფინასურ ხაზობრივი გრაფიკის დარღვევის და ხელშეკრულების ვადის გადაცილების გამო). საერთოდ არ არის გადაწყვეტილების სამართლებრივ დასკვნაში მითითებული სასამართლოს პოზიცია ხელშეკრულების 16.2.2. მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, რომელიც შპს ,,ლ---ს“ დაეკისრა სამუშაოების არაჯეროვ--ი შესრულებისთვის. გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ ხელშეკრულების 16.2.3. და 16.2.4. მუხლების შესაბამისად პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე. ამასთან, სასამართლ--- არასწორად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს 0,5 პროცენტის ოდენობით დაკისრება შეუსაბომოდ მაღალია.
3.1.8. სასამართლ--- არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გ-------ებებს, აღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და გარკვეულ ნაწილში ბუნდოვ--იც.
3.2. შპს ,,ლ---ი“-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. სასამართლ--- არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გ-------ება, რომ თითქოს არსებობდა გზა, რა ნაწილშიც ხელშეკრულება არ იქნა შესრულებული შპს ,,ლ---ის“ მიერ. აღნიშნული გ-------ება არ შეესაბამება რეალობას, რადგან საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გზა არ არსებობს.
3.2.2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შპს ,,ლ---ის“ მიერ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების დარღვევას, პირგასამტეხლო 0.05% არის აშკარად შეუსაბამო, თუმცა სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოც 0.15%-ის ოდენობით აშკარად შეუსაბამოა და მისი შემცირება უნდა მომხდარიყო ერთგვაროვ--ი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით 0.01%-მდე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვ--ელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.2. ფაქტობრივი დასაბუთება:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 2.4.1-2.4.4; 2.4.8-2.4.13; 2.4.15; 2.4.17 პუნტებით დადგენილი ფაქტობრივი გ-------ებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო დამატებით დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გ-------ებებს:
4.2.1. 2----–-–------------------- წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა (შემდგომში შემსყიდველი) და შპს ,,ლ---ი“-ს (შემდგომში მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად:
პუნქტი 2.1 - შესყიდვის ობიექტი იყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები;
პუნქტი 3.1 - ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 64 000 (სამოცდაოთხი ათასი) ლარს;
პუნქტი 4.1 - სამუშაოების შესრულების ვადა იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2--- წლის 15 ნოემბრის ჩათვლით;
პუნქტი 5.1 - ხელშეკრულებით და მისი დანართებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლს/ინსპექტირებას მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების მიმდინარეობის კონტროლს ახორციელებდა შემსყიდველი და მის მიერ ზედამხედველობაზე უფლებამოსილი სამსახური;
პუნქტი 5.2 - ხელშეკრულების პერიოდში შემყიდველი უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს განეხორციელებინა შესრულებული სამუშაოს კონტროლი/ინსპექტირება;
პუნქტი 14.1 - თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებოდნენ რაიმე ხელშემშლელ გ-------ებებს, რომელთა გამო შეფერხდებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ;
პუნქტი 15.2.1 - შემსყიდველი ვალდებული იყო უზრუნველყო მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების და პირობების დაცვით;
პუნქტი 16.1 - ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველის, მიმწოდებლის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ინსპექტირების მიზნით შერჩეული პირის/ორგანოს მონაწილეობით გაფორმდებოდა შესაბამისი აქტი;
პუნქტი 16.2 - დაუძლეველი ძალის გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენებოდა საჯარიმო სანქციები;
პუნქტი 16.2.2 - სამუშაოს არაჯეროვ-- შესრულებაზე მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების შესრულების ღირებულების 30%-ის ოდენობით;
პუნქტი 16.2.3 - თუ მიმწოდებელი გადააცილებდა მის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების ფინანსურ ხაზობრივი გრაფიკით გათვალისწინებულ შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადას მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.5%-ის ოდენობით;
პუნქტი 16.2.4 - თუ მიმწოდებელი გადააცილებდა შესასრულებელ სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური/საერთო ღირებულების 0.5%-ის ოდენობით;
პუნქტი 16.2.5 - მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად ან/და დაგვიანებით შესრულების ყოველ შემთხვევაზე მიმწოდებელს დაეკისრებოდა სანქცია თითოეულ დარღვევაზე ცალ-ცალკე;
ამავე ხელშეკრულების დანართის - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილი გზის რეაბილიტაციის სამუშაოების გეგმა-გრაფიკის თანახმად:
1. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ---------- და საავტომობილო გზის რეაბილიტაციის, მოხრეშვა-გასწორების (წებოვ--ი ბალისტით) ღირებულება შეადგენდა 9052.2 ლარს;
2. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ---------- ს--------- ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორება (წებოვ--ი ბალასტით) – 10526.96 ლარს;
3. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ---------- ჭ----–---ის ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორება (წებოვ--ი ბალასტით) – 5846.96 ლარს;
4. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ---------- ლეხინდრისავის ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორება (წებოვ--ი ბალასტით) – 5184.18 ლარს;
5. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ს ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 4773.93 ლარს;
6. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ს ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორება - 5577.19 ლარს;
7. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ს ქვ.ო----–ის ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორება (წებოვ--ი ბალისტით) – 4017.37 ლარს;
8. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ის მ---–---–-ს უბნის გზის რეაბილიტაცია - 3952.7 ლარს;
9. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ის მ------–---–ების უბნის გზის რეაბილიტაცია - 3952.7 ლარს;
10. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ის ჟ----–---–---ების უბნის გზის რეაბილიტაცია - 3514.57 ლარს;
11. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ის ჩ----–-–---–ების უბნის გზის რეაბილიტაცია - 3514.57 ლარს;
12. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ის მ-–-–-----–ის გზის რეაბილიტაცია - 4060.81 ლარს;
(იხ. ხელშეკრულება - ტომი 1-ლი, ს.ფ 43-48).
4.2.2. მხარეთა შორის სადავო არაა ის გ-------ება, რომ შპს ,,ლ---ი“-ს მიერ 2--- წლის 15 ნოემბრამდე ჩაბარებული და შესაბამისად, ანაზღაურებული იქნა 15 710 (თხუთმეტი ათას შვიდაათი) ლარის შესრულებული სამუშაო - სოფელ დ--------- ს---------სა და დ--------- ლ--------------ის გზის მოხრეშვა - გასწორებისათვის.
(იხ. 16.11.2--- წ. მიღება-ჩაბარების აქტი - ტომი 1-ლი, ს.ფ 105).
4.2.3. მხარეთა შორის სადავო არაა ის გ-------ება, რომ 2--- წლის 24 ნოემბერს მიღება-ჩაბარების აქტით შპს ,,ლ---ი“-მ გამგეობას ჩააბარა 18 916(თვრამეტი ათას ცხრასთექვსმეტი) ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაო (სოფელ დ---------- ჭ-–-–---ის, სოფელ დ---------ის და სოფელ მ------ ქვედა ო----–ის ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორება), თუმცა აღნიშნული თანხა მისთვის ანაზღაურებული არ არის.
(იხ. 24.11.2---წ. მიღება-ჩაბარების აქტი - ტომი 1, ს.ფ 99, ქვითარი - ტომი 1-ლი, ს.ფ 168).
4.2.4. 2--- წლის 17 ნოემბრის №2 წერილით შპს ,,ლ---ი“-ს დირექტორმა აცნობა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ უხვი ნალექიანი დღეების გამო ხელი შეეშალათ სამუშაოების დასრულებაში, რის გამოც ითხოვეს სამუშაოების დასრულების ვადა გადაეწიათ 2--- წლის 1 დეკემბრამდე.
(იხ. მიმართვა - ტომი 1-ლი, ს.ფ 60).
4.2.5. 2--- წლის 06 დეკემბრის №------- წერილით წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს ,,ლ---ი“-ს 2--- წლის 17 ნოემბრის წერილის პასუხად აცნობა, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში მათ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ეწარმეობინათ 2--- წლის 15 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო მათ სამუშაოების ვადის გაგრძელების შესახებ გამგეობას მიმართეს, როდესაც გასული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა, რაც ვერ იქნებოდა გაზიარებული.
(იხ. მიმართვა - ტომი 1-ლი, ს.ფ 72).
4.2.6. 2--- წლის 24 ნოემბრის №6, 2--- წლის 29 ნოემბრის №7, 2--- წლის 07 დეკემბრის №12 წერილებით შპს ,,ლ---ი“-ს დირექტორმა აცნობა წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ მ-----ის თემში, სოფელ ვ------–აში და სოფელ მ------ში ვერ ხერხდებოდა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, ვინაიდან აღნიშნულ სოფლებში არ არსებობდა საავტომობილო გზა.
(იხ. მიმართვა ტომი 1-ლი, ს.ფ. 65, 66, 68).
4.2.7. 2--- წლის 06 დეკემბრის წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის თანამშრომელთა №175 სხდომის ოქმის თანახმად:
1. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ----------ს საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვადაგადაცილებამ შეადგინა 24 დღე;
2. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ-----------ჭ-–-–---ის საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვადაგადაცილებამ შეადგინა 21 დღე;
3. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ ქვედა ო----–ის საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვადაგადაცილებამ შეადგინა 15 დღე;
4. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ-----------ს---------ს საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვადაგადაცილებამ შეადგინა 14 დღე;
5. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ-----------ლ--------------ის საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვადაგადაცილებამ შეადგინა 12 დღე;
6. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში მ---–---–-ს უბანში საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვადაგადაცილებამ შეადგინა 19 დღე;
7. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში მ------–---–ების უბანში საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვადაგადაცილებამ შეადგინა 17 დღე;
8. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში ჟ----–---–---ების უბანში საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვადაგადაცილებამ შეადგინა 23 დღე;
9. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში მ-–-–-----–ას უბანში საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვადაგადაცილებამ შეადგინა 21 დღე;
10. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ში ჩ----–-–---–ების უბანში საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვადაგადაცილებამ შეადგინა 21 დღე;
11. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ ვ------–ა საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვადაგადაცილებამ შეადგინა 32 დღე;
12. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ ცენტრალური საავტომობილო გზის მოხრეშვის სამუშაოების ვადაგადაცილებამ შეადგინა 31 დღე;
(იხ. სხდომის ოქმი, ტომი 1-ლი, ს.ფ 32-133).
4.2.8. 2--- წლის 13 დეკემბრის №----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით გათვალისიწინებული იყო 63.974,18 ლარის სამუშაოების შესრულება.
წარმოდგენილი სამუშაოების შესრულების აქტებით - ფორმა №2-ის მიხედვით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიზნით შესრულებულია 53.623.06 (ორმოცდაცამტი ათას ექვსასოცდასამი ლარი და 06 თეთრი) ლარის ღირებულების სამუშაოები, სახელდობრ:
1. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ--------- საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, მოხრეშვა-გასწორების (წებოვ--ი ბალასტით) სამუშაოები იყო 9052.20 ლარის ღირებულების;
2. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ---------- ს--------- საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორების (წებოვ--ი ბალასტით) სამუშაოები - 10526.98 ლარის ღირებულების;
3. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ---------- ჭ-–-–---ი საავტომობილო გზის მოხრეშვა-გასწორების (წებოვ--ი ბალატით) სამუშაოები - 5846.98 ლარის ღირებულების;
4. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ----------ს ლ--------------ის გზის რეაბილიტაცია, მოხრეშვა-გასწორების (წებოვ--ი ბალატით) სამუშაოები - 5184.18 ლარის ღირებულების;
5. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ ქვ. ო----–ი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, მოხრეშვა-გასწორების (წებოვ--ი ბალატით) სამუშაოები - 4017.37 ლარის ღირებულების;
6. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ი მ---–---–-ს უბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები - 3952.70 ლარის ღირებულების;
7. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ი მ------–---–ების უბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები - 3952.70 ლარის ღირებულების;
8. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ი ჩ----–-–---–ების უბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები - 3514.57 ლარის ღირებულების;
9. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ი ჟ----–---–---ების უბნის საავტომობილო გზის რეაბილოტაციის სამუშაოები - 3514.57 ლარის ღირებულების;
10. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ი მ-–-–-----–ი უბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები - 4060.81 ლარის ღირებულების;
შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია.
(იხ. ექსპერტიზის დასკვნა ტომი 1-ლი, ს.ფ 16-29).
4.2.9. სოფელ მ------ს და სოფელ მ-------ვ------–ას საავტომობილი გზის მოხრეშვის სამუშაოები საერთოდ არ განხორციელებულა.
(იხ. აქტები - ტომი 1-ლი, ს.ფ 124, 126; მხარეთა განმარტებები).
4.2.10. 2----–-–------------------ ლევ-- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წ---–-------ს მუნიციპალიტეტში სოფელ მ------ ვ------–ის საავტომობილო გზა არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება - 1436 კვ.მ. ფართზე 219.71 კბმ. ბალისტის შეტანა-გასწორება შეუძლებელი იყო.
(იხ. ექსპერტიზის დასკვნა - ტომი მე-2, ს.ფ 29-35).
4.2.11. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სოფელ მ-------ვ------–ას უბნის გამოკლებით (ვინაიდან იქ გზა არ არსებობდა, ხოლო ხელშეკრულებით მენარდის ვალდებულება იყო არსებული გზის რეაბილიტაცია), შპს ,,ლ---ი“-ს უნდა შეესრულებინა ჯამში 64000 – 4773 = 59 227 (ორმოცდაცხრამეტი ათასორასოცდაშვიდი) ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც 2--- წლის 15 ნოემბრამდე მან შეასრულა 15 710 ლარის ღირებულების სამუშაო, შესარულებელი დარჩა 59227-15710=43517(ორმოცდასამი ათას ხუთასჩვიდმეტი) ლარის ღირებულების სამუშაო. ამდენად, დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადაში(2--- წლის 15 ნოემბერი) შპს ,,ლ---ი“ს მიერ შესრულებული იქნა მხოლოდ სამუშაოების 27% , ხოლო დარჩენილი 73% შესრულებულია ვადის დარღვევით.
4.2.11. მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2--- წლის 06 დეკემბერს.
4.3. სამართლებრივი დასაბუთება
4.3.1. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს 2--- წლის 2--------------- №--- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოების შესრულების შედეგად შპს ,,ლ---ი-“ს მიერ მოთხოვნილი ანაზღაურების კანონიერების შემოწმება. ასევე შპს ,,ლ---ი“-ს მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 87.004.00(ოთხმოცდაშვიდი ათას ოთხი) ლარის გადასახდელად დაკისრების მოთხოვნის მართებულობა.
4.3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური...
4.3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული სწორედ ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებშიც (სსკ-ის 629-656-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს – შემკვეთსა და მენარდეს გააჩნიათ.
4.3.4. მოცემულ შემთხვევაში 2----–-–------------------- წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობასა (შემდგომში შემსყიდველი) და შპს ,,ლ---ი“-ს (შემდგომში მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტი იყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 64 000 (სამოცდაოთხი ათასი) ლარს;
4.3.5. საქმეში არსებული 2--- წლის 13 დეკემბრის №----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების ფარგლებში შპს ,,ლ---ი“-მ შეასრულა 53.623(ორმოცდაცამტი ათას ექვსასოცდასამი ლარი და 06 თეთრი) ლარის ღირებულების სამუშაოები. ამავე დასკვნით დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო. ამასთან, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.
4.3.6. მხარეთა შორის სადავო არაა ის გ-------ება, რომ გამგეობის მიერ შპს ,,ლ---ი“-სათვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ ანაზღაურებულია მხოლოდ 15 710 (თხუთმეტი ათასშვიდასათი) ლარი. ამდენად, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,ლ---ი“-ს მიერ ასანაზღაურებელი თანხების ოდენობა მის მიერ გაწეული სამუშაოებისათვის შეადგენს 37913 (53623-15710=37913) ლარს, რაც სსკ-ის 629-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე ექვემდებარება ანაზღაურებას და სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
4.3.7. შესაბამისად, არ არსებობს ან ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტიების გაუქმების და წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.3.8. შპს ,,ლ---ი“-ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება, რომლის სამართლებრივი საფუძველიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის პირველ ნაწილში.
4.3.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
4.3.10. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. იგი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან;
4.3.11. მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ლ---ი“-ს მიერ ადგილი აქვს ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვალდებულების დარღვევას, რაც გამოიხატა სამუშაოების არაჯეროვ-- და ვადის დარღვევით შესრულებაში (რაზეც ქვემოთ იქნება მსჯელობა). ამდენად, არსებობს მასზე პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.
4.3.12. პალატა არ იზიარებს შპს ,,ლ---ი“-ს იმ მოსაზრებას, რომ მას ჰქონდა ხელისშემშლელი გ-------ებები, რის გამოც სამუშაოები საპატიო მიზეზით ვერ შეასრულა დადგენილ ვადაში, რაზეც მიმართა კიდეც გამგეობას და თხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება, მაგრამ მათგან მიიღო უარი. აღნიშნულზე პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ლ---ი“-ს სამუშაოების შესასრულებლად ვადა ჰქონდა 2--- წლის 15 ნოემბრის ჩათვალით. ხელშეკრულების 14.1 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებოდნენ რაიმე ხელშემშლელ გ-------ებებს, რომელთა გამო შეფერხდებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ლ---ი“ მიუთითებს, რომ იყო ნალექიანი ამინდები, ასევე ორ სოფელში არ არსებობდა გზა, რის გამოც მათ ვერ შასრულეს სამუშაოები დადგენილ ვადაში. თუმცა აღნიშნულის თაობაზე მათ გამგეობას წერილობით მიმართეს მხოლოდ 2--- წლის 17 ნოემბერს, ანუ მას შემდეგ, როდესაც უკვე გასული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა. პალატა მიუთითებს, რომ ხელისშემშლელი გ-------ებების შესახებ მათ გამგეობისათვის წერილობით უნდა მიემართათ დაუყოვნებლივ და ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე. აღნიშნული შპს ,,ლ---ი“-ს მიერ დაცული არ იქნა, რაც გამორიცხავს მისი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობას.
4.3.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გ-------ებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
4.3.14. ზემოხსენებული ნორმით გატვალისწინებული შესალებლობა, ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გ-------ებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
4.3.15. პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გ-------ებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვ--ი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ Nას-708-678-2---, 27 იანვარი, 2017 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი).
4.3.16. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვ--ი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).
4.3.17. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გ-------ებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, აგრეთვე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2--- წელი).
4.3.18. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლ--- პირგასამტეხლოს ოდენობა შეაფასა რა დარღვევის სიმძიმის, მოცულობის, კრედიტორისათვის წარმოქმნილი შეფერხების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ იგი არ შეესაბამება დადგენილ პრაქტიკას. პალატას პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიაჩნია ხელშეკრულების 16.2.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 30%-ის შემცირება 10%- მდე, ხოლო 16.2.3 და 16.2.4 პუნქტებით გათვალისწინებული - 0.5%-ის 0.05%-მდე შემცირება.
4.3.19. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება მოხდა ხელშკერულების საერთო ღირებულებიდან და არა იმ კონკრეტული სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებით, რომლის მიწოდების ვადის დარღვევის/შეუსრულებლობის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან.
4.3.20. მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 2--------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 16.2.2 პუნქტის თანახმად, სამუშაოს არაჯეროვ-- შესრულებაზე მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების შესრულების ღირებულების 30%-ის ოდენობით. სააპელაციო პალატამ აღნიშნული პირგასამტეხლო შეამცირა გონივრულ 10%-მდე.
4.3.20.1. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია ის გ-------ება, სოფელ მ------ს და სოფელ მ-------ვ------–ას საავტომობილი გზის მოხრეშვის სამუშაოები საერთოდ არ განხორციელებულა.
4.3.20.2. მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 2--------------- ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტი იყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.
4.3.20.3. საქმეში არსებული 2----–-–------------------ ლევ-- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წ---–-------ს მუნიციპალიტეტში სოფელ მ------ ვ------–ის საავტომობილო გზა არ არსებობდა, რის გამოც წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება - 1436 კვ.მ. ფართზე 219.71 კბმ. ბალისტის შეტანა-გასწორება შეუძლებელი იყო.
4.3.20.4. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, შპს ,,ლ---ი“-ს ევალებოდა უკვე არსებული გზის შეკეთება და არა ახალი გზის გაკეთება, რის გამოც სოფელ მ------ ვ------–ის ნაწილში მას არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო არაჯეროვ--ი შესრულებისათვის (ხელშეკრულების 16.2.2 პუნქტი).
4.3.20.5. საქმეში წარმოდგენილი არცერთი სარწმუნო მტკიცებულებით არ დასტურდება ის გ-------ება, რომ სოფელ მ-----ას მეორე მონაკვეთზე (მ------ს ცენტრალური გზა) გზა არ არსებობდა, რის გამოც ამ ნაწილში ვერ იქნება გაზიარებული შპს ,,ლ---ი“-ს მოსაზრება, რაც იქნებოდა ამ ნაწილში მისი პირგასატეხლოსაგაგან გათავისუფლების საფუძველი. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში ადგილი აქვს არაჯეროვ-- შესრულებას, რაც ხელშეკრულების 16.2.2 პუნქტით მასზე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
4.3.20.6. მარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სოფელ მ------ს ცენტრალური გზის მოხრეშვა-გასწორების სამუშაოების ღირებულება იყო 5577.19 ლარი, რის გამოც მას უნდა დაეკისროს ხელშეკრულების 16.2.2 პუნქტით გათვალისწინებული შემცირებული პირგასამტეხლო 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 557,71 ლარს.
4.3.21. მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 2--------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 16.2.3 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი გადააცილებდა მის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების ფინანსურ ხაზობრივი გრაფიკით გათვალისწინებულ შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადას მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. აღნიშნული პირგასამტეხლო სააპელაციო პალატის მიერ შემცირებული იქნა 0.05%-მდე.
4.3.21.1. მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 2--------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 64 000 ლარს.
4.3.21.2. 2----–-–------------------ ლევ-- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წ---–-------ს მუნიციპალიტეტში სოფელ მ------ ვ------–ის საავტომობილო გზა არ არსებობდა, რის გამოც წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება - 1436 კვ.მ. ფართზე 219.71 კბმ. ბალისტის შეტანა-გასწორება შეუძლებელი იყო.
4.3.21.3. ამდენად, სოფელ მ-------ვ------–ას უბნის გამოკლებით (ვინაიდან იქ გზა არ არსებობდა, ხოლო ხელშეკრულებით მისი ვალდებულება იყო არსებული გზის რეაბილიტაცია), შპს ,,ლ---ი“-ს უნდა შეესრულებინა ჯამში 64000 – 4773 = 59227 (ორმოცდაცხრამეტი ათასორასოცდაშვიდი) ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც 2--- წლის 15 ნოემბრამდე მან შეასრულა 15 710 ლარის ღირებულების სამუშაო, ამდენად შესარულებელი დარჩა 59227-15710=43517(ორმოცდასამი ათას ხუთასჩვიდმეტი) ლარის ღირებულების სამუშაო, შესაბამისად, 2--- წლის 16 ნოემბრიდან შპს ,,ლ---ი“-სათვის ამ ნაწილში დასაკისრებელი პირგასამტეხლო 0.05%-ზე გაანგარისებით დღიურად შეადგენს 21.75 ლარს. დადგენილია, რომ 16 ნოემბრიდან 8 დღის შემდგომ ამ სამუშაოებიდან შპს ,,ლ---ი“-ს მიერ ჩაბარებული იქნა კიდევ 18 916 (თვრამეტი ათას ცხრაასთექვსმეტი) ლარის ღირებულების სამუშაო, რის გამოც 2--- წლის 16 ნოემბრიდან დასაკისრებელი პირგასამტეხლო 8 დღეზე გაანგარიშებით შეადგენს 21.75x8=174.6 (ასსამოცდათოთხმეტი ლარი და 60 თეთრი) ლარს
4.3.21.4. უტყუარად დადგენილია რა ის ფაქტობრივი გ-------ება, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2--- წლის 24 ნოემბერს ჩაბარებული იქნა კიდევ 18916 ლარის ღირებულების სამუშაო. ამდენად, 2--- წლის 24 ნოემბრისათვის ჩაუბარებელი იყო 59227-(15710+18917)=24 601(ოცდაოთხი ათას ექვსასერთი) ლარის ღირებულების სამუშაო. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2--- წლის 06 დეკემბერს. ხელშეკრულების შეწყვეტამდე ცხადია მას ეკისრებოდა პირგასამტეხლო. შესაბამისად, შპს ,,ლ---ი“-ს უნდა დაეკისროს ამ ვადაში ანუ 2--- წლის 24 ნოემბრიდან 2--- წლის 06 დეკემბრამდე - 12 დღეზე, ჩაუბარებელ სამუშოაზე დარიცხული შემცირებული პირგასამტეხლო 0.05% ყოველდღიურად, რაც შეადგენს 147.6 (ასორმოცდაშვიდი ლარი და 60 თეთრი) ლარს (24 601 ის 0.05% = 12.30 x 12=147.6).
4.3.22. მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 2--------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულების 16.2.4 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი გადააცილებდა შესასრულებელ სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური/საერთო ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. აღნიშნული პირგასამტეხლო სააპელაციო პალატის მიერ შემცირებული იქნა 0.05%-მდე.
4.3.22.1. საქმეში არსებული წერილებით, ექსპერტიზის დასკვნებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მ-----ის თემში, სოფ. ვ------–აში და სოფ. მ------ში საერთოდ არ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. შესაბამისად, ადგილი არა აქვს ხელშეკრულების ვადის დარღვევას, რაც ამ ნაწილში ხელშეკრულების 16.2.4 პუნქტის საფუძველზე შპს ,,ლ---ი“-სათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველია.
4.3.22.2. ვინაიდან მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გ-------ება, რომ შპს ,,ლ---ი“-ს მიერ 2--- წლის 16 ნოემბრამდე მის მიერ განხორციელებული სამუშაოებიდან ვადაში შესრულებულია მხოლოდ 15 710 ლარის ღირებულების სამუშაო, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ლ---ი“მ სამუშაოების 27% შეასრულა 2--- წლის 15 ნოემბრამდე, ხოლო დარჩენილი 73% შესრულებულია ვადის დარღვევით.
4.3.22.3. ამდენად, შპს ,,ლ---ი“-ს მიერ განხორციელებული ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით თითოეულ მონაკვეთზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემცირებული პირგასამტეხლოს - 0.05%-ის ოდენობა შეადგენს:
1. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ---------- ჭ----–---ი საავტომობილო გზა - 5846.96 x 73% =4268.28 x 0.05 %=2.13 x 21 დღეზე =44.73 ლარს;
2. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ ქვ. ო----–ი საავტომობილო გზა - 4017.37 x 73% =2932.68 x 0.05 %=1.46 x 15 დღეზე=21.9 ლარს;
3. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ---------- ს--------- საავტომობილო გზა - 10526.98 x 73% =7684.68 x 0.05 %=5.54 x 14 დღეზე=77.56 ლარს;
4. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ----------ს ლ--------------ის გზა - 5184.18 x 73% =3784.45 x 0.05 %=1.89 x 12 დღეზე=22.70 ლარს;
5. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ი მ---–---–-ს უბნის საავტომობილო გზა - 3952.70 x 73% =2885.47 x 0.05 %=1.44 x19 დღეზე =27.36 ლარს;
6. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ი მ------–---–ების უბნის საავტომობილო გზა 3952.70 x 73% =2885.47 x 0.05 %=1.44 x17 დღეზე =24.48ლარს;
7. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ი ჟ----–---–---ების უბნის საავტომობილო გზა - 3514.57 x 73% =2565.63 x 0.05 %=1.28 x23 დღეზე =29.50 ლარს;
8. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ი მ-–-–-----–ას უბნის საავტომობილო გზა 4060.81 x 73% =2964.39 x 0.05 %=1.48 x 21 დღეზე=31.12 ლარს;
9. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ----–--ი ჩ----–-–---–ების უბნის საავტომობილო გზა 3514.57 x 73% =2565.63 x 0.05 %=1.28 x 21 დღეზე=26.88 ლარს;
10. წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ--------- საავტომობილო გზა - 9052.20 x 73%=6608.10 x 0.05 %=3.30 x24 დღეზე=79.29 ლარს.
აღნიშნული თანხები ჯამურად შეადგენს 385.52 (სამასოთხმოცდახუთი ლარი და 52 თეთრი) ლარს.
4.3.23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,ლ---ი“-სათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა საბოლოო ჯამში უნდა განისაზღვროს (385.52+557.71+174.6+147.6)=1265.43(ერთი ათასორასსამოცდახუთი ლარი და 43 თეთრი),ლარით, რისი გადახდაც წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასრგებლოდ უნდა დაეკისროს შპს ,,ლ---ი“-ს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს ,,ლ---ი“-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და გაუქმებულ ნაწილში მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ლ---ი“-მ დავა მოიგო ნაწილობრივ, შესაბამისად, წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 134 (ასოცდათოთხმეტი)ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1.წ---–-------ს მუნიციპალიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.შპს ,,ლ---ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს ,,ლ---ი“სათვის წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 9600 (ცხრა ათას ექვსასი) ლარისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 288.00 (ორასოთხმოცდარვა) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში (გადაწყვეტილების მე-6, მე-7 პუნქტები) გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
4.წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ;
5.შპს ,,ლ---ს“ წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისროს 1265.43 (ერთი ათას ორასსამოცდახუთი ლარი და 43 თეთრი) ლარის გადახდა;
6.წ---–-------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას შპს ,,ლ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 134 (ასოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა;
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
8.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) თამარ სვანიძე ლაურა მიქავა ნა