განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
330100118002559647
ინსტანცია
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002559647

საქმე №1ბ/134-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ--------------–ის

ადვოკატ: მ--------–----ის

თარჯიმან: ი----------------ის

გამართლებულ: ს----------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------ გამართლებულ ს----------------------------ის დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------), ნასამრთლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–-------–--------------–----------------------, ბინა #--- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს----------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 ივნისს 16:30 საათიდან 18:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ-------–-------–---------------–--------------------------------------------ში, ალკოჰოლური თრობის

 

ქვეშ მყოფმა ს----------------მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი დის - ო-–--------------ს მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახეში გაარტყა ხელი, მარცხენა მკლავში ძლიერად მოუჭირა ხელი და რამდენჯერმე კვლავ დაარტყა ხელი თავისა და ტანის არეში, რა დროსაც ო-–--------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:

 

ს----------------ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გაუქმდა ს----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ს----------------ის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ს----------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის და მისი დედის მოწმე ს-----–-------------ის პოზიცია, - ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ცალსახად ქმნის საქმეში არსებული მოწმეთა (გამომძიებლების, ბრალდებულის მეზობლების, თარჯიმნის, ექსპერტის) ირიბი ჩვენებების პირდაპირის თანაბარმნიშვნელოვნად გაზიარების საფუძველს. აღნიშნულმა პირებმა ძალადობის განხორციელებისთანავე ნახეს დაზარალებული, რომელსაც ჯერ კიდევ ეტყობოდა ფიზიკური შეუარაცხყოფის კვალი, იყო აღელვებული და შეშინებული. გარდა აღნიშნულისა, აპელანტი მიიჩნევს, რომ დაზარალებულის შეტყობინება და ექსპერტთან გაცხადებული ინფორმაცია განხილული უნდ აიქნას, როგორც დამოუკიდებელი მტკიცებულება. ასევე, გაზიარებულ უნდა იქნას ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, როგორც სანდო წყაროდან მიღებული ინფორმაცია.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

 

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ს----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს----------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ო-–--------------მ და მოწმე ს-----–-------------ამ (დაზარალებულის და გამართლებულის დედამ) ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ზ------–---–-----მა განმარტა, რომ მუშაობს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 20 ივნისს სამსახურში ყოფნის დროს, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. იგი (მოწმე) თანამშრომელ - გ-------------სთან ერთად გავიდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას, მათ დახვდათ მთვრალი ს----------------ი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა დას - ო-–--------------ს. ს----------------ი აგრესიული იყო მისი დის მიმართ, კერძოდ, ხელი მოუჭირა ისე, რომ ატკინა, არ ემორჩილებოდა მათ (პოლიციის თანამშრომლების) მოწოდებას და აგრძელებდა ძალადობას. მათ ძალადობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა ო-–--------------მ, თუმცა ს----------------ი მათ თვალწინაც განაგრძობდა ძალადობას.

 

მოწმე გ-------------მ აღნიშნა, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკაშირებით განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე ზ------–---–-----თან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე, სადაც მათ დახვდათ ს----------------ი და მისი და - ო-–--------------, რომელმაც მათ (პოლიციის თანამშრომლებს) აჩვენა ხელი და უთხრა, რომ მასზე ძმამ იძალადა. დაზარალებულს აღენიშნებოდა დალურჯებები სახსარს ზემოთ. ს----------------ი მათი დანდასწრებითაც იწევდა დაზარალებულისკენ და როგორც დას, ასევე მათაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

მოწმე კ-------------------მა განმარტა, რომ არის ს----------------ის და მის ოჯახის მეზობელი და იცნობს მათ. 2018 წლის 20 ივნისს ო-------ების ოჯახიდან ესმოდა

 

შერეული ხმა, მაგრამ ზუსტად ს----------------ის ხმა არ გაუგია. მამაკაცის ხმა ისმოდა თუ ქალის ზუსტად არ ახსოვს. ო-------ების ოჯახიდან ადრეც გაუგია ჩხუბის ხმა, თუმცა ვინ ვის ეჩხუბებოდა მისთვის უცნობია.

 

მოწმე გ--------------------ის ჩვენებით, არის ო-------ების ოჯახის მეზობელი. ო-------ების ოჯახში კონფლიქტს და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არასოდეს შესწრებია. მისივე განმარტებით, ო-------ების ოჯახიდან ზოგადად ხმაურის ხმა ისმის, მაგრამ ვისი ხმა ისმის ის ყურს არ უგდებს. ო-------ების ოჯახიდან ხმამაღალი საუბარი ისმის და არამარტო ს----------------ის მხრიდან. 2018 წლის 20 ივნისს სახლში არ იმყოფებოდა, როდესაც დაბრუნდა დაინახა პოლიციის თანამშრომლები, შემდეგ სახლში შევიდა და ამ ფაქტით აღარ დაინტერესებულა. მან მხოლოდ პოლიციელებისგან იცის, რომ კონფლიქტი მოხდა ს----------------სა და მის დას შორის. მის მიერ გაცხადებული წინა პერიოდთან დაკავშირებით ო-------ების ოჯახში ჩხუბის თაობაზე უბრალოდ მისი ვარაუდია, რადგან არასდროს შესწრებია არც ძალადობას და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ს----------------მა გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 21.06.2018 წ. მოქ. ო-–--------------ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ- ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ო-–--------------მ (ს----------------ის და) და მოწმე ს-----–-------------ამ (ს----------------ის დედა) რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მათი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის

 

დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია და და დედა. ო-–-------------- და ს-----–-------------ა არიან ის პირები, რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ს----------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ. რაც შეეხება მოწმეების - კ------------------ის და გ-------------------ის ირიბ ჩვენებებს, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

რაც შეეხება მოწმე ზ------–---–-----ის და გ------------ის ჩვენებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად სააპელაციო პალატაც ყურადღებას მიაპყრობს მათ ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობაზე, როგორც გამოძიების ეტაპტზე ისე პირველი ინსტანციის სასამართლოზე საქმის განხილვისას. მოწმე ზ------–---–-----ის განმარტებით, ს----------------მა თავის დის მიმართ ძალადობა მის (ზ------–---–-----ის) თვალწინ განახორციელა, კერძოდ, ს----------------ი ხელს უჭერდა თავის დას, რაც დაზარალებულს სტკიოდა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოება არ დაადასტურა მოწმე ზ------–---–-----მა და აღნიშნა, რომ ს----------------ი იწევდა დაზარალებულისაკენ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები უკავშირდება სავარაუდოდ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას, შესაბამისად, აღნიშნული წინააღმდეგობები არ შეიძლება მიჩნეული იქნას უმნიშვნელოდ. მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა, მათ ჩვენებებს უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას.

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი

 

(რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის მიმართ ს----------------ის მიერ განხორციელდა ძალადობა და განოხრციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ნამდვილად ს----------------მა მიაყენა თუ არა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ს----------------მა პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედება ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ს----------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი,ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ს----------------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი ს----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ს------ ო-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ს----------------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი