განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210114432003
საქმე №2ბ/306-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი – ბ------ გ---------–ის უფლებამონაცვლე ა-–---------- გ---------–ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ქ------- მ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე – კ------------- გ---------ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ბ--–---ერაძე
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწიობლივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განჩინება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.
2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კ------------- გ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა 1--------- წელს ნოტარიუსს რ-------–-- გ-----ს მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა რეგისტრაციის ნომერი №1---- ბ------ გ---------ის სახელზე 1/2 ნაწილში და კ------------- გ---------ი ცნობილ იქნa ქ. რუსთავი, ზ---------------------ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლის და ამ სახლის ქვეშ განთავსებული 1---- მ2 მიწის 1/2 წლის მესაკუთრედ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, 2014 წლის 14 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს კ------------- გ---------ის წარმომადგენლებმა მოპასუხე ბ------ გ---------ის მიმართ 1/2 ნაწილ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის და ბათილად ცნობილი 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით.
მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1-----–-–--------------------ს გარდაეცვალა დედა ვ-------- გ---------ი, რომელსაც გარდაცვალების მომენტისათვის საკუთრებაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული მშენებარე სახლით - ქ. რუსთავში, ზ------------------ში.
აღნიშნული ქონება მოსარჩელემ მიიღო ფაქტობრივი ფლობით და მართავდა წლების განმავლობაში. უვლიდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთს და ხეხილს.
მამკვიდრებელს ჰყავდა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები - კ------------- გ---------ი და ბ------ გ---------–ი. მისი მეუღლე გ------- გ---------ი უკვე გარდაცვლილი იყო.
2013 წლის დეკემბრის ბოლოს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ დედის ქონება ჯერ კიდევ 1----–-–----------ს კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობით მიუღია მოპასუხეს და მხოლოდ თავის სახელზე დაურეგისტრირებია.
მოპასუხემ ისე, რომ ნოტარიუსს არ გაუმხილა მეორე პირველი რიგის მემკვიდროს არსებობ,ა მხოლოდ თვითონ მიიღო სამკვიდრო მოწმობა და დედის ქონება, მაშინ მოქმედი კანონის შესაბამისად, დაარეგისტრირა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში. მოპასუხე წინააღმდეგია ცვლილებები შევიდეს მის სამკვიდრო მოწმობაში.
სარჩელი მიღებული იქნა განსახილველად და მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე.
სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ბ------ გ---------ს ჩაბარდა 2014 წლის 06 მარტს. ამდენად, მის მიერ შესაგებლის წარმოდგენის ბოლო ვადა იყო 2014 წლის 17 მარტი.
მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეპასუხება არ შემოუტანია, აღნიშნული ფაქტი კი წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
მოპასუხის მიერ შეპასუხების წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის უცნობია.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1----–-–------------------ს გარდაცვლილი ვ-------- გ---------ის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მოსარჩელე - კ------------- გ---------ი და მოპასუხე - ბ------ გ---------ი. ვ-------- გ---------ის მეუღლე - გ------- გ---------ი უკვე გარდაცვლილი იყო.
ვ-------- გ---------ს გარდაცვალების მომენტისათვის საკუთრებაში ჰქონდა მშენებარე სახლი მდებარე - ქ. რუსთავში, ზ------------------ში და აღნიშნული სახლის ქვეშ განთავსებული მიწა 1---- მ2.
ქ. რუსთავში, ზ------------------ში ქონება მოსარჩელემ მიიღო ფაქტობრივი ფლობით და მართავდა წლების განმავლობაში. უვლიდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთს და ხეხილს.
1----–-–----------ს მოპასუხემ ისე, რომ ნოტარიუსს არ გაუმხილა მეორე პირველი რიგის მემკვიდრის არსებობა, მხოლოდ თვითონ მიიღო სამკვიდრო მოწმობა და დედის ქონება, მაშინ მოქმედი კანონის შესაბამისად, დაარეგისტრირა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში. აღნიშნული გარემოება მოსარჩელე კ------------- გ---------ისათვის ცნობილი გახდა 2013 წლის დეკემბრის ბოლოს.
ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1334-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1478-ე მუხლების თანახმად და სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში წარდგენილი საჩივრით მოპასუხე ბ------ გ---------ის წარმომადგენელმა მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინებით, მოპასუხე ბ------ გ---------ის რწმუნებულის მ--------–---–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ამავე საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მესამე ნაწილით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის და ,,გ” ქვეპუნქტით გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; ამავე საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სასამართლო დამატებით მიუთითა, რომ სარჩელი სასამართლოში შეტანილი იყო 2014 წლის 14 თებერვალს. მოპასუხე ბ------ გ---------ს პირადად ჩაბარდა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები რ------------------–--ში 2014 წლის 06 მარტს, რასაც არც საჩივრის ავტორის წარმომადგენელი უარყოფდა თავის საჩივარში. შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხე - ბ------ გ---------ს განესაზღვრა 10 დღე, რომელიც გავიდა 2014 წლის 16 მარტს. ხოლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმეზე გამოტანილ იქნა 2014 წლის 16 აპრილს. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე - ბ------ გ---------ს ჩაბარდა 2014 წლის 06 მაისს, რის შემდეგაც 2014 წლის 14 მაისს, მოპასუხე ბ------ გ---------ი გამოცხადდა ნოტარიუსთან და გააფორმა რწმუნებულება მ-------–---–---–ზე, ხოლო საჩივარი მისი მარწმუნებლის მიერ სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა 2014 წლის 16 მაისს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა არ წარმოადგენდა საპატიო მიზეზს, ვინაიდან საჩივარს არ ერთვოდა სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების მომენტისათვის მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა, რომ იგი შეზღუდული იყო გადაადგილებაში, რის გამოც მას არ შეუძლია პირადად ნოტარიუსისათვის მიმართვა რწმუნებულების გასაფორმებლად, რათა თავისი ინტერესები დაიცვას პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. ხოლო წარმოდგენილი ცნობა გაცემული იყო ერთი წლის წინ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და ძალაში უნდა დარჩენილიყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ-------- გ---------ს გარდაცვალების მომენტისთვის საკუთრებაში ჰქონდა მხოლოდ მშენებარე სახლი ქ. რუსთავში, ზ-------------------- და ამ სახლის ქვეშ განთავსებული მიწა 1---- კვ.მ, რადგან ვ-------- გ---------ს გარდაცვალების მომენტში საკუთრებაში ჰქონდა აგრეთვე სახლი მდებარე ქ. თბილისში, რომელიც კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლებით დარჩა მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს). აღნიშნულ ქონებაზე სარჩელში შეგნებულად არაფერია ნათქვამი სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მიზნით.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ ნოტარიუსისათვის მიმართვის გარეშე თითქოსდა ფაქტობრივი ფლობით მიიღო ქონება მდებარე ქ. რუსთავში ზ---------------------ში. მოსარჩელემ ფაქტობრივი ფლობით ნამდვილად მიიღო დედის ვ-------- გ---------ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარე ქალაქ თბილისში, ისე, როგორც ბ------ გ---------მა მიიღო როგორც ფაქტობრივი ფლობით, ისე შემდგომ კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლებით საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. რუსთავში.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხემ თითქოს არ გაუმხილა მეორე პირველი რიგის მემკვიდრის არსებობა და მხოლოდ თვითონ მიიღო სამკვიდრო. მოსარჩელე დედის გარდაცვალების მომენტში და მას შემდგომაც საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში, დედის დასაფლავებაზე არც კი ყოფილა და არც აღნიშნული ქონებით ინტერესდებოდა. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ როდესაც დაბრუნდა საქართველოში დაუწყო დავა ძმას აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით და ეს დავა უკვე წლებია მიმდინარეობს, ხოლო თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომ თავად მიიღო მემკვიდრეობით ამას არც კი ახსენებს.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ, რომ საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ ადასტურებენ, რომ მოპასუხე შეზღუდულია გადაადგილებაში, რადგან ეს ცნობები გაცემულია ერთი წლის წინ და არა საქმის სასამართლოში წარმოების მომენტისთვის. რაც არასწორია, რადგან წარმოდგენილი მასალები, მართალია, თარიღდება 2013 წლის 05 ივნისით, მაგრამ იგი წარმოადგენს დიაგნოზს, შეიცავს ცნობებს გამოკვლევების შესახებ და დასკვნას, რომ ავადმყოფს აქვს წინამდებარე ჯ------–---------------------–----------- (ა----------–-------), რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მოპასუხე არის მძიმედ ავად და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ სასამართლოში საქმის წარმართვის პერიოდში ბ------ გ---------–ი გადიოდა მკურნალობას და დამატებით გამოკვლევებს, რის საფუძველზეც 2----–-–------------ს გაიცა ქალაქ კ---–-------------- ს----–---------–---–-----------------------ის ოქმი №2--, ბ------ გ---------–ი არის პ------–---------ის ინვალიდი.
ბ------ გ---------–ი, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანისა და შემდგომ შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული დროის პერიოდში გადიოდა მკურნალობასა და გამოკვლევებს ჩანს იქედან, რომ ს---------------ის დასკვნა №2-- გაცემულია 2----–-–------------ს, ე.ი. ამ პერიოდისათვის უკვე გასული იყო შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა და ამავე მიზეზით ვერც სასამართლოს შეატყობინებდა შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზს.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ბ------ გ---------–ს პირადად ჩაბარდა სარჩელი 2014 წლის 06 მარტს და ამას ადასტურებს ბ------ გ---------–ის წარმომადგენელი თავის საჩივარში. მოპასუხეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, იგი ჩაიბარა მისმა ყოფილმა მეუღლემ, რაც დადასტურებულია შპს ,,ჯ------------------ის" 2014 წლის 06 მაისის №4--- წერილში, რომელიც უთითებს, რომ გზავნილი ჩაბარდა მითითებულ მისამართზე და ხელს აწერს ე----------- ვინაიდან ბ------ გ---------–ის წარმომადგენელს მ-------–---–---–ს არ მაქვს იურიდიული განათლება და თანაც ფორს-მაჟორულ ვითარებაში მოუწია საჩივარის დაწერა, რადგან ფაქსით მასალები მიიღო 2014 წლის 15 მაისს და ძალიან მცირე დრო იყო ვითარებაში გასარკვევად და საჩივრის შემოსატანად (1 დღე), გაეპარა შეცდომა.
ბ------ გ---------–ს კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად, სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაბარებია, რასაც ადასტურებს შპს ,,ჯ------------------ის" 2014 წლის 10 მარტის №4--- წერილი, სადაც, მართალია, აღნიშნულია, რომ გზავნილი ჩაბარდა მიმღებს ზედნადებში მითითებულ მისამართზე, მაგრამ ვინ ჩაიბარა და ვინ აწერს ხელს არაფერია ნათქვამი, მაშინ როდესაც იგივე შპს ,,ჯ------------------ის" 2014 წლის 06 მაისის წერილში ეს ინფორმაცია გარკვევითაა მითითებული.
კანონის დანაწესის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სასამართლომ თავისი განჩინებით უნდა განუსაზღვროს მოპასუხეს ვადა შესაგებლის წარსადგენად და აღნიშნული განჩინება, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასალებთან ერთად მოპასუხეს უნდა ჩაბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარემ შესაგებელი ობიექტურად არასაპატიო მიზეზით არ უნდა წარმოადგინოს.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა განპირობებულია, ერთი მხრივ, სასამართლოს ვარაუდით, რომ მხარემ საქმის მიმართ იურიდიული ინტერესი დაკარგა და მეორე მხრივ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელმაც სასამართლო დავალება უგულებელყო და მის მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედება არასაპატიო მიზეზით არ შეასრულა. ბ------ გ---------–ს კი საქმის მიმართ იურიდიული ინტერესი, რომ არ დაუკარგავს, ჩანს იქედანაც, რომ მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, თავისი არასრულწლოვანი შვილის დახმარებით მოახერხა ნოტარიუსთან დაკავშირება, მინდობილობის გაცემის მიზნით და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მისნაირი ავადმყოფისათვის შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში (2014 წლის 14 მაისი) შეძლო მინდობილობის გაფორმება და 2014 წლის 15 მაისს ფაქსით დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მინდობილობის გადმოგზავნა საქართველოში.
4. გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების და საქმის განახლების დასაბუთება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ბ------ გ---------–ის უფლებამონაცვლე ა-–---------- გ---------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბ------ გ---------–ის უფლებამონაცვლე ა-–---------- გ---------–მა, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის საოქმო განჩინების, 2017 წლის 29 ნოემბრის შემაჯამებელი განჩინების, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით, ბ------ გ---------–ის უფლებამონაცვლე ა-–---------- გ---------–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. კასატორის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა კასატორის განმარტება, რომელიც შეეხებოდა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მოპასუხის ჯანმრთელობის შესახებ მტკიცებულებათა არასრულ კვლევას. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაადასტურა სამოქალაქო საპრცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული წინაპირობის არსებობა. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივარზე დართული ცნობა, რომელიც გაცემული იყო 2013 წლის 5 ივნისს, შეიცავდა მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, დადგენილი იყო დიაგნოზი: წ---------------------–--------------–---------------------; რეკომენდაცია: ონკოუროლოგის დაკვირვება, ონკომარკეტების კონტროლი, სიმპტომატური მკურნალობა და ადეკვატური გაუტკივარება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ჰორმონალური თერაპია მაქსიმალური ანდროგენური ბლოკადის რეჟიმში, თერაპია ბისფოსფონატებით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითთებული მტკიცებულება არა მხოლოდ ზემოხსენებული ნორმის (სსკ-ის 215.3 მუხლი), არამედ, ამავე კოდექსის 105-ე მუხლის კონტექსტში უნდა შეფასებულიყო, თუმცა, იმ შემთხვევშიც კი, თუკი გაზიარებული იქნებოდა საქალაქო სასამართლოს მითითება ცნობის გაცემის თარიღზე და ამ გზით გამართლებულად იქნებოდა მიჩნეული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს 23.06.2014წ. განჩინება, მხედველობაში იყო მისაღები სააპელაციო განხილვის ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები (2---------წ. ცნობა, ასევე #------------------–--------------–-------–---------------–------–-------–----------------------------–-------–--------–---–ის მიერ გაცემული ცნობა, რომელთა დაშვებაზე უარი საქმის მასალებით არ დგინდებოდა, უფრო მეტიც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.11.2017წ. სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება,რომ ბ. გ---------–ი დაავადებული იყო მ--------------------------) და განვითარებული მოვლენები, უდავო იყო, რომ ბ. გ---------–ი სააპელაციო განხილვის ეტაპზე გარდაიცვალა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა საპროცესო წესები და სამართლებრივად არასწორად შეაფასა მოპასუხის ჯანმრთელობა, ასევე, არასწორად არ დაუდო საფუძვლად იგი დაუსწრებელი გადაწყვეტილების/მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას. საკასაციო პალატის მითითებით, ამგვარი მიდგომა არ გამომდინარეობდა არც საქართველოს კონსტიტუციითა თუ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის პრინციპიდან და არც ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დებულებიდან.
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ბ------ გ---------–ის უფლებამონაცვლე ა-–---------- გ---------–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახლველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული სასამართლო აქტები იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მათი გაუქმების საფუძველია.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით კ------------- გ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა 1--------- წელს ნოტარიუსს რ-------–-- გ-----ს მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის ნომერი №1----) ბ------ გ---------ის სახელზე 1/2 ნაწილში და კ------------- გ---------ი ცნობილ იქნა ქ. რუსთავი, ზ---------------------ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი სახლის და ამ სახლის ქვეშ განთავსებული 1---- მ2 მიწის 1/2 წლის მესაკუთრედ. დადგენილია ასევე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ივლისის საოქმო განჩინებით მოპასუხე ბ------ გ---------ის რწმუნებულის მ--------–---–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2014 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა უზრუნველყო მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის მეშვეობით ჩაბარება. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ბ------ გ---------–ს ჩაბარდა 2014 წლის 06 მარტს (ტ. 1, ს.ფ. 37). იმის გათვალისწინებით, რომ მას შესაგებლის წარსადგენად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ჰქონდა 10 დღე, ამ ვადის ათვლა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან ე.ი. 2014 წლის 07 მარტიდან და ამოიწურა 2014 წლის 16 მარტს. ამდენად, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2014 წლის 16 მარტის ჩათვლით, რაც მას არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია 2014 წლის 16 აპრილს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
მოპასუხე ბ------ გ---------–ი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, კერძოდ, მისი ავადმყოფობა.
იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის მიხედვით, ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს მის ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საკასაციო სასამართლომ 16.03.2018 წლის განჩინებით, საქმეზე №ას-37-37-2018, განმარტა, რომ კანონის აღნიშნული დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. (სუსგ 25.11.2017წ. საქმე №ას-1078-998-2017).
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე (ტომი 1; ს.ფ. 68), რომელიც, მართალია, გაცემულია 2013 წლის 5 ივნისს და ამდენად, არ მოიცავს 2014 წლის 07 მარტიდან და 2014 წლის 16 მარტის ჩათვლით დროის მონაკვეთს, თუმცა, იგი შეიცავს მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, რაც სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას მოპასუხის მხრიდან საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობაზე. კერძოდ, მითითებული ცნობით დადგენილია დიაგნოზი: წ---------------------–--------------–---------------------; რეკომენდაცია: ონკოუროლოგის დაკვირვება, ონკომარკეტების კონტროლი, სიმპტომატური მკურნალობა და ადეკვატური გაუტკივარება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ჰორმონალური თერაპია მაქსიმალური ანდროგენური ბლოკადის რეჟიმში, თერაპია ბისფოსფონატებით.
პალატა მითითებულ მტკიცებულებას, გარდა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლისა, ასევე, აფასებს საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის (1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში) კონტექსტში. პალატა მიუთითებს სააპელაციო განხილვის ეტაპზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, 2--------- წ. ცნობაზე (ტომი 2; ს.ფ. 10) და #------------------–-------------–-------–---------------–------–-------–-------------------ის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გაცემულ ცნობაზე (ასახავს17.07.2014 წელს ბ------ გ---------ის მ--------------–-------------–-------–---------------–------–-------–--ის ხ-------–---------–---------------------–---ში შესვლის ფაქტს) (ტომი 2; ს.ფ. 11-13), რომლებიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბ------ გ---------–ი დაავადებული იყო მ---------------------ით. ასევე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.11.2017წ. სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ბ. გ---------–ი დაავადებული იყო მ---------------------ით. ამასთან, უდავოა, რომ ბ------ გ---------–ი სააპელაციო განხილვის ეტაპზე გარდაიცვალა.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით საჩივრის ავტორმა დაადასტურა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მისი ავადმყიფობით, რაც დადასტურებულა მის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც მიუთითებენ სადავო პერიოდში შესაგებლის წარმოდგენის შეუძლებლობაზე.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, პირველი ინსტანციის სასამართლო, სსკ-ის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებული იყო გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განეახლებინა საქმის განხილვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნულის განუხორციელება წარმოადგენს გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმებისა და საქმის განახლების საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ------ გ---------–ის უფლებამონაცვლე ა-–---------- გ---------–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ------ გ---------–ის უფლებამონაცვლე ა-–---------- გ---------–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2014 წლის 23 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე გ. გიორგიშვილი