განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2019
საქმის ნომერი
180100117002870280
ინსტანცია
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №180100117002870280

საქმე №1ბ/378-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული – დ----------------–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N3----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: ქ---–--------------------------------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა თ----------------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დ----------------–ისთვის დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი. სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ასევე ის, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რითაც სახელმწიფოს მიადგა 401591,67 ლარის ქონებრივი ზიანი, რაც მის მიერ ანაზღაურებული არ არის. ამასთან, დაზარალებულს აქვს პრეტენზია დ----------------–ის მიმართ და ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული გარემოებები, კი ცასლახად ადასტურებს, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზანს, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა დ----------------–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ--------------------–მა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინეს შესაგებელი და მოითხოვეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა სამართლიანი და დასაბუთებული განაჩენი და გაითვალისწინა, რომ დ----------------–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, გამოთქვა მზადყოფნა აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად. ამასთან, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთ მარჩენალს წარმოადგენს.

 

სასამართლომ დაადგინა:

დ----------------–მა ჩაიდინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ----------------–მა, კონკრეტულ სამეწარმეო საქმიანობასთან (ნაგავსაყრელის მოწყობა) დაკავშირებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, ქალაქ თბილისში, სოფელი მუხათგვერდისა და დიდი დიღმის, ასევე მცხეთის რაიონის სოფელი მუხადგვერდის

ტერიტორიებზე მოაწყო ნაგავსაყრელები, სადაც დაახლოებით 2016 წლის ივლისის თვიდან ამავე წლის დეკემბრის თვემდე პერიოდში ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, შესაბამისი ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა კერძო და იურიდიულ პირებს მისცა ნებართვა ხსენებულ ადგილებზე საერთო ჯამში 57200 კუბური მეტრი მოცულობის ინერტული ნარჩენების შეტანისა და განთავსების შესახებ, რისი უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა. დ----------------–მა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შედეგად მიიღო დიდი ოდენობით (37986 ლარი) შემოსავალი, ხოლო გარემოზე მიყენებულმა ზიანმა საერთო ჯამში შეადგინა 401591,67 ლარი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დ----------------–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ დ----------------–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულის წარმომდგენლის კ-------------------------ს, მოწმეების: ლ-–--–---–---–---------------–-----------------------–--–---–-------------–---–---------------------------–---–---------------------–-–---–------------------–---–-------------------------------–----------------–---–--------------------–-–---–---------------–---–------------–----–---------------------–---–-----–------------–---–-------–---–-----------–---–-----------------------–------–----------------–---–-------------------–---–------------------------------------–-----------------------–------------–-----------–-------------------–--------------------–------------–----–-----–-------------------–---–----------–---------------------–----–---–---------------------------–------------- ჩვენებებით, 2016 წლის 17 ივლისს შპს „ბ--–------------------- და ი.მ. დ----------------–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს „ბ--–-----------------“ დირექტორის 2016 წლის 21 დეკემბრის წერილით, შპს „ბ--–------------------- და ი.მ. „დ----------------–ს“ შორის 2016 წლის 30 ნოემბრს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით, ი.მ. ,,დ----------------–ის“ მიერ შპს „ნ------–-----ს სახელზე გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ანგარიშ-ფაქტურით, საგადახდო დავალებებით, 2016 წლის 01 ივლისს ი.მ. ,,დ----------------–სა“ და შპს „ნ---------------–------------–------- შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ელექტრონული სასაქონლო ანგარიშ-ფაქტურებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევთა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2017 წლის 16 მარტის ცნობით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ დ----------------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ----------------–მა ჩაიდინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ესე იგი სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

დ----------------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გამოთქვამს მზადყოფნას მითითებულ ტერიტორიებზე ჩაატაროს აღდგენითი სამუშაოები, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები.

 

დ----------------–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას, პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, მსჯავრდებულ დ----------------–ისთვის გახდება დამაფიქრებელი, მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და რესოციალიზაციის საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მიაჩნია თანაზომიერ და სამართლიან სასჯელად.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ დ----------------–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ დ----------------–ის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და პიროვნულ მახასიათებლებს. პალატა დამატებით განმარტავს, რომ პირობითი მსჯავრის დანიშვნა თავის მხრივ მეტ პასუხისმგებლობას და სიფრთხილის გამოჩენას აკისრებს მსჯავრდებულს, რომ არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, რათა არ მოხდეს მის მიმართ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის აღსრულება და კანონით გათვალისწინებული იმ ღონისძიებების გამოყენება, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში ახალი დანაშაულის ჩადენის შემთვევაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დ----------------–ს ძირითად სასჯელთან ერთად ასევე განუსაზღვრა დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რაც შესაბამება დანაშაულის სიმძიმეს, არის მსჯავრდებულის პიროვნების რელევანტური, თანაზომიერი და პროპორციული და პალატა თვლის, რომ აღნიშნულით მიღწეული იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნები. ამასთან, სააპელაციო პალატის წინაშე აპელანტს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე არ წარმოუდგენია.

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დ----------------–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი, რისი გათვალიწინებითაც შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი დ----------------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

დ----------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო

ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

დ----------------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

დ----------------–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

დ----------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

1 (ერთი) ცალი დისკი შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე