განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
330100118002396934
ინსტანცია
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100118002396934-1ბ/119-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის მდივანი: გ------- სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: თ---------------

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: დ----------–-–---–---------------–-------–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ-------–-----------------------------------------------------------------------------–-------------------–-------------------------

 

ადვოკატი: ლ--------------

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „დ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი;

 

დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით, არაერთგზის, ასევე განზრახ ნაკლებად მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება;

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წელი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----------–-–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--------------მ, ითხოვა მსჯავრდებულ დ----------–-–---–-- გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში კი უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა;

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

და---------–-–---–- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით, არაერთგზის, ასევე განზრახ ნაკლებად მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება;

 

სასამართლომ დაადგინა :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნასამართლევი დ----------–-–---–- საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ---–--–--------------------ში უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას ამფეტამინს - 0,00032 გრამის და მეტამფეტამინს (მარილი) – 0,00002 გრამისა და 0,000025 გრამის ოდენობით, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის N11/ბ3552 განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 2018 წლის 17 მარტს 0930 საათიდან 1040 საათამდე შუალედში.

 

ასევე, საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევ და---------–-–---–- 2017 წლის 22 დეკემბერს 2205 საათიდან 2220 საათამდე შუალედში, თბილისი, კოსტავას და ჭოველიძის ქუჩების კვეთაზე, პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა ქარხნული წესით დამზადებული მჩვლეტავ-მჭრელი დანა, მაფიქსირებელი მოწყობილობით, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით, არაერთგზის;

 

ლე---------------ოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის თბილისის, ძველი თბილისის მე-3 განყოფილების კრიმინალ----- პოლიციის თანამშრომელი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ და---------–-–---–- საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისი, კ------------------- ში, ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ინფორმაციის მიღება პატაკით მოახსენა ხელმძღვანელს.

 

ი-–-------–---–---–-- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის მარტში ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, ინფორმაციული პატაკის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება დ----------–-–---–-- მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე. 2018 წლის 17 მარტს სასამართლოს შესაბამისი განჩინებით, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, მივიდა დ----------–-–---–-- სახლში, მდებარე - თბილისში, კ-------------–- და ჩაატარეს დ----------–-–---–-- სახლის ჩხრეკა. ჩხრეკისას იქ იმყოფებოდა თარჯიმანი, რომელმაც უთარგმნა განჩინების შინაარსი, თუმცა დ----------–-–---–-- განაცხადა, რომ არ საჭიროებდა თარჯიმნის მომსახურებას. ბინაში იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი, კერძოდ: დი----------–---–-----------------–--------------–-----–-------------------–--- და კიდევ ერთი მამაკაცი, აღნიშნულ პირებს გამომძიებლებმა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. დ-------------–---- აღმოაჩნდა ე.წ. საინექციო შპრიცი. რაც შეეხება თავად დ----------–-–---–-- ბინის ჩხრეკას, ამოღებული იქნა შპრიცები, 4 პლასტმასის ბოთლი, ერთი სათლი, ერთი ქვაბი, ჭიქა. ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისად, ძველი თბილისის მე-3 განყოფილების ლუქებით, ლუქზე დ----------–-–---–-- და პროცესის მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. ადგილზევე დააკავეს დ----------–-–---–- და გადაიყვანეს განყოფილებაში.

 

ზ-------------–---–-- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებელი. 2018 წლის 17 მარტს მონაწილეობა მიიღო თბილისში კ-------------------–- მდებარე დ----------–-–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, სადაც იმყოფებოდა 5-7 პირი, რომელთა პირადი ჩხრეკაც ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე. ზ-------------–---–-- და ი-–-------–---–---–-- უშუალოდ ჩაატარეს ბინის ჩხრეკა და ამოიღეს ბინის მარცხენა მხარეს მდებარე საწოლის ლეიბის ქვეშ მოთავსებული საინექციო ,,შპრიცი“, რომელშიც ესხა მოყვითალო ფერის სითხე, ასევე ოთახიდან ამიღეს ცარიელი შპრიცი, ხოლო სამზარეულოდან 2 ქვაბი და სათლი.

 

კ---- ნ--------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 17 მარტს მოსამართლის განჩინების საფუძველზე კ--------------------ში მდებარე დ----------–-–---–-- საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა, და---------–-–---–- სახლში იმყოფებოდა და კარიც მან გააღო, მასთან ასევე იყვნენ მეგობრები. მან ერთ-ერთი მეგობარი საეჭვოდ მიიჩნია, რის გამოც ყველა იქ მყოფ პირს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა. ბინის ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ცნობილია, რომ ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს კანონსაწინააღმდეგო ნივთები, ასევე „შპრიცები“ და ქვაბები.

 

ე-–------ ღ-------–--მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ის არის შსს ძველი თბილისის მე-3 განყოფილების კრიმინალ----- პოლიციის თანამშრომელი. 2018 წლის 13 მარტს ლე---------------იიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ დ----------–-–---–- სახლში - კ--------------–- ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. შესაბამისად 18 მარტს მოსამართლის განჩინების საფუძველზე აღნიშნულ მისამართზე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება ჩხრეკა, სადაც იმყოფებოდა ბრალდებული და მისი მეგობრები, მათ შორის დ-------------–--ე, რომელმაც თავად წარადგინა „შპრიცი“, რომელშიც მისივე განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება. სახლიდან ამოიღეს „შპრიცები“ და ბოთლები, რომლებიც ადგილზე დაილუქა.

 

ა-–---------- ღ-----მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის ძველი თბილისის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორი და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დ----------–-–---–-- ბინაში ჩხრეკა ჩაუტარა დ-------------–----, რომელსაც მარცხენა ფეხის წინდაში მოთავსებული ქონდა საინექციო შპრიცი, რაც დალუქა. სახლში შესვლისას იქ იმყოფებოდა 6 პირი. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებული იქნა შპრიცი, ქვაბები, რომელშიც იყო წიწვები, ამოღებული ნივთები დ----------–-–---–-- განაცხადებით ეკუთვნოდა მას. მსჯავრდებული დააკავეს სახლში.

 

გ---------------------- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის ძველი თბილისის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა დ-----------–------ ჩხრეკა, რომელსაც არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ აღმოაჩნდა.

 

ა----------–---–-- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის ძველი თბილისის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელი. 2018 წლის 17 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში კ--------------–- მდებარე დ----------–-–---–-- საცხოვრებელ სახლში ოპერატიულმა ჯგუფმა, რომლის წევრიც თავადაც იყო ჩაატარეს ჩხრეკა, უშუალოდ მონაწილეობა მიიღო იქ მყოფ ს-------------–---ს პირად ჩხრეკაში, მას კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ აღმოაჩნდა, თუმცა სახლის ჩხრეკისას, რომელშიც მას მონაწილოება არ მიუღია იცის, რომ ამოღებული იქნა საინექციო შპრიცი სითხით, ბოთლები, ქვაბები მათში მოთავსებული წიწვებით, ასევე ერთ-ერთი იქ მყოფი პირისგან ამოიღეს საინექციო შპრიცი. სახლში სავარაუდოდ 5-6 კაცი იყო მისული, ჩხრეკის შემდეგ კი დააკავეს დ----- ს---–-–---–ი.

 

გ--------------–--–---–-- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოპერატიული ჯგუფი დაახლოებით 5-6 კაცის შემადგენლობით მივიდა თბილისში, კ--------------–- მდებარე დ----------–-–---–-- საცხოვრებელ ბინაში საგამოძიებო მოქმედების - ჩხრეკის ჩასატარებლად. ბინაში გარდა მსჯავრდებულისა ასევე იმყოფებოდნენ მისი დაახლოებით 6 მეგობარი, რომელთაც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ასევე ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, გ--------------–--–---–-- პირადი ჩხრეკა ჩაუტარა დ-----------–---–-, მას კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოაჩნდა, თუმცა ერთ-ერთ მათგანს დ-------------–---- წინდაში აღმოაჩნდა საინექციო შპრიცი, გარდა ამისა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საძინებელი ოთახიდან ლეიბის ქვემოდან ამოღებული იყო შპრიცი, სამზარეულოდან ქვაბები და ბოთლები.

 

აკ-----------–---–----–------- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის ძველი თბილისის მე-3 განყოფილების ინსპექტორ გამომძიებელი. 2018 წლის 13 მარტს განყოფილებაში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, დ----------–-–---–-- მიერ ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2018 წლის 17 მარტს დ-----------–-–---–-- საცხოვრებელ სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთჯერადი საინექციო ,,შპრიცები“, წიწვები და სხვადასხვა სახის ნივთები. მის მიერ დაიკითხნენ მოწმეები.

 

ნ-----------–---- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივის განყოფილებაში. 2018 წლის 27 აპრილამდე კი მუშაობდა ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად, სადაც 2018 წლის 13 აპრილს დაიწყო გამოძიება დ----------–-–---–-- მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა არაერთი მოწმე, დაინიშნა ექსპერტიზები.

 

რ--------–------- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის ძველი თბილისის მე-3 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაკითხა პოლიციის თანამშრომელი გ--------------–--–---–-- რომელმაც დ----------–-–---–- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკვისას პირადი ჩხრეკა ჩაუტარა იქ მყოფ დ-----------–---–-.

 

გ---------------–---–-ა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის გამომძიებელი და მოცემულ საქმეზე დაკითხა 3 მოწმე: კ---- ნ--------, დ-----------–----ი და გ------- შ-----–-ა.

 

ნი------------–---მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის თარჯიმანი და მონაწილეობა მიიღო დ----------–-–---–-- ბინის ჩხრეკისას და დაკითხვისას, რადგან ის რუსულ ენაზე საუბრობდა, თუმცა მანვე განაცხადა, რომ ესმოდა ქართული, შეეძლო წერა-კითხვა და უარს ამბობდა თარჯიმნის მომსახურებაზე. სახლში შესვლისას იქ დახვდათ დ----------–-–---–-, ერთი გოგონა და ერთი ბიჭი, სულ სამი ადამიანი. დ----------–-–---–-- კუთვნილი საწოლის ლეიბიდან ამოიღეს შპრიცი და მასში მოთავსებული სითხე, სამზარეულოდან კი ნახარშები მოთავსებული სათლში.

 

და------------–---- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ახალგაზრდობაში ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი იყო, შემდეგ დაანება თავი, თუმცა მას შემდეგ რაც იპოვა ნარკოტიკული საშუალება გადაწყვიტა მოეხმარა, რისთვისაც ქუჩაში გაცნობილი ბიჭთან ერთად მისივე რჩევით დაახლოებით 0900 საათზე მივიდა თბილისში, კ-------------–-, დ----- ს---–-–---–ის სახლში, რომელთანაც არ მეგობრობდა, ამ უკანასკნელის გარდა სახლში იმყოფებოდა კიდევ 2 ბიჭი, კიდევ ვიღაცეებს ეძინათ. აღნიშნულ მისამართზე ყოფნისას დაახლოებით ნახევარი საათში მივიდნენ პოლიციელები და დაიწყეს ჩხრეკა, რა დროსაც და------------–---- საკუთარი ნებით ამოიღო წინდაში შენახული ნაპოვნი 2 გრამიან შპრიცი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკი. პოლიციელებმა გაჩხრიკეს სახლიც და მაგიდაზე დააწყვეს - შპრიცები, ბოთლები და წიწვები, ვის ეკუთვნის მისთვის უცნობია, თუმცა სახლის მეპატრონე დ----------–-–---–- ამბობდა, რომ ამოღებული ნივთები მისი იყო, იქ მყოფი ბიჭები კი მისი სტუმრები.

 

გი-------–-----–--- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 17 მარტს დ-------------–----თან ერთად სტუმრად მივიდა დ----------–-–---–-- სახლში, სადაც დახვდა მისთვის უცნობი რამდენიმე პირი. მათი მისვლის შემდეგ მალევე მივიდნენ 8 ან მეტი პოლიციელი და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩაატარეს მისი პირადი ჩხრეკა, თუმცა მას კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს. შემდეგ დაინახა, რომ ერთ-ერთი პირისგან ამოღებულ ნივთს დებდნენ პაკეტში, მოგვიანებით გაიგო ეს იყო დ-------------–--ის. პოლიციელებმა ასევე დალუქეს ნივთები, თუმცა მისთვის უცნობია მათი კუთვნილება.

 

ს------------------ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 17 მარტს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა კლუბში, საიდანაც გამთენიისას დ------------–---–-----------------------–-------- ერთად წავიდა დ----------–-–---–-- სახლში, ეს უკანასკნელი მალევე ავიდა სახლში. ს-------------–--ეს და დ-----------–---–- ეძინათ, როცა სახლში შევიდა დაახლოებით პოლიციის 8 თანამშრომელი. ჩაატარეს ბინის ჩხრეკა და ამოღებული დალუქული ნივთების ლუქებზე მოაწერეს ხელი. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: ორი შპრიცი, მათ შორის ერთ-ერთი ლეიბის ქვემოდან, ერთი ტუმბოდან, ასევე სამზარეულოდან ამოიღეს წიწვები და რაღაც ნივთები. შპრიცები ამოიღეს დ----------–-–---–-- ოთახიდან, რა დროსაც მანვე განმარტა, რომ ამოღებული ნივთები მას ეკუთვნოდა. დ-------------–--ისგან პირადი ჩხრეკის შედეგად წინდიდან ასევე ამოღებული იქნა შპრიცი.

 

დ-----------–---–-- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 17 მარტს მეგობრებთან დ-----------–----თან, ს-------------–--ესთან და დ----------–-–---–---- ერთად იმყოფებოდა რუსთაველზე ბარში, დაახლოებით 0500 საათზე ავიდნენ დ----------–-–---–-- სახლში, სადაც დაიძინა, რადგან იყო ნასვამი. როდესაც გაიღვიძა სახლში მათ გარდა იყო პოლიციის სავარაუდოდ 7-8 თანამშრომელი, 2 მისთვის უცნობი პირი. პოლიციელებმა ბინაში მყოფ ყველა პირს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, შედეგად ერთ-ერთი მისთვის უცნობი მამაკაცისგან ამოიღეს ნივთი, ხოლო ბინის ჩხრეკის შედეგად სამზარეულოდან ამოიღეს: ბოთლები,ქვაბები, წიწვოვანი რაღაცეები, მათი კუთვნილება მისთვის უცნობია.

 

ი------------ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ექსპერტიზის სამმართველოს, ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების, ნარკოტიკული საშუალებების და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის ქვეგანყოფილების მთავარი ექსპერტი. დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 18 მარტის გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ერთჯერადი გამოყენების 3,0 მლ. სამედიცინო შპრიცში მოთავსებული ღია მოყვითალო გამჭვირვალე სითხე, რაოდენობით - 0,7მლ. შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას მეტამფეტამინს (მარილი), რაოდენობით - 0,0004 გრამს და ფსიქოტროპულ ნივთიერება ეფედრინს, რაოდენობით - 0,0023 გრამს. +

 

ნ-----–-------- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ექსპერტიზის სამმართველოს, ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების, ნარკოტიკული საშუალებების და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის ქვეგანყოფილების ექსპერტი. დაადასტურა მის მიერ გაცემული 2 დასკვნა. 2018 წლის 18 მარტის დასკვნის თანახმად: დ----------–-–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული - 12 მლ. ერთჯერადი მოხმარების საინექციო შპრიცში მოთავსებული 1,0 მლ. მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -ამფეტამინს - 0,00032 გრამის ოდენობით. 1 მლ. ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინის“ შპრიცში მოთავსებული 0,04 მლ. მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მეტამფეტამინს (მარილი)- 0,00002 გრამის ოდენობით.

 

ასევე 2018 წლის 26 მარტს გაცემული დასკვნის თანახმად: დ----------–-–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული: 3 მლ. ერთჯერადი მოხმარების საინექციო შპრიცში მოთავსებული 1,3 მლ. უფერო გამჭვირვალე სითხე წარმოადგენს მარილმჟავას, რომელიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას.

 

20 მლ. ერთჯერადი მოხმარების ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე არსებული უფერო სითხის წვეთები არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

 

500 მლ. უფერო გამჭვირვალე პოლიმერული მასალის ბოთლში (ცისფერი ხრახრიანი ხუფით და ეტიკეტით: „Coca-Cola”) მოთავსებული ნავთობპროდუქტებისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე 9,0 მლ. მოყვითალო ფერის სითხე არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

 

1,0 ლ-ანი პოლიმერული მასალის ბოთლში (ვარდისფერი ხრახნიანი ხუფით და ეტიკეტით: „ბერკა ლიმონათი“) მოთავსებული ნავთობპროდუქტებისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე 200,0 მლ. მოყავისფრო-მოწითალო ფერის სითხე შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - ეფედრინს 0,02542 გრამის ოდენობით.

 

პოლიმერული მასალის ბოთლში (წითელი ხრახნიანი ხუფით) მოთავსებული ნავთობპროდუქტებისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე 470,0 მლ. ყვითელი ფერის სითხე არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

 

პოლიმერული მასალის ბოთლში (ცისფერი ხრახნიანი ხუფით) მოთავსებული ნავთობპროდუქტებისათვის დამახასიათებელი სუნის მქონე 310,0 მლ. მოყვითალო ფერის სითხე შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - ეფედრინს 0,16647 გრამის ოდენობით.

 

თეთრი ფერის მომინანქრებულ ქვაბში მოთავსებული ექსტრაგირების ნიშნების მქონე მომწვანო-მოყავისფრო ფერის წიწვისმაგვარი სველი მცენარეული მასა, წონით - 2175,98 გრამი შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - ეფედრინს - 0,15526 გრამის ოდენობით.

 

მომინანქრებული ცარიელი ჭიქის შიდა კედლებზე არსებული მოშავო ნივთიერების დანაშრევები შეიცავს: ნარკოტიკულ საშუალება - მეტამფეტამინს (მარილი) - 0,000025 გრამის ოდენობით; ფსიქოტროპული ნივთიერება - ეფედრინს 0,000209 გრამის ოდენობით.

 

ვერცხლისფერი მეტალის სათლში მოთავსებული ექსტრაგირების ნიშნების მქონე მომწვანო-მოყავისფრო ფერის წიწვისმაგვარი სველი მცენარეული მასა, წონით - 1315,69 გრამი შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება - ეფედრინს 0, 28527 გრამის ოდენობით.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტში ფსიქოტროპული ნივთიერება-ეფედრინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,632629 გრამს.

 

მსჯავრდებულმა დ----------–-–---–-- არ აღიარა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს თბ--–--–----------------------------------–---------------------------–ი. 2018 წლის 17 მარტს იმყოფებოდა რუსთაველზე მდებარე ღამის კლუბში, სადაც მეგობარ დ-----------–---–- მისი თხოვნით ათხოვა სახლის გასაღები, თავად კი დაახლოებით 0500 საათისთვის გავიდა საქმეებზე (ნახა დედა), ხოლო დ----- ს----–---–- და სხვები დატოვა სახლში. დაახლოებით 0800 საათისთვის მეგობარ გ----------------------- ერთად დაბრუნდა ვერაზე, დაურეკა დ-----------–----ს და თხოვა გასაღების დაბრუნება, რადგან ეს უკანასკნელი რაღაც დროით მის სახლში ცხოვრობდა, თუმცა სხვაგან გადადიოდა. დ-----------–----მა უთხრა, რომ საღამომდე მის სახლში გაჩერდებოდა, რაზეც დ----------–-–---–- დათანხმდა და უთხრა, რომ შემდეგ მიაკითხავდა გასაღების გამოსართმევად. დ-----------–---–---- ერთად იმყოფებოდა ს-------------–--ე, რომა და ზ-----------–------ აღნიშნულ ბინაში ბოლოს იმყოფებოდა მომხდარ ფაქტამდე 3 დღით ადრე. ტელეფონზე საუბრისას დ-----------–----მა უთხრა, რომ დ-----------–---–- ეძინა. სწორედ ავტომანქანაში ყოფნისას მოვიდა მასთან პოლიცია თარჯიმანთან ერთად და უთხრეს, რომ ქონდათ სახლის ჩხრეკის ორდერი. მას არ გაუწევია წინააღმდეგობა რადგან იცოდა, რომ სახლში არ ინახავდა კანონსაწინააღმდეგო ნივთს, შესაბამისად პოლიციელებთან ერთად ავიდნენ სახლში. სახლში სადაც ასევე იმყოფებოდა დ-------------–--ე, გ------- შ-----–-ა და ერთი უცხო პირი, კარი დ-----------–----მა გააღო. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებები, რაზეც მან პროტესტი გამოთქვა, თუმცა პოლიციის უფროსმა უთხრა, რომ მისი ინტერესი ქონდათ, ესე იყო საჭირო და თუ საკუთარ თავზე აიღებდა დანაშაულს სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტს არ მისცემდნენ, ამასთან კანონში მალე შევიდოდა ცვლილება ნარკოტიკთან დაკავშირებით და არ უნდა ენერვიულა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქმეს ისე წაიყვანდნენ, რომ იქ მყოფ რვავე პირს დააკავებდნენ. მომხდარს აბრალებს წინა დღეებში მასსა და პოლიციის უფროსის აგენტ დ----- ა--------–---ს შორის მომხდარ კონფლიქტს, რადგან პოლიციის უფროსმა უთხრა, რომ ციხეში უნდა მჯდარიყო.

 

მსჯავრდებულმა განმარტა, რომ შექმნილ ვითარებაში პოლიციის თანამშრომლებს კითხა აღიარების შემთხვევაში მის მეგობრებს შეექმნებოდათ თუ არა რაიმე საფრთხე, რაზეც უპასუხეს, რომ მხოლოდ დაკითხავდნენ. ი-–-------–---–---–-- თარჯიმანთან ერთად მიუტანა და წაუკითხა ჩვენება, რომლითაც ადასტურებდა სახლში ,,წამლის“ დამზადების ფაქტს, შემდგომში მოსახმარებლად. მანვე უთხრა, რომ პროკურორ თ------ მ-------სთან მოლაპარაკებული იყო, შეეძლო მასთან დალაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ 1 წელს მისცემდნენ. მან უთხრა, რომ სჯეროდა მათი, ჩამოართვა ხელი და მეგობრების გადასარჩენად მოაწერა ხელი. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ დ-------------–---- წინდაში ქონდა შპრიცი, გარდა ამისა როგორც ამბობდნენ ლოგინის ქვეშ იპოვეს შპრიცი, ასევე ამოღებული იქნა ქვაბები, თუმცა მის საცხოვრებელ სახლში აღნიშნული ქვაბები არც მანამდე უნახავს და არც ჩხრეკისას, ერთადერთი რაც დაინახა იყო საწოლიდან ამოღებული შპრიცი, თუმცა მისთვის უცნობია ვისი იყო ნარკოტიკული საშუალებები, რადგან იქ მყოფი ყველა პირი მოიხმარდა. შემდეგ პოლიციის უფროსმა დაარიგა რა და როგორ უნდა ეთქვა, ასევე უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმება ძალაში იყო, დაახლოებით ერთ საათში მიუტანეს ოქმი, თუმცა უარი თქვა, რადგან სხვა პირობები შესთავაზეს, კერძოდ სთავაზობდნენ 2 წელსა და 6 თვეს, რადგან იცოდა, რომ იმ დროისთვის მის მეგობრებს პრობლემები აღარ შეექმნებოდათ უარი თქვა შეთანხმებაზე და გამოთქვა პროტესტი, ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი სიმართლე. ჩხრეკას თავადაც ესწრებოდა და თარჯიმანიც, რა დროსაც მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება, ის არ მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს პირიქით მეგობრებს ურჩევდა თავი დაენებებინათ. ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევია 2013 წელს, ნარკოლოგიური შემოწმებისას არც მაშინ დაუდგინდა მოხმარება, უბრალოდ სარფიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 2016 წელს აკრძალულ საგნის გამო დაუმატეს წლები.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ: 2018 წლის 13 მარტის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-------------ს პატაკის თანახმად, მის ხელთ არსებული ინფორმაციით დ----------–-–---–- მის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობს თვითონ, მდებარე თ---–--–--------------------ში უკანონოდ ინახავს ნარკოტიკულ საშუალებას.

 

2018 წლის17 მარიტს ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად თბილისის, კ-------------–- მდებარე დ----------–-–---–-- საცხოვრებელ სახლში არსებული მისაღებ ოთახში კედლის მარცხენა მხარეს განთავსებულ საწოლის ლეიბის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 1 ცალი 12 მილიგრამიანი შპრიცი, იმავე ოთახში საწერი მაგიდის ზედა უჯრიდან ამოღებული იქნა 1 ცალი 10 მილიგრამიანი შპრიცი, ასევე სამზარეულოში არსებული მაგიდის ზედაპირიდანა ამოღებული იქნა 1 ცალი 3 მილიგრამიანი შპრიცი, შიგ მოთავსებული სითხით, 1 ცალი 12 გრამიანი შპრიცი და 1 ცალი ,,კოკა-კოლას“ 0,5 ლიტრიანი ბოთლი, მასში მოთავსებული მოყავისფრო ფერის მკვრივი მარილით, ასევე სამზარეულოდ ამოღებული იქნა 1 ცალი სათლი მასში მოთავსებული მომწვანო ფერის წიწვებითა და ჯამით, ასევე 1 ცალი სათლი, მასში არსებული მომწვანო ფერის წიწვებით, ასევე 3 ცალი 1 ლიტრიანი ტევადობის ბოთლი, შავი ფერის სითხით. შენიშვნის გრაფაში ბრალდებულ დ----------–-–---–-- მიერ გაკეთებულია წარწერა: ,,შენიშვნა, ან რაიმე სახის პრეტენზია არ მაქვს“, ასევე ,,ოქმის შინაარს გავეცანი პირადად, ჩემთვის გასაგებ ენაზე“.

 

საქართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 17 მარტის დასკვნების თანახმად: დ-------------–--ე კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა ლაბორატორიულად გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება - ბენზოდიაზეპინების ჯგუფი.

 

დ----------–-–---–- კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ამასთან ლაბორატორიული გამოკვლევით არ დაუდგინდა ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი.

 

2013 წლის 24 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ----------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 9 თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2015 წლის 14 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ----------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირელი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2015 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა 2013 წლის 24 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში და მსჯავრდებულ დ----------–-–---–-- ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ქ“ ქვეპუნქტზე.

 

2016 წლის 13 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ----------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ცნობა N0719845 თანახმად დ----------–-–---–- 2017 წლის 22 აგვისტოს გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან სასჯელის მოხდით.

 

2018 წლის 20 მარტის სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წერილის თანახმად დ----------–-–---–- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენის საფუძველზე აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში, 2017 წლის 29 აგვისტოდან და შეფარდებული აქვს პირობითი მსჯავრი 4 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც გაუგრძელდა 6 თვის ვადით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინების საფუძველზე.

 

სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამასთან, დ----------–-–---–-- მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის (განზრახ ნაკლებად მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა ამდენად, სასამართლოს დასკვნა დ----------–-–---–-- მიერ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მსჯავრდებულ დ----------–-–---–-- აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებს მოწმეების ჩვენებებს, შეტყობინებას, პირის ზედაპირული შემოწმების ოქმს, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნას, ნივთმტკიცებას (ცივი იარაღი - დანა), 2013 წლის 24 მაისის, 2015 წლის 14 აპრილის, 2016 წლის 13 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2015 წლის 1 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენებს და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც სადავო არ გაუხდია დაცვის მხარეს;

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ----------–-–---–-- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი,ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016)

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდა სახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, დ----------–-–---–-- მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მ----------–------- პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის, მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, “საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში და---------–-–---–- ბრალი ედება, რომ მან ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება; აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით; მოცემული მუხლის შინაარსის გასარკვევად აუცილებელია განმარტება იმისა, თუ რა არის ცივი იარაღი. საქართველოს კანონით ,,იარაღის შესახებ’’ ცივია იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხების საშუალებებით ობიექტის დაზიანებისაკენ. ცივ იარაღად ითვლება საგნები, რომლებსაც არ გააჩნიათ პირდაპირი საწარმოო ან საყოფაცხოვრებო დანიშნულება, განკუთვნილია თავდასხმის ან აქტიური თავდაცვისათვის. აღნიშნული დანაშაული ობიექტური მხარე გამოიხატება ცივი იარაღის ტარებაში.

 

დანაშაულის ცნება მოცემულია სსკ-ის მე-7 მუხლში, რომლის მიხედვითაც დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. ამდენად, ყველა დანაშაულის შემადგენლობაში, იგულისხმება კონკრეტული ქმედება, ვინაიდან დანაშაული არის სწორედ ქმედება და არა წარმოდგენები, შეხედულებები, მისწრაფებები და ა.შ. მოცემული დანაშაულის გულისხმობს კონკრეტულ ქმედებას და მის გარეშე ის დანაშაულის შემადგენლობას ვერ შექმნის.

 

მოცემული დანაშაული დამთავრებულია ცივი იარაღის ტარების დაწყების მომენტიდან. ეს დანაშაული დენადია. იგი ფორმალ----- შემადგენლობისაა და არაა აუცილებელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა; დანაშაულის სუბიექტური მხარე განზრახვაში გამოიხატება პირმა იცის რომ ატარებს ცივ იარაღს, რაც მას კანონით ეკრძალება.სუბიექტურ მხრივ მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. დანაშაული ბრალის ფორმის მიხედვით პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, პირმა იცის რომ ატარებს ცივ იარაღს, რაც მას კანონით ეკრძალება და სურს ეს. ამასთან კრიმინალიზებულია ცივი იარაღის ტარება ნაკლებად მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დ----------–-–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით; სასამართლოს დასკვნა დ----------–-–---–-- მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მსჯავრდებულ დ----------–-–---–-- აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას მოწმეების ჩვენებებს, შეტყობინებას, პირის ზედაპირული შემოწმების ოქმს, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნას, ნივთმტკიცება ცივი იარაღი - დანა, 2013 წლის 24 მაისის, 2015 წლის 14 აპრილის და 2016 წლის 13 სექტემბრის თბილსის საქალაქო სასამართლოს და 2015 წლის 1 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენებს. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. და---------–-–---–- პირადი გასინჯვისას აღმოაჩნდა ქარხნული წესით დამზადებული მჩვლეტავ-მჭრელი დანა, მაფიქსირებელი მოწყობილობით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი აღნიშნული საგანი წარმოადგენდა ცივ იარაღს, რომელიც ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის დ----------–-–---–-- პირადი გასინჯვის შედეგად იქნა ამოღებული. ამასთან მსჯავრდებულ დ----------–-–---–-- მიმართ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება.

 

პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ----------–-–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, პალატა მიუთითებს რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ დ----------–-–---–-- ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით, არაერთგზის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი. ასევე შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ობიექტურ მხრივ ამ დანაშაულთა უმრავლესობა ფორმალ----- შემადგენლობისაა. ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე, სუბიექტურ მხრივ ნარკოტიკულ დანაშაულთა უმრავლესობა განზრახია.

 

ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. საქართველოს კანონში ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია, სადაც მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი’’, ,,მეტამფეტამინი’’.

 

ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნულ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ სხვადასხვა გზით. რაც შეეხება უკანონო შენახვას ეს არის განზრახ ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის მიჩენაში. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ამფეტამინი და მეტამფეტამინი (მარილი), იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი და მეტამფეტამინი (მარილი) 1 გრამამდე ოდენობით ითვლება დიდ ოდენობად, შესაბამისად, დგინდება, რომ მსჯავრდებულის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკულ საშუალება 0,00032 გრამი ამფეტამინი - და 0,00002 გრამი და 0,000025 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) მიეკუთვნება დიდი ოდენობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში;

 

2013 წლის 24 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ----------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 9 თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2015 წლის 14 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ----------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირელი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2015 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა 2013 წლის 24 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში და მსჯავრდებულ დ----------–-–---–-- ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ქ“ ქვეპუნქტზე.

 

2016 წლის 13 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ----------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ცნობა N0719845 თანახმად დ----------–-–---–- 2017 წლის 22 აგვისტოს გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან სასჯელის მოხდით.

 

2018 წლის 20 მარტის სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წერილის თანახმად დ----------–-–---–- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენის საფუძველზე აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში, 2017 წლის 29 აგვისტოდან და შეფარდებული აქვს პირობითი მსჯავრი 4 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც გაუგრძელდა 6 თვის ვადით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინების საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, დ----------–-–---–- ითვლება ნასამართლევ პირად,თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ რეციდივი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი პირის ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი არ გაქარწყლებული არ არის.

 

რაც შეეხება კონკრეტული მსჯავრდებულის ქმედებას ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით, არაერთგზის, აღნიშნული უნდა გაირკვეს ინდივიდუალურად საქმის მასალებზე დაყრდნობით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით:

 

2018 წლის 17 მარტს ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, თბილისში, კ-------------–- მდებარე დ----------–-–---–-- საცხოვრებელ სახლიდან საწოლის ლეიბის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 1 ცალი 12 მილიგრამიანი შპრიცი, იმავე ოთახში საწერი მაგიდის ზედა უჯრიდან ამოღებული იქნა 1 ცალი 10 მილიგრამიანი შპრიცი, სამზარეულოში არსებული მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 1 ცალი 3 მილიგრამიანი შპრიცი, შიგ მოთავსებული სითხით, ასევე 1 ცალი 12 გრამიანი შპრიცი და 1 ცალი ,,კოკა-კოლას“ 0,5 ლიტრიანი ბოთლი, მასში მოთავსებული მოყავისფრო ფერის მკვრივი მარილით, ასევე სამზარეულოდ ამოღებული იქნა 1 ცალი სათლი მასში მოთავსებული მომწვანო ფერის წიწვებითა და ჯამით, ასევე 1 ცალი სათლი, მასში არსებული მომწვანო ფერის წიწვებით, ასევე 3 ცალი 1 ლიტრიანი ტევადობის ბოთლი, შავი ფერის სითხით.

 

მნიშვნელოვანია ჩხრეკის ოქმზე მსჯავრდებულის მიერ შენიშვნის გრაფაში გაკეთებული წარწერა: ,,შენიშვნა, ან რაიმე სახის პრეტენზია არ მაქვს“, ასევე ,,ოქმის შინაარს გავეცანი პირადად, ჩემთვის გასაგებ ენაზე“.

 

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების კანონით დაცვით ჩატარება დაადასტურა არა მხოლოდ უშუალოდ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილე გამომძიებლებმა, არაერთმა გამომძიებელმა, რომლებმაც თავის მხრივ პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს დ----------–-–---–-- საცხოვრებელ სახლში მყოფ პირებს და შესაბამისად შეესწრნენ ბინის ჩხრეკას.

 

გარდა ამისა მოწმე და------------–---- დაადასტურა თბილისში, კ-------------–- ჩატარებული ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციელებმა ამოიღეს და მაგიდაზე დააწყვეს - შპრიცები, ბოთლები და წიწვები, ვის ეკუთვნის მისთვის უცნობია, თუმცა სახლის მეპატრონე დ----------–-–---–- ამბობდა, რომ ამოღებული ნივთები იყო მისი, ხოლო იქ მყოფი პირები კი იყვნენ მისი სტუმრები.

 

ს------------------ თავის მხრივ დაადასტურა, რომ 2018 წლის 17 მარტს დაახლოებით პოლიციის 8 თანამშრომელმა დ----------–-–---–-- საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს: ორი შპრიცი, მათ შორის ერთ-ერთი საწოლის ლეიბის ქვემოდან, ერთი ტუმბოდან, ასევე სამზარეულოდან წიწვები და რაღაც ნივთები. შპრიცები ამოიღეს დ----------–-–---–-- ოთახიდან, რა დროსაც მსჯავრდებულმა განმარტა, რომ ამოღებული ნივთები მას ეკუთვნოდა.

 

ასევე, ჩხრეკისას თარჯიმნად მოწვეულმა ნი------------–---მ განმარტა, რომ დ----------–-–---–- დახვდათ სახლში, ამ უკანასკნელის კუთვნილი საწოლის ლეიბიდან ამოიღეს შპრიცი და მასში მოთავსებული სითხე, სამზარეულოდან კი ამოიღეს სათლში მოთავსებული ნახარშები.

 

გარდა ამისა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ექსპერტიზის სამმართველოს, ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების, ნარკოტიკული საშუალებების და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის ქვეგანყოფილების 2018 წლის 18 მარტის დასკვნის თანახმად: დ----------–-–---–-- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული - 12 მლ. ერთჯერადი მოხმარების საინექციო შპრიცში მოთავსებული 1,0 მლ. მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ამფეტამინს - 0,00032 გრამის ოდენობით. 1 მლ. ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინის“ შპრიცში მოთავსებული 0,04 მლ. მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მეტამფეტამინს (მარილი) - 0,00002 გრამის ოდენობით.

 

2018 წლის 26 მარტს გაცემული დასკვნის თანახმად კი მომინანქრებული ცარიელი ჭიქის შიდა კედლებზე არსებული მოშავო ნივთიერების დანაშრევები შეიცავს: ნარკოტიკულ საშუალება - მეტამფეტამინს (მარილი) - 0,000025 გრამის ოდენობით.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რომ დ----------–-–---–-- საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ---–--–--------------------ში უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას ამფეტამინს - 0,00032 გრამის და მეტამფეტამინს (მარილი) – 0,00002 გრამისა და 0,000025 გრამის ოდენობით, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის N11/ბ3552 განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 2018 წლის 17 მარტს 0930 საათიდან 1040 საათამდე შუალედში. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული, კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, რომ მსჯავრდებულმა დ----------–-–---–-- ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით, არაერთგზის, ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამოღებულ ნივთებზე არ მოხდა გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ და---------–-–---–- დანაშაული არ ჩაუდენია - არ შეუძენია და შეუნახავს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

 

ასევე ვერ იქნება გაზიარებული პალატის მიერ მსჯავრდებულ დ----------–-–---–-- ჩვენება, იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ეკუთვნოდა მისი სახლიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომ მან თავად აიყვანა საცხოვრებელ სახლში პოლიციის თანამშრომლები, მას შემდეგ რაც მას ჩხრეკის ორდერი უჩვენეს, დანაშაული კი აღიარა მეგობრების გადასარჩენად. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულის აღნიშნული ჩვენება არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებიდან და მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, რადგან დ----------–-–---–- დაკავებული იქნა სწორედ შემთხვევის ადგილას, ამასთან ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მის მიერ ხელმოწერილი ბინის ჩხრეკის ოქმი მას ეთარგმნა მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ესმის, მის მიერ შეტანილი იქნა შენიშვნა: ,,ოქმის შინაარს გავეცანი პირადად, ჩემთვის გასაგებ ენაზე“, ასევე ,,შენიშვნა, ან რაიმე სახის პრეტენზია არ მაქვს“, აღნიშნულით კი გამორიცხავს ვარაუდს მის მიმართ დარღვეული რაიმე უფლების შესახებ, ამასთან სასამართლო სხდომაზე არცერთ მოწმეს, მათ შორის მის მეგობრებს არ დაუდასტურებიათ მის მიმართ რაიმე სახის იძულება ან/და გარიგებაში შესვლის ფაქტი.

 

დაცვის მხარის პოზიცია თითქოსდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის თანხვედრაში საფუძველს მოკლებულია. დაცვის მხარემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც არათუ უარყოფდა, არამედ ეჭვს მაინც შექმნიდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების უტყუარობაში, რომ ეს ეჭვი მსჯავრდებულთა სასარგებლოდ ყოფილიყო გადაწყვეტილი. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის: სახეზეა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტით;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

და---------–-–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება (საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში), ხოლო დამამძიმებელი გარემოებებაა წარსულში ანალოგიური ქმედებისათვის ნასამართლობა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ დ----------–-–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის მინიმუმის განსაზღვრის თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ექვსი თვის ვადით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე. ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალ----- და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალ----- ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალ-----, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს (საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში) და დამამძიმებელი გარემოებები (წარსულში ანალოგიური ქმედებისათვის ნასამართლობა) გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის და მის მიმართ გამოყენებულმა სასჯელმა ვერ იქონია შემაკავებელი ხასიათი, პირიქით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ კვლავ ჩაიდინა იგივე ხასიათის დანაშაული, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად მეტყველებს მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათზე და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის განსაკუთრებით მომეტებულ საზოგადოებრივ საფრთხეზე.

 

გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ და---------–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 წლის ვადით.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ დ----------–-–---–--ათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი, დ----------–-–---–-- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ ცივი იარაღი - დანა, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; დ----------–-–---–-- ბინის ჩხრეკისას ამოღებული 12 მგ. საინექციო შპრიცი შიგთავსით და 1 მგ. ინსულინის შპრიცი შიგთავსით, უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ფაილის შიგთავსი, 20 მგ. ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, პოლიმერული მასალის 500 მლ. ცისფერხრახნიანი ბოთლი შიგთავსით, პოლიმერული მასალის 1 ლიტრის ტევადობის ვადრისფერხრახნიანი ბოთლი შიგთავსით, პოლიმერული მასალის წითელხრახნიანი ბოთლი შიგთავსით, პოლიმერული მასალის ცისფერხრახნიანი ხუფის მქონე ბოთლი შიგთავსით, თეთრი ფერის მომინანქრებული ქვაბი შიგთავსით, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ დ----------–-–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის ლედი კორძაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

3. დ----------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და და---------–-–---–- დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს დ----------–-–---–-- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულს სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით და---------–-–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ----------–-–---–-- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

5. და---------–-–---–- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 მარტიდან;

 

6. და---------–-–---–- ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;

 

7. ნივთიერი მტკიცებულება - ცივი იარაღი - დანა, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; დ----------–-–---–-- ბინის ჩხრეკისას ამოღებული 12 მგ. საინექციო შპრიცი შიგთავსით და 1 მგ. ინსულინის შპრიცი შიგთავსით, უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ფაილის შიგთავსი, 20 მგ. ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, პოლიმერული მასალის 500 მლ. ცისფერხრახნიანი ბოთლი შიგთავსით, პოლიმერული მასალის 1 ლიტრის ტევადობის ვადრისფერხრახნიანი ბოთლი შიგთავსით, პოლიმერული მასალის წითელხრახნიანი ბოთლი შიგთავსით, პოლიმერული მასალის ცისფერხრახნიანი ხუფის მქონე ბოთლი შიგთავსით, თეთრი ფერის მომინანქრებული ქვაბი შიგთავსით, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი