განაჩენი

სისხლის სამართლის 25.03.2019
საქმის ნომერი
330100115002530313
ინსტანცია
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115002530313

საქმე №1ბ/910-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

მარინე თათრიაშვილის, ნინო სოლომნიშვილის, ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ლ---------–--ას,ადვოკატების - გ-------------–-ას, ი------------ას,მსჯავრდებულ - თე------------------ის მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ლ---------–--ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

თე-------------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.თ---–-----------------–------–---------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:

 

თე------------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი სხვისი დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მანვე ჩაიდინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამეწარმეო-ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მანვე ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი სხვისი დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1995 წლის 19 ივლისს შეიქმნა სს „თ--–--------------ის კომპანია“ სახელმწიფოს 100%-იანი წილით. სსიპ „ს-–------------------------------ს“ თავმჯდომარის 2008 წლის 01 სექტემბრის №1------ ბრძანების საფუძველზე, სს „თ--–--------------ის კომპანიის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა თე------------------ე.

 

სსიპ „ს-–------------------------------ს“ 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, სს „თ--–--------------ის კომპანია“ შეერწყა შპს „ს------------სს“, რომლის დირექტორადაც დარჩა თე------------------ე.

 

სს „თ--–--------------ის კომპანიის“ მიერ დაფუძნებული შპს „ს--------------------ის“ დირექტორად 2007 წლის 26 მარტს დაინიშნა შა-–---–---ძე. სს „თ--–--------------ის კომპანიია“ შპს „ს------------სთან“ შეერწყმის შემდეგ შპს „ს--------------------ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა შპს „ს------------სი“, რომლის 2009 წლის 01 აპრილის №2 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ს--------------------ის“ საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 1.495.212 ლარი.

 

შპს „რ-------------–ის“ დამფუძნებელმა და 100%-იანი წილის მფლობელმა ლა–--–----ემ შა-–---–---ძესთან და თე------------------ესთან ერთად, 2008 წლის სექტემბერში განიზრახეს რა მიეთვისებინათ შპს „ს--------------------ის“ კუთვნილი ფულადი თანხები, მითვისების განზრახვის შენიღბვის მიზნით გადაწყვიტეს, რომ შპს „რ-------------–ი“ შპს „ს--------------------ისაგან“ ოფიციალურად მოითხოვდა 300.000 აშშ დოლარის სესხის მიღებას, რის შემდეგაც მოახდენდნენ მიღებული თანხის მითვისებას. აღნიშნულზე შა-–---–---ძე თავის მხრივ მოელაპარაკებოდა სს „თ--–--------------ის კომპანიის“ გენერალურ დირექტორს თე------------------ეს, როგორც შპს „ს--------------------ის“ დამფუძნებელს, რადგან თანხის სესხის სახით გაცემისათვის საჭირო იყო მისი თანხმობა.

 

შეთანხმების თანახმად, 2008 წლის 25 სექტემბერს №0----- წერილით, შპს „რ-------------–მა“ მიმართა შპს „ს--------------------ს“, რათა ახალი ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად მიეცათ 300 000 აშშ დოლარის სესხი ერთი წლის ვადით, წლიური 14%-იანი განაკვეთით.

 

შპს „ს--------------------ის“ დირექტორი შა-–---–---ძე იმავე დღეს, თანხმობის მისაღებად №13 წერილით მივიდა სს „თ--–--------------ის კომპანიის“ გენერალურ დირექტორ თე------------------ესთან, სადაც ასევე იყო ამ უკანასკნელის მოადგილე ომ---------–--ლი და მოელაპარაკა მას თავის შვილის ლა–--–----ის განზრახვაზე. თე------------------ე და ომ---------–--ლი დათანხმდნენ შა-–---–---ძეს თანხის სესხის სახით გაცემაზე. თე------------------ემ თავის მოადგილეს ომ---------–--ლს დაავალა, რომ როდესაც თანხმობის წერილი გამზადდებოდა და თუ იგი სამსახურში არ იქნებოდა, მას მოეწერა ხელი.

 

თე------------------ემ და ომ---------–--ლმა, იმ მოტივით, რომ სესხის გაცემაზე სს „თ--–--------------ის კომპანიის“ დამფუძნებელს სსიპ „ს-–------------------------------ს“ შეეძლო ეთქვა უარი, თანხმობის მისაღებად შეგნებულად არ მიმართეს მას, რითაც უგულებელყვეს „მ-–---------–-----ბ“ კანონის 55-ე მუხლის 8-ე ნაწილის „ვ“ ქ/პუნქტის მოთხოვნა, რომელშიც მითითებულია, რომ ახალი სახის ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისათვის სავალდებულო იყო სსიპ „ს-–------------------------------ს“ თანხმობა. შპს „ს--------------------ის“ საქმიანობას წარმოადგენდა ბუნებრივი აირისა და ნედლი ნავთობის მოპოვება, ხოლო ფულადი სახსრების გასესხება მისთვის წარმოადგენდა ახალი სახის ეკონომიკურ საქმიანობას.

 

მათ ასევე უგულვებელყვეს სს „თ--–--------------ის კომპანიის“ წესდების მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, საწარმოს ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით განკარგვა შესაძლებელი იყო მხოლოდ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ „ს-–------------------------------ს“ გადაწყვეტილებით.

 

შეთანხმების თანახმად, სს „თ--–--------------ის კომპანიის“ სახელით თანხმობის წერილი №4------- მომზადებული იქნა მეორე დღესვე, რასაც ხელი მოაწერა თე------------------ის მოადგილემ ომ---------–--ლმა.

 

შა-–---–---ძემ მიიღო რა სს „თ--–--------------ის კომპანიის“ თანხმობა, 2008 წლის 26 სექტემბერს შპს „რ-------------–ის“ დირექტორ გ. ი-----ძესთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება 300 000 აშშ დოლარზე 6 თვის ვადით, ვადაგადაცილებული გადაუხდელი თანხის პირგასამტეხლო დღიური 0,07%-ის პირობით, წლიური 14%-იანი სარგებელით, მაშინ, როდესაც 2008 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე უცხოურ ვალუტაში იურიდიული პირებისათვის შეადგენდა 18,2 და 18,8 %-ს. რადგანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ გათვალისწინებული იყო აღნიშნული თანხის მითვისება, ხელშეკრულებაში შეგნებულად არ იქნა მითითებული სესხის უზრუნველყოფის არანაირი ფორმა, რითაც უგულველყოფილია შპს „ს--------------------ის“ წესდების 4.8-ე მუხლის მოთხოვნა გასაცემი სესხის უზრუნველყოფის შესახებ.

 

ხელშეკრულების საფუძველზე 2008 წლის 29 სექტემბერს შპს „რ-------------–ს“ გადაერიცხა 300.000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 420.630 ლარი.

 

მითვისების განზრახვის შენიღბვის მიზნით „ს--------------------ში“ დაბრუნებული იქნა ძირითადი თანხა მხოლოდ 75.000 აშშ დოლარი, ხოლო დიდი ოდენობის თანხა 225.000 აშშ დოლარი, ლა–--–----ის და ზემოხსენებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ იქნა მითვისებული, რითაც შპს „ს--------------------მა“ მიიღო მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ს/ს „თ--–--------------ის კომპანიის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა დ. ვ-------–---–მა, როგორც დამფუძნებელმა, 2008 წლის 4 აპრილს წერილობით მიმართა შპს „ს--------------------ს“, რომ აუდიტორული დასკვნით 2005 წლის მისი წმინდა მოგება შეადგენდა 2 202 548 ლარს და მოითხოვა კუთვნილი დივიდენდის გადარიცხვა. მითითებული თანხა იმ დროს გადარიცხული არ ყოფილა.

 

ს/ს „თ--–--------------ის კომპანიის“ დირექტორად ახლად დანიშნულმა თე------------------ემ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, შპს „ს--------------------ისათვის“ უპირატესობის მიღების მიზნით, გადაწყვიტა მისთვის სრულად არ მოეთხოვა კუთვნილი დივიდენდი 2 202 548 ლარის ოდენობით, რის გამოც 2008 წლის 10 დეკემბრის წერილით, როგორც ს/ს „თ--–--------------ის კომპანიის“ დირექტორმა, ხოლო 2009 წლის 30 იანვრის და 5 მარტის წერილებით, როგორც შპს „ს------------სის“ გენერალურმა დირექტორმა, შპს „ს--------------------ისაგან“ მოითხოვა მათი კუთვნილი დივიდენდიდან მხოლოდ 375 000 ლარის ჩარიცხვა, რაც ამ უკანასკნელის მიერ რეალურად იქნა გადახდილი. აღნიშნულით თე------------------ემ ფაქტიურად ს/ს „თ--–--------------ის კომპანიას“, ხოლო 2008 წლის 31 დეკემბრიდან, შპს „ს------------სს“ მიაყენა 1 827 548 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2009 წლის 10 ივლისს შპს ,,ს------------სი”-ს გენერალურ დირექტორს თე------------------ეს განცხადებით მიმართა ამავე საწარმოს მუშაკმა ვლ----------–---------–---–მა, საზოგადოების ბალანსზე რიცხული ლაბორატორიული პლატინის ჭურჭლის ჯართის სახით შესყიდვის თაობაზე.

 

სსიპ „ს-–------------------------------ს“ გადაწყვეტილების გარეშე, 13 393 ლარად ღირებული 197.942 გრ. პლატინის ჭურჭელი, თე------------------ემ ვლ----------–---------–---–ს მიყიდა მხოლოდ 5 535,9 ლარად დღგ-ის გარეშე, რითაც მან გაფლანგა შპს „ს------------სის“ კუთვნილი დიდი ოდენობის ქონება და საზოგადოებას მიაყენა 7857.4 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენით:

 

თე------------------ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზი, საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის, განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ საკმარისობის თვალსაზრისით სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას, რომ განსასჯელი თე------------------ძე არ არის ბრალეული მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში; შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო პროკურორის მოთხოვნა თე------------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და მის მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ლ---------–--ამ, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და თე------------------ის დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში (2005 წლის 28 ნოემბრისთვის მოქმედი რედაქციით). ამასთან, ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ თე------------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მითვისების ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. დამატებითი სასჯელის სახით, სსკ-ის 43-ე მუხლის გამოყენებით - მატერიალურად პასუხისმგებელ პირად, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით; ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12, მე-18 მუხლების შესაბამისად სასჯელი გაუნახევრდეს და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დამატებითი სასჯელის სახით - მატერიალურად პასუხისმგებელ პირად, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლის ვადით და ასევე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დაეკისროს ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით. სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდეს მისი მოხდისგან. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გაფლანგვის ეპიზოდი) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად უნდა გაუნახევრდეს და განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თე------------------ეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით. ხოლო, დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის გამოყენებით, მატერიალურად პასუხისმგებელ პირად, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლის ვადით.

 

პროკურორი მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდაა დამტკიცებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც თე------------------ეს ამხელს დანაშაულის ჩადენაში. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მისცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიუკერძოებელი მოწმეების ჩვენებებს, აგრეთვე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც უტყუარად ადასტურებდნენ თე------------------ის ბრალეულობას და უსაფუძვლოდ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცებულებები; შესაბამისად, პროკურორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან მასში ჩამოყალიბებული დასკვნები შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

 

სააპელაციო სასამართლოში პროკურორმა ლ---------–--ამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

პალატამ საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-5 ნაწილის (1998 წლის რედ.) თანახმად, ვინაიდან ბრალდების მხარე ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის შეცვლას გამამტყუნებელი განაჩენით, სრული მოცულობით გამოიკვლია და შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე გი-------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შპს „ა------------------სა და განვითარების კომპანიაში.“ არ იცნობს თე------------------ეს და მასთან არ აქვს არანაირი სახის ურთიერთობა. იგი არის შპს „კ-----------ს“ დირექტორი, რომელიც არის სახელმწიფო მომსახურების ბიუროს შვილობილი კომპანია. ხოლო თავის მხრივ სახელმწიფო მომსახურების ბიუროს დამფუძნებელია ქონების მართვის სააგენტო. შპს ამჟამად გაკოტრების რეჟიმშია. თე------------------ე მათ წინაშე არ ფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირად. საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იგი ინფორმაციას არ ფლობს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნი----------–--ემ განმარტა, რომ თე------------------ესთან აკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა. 2007 წლიდან მუშაობდა „ს-------------------ში“ ბუღალტერის პოზიციაზე. საზოგადოება დაფუძნებული იყო „თ--–--------------ის კომპანიის“ მიერ და დირექტორი იყო შა-–---–---ძე. თავის მხრივ, „თ--–--------------ის კომპანიის“ დამფუძნებელი იყო ეკონომიკის განვითარების სამინისტრო. „ს-------------------ი“ ზოგადად ეწეოდა ნავთობის მოპოვება-რეალიზაციას, მაგრამ მისი იქ საქმიანობის დაწყების დროს კომპანია ძირითად აღარ ფუნქციონირებდა და იყო წამგებიანი. საზოგადოების უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებდა და გადაწყვეტილებებს იღებდა დირექტორი შა-–---–---ძე. მოწმის განცხადებით, კომპანიას ჰქონდა ქონება სპეცტექნიკის სახით და დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი, ნაშთის სახით აკუმულირებული ბალანსზე. კომპანია ეწეოდა სპეცტქნიკის გაქირავებას და ღებულობდა მცირე შემოსავალს. კომპანიას გააჩნდა თუ არა ვალები, არ ახსოვს. საზოგადოების მიერ დაახლოებით 250 000 აშშ დოლარი გაცემული იქნა სესხის სახით ერთ-ერთ კომპანიაზე, რომლის სახელწოდებაც არ ახსოვს. მსესხებელი კომპანიის დამფუძნებელი იყო დირექტორის შვილი. სესხის ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა გადარიცხვასთან დაკავშირებით შა-–---–---ძესთან ჰქონდა საუბარი. კერძოდ, დირექტორს მოახსენა, რომ აღნიშნული სესხის გადარიცხვა არ იქნებოდა გამართლებული, რადგან თანხა იყო საკმაოდ დიდი, ხოლო მათი კომპანია მოგებაზე არ მუშაობდა. მისი ინიციატივა იყო, რომ დამფუძნებელი ჩაეყენებინათ საქმის კურსში, თუმცა შეატყობინა თუ არა დირექტორმა „თ--–--------------ის კომპანიას“, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. როგორც მისთვის ცნობილია, სესხი უზრუნველყოფილი არ ყოფილა. სესხის გაცემის სხვა შემთხვევა მისი იქ მუშაობის პერიოდში არ მომხდარა. დივიდენდები დაახლოებით ერთხელ ან ორჯერ იქნა გადარიცხული, რაც როგორც ახსოვს, უკან არ დაბრუნებულა. მოწმემ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ომ---------–--ლმა განაცხადა, რომ თე------------------ეს იცნობს სამსახურებრივი ურთიერთობიდან. იგი მუშაობდა „საქნავთობში“ 1967 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე. მას შემდეგ, რაც „ს--------------------ის“ უფლებამონაცვლე გახდა ეკონომიკის სამინისტრო, „ს-------------------ი“ გახდა „გ-----------ის“ შვილობილი კომპანია, რომლის დირექტორადაც დაინიშნა თე------------------ე, ხოლო თავად გახდა მისი მოადგილე. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ს--------------------ი“ იყო უფუნქციო. მას ჰქონდა დანახარჯები, მაგრამ შემოსავლები არ ქონია. მისი დირექტორი იყო შა-–---–---ძე. რაც შეეხება „გ-----------ს“, იგი საქმიანობდა მეტ-ნაკლებად, შეთანხმებები ჰქონდა გაფორმებული სისტემაში შემავალ ორგანიზაციებთან. როგორც მოწმისათვის ცნობილია, სანამ შპს „რ-------------–ი“ ქარხნის ასაშენებლად სამუშაოებს ჩაატარებდა, უნდა გაკეთებულიყო საინჟირნო გეოლოგიური კვლევები, რომლის გაკეთებაც შეეძლო „ს-------------------ს“. „ს-------------------ის“ დიდი ხნის განმავლობაში შემოსავალი არ ჰქონდა, მას ჰქონდა გასავალი, რადგან გასცემდა ხელფასს და ჰქონდა სხვა დანახარჯებიც. ხოლო თუ გარკვეული თანხა სესხის სახით მიეცემოდა „რ-------------–ს“, შემოსული პროცენტები დაფარავდა „ს--------------------ის“ აღნიშნულ დანახარჯებს. ამასთანავე, როდესაც „რ-------------–ის“ მიერ დაიწყებოდა სამუშაოები ცემენტის ქარხნის ასაშენებლად, „ს-------------------ს“ უპირობოდ მისცემდნენ საინჟირნო-გეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შეკვეთას. სწორედ ეს ორი გარემოება იყო სესხის გაცემის წინაპირობა. იგი (ომ---------–--ლი) ამ არგუმენტებიდან გამომდინარე იყო მომხრე, რომ „გ----------------ნ“ სესხის სახით გაცემულიყო თანხა. თვითონ ხელშეკრულების შინაარსზე ინფორმაციას არ ფლობს, იგი მხოლოდ თანხომობის გაცემის დროს იყო საქმის კურსში. ვინაიდან იმ დღეს დირექტორი სამსახურში არ იმყოფებოდა, წერილს თვითონ მოაწერა ხელი, რაც იყო ჩვეულებრივი ფაქტი. ამასთანავე, მისთვის ცნობილი იყო, რომ სესხის გაცემის თაობაზე წინააღმდეგი არ იყო „გ----------ი“. მოწმეს არ ახსოვს გაცემული თანხის ოდენობა, არ აქვს ინფორმაცია პროცენტთან დაკავშირებით და არც იმის თაობაზე, დაბრუნდა თუ არა სესხი უკან. ასევე, მისთვის უცნობია სხვა დროს სესხების გაცემის ფაქტის თაობაზე. მოწმემ დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენების სისწორე.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ზუ-------------–--მა განაცხადა, რომ თე------------------ესთან ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. იგი მუშაობდა „თ--–--------------ის კომპანიაში“ ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ და შემდეგ გადავიდა „გ-----------ში“ ფინანსურ დირექტორად. მოგვიანებით ეს ორი კომპანია გაერთიანდა და თე------------------ე გახდა მათი უფროსი. „გ----------ი“ სახელმწიფოს კუთვნილი კომპანია იყო. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ჭაბურღილების მომსახურება, გეო-ფიზიკური და გეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. „ს--------------------ი“ იყო თავდაპირველად „თ--–--------------ის კომპანიის“ და შემდეგ „გ-----------ის“ შვილობილი კომპანია. „ს--------------------ის“ სფერო იყო ძირითადად გაზის ტრანსპორტირება, მაგრამ ეს კომპანია უფუნქციო იყო. სესხის გაცემის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს, პრაქტიკაში ასეთი რამ არ ყოფილა. მოწმემ განაცხადა, რომ „რ-------------–თან“ არ ჰქონია შეხება ან პარტნიორული ურთიერთობა. მისთვის ცნობილია, რომ „ს-------------------მა“ სესხად გასცა თანხა „რ-------------–ზე“, რასთან დაკავშირებითაც მისი სუბიექტური აზრი იყო, რომ არ თვლიდა ამას სწორად. თუმცა გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილობდა, ვინაიდან ეს მისი კომპეტენცია არ იყო. თე------------------ესთან ზოგადი საუბარი ჰქონდა, რა დროსაც თე---------მა განუმარტა, რომ ეს დროებითი პროცესი იყო და გააკეთეს მომავალი პერსპექტივისთვის. სესხი დაბრუნდა უკან თუ არა, მისთვის უცნობია. არ ჰქონია ინფორმაცია, რომ თე------------------ეს ვინმე სხვა პირებთან ერთად დაეგეგმა, „ს-----------ს“ კუთვნილი თანხის მითვისება და ამის შესანიღბად გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. მოწმე ადასტურებს გამოძიებაში და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებების სისწორეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე გი-------------–--ემ განაცხადა, რომ ბრალდებულ თე------------------ესთან ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. იგი მუშაობდა „თ--–--------------ის კომპანიაში“ ფინანსურ დეპარტამენტში 2007 წლიდან, სადაც 2008 წლის სექტემბრის თვეში ხელმძღვანელად დაინიშნა თე------------------ე. „თ--–--------------ის კომპანია“ იყო სახელმწიფო კომპანია, „საქ.ნავთობის“ სამართალმემკვიდრე. მოგვიანებით მას შეუერთდა „გ-----------ი“ და ამ სახელით გააგრძელა ფუნქციონირება. მისი საქმიანობა ამ ორგანიზაციებში იყო ფინანსური სფერო. „გ-----------ის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანია იყო „ს--------------------ი“, რომელსაც გარკვეული ქონება გააჩნდა. მისი დირექტორი იყო შა-–---–---ძე. „გ-----------ი“ ან „ს--------------------ი“ სესხის გაცემას არ ახორციელებდნენ. მგვიანებით, სხვა თანამდებობაზე ყოფნისას გაიგო, რომ „ს--------------------ს“ ერთ-ერთ კომპანიაზე, რომლის სახელიც არ ახსოვს, სესხი ქონდა გაცემული. სესხის გაცემის პიროებები მისთვის უცნობია. სხვა დროსაც განხორციელებულა თუ არა მსგავსი ოპერაციები, არ იცის. როგორც ახსოვს, გაცემული სესხის რაღაც ნაწილი უკან დაბრუნდა, თუმცა პირადად მას არ უნახავს შესაბამისი დოკუმენტაცია. მოწმემ დაადასტურა, რომ „გ-----------ს“ ჰქონდა გარკვეული შემოსავლები და მოგება. საზოგადოებას დივიდენდები აქვს მიღებული. მისი მუშაობის პერიოდში არ ყოფილა გადახდილი, მაგრამ იცის, რომ წინა პერიოდში იყო. ვ-------–---–ის დირექტორობის პერიოდში მოთხოვნილი იყო დივიდენდი 1 600 000 ლარის ოდენობით, რაც არ მიუღიათ. თე------------------ის პერიოდში რამდენჯერმე იქნა დივიდენდი მიღებული. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შპს „გ----------ს“ ჰქონდა პლატინა, ჯართის სახით. მოხდა მისი რეალიზაცია, რაც არ საჭიროებდა ნებართვას ეკონომიკის სამინისტროდან. ვინაიდან კომპანიას შემოსავლები აღარ ჰქონდა, ამიტომ დადგა პლატინის გაყიდვის საჭიროება. მიღებული თანხა კი კომპანიის ანგარიშზე იქნა შეტანილი.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა მოწმე ვლ----------–---------–---–ის ჩვენება (გარდაიცვალა), რომლის თანახმადაც 2009 წლის 14 ივლისს მან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა თე------------------ესთან და შეიძინა ლაბორატორიული პლატინის ჭურჭლის ჯართი, სულ წონით 197.942 გრამი. ის ითხოვდა მისთვის პლატინა მიეყიდათ საქართველოში არსებული საბაზრო ღირებულებით. აღნიშნული ქონების 6532 ლარად შეძენაზე გააფორმა ხელშეკრულება საწარმოს დირექტორთან. იმავე დღეს ბანკის მეშვეობით ამავე საწარმოს ანგარიშზე გადარიცხული იქნა თანხა. გარკვეული დროის შემდეგ, გადაწყვიტა ქონების უკან დაბრუნება საწარმოსთვის იმავე თანხად, თუმცა დაბრუნებაზე უარი უთხრეს და განუცხადეს, რომ ორგანიზაციას პლატინა არ სჭირდებოდა. მან სხვა გზით გადაწყვიტა ნივთის გაყიდვა, მიმართა ლომბარდებს, იმყოფებოდა „ოქ----------–----ც“, თუმცა ყველგან დაბალ, მისთვის მიუღებელ ფასს სთავაზობდნენ. საბოლოოდ აღნიშნული ლითონი გაყიდა 3000 აშშ დოლარად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ლა–--–----ემ განმარტა, რომ,,რ-------------–მა“ სესხი აიღო ,,ს----------------------გან“. ეს იყო გრძელი პროცესი. სესხის ოდენობა იყო თავდაპირველად 300 000 აშშ დოლარი, ეს თანხა საჭირო იყო აუქციონში მონაწილეობისათვის. თე------------------ესთან არანაირი შეხვედრა და მოლაპარაკება არ ქონია. მისმა კომპანიამ გადაწყვიტა, ამერიკელების თანადაფინანსებით აეღო სესხი 14% წლიური გადასახადით და ისე მიეღო მონაწილეობა აუქციონში. მაგრამ მაშინდელმა მაღალი თანამდებობის პირებმა დაავალეს, არ მიეღო მონაწილეობა აუქციონში, კერძოდ შსს მინისტრის ვა-----------–---–ის და და-------------–---–ის დავალებით დაურეკა გი-------------–--ემ და დაავალა, რომ არ მიეღო მონაწილეობა აუქციონში, ვინაიდან მათ უკვე შერჩეული ყავდათ კომპანია. ვინაიდან ვერ შეძლებდა ამერიკელებისთვის ამ ყველაფრის ახსნას, გარდა ამისა, მათ უკვე გაწეული ქონდათ გარკვეული ხარჯები, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მაინც მიეღოთ მონაწილეობა აუქციონში. მათ შეთავაზეს ყველაზე კარგი პირობები და გაიმარჯვეს აუქციონში. თანხა უნდა გადაეხადათ 18 თვის განმავლობაში, თუმცა მოულოდნელად ეკონომიკის სამინისტრომ შეცვალა პირობები, რომლის შემდეგაც თანხის გადახდა უწევდათ სამი თვის ვადაში. შა-–---–---ძესთან ან თე------------------ესთან ისეთი შეთანხმება, რომ სესხის თანხა მიეთვისებინათ, არ ყოფილა, ეს ყველაფერი შექმნილია იმ სტრუქტურების მიერ, რომ თითქოს ამ სესხს სხვა მიზანი ჰქონდა. სესხი იყო კონკრეტულად ბიზნესსაქმინაობისთვის. მოწმის განმარტებით, მათ სხვა ვერაფერი ვერ მოძებნეს მის შესაჩერებლად და შეთითხნეს ეს საქმე. ძირი თანხიდან დააბრუნა 75 000 დოლარი და პროცენტიც გადაიხადა. სესხი იყო 6 თვიანი. პირველი 6 თვის გასვლის შემდეგ მოითხოვეს ხელშეკრულების გაგრძელება კიდევ 6 თვით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ის ფორსმაჟორული მდგომარეობა, რომელშიც ისინი ეკონომიკის სამინისტროს მიერ პირობების შეცვლის გამო აღმოჩნდნენ. ასევე განხორციელდა ზეწოლა ამერიკულ მხარესთან, რის შემდეგაც ამერიკელებმა გაწყვიტეს მასთან ურთიერთობა. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ქონდა მოლაპარაკებები ამერიკელებთან და ისინი ურიცხავდნენ თანხას, რომლითაც სესხი უნდა გადაეხადა. თუმცა ამის საშუალება არ მისცეს, ვინაიდან დააკავეს. მანვე განმარტა, რომ ზეწოლა დაკავების შემდეგაც გრძელდებოდა, შემდეგ ამერიკელებიც ჩაერივნენ და დაეხმარნენ. პრეზიდენტ სა---–---–ის მრჩეველი იყო დე----–-------ი, რომელიც ამ ამბის გამო გადადგა მრჩევლის პოზიციიდან. დე----–-------მა მისცა ახსნა განმარტება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომლის შემდეგაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო ამერიკაში. მისივე განმარტებით, როდესაც ამერიკულმა მხარემ მასთან გაწყვიტა ურთიერთობა, სარჩელი შეიტანა ამერიკული მხარის, ასევე ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. მისმა კომპანიამ მოიგო სარჩელი, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ამერიკულ მხარეს დააკისრა დაახლოებით 350 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმე შა-–---–---ძის განმარტებით, თე------------------ე იყო მათი კორპორაციის ხელმძღვანელი. თავად იყო შპს ,,ს---------------------ს“ დირექტორი, საიდანაც შპს ,,რ-------------–ზე“ გაცემულ იქნა სესხი. შვილს თავად შესთავაზა თანხა ტენდერში მონაწილეობისათვის. თანხა წლების განმავლობაში იყო ბანკში კომპანიის ანგარიშზე, რომელზეც არანაირი სარგებელი არ ირიცხებოდა, სესხით კი მისი კომპანია სარგებელს მიიღებდა პროცენტის სახით. გარდა ამისა, თუ მისი შვილის კომპანია ტენდერში გაიმარჯვებდა, მისი კომპანიაც ჩაერთვებოდა საქმიანობაში და სარგებელსაც ნახავდა. ვინაიდან იყო ომის შემდგომი პერიოდი და ბანკები სესხს ვერ გასცემდნენ, ამიტომ დასჭირდა მის შვილს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სესხის აღება მისი კომპანიიდან. ლა–--–----ესთან და თე------------------ესთან არასოდეს ქონია საუბარი თანხის მითვისებასთან დაკავშირებით. სესხის ნაწილის დაბრუნებამდე შეიქმნა გარკვეული პრობლემები, თუმცა მისი შვილი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამერიკელებთან სესხის დასაფარად, უნდა გადმორიცხულიყო კიდეც თანხა, მაგრამ თანხის გადმორიცხვამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს მის შვილთან და თე------------------ესთან ერთად.

 

გამართლებულმა თე--------- ბ-------ემ განმარტა, რომ წარდგენილი ბრალდების არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს; შა-–---–---ძესთან და ლა–--–----ესთან თანხის მითვისებასთან დაკავშირებით არავითარი წინასწარი შეთანხმება არ ქონია და სესხის გაცემა განპირობებული იქო კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, რასაც არ უკრძალავდა კანონი. დივიდენდების ნაწილშიც ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან დივიდენდის მოთხოვნა მისი უფლება იყო და არა ვალდებულება. რაც შეეხება პლატინის ჯართის გაყიდვას, აღნიშნულზე მას ს-–------------------------------ს თანხმობა არ ესაჭიროებოდა, ვინაიდან ჭურჭელი იყო ჩამოწერილი; ჯართი გაიყიდა საქართველოში იმ დროს არსებულ მისაღებ ფასად და თანხა შევიდა კომპანიის ანგარიშზე, რაც დანაშაულს არ წარმოადგენს.

 

შპს „ს--------------------სა“ და შპს „რ-------------–ს“ შორის 2008 წლის 26 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ს--------------------მა“ (შემდგომში ,,გამსესხებელი“) გასცა სესხი, ხოლო შპს „რ-------------–მა“ (შემდგომში „მსესხებელი“) მიიღო 300 000 (სამასიათასი) USD დოლარი 14.0%-იანი წლიური საპროცენტო სარგებლით.

 

შპს „ს---------------------ს“ ამონაწერის თანახმად, 2008 წლის 29 სექტემბერს გადარიცხულია თანხა შპს „რ-------------–ისთვის“ სესხის ხელშეკრულების თანახმად.

 

2008 წლის 30 სექტემბრის საგადასახდო დავალება N2-ის თანახმად, შპს „რ-------------–მა“ საქართველოს ბანკის მეშვეობით გადარიცხა ბაბაკიარის საცემენტე კირქვის საბადოს აუქციონში, „ბეს“ გადასახადი (450 000,00 აშშ დოლარის ეკვ. ლარებში, კურსი 1,405) 632250-00 (ექვსას ოცდათორმეტიათას ორასორმოცდაათი ) ლარის ოდენობით.

 

შპს „რ-------------–ის“ დირექტორის გრ-----– ი-----ძის 2008 წლის 1 ოქტომბრის განცხადების თანახმად, მას სურს მონაწილების მიღება ბაბაკიარის საცემენტე კირქვის მოპოვების ლიცენზიის მიღების მიზნით 2008 წლის 08 აგვისტოს გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებულ აუქციონში. მას წარდგენილი აქვს მოსაკრებლის გადახდის ქვითარი 200 ლარის ოდენობით და „ბეს“ გადახდის ქვითარი 632250 ლარის ოდენობით.

 

აუქციონის შედეგად: ვაჭრობა გაგრძელდა 6 800 00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. მას შემდეგ, რაც „რ-------------–ის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დააფიქსირა 6 800 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „რ-------------–ი“.

 

შპს „რ-------------–ის“ დამფუძნებლის გადაწყვეტილების თანახმად: ლა–--–----ემ, როგორც „რ-------------–ის“ 100% წილის მფლობელმა, მიიღო გადაწყვეტილება: შპს „რ-------------–მა“ აიღოს სესხი შპს „ს--------------------ისაგან“ წლიური 14%-იანი განაკვეთით. სესხთან დაკავშირებული უზრუნველყოფა, მიზნობრიობა და სესხის გამცემი პირისთვის დამატებითი ინტერესი განისაზღვროს იმდაგვარად, რომ სესხის სრული თანხა მიმართული იქნეს შპს „რ-------------–ის“ მიერ ბაბაკიარის ცემენტის საბადოს ლიცენზიის მოსაპოვებლად საჭირო პირველადი მოსაკრებლის დასაფარად, ხოლო აღნიშნული ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში, შპს „ს--------------------ი“ შპს „რ-------------–ისგან“ მიიღებს საბადოს შესწავლა-გამოკვლევის თაობაზე ბურღვითი და გეოლოგიური სამუშაოების შეკვეთებს, რითაც სესხის გამცემ კომპანიას წარმოექმნება გაცემული სესხის უზრუნველყოფა და გარანტიები. შპს „რ-------------–ის“ მიერ ლიცენზიის მოსაპოვებლად სატენდერო აუქციონზე ვერ გამარჯვების შემთხვევაში მის მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სრულად დაუბრუნდება ლიცენზიის მოპოვების კანდიტატს, ხოლო თავის მხრივ შპს „რ-------------–ი“ დაუყონებლივ დაუბრუნებს მის მიერ სესხად მიღებულ თანხას შპს „ს-------------------ს“ თავის სარგებელთან ერთად.

 

შპს „რ-------------–ის“ გენერალური დირექტორის 2009 წლის 14 იანვრის მიმართვით საქართველოს ეკონომიკური განვითრების მინისტრისადმი, დგინდება, რომ 2008 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ბაბაკიარის საბადოზე საცემენტე კირქვის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ჩატარებულ აუქციონში გაიმარჯვა „რ-------------–მა“ ფასით 6,8 მილიონი აშშ დოლარი. 2008 წლის ნოემბერში მათმა პარტნიორმა ამერიკულმა კომპანიამ F---------------------C, მიიღო გადაწყვეტილება, რომ უარი ეთქვა პროექტში მონაწილეობაზე; თუმცა გამოჩნდა ბელგიური კომპანია, რომლითაც „რ-------------–მა“ დააინტერესა პანტნიორობის გაწევისა და მათ მიერ წამოწყებულ საქმეში კაპიტალის დაბანდებით. 2009 წლის 15 იანვარს „რ-------------–ს“ უნდა დაეფარა ლიცენზიის ღირებულების გადასახდელი ნაწილის ნახევარი-3 175 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული წერილით გენერალური დირექტორი ითხოვს ლიცენზიის ღირებულების დარჩენილი ნაწილის პირველი და მეორე შესატანის გადახდის ვალდებულებების გადავადებას ექვს-ექვსი თვის ვადით.

 

შპს „ს-------------------ის“ 0---------------- პერიოდში პირადი ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად: 27.02.09 წელს გადახდილია $75 000. 2008 წლის 26 სექტემბრის სახესხო ხელშეკრულების ძირითადი თანხის ($ 300 00) ნაწილი და $17 500 საპროცენტო სარგებელი კურსი 1,6769.

 

2009 წლის 23 მარტის „რ-------------–ის“ დირექტორის წერილის თანახმად, შპს „ს--------------------სა“ და შპს „რ-------------–ს“ შორის 2008 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარე წლის თებერვლის თვეში რ-------------–ის მიერ წინასწარ გადახდილი იქნა ძირითადი თანხის ნაწილი 75 000 აშშ დოლარის ოდენობით და 5 თვის საპროცენტო სარგებელი 17 500 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2008 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულებაში (სესხის შესახებ) ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმება N1-ის თანახმად, 2008 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მუხლის მესამე „ა“ პუნქტით გათვალისწინებული სესხის თანხა, ნაცვლად 300 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 225 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების მესამე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული სესხის მოქმედების ვადა, ნაცვლად 6 თვისა, განისაზღვრა 01 წლის ვადით.

 

2009 წლის 25 სექტემბრის წერილის თანახმად, შპს „სპეც-კ-----------“ ატყობინებს შპს „რ-------------–ის“ დირექტორს, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია შპს „ს--------------------სა“ და შპს „რ-------------–ს“ შორის 2008 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. ამასთანავე აცნობებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებათ პირგასამტეხლო 0,07%-ის ოდენობით.

 

2009 წლის 20 ნოემბრის N3---- საგადასახადო დავალების თანახმად, მე--------------ა შა-–---–---ძის და ლა–--–----ის სასარგებლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა თანხა 225 000 აშშ დოლარი (377 775. 00 ლარი).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის განჩინების თანახმად, სს „კ-------–------ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ძალაში დარჩა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სს „კ-------–------ს“ „რ-------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა.

 

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის თავშესაფრის მინიჭების ნებართვის შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ლა–--–----ეს მიენიჭა თავშესაფრის მქონე პირის სტატუსი დევნის საფრთხის გარემოებების არსებითად შეცვლამდე, ან იმ დრომდე, ვიდრე მას დაიცავს სხვა ქვეყანა.

 

2008 წლის 10 დეკემბრის შპს „ს--------------------ის“ გენერალური დირექტორის შ. შ----ის ბრაძანების საფუძველზე, ს.ს „თ--–--------------ის კომპანიისათვის“ დივიდენდის სახით ჩარიცხული იქნა 150 000 (ასორმოცდაათიათასი) ლარი.

 

2009 წლის 02 თებერვლის შპს „ს--------------------ის“ გენერალური დირექტორის შ. შ----ის ბრაძანების საფუძველზე, ს.ს „ს------------სისათვის“ დივიდენდის სახით ჩარიცხული იქნა 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

 

2009 წლის 05 მარტის შპს „ს--------------------ის“ გენერალური დირექტორის შ. შ----ის ბრაძანების საფუძველზე, ს.ს „ს------------სისათვის“ დივიდენდის სახით ჩარიცხული იქნა 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

 

2009 წლის 10 ივლისის მოქალაქე ვ. ლ---------–---–ის განცხადებით ირკვევა, რომ შპს „საქგესერვისის“ გენერალურ დირექტორს სთხოვს შეისყიდოს მის ბალანსზე რიცხული ლაბორატორიული პლატინის ჭურჭლის ჯართი, იმ დროისათვის საქართველოში არსებული საბაზრო ღირებულებით.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „ს------------სის“ დირექტორ თე--------- ბ-------ესა და ვლ----------–---------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება - გაიყიდა ლაბორატორიული პლატინის ჭურჭლის ჯართი 197,942 გრამის ოდენობით. მყიდველი გამყიდველს უხდის 33 ლარს დღგ-ს ჩათვლით ერთ გრამ პლატინაზე.

 

2009 წლის 15 ივლისს შედგენილი ანგარიშ-ფაქტურით დგინდება, რომ ვლ----------–---------–---–მა „ს------------სს“ ვითიბი ბანკის ანგარიშზე ჩაურიცხა 5,535,59 ლარი, დღგ შეადგენდა 18%-ს და იყო 996.41 ლარი. სულ 6,532,00 ლარი.

 

2009 წლის 29 ოქტომბრის პასუხით ირკვევა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი პლატინის ფასებზე დაკვირვებას არ აწარმოებს და შესაბამისად, ინფორმაცია არ გააჩნია.

 

2017 წელს შედგენილი გემოლოგიისა და მინერალური ნივთიერებათა კვლევის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის დასკვნის თანახმად: ერთი გრამი პლატინის ჯართის ფასებს შორის სხვაობა საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე ა.წ 5 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 77%-ს (ადგილობრივ ბაზარზე პლატინის ღირებულება დაბალია). ერთი გრამი პლატინის ჯართის ფასებს შორის სხვაობა საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე 2009 წლის მდგომარეობით შეადგენდა საშუალოდ 45%-ს. 2009 წლის განმავლობაში პლატინის ფასი 38-დან 61%-მდე ცვალობადობდა (ადგილობრივ ბაზარზე პლატინის ღირებულება დაბალია).

 

აღნიშნული მტკიცებულებები გახლავთ საქმეზე წარმოდგენილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც ბრალდების მხარე ითხოვს გამართლებულ თე------------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს და იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილი კრიტერიუმებით და მოთხოვნებით, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლში (ძვ. რედაქცია) მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავის უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის (ძველი რედაქცია) პირველი ნაწილის მოთხოვნაა, რომ თითოეული მტკიცებულება შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება, მათი ერთობლიობით, საკმარისი უნდა იყოს პირის დამნაშავედ ცნობისათვის. მეხუთე ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (ძველი რედაქცია), გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით კრიმინალიზებულია მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. აღნიშნული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ პირი ქონებას, რომელიც მასთან მოხვდა ხელშეკრულების, სამსახურებრივი მოვალეობის თუ სხვა ვალდებულების საფუძველზე, კანონიერად, განაცალკევებს მესაკუთრის ქონებისგან და აქცევს თავის პირად ქონებად, რომელსაც შემდგომში საკუთარი სურვილისამებრ განკარგავს. მითვისების ჩადენა პირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქემდებით ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს კიდეც ზიანის მიყენება. ამ დროს პირს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი, რომ სხვის ხარჯზე, სხვისთვის მატერიალური ზიანის მიყენებით მიიღოს სარგებელი. აღნიშნული მოტივისა და მიზნის გარეშე უსაფუძვლოა პირის მიერ სხვისი მატერიალური ქონების მითვისების განზრახვის არსებობა.

 

პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული თე------------------ის დანაშაულებრივი განზრახვით მოქმედება, რათა მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა მის მართლზომიერ მფლობელაობაში არსებული შპს „ს--------------------ის“ კუთვნილი ფულადი თანხები. ამ შემთხვევაში მხარეთა მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შპს „ს--------------------ის“ დირექტორმა შა-–---–---ძემ, მიიღო რა სს „თ--–--------------ის კომპანიის“ თანხმობა, რომლის დირექტორიც გახლდათ თე------------------ე, 2008 წლის 26 სექტემბერს შპს „რ-------------–ის“ დირექტორ გ. ი-----ძესთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება 300 000 აშშ დოლარზე 6 თვის ვადით. თუმცა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით აშკარადაა დადასტურებული შპს „რ-------------–ისათვის“ გადაცემული სესხის მიზნობრიობა და პალატა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიჩნევს დადგენილად, რომ თანხის გასესხება რეალურად იყო მისი მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შენიღბვის საშუალება.

 

კერძოდ, მას შემდეგ რაც შპს „ს-------------------ისაგან“ შპს „რ-------------–ისათვის“ მოხდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა, მეორე დღეს - 2008 წლის 30 სექტემბერს, შპს „რ-------------–მა“ ბაბაკიარის საცემენტე კირქვის საბადოს აუქციონში გადარიცხა „ბეს“ გადასახადი - 450 000,00 აშშ დოლარის ეკვ. ლარში, კერძოდ, 632250-00 ლარის ოდენობით თანხა (საგადასახდო დავალება N2). ამის შემდეგ შპს „რ-------------–ის“ დირექტორი გრ-----– ი-----ძეს 2008 წლის 1 ოქტომბრის განცხადების თანახმად, გამოთქვამს სურვილს, მონაწილება მიიღონ ბაბაკიარის საცემენტე კირქვის მოპოვების ლიცენზიის მიღების მიზნით 2008 წლის 08 აგვისტოს გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებულ აუქციონში. აუქციონის შედეგების თანახმად კი, მას შემდეგ, რაც „რ-------------–ის“ უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დააფიქსირა 6 800 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „რ-------------–ი“. ასევე, შპს „რ-------------–ის“ მიერ შპს „ს-------------------ისაგან“ სესხის სახით აღებული თანხის მიზნობრიობა დეტალურად არის გაწერილი საქმეზე წარმდგენილ შპს „რ-------------–ის“ დამფუძნებლის გადაწყვეტილებაში, რომელშიც მითითებულია, რომ აუქციონის წაგების შემთხვევაში მის მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სრულად დაუბრუნდება ლიცენზიის მოპოვების კანდიტატს, ხოლო თავის მხრივ შპს „რ-------------–ი“ დაუყონებლივ დაუბრუნებს მის მიერ სესხად მიღებულ თანხას შპს „ს-------------------ს“ თავის სარგებელთან ერთად.

 

სააპელაციო სასმაართლოს სხდომაზე მოწმე ომ---------–--ლმა განაცხადა, რომ შპს „ს-------------------ს“ დიდი ხნის განმავლობაში შემოსავალი არ ჰქონდა, ხოლო თუ იგი გარკვეულ თანხას სესხის სახით მისცემდა „რ-------------–ს“, შემოსული პროცენტები დაფარავდა „ს--------------------ის“ სახელფასო და სხვა სახის დანახარჯებს. ამასთანავე, როდესაც დაიწყებოდა „რ-------------–ის“ მიერ სამუშაოები ცემენტის ქარხნის ასაშენებლად, უპირობოდ მისცემდნენ „ს-------------------ს“ საინჟირნო-გეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შეკვეთას. სწორედ ამ გარემოებების გამო ომ---------–--ლი იყო მომხრე, რომ „გ----------------ნ“ შპს „რ-------------–ზე“ სესხის სახით გაცემულიყო თანხა.

 

ამდენად, წამოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ შპს „რ-------------–ს“ სესხის სახით აღებული თანხა ესაჭიროებოდა მხოლოდდამხოლოდ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და თე------------------ის, ლა–--–----ესთან და შა-–---–---ძესთან ერთად, შპს „ს--------------------ის“ კუთვნილი ფულადი თანხების მითვისების განზრახვას არ ჰქონია ადგილი.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შპს „რ-------------–მა“ პირველივე შესაძლებლობისთანავე გადაიხადა სესხის სახით აღებული ძირითადი თანხის ნაწილი - 75 000 აშშ დოლარის ოდენობით და 5 თვის საპროცენტო სარგებელი - 17 500 აშშ დოლარის ოდენობით, რაც პალატის შეფასებით, წარმოადგენს მსესხებლის კეთილსინდისიერ მოქმედებას და არა მართლსაწინააღმდეგო განზრახვის შენიღბვის მიზნით თანხის უკან დაბრუნებას, როგორც ეს თე------------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაშია მითითებული. თანხის ნაწილისა და მათ შორის საპროცენტო განაკვეთის გამსესხებელი კომპანიისათის დაბრუნება ამყარებს დაცვის მხარის პოზიციას, კომპანიებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის თაობაზე.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებას, რომ ვინაიდან სესხის გაცემაზე ნებართვის ასაღებად სს „თ--–--------------ის კომპანიის“ დირექტორმა თე------------------ემ არ მიმართა დამფუძნებელ კომპანიას - სსიპ „ს-–------------------------------ს“, ამით უგულებელყო „მ-–---------–-----ბ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის 8-ე ნაწილის „ვ“ ქ/პუნქტის მოთხოვნა, რომელშიც მითითებულია, რომ ახალი სახის ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისათვის სავალდებულო იყო სსიპ „ს-–------------------------------ს“ თანხმობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი მსჯელობა იქონია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და განმარტავს, რომ შპს „რ-------------–ზე“ თანხის გასესხებით შპს „ს--------------------ის“ საქმიანობის პროფილი არ შეცვლილა, აღნიშნული კომპანია კვლავ წარმოადგენდა ბუნებრივი აირისა და ნედლი ნავთობის მომპოვებელ დაწესებულებას და სწორედ ეს იყო მისი ძირითადი საქმიანობა. ხოლო მისი მხრიდან ერთჯერადად თანხის გასესხება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა სარგებლიან სესხს, ვერ ჩაითვლება კომპანიის ახალი სახის ეკონომიკურ საქმიანობად.

 

თუმცა პალატა ყურადღებას გაამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაზე, რომელიც ეხება კომპანიის ქონების განკარგვის საკითხს; კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში განმარტავს, რომ შპს „ს--------------------ის“ მიერ სესხის გაცემით არ მომხდარა ქონების განკარგვა, ვინაიდან მას ნაწილობრივ ან მთლიანად არ გაუსხვისებია ან/და არ გაუჩუქებია წილები. თე------------------ის მიერ სესხის გაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემით არ განხორციელებულა საწარმოს ქონების განკარგვა და სსიპ „ს-–------------------------------ს“ ნებართვის არსებობა აუცილებლობას არ წარმოადგენდა. სასამართლო უთითებს, რომ სესხის ხელშეკრულებით გარკვეული დროით გაიცა თანხა, რომელიც სარგებელთან ერთად ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას, რაც ვერ ჩაითვლება ქონების განკარგვად.

 

პალატა აღნიშნულ ნაწილში ვერ დაეთანხმება პირველი ინსტნციის სასამართლოს დასაბუთებას და განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია შპს „თ--–--------------ის კომპანიის“ წესდება, რომლის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, - საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით, საწარმოს ქონების განკარგვა და გადაცემა, ასევე ჩამოწერა, წარმოადგენს აქციონერთა საერთო კრების გადასაწყვეტ საკითხს. თანხის გასესხების ხელშეკრულების პროცედურები კი არის სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული და დარეგულირებული ურთიერთობა. ამასთან, „მ-–---------–-----ბ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი განსაზღვრავს აქციონერთა კრების ფუნქციონირებასა და მის უფლებამოსილებებს, რომლის თანახმადაც, საზოგადოების ქონების განკარგვა ასევე წარმოადგენს აქციონერთა კრების გადასაწყვეტ საკითხს.

 

ამდენად, თე------------------ე, როგორც სს „თ--–--------------ის კომპანიის“ დირექტორი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც იყო სახელმწიფო და რომლის ზედამხედველობასაც ახორციელებდა სსიპ „ს-–------------------------------“, არ იყო უფლებამოსილი მისი შვილობილი კომპანიის - შპს „ს--------------------ის“ ქონების განკარგვასთან - გასესხებასთან დაკავიშრებით გადაწყვეტილება მიეღო ერთპიროვნულად, სსიპ „ს-–------------------------------ს“ მიერ გაცემული შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით კრიმინალიზებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - ე.ი. საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია სამეწარმეო და სხვა ორგანიზაციის როგორც ქონებრივი, ისე სხვა მართლზომიერი ინტერესები. დამატებით ობიექტს წარმოადგენს ასევე მოქალაქეთა, საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესები.

 

სს „თ--–--------------ის კომპანიის“ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირმა თე------------------ემ, ევალებოდა რა საზოგადოების წესდების განუხრელად დაცვა, უგულვებელყო აღნიშნული ვალდებულება, თავისი, როგორც ხელმძღვანელის უფლებამოსილება გამოიყენა შვილობილი კომპანიის - შპს „ს-------------------ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ და მოქალაქეების ლა–--–----ის და შა-–---–---ძის სასარგებლოდ, დამოუკიდებლად, სსიპ „ს-–------------------------------საგან“ ნებართვის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შპს „ს-------------------ს“ შპს „რ-------------–ისათვის“ სესხის სახით მიეცა კომპანიის შემოსავალი.

 

პალატა ასევე მიუთითებს, რომ სახეზეა ქმედების საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის სავალდებულო ნიშანიც, რაც პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანში გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია ის გარემეობაც, რომ შპს „რ-------------–მა“ საბოლოოდ სურულად დაუბრუნა შპს „ს-------------------ს“ სესხის სახით აღებული თანხა, თუმცა აღნიშნული განხორციელდა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ; ხოლო თე------------------ის ქმედებამ ისეთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებით, რაც არ წარმოადგენდა მის კომპეტენციას, შპს „ს-------------------ისათვის“ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სესხის გაცემის ეპიზოდში თე------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე, ვინაიდან სახეზეა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ თე------------------ემ ჩაიდინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - ე.ი. საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლით (ძველი რედაქცია) დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამასთან, პალატა მსჯელობას იქონიებს თე------------------ის მიმართ კვალიფიკაციის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხზე და დაასაბუთებს, რომ ადგილი არ აქვს ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას, კერძოდ:

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, რომ ბრალდების გადაკვალიფიცირებისას, ბრალდებულს უნდა მიეცეს სათანადო დრო და საშუალება მათზე რეაგირებისთვის და ახალ ბრალდებაზე დაყრდნობით დაცვის ორგანიზებისთვის (მატოჩია იტალიის წინააღმდეგ (Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 2-------, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტი 61). ევროპული სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს დროის ფაქტორს. კერძოდ, როდესაც სამართალწარმოების განმავლობაში, ფაქტების კვალიფიკაცია იცვლება, ბრალდებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად და ეფექტურად განახორციელოს დაცვის უფლებები გონივრულ ვადაში (პელისიერი და სასი საფრანგეთის წინააღმდეგ (Pélissier and Sassi v. France), განაცხადი no. 2-------, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, პუნქტი 62). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის სტანდარტი არ არის დარღვეული იმ შემთხვევაში, როცა სამართალწარმოების განმავლობაში ქმედების გადაკვალიფიცირებისას ბრალდებულს დაცვის განსახორციელებლად საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა (ბლოკი უნგრეთის წინააღმდეგ (Block v. Hungary), განაცხადი no. 56------, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 24). აგრეთვე, ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარ განჭვრეტადია, როდესაც „ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია“ (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; იუჰა ნუუთინენი ფინეთის წინააღმდეგ (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99.

 

განსახილველ შემთხვევაში თე------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტი იყო სს ,,თ--–--------------ის კომპანიის“ წესდების მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის ,,გ“ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა (იხ. საბრალდებო დასკვნა) და სასამართლომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება შეაფასა სწორედ მის მიერ განხორციელებული ქმედების ფარგლებში. ამდენად, სასამართლოს მიერ თე------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლზე, ბრალდებულისთვის არის მოსალოდნელი და განჭვრეტადი და არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ, ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება თე------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლასთან მიმართებით, თანხვედრაშია ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნასთან (მუხლი 508 ძვ. რედაქცია), რომლის თანახმად თუ დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია, სასამართლო უფლებამოსილია დასაბუთებულად შეცვალოს იგი ბრალდებულის სასარგებლოდ. კონკრეტულ შემთხვევაში, თე------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, დადგენილი სანქციის თანახმად, წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამდენად, სასამართლოს მიერ თე------------------ის ქმედების სამართლებრივი შეფასება არის ბრალდებულის სასარგებლო და არ აუარესებს მის მდგომარეობას.

 

ამასთან პალატა ყურადღებას გაამახვილებს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმადაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული. ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა.

 

ამდენად, ვინაიდან თე------------------ემ, როგორც სს „თ--–--------------ის კომპანიის“ დირექტორმა, შპს „ს--------------------ს“ 2008 წლის სექტემბერში მისცა თანხმობა შპს „რ-------------–ზე“ თანხის გასესხების შესახებ, რითაც განახორციელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, მასზე უნდა გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მოქმედება და უნდა გათავლისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

რაც შეეხება თე------------------ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (პლატინის ჭურჭლის გაყიდვის ეპიზოდი), ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში (დივიდენდის ეპიზოდი), პალატა ამ ნაწილში სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის არგუმენტაცია მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს; შესაბამისად, მითითებულ ეპიზოდებში შეუძლებელია თე------------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით, თე------------------ემ სსიპ „ს-–------------------------------ს“ გადაწყვეტილების გარეშე, 13 393 ლარად ღირებული 197.942 გრ. პლატინის ჭურჭელი, ვლ----------–---------–---–ს მიყიდა მხოლოდ 5 535,9 ლარად დღგ-ის გარეშე, რითაც გაფლანგა შპს „ს------------სის“ კუთვნილი დიდი ოდენობის ქონება და საზოგადოებას მიაყენა 7857.4 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ს------------სის“ დირექტორის თე--------- ბ-------ის მიერ ვლ----------–---------–---–ზე გასხვისდა ლაბორატორიული პლატინის ჭურჭლის ჯართი 197,942 გრამის ოდენობით. მყიდველმა გადაიხადა 33 ლარი დღგ-ს ჩათვლით ერთ გრამ პლატინაზე. 2009 წლის 29 ოქტომბრის პასუხით ირკვევა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი პლატინის ფასებზე დაკვირვებას არ აწარმოებდა და შესაბამისად ინფორმაციაც არ გააჩნდა. 2017 წელს შედგენილი გემოლოგიისა და მინერალური ნივთიერებათა კვლევის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის დასკვნის თანახმად კი ერთი გრამი პლატინის ჯართის ფასებს შორის სხვაობა საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე 2009 წლის მდგომარეობით შეადგენდა საშუალოდ 45%-ს. 2009 წლის განმავლობაში პლატინის ფასი 38-დან 61%-მდე ცვალებადობდა და ადგილობრივ ბაზარზე პლატინის ღირებულება იყო დაბალი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვერ იქნა დადგენილი, თუ რა ღირებულება გააჩნდა გასხვისებულ ქონებას ქვეყანაში, თე------------------ის მიერ საწარმოს კუთვნილი პლატინის გახსვისების მომენტისათვის, ხოლო საერთაშორისო ბაზართან შედარებით, ეროვნულ ბაზარზე მისი ღირებულება იყო ნამდვილად დაბალი, ყოვლად უსაფუძვლოა თე------------------ისათვის წარდგენილი ბრალდება, რომ მან ნაკლებ ფასად გაყიდა პლატინის ჭურჭელი და გაფლანგა შპს „ს------------სის“ კუთვნილი დიდი ოდენობის ქონება.

 

გარდა წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა, თე------------------ის მიერ პლატინის გასხვისებასთან დაკავშირებით დაიკითხნენ მოწემეები გი-------------–--ე და ვლ----------–---------–---–ი, რომლებმაც გამორიცხეს „გ-----------ის“ კუთვნილი პლატინის გასხვისებით თე------------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება. გი-------------–--ის განმარტებით, ეს იყო პლატინის ჯართი, რომლის რეალიზაციასაც არ საჭიროებდა ნებართვა ეკონომიკის სამინისტროდან. ასევე, მისი გასხვისების შედეგად მიღებული თანხა კვლავ კომპანიის ანგარიშზე იქნა შეტანილი. მოწმე ვლ----------–---------–---–ის ჩვენებით კი დადგენილია, რომ მან შეძენის შემდეგ გადაწყვიტა ნივთის გაყიდვა, თუმცა ქვეყანაში პალტინის ფასი იყო იმდენად დაბალი, რომ გაყიდა იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე შეიძინა.

 

ბრალდების მხარე თე------------------ეს ასევე ედავება იმ გარემოებას, რომ მან როგორც შპს „ს------------სის“ გენერალურმა დირექტორმა, შვილობილი კომპანიის - შპს „ს--------------------ისგან“ მოითხოვა მათი კუთვნილი დივიდენდიდან მხოლოდ 375 000 ლარის ჩარიცხვა, რითაც თე------------------ემ შპს „ს------------სს“ მიაყენა 1 827 548 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. აპელანტის მიერ ბრალდების ამ ნაწილში წარმოდენილია მხოლოდ ის წერილობითი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს უშუალოდ შპს „ს-------------------ისაგან“ სს „თ--–--------------ის კომპანიის“ მიერ დივიდენდის რამდენჯერმე ჩარიცხვის ფაქტს. ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა თუ რატომ წარმოადგენდა თე------------------ის, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი პირის მხრიდან შვილობილი კომპანიისათვის დივიდენდის მოთხოვნა მის ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში დივიდენდის მოთხოვნასა და ჩარიცხვასთან დაკავშირებით ძირითად და შვილობილ კომპანიებს შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საჭიროებებიდან გამომდინარე, როგორც ამას თავად თე------------------ე განმარტავს. ხოლო ის გარემოება, რომ თე------------------ე ვალდებული იყო - განსაზღვულ პერიოდებში მოეთხოვა დივიდენდის სახით კონკრეტული თანხის სრულად ჩარიცხვა, არ დასტურდება საქმეზე წამორდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. მოწმეებმა ნი----------–--ემ და გი-------------–--ემ დაადასტურეს ფაქტი, რომ როგორც მათთვის ცნობილია, კომპანიამ რამდენჯერმე მიიღო დივიდენდი გარკვეული რაოდენობით. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით თე------------------ემ განმარტა, რომ ვინაიდან ორგანიზაციას ჰქონდა უამრავი ვალი, მათ შორის გაუცემელი ხელფასების სახით, კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისთანავე, ხალხი მიდიოდა სასამართლო გადაწყვეტილებებით და თანხა მაშინვე ქრებოდა კომპანიის ანგარიშიდან. ამიტომ არ თვლიდა საჭიროდ თანხის სრულად ჩარიცხვას ანგარიშზე და კომპანიის ინტერერსებიდან გამომდინარე, ითხოვდა იმ ოდენობას, რაც საჭირო იყო. ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ თე------------------ის მოქმედება შედიოდა კომპანიის ინტერესში და არა პირიქით. გარდა ამისა, არ დასტურდება თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზანი, ხოლო დივიდენდის სახით მიუღებელი თანხა ზიანად ვერ ჩაითვლება, რადგან როგორც აღინიშნა, ეს არის უფლება და არა ვალდებულება და თე------------------ეს, როგორც ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, შეეძლო ემოქმედა კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე.

 

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია მხოლოდ იმ ფაქტის უტყუარად დასადასტურებლად, რომ თე------------------ემ სესხის გაცემასთან დაკავშირებით შპს „ს-------------------ისათვის“ სესხის გაცემასთან დაკავშირებით ნებართვის მიცემის ეპიზოდში ჩაიდინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - სამეწარმეო ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

რაც შეეხება მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს შვილობილი კომპანიისაგან დივიდენდის მოთხოვნის და კომპანიის კუთვნილი პლატინის გასხვისების ეპიზოდებთან დაკავშირებით, აღნიშნული ბრალდებები არ წარმოადგენს უტყუარად, მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე დადასტურებულ ფაქტს, რის გამოც პირველი ისტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი თე------------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 500-ე, 502-509-ე, 512-ე, 517-535-ე, 550-ე, 602-606-ე მუხლებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენში;

 

თე------------------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (პლატინის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

თე------------------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (დივიდენდების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

თე------------------ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისების ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე.

 

თე------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გათავისუფლდეს სისხლისსამართლევბრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

თე------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა - 20000 (ოციათასი) ლარი, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით - თე------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული შესატანი თანხის, კერძოდ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარიდან 30 000 (ოცდაათიათასი) ლარის ნაცვლად უძრავი ქონების შეტანის მიზნით - თა--------–-–---–-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, (ზ-------------------------------–-----------------------------------) მდებარე ქ-------–-----------------------------–------–---------------------- დადებული ყადაღა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში - დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი

 

ლ.თევზაძე