განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.12.2018
საქმის ნომერი
140210117002216724
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210117002216724

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/5337-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტები - გ------- ე---–----–---–-, შ--–-- ე---–----–---–-

წარმომადგენელი - ე-–---- პ---–--–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ---- ე-–-----

წარმომადგენელი - ი----- ხ-------–---–-

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ---- ე-–----ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების: გ------- ე---–----–---–-ს და შ--–-- ე---–----–---–-ს მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს: გ------- ე---–----–---–ს და შ--–-- ე---–----–---–ს მოსარჩელე ზ---- ე-–----ის სასარგებლოდ დაეკისრა 2310 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2017 წლის 20 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ზ---- ე-–----ის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა „ნ-------------“, სახ. ნომრით T- 5--K-, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე----- ე-–------ხ----ის სახელზე.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მოპასუხე გ------- ე---–----–---–-ს მიერ ავტოტრანსპორტის მართვის წესების უგულებელყოფამ, რის გამოც მოპასუხე გ------- ე---–----–---–- (დამრღვევი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 300 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ 18);

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ელექტრონული საჯარიმო ქვითარი) (ს.ფ17);

- გ------- ე---–----–---–-ს მიერ ავტო-საგზაო შემთხვევის დროს მიცემული ახსნა- განმარტება (ს.ფ. 19);

- ზ---- ე-–----ის მიერ ავტო-საგზაო შემთხვევის დროს მიცემული ახსნა-განმარტება (ს.ფ. 20)

 

საგზაო-სტრანსპორტო შემთხვევის სქემის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა: პირველი სატრანსპორტო საშუალება - ნ-----, T-5--K-, (მესაკუთრე ხ----ე-ე-–----- ე-----ი, ს--–---ჯ--------) წინა მოპირკეთება, ძრავის სახურავი, წინა ორივე ფრთა, წინა ბამპერი, სავალი ნაწილები.

 

მეორე სატრანსპორტო საშუალება ფ------ ტ---------- B-8--B- (მესაკუთრე ე---–----–---–- შ--–--) უკანა მარცხენა ფრთა, უკანა მარცხენა საბურავები მომძვრალი.

 

დამრღვევი მძღოლის მონაცემები: ე---–----–---–- გ------- შ--–--ს ძე, კ-----------–-, O-------- „B“.

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ელექტრონული საჯარიმო ქვითარი) თანახმად, 2017 წლის 20 ოქტომბერს გ------- ე---–----–---–- ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე და ჯარიმის სახით განესაზღვრა 300 ლარი.

 

გ------- ე---–----–---–-ს ახსნა-განმარტების მიხედვით, 2017 წლის 20 ოქტომბერს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მოძრაობდა ა---–---–------- კ----- მიმართულებით. 23:15 საათზე ქ------––------- მოძრაობისას მოესმა საბურავის გახეთქვის ხმა, რა დროსაც დაიწყო მანქანის გაჩერება და რამდენიმე მეტრში გააჩერა, გადმოვიდა მანქანიდან და დაინახა, რომ მის მანქანას მომძვრალი ჰქონდა უკანა მარცხენა საბურავები და ავტომანქანის უკანა ნაწილი დადებული იყო ასფალტის საფარზე. რამდენიმე მეტრის დაშორებით მან შეამჩნია ნ-----ს მარკის ავტომანქანა გზიდან იყო გადასული და შეჯახებული იყო ქვაღორღს. როგორც გაირკვა მისი მანქანის საბურავი მოტეხვის შემდეგ საპირისპირო ზოლში მოძრავ ავტომანქანას შეეჯახა, რის შემდეგაც ნ-----ს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადავიდა საპირისპირო მხარეს გზის გვერდულზე და შეეჯახა ქვაღორღს, ახსნა-განმარტების მიხედვით მხარეები ვერ შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

ზ---- ე-–----ის ახსნა-განმარტების მიხედვით, 2017 წლის 20 ოქტომბერს მოძრაობდა ავტომანქანა ნ-----თ ხ-–--------- ა---––---- მიმართულებით. დაახლოებით 23:15 საათზე სოფელ მ------------- საპირისპირო ზოლში მოძრაობდა ფ------ის მარკის ავტომანქანა, რა დროსაც ფ------ის მოახლოებისას, დაახლოებით 5 მეტრში ფ------ს მოძვრა უკანა მარცხენა საბურავები გადავიდა მის ზოლში, რის გამოც ვეღარ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის მარცხენა ზოლში გზის გვერდულზე და შეეჯახა ქვაღორღს. ამავე ახსნა-განმარტების მიხედვით ავტომანქანის მძღოლები ვერ შეთანხმდნენ ზარალის ანაზღაურებაზე.

 

სპეცავტოსადგომი „ა----ს“ მიერ გაცემული დროებით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბრების №2-- აქტის მიხედვით, ნ-----ს მარკის ავტომანქანის მიღებისას ავტომანქანა იყო ავარიულ მდგომარეობაში.

 

2.2 . ავტო-საგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევი მძღოლი გ------- ე---–----–---–- მართავდა სატრანსპორტო საშუალებას ფ------ ტ---------ს სახ. ნომრით B-8--B-, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია შ--–-- ე---–----–---–-ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 31.10.2017 წლის ცნობა (ს.ფ. 25)

 

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 31.10.2017 წლის ცნობის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზტებია: სანომრე ნიშანი -B-8--B-, მარკა- მოდელი - ფ------ ტ----------თ 1----- 2.5 D, ფერი - ლ-------, გამოშვების წელი - 1---, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - გაცემული 2---------წ. რეგისტრირებულია შ--–-- ე---–----–---–-ს სახელზე.

 

2.3. ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად ზ---- ე-–----ის მართვის ქვეშ მყოფი მანქანა, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე----- ე-–------ხ----ის სახელზე, დაზიანდა, რის გამოც მანქანის მფლობელს მიადგა მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 23-24)

 

ინდივიდუალური აუდიტორის გ-------– გ------–-–---–-- მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს--–---ჯ--------- მთავარი სამმართველოს პოლიციის მაიორის მიერ 2017 წლის 20 ოქტომბერს შედგენილი სატრანსპორტო შემთხვევის ოქმის (ხ-–----ი-ა---––--ე- ვ--–-- მიმართულებით) მიხედვით დაზიანებულია ავტომანქანა „N-----N---“, რეგისტრაციის ნომერი T- 5-- K-, გამოშვების წელი 2---, ტიპი ჰ--------, ფერი შ---, რომლის მფლობელია ე----- ხ----ე-ე-–-----, მცხოვრები ქ. ა---––----------------–---------.

 

დასახელებულ ავტომანქანას შემხვედრი ავტომანქანის დაჯახების შედეგად მთლიანად დაზიანებული აქვს წინა სავალი ნაწილი, კერძოდ:

1. „კაპოტი“ - შესაკეთებელია - 50 ლარი;

2. „ბუფერი“ - შესაკეთებელია - 100 ლარი;

3. „ბუფერის პალკა“ - შესაკეთებელია - 80 ლარი;

4. „რადიატორის ბლოკი“ – 100 ლარი;

5. უკანა მარცხენა კარები - 150 ლარი

6. „რადიატორი“ დიდი და პატარა - 250 ლარი;

7. „პომპა“ – 100 ლარი;

8. გიდრავლიკა და მისი ბაკი“ – 120 ლარი;

9. ავტო საბურავი 2ც - 300 ლარი;

10. წინა პლასტმასის კომპლექტი - 80 ლარი;

11. წინა პანელი - 180 ლარი;

12. დამხმარე მასალები: საღებავი, ზამასკა და სხვა - 150 ლარი;

13. ხელოსნის ხელფასი - 800 ლარი სულ ხარჯი 2460 ლარი

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ განმარტა, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი

 

პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

 

მოსარჩელე ზ---- ე-–----- ამტკიცებს, რომ გ------- ე---–----–---–-ს მიერ განხორციელებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რითაც მიიღო მატერიალური ზიანი. თავის მხრივ მოპასუხეები გ------- ე---–----–---–- და შ--–-- ე---–----–---–- უარყოფენ მათი მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მიმართოს სასამართლოს და დაიცვას უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან, ხოლო მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.

 

2.5. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

2.6. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა ზიანიდან (დელიქტიდან) გამომდინარეობს და შესაბამისად, უნდა განისაზღვროს თუ რამდენად არსებობს ზიანის ანაზღაურებისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგელობის მოპასუხეთათვის დაკისრების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

 

2.7. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

2.8. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის თანახმად; 1. მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება,ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი; 4. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია საქმის გადაწყვეტისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2017 წლის 20 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ზ---- ე-–----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რის შედეგადაც, როგორც მას, ისე მესაკუთრეს მიადგა ზიანი, ეს ზიანი გამოწვეულია, მოპასუხე გ------- ე---–----–---–-ს ბრალეული ქმედებით. ასევე დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა გ------- ე---–----–---–- მეორე მოპასუხის, შ--–-- ე---–----–---–-ს საკუთრებას წარმოადგენს.

 

2.9. რაც შეეხება შ--–-- ე---–----–---–-ს პოზიციას, რომ მას კავშირი არ აქვს კონკრეტულ ფაქტთან და იგი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, ასევე იმ გარემოებას, რომ დაზიანებული მანქანა ვინმე ე----- ე-–------ხ----ის საკუთრებას წარმოადგენს და ზ---- ე-–-----ს არ წარმოუდგენია უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მას მესაკუთრის ნაცვლად უფლება აქვს იდავოს ზიანზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად: 1. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით; 4. თუ ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობს, ისინი ითვლებიან თანამფლობელებად.

 

აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს

სამოქალაქო საპროცესო კოდესის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება.

 

რაც შეეხება შ--–-- ე---–----–---–-ს პასუხისმგებლობას, განსახილველ შემთხვევაში შ--–-- ე---–----–---–- არის საგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანის მფლობელი, მესაკუთრე, მითუმეტეს, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ავტომანქანით საჭიროებისამებრ ორივე მოპასუხე სარგებლობს, მფლობელი კი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო (სკ 999-ე მუხლი), ხოლო რაც შეეხება ზ---- ე-–-----ს, მისი განმარტებით, ე----- ე-–------ხ----ე არის მისი ძმის მეუღლე და ამ მანქანის მფლობელი თვითონაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახად; 1. საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო; 3. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

გარდა მითითებული გარემოებებისა, საქართველოს უზენაესი სასამართლომ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება წინამდებარე დავის გადაწყვეტის დამფუძნებელ ნორმებზე და ამ ნორმებით რეგულირებულ დელიქტური ვალდებულების თავისებურებებსა და ვალდებული პირის განსაზღვრის საკითხზე, კერძოდ, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, რომლისაგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია შემდეგი ელემენტების კუმულატიური ერთობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო

 

ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე _ არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი“ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე“ (პირდაპირი მფლობელი). უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი; №ას-504-481-2016, 30 სექტემბერი, 2016 წელი ).

 

2.10. რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ------- ე---–----–---–თან მიმართებით მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები გ------- ე---–----–---–-ს მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის მიერ წარმდგენილი დასკვნა არ არის სათანდაო წესით შედგენილი, მასში ბევრი უზუსტობაა და არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ, ამასთან, მასში მითიტებული დაზიანებების ჩამონათვალი არ შეესაბამება პატრულის თანამშრომლის მიერ ოქმში მითიტებულ დაზიანებათა ჩამონათვალს, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების წესზე, რომლის თანახმადაც, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ აუდიტორული დასკვნა შეაფასა რა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაძი, მიიჩნევს, რომ არნიშნული აუდიტორული დასკვნა თანხვედრაშია სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ ავტო-საგზაო შემთხვევის სქემასთან, რომელშიც აღწერილია ავტომანქანა ნ-----ს დაზიანებები, რომელთა პირველადი და გარეგანი დათვალიერებისას პატრულის თანამშრომლისათვის შესამჩნევი იქნებოდა (წინა მოპირკეთება, ძრავის სახურავი, წინა ორივე ფრთა, წინა ბამპერი, სავალი ნაწილები), რაც შესაბამისობაში მოდის აუდიტორულ დასკვნაში მითითებულ ხილულ დაზიანებებთან, გარდა უკანა მარცხენა კარების დაზიანებასთან, რომელიც არ არის ასახული პატრულის მიერ დაზიანებების აღწერისას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის უტყუარად დადასტურებული ის გარემოება, რომ ზ---- ე-–----ის მფლობელობაში არსებულ მანქანას უკანა მარცხენა კარი სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაუზიანდა. რაც შეეხება დაზიანებათა სხვა ჩამონათვალს, აუდიტორმა დაზიანებები შეაფასა, როგორც სპეციალისტმა და მან შეაფასა როგორც ხილული, ისე ფარული დაზიანებები.

 

გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, სასამართლომ განმარტა, რომ „ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის მე-10 მუხლის მესამე ნაწილი]. განსახილველ შემთხვევაში გ------- ე---–----–---–მა იცოდა რა იმის შესახებ, რომ მისი ქმედებით ზიანი მიიღო ზ---- ე-–-----მ, არაფერი მოიმოქმედა ამ ზიანის გამოსასწორებლად მითუმეტეს, რომ მას თავადა შეეძლო შეეფასებინა დაზიანებათა ხარისხი.

 

ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

2.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით,მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოპასუხეს გ------- ე---–----–---–ს ეკისრებოდა ვალდებულება წარმოედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა არის ყალბი. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, მას გარდა ზეპირი განმარტებისა, რომ მან კარგად იცის ვინ და როგორ შეადგინა ეს დასკვნა, არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლოს აუდიტორულ დასკვნის კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ნორმის შემადგენლობის ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ზიანის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრებისათვის.

 

2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი გ------- ე---–----–---–-სა და შ--–-- ე---–----–---–-ს მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია.

 

რაც შეეხება ზიანის ოდენობას, ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რაც აუდიტორულ დასკვნაშია მითითებული, გარდა უკანა მარცხენა კარის ღირებულებისა, რაც შეადგენს 2310 ლარს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით სარჩელი წარმოდგენილია არასათანადო მოსარჩელის მიერ, საქმეს არ ერთვის მოსარჩელის საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულება. გარდა ამისა, საქმეს არ ერთვის არანაირი მტკიცებულება, რომ დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებისთვის ხარჯი გაწეული იქნა მოსარჩელის მიერ.

3.2. აპელანტი სადავოდ ხდის ასევე აუდიტის დასკვნას და განმარტავს, რომ აუდიტორული კვლევის დროს გამოკველული არ ყოფლა დაზიანებული ავტომანქანა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1. განსახილველ შემთხვევაში პალატა იზიარებს აპელანტების შედავებას მოსარჩელის არასათანადო მხარის სტატუსთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საპროცესო-სამართლებრივი წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.1.2. განსახილველ შემთხვევაში ზ---- ე-–----ის სასარჩელო მოთხოვნას გ------- და შ--–-- ე---–----–---–ებისთვის ზიანის სახით 2460 ლარის დაკისრება წარმადგენს. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე დელიქტურ ვალდებულებაზე, კერძოდ, ავტოსანტრანსპორტო შემთხვევის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტზე მიუთითებს.

 

4.1.3. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს შეიძლება დაეკისროს ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე პირველ რიგში ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, შემდეგ მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

4.1.4. სააპელაცო სასამართლო პირველ რიგში, განმარტავს, რომ თანამედროვე საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით, უფლების შესახებ დავის გადაწყვეტის გზით. [სსსკ-ის მე-2 და მე-3 მუხლები]

 

4.1.5. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება ზ---- ე-–----ის უფლების დარღვევის ფაქტი. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ზ---- ე-–----- 2--------- წელს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მისთვის ზიანის მიყენების თაობაზე უთითებს. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ს--–---ჯ--------- მთავარი სამმართველოს უფროსის სახელზე ზ---- ე-–----ის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ 2--------- წელს მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ნ----- სახ. ნომრით T--5---K- ხ-–--------- ა---––-–---- მიმართულებით, დაახლოებით 23:15 საათზე სოფელ მ------------- საპირისპირო ზოლში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას მოძვრა საბურავი და შეეჯახა მისი მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას, რის გამოც მან ვეღარ შეძლო საჭის დამორჩილება და მარცხენა გვერდულაზე შეეჯახა ქვაღორღს. (ს.ფ.20) საქმეში წარმოდგენილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემის მიხედვით ირკვევა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება მარკა - ნ-----, სახელმწიფო ნომერი - T-5--K-, კუთვნილება - ხ----ე - ე-–----- ე-----ი, აღრიცხვის ადგილი - ს--–-- ჯ--------, მექანიკური დაზიანება - წინა მოპირკეთება, ძრავის სახურავი, წინა ორივე ფრთა, წინა ბამპერი, სავალი ნაწილები. (ს.ფ.18) ინდივიდულაური აუდიტორის გ-------– გ------–-–---–-- 25.10.2017 წლის აუდიტორული დასკვნით ირკვევა, რომ აუდიტორის მიერ ქ------––----------------–-----------ში მცხოვრები ე----- ხ----ე-ე-–----ის მიერ წარდგენილი მისი კუთვნილი დაზიანებული ავტომანქანა ,,------ის’’ რემონტსა და აღდგენაზე გასაწევი ხარჯების ღირებულება 2460 ლარით განისაზღვრა. დასკვნის კვლევითი ნაწილით ირკვევა, რომ აუდიტორის მიერ შეფასებული იქნა 2--------- წელს მომხდარი ავტოსატრასპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობა. (ს.ფ. 23-24) სააპელაციო პალატა ხაზს უსვამს იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რომ საქმის მასალებით დადასტურებული ვერ იქნა ფაქტი მასზედ, რომ 2--------- წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის კუთვნილებას წარმოადგენდა და ეს უკანასკნელი ამ ავტომობილს მხოლოდ შემთხვევის დადგომის დროს არ მართავდა. უფრო მეტიც, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც მისი მხრიდან 2--------- წელს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის შეკეთებისთვის ხარჯის გაწევის ფაქტს დაადასტურებდა. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მოძრავი ნივთის ფლობის და განკარგავის ფაქტი, აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, სადაც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მითითებული ე-----ი ხ----ე- ე-–----- (ს.ფ. 18) და 25.10.2017წ. დასკვნა, სადაც ასევე მითითებულია, რომ 2--------- წელს მომხადრი ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დამდგარი ზიანის ოდენობის დადგენის მოთხოვნით აუდიტორს სწორედ ე----- ე-–-----მ მიმართა. ამრიგად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს სარჩელის აღძვრის უფლება ანუ სასამართლომ არ გაარკვია დავის ინიციატორი სათანადო მოსარჩელე იყო თუ არა, მითუმეტეს დავის არსიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხის გამოკვლევა სასამართლოს პრეროგატივა იყო, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის საფუძველზე უნდა ემსჯელა, იყო თუ არა სარჩელი აღძრული იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება ჰქონდა.

 

4.1.6. პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია არასათანადო მოსარჩელის შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული სათანადო მოსარჩელის დადგენა ხდება მოსარჩელის მატერიალური მოთხოვნის - სარჩელის საფუძვლის გამორკვევით და მხარე სათანადოა იმ შემთხვევაში, თუ იგი სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტია და ამ სამართალურთიერთობიდან გამომდინარე გააჩნია მოთხოვნის უფლება ან ეკისრება რაიმე ვალდებულება. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიერ სათანადო მოსარჩელის საკითხის გარკვევისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს არსებობს თუ არა ის ნიშნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მხარე. ასეთი ნიშნებია მაგალითად ის, რომ მხარე არის სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე. ასევე იგი დაინტერესებულია საქმის განხილვის იურიდიული შედეგით. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ სასამართლოს მიერ მხარის არასათანადოდ მიჩნევის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საქმის განხილვა უნდა დაიწყოს თავიდან, რათა შეცვლილ მხარეს შეეძლოს სრულად მოახდინოს მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რაეალიზაცია. აქედან გამომდინარე, გათვალისწინებით იმისა, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე გამოირკვა მოსარჩელის არასათანადოობა, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, რათა მხარისათვის უზრუნველყოფილი იქნას საქმის განხილვის ინსტანციურობის პრინციპი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. პალატა მიიჩნევს, რომ გ------- ე---–----–---–-ს და შ--–-- ე---–----–---–-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ე---–----–---–-ს და შ--–-- ე---–----–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური