განაჩენი

სისხლის სამართლის 19.04.2019
საქმის ნომერი
170140017001951133
ინსტანცია
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-----------------

საქმე №1ბ/14-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - მ--------------–--ის,მსჯავრდებულ - გ----------------–--ის,ადვოკატ - ნ--------–-–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ----------------–--ის და მისი ადვოკატის ნ--------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ------------------------------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, პირადი N5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მისამართი: ქ-–--–------–---–-------------. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განაჩენით:

 

გ----------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2017 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ----------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2017 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2017 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2017 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და გ----------------–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასჯელის მოხდა მსჯავრდებულ გ----------------–--ეს დაეწყო წინამდებარე განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების დღიდან.

 

გ----------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

გ----------------–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 3 იანვარს, წალკის რაიონის სოფელ ახალიკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალის 708-ე პიკეტიდან 709-ე პიკეტამდე მონაკვეთში, გ----------------–--ე ფარულად დაეუფლა შპს „A------------ს“ კუთვნილ 20 მეტრ სპილენძის სარკინიგზო საკონტაქტო ხაზს, რომელიც ჩააბარა ქალაქ ბათუმში, ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1045 ლარის ზიანი.

 

2017 წლის 6 იანვარს, წალკის რაიონის სოფელ ახალიკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალის 723-ე პიკეტიდან 724-ე პიკეტამდე მონაკვეთში, გ----------------–--ე ფარულად დაეუფლა შპს „A------------ს“ კუთვნილ 100 მეტრ სპილენძის სარკინიგზო საკონტაქტო ხაზს, რომელიც ჩააბარა ქალაქ ბათუმში, ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში, რითაც დაზარალებულს მიაყენა 5225 ლარის ზიანი.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ----------------–--ემ და მისმა ადვოკატმა ნ--------–-–---–მა.

 

აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, 2019 წლის 18 აპრილს, პროკურორმა მ--------------–--ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა შემდეგი:

 

გ----------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღვეთა 5 (ხუთი) თვე, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღვეთა 2 (ორი) წელი და 7 (შვიდი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაევალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

ასევე, იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვე, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 7 (შვიდი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით გ----------------–--ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით, განესაზღვროს პენიტნციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 7 (შვიდი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს ადვოკატმა ნ--------–-–---–მა და მსჯავრდებულმა გ----------------–--ემ.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობების საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა საჯარო ინტერესი, კერძოდ სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, სასამართლოსთან აღიარების ფორმით თანამშრომლობა, რის გამოც მსჯავრდებულთან გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის დაიდო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით გ----------------–--ემ უარი თქვა საქმის არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ საქმის არსებითად განხილვის უფლებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს.

 

ამასთან, შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას; აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებული გ----------------–--ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული გ----------------–--ე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, საქმეში მოიპოვება გ----------------–--ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის, მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, ეთანხმება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულის მიმართ სამართალდამცავი ან სხვა ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მას განემარტა, რომ შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), ხოლო სასჯელი - კანონიერი და სამართლიანია. შესაბამისად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დაკმაყოფილდეს პროკურორის შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

 

დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ გ----------------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

ცვლილება შევიდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განაჩენში;

 

გ----------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 7 (შვიდი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

გ----------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2017 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 7 (შვიდი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით გ----------------–--ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით, განესაზღვროს პენიტნციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 7 (შვიდი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

კონტროლი და მეთვალყურეობა მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე, პირობითი მსჯავრის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გ----------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 29 ნოემბრიდან.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

პლასტმასის დეტალი, ნერწყვისა და თმის ნიმუშები, ხელის ანაბეჭდები, კანაფისა და პოლიეთილენის დაწნული თოკები და თეთრი ფერის წვრილი თოკები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

CD R (რომელზეც ინახება შპს „ჯეოსელიდან“ ამოღებული ინფორმაცია) - დაერთოს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით;

 

გ----------------–--ის მობილური ტელეფონი, ხერხის პირი, შავი ფერის სპორტული ჩანთა, რკინის საჭრელი მაკრატელი, ლურჯი ფერის საწვიმარი, ჭრელი პიჯაკი, მუქი ფერის კაპიშონიანი ჟაკეტი და შავი ფერის სვიტერი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - გ----------------–--ეს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს;

 

სპილენძის სადენის ნაჭერი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - შპს „A------------ს“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს, პირობების დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე